გამოდის 1998 წლიდან
2018-02-08
უნივერსიტეტის დაარსების კამპანია

***
1917 წლის თე­ბერ­ვ­ლი­დან ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის­თ­ვის კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა და­იწყო. პე­ტერ­ბურ­გ­ში, ლახ­ტი­ნის ქუ­ჩა­ზე, თა­ვის ბი­ნა­ზე შეკ­რი­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი: იოსებ ყიფ­ში­ძე, აკა­კი შა­ნი­ძე, შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე და სხვე­ბი. კრე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა დიდ­მა ნა­წილ­მა გა­ი­ზი­ა­რა იდეა, თუმ­ცა მას მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეე­ბიც ჰყავ­და. მა­გა­ლი­თად, ისე­თი დი­დი მოღ­ვა­წე, რო­გო­რიც იყო ნი­კო ნი­კო­ლა­ძე. იგი ასა­ბუ­თებ­და, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტამ­დე თბი­ლის­ში პო­ლი­ტექ­ნი­კუ­მი უნ­და შექ­მ­ნი­ლი­ყო, რო­მე­ლიც სა­ინ­ჟინ­რო და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს აღ­ზ­რ­დი­და. სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ლე­მი­კის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტის მომ­ხ­რე­ებ­მა გა­ი­მარ­ჯ­ვეს და და­იწყო ბრძო­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის­თ­ვის.
1917 წლის გა­ზაფხულ­ზე ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. 12 მა­ისს მან ჩა­ა­ტა­რა ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრე­ბა, რო­მელ­საც და­ეს­წ­რ­ნენ: ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი, ფი­ლი­პე გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, აკა­კი შა­ნი­ძე, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძე, დი­მიტ­რი უზ­ნა­ძე, ლუ­არ­საბ ბოც­ვა­ძე, გრი­გოლ ვე­შა­პე­ლი, ილია ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და სხვე­ბი. იგი ასა­ბუ­თებ­და, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კრე­ბის შექ­მ­ნა და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­შიც ანა­ლო­გი­უ­რად მოხ­და: ჯერ უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­არ­ს­და, ხო­ლო შემ­დეგ აკა­დე­მი­ე­ბი შე­იქ­მ­ნა. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს მი­აჩ­ნ­და, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და ტექ­ნი­კუ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის და­არ­სე­ბა, რაც შემ­დ­გომ სწო­რედ ასეც მოხ­და.
ცა­რიზ­მის დამ­ხო­ბის შემ­დეგ, დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბის ფი­ლი­ალს ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში (ოზა­კო­მი) გე­ზი რუ­სუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­კენ ჰქონ­და აღე­ბუ­ლი. ეს მუ­ხა­ნა­თუ­რი გეგ­მა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და თბი­ლის­ში კერ­ძო ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შექ­მ­ნას, მაგ­რამ მა­ნა­მდე — ამი­ერ­კავ­კა­სი­ის რუ­სუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბას. შალ­ვა ნუ­ცუ­ბი­ძე იგო­ნებს: „ოლ­დენ­ბურ­გი, ვა­სი­ლი­ე­ვი და სხვე­ბი მზრუნ­ვე­ლი კი­ლო­თი გვირ­ჩევ­დ­ნენ, ხე­ლი აგ­ვე­ღო იმ უიმე­დო საქ­მის დაწყე­ბა­ზე, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ეწო­დე­ბო­და. ქარ­თულ ენას არ აქვს არც მეც­ნი­ე­რუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გია, არც მეც­ნი­ე­რუ­ლი ტრა­დი­ცია, ყვე­ლა ამის შექ­მ­ნა არა თუ ძნე­ლი, უიმე­დო საქ­მეაო — გვე­უბ­ნე­ბო­და ეს გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ხალ­ხი. თქვენ არც მსმე­ნე­ლი გე­ყო­ლე­ბათ, რად­გან მა­თი ნა­წი­ლი ძვე­ლე­ბუ­რად რუ­სეთ­ში წა­მო­ვა სას­წავ­ლებ­ლად, ხო­ლო მე­ო­რე ნა­წი­ლი ამ­ჯო­ბი­ნებს რუ­სულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას, რო­მე­ლიც თქვენს გვერ­დ­ში იქ­ნე­ბა და რომ­ლის მეც­ნი­ე­რულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას თქვენ ვე­რა­სო­დეს მე­ტო­ქე­ო­ბას ვერ გა­უ­წევ­თო“.
