გამოდის 1998 წლიდან
2018-10-04
და­ვად ქცე­უ­ლი გრი­ფი­რე­ბა


ლალი ჯელაძე

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­როს ინ­ს­პექ­ტი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის მი­ერ სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დას­კ­ვ­ნა შემ­დ­გო­მი რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებს გა­და­ე­ცა. სა­კითხის შეს­წავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინ­გ­ზე გა­კეთ­და. უწყე­ბის ცნო­ბით, სა­მი­ნის­ტ­როს ინ­ს­პექ­ტი­რე­ბის სამ­სა­ხურს და­ე­ვა­ლა პრო­ცე­სის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­წავ­ლა. ინ­ს­პექ­ტი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის მოკ­ვ­ლე­ვის შე­დე­გად არა­ერ­თი სხვა­დას­ხ­ვა ხა­რის­ხის დარ­ღ­ვე­ვა და ხარ­ვე­ზი გა­მოვ­ლინ­და, თუმ­ცა სწავ­ლის დაწყე­ბამ­დე ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სკო­ლა­ში და­რი­გე­ბის პრო­ცესს შე­ა­ფერ­ხებ­და.
სა­მი­ნის­ტ­რო­ში ამ­ბო­ბენ, რომ გრი­ფი­რე­ბის შე­დე­გად ჳ-ვჳ კლა­სების მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის  ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, ვი­ზუ­ა­ლუ­რად და ტექ­ნი­კუ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი შე­ირ­ჩა, თუმ­ცა, აისა­ხე­ბა თუ არა ინ­ს­პექ­ტი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის მოკ­ვ­ლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი უკ­ვე გრი­ფი­რე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე — გა­უ­უქ­მ­დე­ბა გრი­ფი რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტულ სა­ხელ­მ­ძღ­ვან­ლოს ან მი­ე­ნი­ჭე­ბა ახალს, ამის შე­სა­ხებ სა­მი­ნის­ტ­რო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფერს ამ­ბო­ბენ. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვა, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას, ამ­ბობს, რომ გა­მო­რიცხუ­ლი არა­ფე­რია: „გა­აჩ­ნია რას და­ად­გენს სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მო­ძი­ე­ბა. ამ ეტაპ­ზე კი გა­მი­ჭირ­დე­ბა რა­ი­მეს და­დას­ტუ­რე­ბა ან უარ­ყო­ფა, თუმ­ცა, თე­ო­რი­უ­ლად ამის შან­სი არ­სე­ბობს, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ გა­მოვ­რიცხავ. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რა ტი­პის დარ­ღ­ვე­ვე­ბი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა.“
მი­ნის­ტ­რის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ, თე­ი­მუ­რაზ მურ­ღუ­ლი­ამ, სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გრი­ფი­რე­ბის თე­მა­ზე ჩა­ტა­რე­ბულ ბრი­ფინ­გ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმა­ვე დღეს, სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე გა­ავ­რ­ცე­ლა, სა­დაც ამ­ბობს, რომ აუდი­ტის დას­კ­ვ­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში გა­დაგ­ზავ­ნის ფაქ­ტი, მის­თ­ვის, ავ­ტო­მა­ტუ­რად არ გუ­ლის­ხ­მობს (თუმ­ცა არც გა­მო­რიცხავს) შე­სა­ბა­მი­სი პრობ­ლე­მე­ბის არ­სე­ბო­ბას. მი­სი­ვე თქმით, სხვებ­ზე მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სის ხარ­ვე­ზებ­ზე და მზა­დაა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სათ­ვის. გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში მის მი­ერ ინი­ცი­რე­ბულ და მთავ­რო­ბის მი­ერ მხარ­და­ჭე­რილ ცვლი­ლე­ბებს კი, მი­ნის­ტ­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯე­ბის, სულ მცი­რე, 14 მი­ლი­ო­ნი ლა­რით შემ­ცი­რე­ბას უკავ­ში­რებს და ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.  ყვე­ლა­ზე მე­ტად კი ამ პრო­ცეს­ში ის აღელ­ვებს, რომ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის დე­მო­ტი­ვი­რე­ბის რე­ა­ლურ რისკს ხე­დავს. „და­უშ­ვებ­ლად მი­მაჩ­ნია, ადა­მი­ა­ნებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­უ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვ­ლად ლე­გი­ტი­მუ­რი მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­დეთ, თა­ვი­ან­თი კო­ლე­გე­ბის არც თუ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ხით.“ — წერს თე­ი­მუ­რაზ მურ­ღუ­ლია.
რას ფიქ­რო­ბენ თა­ვად გა­მომ­ცემ­ლე­ბი და­ვად ქცე­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა­ზე და რა ტი­პის დარ­ღ­ვე­ვებს აწყ­დე­ბოდ­ნენ პრო­ცეს­ში, რო­გო­რია მა­თი მო­ლო­დი­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის შემ­დ­გომ რე­ა­გი­რე­ბა­ზე, ამის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას გა­მოთ­ქ­ვამს გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი რამ­დე­ნი­მე გა­მომ­ცე­მე­ლი.
