გამოდის 1998 წლიდან
2018-09-26
რო­გორ და­ვაღ­წი­ოთ თა­ვი „მკვლელ ტყვი­ას“

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი და გა­რე­მო სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის ახა­ლი არ არის, რად­გან ის ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე შე­იძ­ლე­ბა არა თუ შე­იგ­რ­ძ­ნოს, არა­მედ „და­ი­ნა­ხოს“ დე­და­ქა­ლა­ქის მაცხოვ­რე­ბელ­მა. ამის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ და­ი­წე­რა და ით­ქ­ვა, არა­ერ­თი კვლე­ვა თუ ექ­ს­პე­რი­მენ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, თით­ქოს, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბიც და­წეს­და, მა­გა­ლი­თად, გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვის შე­სამ­ცი­რებ­ლად მან­ქა­ნის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა თუ სხვ. მაგ­რამ მომ­წამ­ვ­ლე­ლი ჰა­ე­რით სუნ­თ­ქ­ვა ისევ იმ დო­ზით და ისევ იმ მას­შ­ტა­ბით გვი­წევს, რად­გან რე­ა­ლუ­რად პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, ჯერ­ჯე­რო­ბით, ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. ამა­სო­ბა­ში კი, ვინ იცის ამ მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნის შე­დე­გად რამ­დენ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა შვე­ლა. მე­ტიც, ბო­ლო დროს, და­ბინ­ძუ­რე­ბულ გა­რე­მო­სა და მი­სი მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბით გა­მოწ­ვე­ულ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის საფ­რ­თხე­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს კი­დევ ერ­თი სა­გან­გა­შო დე­ტა­ლიც შე­ე­მა­ტა — სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­კუ­თარ ორ­გა­ნიზ­მ­ში, არა­ერ­თ­მა ადა­მი­ან­მა ტყვი­ის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა. ამ თე­მა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბა უკა­ნას­კ­ნელ კვი­რას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ეკო­ხედ­ვის“ კვლე­ვამ მი­იქ­ცია, რო­მელ­მაც ტყვი­ის კვალს თბი­ლი­სის ჰა­ე­რის მტვერ­ში და­უწყო ძებ­ნა. კვლე­ვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­კო­მი­ტე­ტო მოკ­ვ­ლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­ა­ტა­რა და პირ­ვე­ლად გა­ზო­მა ტყვია და კად­მი­უ­მი მტვრის ნა­წი­ლა­კებ­ში. მცი­რე მას­შ­ტა­ბის კვლე­ვა ივ­ნის-ივ­ლის­ში გან­ხორ­ცი­ელ­და და მის არე­ალ­ში თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე უბა­ნი მო­ექ­ცა — ლი­სის ტბა, გმირ­თა მო­ე­და­ნი, ვა­კის პარ­კი და ორი მშე­ნებ­ლო­ბა დიღ­მის მა­სივ­სა და დიდ დი­ღომ­ში.
ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის ნი­მუ­შე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, აღ­მოჩ­ნ­და, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში ტყვია და­საშ­ვე­ბი კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის (0.3 მკგ/მ3) მე­ა­თე­დია (მი­ნი­მუმ 0.01 მკგ/მ3 და მაქ­სი­მუმ 0.06მკგ/მ3). ვი­ნა­ი­დან ტყვია ორ­გა­ნიზ­მ­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ ძნე­ლად გა­მო­დის, ის დაგ­რო­ვე­ბას იწყებს და ყო­ვე­ლი შე­სუნ­თ­ქ­ვის დროს და­მა­ტე­ბი­თი რა­ო­დე­ნო­ბა კონ­ცენ­ტ­რირ­დე­ბა, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც კი უკ­ვე და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია.
