გამოდის 1998 წლიდან
2018-01-25
დამ­ტ­კიც­და სტან­დარ­ტი პე­და­გო­გის გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად


მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან პე­და­გო­გის გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მა ამოქ­მედ­დე­ბა. 300-კრე­დი­ტი­ა­ნი ორ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი პროგ­რა­მა თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მას­წავ­ლე­ბ­ლის მომ­ზა­დე­ბის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბაა ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში. 5-წლი­ა­ნი პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მა­გის­ტ­რის ხა­რისხს მი­ი­ღებს და სკო­ლა­ში უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებს.
პროგ­რა­მის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შექ­მ­ნა­ზე საბ­ჭომ მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლა და შე­იქ­მ­ნა დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­მაც გარ­კ­ვე­ულ სტან­დარ­ტ­ში მო­აქ­ცია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო 300-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა. დო­კუ­მენ­ტი გახ­დე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც გა­დაწყ­ვე­ტენ პე­და­გო­გე­ბის ახა­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მე­ბის სა­აკ­რე­დი­ტა­ცი­ოდ მომ­ზა­დე­ბას.
რო­გორ შე­იქ­მ­ნა დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რა ძი­რი­თად სი­ახ­ლე­ებს სთა­ვა­ზობს პროგ­რა­მა მო­მა­ვალ მას­წავ­ლებ­ლებს და რო­გორ მოხ­დე­ბა მი­სი და­ნერ­გ­ვა გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში — ამ თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბი­ან თა­მარ სა­ნი­კი­ძე, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი, თა­მარ მა­ხა­რაშ­ვი­ლი, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვნული ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე

თა­მარ სა­ნი­კი­ძე
რო­გორ შე­უწყობს ხელს ცენ­ტ­რი ახა­ლი პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვას
თავ­და­პირ­ვე­ლად მინ­და აღვ­ნიშ­ნო რომ 300-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის შექ­მ­ნას ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა გა­უ­წია გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლმა ცენ­ტ­რ­მა. იმი­სათ­ვის რომ კარ­გი პრო­დუქ­ტი შე­იქ­მ­ნას, ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის პრო­ცეს­ში, ცენ­ტ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და ყვე­ლა სა­ჭი­რო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის კო­ორ­დი­ნა­ცი­ას, რაც შრო­მა­ტე­ვა­დი და ხან­რ­ძ­ლი­ვი პრო­ცე­სია. დღეს ეს პრო­დუქ­ტი სა­ხე­ზე გვაქვს — დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი შე­იქ­მ­ნა. გვქონ­და ასე­ვე სა­შუ­ა­ლე­ბა, გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა კარ­გი უცხო­უ­რი პრაქ­ტი­კა, გაგ­ვევ­ლო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და სა­მუ­შა­ო­ში ჩაგ­ვერ­თო სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბი. ვი­მუ­შა­ვეთ გა­ე­როს ბავ­შ­ვთა ფონ­დ­თან (იუნი­სეფ­თან), დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის შექ­მ­ნა­ში, მა­თი დახ­მა­რე­ბით, ჩა­ერ­თო სა­ქარ­თ­ვე­ლო-ეს­ტო­ნე­თის გა­ნათ­ლ­ების პროგ­რა­მის ექ­ს­პერ­ტი. შემ­დ­გო­მი ხელ­შეწყო­ბა იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ უნ­და ვი­მუ­შა­ოთ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან იმი­სათ­ვის, რომ დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის მი­ხედ­ვით სწო­რად ააგონ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი. კარ­გია, რომ შე­იქ­მ­ნა დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ეს, თა­ვის მხრივ,  ნიშ­ნავს, რომ პრო­ფე­სია და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით. ამას ხაზს ვუს­ვამ, რად­გან რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში პე­და­გო­გი­კა ყო­ველ­თ­ვის ხვდე­ბო­და, თუმ­ცა, პრაქ­ტი­კუ­ლად და რე­ა­ლუ­რად, აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი იყო. