გამოდის 1998 წლიდან
2018-04-26
ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი ცერ­ნი

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

რო­გორ იქ­მ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე და მო­მავ­ლის ფი­ზი­კა, სწო­რედ ამ კითხ­ვებ­ზე მი­ი­ღეს პა­სუ­ხი ქარ­თ­ველ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც, ახ­ლა­ხან, ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ევ­რო­პის ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტ­რ­ში (CჶRნ), კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ და­ათ­ვა­ლი­ე­რეს სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, მო­ის­მი­ნეს ცერ­ნ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თ­ვე­ლი და უცხო­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ლექ­ცი­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კის სა­კითხებ­ზე და მის როლ­ზე მე­დი­ცი­ნის, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა თუ სხვა დარ­გე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. პე­და­გო­გებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, გასც­ნო­ბოდ­ნენ სა­გან­გე­ბოდ მოწ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დო­ლო­გი­ას ფი­ზი­კის სწავ­ლე­ბის სა­კითხებ­ზე.
ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბელ­თა 11-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე შე­უდ­გა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის­თ­ვის უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას. სა­კუ­თარ თავს „ელ­ჩე­ბად“ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ვი­ზიტ­მა მათ გარ­კ­ვე­უ­ლი მი­სია და­ა­კის­რა — მოს­წავ­ლე­ებ­ში „არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი“ ფი­ზი­კი­სად­მი ინ­ტე­რე­სი უნ­და გა­ზარ­დონ, იქ მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას კი „ფას­და­უ­დე­ბელს“ უწო­დე­ბენ. ცერ­ნ­ში მი­ღე­ბულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს გვი­ზი­ა­რე­ბენ ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბი: ცი­უ­რი ხურ­ცი­ლა­ვა (სამ­ტ­რე­დი­ის ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლა) და თა­მარ ჭო­ლა­ძე (წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის ახა­ლი სა­ყუ­ლი­ის სა­ჯა­რო სკო­ლა). ევ­რო­პის ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტ­რ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის სტა­ჟი­რე­ბის გავ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე კი მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გე, ფი­ზი­კო­სი ნუგ­ზარ მო­სუ­ლიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც უკ­ვე 12 წე­ლია, ცერ­ნის „ატ­ლას“ ექ­ს­პე­რი­მენ­ტის კო­ლა­ბო­რა­ცი­ის წევ­რია.
ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი ამ­ბობს, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის იქ გამ­გ­ზავ­რე­ბას ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო რამ მო­აქვს რო­გორც მა­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ასე­ვე კო­ლე­გე­ბის­თ­ვის, რად­გა­ნაც თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კის შე­სა­ხებ მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას შემ­დ­გომ კო­ლე­გებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს უზი­ა­რე­ბენ. მი­სი აზ­რით, ასე­თი ვი­ზი­ტე­ბი კი­დევ უფ­რო დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იმის გა­მოც იძენს, რომ სკო­ლებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კა და ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნე­ბი და სი­ახ­ლე­ე­ბი, რაც ბო­ლო ათ­წ­ლე­უ­ლებ­ში მოხ­და, თით­ქ­მის არ ის­წავ­ლე­ბა. ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რი ცერ­ნ­ში 2006 წლი­დან მუ­შა­ობს და 2006-2009 წლებ­ში, რო­ცა დე­ტექ­ტო­რე­ბის ინ­ს­ტა­ლა­ცია და ტეს­ტი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მუდ­მი­ვად იქ იმ­ყო­ფე­ბო­და. ამის შემ­დეგ კი (რად­გან ექ­ს­პე­რი­მენ­ტა­ტო­რის მუდ­მი­ვად ყოფ­ნა სა­ჭი­რო არ არის), წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე­ჯერ ჩა­დის, მი­სი ძი­რი­თა­დი სამ­სა­ხუ­რი კი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტია, ამავ­დ­რო­უ­ლად, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გეა. ამ­ბობს, რომ ევ­რო­პის ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტ­რ­ში ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც პე­და­გო­გე­ბის, ასე­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და შე­უ­ფა­სე­ბე­ლია, ზო­გა­დად, ფი­ზი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

ნუგ­ზარ მო­სუ­ლიშ­ვი­ლი: „ევ­რო­პის ბირ­თ­ვუ­ლი ფი­ზი­კის ცენ­ტ­რი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში, ქა­ლაქ ჟე­ნე­ვის მახ­ლობ­ლად, შვე­ი­ცა­რი­ი­სა და საფ­რან­გე­თის საზღ­ვარ­ზე შე­იქ­მ­ნა. ამ­ჟა­მად ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, მსოფ­ლი­ოს კვლე­ვით ცენტრს წარ­მო­ად­გენს და მსოფ­ლი­ო­ში დღემ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებს შო­რის, ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რია არა მარ­ტო ფი­ზი­კის დარ­გ­ში. ევ­რო­პის ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტ­რი ევ­რო­პის 22 ქვეყ­ნის სა­კუთ­რე­ბაა, კვლე­ვის პრო­ცეს­ში მსოფ­ლი­ოს 80-მდე ქვეყ­ნის 3 ათა­სი ფი­ზი­კო­სია ჩარ­თუ­ლი, სულ — 7 ათა­სი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი.
