გამოდის 1998 წლიდან
2018-09-20
გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის კომპლექსური მოდერნიზაცია

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ, იყალ­თოს სა­მო­ნას­ტ­რო კომ­პ­ლექ­ს­ში, გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე და გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რი მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმ სი­ახ­ლე­ებ­ზე ესა­უბ­რ­ნენ, რაც ახა­ლი რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში იგეგ­მე­ბა და აღ­ნიშ­ნეს, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა ერ­თი­ან სის­ტე­მა­ში, კომ­პ­ლექ­სუ­რად და სინ­ქ­რო­ნი­ზე­ბუ­ლად ვი­თარ­დე­ბო­დეს.
აღი­ნიშ­ნა, რომ დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მრა­ვა­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას — ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნა, ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და ბევ­რი სხვ. ყვე­ლა­ზე ღირ­სე­უ­ლი პა­სუ­ხი ამ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მო­დერ­ნი­ზა­ციაა. სწო­რედ ძლი­ე­რი და სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შექ­მ­ნა და ამოქ­მე­დე­ბაა მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლომ ეს დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი დაძ­ლი­ოს. „ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია გა­ნათ­ლე­ბა, ახალ­გაზ­რ­დო­ბა და ინო­ვა­ცი­ე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ეს დღე ჩემ­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი და ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია. გპირ­დე­ბით, ამ რე­ფორ­მას აუცი­ლებ­ლად მი­ვიყ­ვანთ ბო­ლომ­დე და და­ვა­ყე­ნებთ იმ შე­დეგს, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო ნამ­დ­ვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს.“
პრე­მი­ერ­მა თქვა, რომ 2018-23 წლე­ბის 5-წლი­ან ციკ­ლ­ში ის ძი­რი­თა­დი ბირ­თ­ვი და­ი­ნერ­გე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას სინ­ქ­რო­ნი­ზა­ცი­ა­ში მო­იყ­ვანს ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას­თან. ხო­ლო 2019 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე კი მომ­ზად­დე­ბა სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო პა­კე­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ამო­ცა­ნა — სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბა გახ­დე­ბა დო­მი­ნან­ტი სექ­ტო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ მთლი­ან ში­და პრო­დუქ­ტ­ში გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორს, მი­ნი­მუმ, 10-11%-იანი წი­ლი ჰქონ­დეს. „21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ვერც ერ­თი სა­ხელ­მ­წი­ფო და ვერც ერ­თი ეკო­ნო­მი­კა ვერ იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, თუ ის არ ეფუძ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის შექ­მ­ნას. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ამო­ცა­ნაც, სწო­რედ ეს გახ­ლავთ, რომ გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მამ უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის და ისე­თი სის­ტე­მე­ბის შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კე­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნა­თა რიცხ­ვ­ში შე­იყ­ვანს.
ამ დი­დი პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ვიწყებთ რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზებ­ას. ამ რე­სურ­სებს მოგ­ვა­წო­დებს რო­გორც სამ­თავ­რო­ბო, ისე კერ­ძო სექ­ტო­რი, რო­მე­ლიც უკ­ვე გა­მო­ხა­ტავს გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მზა­ო­ბას. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გვაქვს, ბევ­რი მათ­გა­ნი დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­საც ეს­წ­რე­ბა და მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხ­ვე­ვით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის.“
ახა­ლი რე­ფორ­მა გუ­ლის­ხ­მობს კომ­პ­ლექ­სურ მიდ­გო­მას გა­ნათ­ლე­ბის ხუ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით — სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და მეც­ნი­ე­რე­ბა — და გა­ნათ­ლე­ბის ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მის ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს.
რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტ­რ­მა ხუ­თი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რეს.
ით­ქ­ვა, რომ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტია და სწო­რედ ამი­ტომ სკო­ლამ­დე­ლი ასა­კის აღ­საზ­რ­დე­ლე­ბის­თ­ვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბა და იმ უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რომ­ლე­ბიც გა­ნათ­ლე­ბის შემ­დ­გომ სა­ფე­ხუ­რებ­ზე მათ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბით უნ­და და­იწყოს.
სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა, სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბას­თან ერ­თად, გუ­ლის­ხ­მობს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის ზრდას, ახალ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს, გა­დამ­ზა­დე­ბულ პე­და­გო­გებს, გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტის და­ნერ­გ­ვას ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, დამ­ხ­მა­რე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნას მშობ­ლე­ბის­თ­ვის და მა­თი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ზრდას სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე.
სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტი ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის­თ­ვის და­ი­ნერ­გე­ბა.
მი­ნის­ტ­რ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა და ბევ­რი კვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, სწო­რედ სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში ეყ­რე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი მო­მა­ვალ­ში ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბას. თუ არ გვექ­ნა კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, სწო­რი სის­ტე­მით მომ­ზა­დე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ამ სა­ფე­ხურ­ზე, შე­უძ­ლე­ბე­ლია, შემ­დეგ ეტა­პებ­ზე ეს ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რი არ იყოს. ამი­ტომ უდი­დე­სი ყუ­რადღე­ბა, რე­ფორ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, მი­ექ­ცე­ვა სწო­რედ სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას. „ჩვენ უკ­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი გვაქვს ეტა­პე­ბი, წლე­ბის მი­ხედ­ვით, რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბა. 2022 წელს უნ­და მი­ვი­ღოთ, ფაქ­ტობ­რი­ვად, 100% და­ფარ­ვა არა მარ­ტო დე­და­ქა­ლა­ქის, არა­მედ რე­გი­ო­ნე­ბი­საც.“ მი­ნის­ტ­რ­მა იმე­დი გა­მოთ­ქ­ვა, რომ გვექ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სას­წავ­ლო სტან­დარ­ტე­ბი და გვე­ყო­ლე­ბა ამ სტან­დარ­ტე­ბით გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი. სკო­ლამ­დელ სა­ფე­ხურ­ზე სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი კი შემ­დ­გომ, უკ­ვე სკო­ლის ეტაპ­ზე, გა­ცი­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბით გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ სწავ­ლას.
რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სკო­ლა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლის პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ინო­ვა­ცი­უ­რო­ბა­ზე, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბა­ზე, ეროვ­ნულ და კულ­ტუ­რულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე. 2019 წელს და­იწყე­ბა 50 სკო­ლით და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში ეტა­პობ­რი­ვად და­ი­ნერ­გე­ბა სწავ­ლის ახა­ლი მო­დე­ლი, 2023 წლის­თ­ვის 2000-ზე მეტ სკო­ლა­ში მო­დე­ლი სრუ­ლად იქ­ნე­ბა და­ნერ­გი­ლი. „ჩვენ არ გვსურს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­ხი­ლოთ რამ­დე­ნი­მე პრეს­ტი­ჟუ­ლი ან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი პრეს­ტი­ჟუ­ლი სკო­ლა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა სკო­ლა უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტის უნ­და იყოს. რე­ფორ­მის შე­დე­გად მი­ვი­ღებთ სკო­ლის ახალ მო­დელს, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის შერ­წყ­მა ქარ­თულ რე­ა­ლო­ბას­თან, ქარ­თულ პე­და­გო­გი­ურ და სა­მეც­ნი­ე­რო გა­მოც­დი­ლე­ბას­თან.“ — გა­ნაცხა­და პრე­მიერ-მი­ნის­ტ­რ­მა.
გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა მას­წავ­ლებ­ლე­ბის, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ხელ­ფა­სე­ბის ზრდას ით­ვა­ლის­წი­ნებს. 2018-2019 სას­წავ­ლო წელს გაზ­რ­დილ ხელ­ფასს მი­ი­ღებს 10 000-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლი, მათ შო­რის, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც. 2019-2021 წლებ­ში, ხელ­ფა­სე­ბი გა­ეზ­რ­დე­ბათ სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ პერ­სო­ნალს და გაგ­რ­ძელ­დე­ბა ხელ­ფა­სე­ბის ზრდა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. 2022 წლის­თ­ვის კი მას­წავ­ლებ­ლის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი მი­აღ­წევს 1500 ლარს, ხო­ლო უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ხელ­ფა­სი — 2000 ლარს და მეტს.
