გამოდის 1998 წლიდან
2018-02-08
„ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა“ — პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბი


ჩვე­ნი გა­ზე­თის წი­ნა ნო­მერ­ში გა­გა­ცა­ნით თბი­ლი­სის სამ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში — 86-ე, 212-ე და მე-11 — ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა, ორ­გა­ნი­ზა­ცია „თა­ნად­გო­მის“ დახ­მა­რე­ბით, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ სტან­დარ­ტი­დან, მე-7 კლა­სის პროგ­რა­მი­დან, ერთ-ერ­თი თე­მის — „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა“ პი­ლო­ტი­რე­ბა ჩა­ა­ტა­რა.
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ს­პერ­ტ­მა შალ­ვა მეკ­რა­ვიშ­ვილ­მა, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას, აღ­ნიშ­ნა, რომ პი­ლო­ტი­რე­ბის დაწყე­ბამ­დე სა­გან­გე­ბოდ შე­მუ­შავ­და წლი­უ­რი პროგ­რა­მის ნი­მუ­ში — ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, სა­რე­კო­მენ­და­ციო სა­გაკ­ვე­თი­ლო და არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ა.შ. რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­წე­რა იმ სკო­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც პი­ლო­ტი­რე­ბის­თ­ვის შე­ირ­ჩა. ისი­ნი თა­ვად იყ­ვ­ნენ იმ სას­წავ­ლო რე­სურ­სის შექ­მ­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რომ­ლის პი­ლო­ტი­რე­ბაც უნ­და გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ. გაკ­ვე­თი­ლე­ბი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბით სრულ­დე­ბო­და, სა­დაც უნ­და გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, რა შე­დე­გე­ბი გა­მო­ი­ღო ამ გაკ­ვე­თი­ლებ­მა. „ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ იმი­ტომ, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა ზუს­ტად გა­ი­გეს და აით­ვი­სეს ის ძი­რი­თა­დი ას­პექ­ტე­ბი, რაც ამ გაკ­ვე­თი­ლე­ბით გვინ­დო­და მათ­თ­ვის გა­დაგ­ვე­ცა.“ — გა­ნაცხა­და ბა­ტონ­მა შალ­ვამ.
დღეს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ იმ პე­და­გო­გე­ბის მო­საზ­რე­ბებს, ვინც ჩარ­თუ­ლი იყო რო­გორც წლი­უ­რი პროგ­რა­მე­ბის ნი­მუ­შე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში, ასე­ვე უშუ­ა­ლოდ პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში.

მა­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე
თბი­ლი­სის N11 სა­ჯა­რო სკო­ლა
ჩვე­ნის სკო­ლა ჩარ­თუ­ლი იყო სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მა­ში, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის და ორ­გა­ნი­ზა­ცია „თა­ნად­გო­მის“ ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით. თბი­ლი­სის სამ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სა­გან „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ ერთ-ერ­თი თე­მის „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა“ პი­ლო­ტი­რე­ბა. ეს პროგ­რა­მა გან­კუთ­ვ­ნი­ლია მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ რად­გა­ნაც მეშ­ვი­დე კლა­სი, ამ ეტაპ­ზე, არ სწავ­ლობს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბას, სა­პი­ლო­ტე გაკ­ვე­თი­ლე­ბი მეცხ­რე კლას­ში ჩა­ტარ­და.
თავ­და­პირ­ვე­ლად, პე­და­გო­გებს ჩაგ­ვი­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი. უშუ­ა­ლოდ ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი რე­სურ­სე­ბის შერ­ჩე­ვა­სა და სას­წავ­ლო პროგ­რა­მის მომ­ზა­დე­ბა­ში. რვა­ვე გაკ­ვე­თი­ლი დე­ტა­ლუ­რად იყო გან­ხი­ლუ­ლი — რა ტექ­ს­ტი უნ­და მი­წო­დე­ბო­დათ მოს­წავ­ლე­ებს, რო­გო­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო საკ­ლა­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რა და­ვა­ლე­ბე­ბი უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ და­მო­უ­კი­დებ­ლად. გაკ­ვე­თი­ლებ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბი. ეს, რა თქმა უნ­და, მეხ­მა­რე­ბო­და შემ­დ­გომ­ში სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის სა­ინ­ტე­რე­სოდ წარ­მარ­თ­ვა­ში.
მე-11 სკო­ლის მე-9 კლას­ში 12 გაკ­ვე­თი­ლი ჩა­ვა­ტა­რე, ძი­რი­თა­დი თე­მე­ბი იყო : პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა, ჯან­სა­ღი კვე­ბა, ადიქ­ცია. აქე­დან 4 სა­ა­თი და­ეთ­მო შე­მა­ჯა­მე­ბელ გაკ­ვე­თილს. მოს­წავ­ლე­ებს წი­ნას­წარ და­უ­რიგ­დათ კომ­პ­ლექ­სუ­რი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის ნი­მუ­შე­ბი, შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კებ­თან ერ­თად, სა­ი­და­ნაც აირ­ჩი­ეს მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბი. სა­ბო­ლოო პრე­ზენ­ტა­ცი­ამ­დე ეტა­პობ­რი­ვად ხდე­ბო­და და­ვა­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვა.
მოს­წავ­ლე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო და აქ­ტუ­ა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნ­და თე­მე­ბი, რომ­ლებ­საც გან­ვი­ხი­ლავ­დით. პროგ­რა­მა­ში გან­ხი­ლუ­ლი თე­მე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, ჩა­მო­ყა­ლიბ­დ­ნენ კარგ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად, ის­წავ­ლონ სა­კუ­თარ თავ­სა და სხვებ­ზე ზრუნ­ვა, შეძ­ლონ სხვი­სი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.
სკო­ლა­ში მა­ღა­ლი იყო ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბულ პრო­ექ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სებ­ზე მეს­წ­რე­ბოდ­ნენ სკო­ლის დი­რექ­ცია და სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლებ­მაც და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვეთი­ლე­ბი. ასე­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მშობ­ლე­ბი­სა, რო­მელ­თა შვი­ლე­ბიც დი­დი ინ­ტე­რე­სით და ხა­ლი­სით ას­რუ­ლებ­დ­ნენ მი­ცე­მულ და­ვა­ლე­ბებს.
მინ­და, ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხ­ვე­ვით და დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრო­ექ­ტის ავტორებს, რო­მელ­თაც სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მა­ში.