„ვინ ვართ, სა­ი­დან მო­ვე­დით და სა­ით მი­ვე­ქა­ნე­ბით“, ცერ­ნის კვლე­ვე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი სწო­რედ ეს არის — შე­ვიც­ნოთ სამ­ყა­რო და­ბა­დე­ბი­დან დღემ­დე, თუ რო­გო­რი იყო სამ­ყა­რო მი­სი წარ­მოქ­მ­ნის პირ­ველ მიკ­რო­წა­მებ­ში; რო­გორ შე­იქ­მ­ნა პირ­ვე­ლი ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კი, ატო­მი, მო­ლე­კუ­ლა, შემ­დეგ კი — ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი, პლა­ნე­ტე­ბი და გა­ლაქ­ტი­კე­ბი; რო­გო­რაა მოწყო­ბი­ლი და რა პრო­ცე­სე­ბი მი­დის სამ­ყა­როს სიღ­რ­მე­ში. ცერ­ნ­ში იქ­მ­ნე­ბა არა მარ­ტო თა­ნა­მე­დო­ვე, არა­მედ მო­მავ­ლის ფი­ზი­კა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რომ­ლის სი­კე­თი­თაც შემ­დ­გომ­ში მთე­ლი მსოფ­ლიო უფა­სოდ სარ­გებ­ლობს. გარ­და სა­მეც­ნი­ე­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­სა, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ცერ­ნის სა­გან­მა­ნა­თებ­ლო პროგ­რა­მე­ბიც, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი. სწო­რედ ამ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, წელს, 8-დან 14 აპ­რი­ლამ­დე, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ცერ­ნ­ში, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, გა­იგ­ზავ­ნენ სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან. ასე­თი სა­ხის ვი­ზი­ტე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმით, რომ პე­და­გო­გე­ბი და­ვუ­ახ­ლო­ვოთ თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვებს და მოს­წავ­ლე­ებს გა­უჩ­ნ­დეთ ინ­ტე­რე­სი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის მი­მართ.
პრაქ­ტი­კუ­ლად, სკო­ლებ­ში, კლა­სი­კუ­რი ფი­ზი­კის გარ­და, თით­ქ­მის არ ის­წავ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კის ელე­მენ­ტე­ბი. ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბიც კი, რო­მე­ლიც თით­ქ­მის 100 წე­ლია ცნო­ბი­ლია და რომ­ლის­გა­ნაც აგე­ბუ­ლია მთე­ლი სამ­ყა­რო, ცოცხა­ლიც და არა­ცოცხა­ლიც, ძა­ლი­ან გაკ­ვ­რით და ზო­გა­დად ის­წავ­ლე­ბა. ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლებ­ლებ­მა თა­ვი­სი თვა­ლით ნა­ხონ და მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა ხდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კა­ში და არა მარ­ტო ფი­ზი­კა­ში. მოს­წავ­ლე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც 5-10 წლის შემ­დეგ გავ­ლენ ცხოვ­რე­ბის ას­პა­რეზ­ზე და მეც­ნი­ე­რე­ბა­სა თუ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ფე­სი­ებ­ში ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან, უნ­და იცოდ­ნენ რას­თან მო­უ­წევთ შე­ხე­ბა — მათ აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეთ წარ­მოდ­გე­ნა მო­მავ­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და მო­მავ­ლის ფი­ზი­კა­ზე. სწო­რედ ამ სა­კითხებ­ზე უტარ­დე­ბათ მას­წავ­ლებ­ლებს ცერ­ნ­ში ლექ­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თ­ვე­ლი და უცხო­ე­ლი, ისე სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან მოწ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი უკითხა­ვენ.
ჩე­მი თვა­ლით ვნა­ხე ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რე­აქ­ცია — სა­ო­ცა­რი ემო­ცია ჰქონ­დათ და ამ­ბობ­დ­ნენ, სულ სხვა სამ­ყა­რო­ში მოვ­ხ­ვ­დი­თო. პე­და­გო­გე­ბი, თა­ვის­თა­ვად, ყვე­ლა­ფერს ვერ ნა­ხუ­ლო­ბენ, რად­გან ცერ­ნის ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის კომ­პ­ლექ­სი მი­წის ქვეშ 100 მეტ­რის სიღ­რ­მე­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი, სა­დაც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია დე­ტექ­ტო­რე­ბი და ამაჩ­ქა­რე­ბე­ლი, მთე­ლი რი­გი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამი­ტომ იმ დროს, რო­ცა ჩარ­თუ­ლია კო­ლა­ი­დე­რი და პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, იქ ჩას­ვ­ლა უცხო პი­რე­ბის­თ­ვის შე­უძ­ლე­ბე­ლია, სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც არ უშ­ვებ­ვენ, არა­თუ დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს. ჩვენ მხო­ლოდ მა­შინ შეგ­ვიძ­ლია ჩას­ვ­ლა, რო­ცა კო­ლა­ი­დე­რი გა­მორ­თუ­ლია. ამი­ტომ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, ზე­და­პირ­ზე ნა­ხუ­ლო­ბენ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ექ­ს­პე­რი­მენ­ტებს.
