გამოდის 1998 წლიდან
2018-03-15
ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ევ­რო­პუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის ნა­წილს გახ­დის

 

ლალი თვალაბეიშვილი 

სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში „უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის — გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­სა და სფე­რო­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სამ წე­ლი­წად­ში ბა­კა­ლავ­რი­სათ­ვის სა­ჭი­რო სწავ­ლის შე­დე­გის მიღ­წე­ვა და გა­ი­ცე­მა შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის დიპ­ლო­მი. და­გეგ­მი­ლია, ასე­ვე, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში სწავ­ლის პე­რი­ო­დის ერთ წლამ­დე ან წე­ლი­წად­-ნა­ხევ­რამ­დე შემ­ცი­რე­ბა. თუმ­ცა, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დ­რე თევ­ზა­ძე ამ­ბობს, რომ კრე­დი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კი არ შემ­ცირ­დე­ბა, გაჩ­ნ­დე­ბა ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ იყოს, ასე­ვე, 180-კრე­დი­ტი­ა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა, რად­გან ჩვენ გვინ­და ვი­ყოთ ევ­რო­პუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის ნა­წი­ლი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია 180-დან 240 კრე­დი­ტამ­დე სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია პროგ­რა­მა­ზე. ჩვენ­თან იყო შაბ­ლო­ნი, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ 240 კრე­დი­ტი.
„ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ევო­ლუ­ცი­ის გზით, შე­უძ­ლე­ბე­ლია თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბულ სის­ტე­მა­ში აღ­მოჩ­ნ­დე. ამის­კენ მივ­დი­ვართ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ. ახ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, რომ შე­მუ­შავ­დეს და დამ­ტ­კიც­დეს 180-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი.
ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნ­და ვი­ყოთ და, რა თქმა უნ­და, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ხა­რის­ხის უმ­კაც­რე­სი კონ­ტ­რო­ლი იმი­სათ­ვის, რომ სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტ­რო ხა­რის­ხე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს გარ­კ­ვე­ულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას. ეს უნ­და გა­ა­კე­თონ შე­სა­ბა­მის­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა, უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.“
ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი ნი­ნო ბე­რე­ლი­ძე აცხა­დებს, რომ ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი­სა და მა­გის­ტ­რა­ტუ­რის პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლე­ბის ვა­დის შემ­ცი­რე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას შე­უწყობს ხელს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სტუ­დენ­ტებ­მა 3-წლი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია 2018 წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან და­იწყონ.
„რო­გორც იცით, არ გვაქვს 3-წლი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი, მაგ­რამ ამე­რი­კის და ევ­რო­პის წამ­ყ­ვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის დი­დი ნა­წი­ლი 3-წლი­ან სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს. რა­კი მა­სი­უ­რად ვერ გა­დავ­დი­ვართ 3-წლი­ან სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე, გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში მო­ვამ­ზა­დეთ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი ახა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს დამ­ტ­კი­ცე­ბის მიზ­ნით და იქ ჩა­ი­წე­რა, რომ მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა 180-კრე­დი­ტი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის და 90-კრე­დი­ტი­ა­ნი მა­გის­ტ­რა­ტუ­რის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის წე­სი, პი­რო­ბე­ბი, კრე­დი­ტე­ბი და ში­ნა­არ­სი. ასე­ვე, იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის და სფე­რო­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია 3 წე­ლი­წად­ში მი­იღ­წეს ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის­თ­ვის სა­ჭი­რო სწავ­ლის შე­დე­გი და გა­ი­ცეს შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია. ახ­ლა კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტ­შია, გავ­ლი­ლი აქვს სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნე­ბი და ცო­ტა ხან­ში გან­ხილ­ვებ­საც და­იწყე­ბენ.“
უცხო­ურ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს არა­ერ­თხელ გა­მო­უთ­ქ­ვამთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ტა­ნის ან ფი­ლი­ა­ლე­ბის გახ­ს­ნის სურ­ვი­ლი, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი ამა­ში ხელს უშ­ლი­დათ. ახა­ლი, 180-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბის შე­მო­ღე­ბა, ამ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის დაძ­ლე­ვის მცდე­ლო­ბა­დაც შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ.
