გამოდის 1998 წლიდან
2018-06-21
პირ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი ახა­ლი სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბი­დან

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­ნახ­ლ­და, რო­მე­ლიც, მიმ­დი­ნა­რე წლი­დან, ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტე­ბი­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პე­ბის შე­სა­ბა­მი­სად წა­რი­მარ­თე­ბა. ძვე­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლად, კომ­პ­ლექ­სუ­რად და სიღ­რ­მი­სე­უ­ლად შე­ა­ფა­სებს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. შე­სა­ბა­მი­სად, ახ­ლე­ბუ­რი წე­სით და­კომ­პ­ლექ­ტ­და ექ­ს­პერ­ტ­თა ჯგუ­ფე­ბიც, რო­მელ­თაც გა­მოც­დი­ლი, კომ­პე­ტენ­ტუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ. მა­თი შერ­ჩე­ვი­სათ­ვის მუ­შა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე და­იწყო ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში და წარ­მა­ტე­ბი­თაც დას­რულ­და. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექ­ს­პერ­ტე­ბი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი იყო და სა­სი­ხა­რუ­ლოც, რო­დე­საც ექ­ს­პერ­ტ­თა შო­რის აღ­მოჩ­ნ­და გი ჰა­კი, სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის თა­ნა­ავ­ტო­რი. იგი თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­შია მივ­ლი­ნე­ბუ­ლი. გარ­და იმი­სა, რომ ასე­თი რან­გის ექ­ს­პერ­ტ­თა ჩარ­თ­ვა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, იგი სის­ტე­მი­სად­მი მა­ღა­ლი ნდო­ბი­სა და ლე­გი­ტი­მა­ცი­ის­თ­ვი­საც სა­ჭი­როა.
ცალ­კე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან მი­მარ­თე­ბით სა­ერ­თოდ სხვა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენ ამის შე­სა­ხებ ად­რეც ვი­სა­უბ­რეთ — გარ­და იმი­სა, რომ ახ­ლა აქაც გეგ­მი­უ­რი სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო პრო­ცე­სია, რო­მელ­შიც ორი სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტია ჩარ­თუ­ლი, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­სი­აც მთელ ამ პრო­ცესს და­აკ­ვირ­დე­ბა, რა­თა კომ­პ­ლექ­სუ­რად შე­ა­ფა­სოს თა­ვად ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი ერ­თი სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო პრო­ცე­დუ­რის ფარ­გ­ლებ­ში. მარ­თა­ლია იგი თა­ვად არ ახ­დენს სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ას, მაგ­რამ ამ­ტ­კი­ცებს და აღი­ა­რებს სა­ა­მი­სოდ უფ­ლე­ბა­მო­სილ სა­ა­გენ­ტო­ებს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ მი­ა­ნი­ჭე­ბენ (ან არ მი­ა­ნი­ჭე­ბენ) უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­სა თუ სკო­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ას. რა­კი ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რიც მაკ­რე­დი­ტებ­ლის სტა­ტუ­სის მა­ძი­ე­ბე­ლია, ისიც დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა და მის მი­ერ გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს შე­ფა­სე­ბას უკ­ვე მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­სი­ის­გან მო­ე­ლის. ეს, რაც სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბას შე­ე­ხე­ბა.
ზო­გა­დად, ახა­ლი სტან­დარ­ტი­თა და პრო­ცე­დუ­რე­ბით ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი თე­ბერ­ვ­ლის ბო­ლო­დან და­იწყო გა­ნაცხა­დე­ბის მი­ღე­ბით. რო­ცა სა­თა­ურ­ში სიტყ­ვა „შე­დე­გე­ბი“ გა­მო­ვი­ტა­ნე, სა­ბო­ლოო შე­დე­გი კი არ ვი­გუ­ლის­ხ­მე — მი­ი­ღებს თუ არა ესა თუ ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ლი­ცენ­ზი­ას, არა­მედ ის რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი, რაც რე­ფორ­მის შე­დე­გია და რა­მაც გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ამ სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბის ერთ-ერთ ეფექ­ტურ შე­დე­გად ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი პროგ­რა­მე­ბის რა­ო­დე­ნობ­რივ შემ­ცი­რე­ბას ასა­ხე­ლებს, რაც იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვ­ლი­ლია მიდ­გო­მე­ბი, კერ­ძოდ, ჩანს, რომ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა ბევ­რი დრო და­უთ­მეს თვით­შე­ფა­სე­ბებს, სწო­რედ ში­და­შე­ფა­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა ეტყო­ბა გა­ნაცხა­დებს. ჯერ­ჯე­რო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ხედ­ვით 100 პროგ­რა­მაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უნი­ვერ­სი­ტეტს არ აქვს მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. თვით­შე­ფა­სე­ბა­ში და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია რო­მე­ლი პროგ­რა­მე­ბი არ წარ­მო­ად­გი­ნეს და რა­ტომ. ბუ­ნებ­რი­ვია, მათ ნაც­ვ­ლად, სას­წავ­ლე­ბე­ლი გარ­კ­ვე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე აკე­თებს კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ას და ყვე­ლა რე­სურსს — აკა­დე­მი­ურს, ტექ­ნი­კურს, ფი­ნან­სურს... — სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მი­მარ­თავს.
