გამოდის 1998 წლიდან
2018-02-07
ნი­კო ცხვე­და­ძის ნაღ­ვა­წი. მო­მა­ვა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­ნო­ბის აგე­ბა


ჩვე­ნი წარ­სუ­ლი ცხოვ­რე­ბის მე­ტად სა­გუ­ლის­ხ­მო პე­რი­ოდის —  ხჳხ სა­უ­კუ­ნის 60-90-იანი წლე­ბის მოწ­მე და თვით­მ­ხილ­ვე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი და ლი­ტე­რა­ტო­რი იაკობ მან­ს­ვე­ტაშ­ვი­ლი ავ­ტო­რია 1985 წელს, „საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ მი­ერ, ქარ­თუ­ლი მე­მუ­ა­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ეგი­დით გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი­სა „მო­გო­ნე­ბე­ბი“. იგი ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლია ფარ­თო მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის, თუმ­ცა ფას­და­უ­დე­ბე­ლია მი­სი ღვაწ­ლი იმ პე­რი­ო­დის ქარ­თ­ველ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა სა­ხე­ლე­ბის უკ­ვ­დავ­ყო­ფი­სა და ქვეყ­ნის წი­ნა­შე გა­წე­უ­ლი მა­თი დამ­სა­ხუ­რე­ბის შთა­მო­მავ­ლო­ბი­სათ­ვის გა­და­ცე­მის საქ­მე­ში. გარ­და იმი­სა, რომ იაკობ მან­ს­ვე­ტაშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და იმ­დ­რო­ინ­დელ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში და მე­გობ­რობ­და თით­ქ­მის ყვე­ლა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს­თან, იყო „ქარ­თ­ველ­თა შო­რის წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ მდი­ვა­ნი; მი­სი თა­ოს­ნო­ბით და­ა­არ­სა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ თა­ვი­სი პირ­ვე­ლი წიგ­ნის მა­ღა­ზია, სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სიძ­ვე­ლე­თა მუ­ზე­უმს; მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, აგ­რეთ­ვე, თბი­ლის­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­ს­ნის ის­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერ­თი ეპი­ზო­დი, რო­მელ­საც მცი­რე­დი შე­მოკ­ლე­ბით გთა­ვა­ზობთ.
ვფიქ­რობთ, იაკობ მან­ს­ვე­ტაშ­ვი­ლის ეს მო­გო­ნე­ბაც შე­მა­ტებს ელ­ფერს პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის 100 წლის­თა­ვის სა­ი­უ­ბი­ლეო გან­წყო­ბას.

 ჩვე­ნი ხსოვ­ნი­დან არ უნ­და ამო­ი­შა­ლოს ორი ქარ­თ­ვე­ლის სა­ხე­ლი, რო­მელ­თაც დი­დი ღვაწ­ლი და სამ­სა­ხუ­რი მი­უძღ­ვით ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე, მათ სუ­ლი ჰქონ­დათ წმინ­და, გუ­ლი წრფე­ლი და და­უშ­რე­ტე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი სამ­შობ­ლო ერი­სა. ეს სიყ­ვა­რუ­ლი შთა­ნერ­გი­ლი ჰქონ­დათ მათ პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე, გა­ჭირ­ვე­ბა, ტან­ჯ­ვა, სი­ღა­რი­ბე წიგ­ნე­ბი­დან კი არ ჰქონ­დათ გაც­ნო­ბი­ლი, არა­მედ თვით ცხოვ­რე­ბამ, თვით სი­ნამ­დ­ვი­ლემ გა­მო­ა­ტა­რა ესე­ნი ამ ჭახ­რაკ­ში. ეს ქარ­თ­ვე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი და ნი­კო ცხვე­და­ძე. ორ­თა­ვეს სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მია ჰქონ­დათ დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ამ გა­რე­მო­ე­ბამ ისი­ნი არ და­ა­შო­რა თა­ვის ხალხს, პი­რი­ქით, „გუ­ლი წრფე­ლი უფ­რო გა­ნი­ახ­ლეს გვამ­სა თვის­სა“ და შე­უდ­გ­ნენ საქ­ვეყ­ნო მოღ­ვა­წე­ო­ბას. მათ თა­ვის მოღ­ვა­წე­ო­ბის საგ­ნად და­ი­სა­ხეს ის, რაც ილი­ამ ასე სა­უცხო­ვოდ გა­მოს­თ­ქ­ვა: „რომ კა­ცი კა­ცად გახ­დეს, ამის ღო­ნე მარ­ტო ცოდ­ნა და გა­ნათ­ლე­ბააა, ღო­ნე არ ექ­ნე­ბა გა­უ­ნათ­ლე­ბელ კაცს თა­ვის ჯაჭ­ვის და­სამ­ტ­ვ­რე­ვად“.