1917 წლის 14 ოქ­ტომ­ბერს აკა­კი შა­ნი­ძემ გა­ზეთ „სა­ხალ­ხო საქ­მე­ში“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა წე­რი­ლი „ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტი“, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია: „პე­ტერ­ბურ­გი­დან პირ­და­პი­რი მავ­თუ­ლით იტყო­ბი­ნე­ბი­ან, რომ ტიფ­ლის­ში იან­ვ­რი­დან რუ­სუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი იხ­ს­ნე­ბაო. პე­ტერ­ბურ­გი­დან ნელ-ნე­ლა ფოს­ტით მო­დის და ჯერ ვერც კი ჩა­მო­სუ­ლა ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ძი­რი­თა­დი დე­ბუ­ლე­ბა, შეწყ­ნა­რე­ბუ­ლი და ორი მუხ­ლის გა­მოკ­ლე­ბით თით­ქოს დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი დრო­ე­ბით მთავ­რო­ბის მი­ერ. ვერ ჩა­მო­სუ­ლა, მაგ­რამ, ალ­ბათ, რო­დე­საც ჩა­მო­ვა, ტიფ­ლის­ში იან­ვ­რი­დან ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტი იქ­ნე­ბა, ერ­თი — რუ­სუ­ლი, მე­ო­რე — ქარ­თუ­ლი“.
1917 წლის 27 ნო­ემ­ბერს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ამი­ერ­კავ­კა­სი­ის კო­მი­სა­რი­ატს მი­მარ­თა უნი­ვერ­სი­ტე­ტის წეს­დე­ბის ძი­რი­თა­დი დე­ბუ­ლე­ბის და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად. „მე მოწ­მე ვი­ყა­ვი, რა ჭა­პან-წყვე­ტა გა­ნი­ცა­დეს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა და მის­მა ვიწ­რო ჯგუფ­მა, სა­ნამ მი­ზანს მი­აღ­წევ­დ­ნენ. თუმ­ცა რე­ვო­ლუ­ცი­ის პირ­ველ ხა­ნა­ში, მა­შა­სა­და­მე, თით­ქოს სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფრთე­ბის ქვეშ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის, თუ გინ­და, კერ­ძო­სი, ნე­ბა­დარ­თუ­ლად გახ­ს­ნა ყოვ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო... ვის­თ­ვის უნ­და მი­ე­მარ­თ­ნა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს ნე­ბარ­თ­ვის­თ­ვის? ოზა­კო­მის­თ­ვის, რო­მე­ლიც ატა­რებ­და პეტ­როგ­რა­დის დრო­ე­ბით მთავ­რო­ბის ძა­ლა­უფ­ლე­ბას ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ფარ­გ­ლებ­ში. ოზა­კომ­მაც გა­ნი­ხი­ლა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბა. ბო­ლოს მო­ი­წო­ნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი წი­ნა­და­დე­ბა და დას­ტუ­რიც მოგ­ვ­ცა“ (წერს 1928 წელს უკ­ვე ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი აკა­კი ჩხენ­კე­ლი პა­რიზ­ში გა­მო­მა­ვალ ჟურ­ნალ­ში „და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო“).
უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის კამ­პა­ნია მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით გა­ი­შა­ლა: სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­იწყო ქველ­მოქ­მე­დე­ბა, შე­იქ­მ­ნა სა­ფი­ნან­სო კო­მი­სია, ბევ­რი თან­ხა­საც აგ­ზავ­ნი­და, შე­იძ­ლე­ბა ეს საქ­მეს არ ყოფ­ნი­და, მაგ­რამ დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს რო­გორც ქარ­თ­ვე­ლებ­მა, ასე­ვე, არა­ქარ­თ­ვე­ლებ­მაც. მა­გა­ლი­თად, ცნო­ბი­ლია, რომ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით თან­ხა გა­მოგ­ზავ­ნა ქარ­თ­ვე­ლი ერის დიდ­მა მე­გო­ბარ­მა, სო­მეხ­მა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წემ ოვა­ნეს თუ­მა­ნი­ან­მა.