„240-იანი საკ­რე­დი­ტო სის­ტე­მა ხან­და­ხან ხელს უშ­ლი­და ინ­ტეგ­რა­ცი­ას, ერ­თობ­ლი­ვი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. ვთქვათ, უცხო­ურ უნი­ვერ­სი­ტეტს (ძი­რი­თა­დად ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზეა სა­უ­ბა­რი) აქვს 180-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა და მას უნ­და ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხა­რეს­თან, მაგ­რამ ჩვენ არ გვაქვს სა­თა­ნა­დო სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზა, რო­მელ­შიც ეს გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. მარ­თა­ლია, ახ­ლა იქ­მ­ნე­ბა სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზა, მაგ­რამ ამას ჯერ კი­დევ სჭირ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა და დახ­ვე­წა, ე.წ. კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბი. მო­მა­ვა­ლი ექ­ვ­სი თვი­დან ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­ტა­ლუ­რად უნ­და გა­ი­წე­როს, რა პი­რო­ბებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა, რომ და­იწყოს მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ეს პროგ­რა­მე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში უნ­და შე­მუ­შავ­დეს, აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის, პროგ­რა­მე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის თა­ოს­ნო­ბით, შემ­დეგ უნ­და წა­რად­გი­ნონ აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე და მხო­ლოდ აკ­რე­დი­ტა­ცი­ის გავ­ლის შემ­დეგ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ამ პროგ­რა­მებ­ზე სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბა.
შემ­სუ­ბუქ­დე­ბა ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ან სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ბა­რი­ე­რე­ბი, რომ ეს სის­ტე­მა თავ­სე­ბა­დი გახ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას­თან, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა უფ­რო მოქ­ნი­ლი გახ­დე­ბა.“  — ამ­ბობს ალექ­სან­დ­რე თევ­ზა­ძე და აზუს­ტებს, რომ მოქ­მე­დი ოთხ­წ­ლი­ა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბი გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას და ალ­ბათ სა­ბა­კა­ლავ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­ინც ოთხ­წ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ეს 180 კრე­დი­ტი შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს რო­გორც უკ­ვე არ­სე­ბულ ოთხ­წ­ლი­ან რე­ჟიმ­ში, ასე­ვე სამ­ნა­ხევ­რი­ან­ში ან სამ­წ­ლი­ან­ში, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ რო­გორ მი­აღ­წევს პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი იმ მიზ­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­ჭი­როა ამ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბის­თ­ვის.
თუ სწავ­ლას ერ­თი წე­ლი მო­აკ­ლ­დე­ბა, დრო­ის ეკო­ნო­მი­ას­თან ერ­თად, რა თქმა უნ­და, ეს ფი­ნან­სუ­რი ეკო­ნო­მი­აც იქ­ნე­ბა. სა­უ­ბა­რია და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მის გა­და­ხედ­ვა­ზეც. დღეს­დღე­ო­ბით და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა მიბ­მუ­ლია სტუ­დენ­ტ­ზე და იმ კრე­დი­ტებ­ზე, რო­მელ­საც ის იღებს. მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ამ სის­ტე­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, ევო­ლუ­ცი­ა­ზე. მა­გა­ლი­თის­თ­ვის, დღეს არ­სე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი გრან­ტი არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ რას სწავ­ლობს სტუ­დენ­ტი, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით იღებს გა­ნათ­ლე­ბას. მე­ო­რე მხრივ, სწავ­ლა სხვა­დას­ხ­ვა სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე სხვა­დას­ხ­ვა თან­ხა უჯ­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტს — ტექ­ნი­კუ­რი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, ან სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თი სტუ­დენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის შე­საძ­ლოა მე­ტი თან­ხა და­ი­ხარ­ჯოს, ხო­ლო, მა­გა­ლი­თად, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი უფ­რო იაფი ჯდე­ბო­დეს. დღემ­დე ეს სა­კითხი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შიგ­ნით რე­გუ­ლირ­დე­ბო­და, თან­ხებს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ანა­წი­ლებ­და, რაც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, შე­საძ­ლოა, პრობ­ლე­მუ­რიც იყო. გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ამ­ბობს, რომ, სა­სურ­ვე­ლია, ეს სხვა­ო­ბა და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა­ში აისა­ხოს. „რა თქმა უნ­და, თუ ეს მო­ვა­ხერ­ხეთ და კა­ნონ­ში ავ­სა­ხეთ, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან შე­თან­ხ­მე­ბით, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბით, შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა დად­გეს სა­კითხი, თუ რა და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ, ვთქვათ, იმა­ვე 180-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე.
კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­დე­ლი და სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მო­დე­ლი ერ­თ­მა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტებს გა­ცი­ლე­ბით მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რის­ხი აქვთ, მათ შე­უძ­ლი­ათ არ­სე­ბულ გა­და­სა­ხად­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ან ნაკ­ლე­ბი და­ა­წე­სონ. ეს ნიშ­ნავს, რომ მათ უნ­და აირ­ჩი­ონ, რა ტი­პის სექ­ტორ­ზე მუ­შა­ო­ბენ ისი­ნი — იღე­ბენ ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას, გა­ცი­ლე­ბით მეტს ხარ­ჯა­ვენ სტუ­დენ­ტის მომ­ზა­დე­ბა­ში, ვიდ­რე, ვთქვათ, იგი­ვე სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და უფ­რო მა­ღალ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას აძ­ლე­ვენ ან პი­რი­ქით — ცდი­ლო­ბენ, უფ­რო ფარ­თოდ იმუ­შა­ონ და უფ­რო ეკო­ნო­მი­ურ სექ­ტორ­ში იყ­ვ­ნენ, ეს მა­თი არ­ჩე­ვა­ნია.“
სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დის გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი იმ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის და სფე­რო­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლებ­საც ეს ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა და რო­დი­დან და­ი­ნერ­გე­ბა სი­ახ­ლე? გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში აცხა­დე­ბენ, რომ კა­ნო­ნის მი­ღე­ბის შემ­დეგ (გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­ში), ექ­ნე­ბათ გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი — ექ­ვ­სი თვი­დან ერთ წლამ­დე — დე­ტა­ლებ­ზე სა­მუ­შა­ოდ და, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სწო­რედ ეს დე­ტა­ლე­ბი იქ­ნე­ბა ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის თვალ­საზ­რი­სით. კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს იმ პროგ­რა­მე­ბის ანა­ლი­ზი, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და დად­გინ­დეს მა­თი თავ­სე­ბა­დო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პროგ­რა­მებ­თან.
„კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვ­ლის შემ­დეგ, 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დად­გინ­დე­ბა, რო­მელ სფე­რო­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი 180-კრე­დი­ტი­ა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, კრე­დი­ტე­ბის მო­ცუ­ლო­ბა და ში­ნა­არ­სი. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ხელს შე­უწყობს ჩვე­ნი პროგ­რა­მე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას. კა­ნო­ნით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ჩვენ­მა და უცხო­ურ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მე­ბი და გას­ცენ ერ­თობ­ლი­ვი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხე­ბი. აქამ­დე ხე­ლი ეშ­ლე­ბო­და ასე­თი პროგ­რა­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რად­გან მათ სამ­წ­ლი­ან და ჩვენს ოთხ­წ­ლი­ან პროგ­რა­მებს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა იყო. არა­და, კა­ნო­ნით შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქვს, რომ სტუ­დენ­ტ­მა, ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სწავ­ლის ნა­წი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ხო­ლო ნა­წი­ლი უცხო­ეთ­ში გა­ი­ა­როს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ი­ცე­მა ერ­თობ­ლი­ვი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ეს იყოს რო­გორც ორ­მა­გი, ასე­ვე სამ­მა­გი ხა­რის­ხის,“  — გა­ნაცხა­და ნი­ნო ბე­რე­ლი­ძემ.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მებს, ვა­დის და­წე­ვა აქაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბის ნა­წი­ლი 90 კრე­დიტ­ზე ჩა­მო­დის, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. დღეს მა­გის­ტ­რა­ტუ­რის ყვე­ლა პროგ­რა­მა, მი­ნი­მუმ, 120-კრე­დი­ტი­ა­ნია. შე­საძ­ლოა, პროგ­რა­მე­ბის ნა­წი­ლი 90 კრე­დიტ­ზე ჩა­მო­ვი­დეს, შე­სა­ბა­მი­სად, 1 წე­ლი­წად­ში ან წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბის ნა­წი­ლის დაძ­ლე­ვა სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.
კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი იმა­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას, რომ უცხო­ეთ­ში ორი ტი­პის მი­მარ­თუ­ლე­ბა არ­სე­ბობს — თე­ო­რი­უ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი პრო­ფი­ლის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტიც, მა­გის­ტ­რა­ტუ­რაც და დოქ­ტო­რან­ტუ­რაც. ამას­თან, არ­სე­ბობს კონ­კ­რე­ტუ­ლი სფე­რო­ე­ბი, სად შე­იძ­ლე­ბა 90-კრე­დი­ტი­ა­ნი მა­გის­ტ­რა­ტუ­რა იყოს იმი­ტომ, რომ ში­ნა­არსს აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. „ამე­რი­კა­ში 3-წლი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი ნორ­მაა, რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პის ქვეყ­ნებს, ინ­გ­ლისს და გერ­მა­ნი­ას, ძი­რი­თა­დად, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში — ტექ­ნი­კურ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე აქვთ. მა­გა­ლი­თად, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა­ში არის ორი ტი­პის პროგ­რა­მა, ერ­თი რო­მე­ლიც კვლე­ვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში, ხარ თე­ო­რე­ტი­კო­სი და ანა­ლი­ტი­კო­სი, ეს არის აკა­დე­მი­უ­რი პრო­ფი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბა და მო­ი­ცავს ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი სწავ­ლის პრო­ცესს, მაგ­რამ არის მე­ო­რეც, შე­სა­ბა­მი­სი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა და პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის შე­მო­ტა­ნაც. ეს ში­ნა­არ­სი და წყო­ბა გან­საზღ­ვ­რავს პროგ­რა­მის მო­ცუ­ლო­ბა­საც. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის დო­ნე, რომ­ლე­ბიც ამ პროგ­რა­მებ­ზე ირიცხე­ბი­ან. მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კა­ში არ არის სკო­ლა მთლად მა­ღალ დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ამი­ტომ ფე­დე­რა­ლურ დო­ნე­ზე დგას სა­კითხი, რომ ერ­თ­წ­ლი­ა­ნი ზო­გა­დი მომ­ზა­დე­ბის კურ­სი კუ­რი­კუ­ლუ­მებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, შემ­დეგ ორ წელ­ში კი ძი­რი­თად სპე­ცი­ა­ლო­ბას სწავ­ლო­ბენ. თუ ჩვენს პროგ­რა­მებს შევ­ხე­დავთ, სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ბა­კა­ლავ­რი­ატ­ში მოქ­მე­დი 240 კრე­დი­ტი­დან, სა­ვალ­დე­ბუ­ლო, მი­ნი­მუმ, 120 კრე­დი­ტი უნ­და იყოს, რაც სპე­ცი­ა­ლო­ბის სა­განს ეხე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს და­მა­ტე­ბი­თი კომ­პო­ნენ­ტე­ბი ან და­მა­ტე­ბი­თი სპე­ცი­ა­ლო­ბა.
გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს 60-კრე­დი­ტი­ა­ნი მა­გის­ტ­რა­ტუ­რაც, მაგ­რამ თუ ის არ მო­ი­ცავს კვლე­ვის კომ­პო­ნენტს სრულ­ყო­ფი­ლად, სტუ­დენ­ტებს დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში დაშ­ვე­ბის ბა­რი­ე­რი ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ექ­ნე­ბათ. ამი­ტომ აქვს ში­ნა­არსს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რომ ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლო­მი იყოს სრულ­ყო­ფი­ლი, რომ შეძ­ლოს სტუ­დენ­ტ­მა სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ჯერ მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში, შემ­დეგ დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში, ასე­ვე სრულ­ყო­ფი­ლი მა­გის­ტ­რა­ტუ­რის პროგ­რა­მის გავ­ლის შემ­დეგ.“
აღ­ნი­შუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, 2018 წლი­დან, სტუ­დენ­ტებ­მა სწავ­ლა სამ­წ­ლი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის პროგ­რა­მებ­ზე და­იწყონ. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია წე­სის ამოქ­მე­დე­ბა­ზე და იმა­ზე, რამ­დე­ნად სწრა­ფად შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი პროგ­რა­მებს, რომ ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე სწავ­ლა სამ წლამ­დე შე­ამ­ცი­რონ, გა­ივ­ლი­ან ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას ან აკ­რე­დი­ტა­ცი­ით და­ი­მა­ტე­ბენ ამ პროგ­რა­მებს, ეს უკ­ვე სას­წავ­ლებ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა. რაც შე­ე­ხე­ბა უკ­ვე არ­სე­ბულ პროგ­რა­მებს, მათ 3-წლამ­დე ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის შემ­ცი­რე­ბა არ შე­ე­ხე­ბა, თუმ­ცა, სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლო­ბენ, მო­ბი­ლო­ბით შე­ეძ­ლე­ბათ სამ­წ­ლი­ა­ნი ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის პროგ­რა­მებ­ზე გა­დას­ვ­ლა.

13(807)N