აი, ამ აზ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შე­უდ­გ­ნენ გო­გე­ბაშ­ვი­ლი და ცხვე­და­ძე და სი­ცოცხ­ლის დამ­ლე­ვამ­დე არ უღა­ლატ­ნი­ათ. პირ­ვე­ლად ორ­თა­ვე­ნი მას­წავ­ლებ­ლობ­დ­ნენ სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში. აქ დი­დად ხელს უწყობ­დ­ნენ სე­მი­ნა­რი­ე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, მათ ნა­ცი­ო­ნა­ლურ გრძნო­ბის გაღ­ვი­ძე­ბას. სა­სუ­ლი­ე­რო მთავ­რო­ბამ ორ­თა­ვე­ნი არა­სა­ი­მე­დოდ სცნა და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­ძე­ვა. აქ მა­თი გზე­ბი გა­ი­ყა­რა. გო­გე­ბაშ­ვილ­მა სრუ­ლე­ბით სხვა გზა ამო­ირ­ჩია, სამ­სა­ხურს სა­მუ­და­მოდ თა­ვი მი­ა­ნე­ბა და სავ­სე­ბით საქ­ვეყ­ნო საქ­მეს შე­უდ­გა სა­მოს­წავ­ლო ას­პა­რეზ­ზე. გა­ნიზ­რა­ხა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის და სა­ხალ­ხო წიგ­ნე­ბის შედ­გე­ნა და გავ­რ­ცე­ლე­ბა. არ იფიქ­როთ, რომ ეს პა­ტა­რა საქ­მე იყო, პი­რი­ქით, გო­გე­ბაშ­ვი­ლის მხრივ ასე­თი ნა­ბი­ჯი უფ­რო ღვაწლ-შე­მო­სი­ლე­ბას, თა­ვის გან­წი­რუ­ლე­ბას ემ­ს­გავ­სე­ბო­და. ნუ და­ი­ვიწყებთ, რომ საცხოვ­რებ­ლად მას არა­ფე­რი გა­აჩ­ნ­და, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­დევ­ნის გა­მო ულუკ­მა­პუ­როდ დარ­ჩა, მაგ­რამ არ შე­უ­შინ­და სიმ­შილს, არ შედ­რ­კა, მტკი­ცედ და­ად­გა ცხოვ­რე­ბის ეკ­ლი­ან გზას და მედ­გ­რად გა­ემ­კ­ლა­ვა უმა­დურ წუ­თი­სო­ფელს, ოღონდ თა­ვის დე­და აზ­რის­თ­ვის არ ეღა­ლატ­ნა.
ნი­კო ცხვე­და­ძე სხვა გზას და­ად­გა. ამან სამ­სა­ხურს თა­ვი არ და­ა­ნე­ბა, მაგ­რამ საქ­ვეყ­ნო საქ­მის­თ­ვის არც ამას უღა­ლატ­ნია. ამას არ ჰქონ­და ნი­ჭი მწერ­ლო­ბი­სა, არ იყო კალ­მის პატ­რო­ნი, მაგ­რამ მხნე­ო­ბა კი ჰქონ­და უძ­ლე­ვე­ლი, შე­უდ­რე­კე­ლი. თუ რა­ი­მე საქ­მეს შე­უდ­გე­ბო­და, გზი­დან გა­დას­ვ­ლა აღარ იცო­და, ჭირ­ვე­უ­ლი იყო, ფა­ნა­ტი­კო­სი საქ­მი­სა. არ იცო­და რა იყო დამ­ცი­რე­ბა, არა­კად­ნი­ე­რად მოქ­ცე­ვა, და­ცინ­ვა — ყვე­ლას აიტან­და, ყვე­ლა­ფერს მო­ის­მენ­და ოღონდ მიზ­ნი­სათ­ვის მი­ეღ­წია, გან­საზღ­ვ­რუ­ლი საქ­მე საქ­მე­ზე მო­ეყ­ვა­ნა.
