გამოდის 1998 წლიდან
2018-02-14
რამ გა­ნა­პი­რო­ბა რე­ლი­გი­ის ის­ტო­რი­ის არ­ჩე­ვით საგ­ნად შე­მო­ტა­ნის აუცი­ლებ­ლო­ბა


ლა­ლი ჯე­ლა­ძე  

სკო­ლებ­ში რე­ლი­გი­ის სწავ­ლე­ბის სა­კითხი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დი­დი ხა­ნია, სა­და­ვო თე­მა­დაა ქცე­უ­ლი.  რე­ლი­გი­ის სწავ­ლე­ბის შე­მო­ტა­ნა ჯერ კი­დევ წი­ნა­მორ­ბე­დი მი­ნის­ტ­რე­ბის დროს გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, მაგ­რამ „სვლა“, რო­მე­ლიც სკო­ლებ­ში რე­ლი­გი­ის ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბის  არ­ჩე­ვით საგ­ნად შე­მოს­ვ­ლას გუ­ლის­ხ­მობს, ამ­ჟა­მინ­დელ­მა მი­ნის­ტ­რ­მა  და­ა­ა­ნონ­სა და მას წინ პატ­რი­არ­ქის ქა­და­გე­ბა­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი აზ­რი უძღო­და. „მი­მაჩ­ნია, რომ რე­ლი­გი­ის ის­ტო­რია, რო­გორც არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი, ყვე­ლა სკო­ლა­ში უნ­და იყოს და მივ­დი­ვართ აქეთ­კენ“ — გა­ნაცხა­და ცო­ტა ხნის წინ მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა.
გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­თა აზ­რით, ეს ნა­ბი­ჯი მი­მარ­თუ­ლია სკო­ლებ­ში ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის­კენ. ბუ­ნებ­რი­ვია, რე­ლი­გი­ის სწავ­ლე­ბის თე­მის კი­დევ ერ­თხელ წა­მო­წე­ვას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ­ჯე­რა­დაც მოჰ­ყ­ვა აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა. პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯ­დო­მა­რის, მა­რი­ამ ჯა­შის აზ­რით: „ტრა­დი­ცი­ულ რე­ლი­გი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია, ხელს შე­უწყობს არა მხო­ლოდ ტო­ლე­რან­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, არა­მედ იმ არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის აღ­მოფხ­ვ­რას, რო­მე­ლიც დღეს მსოფ­ლი­ო­ში გვხვდე­ბა, თუნ­დაც ის­ლა­მის რა­დი­კა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით.“
ჯერ კი­დევ გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია ზუს­ტი ფორ­მა და დო­ზა არ­ჩე­ვით საგ­ნად რე­ლი­გი­ის სწავ­ლე­ბის შე­მო­ტა­ნის შე­სა­ხებ, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლია მი­ნის­ტ­რის აზ­რი, რომ აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­მო­ვი­დეს ამ საგ­ნის სწავ­ლე­ბა სკო­ლებ­ში. რა­ტომ უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს, ამის არ­გუ­მენ­ტად მა­რი­ამ ჯა­ში ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში თე­ო­ლო­გი­ის პრინ­ცი­პე­ბი­სა და რე­ლი­გი­ე­ბის ის­ტო­რი­ის როლს ასა­ხე­ლებს: „თე­ო­ლო­გი­ის პრინ­ცი­პე­ბი და რე­ლი­გი­ე­ბის ის­ტო­რია გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის, სა­კა­ცობ­რიო ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რა­თა­შო­რი­სი დი­ა­ლო­გის. სწო­რი ცოდ­ნა მხო­ლოდ და მხო­ლოდ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რომ მრა­ვა­ლე­რო­ვან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კი­დევ უფ­რო გა­ვაძ­ლი­ე­როთ ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და ტო­ლე­რან­ტო­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა და რაც მთა­ვა­რია, თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ის უაღ­რე­სად ტრა­გი­კუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, რაც დღეს გვხვდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში გლო­ბა­ლუ­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით“.
რე­ლი­გი­ე­ბის ის­ტო­რი­ის არ­ჩე­ვით საგ­ნად სკო­ლებ­ში შე­ტა­ნის საკითხ­ზე მსჯე­ლო­ბამ სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­მარ­თულ ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზეც გა­და­ი­ნაც­ვ­ლა, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, პარ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­ტე­ტე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი, რე­ლი­გი­ის საბ­ჭოს, სხვა­დას­ხ­ვა კონ­ფე­სი­ე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ. შეხ­ვედ­რა­ზე სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან გაჩ­ნ­და ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ რე­ლი­გი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბი სკო­ლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­დამ­ზა­დე­ბულ­მა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა ჩა­ა­ტა­რონ. თუმ­ცა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი აქვს პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს. მი­სი აზ­რით, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის­თ­ვის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი შე­სა­ბა­მის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან, რო­გორც მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურ, ისე ყვე­ლა რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან უნ­და გა­ი­ა­რონ, მაგ­რამ სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში უნ­და იყოს ჩარ­თუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პე­და­გო­გი. „რე­ლი­გი­ე­ბის ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა, ყვე­ლა­ზე მარ­თე­ბუ­ლია, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დის­ციპ­ლი­ნე­ბის პე­და­გო­გებ­მა შე­ი­თავ­სონ აღ­ნიშ­ნულ სა­გან­ში შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გის შემ­დ­გომ.“  რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რ­ცე­ლე­ბულ არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ეკ­ლე­სი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე, მა­რი­ამ ჯა­შის აზ­რით, არას­წო­რია, რად­გან: „ზედ­მეტ სიფ­რ­თხი­ლეს ვი­ჩენთ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­სა და ეკ­ლე­სი­ის თანამ­შ­რომ­ლო­ბას­თან და კონ­სულ­ტა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, მიმ­დი­ნა­რე კონ­სულ­ტა­ცია არ ნიშ­ნავს, რომ ეკ­ლე­სია სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ან გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში უნ­და ჩა­ე­რი­ოს“.