მას­წავ­ლებ­ლებს უტარ­დე­ბათ ლექ­ცი­ე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კის სა­კითხებ­ზე და ყუ­რადღე­ბა იმა­ზე მახ­ვილ­დე­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. შემ­დეგ, რო­ცა ბრუნ­დე­ბი­ან სკო­ლებ­ში ატა­რე­ბენ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს, მა­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი კი სხვა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მარ­თა­ვენ პრე­ზენ­ტა­ცი­ებს. ეს ერ­თ­გ­ვა­რი გა­მო­ცოცხ­ლე­ბაა, მოს­წავ­ლე­ე­ბი ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და და­მო­უ­კი­დებ­ლად ეძე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კის, ბუ­ნე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბი­სა და ობი­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ. ფაქ­ტია, რომ ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და ამა­ში დი­დი წვლი­ლი სწო­რედ იმ მას­წავ­ლებ­ლებს მი­უძღ­ვით, რომ­ლე­ბიც ცერნს სტუმ­რო­ბენ და ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის თვით­მ­ხილ­ვე­ლე­ბი ხდე­ბი­ან. რო­გორც გითხა­რით, მი­წის­ქ­ვეშ ვერ ჩა­დი­ან, მაგ­რამ ზე­და­პირ­ზეც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რამ ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, ნა­ხუ­ლო­ბენ ან­ტიწყალ­ბა­დის ექ­ს­პე­რი­მენტს, მაგ­ნი­ტებს, თუ რო­გორ ხდე­ბა ნა­წი­ლა­კე­ბის აჩ­ქა­რე­ბა, ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის მარ­თ­ვის სის­ტე­მას, მათ აჩ­ვე­ნე­ბენ ფილ­მებს და, მთლი­ა­ნო­ბა­ში, ძა­ლი­ან მდი­დარ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღე­ბენ. მთავარი მი­ზა­ნია, ამ მას­წავ­ლებ­ლებ­მა შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ებს გა­უღ­ვი­ძონ ინ­ტე­რე­სი თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კი­სად­მი. არც და­სა­მა­ლია და არც ახა­ლია, რომ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ფი­ზი­კა, არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია ახალ­გაზ­რ­დებ­ში. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, რო­გორც ფი­ზი­კოსს, ძა­ლი­ან მიკ­ვირს რა­ტომ არ არის პო­პუ­ლა­რუ­ლი ფი­ზი­კა. გარ­შე­მო რა­საც ვუ­ყუ­რებთ და რას­თა­ნაც უშუ­ა­ლო შე­ხე­ბა გვაქვს, ეს ხომ ყვე­ლა­ფე­რი ფი­ზი­კაა. ბუ­ნებ­რი­ვი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბაა, ზე­მოთ ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებს შე­ხე­დო და იფიქ­რო, რო­გორ არის სამ­ყა­რო მოწყო­ბი­ლი, ვინ თუ რამ შექ­მ­ნა, რა კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბია — ეს ყვე­ლა­ფე­რი ფი­ზი­კას­თა­ნაა კავ­შირ­ში. ბო­ლო დროს, ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნე­ბია სამ­ყა­რო­ში, ცო­ტა ხნის წინ ფან­ტას­ტი­კის სფე­როდ რომ მოგ­ვეჩ­ვე­ნე­ბო­და.
ცერ­ნ­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის ვი­ზი­ტე­ბის მთა­ვა­რი შე­დე­გი უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის ჩა­მო­ტა­ნაა.  რე­გი­ო­ნებ­ში ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა ყვე­ლა სკო­ლას და მას­წავ­ლე­ბელს არ აქვს, ამი­ტომ სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ნა­ხი გა­ცი­ლე­ბით უფ­რო შთამ­ბეჭ­და­ვია. ბო­ლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ტექ­ნი­კა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სა­ო­ცა­რი სის­წ­რა­ფით ვი­თარ­დე­ბა, რა­საც დიდ­წი­ლად თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კის მიღ­წე­ვე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს, მე­ტიც, იმ­დე­ნად სწრა­ფად, რომ უკ­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაც კი შე­იმ­ჩნე­ვა — თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბი მას­წავ­ლე­ბელს ძა­ლი­ან რთულ ამო­ცა­ნას უყე­ნებს. ცერ­ნ­ში ვი­ზი­ტი მათ­თ­ვის სხვა კუთხი­თაც ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა — ლექ­ცი­ე­ბი არა მარ­ტო ფი­ზი­კა­ში ეკითხე­ბათ, არა­მედ, მა­გა­ლი­თად, რა რო­ლი აქვს ფი­ზი­კას მე­დი­ცი­ნა­ში ან სხვა პრო­ფე­სი­ებ­ში. თა­ვის­თა­ვად, ყვე­ლა მოს­წავ­ლე ფი­ზი­კო­სი არ გახ­დე­ბა, მაგ­რამ მათ უნ­და იცოდ­ნენ, რა­ში გა­მო­ი­ყე­ნონ ფი­ზი­კა.