17 მა­ისს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ქუ­თა­ის­ში ჩა­ვი­და და იქ ჩა­ა­ტა­რა კრე­ბა, რო­მელ­ზეც ასე­ვე დი­დი მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბი­სათ­ვის, რომ­ლის სა­ფუძ­ვე­ლი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, უკ­ვე ჩაყ­რი­ლი იყო თბი­ლი­სის გიმ­ნა­ზი­ის შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის დროს. ეს გახ­ლ­დათ ნი­კო ცხვე­და­ძის თა­ოს­ნო­ბით აგე­ბუ­ლი სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო გიმ­ნა­ზია (უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახ­ლან­დე­ლი მთა­ვა­რი კორ­პუ­სი), რო­მელ­შიც ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, ნი­კო ცხვე­და­ძე, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი და სხვა ქარ­თ­ვე­ლი მოღ­ვა­წე­ნი იმ­თა­ვით­ვე ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტს მო­ი­აზ­რებ­დ­ნენ. სწო­რედ ამ შე­ნო­ბა­ში გა­მო­ე­ყო რამ­დე­ნი­მე ოთა­ხი თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტეტს.
ძნე­ლი და მძი­მე გზის შემ­დეგ ქარ­თ­ველ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა ძა­ლის­ხ­მე­ვას შე­დე­გი მოჰ­ყ­ვა. 1918 წლის 26 იან­ვარს (ახა­ლი სტი­ლით 8 თე­ბერ­ვალს), და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხსე­ნე­ბის დღეს, 1 სა­ათ­სა და 20 წუთ­ზე, თბი­ლი­სის სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო გიმ­ნა­ზი­ის შე­ნო­ბა­ში, გა­იხ­ს­ნა პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. ამ მოვ­ლე­ნას სა­მარ­თ­ლი­ა­ნად უწო­დეს „სა­ქარ­თ­ვე­ლოს გო­ნე­ბის სუ­ვე­რე­ნო­ბის აღ­დ­გე­ნა“. სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა და დღე­სას­წა­უ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის დის­წულ­მა, კო­ტე აფხაზ­მა იტ­ვირ­თა.
უნი­ვერ­სი­ტე­ტი აკურ­თხა და გზა და­უ­ლო­ცა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქ­მა კი­რი­ონ მე­ო­რემ. მან თა­ვი­სი სიტყ­ვა ასე და­ამ­თავ­რა: „სუ­ლი­თა და გუ­ლით ვი­სურ­ვებ, რომ ამ ჩვენ ქარ­თულ ნორჩ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­ლე გახ­ს­ნი­ლი­ყოს ყვე­ლა გან­ზ­რა­ხუ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბი და მიჰ­მა­ტე­ბო­დეს მათ საღ­ვ­თის­მეტყ­ვე­ლო ფა­კულ­ტე­ტიც, რო­გორც ეს და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში არის მოწყო­ბი­ლი“.
ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­ს­ნას მი­ე­სალ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის წევ­რი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­ჯ­დო­მა­რე აკა­კი ჩხენ­კე­ლი. გახ­ს­ნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სიტყ­ვე­ბი წარ­მოთ­ქ­ვეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ­მა რექ­ტორ­მა პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვილ­მა, პრო­ფე­სორ­მა იოსებ ყიფ­ში­ძემ, ქარ­თულ, რუ­სულ, სომ­ხურ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და პო­ლო­ნურ კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­თა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა; წა­ი­კითხეს მი­სა­ლო­ცი დე­პე­შე­ბიც. ზე­ი­მის და­სას­რულს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს უნ­და წა­ე­კითხა პირ­ვე­ლი ლექ­ცია, მაგ­რამ ხალ­ხის სიმ­რავ­ლის გა­მო ეს ვერ მო­ხერ­ხ­და. იგი მხო­ლოდ 1918 წლის 30 იან­ვარს შედ­გა. მეც­ნი­ე­რე­ბის ტა­ძარ­ში, პირ­ვე­ლი ლექ­ცი­ის მო­სას­მე­ნად უამ­რა­ვი ხალ­ხი მო­ვი­და. მსმე­ნელ­ნი სულ­გა­ნა­ბულ­ნი უს­მენ­დ­ნენ ლექ­ტორს, რო­მე­ლიც კითხუ­ლობ­და ლექ­ცი­ას თე­მა­ზე „ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბა და მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ის­ტო­რიო-სა­ფი­ლო­სო­ფო­სო მწერ­ლო­ბა­სა და ცხოვ­რე­ბა­ში“.
***
პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლი იყო ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის ერთ-ერ­თი ინი­ცი­ა­ტო­რი. 1918 წლის 13 იან­ვარს პრო­ფე­სორ­თა საბ­ჭოს პირ­ველ ოფი­ცი­ა­ლურ სხდო­მა­ზე იგი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ რექ­ტო­რად აირ­ჩი­ეს. თავ­და­პირ­ვე­ლად დღის წეს­რიგ­ში ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა იდ­გა, მაგ­რამ ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა უარი გა­ნაცხა­და და რექ­ტო­რის სა­პა­ტიო პოს­ტ­ზე ნო­ვო­რო­სი­ის (ოდე­სის) უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რის, სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბის მქო­ნე მეც­ნი­ე­რის — პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა წა­მო­ა­ყე­ნა. თა­ვი­სი წი­ნა­და­დე­ბა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა შემ­დე­გი სიტყ­ვე­ბით და­ა­სა­ბუ­თა: „პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რია რუ­სეთ­ში­აც და საზღ­ვარ­გა­რე­თაც და მი­სი არ­ჩე­ვა დიდ პრეს­ტიჟს შე­უქ­მ­ნის ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტს“. რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის გარ­და, პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლი კითხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს, ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და სტუ­დენ­ტებ­თან, ზრუ­ნავ­და სამ­შობ­ლო­სათ­ვის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად.
1919 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვილ­მა ერთ-ერთ პრო­ფე­სორ­თან მომ­ხ­და­რი სიტყ­ვი­ე­რი ინ­ცი­დენ­ტის გა­მო რექ­ტო­რო­ბი­დან გა­დად­გო­მა ითხო­ვა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­თა საბ­ჭომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მი­სი თხოვ­ნა. 1919 წლის 17 დე­კემ­ბერს თსუ-ს რექ­ტო­რად ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს. 1918-27 წლებ­ში პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლი იყო თსუ-ს ორ­გა­ნუ­ლი ქი­მი­ის კა­თედ­რის გამ­გე. 1921 წლის 30 ივ­ლისს იგი თსუ-ს აგ­რო­ნო­მი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნად აირ­ჩი­ეს.
ქარ­თ­ველ­მა ხალ­ხ­მა 1923 წელს აღ­ნიშ­ნა სა­სი­ქა­დუ­ლო მა­მუ­ლიშ­ვი­ლის პე­და­გო­გი­უ­რი და სა­მეც­ნი­ე­რო-სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბის 50 წლის­თა­ვი. იუბი­ლე დიდ ზე­ი­მად იქ­ცა. ეს იყო დი­დი მეც­ნი­ე­რი­სა და მო­ქა­ლა­ქის სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა. პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა 1927 წელს 23 მარტს, 77 წლის ასაკ­ში. დაკ­რ­ძა­ლუ­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის ბაღ­ში.