თა­მარ ლე­ბა­ნი­ძე, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნეს“ დი­რექ­ტო­რი: „ვფიქ­რობ, ეს ქაოსი გა­მოწ­ვე­უ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბით, ზე­და მმარ­თ­ველ რგო­ლებ­სა და ქვე­და — შემ­ს­რუ­ლე­ბელ რგო­ლებს შო­რის. შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი, გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი და ავ­ტო­რე­ბიც არი­ან. ჩვენ პრო­ცე­სის პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი ვართ და თუ ჩვენ შო­რის დი­ა­ლო­გი არ იქ­ნა, ამ პრო­ცესს არა მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბით გა­მო­ე­თი­შე­ბა ბევ­რი კარ­გი ავ­ტო­რი და გა­მომ­ცემ­ლო­ბა, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ სის­ტე­მა არ არის სან­დო და და­ლა­გე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ბევ­რი კითხ­ვის ნი­შა­ნია, ამ შე­კითხ­ვებს აუცი­ლებ­ლად პა­სუ­ხი უნ­და გა­ე­ცეს, თან, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე.
მაქვს ერ­თი ძა­ლი­ან მკა­ფიო მო­ლო­დი­ნი, რო­მე­ლიც დღი­თი დღე უფ­რო და უფ­რო სუს­ტ­დე­ბა და ამ მო­ლო­დინს სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნა ჰქვია. ბო­ლოს და ბო­ლოს ოდეს­მე ხომ უნ­და დად­გეს სა­მარ­თა­ლი. პე­რი­ო­დუ­ლად, გვქონ­და ხოლ­მე ამ სის­ტე­მა­ში უამ­რა­ვი გა­უ­გებ­რო­ბა, მაგ­რამ იმე­დი გვქონ­და, რომ წელს მა­ინც და­ლაგ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ მოხ­და. დარ­ღ­ვე­ვებს სა­მი­ნის­ტ­რო­შიც აღი­ა­რე­ბენ, თუმ­ცა, შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯა ერ­თია, მაგ­რამ მე­ო­რეა გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­თ­ვის და ავ­ტო­რე­ბის­თ­ვის სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის დად­გო­მა, რაც, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია ამ პრო­ცეს­ში. ეს უნ­და მოხ­დეს სწრა­ფად და ობი­ექ­ტუ­რად. ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­რო პროგ­ნო­ზი ისაა, რომ ვკარ­გავთ პრო­ფე­სი­ო­ნალ მოქ­მედ ავ­ტო­რებს, ვი­საც ხე­ლე­წი­ფე­ბა კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და­წე­როს (ავ­ტო­რე­ბის­თ­ვის ეს საქ­მი­ა­ნო­ბა არც ფი­ნან­სუ­რა­დაა მიმ­ზიდ­ვე­ლი­ და უკ­ვე აღარც მო­რა­ლუ­რად).
ჩვენ ვა­სა­ჩივ­რებთ 15 და 17 აგ­ვის­ტოს გრი­ფი­რე­ბის ბრძა­ნე­ბებს გარ­კ­ვე­ულ ნა­წილ­ში, კონ­კ­რე­ტულ წიგ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც სე­რი­ო­ზულ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბებს და დარ­ღ­ვე­ვებს ვხე­დავთ. სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­ტა­ნეთ რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში, რო­გორც სა­მი­ნის­ტ­როს ზემ­დ­გომ ვერ­ტი­კალ­ში, ასე­ვე, პა­რა­ლე­ლუ­რად, მივ­მარ­თეთ სა­სა­მარ­თ­ლო­საც. რე­ა­ლუ­რად, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი წე­სით, და­ვის დროს ეს სა­კითხი იმა­ვე სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო შტო­ში (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში — აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში), სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში უნ­და გა­ირ­ჩეს. არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, რომ მთავ­რო­ბამ ისევ სა­მი­ნის­ტ­როს და­ა­ვა­ლოს სა­კითხის შეს­წავ­ლა და შე­დე­გად გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის და ავ­ტო­რე­ბის დარ­ღ­ვე­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის აღ­დ­გე­ნა. ეს ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი სცე­ნა­რია — სა­მი­ნის­ტ­რო თა­ვად გა­ერ­კ­ვეს საქ­მე­ში და აღად­გი­ნოს სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა. სა­მი­ნის­ტ­რო ამ­ბობს, რომ ჩა­სა­ლე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებს გა­და­ვე­ცი­თო, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თვალ­ყურს მი­ვა­დევ­ნებთ და შე­ვეც­დე­ბით, მო­ვითხო­ვოთ პირ­ვე­ლა­დი დო­კუ­მენ­ტა­ცია, რის სა­ფუძ­ველ­ზე გაჩ­ნ­და სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის და­ნა­შა­უ­ლის არ­სე­ბო­ბის ეჭ­ვი.