ხში­რად სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი მაქვს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი მოჰ­ყავთ და სა­კუ­თა­რი ხე­ლით ატა­რე­ბენ ექ­ს­პე­რი­მენ­ტებს, ვე­სა­უბ­რე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კის სა­კითხებ­ზე. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ ხოლ­მე, ბავ­შ­ვე­ბი ისე­თი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ვფიქ­რობ, ეს გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად მა­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ცერ­ნ­ში ვი­ზი­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მოს­წავ­ლე­ე­ბი ისეთ კითხ­ვებს სვა­მენ, რომ ხან­და­ხან მეც მი­ჭირს პა­სუ­ხის გა­ცე­მა, მარ­ტო იმას კი არ კითხუ­ლო­ბენ, თუ რა არის შა­ვი ხვრე­ლი, უხი­ლა­ვი ენერ­გია, ან­ტი­მა­ტე­რია, პა­რა­ლე­ლუ­რი სამ­ყა­რო­ე­ბი, მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი სივ­რ­ცე­ე­ბი და ბევ­რი სხვა რამ, არა­მედ აინ­ტე­რე­სებთ რო­გორ არის მოწყო­ბი­ლი და ფი­ზი­კის რომელი კა­ნო­ნე­ბი მუ­შა­ობს ან არ მუ­შა­ობს იქ.“

ცი­უ­რი ხურ­ცი­ლა­ვა: „ყო­ველ­თ­ვის მქონ­და სურ­ვი­ლი, მოვ­ხ­ვედ­რი­ლი­ყა­ვი იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის სი­ა­ში, რომ­ლე­ბიც წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ჟე­ნე­ვა­ში, ცერ­ნ­ში გა­დი­ოდ­ნენ ერ­თ­კ­ვი­რი­ან სტა­ჟი­რე­ბას. წელს გა­მი­მარ­თ­ლა და მარ­თ­ლაც აღ­მოვ­ჩ­ნ­დი გა­სამ­გ­ზავ­რე­ბელ 11 მას­წავ­ლე­ბელს შო­რის. STჶმ მი­მარ­თუ­ლე­ბის საგ­ნის პე­და­გო­გე­ბი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გავ­დი­ო­დით ტრე­ნინ­გებს, მე სწო­რედ მათ შო­რის შერ­ჩე­უ­ლი პე­და­გო­გი ვარ. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო, რო­ცა და­მი­რე­კეს და მითხ­რეს, რომ არ­ჩე­უ­ლი ექ­ვ­სი პე­და­გო­გი­დან ერთ-ერ­თი მე ვი­ყა­ვი. რას ვე­ლო­დი ცერ­ნი­დან? პირ­ველ რიგ­ში, ვე­ლო­დი იმას, რომ ბევრ სი­ახ­ლეს გა­ვი­გებ­დი იმ ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის შე­სა­ხებ, რაც ევ­რო­პის ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტ­რის ლა­ბა­რა­ტო­რი­ა­ში კეთ­დე­ბა. ვი­ცო­დი, რომ შევ­ხ­ვ­დე­ბო­დი ქარ­თ­ველ მეც­ნი­ე­რებს და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ერ­თი დი­დი სკო­ლის გავ­ლა იქ­ნე­ბო­და. ამის გარ­და, ზო­გა­დად, ცერ­ნი ფი­ზი­კო­სე­ბის მე­ქაა და ძა­ლი­ან დი­დი ინ­ტე­რე­სით ვე­ლო­დი ამ სამ­ყა­რო­ში მოხ­ვედ­რას.
