გამოდის 1998 წლიდან
2018-01-24
რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მის მთა­ვა­რი ორი­ენ­ტი­რე­ბი


2009 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ და­იწყო არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. რე­ფორ­მა, საწყის ეტაპ­ზე, კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ ბავ­შ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებს მო­ი­ცავ­და, 2014 წლი­დან კი გა­ფარ­თოვ­და და მო­იც­ვა და­ნა­შა­უ­ლის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და მოწ­მე ბავ­შ­ვე­ბი, ასე­ვე ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ოჯა­ხურ ან სხვა სა­მო­ქა­ლა­ქო და­ვებ­ში, ან უწევთ ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნო­ებ­თან სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად.
გან­რი­დე­ბის და მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მის და­ნერ­გ­ვა რე­ფორ­მის ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. რა შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა გან­რი­დე­ბი­სა და მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მამ და რო­გო­რია დღეს კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ სა­ხელ­მ­წი­ფოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა? — თუ­კი ოფი­ცი­ა­ლურ მო­ნა­ცე­მებს შევ­ხე­დავთ, სტა­ტის­ტი­კა ასე­თია: გან­მე­ო­რე­ბით და­ნა­შა­ულს ასე­უ­ლო­ბით საქ­მი­დან გან­რი­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის მხო­ლოდ 9% სჩა­დის. დღე­ი­სათ­ვის არას­რულ­წ­ლო­ვან­თა სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი დევ­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მკვეთ­­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია. მათ მი­მართ გან­რი­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბამ, 2017 წლის 9 თვე­ში, 64% შე­ად­გი­ნა, 2016 წელს — 69% იყო, ხო­ლო 2015 წელს კი — 44%. 2017 წლის 6 თვე­ში მე­დი­ა­ცი­ის 143 კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, 2016 წელს ეს მო­ნა­ცე­მი 222-ს შე­ად­გენ­და, 2015 წელს — 114-ს, 2014 წელს — 28-ს.
არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, გან­რი­დე­ბი­სა და მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მა გავ­რ­ცელ­და, ასე­ვე, 18-დან 21 წლამ­დე ახალ­გაზ­რ­დებ­ზეც — 2016 წელს ამ ასა­კის 322 პირს მი­ე­ცა გან­რი­დე­ბის პროგ­რა­მებ­ში ჩარ­თ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა, ხო­ლო 2017 წლის 6 თვე­ში, გან­რი­დე­ბის პროგ­რა­მებ­ში, 18-იდან 21 წლამ­დე ასა­კის 247 ახალ­გაზ­რ­და ჩა­ერ­თო. შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და სა­სა­მარ­თ­ლოს მი­ერ გან­რი­დე­ბაც. შე­დე­გად, 2016 წელს, სა­სა­მარ­თ­ლო­დან 38 საქ­მე დაბ­რუნ­და, ხო­ლო 2017 წლის 6 თვე­ში — 11 საქ­მე.
იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტ­რი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და­დე­ბი­თად აფა­სებს რე­ფორ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და აცხა­დებს, რომ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა კო­დექ­სის წყა­ლო­ბით, ბავ­შ­ვებს შო­რის კრი­მი­ნა­ლი, რე­ა­ლუ­რად, შემ­ცი­რე­ბუ­ლია. „პრო­კუ­რო­რე­ბი, მე­დი­ა­ტო­რე­ბი, და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რი, ცი­ხე­ში მო­მუ­შა­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი, მო­სა­მარ­თ­ლე­ე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი — ყვე­ლა­ნი ხელ­ჩა­ჭი­დე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბენ იმი­სათ­ვის, რომ, რო­დე­საც ბავშვს ფე­ხი წა­უც­დე­ბა, ჩა­ი­დენს შეც­დო­მას (რო­მელ­საც სხვა მხრივ და­ნა­შა­უ­ლი ჰქვია), ასე­თი, პირ­ვე­ლად სა­მარ­თალ­ში მყო­ფი, ბავ­შ­ვის წი­ნა­აღ­მ­დეგ სა­ხელ­მ­წი­ფო სის­ტე­მა რეპ­რე­სი­ას კი არ ახორ­ცი­ე­ლებს, არა­მედ გან­რი­დე­ბას. ბავ­შ­ვი გან­რი­დე­ბუ­ლია სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის­გან. იწყე­ბა მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცე­სი, კერ­ძოდ, ბავ­შ­ვის შეხ­ვედ­რა და­ზა­რა­ლე­ბულ­თან, შე­რი­გე­ბა და იმის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა ცუ­დია. ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს: ასე­უ­ლო­ბით საქ­მი­დან გან­რი­დე­ბულ ბავ­შ­ვ­თა მხო­ლოდ 9%-მა ჩა­ი­დი­ნა კვლავ და­ნა­შა­უ­ლი. ეს ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და მი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი მა­ლე­ვე ად­გე­ბი­ან სწორ გზას და აღარ ფიქ­რო­ბენ კრი­მი­ნალ­ზე. კრი­მი­ნა­ლი, რე­ა­ლუ­რად, ამ კო­დექ­სის წყა­ლო­ბით, ბავ­შ­ვებს შო­რის, შემ­ცი­რე­ბუ­ლია“ — ამ­ბობს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტ­რი.