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ის, რომ პრო­ფე­სი­ა­ში შე­მო­უშ­ვეს ისე­თი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დ­ნენ. მი­ვი­ღეთ სუ­რა­თი, სა­დაც პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით ან სკო­ლის ატეს­ტა­ტით და­იწყეს მას­წავ­ლებ­ლო­ბა და დღე­საც აგ­რ­ძე­ლე­ბენ. უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ისიც, რომ მა­თი გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი უკ­ვე სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. აღა­რა­ფერს ვიტყ­ვი პროგ­რა­მე­ბის ში­ნა­არ­ს­ზე, მათ ხა­რის­ხ­ზე და სწავ­ლე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა­ზე. უკე­თე­სი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად, მთე­ლი რი­გი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. კა­ნო­ნიც გას­წორ­და და გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პე­ბიც და­ი­გეგ­მა, გა­ნი­საზღ­ვ­რა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბიც. ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არის ის, რომ პე­და­გო­გე­ბის მომ­ზა­დე­ბა დაბ­რუნ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, ხო­ლო მა­თი გა­დამ­ზა­დე­ბა, ტრე­ნინ­გე­ბი და გა­მოც­დე­ბი იქ­ნე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ნა­წი­ლი და არა ძი­რი­თა­დი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი. ამი­ტომ, იწყე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი — სექ­ტემ­ბ­რამ­დე უნ­და მო­ვას­წ­როთ და ვი­მუ­შა­ოთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან იმი­სათ­ვის, რომ მათ სწო­რად აღიქ­ვან დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი და მას­ზე მორ­გე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი გა­ნა­ვი­თა­რონ. ეს არის ჩვე­ნი გა­მოწ­ვე­ვა, იმი­ტომ რომ, ცო­ტა არ იყოს, დრო­ში შეზღუ­დუ­ლე­ბი ვართ და გვინ­და, კარ­გად და ხა­რის­ხი­ა­ნად გა­კეთ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტუ­დენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­მოცხა­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს მი­ვა­წო­დეთ, შე­სა­ბა­მის მა­რე­გუ­ლირე­ბელ დო­კუ­მენ­ტ­ში, გარ­და­მა­ვა­ლი მუხ­ლის სა­ხით, და­ვუშ­ვით შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის ახა­ლი პროგ­რა­მე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ე­მა­ტოს გა­მოცხა­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ნუს­ხას. ამ პე­რი­ოდს იმი­სათ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ, რომ პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს და შემ­დეგ უკ­ვე პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცია გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ისე, რომ ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა შეძ­ლონ ახალ პროგ­რა­მა­ზე მსურ­ვე­ლე­ბის მი­ღე­ბა. ასე­თია ჩვე­ნი ოპ­ტი­მის­ტუ­რი გეგ­მა.
კარ­გია, რომ, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს, დარ­გობ­რივ საბ­ჭო­ში იყო ჩარ­თუ­ლი და მო­ნა­წი­ლე­ობ­და დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შექ­მ­ნა­ში. ამი­ტომ, ვფიქ­რობთ, პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა არ უნ­და გა­ჭი­ა­ნურ­დეს და, ჩვე­ნი ხელ­შეწყო­ბით, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი დრო­უ­ლად წარ­მო­ად­გე­ნენ პროგ­რა­მებს აკ­რე­დი­ტა­ცი­ი­სათ­ვის.
რამ­დე­ნი სტუ­დენ­ტის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს პროგ­რა­მა­ზე, ეს სა­აკ­რე­დი­ტა­ციო პრო­ცე­სის სა­კითხია, იმი­ტომ რომ, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი, პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბას­თან ერ­თად, იმა­საც გუ­ლის­ხ­მობს, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ უნ­და გვიჩ­ვე­ნოს, რამ­დე­ნი სტუ­დენ­ტის მი­ღე­ბას გეგ­მავს, რა­ტომ და სა­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ეს მოთხოვ­ნა, ანუ მას შრო­მის ბა­ზარ­ზე უკ­ვე ნა­მუ­შე­ვა­რი უნ­და ჰქონ­დეს (შრო­მის ბა­ზარ­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო, რო­გორც დამ­საქ­მე­ბე­ლი, თა­ვის­თა­ვად მო­ი­აზ­რე­ბა).