თე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 6 თე­ბერ­ვალს, ტო­ლე­რან­ტო­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის  (Tდჳ) ორ­გა­ნი­ზე­ბით, ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რ­ში გა­ი­მარ­თა დის­კუ­სია „სა­ჯა­რო სკო­ლა და რე­ლი­გია“. დის­კუ­სი­ა­ში, რო­მელ­საც Tდჳ-ის გამ­გე­ო­ბის წევ­რი, მა­რი­ამ ღავ­თა­ძე უძღ­ვე­ბო­და, მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ: გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მების დეპარტამენტის უფ­რო­სი მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და მე­ფე და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, მიტ­რო­პო­ლი­ტი იოანე გამ­რე­კე­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევან­გე­ლურ-ბაპ­ტის­ტუ­რი ეკ­ლე­სი­ის ეპის­კო­პო­სი რუ­სუ­დან გო­ცი­რი­ძე და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე.
მომ­ხ­სე­ნებ­ლებ­მა ისა­უბ­რეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­პატ­რი­არ­ქოს ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში რე­ლი­გი­ის ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ, მი­მო­ი­ხი­ლეს რე­ლი­გი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ზო­გად გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა, რე­ლი­გი­უ­რი ნე­იტ­რა­ლო­ბის დაც­ვის, პრო­ზე­ლი­ტიზ­მის, ინ­დოქ­ტ­რი­ნა­ცი­ი­სა და დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის კუთხით სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ში­ნა­არ­სი, გრი­ფი­რე­ბის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში რე­ლი­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი.
მიტ­რო­პო­ლიტ­მა იოანე გამ­რე­კელ­მა ისა­უბ­რა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში რე­ლი­გი­ის სწავ­ლე­ბის ის­ტო­რი­ულ კონ­ტექ­ს­ტ­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, საგ­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კონ­კ­რე­ტულ გეგ­მებ­ზე. მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­გა­ნი, „რე­ლი­გი­ის ის­ტო­რია“ არ­ჩე­ვი­თი იქ­ნე­ბა, რომ­ლის სტან­დარ­ტ­სა და ში­ნა­არ­ს­ზე, სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად, ინ­ტერ­რე­ლი­გი­ურ­მა კო­მი­სი­ამ უნ­და იმუ­შა­ოს. მი­სი გან­ცხა­დე­ბით, სწავ­ლე­ბა არ უნ­და იყოს კონ­ფე­სი­უ­რი და მიზ­ნად უნ­და ისა­ხავ­დეს „ძი­რი­თა­დი რე­ლი­გი­ე­ბის“ ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას. მი­სი აზ­რით, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბას­თან ერ­თად, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბაც, რის­თ­ვი­საც უნ­და შე­იქ­მ­ნას კო­მი­სია, რო­მე­ლიც მო­ამ­ზა­დებს პე­და­გო­გებს და ამ პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა კონ­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი. „მე შე­მიძ­ლია რე­კო­მენ­და­ცია გა­ვუ­წიო აკა­დე­მი­ის ზო­გი­ერთ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს, ყვე­ლას, რა თქმა უნ­და, არა. ზო­გა­დად კი, ყვე­ლა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი რე­ლი­გი­ის ის­ტო­რი­ას ვერ ას­წავ­ლის. მა­გა­ლი­თად, ხატ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი რე­ლი­გი­ას ვერ ას­წავ­ლის, ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბელს კი ისე­დაც დი­დი დატ­ვირ­თ­ვა აქვს და კი­დევ ამ დატ­ვირ­თ­ვას ვერ მივ­ცემთ, აქ აჩ­ქა­რე­ბა კარგს არა­ფერს მოგ­ვი­ტანს. უნ­და დავ­ს­ხ­დეთ (ჩვენ ამის გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს) და ერ­თად ვი­მუ­შა­ოთ ამ სა­კითხებ­ზე. მთა­ვა­რია, სა­კითხი და­იძ­რა და რო­ცა ჰა­ერ­ში იდეა ტრი­ა­ლებს, ის აუცი­ლებ­ლად შე­დეგს გა­მო­ი­ღებს. ყვე­ლა ქვე­ყა­ნას აქვს რე­ლი­გი­ის ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბის სა­კუ­თა­რი მო­დე­ლი. ვფიქ­რობ, რომ ჩვენც ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის მი­სა­ღე­ბი მო­დე­ლი უნ­და შე­ვარ­ჩი­ოთ და თუ­კი ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებთ, აუცი­ლებ­ლად შე­იქ­მ­ნე­ბა სწო­რი მო­დე­ლი.“
კა­ნო­ნი „ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“კრძა­ლავს პრო­ზე­ლი­ტიზმს. მე­ცა­მე­ტე მუხ­ლ­ში, რო­მე­ლიც ნე­იტ­რა­ლუ­რო­ბა­სა და დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ას ეხე­ბა, ვკითხუ­ლობთ: „და­უშ­ვე­ბე­ლია სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის რე­ლი­გი­უ­რი ინ­დოქ­ტ­რი­ნა­ცი­ის, პრო­ზე­ლი­ტიზ­მის ან იძუ­ლე­ბი­თი ასი­მი­ლა­ცი­ის მიზ­ნე­ბი­სათ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს ნორ­მა არ ზღუ­დავს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო დღე­სას­წა­უ­ლე­ბი­სა და ის­ტო­რი­უ­ლი თა­რი­ღე­ბის აღ­ნიშ­ვ­ნას, აგ­რეთ­ვე ისე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ეროვ­ნუ­ლი და ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბი­სა­კენ“.