სა­ბო­ლოო შე­დეგ­ზე სა­უ­ბა­რი, ჯერ­ჯე­რო­ბით, ნა­ად­რე­ვია, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი მხო­ლოდ აგ­ვის­ტოს ბო­ლოს­თ­ვის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ცხად­ყოფს, რომ ვი­ზი­ტებ­მა აკა­დე­მი­ურ დო­ნე­ზე ჩა­ი­ა­რა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ეფექ­ტი აქვს, რად­გან შემ­მოწ­მებ­ლე­ბი სულ სხვა რა­მეს უყუ­რე­ბენ და ანი­ჭე­ბენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას, ვიდ­რე აქამ­დე. რე­ა­ლუ­რად მოწ­მ­დე­ბა ფაქ­ტე­ბი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენტრს აწ­ვ­დის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ეს უკავ­შირ­დე­ბა სწავ­ლე­ბის ში­ნა­არსს და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის სპე­ცი­ფი­კას. ვფიქ­რობთ, ვი­ზი­ტე­ბი­დან მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა იმი­ტო­მაც, რომ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან (სტუ­დენ­ტებ­თან, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან, მმარ­თ­ველ საბ­ჭო­ებ­თან, აკა­დე­მი­ურ პერ­სო­ნალ­თან) და მა­თი მო­საზ­რე­ბე­ბი სტან­დარ­ტე­ბის, პროგ­რა­მე­ბის, მარ­თ­ვის, აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი­სა თუ სხვა სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექ­ს­პერ­ტე­ბის­თ­ვის სწო­რი დას­კ­ვ­ნე­ბი­სა და, რაც მთა­ვა­რია, ღი­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­ნე­ბა. მით უმე­ტეს, რომ აქამ­დე მკა­ფიო და კონ­კ­რე­ტუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ცენ­ტ­რის­გან სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს არ ჰქო­ნი­ათ. ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სის­ტე­მა არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ამა თუ იმ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ხურ­ვა­ზე, პი­რი­ქით, შე­ფა­სე­ბის ოთხ­დო­ნი­ა­ნი სის­ტე­მა (იგუ­ლის­ხ­მე­ბა რამ­დე­ნად შე­სა­ბა­მი­სია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი შე­ფა­სე­ბის სტან­დარ­ტ­თან) — სრუ­ლად, მეტ­წი­ლად, ნა­წი­ლობ­რივ, არ არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში — სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, მი­ნი­მუმ, ერთ წე­ლი­წად­ში, გა­მო­ას­წო­როს და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხარ­ვე­ზი, გარ­და იმ შემ­თხ­ვე­ვი­სა, რო­ცა აშ­კა­რად ფიქ­სირ­დე­ბა რო­მე­ლი­მე სტან­დარ­ტის უხე­ში დარ­ღ­ვე­ვა, მა­გა­ლი­თად აკა­დე­მი­ურ პერ­სო­ნალ­სა და პროგ­რა­მულ ნა­წილ­ში. აქ ნაკ­ლე­ბად ლო­ი­ა­ლუ­რე­ბი იქნება ცენტრი. რო­ცა სტან­დარ­ტი დარ­ღ­ვე­უ­ლია, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ვერ იღებს ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას.
დაბო­ლოს, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის, მიმ­დი­ნა­რე ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი  არის ქარ­თ­ვე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, ის გა­მოც­დი­ლე­ბა, რა­საც მი­ი­ღე­ბენ მთე­ლი ამ პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღა­ლი რან­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბით. მათ უნ­და და­ი­ნა­ხონ, რომ ამ­ბი­ცია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც იყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის ექ­ს­პერ­ტი, არ არის სა­ფუძ­ველს თუ რე­ა­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი, უცხო­ე­ლე­ბიც ასე ავი­თა­რე­ბენ თა­ვი­ანთ ექ­ს­პერ­ტ­თა კორ­პუსს. უნ­და დარ­წ­მუნ­დ­ნენ, რომ პრო­ცე­სის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა და ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია ჩვენ­თ­ვი­საც ისე­თი­ვე ღი­რე­ბუ­ლია და მი­სა­ღე­ბი, რო­გორც მათ­თ­ვის.

34(8)N