თუ დღეს ჩვენ გვაქვს ის სა­უცხო­ვო, დი­ა­დი შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ვა­კედ­გან ამა­ყად ქა­ლაქს დაჰ­ყუ­რებს და ამ­შ­ვე­ნებს, მტერს თვა­ლებს უყე­ნებს და მოყ­ვა­რეს გულს უხა­რებს, ის შე­ნო­ბა, სა­დაც დღეს ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი იმ­ყო­ფე­ბა, — უნ­და და­ვუ­მად­ლოთ ნი­კო ცხვე­და­ძეს, იმის მხნე­ო­ბას, იმის ერ­თ­გუ­ლე­ბას, იმის თა­ვის გან­წირ­ვას. სა­ი­დამ და რო­გორ და­ი­ბა­და აზ­რი ამ შე­ნო­ბის აგე­ბი­სა?
რო­დე­საც მო­ვა­ხერ­ხეთ და ჩვე­ნი სა­თა­ვად-აზ­ნა­უ­რო სკო­ლა სა­ყო­ველ­თაო სა­შუ­ა­ლო სას­წავ­ლებ­ლად გა­და­ვა­კე­თედ, სა­კუ­თა­რი თავ­შე­სა­ფა­რი არ გვქონ­და ამის­თ­ვის, კა­ტის კნუ­ტი­ვით და­ვათ­რევ­დით ამ სას­წავ­ლე­ბელს და ხან ერთ შე­ნო­ბა­ში გა­და­ვი­ტან­დით, ხან მე­ო­რე­ში, მაგ­რამ ყვე­ლა ყოვ­ლად უვარ­გი­სი იყო, გა­მო­უ­სა­დე­გა­რი, სწავ­ლე­ბის­თ­ვის სრუ­ლი­ად მო­უწყო­ბე­ლი. უნ­და გვე­ფიქ­რა სა­კუ­თა­რი შე­ნო­ბის შე­სა­ძე­ნად. შე­სა­ფე­რი­სი ტფი­ლის­ში არა­ფე­რი მო­ი­პო­ვე­ბო­და. ვა­კე­ზე მი­წის შე­ძე­ნა მო­ვა­ხერ­ხეთ. ახ­ლა შე­ნო­ბი­სათ­ვის უნ­და გვეზ­რუ­ნა, მაგ­რამ სა­იდ­გან, რა ღო­ნით, ფუ­ლი სად იყო? გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ჩვე­ნი საწყა­ლი ჯი­ბე­ე­ბი გად­მოგ­ვებ­რუ­ნე­ბი­ნა და რაც გვქონ­და, ამოგ­ვე­ბერ­ტყა. იყო შედ­გე­ნი­ლი სი­ე­ბი ქარ­თ­ველ მო­ხე­ლე­თა, მსა­ხურ­თა და ასე გრო­შო­ბით, სწო­რედ გრო­შო­ბით შეკ­რე­ბი­ლი ფუ­ლით ჩავ­ყა­რეთ სა­ძირ­კ­ვე­ლი. ამა­ზე ხომ ვერ შევ­დ­გე­ბო­დით? გარ­თულ­და საქ­მე. ფუ­ლი ბევ­რი უნ­დო­და. ჩვე­ნი გრო­შე­ბით და თუნდ მა­ნე­თე­ბი­თაც ვე­ღა­რას გავ­ხ­დე­ბო­დით. უნ­და სხვა ღო­ნე გვე­ღო­ნა. აი, სწო­რედ აქ იჩი­ნა თა­ვი ცხვე­და­ძემ. ამო­ი­ღებ­და ნი­შან­ში ვი­საც კი რა­ი­მე ქო­ნე­ბას შე­ამ­ჩ­ნევ­და, შე­უჩ­ნ­დე­ბო­და და მი­ნამ ფულს არ გა­მო­ა­ღე­ბი­ნებ­და, არ მო­ეშ­ვე­ბო­და. არც ერ­თი შეძ­ლე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი არ გა­და­ურ­ჩე­ბო­და