დღეს მოქ­მე­დი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით,  რე­ლი­გია და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი სკო­ლებ­ში ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე ის­წავ­ლე­ბა და გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია ისეთ საგ­ნებ­ში, რო­გო­რი­ცაა: ის­ტო­რია, გე­ოგ­რა­ფია, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა. რო­გორც სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ვკითხუ­ლობთ, მა­გა­ლი­თად, სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე, ის­ტო­რი­ის, გე­ოგ­რა­ფი­ის და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბა, სხვა სა­კითხებ­თან ერ­თად, მოს­წავ­ლეს უნ­და და­ეხ­მა­როს რე­ლი­გი­ის რა­ო­ბი­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გან­საზღ­ვ­რა­ში, წარ­მოდ­გე­ნა შე­უქ­მ­ნას მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ლი­გი­უ­რი სის­ტე­მე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე. სტრა­ტე­გი­ის მი­ხედ­ვით, სწავ­ლე­ბის შე­დე­გე­ბი თვალ­სა­ჩი­ნოა, თუ­კი, მა­გა­ლი­თად, მე­ხუ­თე-მე­ექ­ვ­სე კლა­სის მოს­წავ­ლე ასა­ხე­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რებ ეთ­ნი­კურ და რე­ლი­გი­ურ უმ­ცი­რე­სო­ბებს, რუ­კის დახ­მა­რე­ბით აღ­წერს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ეთ­ნი­კურ და რე­ლი­გი­ურ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, აღ­წერს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ეროვ­ნე­ბე­ბის სა­ო­ჯა­ხო თუ რე­ლი­გი­ურ დღე­სას­წა­უ­ლებს და ავ­ლებს მათ შო­რის პა­რა­ლე­ლებს; თუ­კი, მა­გა­ლი­თად, მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლე ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბი­სას, რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის მა­გა­ლით­ზე, მსჯე­ლობს რე­ლი­გი­უ­რი ტო­ლე­რან­ტო­ბის შე­სა­ხებ (რო­გორც წარ­სულ­ში, ასე­ვე დღეს), რუ­კა­ზე უჩ­ვე­ნებს მის­თ­ვის ცნო­ბი­ლი რე­ლი­გი­ე­ბის წარ­მო­შო­ბის ად­გი­ლებს, გავ­რ­ცე­ლე­ბის დღე­ვან­დელ არე­ა­ლებს და ჩა­მოთ­ვ­ლის მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კულ­ტო ძეგ­ლებს, სიმ­ბო­ლო­ებ­სა და ტრა­დი­ცი­ებს და ა.შ. ანუ, დღეს მოქ­მე­დი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, სკო­ლებ­ში რე­ლი­გია ის­წავ­ლე­ბა და, თუ­კი სტრა­ტე­გი­ას და­ვეყ­რ­დ­ნო­ბით, წე­სით და რი­გით, უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს საკ­მა­ოდ სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნა­დაც. „მე ვიქ­ნე­ბო­დი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი, რომ მოქ­მე­დი სტან­დარ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­დეს და, რაც აქ წე­რია იმას ვაღ­წევ­დეთ.“  — ამ­ბობს სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე. მი­სი აზ­რით, სა­კა­მა­თო სუ­ლაც არ არის სა­კითხი, უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს თუ არა რე­ლი­გი­ის ის­ტო­რია სკო­ლებ­ში და ამა­ზე დრო­ის და­ხარ­ჯ­ვა არ ღირს: „რე­ლი­გი­ის ის­ტო­რია, დი­ახ, უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს სკო­ლებ­ში და რე­ლი­გი­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უკ­ვე არის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­ში. ჩვენ ვცხოვ­რობთ მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მოს­წავ­ლეს ჰქონ­დეს ბა­ზი­სუ­რი ცოდ­ნა ყვე­ლა რე­ლი­გი­ის შე­სა­ხებ, რომ შეძ­ლოს მშვი­დი თა­ნაცხოვ­რე­ბა. სა­კა­მა­თოა სხვა სა­კითხი. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მე ვე­რა­ნა­ი­რი და­სა­ბუ­თე­ბა ვერ მო­ვის­მი­ნე, რა­ტომ არის სა­ჭი­რო რე­ლი­გი­ის ის­ტო­რი­ის, რო­გორც ცალ­კე საგ­ნის, უფ­რო ზუს­ტად კი — არ­ჩე­ვი­თი საგ­ნის შე­მო­ტა­ნა. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ის სა­კითხე­ბი, რაც დღეს, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა და გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­ში, უნ­და გა­ერ­თი­ან­დეს ერ­თი — არ­ჩე­ვი­თი საგ­ნის ქვეშ. ეს კი შე­იძ­ლე­ბა იყოს უკან გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი, რად­გან, შე­საძ­ლოა, რე­ლი­გი­ის ის­ტო­რია არც ერ­თ­მა სკო­ლამ არ აირ­ჩი­ოს და, შე­დე­გად, მოს­წავ­ლე­ე­ბი დარ­ჩ­ნენ ესო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცოდ­ნის გა­რე­შე. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის გა­მო­ძებ­ნაც. მი­უ­ხე­და­ვად მზარ­დი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა, გა­ნათ­ლე­ბა­ზე და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხა მა­ინც ძა­ლი­ან მცი­რეა და არ არის საკ­მა­რი­სი.“
რამ­დე­ნად სწო­რი ნა­ბი­ჯი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს, სა­გან­მანა­თ­ლებ­ლო და გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის კონ­ტექ­ს­ტ­ში, ეროვ­ნუ­ლ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ასე­თი ცვლი­ლე­ბა? შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძემ ის ხუ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი ჩა­მოთ­ვა­ლა, რომ­ლის გა­მოც მი­აჩ­ნია, რომ ეს არ იქ­ნე­ბა სწო­რი ნა­ბი­ჯი: „პირ­ვე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი — სა­გა­ნი შე­მო­დის არ­ჩე­ვი­თი სა­ხით, ეს ნიშ­ნავს, რომ რაც დღეს სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ გა­ფან­ტუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­ში უნ­და გა­ერ­თი­ან­დეს ერ­თი საგ­ნის ქვეშ. ჰი­პო­თე­ტუ­რად, რე­ლი­გი­ის სწავ­ლე­ბის კუთხით, ეს უკან გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია.
მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც ამ პრო­ცესს ახ­ლავს და მსჯე­ლო­ბა, სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და მი­დი­ო­დეს, ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სწავ­ლე­ბას ეხე­ბა. მა­შინ, რო­ცა მთე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო და  პე­და­გო­გი­კა მი­დის თე­მე­ბი­სა და საგ­ნე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის­კენ, ჩვენ იმა­ზე ვსა­უბ­რობთ, რომ პი­რი­ქით, და­ვა­ქუც­მა­ცოთ სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნე­ბი. ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში შეხ­ვ­დე­ბით საგ­ნებს, რომ­ლე­ბიც კვი­რა­ში ერ­თი სა­ა­თი ის­წავ­ლე­ბა, რო­ცა გა­ცი­ლე­ბით უფ­რო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა მა­თი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად სწავ­ლე­ბა. ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, სწო­რედ რომ, უკე­თე­სი აკა­დე­მი­უ­რი, კოგ­ნი­ტუ­რი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­დე­გე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. მე, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლისტს, მჭირ­დე­ბა და­სა­ბუ­თე­ბა, რომ ცალ­კე აღე­ბუ­ლი სა­გა­ნი, აკა­დე­მი­უ­რი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფორ­მის თვალ­საზ­რი­სით, უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. თუ­კი ამის და­სა­ბუ­თე­ბა არ­სე­ბობს რა­ი­მე კვლე­ვით, კი ბა­ტო­ნო, მა­შინ ეს ჩემ­თ­ვის მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა და სა­კა­მა­თო სა­კითხა­დაც აღარ იქ­ცე­ვა.