იქ დაგ­ვ­ხ­ვ­დ­ნენ ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი — ალექ­სი მეს­ტ­ვი­რიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი მი­ნაშ­ვი­ლი, ასე­ვე, მოწ­ვე­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი — ვა­ტო ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი (ინ­გ­ლი­სი­დან) და ირაკ­ლი ღონ­ღა­ძე (დუბ­ნა­დან), მათ სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ე­ბი წაგ­ვი­კითხეს ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის და იქ მიმ­დი­ნა­რე ცდე­ბი­სა და ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის შე­სა­ხებ, გაგ­ვაც­ნეს ბო­ლო წლების მიღ­წე­ვე­ბი. ბო­ლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ცერნს ექ­ვ­სი ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი მეც­ნი­ე­რი ჰყავს, რაც, თა­ვის­თა­ვად, დი­დი მიღ­წე­ვაა. სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩვენ­თ­ვის ახ­ალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ერ­მა, ჯეფ ვი­ე­ნერ­მა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­თა სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს, სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცია წა­ი­კითხა. დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ლექ­ცი­ებს ვის­მენ­დით, შემ­დეგ კი ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დით ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს, კომ­პი­უ­ტე­რულ ოთა­ხებს, გვიჩ­ვე­ნებ­დ­ნენ ფილ­მებს ცერ­ნის შე­სა­ხებ. ერ­თი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი, ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის კვა­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ზე, ჩვენ თვი­თონ ჩა­ვა­ტა­რეთ. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სოს­თან ერ­თად, ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. აქამ­დე არა­ფე­რი ვი­ცო­დით, მა­გა­ლი­თად, ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის კი არა, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვი­საც სი­ახ­ლეა. სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა, ძი­რი­თა­დად, უცხო­ურ ენა­ზე იბეჭ­დე­ბა და  ჩვენ­თ­ვის ნაკ­ლე­ბად ხელ­მის­წავ­დო­მია, ამი­ტომ უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან ფა­სე­უ­ლია. ბევ­რი რამ შე­ვიტყ­ვეთ ცერ­ნის ძი­რი­თა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შე­სა­ხებ, გა­ვი­გეთ, რო­გორ ტარ­დე­ბა ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რი კვლე­ვე­ბი მა­ღა­ლი ენერ­გი­ე­ბის ფი­ზი­კა­ში, ბევ­რი რამ შევიტყვეთ ინო­ვა­ცი­ე­ბის და გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც. სა­ქარ­თ­ვე­ლო, 2011 წლის შემ­დეგ, შე­უ­ერ­თ­და იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­წავ­ლე­ბელ­თა ჯგუფს, რომ­ლე­ბიც პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­დი­ან სტა­ჟი­რე­ბა­ზე. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, 150-მდე ქარ­თ­ველ­მა პე­და­გოგ­მა გა­ი­ა­რა ცერ­ნ­ში სტა­ჟი­რე­ბა.
ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, იქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდნა  და გა­მოც­დი­ლე­ბა ქარ­თ­ველ კო­ლე­გებს გა­ვუ­ზი­ა­როთ, თუმ­ცა, პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლა­ში და შემ­დეგ სკო­ლის გა­რეთ უნ­და გა­ვავ­რ­ცე­ლოთ თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კის უახ­ლე­სი მიღ­წე­ვე­ბი. მოს­წავ­ლე­ებს უნ­და გა­ვუძ­ლი­ე­როთ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა ფი­ზი­კის მი­მართ, იქ­ნებ მე­ტად და­ვაინ­ტე­რეს­ოთ ამ საგ­ნით, ზო­გა­დად, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ შემ­დეგ პრო­ფე­სი­ად აირ­ჩი­ონ — თა­ვი­ან­თი მო­მა­ვა­ლი ფი­ზი­კას და ინ­ჟი­ნე­რი­ას და­უ­კავ­ში­რონ. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად პო­პუ­ლა­რუ­ლია, მა­შინ, რო­ცა მსოფ­ლიო კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის.
მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ უახ­ლე­სი აპა­რა­ტუ­რით აღ­ჭურ­ვი­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მარ­თ­ვის ცენ­ტ­რე­ბი, მაგ­ნი­ტე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­დაც ოთხი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი ტარ­დე­ბა და ერთ-ერ­თ­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი „ატ­ლას“ ჯგუ­ფი, რო­მელ­შიც ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბიც არი­ან. ვი­ყა­ვით ექ­ს­პე­რი­მენ­ტის მარ­თ­ვის ცენ­ტ­რ­ში, გვიჩ­ვე­ნეს 3დ ვი­დე­ო­ფილ­მი ატ­ლა­სი­სა და ნა­წი­ლა­კე­ბის შე­სა­ხებ, გა­ვე­ცა­ნით ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ექ­ს­პე­რი­მენ­ტებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ფერ­მა უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა.
სამ­წუ­ხა­როა, რომ სას­კო­ლო ფი­ზი­კა არ გვაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, იქ ნა­ნა­ხი სკო­ლა­ში გად­მო­ვი­ტა­ნოთ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ.  თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, პა­ტარ-პა­ტა­რა ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ ჩა­ვა­ტა­რეთ სას­კო­ლო ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­შიც შე­იძ­ლე­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ, მაგ­რამ ეს არ არის დი­დად ხელ­შე­სა­ხე­ბი რამ, რა­ზეც გაკ­ვე­თილს ააგებ. ეს ვი­ზი­ტი უფ­რო მეც­ნი­ე­რუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის გაც­ნო­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბა იყო. რაც შე­ე­ხე­ბა სას­კო­ლო ფი­ზი­კას, ძი­რი­თა­დად, კლა­სი­კუ­რი ფი­ზი­კაა, კვან­ტურ და ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კას კი სკო­ლა­ში ნაკ­ლე­ბად ვას­წავ­ლით.
თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კა, სამ­წუ­ხა­როდ, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში შე­ტა­ნი­ლი არ არის. არას­წო­რია, მხო­ლოდ ნი­უ­ტო­ნის კა­ნო­ნე­ბი, ან თუნ­დაც კლა­სი­კუ­რი მე­ქა­ნი­კა, ან ელექ­ტ­რო­ო­ბა ას­წავ­ლო. ჩემს მოს­წავ­ლე­ებს ახ­ლაც იმას ვას­წავ­ლი, რა­საც მე ვსწავ­ლობ­დი სკო­ლა­ში, არა­და უკ­ვე 30 წე­ლია, რაც უმაღ­ლე­სი და­ვამ­თავ­რე. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი ჯე­რაც არ ასა­ხუ­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში. თუნ­დაც ის მეც­ნი­ე­რუ­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბი, რაც მე­დი­ცი­ნა­ში ან ტექ­ნი­კა­ში და­ი­ნერ­გა. ეს სი­ახ­ლე­ე­ბი სას­კო­ლო პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებს სცილ­დე­ბა.
მას­წავ­ლებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის გან­ხილ­ვა­ში და, ჳ-ვჳ კლა­სე­ბის გეგ­მე­ბის გან­ხილ­ვი­სას, ჩვე­ნი შე­ნიშ­ვ­ნე­ბიც გა­ვაგ­ზავ­ნეთ. ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ეს შე­ნიშ­ვ­ნე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, ასე­ვე, აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თეთ სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ხილ­ვა­შიც. მა­გა­ლი­თად, ვჳჳ კლას­ში, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის საგ­ნის სა­ხით, ერ­თად ის­წავ­ლე­ბო­და ქი­მია, ფი­ზი­კა და ბი­ო­ლო­გია. ჩვე­ნი თხოვ­ნით, სა­გა­ნი სა­მად და­ი­ყო. ახ­ლა მუ­შავ­დე­ბა ჳხ კლა­სის ფი­ზი­კა და, აქაც გვაქვს მო­საზ­რე­ბე­ბი, რო­მელ­საც გა­ვუგ­ზავ­ნით სა­მი­ნის­ტ­როს. მაგ­რამ ის, რაც ჩვენ ცერ­ნ­ში ვნა­ხეთ — თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კა — სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ფი­ზი­კა­საც სცილ­დე­ბა, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის ფი­ზი­კაა და რო­ცა გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­მო­ი­ტა­ნენ ამ სა­ფე­ხუ­რის სას­წავ­ლო გეგ­მებს, აუცი­ლებ­ლად ჩავ­წერთ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კის მიღ­წე­ვე­ბი შე­ი­ტა­ნონ პროგ­რა­მა­ში, რად­გან მოს­წავ­ლე­ებ­მა ეს აუცი­ლებ­ლად უნ­და იცოდ­ნენ. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი გა­სა­გე­ბია — ხხჳ-ე სა­უ­კუ­ნე­ში ბავ­შ­ვი ვერ შე­ვა იმ ცოდ­ნით, რაც, თუნ­დაც, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში ჰქონ­და მეც­ნი­ე­რე­ბას, ერ­თი სა­უ­კუ­ნე მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი დროა.
ფი­ზი­კა რომ დღეს არა­პო­პუ­ლა­რუ­ლია, ამა­ში მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბელს ვერ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. მყო­ლია მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან იყ­ვ­ნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ფი­ზი­კით და სწო­რედ ამ მი­მარ­თ­ულე­ბით უნ­დო­დათ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, მაგ­რამ ოჯა­ხის და სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის ზე­გავ­ლე­ნით გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლეს, რად­გან ფიქ­რო­ბდნენ, რომ ეს არა­მომ­გე­ბი­ა­ნი საქ­მეა. მეც­ნი­ე­რე­ბით რომ და­საქ­მ­დე, რთუ­ლი და გრძე­ლი გზაა გა­სავ­ლე­ლი, ქარ­თ­ვე­ლებს კი, რაც შე­იძ­ლე­ბა მოკ­ლე გზის გავ­ლით, საქ­მის ერ­თ­ბა­შად კე­თე­ბა გვიყ­ვარს, ამი­ტომ მი­აჩ­ნი­ათ, რომ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში წას­ვ­ლა არა­სარ­ფი­ა­ნია. უფ­რო მე­ტად ირ­ჩე­ვენ, მა­გა­ლი­თად, ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტს, რომ­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი იოლად საქ­მ­დე­ბი­ან, ან სა­მარ­თ­ალმ­ცოდ­ნე­ო­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბებს. ახალ­გაზ­რ­დე­ბი ხე­დავენ, რომ ამ ფა­კულ­ტე­ტე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მა­თი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა უფ­რო სწრა­ფად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, შო­რე­უ­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი ცო­ტა აში­ნებთ.