ამის გარ­და, ჩვენ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ზე — ისტ-ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შე­სა­ხებ — გვაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი დარ­ღ­ვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბი, რო­მე­ლიც სამ­ხა­რა­უ­ლის ბი­უ­რო­შია გა­დაგ­ზავ­ნი­ლი ექ­ს­პერ­ტი­ზა­ზე. რა­ღაც ტი­პის გა­რი­გე­ბე­ბი იკ­ვე­თე­ბა და ცალ­სა­ხად ვფიქ­რობთ, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს­თ­ვის გრი­ფის მი­ნი­ჭე­ბა სწო­რედ ამ გა­რი­გე­ბებს შე­ე­წი­რა. თუნ­დაც, ეს ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი შემ­თხ­ვე­ვა ადას­ტუ­რებს, რომ სის­ტე­მი­დან ჟო­ნავ­და ინ­ფორ­მა­ცია. მა­გა­ლი­თად, გან­სა­ხილ­ვე­ლად ჩა­ბა­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი (მა­სა­ლა), და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი თვის შემ­დეგ, კონ­კუ­რენ­ტე­ბის (სის­ტე­მის გა­რე­შე პი­რე­ბის) ხელ­ში აღ­მოჩ­ნ­და. ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღ­ვე­ვაა, ვიტყო­დი, უმ­თავ­რე­სიც კი.  ამის უკან რა ინ­ტე­რეს­თა კონ­ფ­ლიქ­ტი დგას, ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს, რად­გან ჩემ­თ­ვის უმ­თავ­რე­სია მა­სა­ლა იყოს და­ცუ­ლი და ობი­ექ­ტუ­რად გან­ხი­ლუ­ლი. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბაც იკ­ვე­თე­ბა.
სის­ტე­მა უნ­და მო­წეს­რიგ­დეს, ამო­ვარ­დეს ზედ­მე­ტი რგო­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მა­კე­ტე­ბის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა, რა­ზეც ბევ­რი დრო და­ი­ხარ­ჯა ფუ­ჭად, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი თვე და­ეთ­მო; ასე­ვე, უნ­და შე­იც­ვა­ლოს შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და­მაბ­ნე­ვე­ლი არ უნ­და იყოს ექ­ს­პერ­ტე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი და წი­ნას­წარ დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ, რომ სწო­რად შე­ფა­სე­ბა შეძ­ლონ. კომ­პე­ტენ­ცი­ებ­თან ერ­თად, მათ  გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის უნა­რე­ბიც უნ­და ჰქონ­დეთ. ძა­ლი­ან ხში­რი იყო შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ექ­ს­პერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბებს შო­რის იყო რა­დი­კა­ლუ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ექ­ს­პერტს გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ტე­რე­სი ამოძ­რა­ვებს; გა­სა­აზ­რე­ბე­ლია გრი­ფი­რე­ბის მე­ო­რე კო­მი­სი­ის სა­ჭი­რო­ე­ბაც, რომ­ლის ფუნ­ქ­ცია კარ­გად ვერ და­ვი­ნა­ხე. მა­სა­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩანს, რომ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი არ სარ­გებ­ლობ­დ­ნენ იმა­ვე ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით, რი­თაც, პირ­ველ ეტაპ­ზე, აფა­სებ­დ­ნენ რე­ცე­ზენ­ტე­ბი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს. ვეჭ­ვობთ, რომ ამ ხალხს სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ერ­თოდ არ აქვს.
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვა­დე­ბი — წიგ­ნის შე­საქ­მ­ნე­ლად ავ­ტო­რებს გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი დრო ჰქონ­დათ არ­სე­ბულ სქე­მა­ში, ვიდ­რე შე­სა­ფა­სებ­ლად — ექ­ს­პერ­ტებს. რა თქმა უნ­და, ესეც სრუ­ლი ნონ­სენ­სია. დრო­ში გა­წე­რის თვალ­საზ­რი­სი­თაც, ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლახ­ლაა და­საწყო­ბი. არა­სო­დეს ვე­თან­ხ­მე­ბო­დი, ასე ერ­თ­ბა­შად, 6 კლა­სის წიგ­ნე­ბის და­წე­რას, ეს, გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­შია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის იმ­პ­ლე­მენ­ტა­ცი­ას­თან. ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც გა­და­ვი­და მე­სა­მე კლას­ში, წი­ნა ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სწავ­ლობ­და ძვე­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, მას მე­სა­მე კლას­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი მა­სა­ლა ხვდე­ბა. ვფიქ­რობ, სა­ფე­ხუ­რე­ობ­რი­ვი უმ­ტ­კივ­ნე­უ­ლო გა­დას­ვ­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მხო­ლოდ იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ნაკ­ლე­ბი წიგ­ნი და­ი­წე­როს და უფ­რო ხა­რის­ხი­ა­ნი, არა­მედ იმი­ტო­მაც, რომ და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას, სკო­ლა­სა და პე­და­გოგს არ შე­ექ­მ­ნათ პრობ­ლე­მე­ბი. ყო­ველ­თ­ვის მწყდე­ბო­და გუ­ლი, რომ  პე­და­გო­გე­ბის აზრს ნაკ­ლე­ბად  ით­ვა­ლის­წი­ნებ­დ­ნენ. რა თქმა უნ­და, რე­ფორ­მა მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში უნ­და და­ი­გეგ­მოს, მაგ­რამ ის უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს ყველ­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით, ქვე­და რგო­ლებ­ში. თუ ქვე­და რგო­ლის რი­გი­თი პე­და­გო­გი თა­ნა­მო­აზ­რე არ გა­ხა­დე, არ იზ­რუ­ნე იმა­ზე, რომ შენ გვერ­დით იდ­გეს — გა­ი­გოს და­სა­ხუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზე­ბი, მა­შინ ის რე­ფორ­მა ნამ­დ­ვი­ლად გან­წი­რუ­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, ეს შეც­დო­მა არა­ერ­თხელ და­უშ­ვეს ამ სის­ტე­მა­ში და ძა­ლი­ან არ მინ­და, რომ იგი­ვე შეც­დო­მა გან­მე­ორ­დეს.
სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რაა სას­წავ­ლო წე­ლი და­იწყო და ვხე­დავთ რო­გორ არი­ან პე­და­გო­გე­ბი დაბ­ნე­უ­ლე­ბი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლე­ბიც იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ სხვა წიგ­ნე­ბი აირ­ჩი­ეს და სულ სხვა წიგ­ნე­ბი მი­ი­ღეს. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს მათ­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს. ისე­დაც რთუ­ლია ასეთ და­ძა­ბულ გრა­ფიკ­ში მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­ი­ღოს სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და შე­არ­ჩი­ოს წიგ­ნი, მაგ­რამ კი­დევ უფ­რო და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია ის, რაც მოხ­და — მის არ­ჩე­ვანს პა­ტი­ვი არ სცეს და სა­ერ­თოდ სხვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გა­უგ­ზავ­ნეს. მა­სობ­რი­ვად ასე მოხ­და. რა ტი­პის მი­ზე­ზე­ბი დგას ამის უკან, რა თავ­მო­უბ­მე­ლო­ბაა? ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რია, რა­ტომ ვერ გა­კეთ­და ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა?
წელს პრობ­ლე­მაა მას­წავ­ლებ­ლე­ბის მე­თო­დუ­რი მა­სა­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფაც, რად­გან სა­ხელ­მ­წი­ფომ არ იზ­რუ­ნა ამა­ზე. თა­ვი­დან ით­ქ­ვა, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის­თ­ვის და­ე­ბეჭ­დათ მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნე­ბი, რაც თა­ვის­თა­ვად კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რად­გან ყვე­ლა ვერ ახერ­ხებს სა­ი­ტი­დან ჩა­მოტ­ვირ­თ­ვას და ამო­ბეჭ­დ­ვას. ჩვე­ნი „მშობ­ლი­უ­რი ენის“  პირ­ვე­ლი კლა­სის მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი (ა4 ფორ­მა­ტი)  280  გვერ­დია, სა­დაც ყვე­ლა სცე­ნა­რი დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი. რო­გორ უნ­და და­ა­ვალ­დე­ბუ­ლო მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც ხში­რად სკო­ლა­ში პრინ­ტე­რიც არ უდ­გას, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სია ჩა­მოტ­ვირ­თოს და ამო­ბეჭ­დოს. ესეც ამ პრო­ცე­სის ძა­ლი­ან დი­დი მი­ნუ­სია, რად­გან მას­წავ­ლე­ბელ­მა აქაც ვერ მი­ი­ღო სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან მხარ­და­ჭე­რა.