მე­სა­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხი კად­რებს უკავ­შირ­დე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის კონ­ტექ­ს­ტ­ში სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და გა­ა­კე­თოს კონ­კ­რე­ტუ­ლი და ძა­ლი­ან სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი. რო­გო­რი სის­ტე­მა სჭირ­დე­ბა მას — სის­ტე­მა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა უფ­რო ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი, სწავ­ლე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ნაკ­ლე­ბი მას­წავ­ლე­ბე­ლი დას­ჭირ­დე­ბა თუ პი­რი­ქით, და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი და მე­ტი მას­წავ­ლებ­ლით. შე­სა­ბა­მი­სად, რო­ცა სის­ტე­მას ნაკ­ლე­ბი მას­წავ­ლე­ბე­ლი სჭირ­დე­ბა, იმის ალ­ბა­თო­ბაც იზ­რ­დე­ბა, რომ გა­ცი­ლე­ბით მე­ტი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავ­დეს; უფ­რო დი­დია იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ ამ ნაკ­ლე­ბი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ეფექ­ტუ­რად იზ­რუ­ნოს. ამის გარ­და, მას­წავ­ლებ­ლებ­ში პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბის და ხელ­ფა­სის ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მა­ტუ­ლობს. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გა­მო­სათ­ვ­ლე­ლია — 65 ათა­სი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლის მო­ძებ­ნა 3 მი­ლი­ონ-ნა­ხევ­რი­ან ქვე­ყა­ნა­ში უფ­რო ად­ვი­ლია თუ 20 ათა­სი მას­წავ­ლებ­ლის? მით უფ­რო მა­შინ, რო­ცა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა ისე და­ი­გეგ­მოს, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო? სა­ინ­ტე­რე­სოა, რა არ­ჩე­ვანს აკე­თებს სა­ხელ­მ­წი­ფო — რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავ­დეს და მათ­გან უმე­ტე­სო­ბა არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, თუ პი­რი­ქით, ახ­დენს ინ­ტეგ­რი­რე­ბას, რო­მე­ლიც, სწავ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, უფ­რო ეფექ­ტუ­რია და უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ საგ­ნებს, მათ შო­რის, რე­ლი­გი­ის ის­ტო­რი­ას, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბით. კონ­ტ­რარ­გუ­მენ­ტად ხში­რად მოჰ­ყავთ, რა­ტომ არ მქონ­და იგი­ვე პო­ზი­ცია „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან“ მი­მარ­თე­ბა­ში. სხვა­თა შო­რის, აქაც იგი­ვე პო­ზი­ცია მქონ­და. ჩე­მი აზ­რით, და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლად ცალ­კე საგ­ნის გა­მო­ყო­ფა არც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იყო სწო­რი მიდ­გო­მა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლად სწავ­ლე­ბა უფ­რო სწო­რი მიდ­გო­მაა.
მე­ოთხე კომ­პო­ნენ­ტად გა­მოვ­ყოფ ფი­ნან­სურ რე­სურსს. ყვე­ლამ კარ­გად ვი­ცით, რა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ. ჩვენ არ გვაქვს ფუ­ფუ­ნე­ბა და რე­სურ­სი დი­დი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბი გავ­წი­ოთ სწავ­ლე­ბა­ზე, ეს რე­სურ­სი, სა­ბი­უ­ჯე­ტო თვალ­საზ­რი­სით, საკ­მა­ოდ შეზღუ­დუ­ლია. რო­ცა ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მოგ­ვ­ყავს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის სწავ­ლე­ბა, მას სა­ხელ­მ­წი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს. მწირ ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან ერ­თად, იმის გა­მოც­დი­ლე­ბაც გვაქვს, თუ რო­გორ არ მუ­შა­ობს ჩვენ­თან არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის სის­ტე­მა. და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბაა სა­ჭი­რო იმის­თ­ვი­საც, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი შე­იქ­მ­ნას და მას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­დამ­ზად­დენ. აუცი­ლებ­ლად ისიც უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ არ­ჩე­ვით საგ­ნებ­ში სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა და სკო­ლა­ში შე­ტა­ნა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პრო­ცე­სია. დღეს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით 30 არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი გვაქვს, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო კი — მხო­ლოდ სა­მი. ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბი, და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის ხარ­ჯ­ზე. ცალ­კე სა­კითხია, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­ცა ავ­ტო­რე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს დაკ­ვე­თას პირ­და­პი­რი შე­ფუთ­ვის წე­სით შე­ას­რუ­ლე­ბენ, ხოლო რამ­დე­ნად ჯდე­ბა ეს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში, ცალ­კე პრობ­ლე­მაა.
მე­ხუ­თე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის პრი­ო­რი­ტე­ტებს ეხე­ბა. რა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი გვაქვს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში? არის თუ არა რე­ლი­გი­ის ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტი? კი ბა­ტო­ნო, რო­ცა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა, აკა­დე­მი­უ­რი თუ სკო­ლის კულ­ტუ­რის ამაღ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ, რომ რე­ლი­გი­ის ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა ცალ­კე საგ­ნად დავ­ნერ­გოთ და ყვე­ლა კონ­ფე­სი­ის ადა­მი­ანს მივ­ცეთ არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. აქ­ვე ჩნდე­ბა კითხ­ვა, არის კი დღე­ვან­დე­ლი ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა იმ­დე­ნად გა­მარ­თუ­ლი წელ­ში, რომ ამ პრი­ო­რი­ტე­ტის შე­სა­ხებ ვი­ლა­პა­რა­კოთ?
გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ ეს სა­გა­ნი არ­ჩე­ვი­თი საგ­ნის სა­ხით შე­მო­ვი­დეს, რა თქმა უნ­და, კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. მაგ­რამ რე­ლი­გი­ის ის­ტო­რია რომ უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს, ეს სა­კა­მა­თო სა­კითხი არ არის. ამი­ტომ, მო­დით ვიმ­ს­ჯე­ლოთ არა იმა­ზე, ის­წავ­ლე­ბო­დეს თუ არა, მით უმე­ტეს, რომ ძა­ლი­ან კარ­გად ის­წავ­ლე­ბა სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით, არა­მედ იმა­ზე, რა მიდ­გო­მე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ უკე­თე­სი შე­დე­გე­ბის მი­სა­ღე­ბად, ან იმა­ზე მა­ინც ვიმ­ს­ჯე­ლოთ, ცალ­კე საგ­ნის შე­მო­ტა­ნით გა­ნათ­ლე­ბის რა ეფექ­ტებს მი­ვი­ღებთ. უმ­თავ­რე­სი მა­ინც ის არის, რამ გა­ნა­პი­რო­ბა საგ­ნის ცალ­კე საგ­ნად შე­მო­ტა­ნის აუცი­ლებ­ლო­ბა. სწო­რედ ამის და­სა­ბუ­თე­ბას ვე­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­გან — ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ და არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად უნ­და გვითხ­რას, რომ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბით შე­დე­გებ­ზე ვერ გა­ვი­და და არ­ჩე­ვი­თი საგ­ნის შე­მო­ღე­ბით ამ შე­დეგს მი­აღ­წევს. ეს დღემ­დე არ მო­მის­მე­ნია, არა­და სა­დის­კუ­სიო თე­მა სწო­რედ ესაა და არა ის, რე­ლი­გი­ის ის­ტო­რია ის­წავ­ლე­ბო­დეს თუ არა სკო­ლა­ში.“
რო­გო­რია დღეს ის სას­წავ­ლო გა­რე­მო, სა­დაც ბავ­შ­ვი უნ­და გა­ი­ზარ­დოს შემ­წყ­ნა­რე­ბელ, მიმ­ღე­ბელ მო­ქა­ლა­ქედ და აფა­სებ­დეს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ეთ­ნი­კურ, კულ­ტუ­რულ და რე­ლი­გი­ურ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, არის თუ არა სკო­ლა ნე­იტ­რა­ლუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მი­მართ და რო­გორ ხე­და­ვენ სა­კუ­თარ თავს არა­დო­მი­ნან­ტუ­რი რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი — ამ თე­მებს შე­ე­ხო ეპის­კო­პო­სი რუ­სუ­დან გო­ცი­რი­ძე. მან ისა­უბ­რა სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში არა­დო­მი­ნან­ტი რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ არ­სე­ბულ დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ სას­წავ­ლო გა­რე­მო­ზე, მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­მართ ინ­დოქ­ტ­რი­ნა­ცი­ის პრაქ­ტი­კა­სა და იმ რის­კებ­ზე, რაც ახა­ლი საგ­ნის პრო­ფი­ლურ­მა სწავ­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.
მან ასე­ვე ისა­უბ­რა სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­თან არ­სე­ბუ­ლი რე­ლი­გი­ა­თა საბ­ჭოს რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე, რომ­ლებ­შიც ასა­ხუ­ლია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში რე­ლი­გი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და რე­ლი­გი­უ­რი ნე­იტ­რა­ლო­ბის დაც­ვის მხრივ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და წარ­მოდ­გე­ნი­ლია შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. მის­თ­ვი­საც უპირ­ვე­ლე­სი კითხ­ვაა, თუ რა­ტომ გაჩ­ნ­და ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის აუცი­ლებ­ლო­ბა?
„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს ეროვ­ნულ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში ამ დო­ზით ყო­ფი­ლა გა­წე­რი­ლი რე­ლი­გი­ე­ბის შე­სა­ხებ სწავ­ლე­ბა, ის ფო­ნი, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია და ფო­ბი­ე­ბის დო­ნე, გვაძ­ლევს დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ძა­ლი­ან ცო­ტა რამ იცის რე­ლი­გი­უ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის ანა­რეკ­ლი­ცაა ამ დო­ზით  მი­უ­ღებ­ლო­ბა და შე­უწყ­ნა­რებ­ლო­ბა. რო­გორც ჩანს, ვერ მო­ე­რია ამ პრობ­ლე­მას ის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში გვაქვს. ლო­გი­კუ­რია, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა და­იწყეს ფიქ­რი იმა­ზე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­იძ­ლი­ოს სი­ძულ­ვი­ლი და შე­უწყ­ნა­რებ­ლო­ბა.
რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ვი­მუ­შა­ვეთ, შემ­დე­გი სა­ხის იყო: ვთხოვ­დით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ დახ­მა­რე­ბო­და სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს, ემარ­თათ ის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მა­თი სკო­ლის სივ­რ­ცე­შია. მე­ო­რე რე­კო­მენ­და­ცია შე­ე­ხე­ბო­და მო­მა­ვალ პე­და­გო­გებს, რომ­ლე­ბიც ახ­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან,  მათ კუ­რი­კუ­ლუმ­ში შე­ე­ტა­ნათ ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­გა­ნი, რო­გო­რი­ცაა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და მი­სი მარ­თ­ვა, კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თ­ვა და ა.შ. ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ახ­ლა შე­დი­ან კლა­სებ­ში, მი­ე­ღოთ ის უნარ-ჩვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან აკ­ლია ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რო­ცა სა­უ­ბა­რია ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე ვფიქ­რობ, რო­გო­რი „მარ­გა­ლი­ტი“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოც უნ­და შე­იქ­მ­ნას და მას­ში შე­ვი­დეს არა მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლოს, არა­მედ მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბაც, ვი­ცით, რომ ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი არი­ან, რომ­ლე­ბიც ისე­ვე ატა­რე­ბენ ქსე­ნო­ფო­ბი­ურ გან­წყო­ბებს, რო­გორც ჩვენ, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, მათ არ აქვთ ის უნა­რე­ბი, რომ უზ­რუნ­ველ­ყონ კლას­ში ნე­იტ­რა­ლუ­რი, არა­დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი გან­წყო­ბა. ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან უმ­რავ­ლე­სო­ბის რე­ლი­გი­ის თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ამ არ­ჩე­ვა­ნის ფონ­ზე, შე­საძ­ლოა კი­დევ ერ­თხელ გახ­დ­ნენ რე­ლი­გი­უ­რი ნიშ­ნით დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის (დო­მენ­დი­სის) მსხვერ­პ­ლ­ნი. ამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტის შე­მო­თა­ვა­ზე­ბის ქვეშ, ზუს­ტად ამის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბას ვგრძნობ. ვამ­ბობთ, რომ სა­გა­ნი არ­ჩე­ვი­თი უნ­და იყოს. მა­შინ რა პა­სუ­ხი გვაქვს იმა­ზე, რო­ცა 35 ბავ­შ­ვი­დან 34 აირ­ჩევს სა­განს, რა პა­სუხს ვაძ­ლევთ იმ ერთს, რო­მე­ლიც არ წარ­მო­ად­გენს რე­ლი­გი­ურ უმ­რავ­ლე­სო­ბას? რას ვუ­პი­რებთ იმ გან­წყო­ბებს, რო­მე­ლიც უმ­რავ­ლე­სო­ბის გან­წყო­ბე­ბი არ არის?  
