გამოდის 1998 წლიდან
2018-02-08
ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი მი­ზა­ნი — მა­ღა­ლი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მქო­ნე მან­და­ტუ­რი


სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვით, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მომ­ზად­და „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი. ცვი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა რო­გორც სკო­ლებ­ში მან­და­ტუ­რე­ბის და­ნიშ­ვ­ნის წესს, ასე­ვე მათ უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბებს. რა შე­იც­ვ­ლე­ბა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში, რას სთა­ვა­ზობს კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი სკო­ლებს, მა­თი უსაფ­რ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, გა­იზ­რ­დე­ბა თუ არა მან­და­ტუ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა და რო­გორ გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა მი­სი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, შე­ვა თუ არა სკო­ლა­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია — ამ და სხვა სა­კითხებ­ზე იმ­ს­ჯე­ლეს „ქორ­თი­არდ მე­რი­ოტ­ში“ გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ლია გი­გა­უ­რი და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზ­ვ­რიშ­ვი­ლი უძღ­ვე­ბოდ­ნენ. შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბის, პარ­ლა­მენ­ტის, არა­სამ­თავ­რო­ბო და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.
კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით:
e  სკო­ლებ­ში უსაფ­რ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, ში­და და გა­რე პე­რი­მეტ­რ­ზე ვი­დეო კა­მე­რე­ბის არ­სე­ბო­ბა გახ­დე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო. ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი სკო­ლის მთელ ტე­რი­ტო­რი­ას და გა­რე პე­რი­მეტრს და­ფა­რავს. აღ­ჭურ­ვის პრო­ცე­სი ეტა­პობ­რი­ვად წა­რი­მარ­თე­ბა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სკო­ლას მო­ი­ცავს. სკო­ლებ­ში, სა­დაც უკ­ვე არ­სე­ბობს კა­მე­რე­ბი, გა­და­მოწ­მ­დე­ბა მა­თი და­ფარ­ვის არე­ა­ლი და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­იზ­რ­დე­ბა ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს;
e  კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა კო­ორ­დი­ნა­ცია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს შო­რის. კერ­ძოდ, სკო­ლა­ში რიკს-ჯგუ­ფე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და სკო­ლის გა­რეთ და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მოხ­დე­ბა სა­მი­ნის­ტ­რო­ებს შო­რის სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვ­ლა;
e  სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა შო­რის კონ­ფ­ლიქ­ტის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის და სკო­ლის გა­რეთ კონ­ფ­ლიქ­ტის გაგ­რ­ძე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, მან­და­ტურს ექ­ნე­ბა მო­ზარ­დის შე­ყოვ­ნე­ბის და მშობ­ლის­თ­ვის და სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პო­ლი­ცი­ის­თ­ვის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შეტყო­ბი­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა;
e  მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი ხდე­ბა გა­ცი­ლე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მა­ღა­ლი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მქო­ნე — მან­და­ტუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნე­ბა არა სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, არა­მედ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მი­ერ, რაც მან­და­ტუ­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რისხს გაზ­რ­დის. მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, თა­ვის მხრივ, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნიშ­ნავს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რი;
e  თუ დღეს მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით მან­და­ტუ­რი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რი, ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ მან­და­ტუ­რად და­ი­ნიშ­ნე­ბა მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რი;
e  მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბის ასა­კი აიწევს 21 წლამ­დე;
e  იც­ვ­ლე­ბა მან­და­ტუ­რის პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის წე­სი, რო­მე­ლიც თე­ო­რი­ულ მომ­ზა­დე­ბას­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კულ კომ­პო­ნენ­ტ­საც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს. გა­იზ­რ­დე­ბა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა. კურსს შე­სა­ბა­მი­სი ექ­ს­პერ­ტე­ბი გა­უძღ­ვე­ბი­ან, რაც სწავ­ლე­ბის მა­ღალ ხა­რისხს და მან­და­ტურ­თა პრო­ფე­სი­ულ ზრდას უზ­რუნ­ველ­ყოფს. ახა­ლი კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად გა­დამ­ზა­დე­ბას მოქ­მე­დი მან­და­ტუ­რე­ბი ეტა­პობ­რი­ვად გა­ივ­ლი­ან.