რა ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და რე­ა­ლუ­რად რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში და რა არის არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის პროგ­რა­მის (არას­წ­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა) ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი თე­ო­ნა კუ­ჭა­ვა.

— რა არის არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და სა­ი­დან და­იწყო რე­ფორ­მა?
— 2008 წელს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტეტ­მა შე­მა­ჯა­მე­ბელ დას­კ­ვ­ნებ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ წარ­დ­გე­ნი­ლი, კონ­ვენ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით მო­ამ­ზა­და, მო­უ­წო­და სა­ხელ­მ­წი­ფოს, და­ეწყო არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მა, რად­გან ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ სის­ტე­მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ­სე­ბულ ვერც ერთ კრი­ტე­რი­უმს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. სწო­რედ ამის შემ­დეგ და­იწყო იუნი­სეფ­მა, პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თად, არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა. 2009 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რე­ფორ­მა რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბას მო­ი­ცავს: კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის დახ­ვე­წა; და­ნა­შა­უ­ლის/სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვის პრე­ვენ­ცია; სის­ხ­ლის­სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი დევ­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ზო­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა; პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხ­ვე­ვა­ში; კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია; პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, მა­თი სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია და სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ პირ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გან­გ­რ­ძო­ბა­დი ამაღ­ლე­ბა; სტა­ტის­ტი­კუ­რი/სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა; სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა; ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა.
გა­ე­როს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის ორ­გა­ნოა, მი­უ­თი­თებს — რად­გან ბავ­შ­ვე­ბი უფ­რო­სე­ბი­სა­გან გან­ს­ხა­ვავ­დე­ბი­ან გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო თუ სხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით, ამი­ტომ მათ­თ­ვის უნ­და არ­სე­ბობ­დეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი, რი­თაც იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბენ მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი, თა­ვის­თა­ვად, მო­ითხოვს ქვე­ყა­ნა­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სის­ტე­მის და სხვა­დას­ხ­ვა მე­ქა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბას, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყო­ფი არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლის შემ­ცი­რე­ბას. ზო­გა­დად, უნ­და ით­ქ­ვას, რომ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი­დან გა­დახ­რი­ლი ქცე­ვა  ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სის ნა­წი­ლია და სრულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის ასა­კის მიღ­წე­ვის­თა­ნა­ვე უჩი­ნარ­დე­ბა. რაც მთა­ვა­რია, თუ სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან სწო­რი ჩა­რე­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მა­შინ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ქცე­ვაც სა­ერ­თოდ ქრე­ბა.
რაც შე­ე­ხე­ბა არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბას, ეს არის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ ბავ­შ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებს, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოწ­მე­თა და და­ზა­რა­ლე­ბულ ბავ­შ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­საც. ეს, ძი­რი­თა­დად, სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის სფე­როა, თუმ­ცა არ­სე­ბობს უფ­რო ფარ­თე ცნე­ბა, რო­გო­რი­ცაა ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­საც მო­ი­ცავს, მა­გა­ლი­თად, სა­მო­ქა­ლა­ქო და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ წარ­მო­ე­ბას.
არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის მი­ზა­ნი უნ­და იყოს არას­რულ­წ­ლოვ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, იმის ხელ­შეწყო­ბა, რომ მან გა­აც­ნო­ბი­ე­როს ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბის ხა­სი­ა­თი — რა­ტომ იყო ეს ქმე­დე­ბა ცუ­დი და რა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა და­ზა­რა­ლე­ბულს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მის გვერ­დით მყოფ ადა­მი­ა­ნებს. სის­ტე­მა უნ­და და­ეხ­მა­როს მას, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით გა­მო­ას­წო­როს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი, ამა­შია მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის მთე­ლი არ­სი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უდი­დე­სი რო­ლი აკის­რია აღ­დ­გე­ნით მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც სწო­რედ იმა­ზეა მი­მარ­თუ­ლი, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ­სა და დამ­ზა­რა­ლე­ბელს შო­რის წარ­მარ­თოს დი­ა­ლო­გი, აღად­გი­ნოს მათ შო­რის პირ­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ან გა­მო­სა­წო­როს ზი­ა­ნი, რაც და­ზა­რა­ლე­ბულ მხა­რეს მი­ად­გა.
ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­აც სწო­რედ ამ მი­ზანს აკის­რებს არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბას — გა­უღ­ვი­ვოს ბავშვს სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბის გრძნო­ბა, ას­წავ­ლოს სხვი­სი უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა და და­ეხ­მა­როს მას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­დე­ბი­თი რო­ლი შე­ას­რუ­ლოს. მსგავ­სი მიდ­გო­მა სა­სი­კე­თოა არა მხო­ლოდ იმ მო­ზარ­დის­თ­ვის, ვინც მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ხვდე­ბა, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, მი­სი უსაფ­რ­თხო­ე­ბის­თ­ვი­საც, რად­გა­ნაც სწო­რედ ასე­თი მიდ­გო­მა ამ­ცი­რებს გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის რიცხვს. კვლე­ვე­ბით დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კაც აჩ­ვე­ნებს (მათ შო­რის, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაც), რომ აღ­დ­გე­ნი­თი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა, და არა კლა­სი­კუ­რი სა­დამ­ს­ჯე­ლო-რეპ­რე­სი­უ­ლი მიდ­გო­მით წარ­მარ­თუ­ლი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა, გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რია და ბევ­რად და­ბა­ლია გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ნა­შა­უ­ლის დო­ნე ძველ, ტრა­დი­ცი­ულ სის­ტე­მებ­თან შე­და­რე­ბით. არას­რულ­წ­ლოვ­ნის სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვებს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რა თქმა უნ­და, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ ვი­ღებთ ახალ­გაზ­რ­დას, რო­მე­ლიც ზრდას­რუ­ლო­ბის დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი ხდე­ბა და არა აქვს სტიგ­მა.
— რას ნიშ­ნავს ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა და რა არის ამ სის­ტე­მის მთა­ვა­რი ელე­მენ­ტე­ბი?
— ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა ნიშ­ნავს სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია, ასაკ­თან შე­სა­ბა­მი­სი, სწრა­ფი, თან­მიმ­დევ­რუ­ლი, ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი. ასე­თი სის­ტე­მა უზ­რუნ­ველ­ყოფს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას სა­მარ­თ­ლი­ან სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცეს­ში მი­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და ინ­ფორ­მი­რე­ბის, პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის, პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის გზით.
ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და მო­ი­ცავ­დეს: კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ბავ­შ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებს და იძ­ლე­ვა მა­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­მარ­თ­ლებ­რივ გა­რან­ტი­ას; ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბულ გა­რე­მოს მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის ყვე­ლა რგოლ­ში. მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცე­სის ყვე­ლა ეტაპ­ზე ბავ­შ­ვი თავს და­ცუ­ლად უნ­და გრძნობ­დეს, მი­სი გა­მო­კითხ­ვა უნ­და მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს მის­თ­ვის ნაკ­ლე­ბად ტრამ­ვი­რე­ბად გა­რე­მო­ში — მა­გა­ლი­თად, ხალ­ხ­მ­რა­ვა­ლი ოთა­ხის ნაც­ვ­ლად, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის მი­ერ სპე­ცი­ა­ლუ­რად მომ­ზა­დე­ბულ, გან­მარ­ტო­ე­ბით, მშვიდ გა­რე­მო­ში. გა­რე­მო ხელს უნ­და უწყობ­დეს ბავ­შ­ვის სრულ­ფა­სო­ვან მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პრო­ცეს­ში; სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის ყვე­ლა რგოლ­ში. პო­ლი­ცი­ე­ლი, ად­ვო­კა­ტი, მო­სა­მარ­თ­ლე, პრო­კუ­რო­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, მე­დი­ა­ტო­რი და მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი უნ­და იყოს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის, ბავ­შ­ვ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ბავ­შ­ვ­თა გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებ­ში. ეს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბი­დან, გუნ­დუ­რად და ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით უნ­და მუ­შა­ობ­დ­ნენ, მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე, ბავ­შ­ვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.
— რო­გო­რია მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბის მოხ­ვედ­რის ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი?
— სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი სხვა­დას­ხ­ვაა. არის ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც უფ­რო და­ბა­ლია სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კი, მა­გა­ლი­თად, კო­მი­ტე­ტის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა­ზე მი­ნი­მა­ლურ ასა­კად 12 წე­ლი ით­ვ­ლე­ბა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ამა­ზე კი­დევ უფ­რო და­ბა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ასა­კიც. არის, ასე­ვე, უფ­რო მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ასა­კი — 15-16 წე­ლი. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეს ასა­კი 14 წლით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა და სი­სხ­ლის სა­მარ­თ­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა 14 წლი­დან იწყე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა­ზე და კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ არას­რულ­წ­ლოვ­ნებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, 14-დან 18 წლამ­დე მო­ზარ­დებს ვგუ­ლის­ხ­მობთ. თუმ­ცა, ჩვე­ნი კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, კო­დექ­სის ნორ­მე­ბი 18-დან 21 წლამ­დე ასაკ­ზეც ვრცელ­დე­ბა.
ჩვე­ნი კო­დექ­სი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვე­ბის სა­კითხებ­საც მო­ი­ცავს და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა 16 წლის ასა­კი­დან იწყე­ბა, ხო­ლო რო­ცა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­სა და მოწ­მე­ებ­ზე ვსა­უბ­რობთ, ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნი მო­ი­აზ­რე­ბა. რაც უფ­რო და­ბა­ლია ასა­კი, მით უფ­რო სპე­ცი­ფი­კუ­რი მიდ­გო­მე­ბია სა­ჭი­რო. სწო­რედ ამი­ტო­მაც, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბი და პრინ­ცი­პე­ბი კი­დევ ერ­თხელ უს­ვამს ხაზს იმას, რომ ბავ­შ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი უნ­და არ­სე­ბობდეს.
