გამოდის 1998 წლიდან
2018-09-13
ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის ტი­ტუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად


„მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ ფი­ნა­ლის­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა 5 სექ­ტემ­ბერს გახ­და ცნო­ბი­ლი. ჟი­უ­რიმ გა­მო­ავ­ლი­ნა ხუ­თე­უ­ლი, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თი, 5 ოქ­ტომ­ბერს, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის წო­დე­ბას მი­ი­ღებს. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მარ­თა­ლია ერ­თი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მათ ყვე­ლას უპი­რო­ბოდ უმ­თავ­რე­სი რამ აერ­თი­ა­ნებთ — მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, სწავ­ლე­ბი­სად­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა და პრო­ფე­სი­ის სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.  ხუ­თე­უ­ლის წარ­დ­გე­ნას დი­დი მღელ­ვა­რე­ბით ელო­და მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუ­სი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც თ­ვალს ადევ­ნებ­და ქვეყ­ნის სა­უკ­ე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის გა­მოვ­ლე­ნის პრო­ცესს და გან­სა­კუთ­რე­ბით ჯილ­დოს ათე­უ­ლი. ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ ფი­ნა­ლის­ტე­ბის ვი­ნა­ო­ბა ვი­დე­ორ­გო­ლით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გა­მორ­ჩე­უ­ლმა ცნო­ბა­დმა სა­ა­ხე­ე­ბმა და დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბმა წარადგინეს.
ელი­სო აბ­რა­მიშ­ვი­ლი, საჩხე­რის ¹2 სა­ჯა­რო სკო­ლის ქი­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, ირი­ნა აბუ­ლა­ძემ ასე წა­რად­გი­ნა: „მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც უკ­ვე არა­ერ­თ­გ­ზის გა­მო­ავ­ლი­ნა თა­ვი, რო­გორც გა­მორ­ჩე­ულ­მა პე­და­გოგ­მა და პი­როვ­ნე­ბამ სა­კუ­თარ კო­ლე­გებ­ში და მშობ­ლებ­ში. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მით, პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბით იგი ახერ­ხებს აუმაღ­ლოს მოს­წავ­ლე­ებს მო­ტი­ვა­ცია და სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გებ­ზე გა­იყ­ვა­ნოს ისი­ნი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბით მას წვლი­ლი შე­აქვს არა მხო­ლოდ საგ­ნის, არა­მედ ზო­გა­დად სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში.“
 ჯა­ბა ლა­ბა­ძე, ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის და­ბა სუ­რა­მის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი მთამს­ვ­ლელ­მა ბი­ძი­ნა გუ­ჯა­ბი­ძემ და­ა­სა­ხე­ლა: „მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ  სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს 2018 წლის კონ­კურ­სან­ტე­ბის გა­მოცხა­დე­ბა­ში. მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია ცხოვ­რე­ბა­ში, მშობ­ლის შემ­დეგ. სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­უ­ლის წევ­რია მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც სწავ­ლე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დი აქვს, მოს­წავ­ლე­ებს ეხ­მა­რე­ბა მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. რაც მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვებს ას­წავ­ლის რას ნიშ­ნავს გიყ­ვარ­დეს შე­ნი ქვე­ყა­ნა და ამას საქ­მით აკე­თებ­დე, იმავ­დ­რო­უ­ლად, კრი­ტი­კუ­ლად იაზ­რებ­დე მის წარ­სულ­სა და აწ­მ­ყოს.“
ლე­ლა კო­ტო­რაშ­ვი­ლი, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი — პო­ეტ­მა  რა­ტი ამაღ­ლო­ბელ­მა ამ მას­წავ­ლებ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა ადა­მი­ა­ნო­ბი­სა და ზნე­ო­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რის სიყ­ვა­რუ­ლით სწავ­ლე­ბას და­უ­კავ­ში­რა: „მო­ხა­რუ­ლი ვარ  წარ­მო­გიდ­გი­ნოთ  „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ ხუ­თე­უ­ლის წევ­რი. წარ­მო­გიდ­გენთ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო  სა­მას­წავ­ლებ­ლო ის­ტო­რია აქვს. არც თუ ისე დი­დი ხნის წინ მან პე­და­გო­გო­ბა სოფ­ლის სკო­ლა­ში და­იწყო და დი­დი საქ­მე­ე­ბიც ა­კე­თა. შე­დე­გად, დღეს უკ­ვე სა­კუ­თარ მიდ­გო­მებს ავი­თა­რებს და სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნუ­ლი მა­გა­ლი­თით დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს ბავ­შ­ვებ­ზე. რაც მთა­ვა­რია, წიგ­ნი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სიყ­ვა­რუ­ლით ადა­მი­ა­ნო­ბა­სა და აზ­როვ­ნე­ბას ას­წავ­ლის.“
და­ჩი ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რის, სკო­ლა „ჰა­მილ­ტო­ნის“ მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი მსა­ხი­ობ­მა ნი­ნო კას­რა­ძემ ასე წა­რად­გი­ნა: „წარ­მო­გიდ­გენთ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ად­რე შე­უ­ერ­თ­და ამ პრო­ფე­სი­ას, 17 წლის ასა­კი­დან. დღეს მი­სი, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის, გავ­ლე­ნა სცილ­დე­ბა უკ­ვე ერთ სკო­ლას და უამ­რავ მოს­წავ­ლეს მო­ი­ცავს. ამ პე­და­გოგს მი­აჩ­ნია, რომ ყვე­ლა მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია მი­აღ­წი­ოს წარ­მა­ტე­ბას და რომ მას­წავ­ლებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბაა გა­აღ­ვი­ვოს ინი­ცი­ა­ტი­ვა და მო­ტი­ვა­ცია მოს­წავ­ლე­ში. სწო­რედ ამი­ტომ არ აყოვ­ნებს შე­დე­გი და მი­სი მოს­წავ­ლე­ე­ბი აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას.“
მა­ნა­ნა კა­პე­ტი­ვა­ძე, ქა­ლაქ ბაღ­და­თის  ¹2 სა­ჯა­რო სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი და რუ­სუ­ლი ენე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი — ამ ფი­ნა­ლისტ პე­და­გოგს კი წი­ლად ხვდა რომ მი­სი ვი­ნა­ო­ბა სა­ხალ­ხო დამ­ც­ველს, ნი­ნო ლომ­ჯა­რი­ას და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა: „მო­ხა­რუ­ლი ვარ, წარ­მო­გიდ­გი­ნოთ სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­უ­ლის ერთ-ერ­თი წევ­რი, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიდ­გო­მით და მის­თ­ვის შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. მი­სი აზ­რით, მას­წავ­ლებ­ლის მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ცია არა მხო­ლოდ საგ­ნის სწავ­ლე­ბა, არა­მედ მოს­წავ­ლე­ე­ბში ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაა. სწავ­ლე­ბი­სას იგი ქმნის თა­ვი­სუ­ფალ და სა­ხა­ლი­სო გა­რე­მოს და ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს მი­აღ­წი­ონ გან­სა­კუთ­რე­ბულ შე­დე­გებს.“

ლალი ჯელაძე

25-28(942)N