2018-01-25 G-PriEd-ის წარმატებული პროგრამა — ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში
მაკა ყიფიანი
18 იანვარს, თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში, შედგა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) — ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის დასკვნითი კონფერენცია. მისი მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშის წარდგენა. მომხსენებლებმა ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილების ჩატარების შედეგად, 2015-2018 სასწავლო წლებში, მიღწეული შედეგები მიმოიხილეს და მადლიერება გამოხატეს პროექტში ჩართული თითოეული სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, მოსწავლის, ასევე კერძო სექტორის მოხალისეების მიმართ, რომლებიც უსასყიდლოდ უძღვებოდნენ გაკვეთილებს და მოზარდებს პროფესიულ გამოცდილებას უზიარებდნენ.
ბიზნესის უნარ-ჩვევების დაწყებითი განათლების პროგრამის ქართული ვერსია მომზადდა „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში, დაწყებით კლასებში, კითხვის, მათემატიკისა და ბიზნესის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. ბიზნესის უნარ-ჩვევების მე-6 კლასის პროგრამა „ჩვენი ქვეყანა“ ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან.
2015-2016 სასწავლო წელს, „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და გ-ჵriჶd-მა ურთიერთთანამშრომლობით (პროგრამები თარგმნილია და სკოლებში შეტანილია G-PriEd -ის მიერ, ჯუნიორის მხარდაჭერით) საქართველოს მასშტაბით, 39 საპილოტე სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მეწარმეობის, დასაქმებისთვის მზაობის და ფინანსური წიგნიერების საფუძვლები შეასწავლა. ვ-ვჳ კლასების დონეზე, პროექტში ჩართული იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლები.
ნიკა ჩაჩხიანი, G-PriEd-ის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე, ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის ხელმძღვანელი: „პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობდა პროგრამაში „ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში — საქართველოში“. ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი პატივია, რომ წილად გვხვდა მეტად მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, სახალისო პროგრამის განხორციელება. პროგრამა — ბიზნეს უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში — 2015 წელს დავიწყეთ, „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოსთან“ (JA Georgia) ერთად. ეს ორგანიზაცია — Junior აchievement — მსოფლიოში უდიდესი საგანმანათლებლო, ბიზნეს-ეკონომიკური ცოდნის გამავრცელებელი, ყველაზე ძლიერი ორგანიზაციაა, რომელიც, თითქმის, ასწლიან ისტორიას ითვლის. პროგრამა მოსწავლეებს უნიკალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას სთავაზობს, რათა უკეთ შეიმეცნონ ბიზნესის სამყარო, რომელშიც მათ სკოლის დასრულების შემდეგ ელით ჩართვა. საპილოტე შედეგები იმდენად კარგია, რომ პროგრამა გაგრძელდა და მომდევნო ეტაპზე, 61 საჯარო და კერძო სკოლაში შევედით. პროგრამაში ჩაერთო 23 000 მოსწავლე, 1 200 მასწავლებელი (დამრიგებელი), 50 კომპანია და 204 მოხალისე; დამრიგებლებმა და მოხალისეებმა, სკოლებში გაკვეთილების ჩატარებამდე, გაიარეს ინტენსიური ტრენინგი ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამების მიწოდებაზე.
დღევანდელი კონფერენცია პროგრამის — ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში კომპონენტის დახურვას ეძღვნება. G-PriEd საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, გვინდა, გავუზიაროთ სკოლის დირექტორებს, USAID-ის წარმომადგენლებს, კერძო სექტორის მოხალისეებს. მიღწევები მართლაც შთამბეჭდავია. პროგრამა აწყობილია და მისი მთავარი კომპონენტებია — მეწარმეობა, ფინანსური წიგნიერება, დასაქმებისთვის მზაობა. თუ ამ უნარ-ჩვევებს ადრიდანვე შეიძენენ მოსწავლეები, მომავალში გაცილებით უფრო წარმატებულები იქნებიან. იმისთვის, რომ პროგრამა კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გაგვეხადა, ვმუშაობდით დამატებით პროდუქტებზე, შევქმენით ანიმაციური ფილმები, ვატარებდით კონკურსებს. ერთ-ერთი ასეთი კონკურსი იყო „როგორია შენი ბიზნესიდეა?“, V-VI კლასელებისთვის. შარშანდელ კონკურსში გაიმარჯვეს რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მე-5 დ კლასის (ამჟამად მე-6 დ კლასი) მოსწავლეებმა, რომლებიც დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობენ და გამარჯვებული იდეის — „ჭკვიანი ჩანთა“ — პრეზენტაციას მოაწყობენ.