ანა­ი­და მუ­ტა­ფი­ა­ნი
N86 საჯარო სკო­ლა
თბი­ლი­სის სამ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­ექ­ტის „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა“ პი­ლო­ტი­რე­ბა. მე, რო­გორც 86-ე სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­მა, მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ პრო­ექ­ტ­ში.
თე­მა „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა“ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის მი­ერ გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­ტარ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლად. პი­ლო­ტი­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ჩა­ა­ტა­რეს ოთხი წი­ნა შეხ­ვედ­რა-ტრე­ნინ­გი. ჯგუფ­ში შე­დი­ოდ­ნენ რო­გორც სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი, ასე­ვე პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი. ყვე­ლა შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კე­თილ­გან­წყო­ბილ ატ­მოს­ფე­რო­ში. ჯგუ­ფის წევ­რე­ბი თა­ნამ­შ­რომ­ლობ­დ­ნენ. ყვე­ლა დას­მულ შეკითხ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვღე­ბუ­ლობ­დით ამომ­წუ­რავ პა­სუხს. იყო სა­კითხე­ბი, რომ­ლებ­საც შეხ­ვედ­რის მსვლე­ლო­ბის დროს ვცვლი­დით და იმ რე­ა­ლო­ბას ვარ­გებ­დით, რო­მე­ლიც დღეს არ­სე­ბობს სკო­ლა­ში.
სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­ღეთ ისე­თი სა­გაკ­ვე­თი­ლო გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვით გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა არ გაგ­ვი­ჭირ­და.
გეგ­მა იყო გა­სა­გე­ბი, წყა­რო­ე­ბი (წე­რი­თი და ვი­დეო) ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. მარ­თა­ლია, ასე­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი (გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მა­ჯა­მებ­ლე­ბის ნა­წი­ლი) მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი აღ­მოჩ­ნ­და, მაგ­რამ ბავ­შ­ვებ­მა დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ექ­ტის ყვე­ლა ეტაპ­ში (მათ შო­რის გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში).
ასე­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, მა­თი გეგ­მა და მა­სა­ლე­ბი ისე იყო შედ­გე­ნი­ლი, რომ წარ­მო­ად­გენ­და ღია სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლის ნი­მუშს და შე­ი­ცავ­და გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის ელე­მენ­ტებს.
ჩე­მი აზ­რით, პრო­ექ­ტ­მა წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა.

ნე­ნო აქუ­ბარ­დია
N112 სა­ჯა­რო სკო­ლა
წარ­მოდ­გე­ნი­ლი გეგ­მით და ში­ნა­არ­სით სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტ­ში შე­მა­ვა­ლი თე­მე­ბი მოს­წავ­ლე­ებს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, ბუ­ნებ­რი­ვად გა­ი­თა­ვი­სონ წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლე­ბი. ისი­ნი თა­ვი­სუ­ფა­ლი ხდე­ბი­ან აზ­რის გა­მოთ­ქ­მა­ში, ად­ვი­ლად და აქ­ტი­უ­რად ერ­თ­ვე­ბი­ან დე­ბა­ტებ­სა და დის­კუ­სი­ებ­ში. პრო­ექ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა სა­ხა­ლი­სო და, ამა­ვე დროს, სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ხდე­ბა. აზ­რებს გა­მოთ­ქ­ვა­მენ თა­ვი­სუფ­ლად და უშუ­ა­ლოდ გრძნო­ბენ თავს. არ ერი­დე­ბათ სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო აზ­რის გა­მოთ­ქ­მა და ამ აზ­რის სა­სარ­გებ­ლო არ­გუ­მენ­ტა­ცი­ე­ბის მოყ­ვა­ნა და დაც­ვა. მას­წავ­ლე­ბელ­სა და მოს­წავ­ლეს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა უფ­რო უშუ­ა­ლო ხდე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, მე­ტად არი­ან ღია მას­წავ­ლებ­ლის არ­გუ­მენ­ტა­ცი­ე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად და მი­სა­ღე­ბად.
რაც შე­ე­ხე­ბა შე­მა­ჯა­მე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებს, იმ ფორ­მით, რო­გორც ითხოვს პრო­ექ­ტი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გა­ნაც მოს­წავ­ლე არა მხო­ლოდ ეყ­რ­დ­ნო­ბა მას­წავ­ლებ­ლის­გან მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და მა­სა­ლას სწავ­ლობს შე­მა­ჯა­მე­ბელ წე­რა­ში მა­ღა­ლი ქუ­ლის მი­სა­ღე­ბად, არა­მედ, ვი­დე­ორ­გო­ლის მომ­ზა­დე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხ­ვა კა­ტე­გო­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გა­მო­კითხ­ვის დროს, თვი­თონ ხდე­ბა პრობ­ლე­მის მო­ნა­წი­ლე და უყა­ლიბ­დე­ბა სა­კუ­თა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ადიქ­ცი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნის შე­სა­ხებ.

25-28(942)N