ვა­პი­რებ თუ არა ასეთ პი­რო­ბებ­ში სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვას? ამა­ზე ძა­ლი­ან ბევრს ვფიქ­რობ და სა­ბო­ლო­ოდ არც კი ვი­ცი რა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებ, საქ­მე ისაა, რომ ძა­ლი­ან არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში გვი­წევს ყოფ­ნა. ზო­გა­დი ფო­ნი ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფერ­ზე აისა­ხე­ბა, მათ შო­რის,  სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზეც. ამი­ტომ, სა­ბო­ლო­ოდ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჯერ ვერ მი­ვი­ღე, მთა­ვა­რია, ობი­ექ­ტუ­რო­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი პრე­ცე­დენ­ტი და­ვი­ნა­ხოთ, რო­მელ­საც გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად ვე­ლო­დე­ბით — ავ­ტო­რებ­მაც და გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­მაც უნ­და ვიგ­რ­ძ­ნოთ, რომ და­ცუ­ლე­ბი ვართ და ჩვე­ნი სა­მარ­თ­ლი­ა­ნი მოთხოვ­ნე­ბი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლია, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო იცავს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ შრო­მას. ამის შემ­დეგ კი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­ი­ოლ­დე­ბა.“
კახ­მეგ კუ­და­ვა, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „ცო­ტა ხნის წინ, სა­მი­ნის­ტ­რო­ში გა­მომ­ცემ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა მო­ეწყო. სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის სახელ­მძღვა­ნელო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის გა­მოცხა­დე­ბამ­დე, აინ­ტე­რე­სე­ბ­დათ ჩვე­ნი აზ­რი გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ზე. შეხ­ვედ­რა­ზე გან­ვაცხა­დე, რომ სუ­ლაც არ არის სა­ჭი­რო გა­მომ­ცემ­ლე­ბის გა­მო­კითხ­ვა, თუ რას ფიქ­რო­ბენ ამ პრო­ცე­სებ­ზე, რად­გან დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის სახელ­მძღვა­ნელო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა ნი­მუ­შია იმი­სა, თუ რო­გო­რი არ უნ­და იყოს გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი. სა­უ­კე­თე­სო მაგალითი უდევთ წინ და ამის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­დონ. მა­თი დე­მა­გო­გი­უ­რი პა­სუ­ხია, რომ ეს კონ­კურ­სია და მას­ში ზო­გი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლია და ზო­გი — და­მარ­ცხე­ბუ­ლი, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ ბო­ლო გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სის კმა­ყო­ფი­ლი მხა­რე არ არ­სე­ბობს არც და­მარ­ცხე­ბუ­ლებ­ში და არც გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებ­ში — ორი­ვე მხა­რე ჩი­ვის, რომ გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი, ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, ძა­ლი­ან დი­დი დარ­ღ­ვე­ვე­ბით წა­რი­მარ­თა. 25 წე­ლია (პირ­ვე­ლი­ვე კონ­კურ­სი­დან ვმო­ნა­წი­ლე­ობ), ჩე­მი გა­მომ­ცემ­ლო­ბა ჩარ­თუ­ლია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის კონ­კურ­სებ­ში და მსგავ­სი რამ არ მი­ნა­ხავს. იმ­დე­ნი დარ­ღ­ვე­ვა იყო, ყვე­ლა დე­ტალ­ზე სა­უ­ბა­რი, ალ­ბათ, ერთ სა­გა­ზე­თო კო­მენ­ტარ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მეს ჩა­მოვ­თ­ვ­ლი, მა­გა­ლი­თად, ავ­ტო­რებს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის და­სა­წე­რად ძა­ლი­ან მცი­რე დრო — 3 თვე მი­ე­ცათ, რე­ცენ­ზი­რე­ბას კი 8 თვე მო­უნ­დ­ნენ. წიგ­ნის და­წე­რას მე­ტი დრო სჭირ­დე­ბა თუ რე­ცენ­ზი­რე­ბას? ჰო­ნო­რა­რი — აქაც რე­ცენ­ზენ­ტებ­მა მე­ტი ანაზღა­უ­რე­ბა მი­ი­ღეს, ვიდ­რე ავ­ტო­რებ­მა. ვა­დე­ბი იც­ვ­ლე­ბო­და ყო­ველ წუთს... ეს პრობ­ლე­მე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი იყო თუ უცო­დინ­რო­ბით წარ­მოქ­მ­ნი­ლი? ვერც ერ­თი და ვერც მე­ო­რე გა­მარ­თ­ლე­ბას ვერ ჰპო­ვებს. ფაქ­ტია, რომ ასე სვლა არ შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ, ძი­რი­თა­დად, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას­თან გვაქვს შე­ხე­ბა, ღმერ­თ­მა ნუ ქნას, სხვა სა­მი­ნის­ტ­რო­ებ­შიც ასე­თი არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბა იყოს, თო­რემ ქვე­ყა­ნა­ში საქ­მე მარ­თ­ლა ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ნე­ბა. გრი­ფი­რე­ბის ეს პრო­ცე­სი ნი­მუ­შია იმი­სა, რა არ უნ­და გა­კეთ­დეს არც ერთ სფე­რო­ში.