— რე­ფორ­მის ხელ­შე­სა­ხებ შე­დე­გე­ბად რას მი­იჩ­ნევთ?
— ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ხელ­შე­სა­ხებ შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი, რო­მე­ლიც 2015 წელს იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი და წინ საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მუ­შაო უძღო­და. ამ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო მრა­ვა­ლი უწყე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, ექ­ს­პერ­ტე­ბი, სამ­თავ­რო­ბო თუ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მა­ნამ­დე კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში არას­რულ­წ­ლო­ვა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მუხ­ლე­ბი გაბ­ნე­უ­ლად არ­სე­ბობ­და. ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სი­თაც, რა თქმა უნ­და, არ იყო ძლი­ე­რი და ვერ ამ­კ­ვიდ­რებ­და იმ პრინ­ცი­პებს, რა­საც კო­დექ­სი უნ­და ამ­კ­ვიდ­რებ­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იუნი­სეფ­მა, 2013 წელს, ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ იმ დროს არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა ვერ პა­სუ­ხობ­და იმ პრინ­ცი­პებს, რა­საც არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა მო­ითხოვ­და. აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და ცალ­კე არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის შე­მუ­შა­ვე­ბა, რა­შიც მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რა ევ­რო­კავ­შირ­მა. ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­სა­მარ­თ­ლე, ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი რე­ნა­ტე ვინ­ტე­რი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეა. კო­დექ­სის შექ­მ­ნის პრო­ცეს­ზე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რომ აიღო, შე­იქ­მ­ნა ჯგუ­ფი და მომ­ზად­და კო­დექ­სის პრო­ექ­ტი. გან­ხილ­ვე­ბის შემ­დეგ, 2015 წელს, კო­დექ­სი იმ სა­ხით მი­ვი­ღეთ, რო­გო­რიც დღეს გვაქვს.
შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ კო­დექ­სი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დღე­ვან­დელ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო სივ­რ­ცე­ში, სა­უ­კე­თე­სო დო­კუ­მენ­ტია და მე­ტიც, ექ­ს­პერ­ტ­თა შე­ფა­სე­ბით, სა­უ­კე­თე­სო დო­კუ­მენ­ტია რე­გი­ო­ნის მას­შ­ტა­ბი­თაც, რად­გან აერ­თი­ა­ნებს და მო­ი­ცავს ძა­ლი­ან ბევრ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხს და ამ­კ­ვიდ­რებს, ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვე­ლო­ვნან პრინ­ცი­პებ­სა და მიდ­გო­მებს. მა­გა­ლი­თად, პირ­ველ რიგ­ში, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნეს ბავ­შ­ვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი; ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პია, ასე­ვე, თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გორც უკი­დუ­რე­სი ზო­მა, ან ის, რომ მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ­მა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა უნ­და გა­ნი­ხი­ლონ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა საქ­მე­ე­ბი; პრი­ო­რი­ტე­ტი უნ­და მი­ე­ნი­ჭოს ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ზო­მებს — გან­რი­დე­ბას, ყვე­ლა­ზე მსუ­ბუქ სა­შუ­ა­ლე­ბას, და­ბო­ლოს, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი უნ­და იქ­ნეს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა; არას­რულ­წ­ლო­ვან­თა საქ­მე­ე­ბი უნ­და იყოს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი და ასე­ვე, თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი და ზა­რა­ლე­ბუ­ლის მე­ო­რე­უ­ლი ვიქ­ტი­მი­ზა­ცია და ხე­ლა­ხა­ლი ტრავ­მი­რე­ბა, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად უნ­და იყოს გან­ხი­ლუ­ლი მა­თი საქ­მე­ე­ბი და კი­დევ, უამ­რა­ვი ისე­თი პრინ­ცი­პი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ქარ­თულ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში არ არ­სე­ბობ­და. რა თქმა უნ­და, ამ პრინ­ცი­პე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მექა­ნიზ­მე­ბი გა­წე­რი­ლია კო­დექ­ს­ში ან კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტებ­ში, რო­მე­ლიც კო­დექ­სის მი­ღე­ბის შემ­დ­გომ მი­ი­ღო შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა.