ძლი­ერ, თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა­ში აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა უსაფ­რ­თხო და ჯან­სა­ღი გა­რე­მო. ახა­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი უნ­და იყოს ლი­დე­რი, რო­მე­ლიც მარ­თ­ვის ახა­ლი მო­დე­ლით მარ­თავს სკო­ლას. სკო­ლებ­ში და­ი­ნერ­გე­ბა სწავ­ლე­ბის ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც ას­წავ­ლი­ან გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, სკო­ლებს მი­ე­ცე­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის ნა­წილ­ში.
სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის კომ­პ­ლექ­სუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ფორ­მის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა. მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ცოდ­ნის გა­და­ცე­მას­თან ერ­თად, კრი­ტი­კუ­ლი და ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბის, იმ უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ­ლე­ბიც მათ მუდ­მივ ცვა­ლე­ბად და სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბად სამ­ყა­რო­ში წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად სჭირ­დე­ბათ. ძლი­ე­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა, ამა­ვე დროს, ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებს უნ­და ეფუძ­ნე­ბო­დეს და, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ უნ­და ვი­თარ­დე­ბო­დეს.
მოს­წავ­ლის პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, რო­გორც სკო­ლის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი, გა­აზ­რე­ბუ­ლი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის კულ­ტუ­რა, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბა, ეროვ­ნუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, ინო­ვა­ცია და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რო­გორც ცოდ­ნის შე­ძე­ნი­სა და გა­ზი­ა­რე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, უპი­რო­ბო პო­ზი­ტი­უ­რი და უსაფ­რ­თხო გა­რე­მო — ეს ის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბია, რომ­ლებ­საც ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი და­ე­ფუძ­ნე­ბა.
მი­ნის­ტ­რის გან­მარ­ტე­ბით, სკო­ლის ახა­ლი მო­დე­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ლი­დე­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, გა­დამ­ზა­დე­ბულ პე­და­გო­გებ­სა და გა­ნახ­ლე­ბულ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას, ერ­თი­ან სას­წავ­ლო და ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ პლატ­ფორ­მას და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს კომ­პო­ნენ­ტებს — სკო­ლა­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბას და უსაფ­რ­თხო გა­რე­მოს შექ­მ­ნას, რის­თ­ვი­საც არა­ერ­თი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა რე­გი­ო­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, სწრა­ფი და­საქ­მე­ბის მოქ­ნილ მო­დელ­ზე გა­დას­ვ­ლაა, რაც მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი გა­დამ­ზა­დე­ბის სის­ტე­მის შექ­მ­ნას გუ­ლის­ხ­მობს. ამ ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მხო­ლოდ კერ­ძო სექ­ტო­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და სა­მუ­შაო რე­სურ­სე­ბის მოთხოვ­ნა-მი­წო­დე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფით.
იმი­სათ­ვის, რომ რე­ფორ­მა იყოს შე­დე­გი­ა­ნი, იგი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ეტა­პობ­რი­ვად, გა­წე­რი­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით. მი­სი პირ­ვე­ლი ეტა­პი, რო­მე­ლიც 2018-2019 წლებს მო­ი­ცავს, ით­ვა­ლის­წი­ნებს პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რ­დას კი­დევ 13 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.
მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე ამ­ბობს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა­ში. „ის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და სწრაფ და­საქ­მე­ბა­ზე. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა, რომ უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში, გავ­ზარ­დოთ სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რე­გი­ო­ნებ­ში და გან­ვა­ვი­თა­როთ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რე­ბი“.
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა, 2019-2022 წლებ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ხელ­ფა­სე­ბის ზრდას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა იქ­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რა­ცია. შე­მუ­შავ­დე­ბა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი მო­დე­ლი, და­ი­გეგ­მე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სის­ტე­მე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია, ასე­ვე, სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მო­სა­ზი­დად, შე­იქ­მ­ნე­ბა ერ­თი­ა­ნი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სას­წავ­ლო პლატ­ფორ­მა.
რე­ფორ­მის პირ­ვე­ლი ეტა­პი ით­ვა­ლის­წი­ნებს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვას, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის შექ­მ­ნას. რე­ფორ­მის ამა­ვე ეტაპ­ზე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის და­ფი­ნან­სე­ბა გა­და­ვა ახალ მო­დელ­ზე. მე­ო­რე ეტა­პი 2020-2023 წლის­თ­ვის გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რა დრო­საც და­ი­ნერ­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მე­ბი, ხო­ლო უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­დე­გად, 50 ათა­სი სტუ­დენ­ტით გა­იზ­რ­დე­ბა.