გრიფ­მი­ნი­ჭე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, გრიფს უხ­ს­ნიდ­ნენ. იყო ისე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც, რო­ცა სხვი­სი რე­ცენ­ზი­ე­ბი მი­ვი­ღეთ. შეც­დო­მააო, კი ბა­ტო­ნო, შეც­დო­მაა, მაგ­რამ ვინ იცის, ასე­თი შეც­დო­მე­ბის მსხვერ­პ­ლი რამ­დე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო აღ­მოჩ­ნ­და ან პი­რი­ქით, იქ­ნებ ჩვენ სხვი­სი რე­ცენ­ზი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მოგ­ვა­ნი­ჭეს გრი­ფი. სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მ­ნა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ფას­დაკ­ლე­ბის პრო­ცეს­მაც. კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­დით ფა­სის მიბ­მას ხა­რის­ხ­ზე, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის მოთხოვ­ნე­ბი­დან არც ერ­თი პი­რო­ბა არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა და სა­მი­ნის­ტ­რომ სა­ღი აზ­რი არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. იმე­დია, გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს და­ად­გენს და გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვებს იმ ხარ­ვე­ზებს, რაც გრი­ფი­რე­ბის პრო­ცესს თან სდევ­და.“
გი­ორ­გი გე­დე­ნი­ძე, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის ჳ-ვჳ კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი (გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტი“): „რა პრო­ცე­სიც გა­ვი­ა­რეთ, ამას გრი­ფი­რე­ბა არ ჰქვია, არც კონ­კურ­სი, რად­გან სხვა­დას­ხ­ვა ავ­ტო­რი ას­წო­რებს/            აფა­სებს სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, ყვე­ლას თა­ვი­სი შე­­ხე­დუ­ლე­ბა აქვს, ერ­თ­მა­ნე­თის­გან მკვეთ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი. თვი­თონ სა­მი­ნის­ტ­რომ, თუ არ ვცდე­ბი, 2000-იანი წლე­ბის და­საწყის­ში ჩა­ა­ტა­რა ასე­თი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი — და­ახ­ლო­ე­ბით, 30 ექ­ს­პერტს მის­ცა გა­სას­წო­რებ­ლად ორ-ორი პა­რაგ­რა­ფი, ერ­თი და იმა­ვე ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ით და კრი­ტე­რი­უ­მით უნ­და გა­ეს­წო­რე­ბი­ნათ. სამ­ბა­ლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბი­დან ყვე­ლა ქუ­ლა და­ი­წე­რა — ნუ­ლიც, ერ­თიც და უმაღ­ლე­სიც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­ცა ერ­თი და იმა­ვე ნაშ­რო­მის შე­ფა­სე­ბი­სას ასე­თი მკვეთ­რი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ პრონ­ცი­პით შე­ფას­დეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ მი­ი­ღოს და­ბა­ლი ქუ­ლა ან, პი­რი­ქით, ნაკ­ლე­ბად კარ­გ­მა — მა­ღა­ლი. შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა თუ არ შე­იც­ვა­ლა, ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ რე­ა­ლუ­რად ვერ იქ­ნე­ბა დად­გე­ნი­ლი რო­მე­ლია კარ­გი ან ნაკლებად კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო.“
ზა­ზა ხი­დუ­რე­ლი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „კლი­ოს“ დი­რექ­ტო­რი: „გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ში, რა თქმა უნ­და, ბევ­რი ხარ­ვე­ზი იყო და ამა­ზე დი­დი ხა­ნია ვლა­პა­რა­კობთ, გან­ცხა­დე­ბაც მაქვს შე­ტა­ნი­ლი სა­მი­ნის­ტ­რო­ში „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შე­სა­ხებ. ამის გარ­და, სხვა პრობ­ლე­მე­ბიც არის და არა მხო­ლოდ ჩვენ, სხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბიც ღი­ად სა­უბ­რობ­დ­ნენ ამის შე­სა­ხებ. გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ში იმ­დენ­ჯერ შე­იც­ვა­ლა თა­მა­შის წე­სე­ბი, რომ სა­ბო­ლო­ოდ აბ­სურ­დამ­დე მი­ვე­დით. თა­ვი­დან შე­იქ­მ­ნა გრი­ფი­რე­ბის პირ­ვე­ლი კო­მი­სია, რო­მელ­საც სა­ბო­ლოო დას­კ­ვ­ნე­ბი უნ­და და­ე­დო, მაგ­რამ მან ეს ვერ გა­ა­კე­თა. შე­იქ­მ­ნა მე­ო­რე კო­მი­სია, რო­მელ­საც უნ­და გა­ე­კონ­ტ­რო­ლე­ბი­ნა ავ­თენ­ტუ­რო­ბა, შემ­დეგ — მე­სა­მე კო­მი­სია, შემ­დეგ პრო­ცე­სი გა­დას­ცეს მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს და ბო­ლოს კი­დევ მე­ოთხე კო­მი­სია შე­იქ­მ­ნა. ყვე­ლა­ზე დი­დი ხარ­ვე­ზი და პრობ­ლე­მა სწო­რედ ამ პრო­ცეს­მა წარ­მოქ­მ­ნა.