მა­ნა­ნა ქოჩ­ლა­ძე („მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა“) ჰა­ერ­ში ტყვი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­სა­ხებ ამ­ბობს, კვლე­ვის შე­დე­გე­ბით გა­მოვ­ლინ­და, რომ ტყვი­ის შემ­ც­ვე­ლო­ბა ჰა­ერ­ში არ აღე­მა­ტე­ბა ზღვრუ­ლად და­საშ­ვებ კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ას (ZDC). ის პრობ­ლე­მას იმა­ში ხე­დავს, რომ მო­ნი­ტო­რინ­გის ან­გა­რი­ში, რო­მელ­საც სა­მი­ნის­ტ­რო პე­რი­ო­დუ­ლად წარ­მო­ად­გენს,  სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ იძ­ლე­ვა, რე­ა­ლუ­რად რამ­დე­ნა­დაა ჰა­ე­რი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში: „კვლე­ვა­ში ნა­ხავ­დით, რომ ენოქ­სე­ბი მა­ღა­ლი აღ­მოჩ­ნ­და, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი რა დო­ნის და­ბინ­ძუ­რე­ბაა ენოქ­სებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან რთუ­ლია აზ­რის გა­მო­ტა­ნა, რად­გან კვლე­ვა­ში ასა­ხუ­ლია ერ­თი დღის ან ერ­თი თვის მო­ნა­ცე­მე­ბი და, რაც მთა­ვა­რია, თვი­უ­რი ან­გა­რი­შე­ბის შე­და­რე­ბა არას­დ­როს ხდე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებ­თან.“
თბი­ლი­სის ჰა­ერ­ში ტყვი­ის შემ­ც­ვე­ლო­ბას, ცალ­კე­ულ უბ­ნებ­ში, 2008 წლი­დან ზო­მავს გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, თუმ­ცა, მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჯერ არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. და მა­ინც, რა არის ჰა­ერ­ში ტყვი­ის შემ­ც­ვე­ლო­ბის და­საშ­ვე­ბი კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ის ზღვა­რი? ამ კითხ­ვა­ზეც არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი პა­სუ­ხი არ­სე­ბობს, რად­გან ზღვრუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვი­თაც. მა­გა­ლი­თად, აშშ-ში ის 0,15-ით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი დღე-ღა­მე­ში ზღვრუ­ლი და­საშ­ვე­ბი კონ­ცენ­ტ­რა­ცია 0,3-ია. კვლე­ვა­ში თბი­ლი­სის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 0.01-0,06-იყო, რაც სხვა ქვეყ­ნის სტან­დარ­ტებ­თან შე­და­რე­ბით, შე­იძ­ლე­ბა, მა­ღალ მაჩ­ვე­ნებ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს. გარ­და ამი­სა, ექ­ს­პერ­ტე­ბი ყუ­რადღე­ბას იმა­ზეც ამახ­ვი­ლე­ბენ, რომ „ეკო­ხედ­ვის“ კვლე­ვა ზაფხულ­ში ჩა­ტარ­და, იმ პე­რი­ოდ­ში, რო­ცა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ქა­ლაქ­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლია, წე­ლი­წა­დის სხვა დროს­თან შე­და­რე­ბით. ამი­ტო­მაც, ამ სა­კითხ­ზე მო­მუ­შა­ვე ექ­ს­პერ­ტე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თბი­ლი­სის ჰა­ე­რი უფ­რო მას­შ­ტა­ბურ, რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ან შეს­წავ­ლას სა­ჭი­რო­ებს.
რა გა­მო­სა­ვალს ხე­და­ვენ ექ­ს­პერ­ტე­ბი? ნუგ­ზარ ბუ­ა­ჩი­ძე, რო­მე­ლიც „ეკო­ხედ­ვის“ კვლე­ვა­ზე მუ­შა­ობ­და, მი­იჩ­ნევს, რომ ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად შე­დეგს გა­მო­ი­ღებს ავ­ტოტ­რან­ს­პორ­ტის ტექ­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­მო­ღე­ბა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბის მო­წეს­რი­გე­ბა ქა­ლაქ­ში. კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბის რე­კო­მენ­და­ციაა, ასე­ვე, სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და ქა­ლა­ქის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წი­ლის ინ­ტენ­სი­უ­რი გამ­წ­ვა­ნე­ბა ივ­რის ზეგ­ნი­დან წა­მო­სუ­ლი მტვრი­ა­ნი ქა­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, რად­გან, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ჰა­ე­რი ტყვი­ით ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ირ­გ­ვ­ლი­ვაა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი, ლი­სის ტბა­სა და ვა­კის პარ­კ­ში კი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნის­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი ჰა­ე­რი და­ფიქ­სირ­და.
რაც შე­ე­ხე­ბა გმირ­თა მო­ე­დანს, აქ სა­მუ­შაო დღე­ებ­ში, რო­ცა ეს­ტა­კა­და­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მე­ტი იყო, მაქ­სი­მა­ლურ დო­ნეს უახ­ლოვ­დე­ბო­და ტყვი­ის შემ­ც­ვე­ლო­ბა და ზღვარს სცდე­ბო­და აზო­ტის დი­ოქ­სი­დი. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, აზო­ტის დი­ოქ­სი­დიც საკ­მა­ოდ ტოქ­სი­კუ­რი აირია, რო­მე­ლიც ასუს­ტებს ფილ­ტ­ვე­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ზი­ა­ნოა ას­თ­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. ამ მავ­ნე აირის დო­ნეს თბი­ლის­ში გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოც ხში­რად ამოწ­მებს.