ისევ ჩვენს ვი­ზიტს და­ვუბ­რუნ­დე­ბი და გეტყ­ვით, პირ­ველ რიგ­ში, ცერ­ნ­მა და­მა­ნა­ხა, რომ სხვა კუთხით უნ­და ვას­წავ­ლო მოს­წავ­ლე­ებს, უფ­რო ღრმა და შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტე­ლი მიზ­ნე­ბი უნ­და და­ვუ­სა­ხო და ამით მე­ტად და­ვა­ინ­ტე­რე­სო ფი­ზი­კით. ამის გარ­და, ეს ვი­ზი­ტი იყო ძა­ლი­ან დი­დი ჯილ­დო არა მხო­ლოდ ჩემ­თ­ვის, არა­მედ თერთ­მე­ტი­ვე მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და სტი­მუ­ლი იმი­სა, რომ უკე­თე­სად ვი­მუ­შა­ოთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ ბავ­შ­ვებს თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კი­სა და მი­სი მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რაც, თა­ვის­თა­ვად, მეტ შრო­მას მო­ითხოვს.“

თა­მარ ჭო­ლა­ძე: „ცერ­ნ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბა ყვე­ლა­ზე დი­დი ოც­ნე­ბა იყო და დი­დი მად­ლო­ბა ამის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, მას­წავ­ლე­ბელ­თა სახლს, ტრე­ნე­რებს, რო­მელ­თა შე­ფა­სე­ბი­თაც და­ვიმ­სა­ხუ­რე იქ წას­ვ­ლა. ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან უკ­ვე ჩა­ვა­ტა­რე სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა და დე­ტა­ლუ­რად ვე­სა­უბ­რე იმის შე­სა­ხებ, თუ რა არის ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია იმა­ზე, რომ ყვე­ლა­ფე­რი შექ­მ­ნას ხალ­ხის­თ­ვის და თა­ნაც უფა­სოდ. ტექ­ნო­ლო­გი­ებს რომ არ ჩა­მორ­ჩეს თა­ნა­მედ­რო­ვე მო­სახ­ლე­ო­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რ­დო­ბა, მას­წავ­ლებ­ლებს ელ­ჩე­ბის რო­ლი დაგ­ვე­კის­რა. ჩვე­ნი ვა­ლია, ამ ვი­ზი­ტის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ებში ფი­ზიკის მიმართ ინ­ტე­რე­სი აღ­ვ­ძ­რათ თუნ­დაც იმა­ზე სა­უბ­რით, რაც ცენ­რ­ში ვნა­ხეთ. ნახ­ვით კი მარ­თ­ლაც ბევ­რი რამ ვნა­ხეთ და უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ. ლექ­ცი­ე­ბის გარ­და, რო­მე­ლიც მო­ვის­მი­ნეთ, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ცდაც ჩა­ვა­ტა­რეთ. ამ ცდის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, სკო­ლის პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი და ნა­თე­ლია, რომ ბავ­შ­ვე­ბი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩ­ნენ. ვჳჳჳ კლას­ში გუ­შინ ავ­ხ­სე­ნი გაკ­ვე­თი­ლი ელექ­ტ­რო­ბა­ში, სტა­ტი­კუ­რი ცნე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ბირ­თ­ვი შედ­გე­ბა პრო­ტო­ნე­ბი­სა და ნე­იტ­რო­ნე­ბი­სა­გან, მა­სა­ლა კი­დევ უფ­რო გა­ვამ­დიდ­რე იქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნით კვარ­კე­ბის შე­სა­ხებ. მოს­წავ­ლე­ებს გა­ვა­ცა­ნი კვარ­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ავუხ­სე­ნი, რომ პრო­ტო­ნე­ბი და ნე­იტ­რო­ნე­ბი თვი­თონ შედ­გე­ბი­ან კვარ­კე­ბი­სა­გან და გლუ­ო­ნე­ბი­სა­გან, ე.ი. პრო­ტო­ნე­ბი და ნე­იტ­რო­ნე­ბი არ არი­ან ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბი. ვცდი­ლობ, იქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და სი­ახ­ლე­ე­ბი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს და­ვუ­კავ­ში­რო. მა­გა­ლი­თად, მე-10 კლა­სე­ლებ­თან ვი­სა­უბ­რე ზე­გამ­ტა­რებ­ზე. ჩვენ­თ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ სპი­ლენ­ძი ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო გამ­ტა­რია, ცერ­ნ­ში კი იყე­ნე­ბენ რო­გორც იზო­ლა­ტორს. ჩვენც გვიჩ­ვე­ნეს ნიო­ბი­უ­მის და ტი­ტა­ნის შე­ნად­ნო­ბი, რომ­ლის­თ­ვი­საც სპი­ლენ­ძი იზო­ლა­ტო­რია. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ით ბავ­შ­ვე­ბი ცო­ტა არ იყოს შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩ­ნენ. ვი­დე­ო­ჩა­ნაწე­რი­თა და ფო­ტო­ე­ბით გა­ვა­ცა­ნი ეს სა­ინ­ტე­რე­სო შე­ნად­ნო­ბი (ახ­ლა ვის­წავ­ლეთ ნა­ხე­ვარ­გამ­ტა­რე­ბი). ფი­ზი­კით გა­ტა­ცე­ბულ მოს­წავ­ლე­ებ­ში ამ სი­ახ­ლემ ძა­ლი­ან დი­დი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, შე­კითხ­ვე­ბიც დამისვეს.