***
რუ­სეთ­სა და ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი პრო­ფე­სუ­რა მშობ­ლი­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ევ­რო­პუ­ლი სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვას ცდი­ლობ­და. სა­ა­მი­სოდ უმაღ­ლე­სი სკო­ლა სა­თა­ნა­დო სა­მეც­ნი­ე­რო და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რას სა­ჭი­რო­ებ­და. ქარ­თ­ვე­ლი მოღ­ვა­წე­ნი საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან, კერ­ძოდ, საფ­რან­გე­თი­დან, ინ­გ­ლი­სი­დან და გერ­მა­ნი­ი­დან უცხო­ურ სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და პროგ­რა­მებს იწერ­დ­ნენ. ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ბუ­ნებ­რი­ვია, ერის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. მას ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დო­ბა ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბით უნ­და აღე­ზარ­და და შე­ექ­მ­ნა ისე­თი სა­მეც­ნი­ე­რო-პე­და­გო­გი­უ­რი კად­რი, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტე­ბის შე­სატყ­ვი­სი იქ­ნე­ბო­და. ქარ­თ­ვე­ლი მო­აზ­როვ­ნე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო სა­მეც­ნი­ე­რო გეგ­მის შედ­გე­ნი­სას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დ­ნენ საზღ­ვარ­გა­რე­თის სა­მეც­ნი­ე­რო კე­რებ­ში დად­გე­ნი­ლი სას­წავ­ლო წე­სე­ბით, რომ­ლე­ბიც, ბუ­ნებ­რი­ვია, ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სატყ­ვი­სი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. უფ­რო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­საბ­ჭო­ე­ბის შემ­დეგ, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი მი­მო­ი­ხი­ლავ­და და ადა­რებ­და რა ერ­თ­მა­ნეთს რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სას­წავ­ლო სის­ტე­მას, წერ­და: „სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს პე­და­გო­გი­უ­რი სექ­ცი­ის მი­ერ თფი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პე­და­გო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტის სას­წავ­ლო გეგ­მის პრო­ექ­ტი ამ ფა­კულ­ტე­ტის აწ არ­სე­ბულ სას­წავ­ლო გეგ­მას ძირ­ფეს­ვი­ა­ნად სცვლის. მოს­პო­ბი­ლია მთლი­ა­ნად ფი­ლო­სო­ფი­ის, ფსი­ქო­ლო­გი­ის და ის­ტო­რი­ის დარ­გე­ბი, არ­სად მო­ი­პო­ვე­ბა ბერ­ძ­ნუ­ლი, ლა­თი­ნუ­რი და მახ­ლო­ბე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის იმ ენე­ბი­სა და მწერ­ლო­ბის ის­ტო­რია, რო­მელ­თა სწავ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბი­და­ნა­ვე სწარ­მო­ებ­და. თვით ქარ­თულ მწერ­ლო­ბის ის­ტო­რი­აც კი მარ­ტო ახა­ლი და უახ­ლე­სი ხა­ნით არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი, მა­შა­სა­და­მე ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბის ცა­მე­ტი სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რია მთლი­ა­ნად გა­უქ­მე­ბუ­ლია... აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მთელ პროგ­რა­მა­ში ისე­თი ძი­რი­თა­დი საგ­ნე­ბის, რო­გო­რი­ცაა მი­ნე­რა­ლო­გია, კრის­ტა­ლოგ­რა­ფია, პა­ლე­ონ­ტო­ლო­გია, პეტ­როგ­რა­ფია, ანა­ტო­მია, ან­თ­რო­პო­ლო­გია, ფი­ზი­ო­ლო­გია, ხსე­ნე­ბაც კი არ მო­ი­პო­ვე­ბა. შე­და­რე­ბით­გან ირ­კ­ვე­ვა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს პე­და­გო­გი­უ­რი სექ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მა ნამ­დ­ვი­ლად მოს­კო­ვის მე-2 სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გეგ­მის უბ­რა­ლო თარ­გ­მანს წარ­მო­ად­გენს, მხო­ლოდ იმ მცი­რე­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ სა­დაც რუ­სულ ტექ­ს­ტ­ში რუ­სე­თი და რუ­სუ­ლი ენა სწე­რია, იქ სა­ქარ­თ­ვე­ლო და ქარ­თუ­ლი ენაა და­მა­ტე­ბუ­ლი.“