ცხვე­და­ძის ხარკს, ჩვენ­ში იქ­ნე­ბო­და, რუ­სეთ­ში, თუ უცხო­ეთ­ში. ყველ­გან ხელს მი­აწ­ვ­დენ­და, ყვე­ლას გა­მო­ა­მე­ტე­ბი­ნებ­და რას­მე. ხერ­ხი იცო­და, ვის­თან რო­გორ უნ­და მი­სუ­ლი­ყო, ვის­თ­ვის სა­ი­დან მო­ევ­ლო. რაც უფ­რო შორს მი­დი­ო­და, მით უფ­რო მე­ტი მა­და ეშ­ლე­ბო­და ჩვენს ნი­კოს. ჯერ გან­ზ­რა­ხუ­ლი იყო მხო­ლოდ ორ-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა, მე­რე მა­და გა­ეხ­ს­ნა და ორი სარ­თუ­ლი ოთხად გა­და­აქ­ცია. ახ­ლა კი წვრილ-წვრი­ლად მოგ­რო­ვე­ბუ­ლი შე­მო­წი­რუ­ლო­ბა­ნი ხარ­ჯებს ვე­ღარ ჰფა­რავ­და, უნ­და სხვა გზას დას­დ­გო­მო­და და ამ გზამ ნი­კო მი­იყ­ვა­ნა და­ვით სა­რა­ჯიშ­ვილ­თან და ჩვენ ბან­კ­თან.
სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­სა­ხე­ლოდ უნ­და ით­ქ­ვას, რომ უხ­ვად გა­შა­ლა ხე­ლი და არას ზო­გავ­და ამ საქ­მი­სათ­ვის. მის თა­მა­სუ­ქებს ანაღ­დებ­დ­ნენ ხოლ­მე სა­კო­მერ­ციო ბან­კებ­ში, ასი ათა­სი მა­ნე­თო­ბით. სა­რა­ჯიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, გულ­კე­თი­ლი ეკა­ტე­რი­ნე, მხო­ლოდ ერთს იხ­ვე­წე­ბო­და: წა­ი­ღეთ რამ­დე­ნიც გნე­ბავთ, რის ეშ­მა­კის­თ­ვის გვინ­და ფუ­ლი, შვი­ლი ჩვენ არ გვყავს, ძე ჩვენ არ გვა­ბა­დია. მთე­ლი ჩვე­ნი ქო­ნე­ბა, ჩვე­ნი სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ, მა­ინც ისევ ქარ­თ­ველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას დარ­ჩე­ბა, მხო­ლოდ ერთს კი გეხ­ვე­წე­ბით: ბან­კის თა­მა­სუ­ქებს ფრთხი­ლად მო­ე­ქე­ცით, ვა­და­ზე გა­და­უხ­დე­ლი არ დაგ­რ­ჩეთ, ჩე­მი ქმა­რი არ და­ღუ­პოთ და სი­ცოცხ­ლე­ში­ვე ულუკ­მა-პუ­როდ არ დაგ­ვ­ტო­ვოთ. სა­რა­ჯიშ­ვი­ლი მა­ინც იძ­ლე­ო­და და იძ­ლე­ო­და ფულს. ჩვე­ნი ბან­კი კი უფ­რო მა­გა­რი გა­მოდ­გა. პირ­ვე­ლად ესეც ად­ვი­ლად იძ­ლე­ო­და ფულს, მაგ­რამ რო­დე­საც დაჰ­ხე­დეს, რომ ხარ­ჯი სულ მა­ტუ­ლობს და მა­ტუ­ლობს, ბან­კის პატ­რონ­ნი, ე.