სამწუხაროდ, პროექტი დასასრულს უახლოვდება. რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის მდგრადობა და გაგრძელება პროექტის მიღმა, USAID-ის მხარდაჭერით, JA Georgia-სთან ერთად, სამი დამოუკიდებელი ცენტრი გავხსენით — თბილისში, ლაგოდეხში, ზუგდიდში, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ და ჩვენ მიერ თარგმნილი და ადაპტირებული ნებისმიერი პროგრამა გაიარონ. იმედი გვაქვს, მომავალში, ცენტრების რაოდენობა გაიზრდება“.
მამუკა ხამხაძე, რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი: „ბიზნესის უნარ-ჩვევების“ პროგრამაში ჩვენი სკოლის V-VI კლასების მოსწავლეები (ლუკა თვალიაშვილი, გიორგი ვაზაგაშვილი, ნინი ჯებაშვილი, ანამარია გაბელია, თაკო ჩადუნელი, საბა ლობჯანიძე, დათო გუმაშვილი, გიორგი მუმლაძე, მარი გოძიაშვილი, თაზო წიკლაშვილი, რეზი სხილაძე, ოთო კაციაშვილი, ნინი მოსიაშვილი, ვატო მოსიაშვილი, ლუკა ტალახაძე და ნატა ბუაჩიძე), კლასის დამრიგებლის, ინგა ფერაძის ხელმძღვანელობით, აქტიურად ჩაერთვნენ და გასულ სასწავლო წელს გამოცხადებულ კონკურსში „როგორია შენი ბიზნესიდეა?“ ჩამოაყალიბეს გუნდი „სტარტაპერი“. გაუჩნდათ იდეა, კაპიტალური, ბუნებრივი და ადამიანური რესურსების გამოყენებით, „ჭკვიანი ჩანთის“ შექმნის, რომელმაც რამდენიმე ათეულ პროექტს შორის გაიმარჯვა. მოხარული ვარ, რომ ჩვენს სკოლას მიეცა საშუალება, პროგრამაში ჩართვით, წარმატებისთვის მიეღწია“.
გიორგი თვალიაშვილი, რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის ვჳდ კლასის მოსწავლის მშობელი: „პროგრამაში, ჩემ შვილთან და მის თანაკლასელებთან ერთად, აქტიურად ჩავერთე. დიდი შრომისა და ფიქრის შედეგად, მოსწავლეებმა, თავიანთი პრობლემებიდან გამომდინარე, მოიფიქრეს განსხვავებული, ინოვაციური და კრეატიული ბიზნესიდეა — მრავალფუნქციური „ჭკვიანი ჩანთა“. ამ ჩანთის შექმნა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, კერძოდ, იმ პრობლემებმა, რომელიც ყველა მოსწავლეს აწუხებს. ეს არის წონის კონტროლი, სასმელი წყალი, უსაფრთხოება, გაკვეთილების ელექტრონული ცხრილი, შუქამრეკლები, საწვიმარი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სკოლა გამარჯვებული გახდა. აღნიშნული პროგრამა ბავშვებს შანსს აძლევს, ბიზნესის უნარ-ჩვევები და ფინანსური განათლება პატარა ასაკიდანვე გამოიმუშაონ. გამომდინარე აქედან, იმ შეცდომებისა და იმედგაცრუებების ალბათობა, რომლებიც დღეს ხშირად გვხვდება, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“.
ნინი ჯებაშვილი, მე-4 საჯარო სკოლის ვჳ კლასის მოსწავლე: „ძალიან მახარებს, მეგობრებთან ერთად, პროექტში მონაწილეობა. ბავშვის განვითარებისთვის მრავალი ფაქტორი არსებობს, უმნიშვნელოვანესია სწავლა, თუმცა მუდმივად უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. ბიზნესიდეის ჩამოყალიბებისას, მე და ჩემმა თანაკლასელებმა ბევრ გამოწვევაზე ვისაუბრეთ, მათგან 6 ძირითადი პრობლემა შევარჩიეთ, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ჩვენი ბიზნესიდეის ჩამოყალიბებაში. მათ მოგვარებას „ჭკვიანი ჩანთის“ მეშვეობით შევეცდებით. მომავალში ჩვენი იდეის რეალიზების დიდი იმედი გვაქვს“.
ინდირა ამირანაშვილი, გ-ჵriჶd-ის პროექტის ხელმძღვანელი: „ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. პროგრამაში მონაწილეობით მოსწავლეებმა შეძლეს ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავება, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, ლიდერობა, გადაწყვეტილების მიღება, გუნდური მუშაობა, არჩევანის სწორად გაკეთება და სხვ. ადრეულ ასაკშივე ასეთი მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებით მოსწავლეები უკეთ მოემზადებიან სამომავლო განათლებისა და სამუშაო გარემოსთვის. ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: დასაქმებისთვის მზაობა, ფინანსური წიგნიერება და მეწარმეობა.