სწო­რედ ამ რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან­გა­რიშ­ში, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით, სა­ქარ­თ­ვე­ლო 70-ე ად­გილ­ზეა. ჯერ კი­დევ უმ­წ­ვა­ვეს პრობ­ლე­მად რჩე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში კან­ცე­რო­გე­ნი — ტყვია, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებს წამ­ლავს. თუმ­ცა, მის შემ­ც­ვე­ლო­ბა­ზე ბავ­შ­ვე­ბის ორ­გა­ნიზ­მ­ში ვრცე­ლი კვლე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნე­ო­ნა­ტო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ია და­ვი­თაია ამ­ბობს, რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მ­ში ტყვი­ის შემ­ც­ვე­ლო­ბა ნორ­მას სცილ­დე­ბა, ძა­ლი­ან უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მთელ ორ­გა­ნიზ­მ­ზე. „ეს მჟღავ­ნ­დე­ბა იმით, რომ ბავ­შ­ვი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად მა­ტუ­ლობს წო­ნა­ში, არის არა­დი­ნა­მი­უ­რი, ახა­სი­ა­თებს ზო­გა­დი სი­სუს­ტე. პირ­ველ რიგ­ში, უნ­და ვი­ფიქ­როთ რა გა­რე­მო­ში ვცხოვ­რობთ, რა არის ჩვენ ირ­გ­ვ­ლივ, არის თუ არა მწვა­ნე სა­ფარ­ვე­ლი, არის თუ არა ზო­გა­დად, ტრან­ს­პორ­ტის, მან­ქა­ნე­ბის დი­დი მოძ­რა­ო­ბა. უნ­და ვე­ცა­დოთ, რომ ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვი ხში­რად გა­ვიყ­ვა­ნოთ იქ, სა­დაც მწვა­ნე სა­ფარ­ვე­ლია, ვა­სე­ირ­ნოთ ბა­ღებ­ში, სკვე­რებ­ში და ა.შ. მშობ­ლებს მინ­და ვურ­ჩიო, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა, ასე­ვე, სა­თა­მა­შო­ე­ბის ხა­რისხს მი­აქ­ცი­ონ, დი­დი დაკ­ვირ­ვე­ბით შე­არ­ჩი­ონ რას ყი­დუ­ლო­ბენ — გა­ი­გონ რა წარ­მო­ე­ბი­საა, არის თუ არა ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი, აქვს თუ არა სერ­ტი­ფი­კა­ტი. ასე­ვე, არ შე­ი­ძი­ნონ პრო­დუქ­ტი — ხი­ლი, ბოს­ტ­ნე­უ­ლი და ა.შ., რო­მე­ლიც ტრან­ს­პორ­ტის სა­ვალ ნა­წილ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­ში იყი­დე­ბა, რად­გან ასეთ პი­რო­ბებ­ში პრო­დუქ­ტი ად­ვი­ლად იღებს მავ­ნე მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტებს, რო­მელ­საც შემ­დეგ უხ­ვად იღებს ბავ­შ­ვი.“  — ამ­ბობს ნე­ო­ნა­ტო­ლო­გი.
„ტყვი­ით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ ტყვი­ის ნე­ი­რო­ტოქ­სი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ძლი­ე­რია ბავ­შ­ვებ­ში“  — აცხა­დებს ემო­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, ექი­მი ტოქ­სი­კო­ლო­გი ზი­ად კა­ზი. ზაფხულ­ში, ტოქ­სი­კო­ლო­გი­ის ექ­ს­პერ­ტ­მა ემო­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სე­მი­ნა­რი ჩა­ა­ტა­რა, მი­ზა­ნი იყო ქარ­თ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა პრო­ექ­ტის­თ­ვის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 1500 ბავ­შ­ვის სის­ხ­ლ­ში ტყვი­ის შემ­ც­ვე­ლო­ბის  გა­მოკ­ვ­ლე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მსგავ­სი კვლე­ვა, რო­მე­ლიც ტყვი­ით მო­წამ­ვ­ლის მას­შ­ტა­ბებ­სა და სიმ­ძი­მეს ად­გენს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯერ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.