ამას წი­ნათ, ჩე­მი შვი­ლის თე­მას წა­ვაწყ­დი, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში და­წე­რა, ახ­ლა ის უკ­ვე სტუ­დენ­ტია: „ერთ ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რივ დღეს მოხ­და ისე­თი რამ, რა­მაც სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა ჩე­მი ცხოვ­რე­ბა. მა­შინ 10-11 წლის ვიქ­ნე­ბო­დი. ვი­ჯე­ქი  გაკ­ვე­თილ­ზე, მას­წავ­ლე­ბე­ლი კი ჰყვე­ბო­და ამ­ბავს, რო­გორ გა­და­არ­ჩი­ნა მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლო­ბამ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. უცებ მოწ­კუ­რუ­ლი თვა­ლე­ბი მო­ავ­ლო კლასს და იკითხა: არის კლას­ში არა­მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი მოს­წავ­ლე? თუ არის, ად­გეს ფეხ­ზე. მე ვი­ჯე­ქი, დავ­ც­ქე­რო­დი სა­კუ­თარ ხე­ლებს, გუ­ლი გა­მა­ლე­ბით მი­ცემ­და, თა­ვი ჩა­ქინ­დ­რუ­ლი მქონ­და და ვცდი­ლობ­დი არ შე­მე­ხე­და თვა­ლებ­ში არც მას­წავ­ლებ­ლი­სა და არც კლა­სე­ლე­ბი­სათ­ვის. მე­გო­ნა, რომ თუ­კი მათ არ შევ­ხე­დავ­დი, ისი­ნი ვერ მიხ­ვ­დე­ბოდ­ნენ, რომ მე ვიტყუ­ე­ბო­დი. ეს იყო ყვე­ლა­ზე გრძე­ლი და ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი წა­მე­ბი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. პირ­ვე­ლად ვიგ­რ­ძე­ნი, რომ ჩემს სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რებს სა­ი­დუმ­ლოს ვუ­მა­ლავ­დი. გაკ­ვე­თი­ლი ისე გაგ­რ­ძელ­და, თით­ქოს არც არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა, თუმ­ცა ჩემ­თ­ვის იმ გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. მე ვი­ცო­დი, რომ ჩე­მი ოჯა­ხი, პრო­ტეს­ტან­ტი ქრის­ტი­ა­ნე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა არ იყო. და  ვი­ცო­დი, რომ ბევრ ადა­მი­ანს ეს არ მოს­წონ­და. ამი­ტომ, ვი­ცო­დი, რომ თუ­კი ჩე­მი ან ჩე­მი ოჯა­ხის შე­სა­ხებ ვინ­მე ცუდს იტყო­და, მე ხმა უნ­და ამო­მე­ღო, მაგ­რამ რო­დე­საც ფაქ­ტის წი­ნა­შე დავ­დე­ქი, სკა­მი­და­ნაც კი ვერ წა­მოვ­დე­ქი.  მე ვკითხუ­ლობ­დი ამ­ბებს ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც ძა­ლა­დო­ბას, უსა­მარ­თ­ლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დ­ნენ, სწი­რავ­დ­ნენ თა­ვებს იმი­სათ­ვის, რი­სიც სჯე­რო­დათ. და ისი­ნი ჩე­მი გმი­რე­ბი იყ­ვ­ნენ. გაკ­რუ­ლი მქონ­და მა­თი პოს­ტე­რე­ბი კედ­ლებ­ზე... და უცებ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მე ვუ­ღა­ლა­ტე სა­კუ­თარ თავს და ვუ­ღა­ლა­ტე ჰა­რი პო­ტერს, რო­მე­ლიც ასე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ნუ­თუ ვე­რა­ფე­რი ვის­წავ­ლე მის­გან? ჰა­რი პო­ტერ­მა გა­ი­ლაშ­ქ­რა ვოლ­დე­მო­რის წი­ნა­აღ­მ­დეგ. მე კი რა გა­ვა­კე­თე? სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მშობ­ლებს მო­ვუ­ყე­ვი იმ დღის ამ­ბა­ვი, მო­ვუ­ყე­ვი ჩე­მი საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ, არა­და, რო­გორ მინ­დო­და მეთ­ქ­ვა, რომ მე ისი­ნი და­ვი­ცა­ვი და მა­მა­ცუ­რად ვი­დე­ქი. ახ­ლა, რო­ცა მე­ში­ნია ხოლ­მე, ვიხ­სე­ნებ იმ დღეს და 10 წლის გო­გოს გრძნო­ბებს. და ეს მშვე­ლის...“
რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ეს ბავ­შ­ვი ძა­ლი­ან თა­მა­მად გა­მომ­ყ­ვა ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში
,  სა­ჯა­როდ იჯ­და ჩემ გვერ­დით და აღარ ეში­ნო­და აღარც მას­წავ­ლებ­ლის და აღარც მოს­წავ­ლის, მაგ­რამ და­მერ­წ­მუ­ნეთ, რომ აქ დარ­ბაზ­ში სხე­დან უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მშობ­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, წი­ნამ­ძღო­ლე­ბი და მა­თაც კარ­გად იცი­ან მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ­თან მო­სუ­ლა უამ­რა­ვი ატი­რე­ბუ­ლი მშო­ბე­ლი თუ ბავ­შ­ვი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი სი­ჩუ­მით ატა­რე­ბენ იმ ჭრი­ლო­ბებს, შიშს, რომ არ ენ­დო­ბი­ან არც თა­ვის მე­გობ­რებს, აღარც თა­ვის საყ­ვა­რელ მას­წავ­ლებ­ლებს, რო­დე­საც საქ­მე მიდ­გე­ბა რე­ლი­გი­ურ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე. იმი­ტომ კი არა, რომ მშიშ­რე­ბი არი­ან ან ესირ­ცხ­ვი­ლე­ბათ თა­ვი­ან­თი რე­ლი­გი­უ­რი იდენ­ტო­ბა, იმი­ტომ, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან, მე­დი­ი­დან, ქუ­ჩი­დან, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­დან, ყვე­ლა მხრი­დან  ვგრძნობთ და ვხე­დავთ რო­გო­რი არა­მიმ­ღებ­ლუ­რი გან­წყო­ბაა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მი­მართ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მათ შო­რის სკო­ლებ­ში.