ბავ­შ­ვებს უფ­რო დი­დი მო­ლო­დი­ნი გა­უჩ­ნ­დათ ჩე­მი ცერ­ნ­ში ყოფ­ნის შემ­დეგ და მე­კითხე­ბი­ან, კი­დევ ხომ არ გვექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რაო. მო­მა­ვა­ლი კვი­რის­თ­ვის ისევ დავ­გეგ­მე სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი, ყვე­ლაფ­რის ერ­თად გა­და­ცე­მას ვერ მო­ვას­წ­რებ, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი ლექ­ცია მო­ვის­მი­ნეთ ვი­ზი­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ სა­მუ­შა­ო­ებ­ში, და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ და­ნად­გა­რე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო ან­ტიწყალ­ბა­დის ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­დაც ან­ტიწყალ­ბა­დი მი­იღე­ბა, ეს მე­თო­დი გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნას, ად­რო­ნუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის­თ­ვის. ად­რო­ნუ­ლი თე­რა­პი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სიმ­სივ­ნუ­რი უჯ­რე­დე­ბის მოწ­ვა ხდება, ამ მე­თო­დით მკურნალობას, ჩვე­უ­ლებ­რივ­თან შე­და­რე­ბით, ნაკ­ლე­ბი უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი აქვს. თა­ვის­თა­ვად, ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ­თ­ვი­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის.
აქამ­დე, ყვე­ლა გაკ­ვე­თილ­ზე, ისე­დაც მო­ვუ­წო­დებ­დი ჩემს მოს­წავ­ლე­ებს, რომ ფი­ზი­კის, ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ქი­მი­ის გა­რე­შე მო­მავ­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ვერ იარ­სე­ბებს. ახ­ლა ეს მო­წო­დე­ბა კი­დევ უფ­რო გა­ას­მაგ­და. ასე მგო­ნია, ცერ­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გაკ­ვე­თილ­ზე რომ შევ­დი­ვარ, ბავ­შ­ვები უფ­რო დაინ­ტე­რე­სე­ბუ­ლები არი­ან. ეს ძა­ლი­ან მომ­წონს, რად­გან მა­თი ინ­ტე­რე­სი ფი­ზი­კი­სად­მი იზ­რ­დე­ბა.
იმის გარ­და, რომ ძა­ლი­ან დი­დი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღეთ, ჩა­ვი­წე­რეთ სა­ი­ტე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მოს­წავ­ლე­ებს თა­ვად შე­უძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დ­ნენ ცერნს. ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ცენ­ტ­რი ახორ­ცი­ე­ლებს რო­გორც ნა­ცი­ო­ნა­ლურ, ისე ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ პროგ­რა­მებს. თუ­კი მოს­წავ­ლე­ებს გა­უჩ­ნ­დე­ბათ სურ­ვი­ლი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ამ პროგ­რა­მებ­ში, გახ­დ­ნენ ცერ­ნის ორ­კ­ვი­რი­ა­ნი ჯგუ­ფის დამ­ს­ვე­ნებ­ლე­ბი და მათ­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შედ­გე­ნი­ლი პროგ­რა­მე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, შე­უძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი თა­ვი­თონ გა­და­უგ­ზავ­ნონ.
შეხ­ვედ­რას რა­ი­ო­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვი­საც ვამ­ზა­დებ, მინ­და იქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და ნა­ნა­ხი მა­თაც გა­ვუ­ზი­ა­რო. ცერ­ნ­ში გავ­ლი­ლი სტა­ჟი­რე­ბა სა­სარ­გებ­ლო უნ­და გავ­ხა­დო არა მხო­ლოდ ჩემ­თ­ვის და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, არა­მედ კო­ლე­გე­ბის­თ­ვი­საც. მინ­და, მა­თაც ვუ­ამ­ბო თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კის იმ სი­ახ­ლე­ებ­ზე, რო­მე­ლიც მეც ახ­ლა შე­ვიტყ­ვე — ნი­ო­ბი­უ­მის და ტი­ტა­ნის შე­ნად­ნო­ბის ან თუნ­დაც სპი­ლენ­ძის იზო­ლა­ტო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ. იქ მი­ღე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ, თა­ვის­თა­ვად გა­მი­ჩი­ნა სურ­ვი­ლი, ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო გავ­ხა­დო თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კის ელე­მენ­ტე­ბით და, რაც მთა­ვა­რია, მო­მავ­ლის პრობ­ლე­მებ­ზე გავ­თ­ვა­ლო.“
6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცერ­ნის ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პულ ცენ­ტ­რ­ში 100-ზე მეტ­მა ქარ­თ­ველ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა აიმაღ­ლა კვა­ლი­ფი­კა­ცია, იქ ვი­ზი­ტის მთა­ვა­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვა — მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის­თ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ზი­კის შე­სა­ხებ უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა რომ ხელ­შე­სა­ხე­ბია, ამა­ში ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის სა­უბ­რი­თაც დარ­წ­მუნ­დე­ბო­დით, ხო­ლო სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ნა­ხი ცერ­ნი რომ გა­ცი­ლე­ბით უფ­რო შთამ­ბეჭ­და­ვი და ფი­ზი­კის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სათ­ვის შე­უ­ფა­სე­ბე­ლია, ეს ისე­დაც ცხა­დია.

24(816)N