რაც შეე­ხე­ბა კო­დექ­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, უკ­ვე ორი წე­ლია მოქ­მე­დებს და შე­დე­გიც თვალ­სა­ჩი­ნოა — იკ­ლო პა­ტიმ­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა, იმა­ტა გან­რი­დე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა, უკ­ვე გვყავს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და ა.შ. ასე­ვე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ინო­ვა­ცია, რაც კო­დექ­ს­მა შე­მო­ი­ტა­ნა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მაა — თი­თო­ე­ულ ბავშვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნ­და მი­ვუდ­გეთ და მის ირ­გ­ვ­ლივ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა უნ­და შე­ფას­დეს — გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რის­კე­ბი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი, ასე­ვე,  სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ა.შ. მხო­ლოდ ამ შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ უნ­და იყოს მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, იქ­ნე­ბა ეს გან­რი­დე­ბა თუ საქ­მე სა­სა­მარ­თ­ლო­ში გა­იგ­ზავ­ნე­ბა და სხვ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ კო­დექ­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევს ე.წ. მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ჯგუ­ფი. მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მაც ნო­ვა­ციაა, რაც სა­ბო­ლო­ოდ კო­დექ­ს­მა და­ამ­კ­ვიდ­რა, თუმ­ცა მა­ნამ­დეც არ­სე­ბობ­და არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა­ში ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის — მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სფე­როს თუ, მა­გა­ლი­თად, სო­ცი­ა­ლუ­რი ან გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მსჯე­ლო­ბენ და სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­საც ერ­თად იღე­ბენ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მიდ­გო­მა კონ­კ­რე­ტულ საქ­მე­ებ­ზეც ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვსა­უბ­რობ ცენ­ტ­რა­ლურ დო­ნე­ზე შექ­მ­ნილ მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ ჯგუფ­ზე, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა ცენ­ტ­რა­ლუ­რი აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან, იმ უწყე­ბე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლი არი­ან ამ პრო­ცე­სებ­ში. ჯგუ­ფის წევ­რებს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, მუდ­მი­ვი კავ­ში­რი აქვთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან. აგ­რო­ვე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე, შემ­დეგ მსჯე­ლო­ბენ და იღე­ბენ უკუ­კავ­შირს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან.
ორი წე­ლია, რაც მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი ჯგუ­ფი ცენ­ტ­რა­ლურ დო­ნე­ზე არ­სე­ბობს და 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მე­ქა­ნიზ­მი შე­იქ­მ­ნა ქვეყ­ნის ყვე­ლა რე­გი­ონ­ში. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რაც დე­კემ­ბერ­ში შედ­გა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან რე­გი­ო­ნე­ბის სპე­ცი­ფი­კა და მო­ცე­მუ­ლო­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობთ, რე­გი­ო­ნე­ბი­ს სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია.  იუნი­სე­ფი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით, 2016 წელ­საც, ჩა­ტარ­და შეხ­ვედ­რე­ბი და ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოც იყო, მაგ­რამ არ ჰქონ­და ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ხე. კი­დევ ერ­თხელ და­ვა­ზუს­ტებ, რომ ამ მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი მე­ქა­ნიზ­მის ფუნ­ქ­ცია კონ­კ­რე­ტულ ქე­ი­სებ­ზე მუ­შა­ო­ბა და მას­ზე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ იქ­ნე­ბა, ეს უფ­რო გლო­ბა­ლუ­რად არ­სე­ბუ­ლი ჯგუ­ფია, რო­მე­ლიც კო­დექ­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­უწყობს ხელს. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი ქე­ი­სე­ბიც გა­ნი­ხი­ლონ, რო­გორც მა­გა­ლი­თი ან პრე­ცე­დენ­ტი, რა თქმა უნ­და, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის დაც­ვით.
პარ­ტ­ნი­ორ უწყე­ბებ­თან ერ­თად, უფ­რო სიღ­რ­მი­სე­ულ სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზეც ვმუ­შა­ობთ. მა­გა­ლი­თად, 2015 წელს, რო­დე­საც კო­დექ­სი იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის საკ­მა­ოდ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა გა­დამ­ზად­და, რომ­ლებ­საც სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭათ. თუმ­ცა, ვფიქ­რობთ, ეს პრო­ცე­სი უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს და არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ შე­მო­ვი­ფარ­გ­ლოთ იმ რამ­დე­ნი­მედღი­ა­ნი საწყი­სი ტრე­ნინ­გით.  ახ­ლა სწო­რედ ამა­ზე ვმუ­შა­ობთ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან, გვინ­და, უკ­ვე გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­დან შე­ირ­ჩეს კი­დევ უფ­რო პა­ტა­რა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა საქ­მე­ებ­ზე იმუ­შა­ვებს და მუდ­მივ რე­ჟიმ­ში გა­ივ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბას. სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­აც ხომ სწო­რე­დაც მუდ­მივ გა­დამ­ზა­დე­ბა­სა და მუდ­მი­ვად ფორ­მა­ში ყოფ­ნას გუ­ლის­ხ­მობს.
სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ შე­იქ­მ­ნას ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლის მექ­ნიზ­მე­ბი — ცენ­ტ­რა­ლურ უწყე­ბებ­ში უნ­და არ­სე­ბობ­დეს რგო­ლი ან და­ნა­ყო­ფი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის ხა­რისხს გა­უ­წევს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას. ამ მე­ქა­ნიზმს, ძი­რი­თა­დად, დამ­ხ­მა­რე ფუნ­ქ­ცია ექ­ნე­ბა — აღ­მო­ა­ჩენს პრობ­ლე­მას ან ხარ­ვეზს და მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე იმუ­შა­ვებს. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას ვგუ­ლის­ხ­მობ, თო­რემ ზო­გა­დად, ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა  სპე­ცი­ა­ლუ­რი, ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის, მე­თო­დო­ლო­გი­ი­სა და  პრო­ცე­დუ­რე­ბის არ­სე­ბო­ბას გუ­ლის­ხ­მობს.  იუნი­სეფს, ევ­რო­კავ­ში­რის დახ­მა­რე­ბით, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, ყვე­ლა უწყე­ბა­ში შექ­მ­ნას ბავ­შ­ვ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ერ­თი მო­დე­ლუ­რი გა­რე­მო, რო­მე­ლიც გა­უ­ად­ვი­ლებს ბავშვს პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს მე­ო­რე­ულ ვიქ­ტი­მი­ზა­ცი­ას და ტრავ­მი­რე­ბას,   პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თე­ბა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის სრუ­ლი დაც­ვით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გა­მო­კითხ­ვის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის გა­კე­თე­ბა, რო­მე­ლიც მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვ­ნას გა­მო­კითხ­ვა­თა რა­დე­ნო­ბას.
იუნი­სე­ფი, ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით, მუ­შა­ობს მო­ნა­ცემ­თა სის­ტე­მის შექ­მ­ნა­ზე, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს, შე­ვაგ­რო­ვოთ ინ­ფორ­მა­ცია და, მი­სი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­მოვ­კ­ვე­თოთ ტენ­დენ­ცი­ე­ბი. შემ­დეგ, თუ სა­ჭი­როა, შევ­ც­ვა­ლოთ პრაქ­ტი­კა, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კა და კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბაც. სის­ტე­მის შექ­მ­ნის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა უწყე­ბა და სა­მუ­შა­ოს ანა­ლი­ტი­კუ­რი ნა­წი­ლი უკ­ვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლია. არ­სე­ბობს 40-ზე მე­ტი ინ­დი­კა­ტო­რი, რო­მე­ლიც დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­აგ­რო­ვებს მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მოხ­ვედ­რილ ბავ­შ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შემ­დეგ, უკ­ვე სტა­ტის­ტი­კუ­რი სა­ხით, სა­ჯა­როდ გა­მო­ი­ტანს ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თ­ვის, ვინც ამ ბა­ზის ვი­ზი­ტო­რი იქ­ნე­ბა.
— ვის ეხე­ბა გან­რი­დე­ბა და რო­გორ უნ­და წა­რი­მარ­თოს ეს პრო­ცე­სი?
— გან­რი­დე­ბა დევ­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მია, რო­მე­ლიც არას­რულ­წ­ლო­ვანს ფორ­მა­ლუ­რი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას არი­დებს და იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, თუ სა­ხე­ზეა ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი.
გან­რი­დე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვან­დელ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას პრო­კუ­რო­რი იღებს, რად­გან სწო­რედ მას აქვს ამის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა. შემ­დეგ პრო­ცეს­ში რთავს სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს, რო­მე­ლიც აკე­თებს შე­ფა­სე­ბას, ასე­ვე, მე­დი­ა­ტორს (იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია), რო­მე­ლიც ამ­ზა­დებს და უძღ­ვე­ბა მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცესს. მე­დი­ა­ცია, ძი­რი­თა­დად, არის დი­ა­ლო­გი და­ზა­რა­ლე­ბულ­სა და დამ­ზა­რა­ლე­ბელს შო­რის, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს მხა­რე­ებს შო­რის შე­თან­ხ­მე­ბას. მე­დი­ა­ცია მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ არას­რულ­წ­ლო­ვან­მა გა­აც­ნო­ბი­ე­როს ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა და თა­ვი­სი­ვე ძა­ლე­ბით გა­მო­ას­წო­როს მდგო­მა­რე­ო­ბა. მე­დი­ა­ცია და გან­რი­დე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­ტო­მაც, რომ არა მხო­ლოდ დამ­ზა­რა­ლებ­ლი­სა და კა­ნონ­დამ­რ­ღ­ვე­ვის ინ­ტე­რე­სებ­ზეა მი­მარ­თუ­ლი, არა­მედ არა­ნაკ­ლებ ყუ­რადღე­ბას უთ­მობს და­ზა­რა­ლე­ბულ მხა­რე­საც, რაც  ფორ­მა­ლუ­რი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ნაკ­ლე­ბად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.  შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცე­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გა­ნაც გან­რი­დე­ბით წარ­მარ­თულ საქ­მე­ებ­ში გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის რიცხ­ვი.