ჩვე­ნი მო­წა­დი­ნე­ბა იყო, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა ამ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა. თა­ვის­თა­ვად, ცოდ­ნა რე­ლი­გი­უ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ ამ ფონ­ზე და ამ რე­სურ­სე­ბით, ისე­დაც გა­ღა­ტა­კე­ბულ ქვე­ყა­ნას, კი­დევ ახალ ტვირთს ნუ­ღარ ავ­კი­დებთ — გა­და­ამ­ზა­დოს 3331 სკო­ლის­თ­ვის (ზო­გი­ერთ სკო­ლას ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი არ ეყო­ფა) მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა იყო, გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი­ყო კლას­გა­რე­შე ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, ეს შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლო­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი, ასე­ვე, სკო­ლებს შო­რის კონ­კურ­სე­ბი, რო­მე­ლიც ზუს­ტად ამ თე­მა­ტი­კის ირ­გ­ვ­ლივ იქ­ნე­ბო­და შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, რომ ექ­ს­კურ­სი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ო­სურ ფორ­მას და ხა­სი­ათს ატა­რებს დღე­ვან­დელ სკო­ლებ­ში, სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ელე­მენ­ტი, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო სწო­რედ ამ ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად. ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, გაც­ვ­ლი­თი პრო­ექ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა, მა­გა­ლი­თად, მუს­ლი­მი ბავ­შ­ვე­ბი ეს­ტუმ­რე­ბოდ­ნენ ქრის­ტი­ა­ნულ ოჯა­ხებს და პი­რი­ქით. სხვა­დას­ხ­ვა რა­მე­ზე შეგ­ვეძ­ლო სა­უ­ბა­რი, რაც ნაკ­ლებ საფ­რ­თხე­ებს შე­ი­ცავს.
რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი საკ­ლა­სო ოთა­ხის კარს მი­ი­ხუ­რავს, მერ­წ­მუ­ნეთ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს რო­გო­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო უჭი­რავს ხელ­ში ან  რო­გო­რი ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი უძღ­ვის მის შექ­მ­ნას წინ, რა ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­უ­ტარ­და, აქ უმ­თავ­რე­სი სწო­რედ მას­წავ­ლე­ბე­ლია. ძა­ლი­ან ბევრ ტრე­ნინგს დავ­ს­წ­რე­ბი­ვარ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თა­ვა­დაც ჩა­მი­ტა­რე­ბია და გეტყ­ვით, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი არის ერთ-ერ­თი უმ­ძი­მე­სი კა­ტე­გო­რია, რო­მელ­თა­ნაც ყვე­ლა­ზე დი­დი სა­მუ­შაოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვფიქ­რობ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ ყვე­ლა­ზე დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა სწო­რედ აქეთ უნ­და მი­მარ­თოს. კარ­გად უნ­და იყოს გათ­ვ­ლი­ლი საფ­რ­თხე­ე­ბი და მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი, რომ­ლებ­საც ინი­ცი­ა­ტი­ვით ვე­ლო­დე­ბით, რად­გან „მარ­გა­ლი­ტი“ პრო­დუქ­ტი ბევრ კარგ რა­მეს შეც­ვ­ლის, მაგ­რამ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი დე­ტა­ლე­ბით შე­იძ­ლე­ბა მონ­ს­ტ­რი მი­ვი­ღოთ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია მინ­და, ჩე­მი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რ­დებ­მა, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ იცოდ­ნენ რე­ლი­გი­ის ის­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ეს ცოდ­ნა მათ უნ­და მი­ე­წო­დოს გა­აზ­რე­ბუ­ლად და ყვე­ლა საფ­რ­თხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.“
შეხ­ვედ­რა­ზე დას­მუ­ლი მთა­ვა­რი კითხ­ვის ად­რე­სა­ტი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო იყო — რის სა­ფუძ­ველ­ზე გახ­და აუცი­ლე­ბე­ლი  რე­ლი­გი­ის ის­ტო­რი­ის  არ­ჩე­ვით საგ­ნად შე­მო­ტა­ნა? მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვას გან­ცხა­დე­ბით: „თუ­კი სა­მი­ნის­ტ­როს ნა­ფიქ­რი არ აქვს, რა სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს ახა­ლი საგ­ნის შე­მო­სა­ტა­ნად, რა თქმა უნ­და, სა­მი­ნის­ტ­როს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა უპა­სუ­ხის­მ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. ამ­დე­ნად, რა თქმა უნ­და, ამა­ზე ნა­ფიქ­რია. მეტ­საც გეტყ­ვით, რო­დე­საც „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ სა­გა­ნი შე­მო­დი­ო­და, ის და­ე­ფუძ­ნა კვლე­ვას — სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვის მო­ნი­ტო­რინ­გი — რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ჩვენ, დამ­ხ­მა­რე ჯგუფ­თან ერ­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, ვეს­წ­რე­ბო­დით გაკ­ვე­თი­ლებს და ვა­ტა­რებ­დით მო­ნი­ტო­რინგს. ეს იყო თვი­სებ­რი­ვი კვლე­ვა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა დაგ­ვა­ნა­ხა. კვლე­ვა, ასე ვთქვათ, ში­და დო­კუ­მენ­ტია და არ გაგ­ვი­სა­ჯა­რო­ე­ბია. მი­სი მი­ზა­ნი იყო სწო­რად დაგ­ვე­გეგ­მა შემ­დ­გო­მი ცვლი­ლე­ბე­ბი.