მოხ­ვ­დე­ბა თუ არა უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია
ეს, ალ­ბათ, უფ­რო სა­მი­ნის­ტ­როს, რო­გორც პო­ლი­ტი­კის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი უწყე­ბის, დო­ნე­ზე უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს. თუმ­ცა, დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, იძ­ლე­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. და­ფი­ნან­სე­ბის სხვა­დას­ხ­ვა გზა არ­სე­ბობს. ვი­ნა­ი­დან მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია რე­გუ­ლი­რე­ბა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, აკ­რე­დი­ტა­ცი­ას აუცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს, ხო­ლო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გავ­ლა ნიშ­ნავს, რომ სტუ­დენ­ტი ამ პროგ­რა­მა­ზე წა­ი­ღებს გრანტს. მოხ­დე­ბა თუ არა ეს პროგ­რა­მა უფა­სო მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში, ეს სა­კითხი, ჩე­მი აზ­რით, უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბუ­ლი დე­ფი­ცი­ტის შევ­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.
ეს პრო­ცე­სი ყვე­ლა მო­თა­მა­შის­თ­ვის ღიაა. ამი­ტომ, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის შე­დე­გად გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა ის სას­წავ­ლებ­ლე­ბი, კერ­ძო თუ სა­ხელ­მ­წი­ფო, რო­მელ­თაც ამ პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ.

თამარ მახარაშვილი
დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი
მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 300-კრე­დი­ტი­ა­ნი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის შე­მუ­შა­ვე­ბით უდა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ მოხ­და. ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვა სწო­რედ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გია და ეს სა­კითხი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბას ეხე­ბა.
სწო­რედ სა­კითხის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­ვიწყეთ მუ­შა­ო­ბა მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 300-კრე­დი­ტი­ან დარ­გობ­რივ მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­ზე და ამ პრო­ცეს­ში ჩავ­რ­თეთ ყვე­ლა ის უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს.
პრო­ცეს­ში ასე­ვე აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. პე­და­გო­გე­ბის დამ­საქ­მებ­ლე­ბი შრო­მის ბა­ზარ­ზე სწო­რედ სკო­ლე­ბი არი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი ფლო­ბენ ყვე­ლა­ზე სწორ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბით სჭირ­დე­ბა პე­და­გოგს გაძ­ლი­ე­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლის ხმა ამ პრო­ცეს­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. დარ­გობ­რივ საბ­ჭო­ში ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მხრი­დან წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ არამ­ხო­ლოდ სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი, არა­მედ მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, რად­გან ერ­თია, თუ რო­გორ ხე­დავს სკო­ლა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცესს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ან მე­ნე­ჯე­რი და მე­ო­რეა, თა­ვად პე­და­გო­გი რო­გორ აფა­სებს სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და სა­ჭი­რო­ე­ბებს.
დარ­გობ­რი­ვი სა­ჭო 32 წევ­რის­გან შედ­გე­ბო­და, აქე­დან 19 უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. რე­ა­ლუ­რად ყვე­ლა ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა,  ვინც ახორ­ცი­ე­ლებს მას­წავ­ლებ­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას და ზრდის პე­და­გო­გებს, პრო­ცე­სის მიღ­მა არ დარჩენილა. გარ­და ამი­სა, პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი.
 მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­დან დარ­გობ­რი­ვი საბ­ჭოს მუ­შა­ო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლო.