გარ­და სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბის მი­ერ უკ­ვე გა­და­იდ­გა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი:
e  გაღ­რ­მავ­და მან­და­ტურ­სა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, გაძ­ლი­ერ­და პატ­რუ­ლი­რე­ბა სკო­ლის პე­რი­მეტ­რ­ზე;
e  ამოქ­მედ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის ცხე­ლი ხა­ზი;
e  გაძ­ლი­ერ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა სკო­ლებ­ში. ეს პრო­ცე­სი ეტა­პობ­რი­ვად მთელ ქვე­ყა­ნას მო­ი­ცავს და, სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა სკო­ლას ეყო­ლე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გი;
e  ფსი­ქო­ლო­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­დე­გად, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ შე­ი­მუ­შა­ვა კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მშობ­ლე­ბის­თ­ვის, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის;
e  სა­რე­კო­მენ­და­ციო ფლა­ე­რე­ბი, ეტა­პობ­რი­ვად, ყვე­ლა სკო­ლა­ში რიგ­დე­ბა, რაც ხელს უწყობს ძა­ლა­დო­ბი­სა და ბუ­ლინ­გის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას, და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ას, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პ­ლ­თა დახ­მა­რე­ბას.
ლია გი­გა­უ­რი: „სკო­ლებ­ში უსაფ­რ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, იწყე­ბა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა. მთე­ლი რი­გი მი­მარ­თუ­ლე­ბით, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი ძლი­ერ­დე­ბა და მი­სი ლე­გი­ტი­მა­ცი­აც იზ­რ­დე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ უფ­რო აქ­ტი­უ­რი გახ­დე­ბა რო­გორც პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, ასე­ვე იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით. უფ­რო დახ­ვე­წი­ლი და მკა­ფი­ოდ გა­მო­ხა­ტუ­ლი იქ­ნე­ბა რე­ფე­რა­ლი — რო­გორ უნ­და მოხ­დეს მოს­წავ­ლის გა­და­მი­სა­მარ­თე­ბა; რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი უფ­რო მკა­ფი­ოდ იქ­ნე­ბა გა­წე­რი­ლი მან­და­ტუ­რე­ბი­სათ­ვის და რაც მთა­ვა­რია — შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.
რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ტე­რესს, რა­ტომ შეგ­ვაქვს ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი კა­ნონ­ში, რა თქმა უნ­და, სა­ხელ­მ­წი­ფოს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რეს­შია, რომ თი­თო­ე­უ­ლი მო­ზარ­დი და­ცუ­ლი იყოს რო­გორც სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე მის გა­რეთ. სწო­რედ ამ მიზ­ნით, გარ­კ­ვე­ულ მუხ­ლებ­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბე­ბი, გაჩ­ნ­და მკა­ფიო ჩა­ნა­წე­რი, რო­გორ იმოქ­მე­დოს მან­და­ტურ­მა თი­თო­ე­ულ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში. აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მე­ლიც მოჰ­ყ­ვე­ბა ამ ჩა­ნა­წე­რებს, გა­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტებ­ში, სრუ­ლი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის სა­ხით, რო­გორ იმოქ­მე­დოს ამ სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გ­ნელ­მა. კვლავ და კვლავ, მკა­ფი­ოდ გვინ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ ის, რომ ცვლი­ლე­ბე­ბი არ გუ­ლის­ხ­მობს პო­ლი­ცი­უ­რი რე­ჟი­მის შე­ტა­ნას სკო­ლა­ში, პი­რი­ქით, მო­ი­აზ­რებს თი­თო­ე­უ­ლი მო­ზარ­დის უსაფ­რ­თხო­ე­ბის დაც­ვას ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით და, რაც მთა­ვა­რია, კომ­პ­ლექ­სუ­რი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას.
იმის გა­მო, რომ მან­და­ტურს ემა­ტე­ბა ფუნ­ქ­ცი­ე­ბი, მათ შო­რის, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მი­სი ჩარ­თ­ვა პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, ჩვენ უფ­რო მა­ღალ სტან­დარტს ვითხოვთ, მან­და­ტუ­რის მომ­ზა­დე­ბის თვალ­საზ­რი­სით.“
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში აცხა­დე­ბენ, რომ კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ზრდას და უწყე­ბებს შო­რის (ში­ნა­გან საქ­მე­თა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ებს) მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გზით, რო­გორც სკო­ლის, ისე მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ზარ­დ­თა შო­რის და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ას. ამ მიზ­ნით, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი გა­ცი­ლე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მა­ღა­ლი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მქო­ნე ხდე­ბა. და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის, მან­და­ტუ­რი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, შე­ა­ყოვ­ნოს ბავ­შ­ვი, სას­წ­რა­ფოდ და­უ­კავ­შირ­დეს მშო­ბელს და თუ ჩათ­ვ­ლის, რომ ად­გი­ლი აქვს სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვას, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­ატყო­ბი­ნოს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას.