შემ­დეგ გვითხ­რეს, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს არ­ჩე­ვა ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს პი­რო­ბა შე­იც­ვა­ლა, ფას­დაკ­ლე­ბე­ბი გაგ­ვა­კე­თე­ბი­ნეს და შე­წო­ნი­ლი და პრო­ცენ­ტუ­ლი ქუ­ლე­ბით დაგ­ვა­ჯა­მე­ბი­ნეს. ზო­გი­ერ­თ­მა უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბის წიგ­ნ­მა ვერ გა­და­ლა­ხა ზღვა­რი, რად­გან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი ჰქონ­და. ამა­ნაც გა­მო­იწ­ვია დი­დი გა­უ­გებ­რო­ბა. შემ­დეგ გვითხ­რეს, ვი­საც ტი­რა­ჟი ექ­ნე­ბო­და 5 ათას­ზე მაღ­ლა, ის გა­და­ლა­ხავ­და ზღვარს და ა.შ. მოკ­ლედ, ბევ­რი გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა წარ­მო­იქ­მ­ნა. ასე იყო „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ (სხვა საგ­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს) შემ­თხ­ვე­ვა­შიც. ჩემ­მა წიგ­ნ­მა გა­და­ლა­ხა პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რიც, მე­ო­რეც, ფას­დაკ­ლე­ბა­შიც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შემ­დეგ აღ­მოჩ­ნ­და, რომ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მათ კრი­ტე­რი­უ­მებს. მა­შინ, პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რის გა­და­ლახ­ვის შემ­დეგ, რა­ტომ მი­მა­ღე­ბი­ნეს ფას­დაკ­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რა აზ­რი ჰქონ­და?
სხვა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან ერ­თად, ერ­თა­დერ­თ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რად მი­ვი­ღე გრი­ფი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში „ჩე­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო“. რაც შეე­ხე­ბა იმ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს, რომ­ლებ­მაც ვერ მი­ი­ღო გრი­ფი, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი პა­სუ­ხი ამის შე­სა­ხებ დღემ­დე არ მიგ­ვი­ღია. თა­ვის­თა­ვად, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი ავ­ტო­რებ­საც აინ­ტე­რე­სებთ — რა­ტომ ვერ მი­ი­ღო მათ მი­ერ და­წე­რილ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ გრი­ფი? რა­ტომ მოხ­და ჩა­ვარ­დ­ნა, ამის შე­სა­ხებ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლ პა­სუხს დღემ­დე ვე­ლით.
ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა, წელს რა­ი­მე რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყ­ვეს ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ჩე­ნას, რად­გან გრიფ­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი და­ბეჭ­დი­ლია და სკო­ლებ­ში შე­სუ­ლი, მო­მა­ვა­ლი წლის­თ­ვის კი ახა­ლი კონ­კურ­სის გა­მოცხა­დე­ბა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო და ვინ გა­მო­აცხა­დებს კონ­კურსს თა­ვი­დან? მით უფ­რო, რო­ცა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი მკვიდ­რ­დე­ბა და შემ­დეგ ხე­ლახ­ლა გა­დარ­ჩე­ვის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან გარ­თულ­დე­ბა.“
თინათინ დიდებულიძე, გამომცემლობა „ელფის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: „პირ­ვე­ლი ხარ­ვე­ზი, რაც გრი­ფი­რე­ბის პრო­ცეს­ში და­ვი­ნა­ხე, ვა­დებს ეხე­ბო­და — მუდ­მი­ვად იც­ვ­ლე­ბო­და ვა­დე­ბიც და თა­მა­შის წე­სე­ბიც. ჩვენ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ პირ­ვე­ლად მი­ი­ღო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მივ­ყე­ვით გრი­ფი­რე­ბის წესს, რად­გან გვე­გო­ნა, ყვე­ლა­ფე­რი წე­სის მი­ხედ­ვით მოხ­დე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, შევ­ც­დით. ბო­ლოს გა­ვი­გეთ, თურ­მე ქუ­ლე­ბი კი არ იყო გა­დამ­წყ­ვე­ტი და არც ში­და ტენ­დე­რი, რო­მე­ლიც გა­მო­აცხა­დეს, არა­მედ ვი­ღაც კონ­სულ­ტან­ტის მი­ერ და­წე­რი­ლი დას­კ­ვ­ნა, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად არაფ­რის­მ­თ­ქ­მე­ლია.
ჩვე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სე­რია „მე მიყ­ვარს მა­თე­მა­ტი­კა“ (1-ვჳ კლ.) 100-ქუ­ლი­ა­ნი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა­ში, 98 ქუ­ლით შე­ფას­და და ყვე­ლა კრი­ტე­რი­უ­მით პირ­ველ ად­გილ­ზე გა­ვი­და. სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბით გა­ხა­რე­ბუ­ლებ­მა მარ­კე­ტინ­გუ­ლი კვლე­ვე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით და 95.500 რა­ო­დე­ნო­ბის შეკ­ვე­თა მი­ვი­ღეთ, რაც, ვფიქ­რობთ, გრი­ფის წარ­თ­მე­ვის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი გახ­და — 25 ივ­ლისს მო­ნი­ჭე­ბუ­ლი გრი­ფი, 10 დღის შემ­დეგ, 3 აგ­ვის­ტოს ჩა­მოგ­ვერ­თ­ვა. ამას ყვე­ლა­ზე სა­ში­ნელ სიზ­მარ­შიც კი ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რად­გან ასე­თი რამ ნორ­მა­ლურ ქვეყ­ნებ­ში არ ხდე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­ვიწყეთ მი­ზე­ზე­ბის ძი­ე­ბა და აღ­მოჩ­ნ­და, რომ თურ­მე გრი­ფი ჩა­მოგ­ვერ­თ­ვა დღემ­დე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი კონ­სულ­ტან­ტის მი­ერ და­წე­რი­ლი დას­კ­ვ­ნის გა­მო.