რო­გორც მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი მეც­ნი­ე­რე­ბაა. გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა მეც­ნი­ერ­თა და ზო­გა­დად, სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ხელ­შეწყო­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს ერ­თი მხრივ, სტრა­ტე­გი­უ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტე­ბის გან­საზღ­ვ­რა­სა და მხარ­და­ჭე­რას, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, ახალ­გაზ­რ­და ქარ­თ­ველ მეც­ნი­ერ­თა ხელ­შეწყო­ბა­სა და მა­თი ჩარ­თუ­ლო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტებ­ში.
რე­ფორ­მის პირ­ველ ეტაპ­ზე და­გეგ­მი­ლია მიზ­ნობ­რი­ვი და­ფი­ნან­სე­ბა, მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, ასე­ვე, მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ბი­ლო­ბის პროგ­რა­მა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თ­ვა.
რე­ფორ­მის მე­ო­რე ეტა­პი მო­ი­ცავს ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, რო­გო­რე­ბი­ცაა: Academia Europea, EU Joint Research Center, COST, H2020/Horizon Europe, Japan JNR/COMET, CERN/ATLAS/CMS და შე­სა­ბა­მი­სად, ამ პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თულ ქარ­თ­ველ მეც­ნი­ერ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას. ამას­თან, შე­იქ­მ­ნე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­ეხ­მა­რე­ბა ამ სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას.
***
იყალ­თოს აკა­დე­მი­ა­ში გა­მარ­თულ პრე­ზენ­ტა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. რე­ფორ­მა­ტორ­თა შე­მარ­თე­ბა თით­ქოს იძ­ლე­ვა იმის იმედს, რომ გაცხა­დე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი რე­ა­ლუ­რად ამუ­შავ­დე­ბა, თუმ­ცა, მარ­ტო ჩვე­ნი გა­ზე­თის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში, უკ­ვე 4-5 რე­ფორ­მა გვახ­სოვს, საკ­მა­ოდ ხმა­უ­რი­ა­ნად და იმე­დის­მომ­ცე­მად დაწყე­ბუ­ლი და მა­ლე გა­ნე­ლე­ბუ­ლი. ბო­ლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მა­ში იმ­დე­ნი თან­ხა ჩა­ი­დო (რო­გორც სა­ბი­უ­ჯე­ტო, ასე­ვე უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი), ეს რე­სურ­სი მიზ­ნობ­რი­ვად რომ და­ხარ­ჯუ­ლი­ყო, ახა­ლი რე­ფორ­მის სა­ჭი­რო­ე­ბაც დი­დი ხნის მოხ­ს­ნი­ლი იქ­ნე­ბო­და. იმე­დია, ახა­ლი ტალ­ღა შე­დე­გი­ა­ნი იქ­ნე­ბა და 2022 წლის­თ­ვის და­სა­ხუ­ლი შე­დე­გიც — მიღ­წე­უ­ლი.
მნიშვნელოვანია უკვე მიღწეული შედეგების და და­გრო­ვი­ლი გამოცდილების გათვალისწინება. რეფორმის ყოველი ახ­ა­ლი ტალღა ველოსიპედის ხელახლა გამოგონებით არ უნდა იწ­ყე­ბოდეს.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ იყალ­თოს აკა­დე­მი­ა­ში რე­ფორ­მის წარ­დ­გე­ნას სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა ჰქონ­და, რად­გან თით­ქ­მის ათას­წ­ლე­უ­ლის წინ ის მსოფ­ლი­ოს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს კვლე­ვით-სას­წავ­ლო ცენტრს წარ­მო­ად­გენ­და. იქ­ნებ იყალ­თო­ში დაწყე­ბუ­ლი რე­ფორ­მით სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ წარ­მა­ტე­ბულ უცხო­ურ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­შიც კი და­იმ­კ­ვიდ­როს ად­გი­ლი, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს.
ჩვე­ნი გა­ზე­თის მომდევნო ნომ­რებ­ში შე­მოგ­თა­ვა­ზებთ გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტე­ბის, პე­და­გო­გე­ბის, დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მო­საზ­რე­ბებს, ვინც უშუ­ა­ლოდ ჩარ­თუ­ლია ან ყუ­რადღე­ბით ადევ­ნებს თვალს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა

40(24)N