მან­და­ტუ­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხის ზრდას ისიც შე­უწყობს ხელს, რომ მას თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ნავს არა სკო­ლის დი­რექ­ტო­რი, არა­მედ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი. ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა ალ­ბათ ის არის, რომ მან­და­ტუ­რად და­ი­ნიშ­ნე­ბა მხო­ლოდ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რი (არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, მან­და­ტუ­რი შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რიც კი გახ­დეს) და სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბის ასა­კიც 21 წლამ­დე აიწევს.
ამას­თა­ნა­ვე, იც­ვ­ლე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის წე­სი, მან­და­ტუ­რად მუ­შა­ო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი, თე­ო­რი­ულ კურ­ს­თან ერ­თად, პრაქ­ტი­კულ სწავ­ლე­ბა­საც გა­ივ­ლი­ან. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­იზ­რ­დე­ბა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა, სწავ­ლე­ბის პრო­ცესში შე­სა­ბა­მი­სი სფე­როს ექ­ს­პერ­ტე­ბის ჩა­რ­თ­ვა სწავ­ლე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­სა და მან­და­ტურ­თა პრო­ფე­­სი­უ­ლი ზრდის წი­ნა­პი­რო­ბა იქ­ნე­ბა. უკ­ვე მოქ­მედი მან­და­ტუ­­რე­ბი, ახა­ლი კურ­სის შე­სა­ბა­მი­სად, ეტა­პობ­რი­ვად გა­ივ­ლი­ან გა­დამ­ზა­დე­ბას.
ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე მა­რი­ამ ჯაშ­ი.
მან გა­ნაცხა­და, რომ პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე, სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ში, დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ აღ­ნიშ­ნულ კა­ნონ­პ­რო­ექტს. მი­აჩ­ნია, რომ მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გ­მე­ლი, თუმ­ცა სა­ჭი­როა მკაც­რი საზღ­ვ­რის დაც­ვა. „რე­ა­ლუ­რად, ჩვენ ვში­შობთ, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სკო­ლა­ში ჩა­ი­წე­როს იგი­ვე და­ყოვ­ნე­ბის თე­მა, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა სჭირ­დე­ბა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს, რომ ვთქვათ, იარა­ღი­ა­ნი ბავ­შ­ვი დროულად  შე­ა­ჩე­როს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნამდე. ჩვენ, რე­ა­ლუ­რად ქმე­დი­თი მოქ­მე­დე­ბის უფ­ლე­ბა უნ­და მი­ვა­ნი­ჭოთ მან­და­ტუ­­რე­ბის სამ­სა­ხურს, თუმ­ცა ბუ­ნებ­რი­ვია, უნ­და და­ვიც­ვათ მკა­ც­­რი საზღ­ვა­რი, რომ სა­პო­ლი­ციო რე­ჟიმს ნამ­დ­ვი­ლად არ და­ემ­ს­გავ­სოს ეს სის­ტე­მა.“
კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თ­ვის მთა­ვა­რია მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად და­იწყოს სკო­ლის უსაფ­რ­თხო­ე­ბის თე­მის კა­ნო­ნის დო­ნე­ზე და­რე­გუ­ლი­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მა კომ­პ­ლექ­სუ­რია და ერ­თი­ა­ნი კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბას მო­ითხოვს.
„აუცი­ლებ­ლად გვჭირ­დე­ბა ერ­თი­ა­ნი კონ­ცეფ­ცია. ეს უნ­და იყოს რამ­დე­ნი­მე­პუნ­ქ­ტი­ა­ნი გეგ­მა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს რო­გორც მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მას, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას და ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან თე­მას — იარა­ღის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის სა­კითხს,“ — აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ ჯაშ­მა და, კო­მი­ტე­ტის სა­ხე­ლით, ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქ­ვა.
მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის რე­ფორ­მი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­ზა­დე­ბულ კა­ნონ­პ­რო­ექტს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ნი­ხი­ლავს.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

25-28(942)N