რო­ცა პრო­კუ­რო­რი იღებს პირ­ვან­დელ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას გან­რი­დე­ბის შე­სა­ხებ, ამის­თ­ვის აუცი­ლებ­ლად უნ­და არ­სე­ბობ­დეს გარ­კ­ვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი — და­ნა­შა­უ­ლი უნ­და იყოს ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე, პი­რი არ უნ­და იყოს ნა­სა­მარ­თ­ლე­ვი, არ უნ­და ჰქონ­დეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი გან­რი­დებ­ში, უნ­და აც­ნო­ბი­ე­რებ­დეს და იღებ­დეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ჩა­დე­ნილ­ზე და, რაც მთა­ვა­რია, თა­ნახ­მა უნ­და იყოს გან­რი­დე­ბა­ზე, რად­გან ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია. გარ­და ამი­სა, აუცი­ლებ­ლად უნ­და არ­სე­ბობ­დეს უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ამ კონ­კ­რე­ტულ­მა არას­რულ­წ­ლო­ვან­მა ჩა­ი­დი­ნა და­ნა­შა­უ­ლი და ა.შ. ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პრო­კუ­რო­რი იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას და შემ­დეგ საქ­მეს უგ­ზავ­ნის პრო­ბა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს.
რო­გორც ხე­დავთ, ეს ­კომ­პ­ლექ­სუ­რი პროგ­რა­მაა, რად­გან პრო­ცეს­ში ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბი­დან. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მათ შო­რის კარ­გი კო­ორ­დი­ნა­ცია. სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი აფა­სებს არას­რულ­წ­ლო­ვანს და, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბი­სას გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­ჭი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას გან­რი­დე­ბის პი­რო­ბებს სთა­ვა­ზობს. თუ სა­ხე­ზეა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, პა­რა­ლე­ლუ­რად, საქ­მე ეგ­ზავ­ნე­ბა მე­დი­ა­ტორს, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს და­ზა­რა­ლე­ბულ­თან, რომ, პირ­ველ რიგ­ში, და­ი­თან­ხ­მოს დი­ა­ლოგ­ზე და მო­ამ­ზა­დოს კონ­ფე­რენ­ცი­ის­თ­ვის, ასე­ვე მუ­შა­ობს დამ­ზა­რა­ლე­ბელ მხა­რეს­თან, ბო­ლოს კი იმარ­თე­ბა მე­დი­ა­ცი­ის კონ­ფე­რენ­ცია, სა­დაც მხა­რე­ე­ბი თან­ხ­მ­დე­ბი­ან და ფორ­მ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მელ­შიც აისა­ხე­ბა ის პი­რო­ბე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც არას­რულ­წ­ლო­ვან­მა უნ­და შე­ას­რუ­ლოს. თუ შე­ას­რუ­ლებს ამ პი­რო­ბებს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, საქ­მეც დას­რულ­დე­ბა, არას­რულ­წ­ლო­ვანს ნა­სა­მარ­თ­ლე­ო­ბა არ ჩა­ე­წე­რე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, შეწყ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა და დევ­ნა. თუ არ შე­ას­რუ­ლებს ან ჩა­ი­დენს გან­მე­ო­რე­ბით და­ნა­შა­ულს, მა­შინ, თა­ვის­თა­ვად, საქ­მე თა­ვი­დან მი­დის პრო­ცეს­ში.
— ვინ უწევს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას გან­რი­დე­ბით და­კის­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და რო­გო­რია ეს პი­რო­ბე­ბი?
— გან­რი­დე­ბით და­კის­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევს პრო­ბა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი, რო­მე­ლიც, თავ­და­პირ­ვე­ლად, აკე­თებს შე­ფა­სე­ბას და მო­ნი­ტო­რინ­გის ან­გა­რიშს უგ­ზავ­ნის პრო­კუ­რორს. პრო­კუ­რო­რი მუდ­მი­ვად საქ­მის კურ­ს­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი თუ არ­შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ. და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მრა­ვალ­ნა­ი­რი იყოს, მა­გა­ლი­თად, არას­რულ­წ­ლო­ვანს შე­იძ­ლე­ბა და­ე­კის­როს რა­ი­მე ტი­პის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბა, პა­რა­ლე­ლუ­რად, შე­იძ­ლე­ბა და­ე­კის­როს თუნ­დაც ის, რომ სკო­ლა­ში გა­მო­ას­წო­როს აკა­დე­მი­უ­რი დას­წ­რე­ბა. თუმ­ცა, ეს აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი, რად­გან მხო­ლოდ ერ­თი პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბა არ ეკის­რე­ბა. მთა­ვა­რია, და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი აუცი­ლებ­ლად მის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე იყოს მორ­გე­ბუ­ლი, რა­საც შე­ფა­სე­ბა გა­მოკ­ვეთს. არის ხოლ­მე შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა არას­რულ­წ­ლო­ვანს ამი­სა­მარ­თე­ბენ მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში რა­ი­მე სა­მუ­შა­ოს შე­სას­რუ­ლებ­ლად ან, მა­გა­ლი­თად, იმ მა­ღა­ზი­ა­ში, რო­მე­ლიც და­ა­ზა­რა­ლა. რა თქმა უნ­და, სა­ჭი­რო­ე­ბებ­თან ერ­თად, აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არას­რულ­წ­ლოვ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც, არ შე­იძ­ლე­ბა მოვ­თხო­ვოთ იმის კე­თე­ბა, რაც მის ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა, ანუ და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ უნ­და იყოს იმა­ზე მძი­მე, რაც მას სას­ჯე­ლით და­ე­კის­რე­ბო­და. გან­რი­დე­ბით და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, მაქ­სი­მუმ, 12 თვე შე­იძ­ლე­ბა გაგ­რ­ძელ­დეს.
ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლიც — პრო­კუ­რო­რის გარ­და, მო­სა­მარ­თ­ლე­საც აქვს გან­რი­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ  გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა. თუ პრო­კუ­რო­რი გა­დაწყ­ვეტს, რომ არ გა­ნა­რი­დოს არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი და საქ­მე სა­სა­მარ­თ­ლო­ში გა­აგ­ზავ­ნოს, მო­სა­მარ­თ­ლეს რო­გორც მხა­რე­ე­ბის მოთხოვ­ნით, ასე­ვე თა­ვისი ინი­ცი­ა­ტი­ვით (თუ ჩათ­ვ­ლის სა­ჭი­როდ), შე­ეძ­ლე­ბა და­აბ­რუ­ნოს საქ­მე პრო­კუ­რორ­თან. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უკ­ვე სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა გან­რი­დე­ბა და პრო­კუ­რორს აღარ შე­უძ­ლია უარი თქვას არას­რულ­წ­ლოვ­ნის გან­რი­დე­ბა­ზე — ესეც კო­დექ­სის სი­ახ­ლეა, რად­გან ად­რე მხო­ლოდ პრო­კუ­რორს შე­ეძ­ლო გან­რი­დე­ბა­ზე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.
თვი­თონ პროგ­რა­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მრავ­ლის­მომ­ც­ვე­ლია, არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა პრაქ­ტი­კაც. ჩვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლის ერ­თი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მის შექ­მ­ნას უკავ­შირ­დე­ბა. ასე­ვე, აუცი­ლე­ბე­ლია გა­ი­ზარ­დოს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, იმი­ტომ რომ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს სა­მუ­შა­ოს ას­რუ­ლე­ბენ. გარ­და ამი­სა, უნ­და გა­ი­ზარ­დოს იმ პროგ­რა­მე­ბის და სერ­ვი­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც გან­რი­დე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს, რო­გორც პი­რო­ბე­ბი ან ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ასე­ვე, არ­სე­ბობს გეგ­მა მე­დი­ა­ცი­ის, რო­გორც აღ­დ­გე­ნი­თი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბი­სა და სხვა ტი­პის საქ­მე­ებ­ზე, რო­მე­ლიც, მა­გა­ლი­თად, გან­რი­დე­ბის გარ­და, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცეს­ზეც. სის­ტე­მამ მე­დი­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე გა­მო­ი­ყე­ნოს. არ­სე­ბობს ბევ­რი ქვე­ყა­ნა, სა­დაც აღ­დ­გე­ნი­თი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა სა­სა­მარ­თ­ლო ეტაპ­ზე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ან უკ­ვე სას­ჯე­ლის გა­მო­ტა­ნის აღ­ს­რუ­ლე­ბის, ოღონდ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხით და მო­დი­ფი­კა­ცი­ით.
რე­ფორ­მა რო­ცა და­იწყო, ეს მხო­ლოდ კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ ბავ­შ­ვებ­ზე იყო მი­მარ­თუ­ლი, უფ­რო ვიწ­რო ფო­კუ­სი ჰქონ­და, მაგ­რამ უკ­ვე 2014 წლი­დან, რეფ­ორ­მის სტრა­ტე­გია გა­ფარ­თოვ­და და სხვა ჯგუ­ფე­ბიც მო­იც­ვა, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, მოწ­მე და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი, რაც უკ­ვე კო­დექ­ს­შიც შე­ვი­და, ასე­ვე, სა­მო­ქა­ლა­ქო და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა­ში  მო­ნა­წი­ლე ბავ­შ­ვე­ბი,  რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა და აქაც  არა­ნაკ­ლე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბა არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა.
მარ­თა­ლია, სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი რამ გა­კეთ­და, მაგ­რამ რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში უნ­და და­იხ­ვე­წოს რო­გორც ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი, ასე­ვე  სა­მო­ქა­ლა­ქო კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა, შე­იქ­მ­ნას მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტი­ა­ნი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც კა­ნონ­თან კონ­ტაქ­ტ­ში მყო­ფი ყვე­ლა ბავ­შ­ვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას შეძ­ლებს.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ  სფე­რო­ებს, ჯერ­ჯე­რო­ბით, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლია მხო­ლოდ კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის ანა­ლი­ზი, რო­მელ­მაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხარ­ვე­ზე­ბი გა­მოკ­ვე­თა. და­გეგ­მი­ლია კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის გა­და­ხედ­ვა, რაც მყარ გა­რან­ტი­ებს და­ა­წე­სებს მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას­თან შე­ხე­ბა­ში მყო­ფი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. პა­რა­ლე­ლუ­რად, და­იწყე­ბა მუ­შა­ო­ბა სის­ტე­მის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე და სხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მ­ნა­ზე.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N