ექ­ს­პერ­ტის აზ­რით, „არ არ­სე­ბობს სის­ხ­ლ­ში ტყვი­ის შემ­ც­ვე­ლო­ბის უსაფ­რ­თხო დო­ნე. რა თქმა უნ­და, რაც უფ­რო მა­ღა­ლია შემ­ც­ვე­ლო­ბა, მით მე­ტია ზი­ა­ნი. თუმ­ცა,  სის­ხ­ლ­ში ნე­ბის­მი­ე­რი რა­ო­დე­ნო­ბით  ტყვი­ის შემ­ც­ვე­ლო­ბას აქვს თა­ვი­სი შე­დე­გი.“
ზი­ად კა­ზიმ ქარ­თ­ველ სპე­ცი­ა­ლის­ტებს გა­ნუ­მარ­ტა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ტყვი­ით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს ზე­მოქ­მე­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, უნ­და გა­ირ­კ­ვეს, რა არის ტყვი­ით და­ბინ­ძუ­რე­ბის წყა­რო­ე­ბი. ის ამ­ბობს, რომ „ბავ­შ­ვის ორ­გა­ნიზ­მ­ში ტყვია, ძი­რი­თა­დად, პი­რი­დან აღ­წევს, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ტყვი­ის მტვე­რი ან სა­ღე­ბა­ვის ნარ­ჩე­ნე­ბი. კედ­ლის ძვე­ლი სა­ღე­ბა­ვი, დი­დი ალ­ბა­თო­ბით შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს ტყვი­ას. და­ბინ­ძუ­რე­ბის წყა­რო ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს წყა­ლი, რო­მე­ლიც ძვე­ლი მი­ლით შე­მო­დის სახ­ლ­ში — ტყვი­ის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი მი­ლი­დან ნივ­თი­ე­რე­ბა შე­საძ­ლოა ჟო­ნავ­დეს წყალ­ში. ასე­ვე, ნი­ა­და­გი­დან თუ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლია. ზე­მოქ­მე­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სა­თა­მა­შო­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ტყვი­ის პიგ­მენტს ან ნა­წი­ლა­კებს.
არის რამ­დე­ნი­მე გზა, რი­თაც მშობ­ლებს ტყვი­ით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს ზე­მოქ­მე­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ.  თუ სახ­ლ­ში გაქვთ ძვე­ლი, აქერ­ც­ლი­ლი სა­ღე­ბა­ვი, მი­იჩ­ნი­ეთ ის ტყვი­ის და­ბინ­ძუ­რე­ბის პო­ტენ­ცი­ურ წყა­როდ. ასე­ვე ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, რომ ბავ­შ­ვებ­მა ხე­ლე­ბი ხში­რად და­ი­ბა­ნონ.  ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მკურ­ნა­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი გზა პრე­ვენ­ციაა. არ არ­სე­ბობს მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მელ­საც დი­დი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია. რო­გორც კი და­ვად­გენთ, რა არის  ტყვი­ით და­ბინ­ძუ­რე­ბის მთა­ვა­რი წყა­რო­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, შეგ­ვეძ­ლე­ბა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა ჯან­დაც­ვის სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თ­ვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ თე­მა­ზე ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა.“
ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი მრა­ვა­ლინ­დი­კა­ტო­რუ­ლი კლას­ტე­რუ­ლი კვლე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­მი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რ­ძელ­დე­ბა, რომ­ლის შე­დე­გად შეგ­როვ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე შე­და­რე­ბა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი ოჯა­ხე­ბის, ბავ­შ­ვე­ბის და ქა­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით. კვლე­ვა ასე­ვე შე­ა­მოწ­მებს წყლის ხა­რისხს და შე­ის­წავ­ლის ბავ­შ­ვე­ბის სის­ხ­ლ­ში ტყვი­ის შემ­ც­ვე­ლო­ბას.
კვლე­ვა სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტ­რო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ტექ­ნი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას, ასე­ვე, უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ: შვე­დე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო (Sჳდა), ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო (ჲSაჳდ), საფ­რან­გე­თის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო (აფდ), შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­ა­გენ­ტო (SდC), გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დი (ჲნფჵა), გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა (ჲნდჵ), მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცია  (Wჰჴ), მსოფ­ლიო ბან­კი და იტა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი ჯან­დაც­ვის ინ­ს­ტი­ტუ­ტი.
კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, შეგ­როვ­დე­ბა მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ნათ­ლე­ბის, ჯან­დაც­ვის, ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ბავ­შ­ვ­ზე ზრუნ­ვის, აღ­ზ­რ­დის, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის, ენერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბის, გა­რე­მოს დაც­ვის და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის, ასე­ვე შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის, დევ­ნი­ლე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. კვლე­ვის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი წარ­მო­ად­გენს ეროვ­ნულ და რე­გი­ო­ნუ­ლ დო­ნე­ზე წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით მო­ნა­ცე­მებს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ხელს შე­უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას, და­გეგ­მოს და შე­ი­მუ­შა­ოს მო­ნა­ცე­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა, რაც გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი­სა და ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბას და ხელს შე­უწყობს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას.
კვლე­ვა ჩა­ტარ­დე­ბა 14 000-ზე მეტ ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბა­ში თბი­ლის­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს 10 რე­გი­ონ­ში. მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბის სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი 20 სექ­ტემ­ბერს და­იწყო და 20 დე­კემ­ბ­რამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა.
ბავ­შ­ვე­ბის სის­ხ­ლ­ში ტყვი­ის შემ­ც­ვე­ლო­ბის და­სად­გე­ნად, 2-7 წლის, და­ახ­ლო­ე­ბით, 1500 ბავშვს, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, აუღე­ბენ სისხლს ვე­ნი­დან, ნი­მუ­შე­ბი ევ­რო­პის ერთ-ერთ წამ­ყ­ვან ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა. ოჯა­ხე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მი­ი­ღე­ბენ ტყვი­ის ანა­ლი­ზის პა­სუ­ხებს და სის­ხ­ლ­ში ტყვი­ის შემ­ც­ვე­ლო­ბის მა­ღა­ლი დო­ნის დად­გე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტ­რო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი მათ უფა­სო კონ­სულ­ტა­ცი­ას გა­უ­წევს.
წყლის შე­მოწ­მე­ბა ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში მო­ი­ცავს სას­მე­ლი წყლის ნი­მუ­შე­ბის აღე­ბას ყო­ველ მე­ოთხე ოჯახ­ში, ნაწ­ლა­ვის ჩხი­რის არ­სე­ბო­ბა­ზე შე­სა­მოწ­მებ­ლად. შე­დე­გე­ბი გა­მო­ავ­ლენს სას­მე­ლი წყლის ხა­რისხს რო­გორც მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ასე­ვე თი­თო­ე­ულ რე­გი­ონ­ში.
სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის გუნ­დ­ში, რო­მე­ლიც ოჯა­ხებს ეს­ტუმ­რე­ბა, იქ­ნე­ბი­ან: 1-3 ინ­ტერ­ვი­უ­ე­რი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აიღებს წყლის სინ­ჯებს, გა­ზო­მავს და აწო­ნის 5 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვებს და ფლე­ბო­ტო­მის­ტი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებს ვე­ნი­დან აუღებს სისხლს. სის­ხ­ლის აღე­ბამ­დე, მშობ­ლებს და ბავ­შ­ვებს შე­ე­კითხე­ბი­ან, თა­ნახ­მა არი­ან თუ არა სის­ხ­ლის აღე­ბა­ზე.
მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბის სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­იწყე­ბა მსხვილ­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია კვლე­ვის, მი­სი მიზ­ნე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის და აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით.
შემ­თხ­ვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი შექ­მ­ნის ზო­გად სუ­რათს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბავ­შ­ვებ­ში ტყვი­ის შემ­ც­ვე­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი 2019 წლის გა­ზაფხულ­ზე გახ­დე­ბა, თუმ­ცა, შე­დე­გე­ბამ­დე, სა­სურ­ვე­ლია, მშობ­ლებ­მა ყუ­რად იღონ და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ქარ­თ­ვე­ლი თუ უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რად­გან პრე­ვენ­ცია ერთ-ერთ რე­ა­ლურ გზად რჩე­ბა „მკვლე­ლი ტყვი­ის­გან“ შვი­ლე­ბის და­სა­ცა­ვად, ასე­ვე, იმ მავ­ნე სა­თა­მა­შო­ე­ბის­გან, რო­მე­ლიც ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ასე უხ­ვად და უკონ­ტ­რო­ლოდ შე­მო­დის. სა­თა­მა­შო­ე­ბის ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლი ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხ­მე­ბის ერთ-ერ­თი მოთხოვ­ნა­ცაა, სა­ხელ­მ­წი­ფო კი ამ დი­რექ­ტი­ვის შეს­რუ­ლე­ბას 2019 წლის შე­მოდ­გო­მი­დან და­იწყებს, შე­სა­ბა­მი­სი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ, მა­ნამ კი, თა­ვად იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად.

37(831)N