ი. თა­ვად-აზ­ნა­უ­რო­ბა, აჯან­ყ­დ­ნენ. გა­ი­ძა­ხოდ­ნენ, სწო­რედ გი­ჟია ეგ ვი­ღაც ცხვე­და­ძეა, გა­და­რე­უ­ლა, ლა­მის მთე­ლი ბან­კის შე­მო­სა­ვა­ლი სულ იმ შე­ნო­ბა­ში ჩაგ­ვაყ­რე­ვი­ნოს. ილი­ას უსაყ­ვე­დუ­რებ­დ­ნენ: შენ აქებ იმ ვი­ღა­ცა ცხვე­და­ძეს და ისიც რა­საც უნ­და ჩა­დის. ჩვენ ათა­სი გა­ჭირ­ვე­ბა გვაქვს, ყვე­ლა­ფერ­ზე უარს გვე­უბ­ნე­ბი და იქ კი უან­გა­რი­შოდ აბ­ნევთ აუარე­ბელ ფულს. ილია, ცო­ტა არ იყოს, შეკ­რ­თე­ბო­და ხოლ­მე და გა­საგ­ლე­ჯად გაბ­რა­ზე­ბულ თავად-აზ­ნა­უ­რო­ბას ცხვე­და­ძეს მი­უგ­დებ­და:
— ნი­კო! მო­დი კრე­ბა­ზე, შენ თი­თონ მი­ე­ცი პა­სუ­ხი და ან­გა­რი­ში, — ეტყო­და ხოლ­მე ილია ცხვე­და­ძეს. ცხვე­და­ძეც უარის უთ­ქ­მე­ლად გა­მო­ვი­დო­და, თუმ­ცა კარ­გად იცო­და, რამ­დე­ნი უსი­ა­მოვ­ნე­ბა მო­ე­ლო­და გაბ­რა­ზე­ბულ ყრი­ლო­ბი­სა­გან. მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს აღელ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი ერ­თ­ბა­შად მი­ჩუმ­დე­ბო­და ხოლ­მე, რო­დე­საც თვალ­წინ წა­მო­უდ­გე­ბო­და გულ­კე­თი­ლი, გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო, მუ­დამ მომ­ღი­მა­რი კა­ცი და და­იწყებ­და ლა­პა­რაკს ტკბი­ლად, რო­გორც მო­კე­თე, თა­ნაც გა­ტა­ცე­ბუ­ლი იმ აღ­მაფ­რე­ნი რწმე­ნით, რომ ეს საქ­მე საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოა, სა­ჭი­როა მთე­ლი ქარ­თ­ვე­ლო­ბი­სათ­ვის და ხარჯს არ უნ­და შე­უ­შინ­დეთ, საქ­მეს არ ეღა­ლა­ტე­ბაო.
— ეგ ყვე­ლა კარ­გი, — ეუბ­ნე­ბოდ­ნენ აქეთ-იქიდ­გან, მაგ­რამ მაგ უზარ­მა­ზარ შე­ნო­ბას რომ გა­მო­უ­დე­ქით და აუარე­ბელ ფულ­სა ჰყრით ში­გა, ნე­ტა რას აპი­რებთ, შიგ რა გინ­დათ მო­ა­თავ­სოდ?
— სა­ჭი­როა, მო­ვიხ­მართ, — ისევ მომ­ღი­მა­რი სა­ხით უპა­სუ­ხებ­და ცხვე­და­ძე. დაგ­ვი­ჯე­რეთ, არ ინა­ნებთ, მე­რე მად­ლო­ბა­საც გვეტყ­ვით. აგერ ხმე­ბი ის­მის და იქ­ნებ კი­დეც გა­მარ­თ­ლ­დეს, რომ ტფი­ლის­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­ს­ნის ნე­ბას გვაძ­ლე­ვე­ნო. დეე, შე­ნო­ბა მზად გვქონ­დეს, იქ­ნე­ბა რო­დის­მე ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­საც ვე­ღირ­სოთ.