პროგრამის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო კერძო სექტორის ჩართულობა, რაც წარმატებული აღმოჩნდა. მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად განხორციელდა. ჩვენი მიზანია, პროგრამა მომავალში, პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდეს“.
ლია გიგაური, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე: „ჩვენი ვალია, შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც მართლაც მისცემს მოსწავლეებს იმ უნარ-ჩვევებს, ცოდნას, განწყობებს, დამოკიდებულებებს, ღირებულებებს, რაც მათ, მომავალში, ოცნებების ახდენაში დაეხმარება, რომ იყვნენ რეალიზებული და აქტიური მოქალაქეები. ქვეყნის გაძლიერებაზე სახელმწიფო პოლიტიკა საგანმანათლებლო სისტემის შედეგებს ეყრდნობა. ამ ორმხრივ პროცესში განათლების სისტემა გადამწყვეტი როლის მატარებელია. ამ კუთხით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქმიანი უნარ-ჩვევების განვითარება. თუ რაიმეს დეფიციტი გვაქვს, თუნდაც საუკეთესო განათლების პროცესში, ეს არის სწორი ხედვა, დაგეგმარება, გადაწყვეტილების სწორად მიღება და მის განხორციელებაზე პასუხისმგებლობის აღება. ამ პროგრამის მთელი ღირსება ის არის, რომ მოსწავლეებს პატარა ასაკიდან უვითარებს (ასაკის შესაბამისად) აუცილებელ უნარებს, ქმნის იმ საფუძველს, რომელსაც მათი მომავალი განვითარება დაეყრდნობა.
ჩვენი სურვილია, პროექტი სხვა კლასებშიც გაგრძელდეს, განვითარდეს, დაიხვეწოს, ასაკთან უფრო შესაბამისი გახდეს და, რაც მთავარია, ეს იყოს უწყვეტი განათლება. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო მასწავლებლებთან, ადმინისტრაციასთან, მშობლებთან მუშაობა, რაშიც ჲSაჳდ-ის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმედია, თანამშრომლობა გაგრძელდება, სისტემური, თანამიმდევრული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდება, რათა მოსწავლეებს ხელი შევუწყოთ ხხჳ საუკუნის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უნიკალურ თანამშრომლობას ბიზნესთან, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ კომპანიას, მაქსიმალურად რომ დაეხმარნენ მოსწავლეებს უნარ-ჩვევების განვითარებაში. პროექტმა იმაზე მეტი შედეგი მოიტანა, რისი მოლოდინიც გვქონდა.
იმედი გვაქვს, მომავალში, პროექტი სხვა სკოლებშიც გაგრძელდება და ანალოგიური პროგრამები სხვა კლასებშიც დაინერგება. ეს პროექტი ძალიან წარმატებული იყო, წარმატებულ პროექტებს კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ყოველთვის მხარდაჭერა ექნება“.
თამაზ დაუშვილი, კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: „პროექტში მონაწილეობას უყოყმანოდ დავთანხმდი. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ბავშვები, მეორე ის, რომ ბავშვები ჩვენი მომავალია და მათი განათლება გადამწყვეტია ქვეყნის კეთილდღეობისთვის. თუ ვერ მოვახერხებთ ჩვენი განათლების სისტემის რეფორმირებას ისე, რომ ხარისხი გაიზარდოს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.
ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავიდანვე უვითარებს ბავშვს მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობის, ლიდერობის, ამოცანის გადაწყვეტის, ალტერნატივების ძიების უნარს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობდა პროექტში და მოვუწოდო თითოეულ ბიზნესმენს, აქტიურად ჩაერთონ ამ პროგრამაში. ჩვენ მომავალშიც სიამოვნებით ვითანამშრომლებთ მსგავსი ტიპის პროექტებთან, რადგან კარგად გვესმის, საქართველოს მომავალი სწორად აღზრდილ, ხარისხიანი განათლების მქონე თაობაზეა დამოკიდებული“.
ლია ფუტკარაძე, 133-ე საჯარო სკოლის დირექტორი: „ჩვენ წარმოვადგენთ ჯიპრაიდულ სკოლას, სტატუსი დამსახურებულად მოვიპოვეთ და ეს სახელი ჩვენს სავიზიტო ბარათად იქცა. სკოლა, ჯერ კიდევ საპილოტე ეტაპიდან, 2013 წლიდან, ჩართულია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში. მოგეხსენებათ, პროექტის მთავარი ორიენტირია კითხვითი უნარებისა და მათემატიკური აზროვნების განვითარება დაწყებითი კლასების მოსწავლეებში და პარტნიორი სკოლებისთვის დახმარება პოზიტიური, ინოვაციური, მოსწავლეზე ორიენტირებული, მამოტივირებელი სასწავლო გარემოს შექმნაში. ჩვენმა სკოლამ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენა, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. აქტიურად დავნერგეთ სასწავლო პროცესში გ-ჵriჶd-ის პროფესიონალური გუნდის მიერ მოწოდებული ყველა რეკომენდაცია, ინოვაციური მეთოდი თუ სწავლების სტრატეგია, ასევე აქტიურად დავნერგეთ მათ მიერ შექმნილი და მოწოდებული საინტერესო და, ამავდროულად, სახალისო მრავალფეროვანი სასწავლო რესურსები, მაქსიმალურად გამოვიყენეთ აქტივობის ბარათები მშობელთა გასააქტიურებლად და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე აისახა.