მა­გა­ლი­თად, „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბას“, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­გა­ნია, სწო­რედ ეს და­ე­დო სა­ფუძ­ვ­ლად. თუ­კი მა­ნამ­დე სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი იყო ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­სა და ქარ­თულ­ში, და­ნერ­გ­ვის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად, აღ­მოჩ­ნ­და, რომ არა­ვი­თარ ინ­ტეგ­რი­რე­ბა­ზე იქ სა­უ­ბა­რი არ იყო. ქარ­თუ­ლის პე­და­გო­გი უფ­რო სხვა რა­მე­ზე აკე­თებ­და აქ­ცენტს, გან­სა­კუთ­რე­ბით დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ეს წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბის პე­რი­ო­დია და, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ გა­მოკ­ვეთ­და იმ კომ­პო­ნენ­ტებს, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის. ამ და კი­დევ სხვა მი­ზე­ზე­ბის გა­მო გა­დაწყ­და სწო­რედ, რომ ცალ­კე საგ­ნად შე­მო­სუ­ლი­ყო. ასე­ვე მოხ­და შემ­დ­გომ კლა­სებ­შიც. მეს­მის, რომ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, გარ­კ­ვე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, ნამ­დ­ვი­ლად უმ­ჯო­ბე­სია, მა­გა­ლი­თად, იგი­ვე შე­მიძ­ლია გითხ­რათ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ზე, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან ეს ეფექ­ტი­ა­ნად ვერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სას­წავ­ლო გეგ­მის რე­ვი­ზია, ზო­გა­დად, ორი მიზ­ნით ხორ­ცი­ელ­დე­ბა — და­ი­ნა­ხოს ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და უპა­სუ­ხოს ამ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს. ვფიქ­რობ, თუნ­დაც დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ახა­ლი საგ­ნის შე­მო­ტა­ნა და სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის და­მა­ტე­ბა სწო­რედ ამ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე იყო პა­სუ­ხი. მე­ო­რე მი­ზა­ნი — და­ვი­ნა­ხოთ, რა ხდე­ბა, ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ო­ში — რა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია,  რა ტრენ­დია ან რა შე­იც­ვა­ლა გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში.
რე­ლი­გი­ის შე­სა­ხებ კომ­პო­ნენ­ტე­ბი ნამ­დ­ვი­ლად არის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სხვა საგ­ნებ­ში, მაგ­რამ ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბა იყო, რომ, ზო­გა­დად, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის თა­მა­სა ცო­ტა მა­ღა­ლია და სტან­დარ­ტე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია ამი­ტომ შე­ვე­ცა­დეთ, და­წყე­­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მა გან­გ­ვეტ­ვირ­თა, კი­დევ უფ­რო მე­ტად გან­ტ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი. ამ­დე­ნად, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ის კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რაც ახ­სე­ნეთ, ამო­ვარ­და დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე და აღარ იქ­ნე­ბა არც სა­ბა­ზო­ზე, თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, რე­ლი­გი­ის ნა­წი­ლი, რაც სხვა საგ­ნებ­თან კავ­შირ­შია, დარ­ჩე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურს — რა­ტომ ვამ­ბობთ, რომ არ­ჩე­ვი­თი სა­გა­ნი შე­მო­ვი­ტა­ნოთ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე. სა­კითხს თუ ასე შევ­ხე­დავთ, რომ რა­ღაც ის­წავ­ლე­ბა დაწყე­ბით და სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე, არას­წო­რი მიდ­გო­მა იქ­ნე­ბა აღარ ვას­წავ­ლოთ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე. სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურს კი­დევ უფ­რო სხვა მიზ­ნე­ბი აქვს. მით უმე­ტეს, რო­ცა სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვაა პრო­ფი­ლუ­რი სწავ­ლე­ბის შე­მო­ღე­ბა, რაც სხვა­­დას­ხ­ვა პრო­ფი­ლის კი­დევ უფ­რო გა­მოკ­ვე­თას გუ­ლის­ხ­მობს. რო­გორც წე­სი, ჩვე­ნი სწავ­ლე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სპი­რალ­ზე — ეს ნიშ­ნავს, რომ მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­ა­ში, გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე,  ესა თუ ის თე­მა კი­დევ უფ­რო გაღ­რ­მავ­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სრუ­ლი­ად შე­საძ­ლებ­ლად  გვე­სა­ხე­ბა, რომ, მოს­წავ­ლეს, რო­მელ­მაც უფ­რო და­ბალ სა­ფე­ხუ­რებ­ზე გარ­კ­ვე­უ­ლი ცოდ­ნა შე­ი­ძი­ნა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში, რე­ლი­გი­ის კუთხი­თაც შე­ე­ხო არ­ქი­ტექ­ტუ­რის ნი­მუ­შებს, ასე­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ის­ტო­რი­ა­ში, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­ცეთ, გაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლად ის­წავ­ლოს ყო­ვე­ლი­ვე ეს სწო­რედ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე.“
საკ­მა­ოდ ბევ­რი კითხ­ვა და­ის­ვა იმის თა­ო­ბა­ზეც, თა­ვად პე­და­გო­გე­ბი რამ­დე­ნად შექ­მ­ნი­ან სკო­ლებ­ში ნე­იტ­რა­ლურ გა­რე­მოს, რამ­დე­ნად არი­ან ისი­ნი მზად ამის­თ­ვის? — ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ამ­ბობს, რომ სწო­რედ ამი­ტომ არ არის სა­ჭი­რო სიჩ­ქა­რე, შე­საქ­მ­ნე­ლია სტან­დარ­ტი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და, რაც მთა­ვა­რია, აუცი­ლე­ბე­ლია პე­და­გოგ­თა მომ­ზა­დე­ბა. „საგ­ნის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი ჯერ არ დაწყე­ბუ­ლა, რად­გან, ზო­გა­დად, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის კონ­ცეფ­ცი­ა­ზე ახ­ლა მი­დის მუ­შა­ო­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, მარ­ტის ბო­ლოს­თ­ვის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის კონ­ცეფ­ცია შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვექ­ნე­ბა და შემ­დეგ და­იწყე­ბა სტან­დარ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა. ვფიქ­რობ, არ უნ­და ვიჩ­ქა­როთ და­ნერ­გ­ვა, რად­გან სა­ჭი­როა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა და პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა, მა­ნამ­დე კი სწავ­ლის დაწყე­ბა არ ღირს“  — აცხა­დებს  მა­რი­ამ ჩი­ქო­ბა­ვა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლებ­ში რე­ლი­გი­ე­ბის ის­ტო­რი­ის სა­გა­ნი,

25-28(942)N