ამ სიტყ­ვე­ბით ბევრს მო­ი­ნა­დი­რებ­და ხოლ­მე და ფულ­საც აძ­ლევ­დ­ნენ, მაგ­რამ იყ­ვ­ნენ ისე­თი ავ­ყი­ე­ბიც, რო­მელ­ნიც ლან­ძღავ­დ­ნენ, ჭკუ­ა­ზე შერ­ყე­ულს ეძახ­დ­ნენ, ბან­კის დამ­ღუ­პე­ლად სთვლიდ­ნენ. ნი­კო ამათ ყუ­რადღე­ბას აღარ აქ­ცევ­და, ფუ­ლი მი­ე­ღო და სხვა კი არა­ფე­რი უნ­დო­და ამათ­გან, მა­თი ქე­ბა-დი­დე­ბა მის­თ­ვის სა­ჭი­რო არ იყო. საწყა­ლი ნი­კო! ფან­ტა­ზი­ორს ეძახ­დ­ნენ, გიჟს, ჭკუ­ა­ზე შეშ­ლილს. რად? რად და იმად, რომ ოც­ნე­ბობ­და ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე. იქ­ნე­ბა, ეს ოც­ნე­ბა იყო, ოც­ნე­ბა ფა­ნა­ტი­კო­სი­სა, რო­მელ­საც მტკი­ცედ სწამს, რომ ოდეს­მე ეს ოც­ნე­ბა ას­რულ­დე­ბა. დღეს ხომ ვხე­დავთ, რომ ეს ოც­ნე­ბა სი­ნამ­დ­ვი­ლედ გა­და­იქ­ცა, ეგ არის, რომ საწყალ ნი­კოს არ დას­ცალ­და ამის ნახ­ვა!
ნი­კო, სულ იმა­ვე საქ­მის­თ­ვის ფუ­ლის ძებ­ნა­ში, ერ­თხელ დი­დის ფე­ოდ­ლის, გე­ნე­რალ ივა­ნე მუხ­რან­ს­კის კარ­საც მი­ად­გა. გე­ნე­რალ­მა ზრდი­ლო­ბი­ა­ნად მი­ი­ღო. ყუ­რადღე­ბით მო­უს­მი­ნა და მე­რე ასე­თი პა­სუ­ხი  მის­ცა: კარ­გი საქ­მე და­გიწყი­ათ. მეც მუხ­რან­ში ამ ხა­ნად დიდს სახლს ვა­შე­ნებ. კარ­გად მოგ­ვი­ვა საქ­მე: თუ მო­ვეს­წა­რით, მაგ თქვენ შე­ნო­ბა­ში პარ­ლა­მენ­ტი გავ­მარ­თოთ, ტფი­ლი­სი მა­შინ პა­რი­ზი იქ­ნე­ბა და მუხ­რა­ნი — ვერ­სა­ლი.
მე­ლას რაც აგონ­დე­ბო­და ის ესიზ­მ­რე­ბო­დაო. ამ მე­ლია-მუხ­რან­ს­კიმ, ამ ლა­თა­ი­ე­ბით მო­ი­შო­რა თა­ვი­დან ცხვე­და­ძე და ფუ­ლი კი გრო­შიც არ მის­ცა. მე­რე მის­მა შვილ­მა და მემ­კ­ვიდ­რემ, ცნო­ბილ­მა კო­წია მუხ­რან­ს­კიმ, რო­გორც იყო გა­ი­მე­ტა და მგო­ნი, ოთხა­სი თუ­მა­ნი მის­ცა ცხვე­და­ძეს, მაგ­რამ ყვე­ლას კი შეს­ჩი­ო­და და წუ­წუ­ნებ­და, გამ­ძარ­ც­ვე­სო. ნუ და­ი­ვიწყებთ, რომ მუხ­რან­ს­კი უშ­ვი­ლო იყო და ქო­ნე­ბა და მა­მუ­ლი კი ქა­ლა­ქად თუ სოფ­ლად თავ­ზე საყ­რე­ლი ჰქონ­და.

25-28(942)N