სკოლისადმი ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც G-PriEd-ის პროფესიონალურ გუნდთან თანამშრომლობა, ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის ფარგლებში, გავაგრძელეთ (ბოლო სამი წლის განმავლობაში 600-ით მეტი მოსწავლე მივიღეთ). პროგრამა განსაკუთრებით მოეწონათ მოსწავლეებს და მათ მშობლებს. სკოლის ყველა რგოლი მიიჩნევს, რომ ეს G-PriEd-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ეფექტური პროექტია. მასწავლებლებმა შეიძინეს ძალიან კარგი გამოცდილება და საჭირო რესურსები ბავშვებისათვის ხხჳ საუკუნის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გადასაცემად, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გ-ჵriჶd-ის პროგრამაში ჩართული ექვსი წლის ასაკის მოსწავლეები უკვე ანსხვავებენ ერთმანეთისაგან სურვილსა და საჭიროებებს, 10 წლის მოსწავლეებმა იციან, რა არის რესურსი, დანახარჯი, ხარჯი, მიწოდების ჯაჭვი და ა.შ. ჩვენი მოსწავლეების მიერ შექმნილი ვირტუალური ბიზნესები, ბიზნესიდეები, მათ მიერ შექმნილი რეკლამები, შესწავლილი ეკონომიკური ტერმინოლოგია და ბევრი სხვა რამ იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ მათ, მინიმუმ, ფიქრი მაინც დაიწყეს მეწარმეობაზე. ეს არის მომავლის პროექტი.
დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გ-ჵriჶd-ის პროფესიონალური გუნდის მიმართ, რომლებმაც პროექტში ჩართვის საშუალება მოგვცეს. განსაკუთრებული მადლობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ჩვენი სკოლის თითოეულ პედაგოგს. იმედი მაქვს, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, რათა მოგვეცეს საშუალება, საჭირო უნარებით აღჭურვილი უფრო მეტი ახალგაზრდა აღვზარდოთ, რომლებიც დამოუკიდებლები, კონკურენტუნარიანები იქნებიან და შეეძლებათ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში“.
გიორგი ბურდული, „ჯორჯიან პროგრეს გრუპი“: „მე და ჩემი კომპანია 2 წელია ჩართული ვართ ამ მართლაც უნიკალურ პროექტში. მასში ჩართულ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, უკეთეს საქართველოში იცხოვრონ, დასაქმდნენ, მიიღონ საჭირო უნარ-ჩვევები იმისთვის, რომ ჰქონდეთ საკუთარი კომპანიები, ბიზნესები და ინოვაციური იდეები განახორციელონ მომავალ საქართველოში.
რაც შეეხება მოხალისე მასწავლებლობას, პირადად მე, როგორც პიროვნება, როგორც ადამიანი, პროფესიონალი ძალიან გავიზარდე პროექტში მონაწილეობით, სულ სხვა კუთხით დავინახე ჩემი თავი და საზოგადოება, დავინახე რამდენად მოტივირებულები არიან მოსწავლეები, რამდენად სწყურიათ ახალი ინოვაციური მიდგომები. ასევე, გამოვცადე საკუთარი თავი მასწავლებლის ამპლუაში და მივხვდი, რომ ვჳ-კლასელების ყურადღების მიქცევა უფრო რთულია, ვიდრე 30 წლის მაგისტრანტების. მადლობა ამ პროგრამის დამფუძნებლებს, ჩემს კოლეგა მოხალისე მასწავლებლებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მოსწავლეებთან საოცრად პოზიტიური კომუნიკაცია, ჩვენი მეგობრობა დღემდე გრძელდება“.
კონფერენციაზე, მომხსენებელთა შორის, იყვნენ საქართველოში ჲSაჳდ-ის მისიის დირექტორის მოადგილე ტომას მორისი, „ჯუნიორ ეჩივმენტ“ ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კაროლაინ ჯენერი, ასევე გ-ჵriჶd-ის, კერძო სექტორის, საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლები, რომლებმაც პროგრამის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგემებზე ისაუბრეს.
კონფერენციის დასასრულს, ანიმაციური ფილმის „ბავშვები ჩვენი ქუჩიდან“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა.
|