1918-1920 წლებ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­თა საბ­ჭო­სა და მთავ­რო­ბის ერ­თობ­ლი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მორ­ჩე­ულ სტუ­დენ­ტ­თა საზღ­ვარ­გა­რეთ, კერ­ძოდ კი ევ­რო­პა­ში გაგ­ზავ­ნა სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად. ესე­ნი იყ­ვ­ნენ ალექ­სან­დ­რე ჯა­ნე­ლი­ძე — საფ­რან­გეთ­ში, კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია — იტა­ლი­ა­ში, გი­ორ­გი ნა­ნე­იშ­ვი­ლი, ვლა­დი­მერ ემ­ხუ­ა­რი, ივა­ნე ნი­კუ­რა­ძე — გერ­მა­ნი­ა­ში და სხვე­ბი, რო­მელ­თა ჩა­მოთ­ვ­ლაც შორს წაგ­ვიყ­ვანს. უმ­ძი­მე­სი იყო თი­თო­ე­უ­ლის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მათ მუდ­მი­ვი მი­მო­წე­რა ჰქონ­დათ უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც მზრუნ­ვე­ლო­ბას არ აკ­ლებ­და თა­ვის აღ­ზ­რ­დი­ლებს და თან მათ­გან მუ­დამ ითხოვ­და იმ სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ ან­გა­რი­შებს, რომ­ლებ­საც ისი­ნი ეწე­ოდ­ნენ. „ჩემი მუ­შა­ო­ბის პირ­ველ ან­გა­რიშს და დაწ­ვ­რი­ლე­ბით გეგ­მას პა­რიზ­ში მო­მა­ვალ სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში გა­ახ­ლებთ. მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბე­ბი აქ ძლი­ერ კარ­გი არის, რო­გორც წი­ნათ იყო. მხო­ლოდ ერ­თი რამ არისმ ახა­ლი წიგ­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა,“ — იწე­რე­ბო­და პა­რი­ზი­დან ალექ­სან­დ­რე ჯა­ნე­ლი­ძე.
ქარ­თუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ძი­რი­თა­დად ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხის უან­გა­რო შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის ხარ­ჯ­ზე და­ფუძ­ნ­და, რა­შიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­მო­ი­ხა­ტა ერის მის­წ­რა­ფე­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის და­არ­სე­ბი­სად­მი. მთავ­რო­ბი­სა და მე­ცე­ნა­ტე­ბის ხელ­შეწყო­ბით, დღი­თი დღე იზ­რ­დე­ბო­და და ფარ­თოვ­დე­ბო­და თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ვი­სი სა­მეც­ნი­ე­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით, ბიბ­ლი­ო­თე­კი­თა და კა­თედ­რე­ბით, სტუ­დენ­ტე­ბი­თა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბით. სწავ­ლე­ბის დროს უდი­დე­სი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ო­და ენის სა­კითხს. ეს შემ­თხ­ვე­ვი­თი არ იყო, რად­გა­ნაც ახ­ლად და­არ­სე­ბულ ქარ­თულ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­რას უნ­და აერ­ჩია სწო­რი, პრინ­ცი­პუ­ლი და ამა­ვე დროს ისე­თი ეროვ­ნუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კურ­სი, რო­მე­ლიც გა­მო­იწ­ვევ­და გა­ნათ­ლე­ბის დარ­გის ძი­რე­ულ გარ­და­ტე­ხას, ახ­ლის აგე­ბა­სა და აღორ­ძი­ნე­ბას. სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­ფუძ­ნე­ბელ კრე­ბას­თან შექ­მ­ნილ­მა სა­ხალ­ხო გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­სი­ამ, ლე­ვან ნა­თა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, ჩი­ნე­ბუ­ლად გა­არ­თ­ვა თა­ვი მას­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით. მათ შეძ­ლეს ამ დარ­გ­ში საზღ­ვარ­გა­რე­თის ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და და­ნერ­გ­ვა.

მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა

25-28(942)N