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პე­და­გო­გებს მუ­შა­ო­ბა უწევთ შშმ და სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საკ­მა­ოდ ფარ­თო ჭრილ­ში იყო გან­ხი­ლუ­ლი, თუ რა უნა­რე­ბი და ცოდ­ნა უნ­და ჰქო­ნო­და პე­და­გოგს, რო­მე­ლიც ამ კა­ტე­გო­რი­ის მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ობს. მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილ­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, მაგ­რამ 300-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ში მო­მუ­შა­ვე ჯგუფ­მა ამ სა­კითხს ასე შე­ხე­და: მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა­ში კი არ და­ა­წე­სა კონ­კ­რე­ტუ­ლი კრე­დი­ტი ინ­კ­ლუ­ზი­ის­თ­ვის, არა­მედ პროგ­რა­მა­ში მი­საღ­წე­ვი სწავ­ლის თი­თო­ე­ულ შე­დეგ­ში გან­საზღ­ვ­რა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე და შშმ პი­რებ­თან მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კის ცოდ­ნის აუცი­ლებ­ლო­ბა.

ით­ვა­ლის­წი­ნებს თუ არა პროგ­რა­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფი­ლით მომ­ზა­დე­ბას
სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბა ცალ­კე თე­მაა, მა­გა­ლი­თად, სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბულ ან უსი­ნათ­ლო ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბის დროს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბია სა­ჭი­რო. რო­ცა 300-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე ვსა­უბ­რობთ, რომ­ლის გავ­ლის შემ­დე­გაც, პი­რი მა­გის­ტ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას მი­ი­ღებს, ვგუ­ლის­ხ­მობთ, რომ ამ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე პირ­მა უნ­და შეძ­ლოს ისეთ ჯგუფ­ში მუ­შა­ო­ბა, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა შშმ პი­რიც იყოს. თუმ­ცა იქ, სა­დაც ამის სა­ჭი­რო­ე­ბაა, სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის ცნე­ბაც შე­მო­დის და ამ სა­კითხ­ზე მუ­შა­ობს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო. თა­ვის­თა­ვად, სის­ტე­მას სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი სჭირ­დე­ბა, კონ­კ­რე­ტულ ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბას­თან ბმა­ში, მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც 300-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა აქვს გავ­ლი­ლი და უკ­ვე მა­გის­ტ­რია, კი­დევ ერ­თხელ ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თან მუ­შა­ო­ბა უნ­და შე­ეძ­ლოს.
შე­მიძ­ლია თა­მა­მად გან­ვაცხა­დო, რომ დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის შექ­მ­ნა, იყო ის პრო­ცე­სი, რო­ცა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, დარ­გობ­რი­ვი საბ­ჭოს 33 წევ­რი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნა­ზე. პრო­დუქ­ტის , რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სენ­სი­ტი­უ­რი თე­მის — მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­დის მთა­ვა­რი მო­ნა­წი­ლის, მას­წავ­ლე­ბე­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ეხე­ბა.
დღეს დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის სა­ხით უკ­ვე არ­სე­ბობს სტან­დარ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი შექ­მ­ნი­ან პროგ­რა­მებს. რე­ა­ლუ­რად, ეს ის სა­ვალ­დე­ბუ­ლო მი­ნი­მუ­მია, რა­საც უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს პე­და­გო­გის გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მა და ის შე­დე­გე­ბი, რო­მელ­ზეც უმაღ­ლეს­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა უნ­და გა­იყ­ვა­ნონ მათ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი.
დღეს, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი იწყებს ტრე­ნინ­გე­ბის ციკლს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თ­ვის, სა­დაც და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი გა­ივ­ლი­ან კონ­სულ­ტა­ცი­ას და მი­ი­ღე­ბენ კომ­პე­ტენ­ტურ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ჩვე­ნი ექ­ს­პერ­ტე­ბის­გან, მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 300-კრე­დი­ტი­ა­ნი დარ­გობ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლის მი­ხედ­ვით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის შექ­მ­ნის თა­ო­ბა­ზე.

25-28(942)N