„მე მიყ­ვარს მა­თე­მა­ტი­კა“ გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მელ­ზეც 12-მა ქარ­თ­ველ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა იმუ­შა­ვა. 12 ადა­მი­ა­ნის ხელ­ში გა­ი­ა­რა ამ წიგ­ნებ­მა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­თარ­გ­მ­ნად ძა­ლი­ან ად­ვი­ლი იყო. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვამ­ზა­დეთ მა­ღა­ლი დო­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რო­მე­ლიც საგ­ნის ექ­ს­პერ­ტებ­მა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად შე­ა­ფა­სეს უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბით.
სა­კონ­კურ­სოდ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი 15 ნო­ემ­ბერს შე­ვი­ტა­ნეთ და დე­კემ­ბერ­ში შექ­მ­ნი­ლა თურ­მე გრი­ფი­რე­ბის კო­მი­სია, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჩვენ 3 აგ­ვის­ტოს შე­ვიტყ­ვეთ. თე­ი­მუ­რაზ მურ­ღუ­ლი­ას მი­ერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბის დას­კ­ვ­ნა წყვეტ­და თურ­მე, ვის­თ­ვის მი­ე­ცათ გრი­ფი. დას­კ­ვ­ნა, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე და­ი­წე­რა, ჩვე­ნამ­დე ნა­ხევ­რად წაშ­ლი­ლი სა­ხით მო­ვი­და. დღემ­დე არ ვი­ცით, ზუს­ტად რა წე­რია შიგ. მკა­ფიო იყო მხო­ლოდ პა­თო­სი, რომ ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ვერ დაძ­ლე­ვენ (?!). თუ ასეა, მა­შინ რა­ტომ აირ­ჩი­ეს ჩვე­ნი წიგ­ნე­ბი მას­წავ­ლებ­ლებ­მა?
ამ ყვე­ლა­ფერ­ში გერ­მა­ნულ­მა მხა­რემ კო­რუფ­ცია და­ი­ნა­ხა. ჩვე­ნი აზ­რით, გრი­ფი­რე­ბა ჩა­ტარ­და თ. მურ­ღუ­ლი­ას შავ­ბ­ნე­ლი მე­თო­დე­ბით. დღემ­დე არ ვი­ცით რამ­დე­ნი ქუ­ლა აქვს მი­ღე­ბუ­ლი წიგ­ნებს, რომ­ლებ­საც გრი­ფი მი­ა­ნი­ჭეს(?!). ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლიც: კონ­სულ­ტან­ტებს, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი წიგ­ნე­ბის ბე­დი სა­ბო­ლო­ოდ გა­დაწყ­ვი­ტეს, წა­სა­კითხად პირ­ვე­ლად შე­ტა­ნი­ლი მა­სა­ლა მის­ცეს და არა ჩას­წო­რე­ბუ­ლი. არა­და, მარ­ტო მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნებს, საგ­ნის ექ­ს­პერ­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით, 75 გვერ­დი და­ე­მა­ტა! ჩვენს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას.
და­ბო­ლოს, ე.წ. კონ­სულ­ტან­ტის დას­კ­ვ­ნა არ გა­მარ­თ­ლ­და: მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მშობ­ლე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით ყი­დუ­ლო­ბენ ჩვენს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს. თუ ასე­თი გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვყავს, რა­ტომ შე­ი­ძი­ნეს მათ ჩვე­ნი წიგ­ნე­ბი? და კი­დევ, თუ თ. მურ­ღუ­ლია მხო­ლოდ ე.წ. კონ­სულ­ტან­ტებს ენ­დო­ბო­და,  მა­შინ რა სა­ჭი­რო იყო ექ­ს­პერ­ტე­ბის­თ­ვის საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხის გა­დახ­და და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით შე­ფა­სე­ბა? სა­სა­მარ­თ­ლო­ზე კი­დევ ბევ­რი რამ გა­ირ­კ­ვე­ვა.“
***
რა რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბი მოკ­ვ­ლე­ვის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნილ, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ, დარ­ღ­ვე­ვებ­სა თუ ხარ­ვე­ზებ­ზე, რო­მელ­თა მიღ­მაც არა მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს რე­პუ­ტა­ცია, არა­მედ იმ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის — ავ­ტო­რის, გა­მომ­ცემ­ლის, მას­წავ­ლებ­ლის, მოს­წავ­ლის — ღირ­სე­ბა და უფ­ლე­ბა დგას, ამას ჩვე­ნი გა­ზე­თი თვალ­ყურს მი­ა­დევ­ნებს და ყვე­ლა სი­ახ­ლეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

40(24)N