გამოდის 1998 წლიდან
2017-10-26
შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სის სკო­ლა­ში გა­და­ტა­ნა — სქე­მის ყვე­ლა­ზე დი­დი მიღ­წე­ვა


მე­ო­რე წე­ლია, რაც მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა ამოქ­მედ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა სქე­მის სუს­ტი და ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი, სა­მო­მავ­ლოდ გა­სას­წო­რე­ბე­ლი ხარ­ვე­ზე­ბი. თუმ­ცა, რო­გორც სქე­მის მო­ნი­ტო­რინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბის მე­ნე­ჯერ­მა, კა­ხა ჟღენ­ტ­მა გვითხ­რა, ეს დრო ცო­ტაა იმის­თ­ვის, რომ სქე­მის მუ­შა­ო­ბა შე­ვა­ფა­სოთ. მი­სი­ვე თქმით,  ყვე­ლა­ზე მე­ტად კრი­ტი­კუ­ლი მე­სა­მე წე­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან „მე­ნეჯ­მენ­ტის ნე­ბის­მი­ე­რი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბობს ახა­ლი სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვის სამ­წ­ლი­ა­ნი ეტა­პი. რო­ცა სის­ტე­მა­ში  ცვლი­ლე­ბა შე­მოგ­ვაქვს, პირ­ვე­ლი ეტა­პი სი­ახ­ლის შე­მო­ტა­ნაა, მე­ო­რე — ამ სი­ახ­ლის ფე­ხის­მო­კი­დე­ბა და მე­სა­მე კი — კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, თუ რო­გორ და­ი­ნერ­გა ცვლი­ლე­ბა. თუ გინ­და, იყო ობი­ექ­ტუ­რი, მე­სა­მე წელს უნ­და ისა­უბ­რო შე­დე­გებ­ზე. სი­ახ­ლის შე­მო­ტა­ნის შემ­დეგ, პირ­ველ და მე­ო­რე წელს, შე­დე­გებ­ზე სა­უ­ბა­რი იმას ნიშ­ნავს, რომ ჩქა­რობ და სის­ტე­მუ­რი ხედ­ვა არ გაქვს. ამი­ტო­მაც, თუ მე­სა­მე წლის შე­დე­გე­ბი ადეკ­ვა­ტუ­რი  იქ­ნე­ბა, ეს იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ სის­ტე­მა კარ­გად მუ­შა­ობს და მყა­რად იდ­გამს ფეხს. თუ გა­მოჩ­ნ­დე­ბა და­ნერ­გ­ვის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, გა­მო­დის, რომ თა­ვი­დან გქონ­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ჩა­ვარ­დ­ნე­ბი, რა­ღაც ვერ გათ­ვა­ლე სწო­რად. გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის ხარ­ვე­ზე­ბი მე­სა­მე წლის ბო­ლოს­თ­ვის უნ­და გაქ­რეს.“
და მა­ინც, რა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი გა­მოვ­ლინ­და სქე­მის და­ნერ­გ­ვი­სას და რო­გო­რია ორი წლის გა­და­სა­ხე­დი­დან მო­ნი­ტო­რინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბის მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცია — კა­ხა ჟღენ­ტის ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­იტყობთ.

—  ბა­ტო­ნო, კა­ხა, ვიდ­რე სა­მი წლის შე­დე­გე­ბამ­დე მი­ვალთ, ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, სქე­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბამ გარ­კ­ვე­უ­ლი კონ­ტუ­რე­ბი მა­ინც შექ­მ­ნა.  ცენ­ტ­რის გა­და­სა­ხე­დი­დან, რა არის ის პლუ­სე­ბი და მი­ნუ­სე­ბი, რაც სქე­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლინ­და?
— პირ­ვე­ლი პლუ­სი არის ის, რომ სკო­ლე­ბი, ბო­ლოს­და­ბო­ლოს, მიხ­ვ­დ­ნენ, სა­ხელ­მ­წი­ფო არ ხუმ­რობს, სქე­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში პო­ლი­ტი­კის შეც­ვ­ლას არ აპი­რებს და მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბა სკო­ლის საქ­მეა, რაც ყვე­ლა­ზე დი­დი მიღ­წე­ვაა. აქამ­დე მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­და გა­რე შე­ფა­სე­ბას და, რაც მთა­ვა­რია, ეს იყო ყვე­ლა­ზე და­ბა­ლე­ფექ­ტუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, ამა­ვე დროს — იაფი,  ტეს­ტე­ბის შე­ფა­სე­ბის ობი­ექ­ტუ­რო­ბა 90%-ზე მე­ტია. თით­ქოს მარ­ტი­ვია — არა­კო­რუფ­ცი­უ­ლი ტეს­ტე­ბის სის­ტე­მას ვქმნით, რა­საც და­წერს, იმის მი­ხედ­ვით ა­ფა­სებ — მშვე­ნი­ე­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია, მაგ­რამ პა­რა­დოქ­სია — მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე უფ­რო შე­უ­სა­ბა­მო! იმი­ტომ, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას  „ტეს­ტე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა არ წარ­მო­ად­გენს“, მას ხომ ხელ­ფასს ვუხ­დით კარ­გი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში, მოს­წავ­ლე­თა წარ­მა­ტე­ბუ­ლ სწავ­ლა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, სქე­მის ამოქ­მე­დე­ბის პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი — შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სის სკო­ლა­ში გა­და­ტა­ნა იყო, რად­გან ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად 67 ათა­სი მას­წავ­ლებ­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა მოკ­ლე ვა­დებ­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია! შე­სა­ბა­მი­სად, ეს პრო­ცე­სი სკო­ლა­ში უნ­და წა­სუ­ლი­ყო, ანუ სა­ხელ­მ­წი­ფოს უნ­და ეთ­ქ­ვა, რომ სკო­ლას ენ­დო­ბა. სხვა­თა ­შო­რის, ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბა, ერ­თი მხრივ, კარ­გი იყო, ობი­ექ­ტუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი შევ­ქ­მე­ნით, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ეს იყო სკო­ლე­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ხატ­ვა. ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­მო­ტა­ნა და მას­ზე ყვე­ლაფ­რის მიბ­მა (ხელ­ფა­სის და ა.შ.), ფაქ­ტობ­რი­ვად, ნიშ­ნავ­და — მე შენ ბავ­შ­ვებს გან­დობ, მაგ­რამ რომ დავ­რ­წ­მუნ­დე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ხარ თუ არა, ამის­თ­ვის სკო­ლის გა­რეთ სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რ­ში უნ­და წახ­ვი­დე და იქ ჩა­ა­ბა­რო გა­მოც­და. სა­მა­გი­ე­როდ, მთელ რიგ პრო­ცე­სებს სკო­ლა­ში, სა­დაც შე­ფა­სე­ბაც ხდე­ბა, პრე­მი­ის გა­ცე­მაც, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბიც დგე­ბა პედ­საბ­ჭო­ზე, გვერდს ვუვ­ლით. ეს არის უნ­დობ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სქე­მით დავ­ძ­ლი­ეთ და შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­მა სკო­ლებ­ში გა­და­ი­ნაც­ვ­ლა. პირ­ველ წელს დი­დი პა­უ­ზა  ჰქონ­დათ სკო­ლებს, რად­გა­ნაც ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ რა­ღაც შე­იც­ვ­ლე­ბო­და, ამი­ტომ  ბევ­რ­მა სკო­ლამ უაზ­როდ გაფ­ლან­გა დრო. ახ­ლა ეს პრო­ცე­სე­ბი ტო­ტა­ლუ­რად გა­მო­ცოცხ­ლ­და — მას­წავ­ლებ­ლე­ბი შე­სა­ფა­სებ­ლად თა­ვი­ანთ აქ­ტი­ვო­ბებს წარ­მო­ად­გე­ნენ, და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ჶ-School-ის სის­ტე­მა­ში ტვირ­თავ­ენ, მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბი კი ამას აფა­სებ­ენ. აქ­ვე ვიტყ­ვი, რომ ერთ-ერ­თი თე­მა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფ­რო უნ­და გა­მოს­წორ­დეს, არის ის, რომ სკო­ლე­ბის ნა­წი­ლი ჯერ ისევ მე­ტად ში­შობს ფორ­მა­ლუ­რი მხა­რის გა­მო — მეტ კითხ­ვას იმა­ზე კი არ სვა­მენ, რო­გორ შე­ა­ფა­სონ ობი­ექ­ტუ­რად, არა­მედ იმა­ზე, რო­გორ არის ოქ­მი და­წე­რი­ლი, ხელ­მო­წე­რე­ბი არის თუ არა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის და ა.შ.
რა თქმა უნ­და, ნე­ბის­მი­ე­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სწო­რი წარ­მო­ე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ მთა­ვა­რია ში­ნა­არ­სობ­რი­ვი მხა­რე. ვი­სურ­ვებ­დით, რომ ჩვენ­თან იმის გა­სარ­კ­ვე­ვად კი არ და­ე­რე­კათ, სამ­ზე მე­ტი ხელ­მო­წე­რა უნ­და თუ სა­მიც საკ­მა­რი­სია, არა­მედ, მა­გა­ლი­თად, გაკ­ვე­თი­ლის შე­ფა­სე­ბის დროს მე­ოთხე კრი­ტე­რი­უ­მი კარ­გად ვერ გა­მო­ვი­ყე­ნე და თუ შე­იძ­ლე­ბა გან­გ­ვი­მარ­ტე­თო. ამ ტი­პის ზა­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით ნაკ­ლე­ბია, თუმ­ცა გა­სა­გე­ბი­ცაა, რო­ცა პრო­ცე­სი ინერ­გე­ბა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცია და დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეც არის, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას გრძნობს, ში­შობს, შეც­დო­მა არ და­უშ­ვას.
რე­ა­ლუ­რად მათ აქვთ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი საქ­მე­თა წარ­მო­ე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეა. თუ ად­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი რე­კავ­და პრე­ტენ­ზი­ით და ამ­ბობ­და, რომ არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სეს, ვურ­ჩევ­დით, შე­მო­ე­ტა­ნა გა­ნაცხა­დი, რო­მე­ლიც მე­რე გე­ნინ­ს­პექ­ცი­ა­ში მი­დი­ო­და და ის იკ­ვ­ლევ­და. ახ­ლა ეს პრო­ცე­სე­ბი ელექ­ტ­რო­ნულ­მა სის­ტე­მამ გა­ა­მარ­ტი­ვა. ეს კი­დევ მე­ო­რე პლუ­სია (პირ­ვე­ლი, რო­გორც გითხა­რით, სკო­ლე­ბის ში­და შე­ფა­სე­ბის ამუ­შა­ვე­ბაა), თუმ­ცა, ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც არის პა­ტა­რა პრობ­ლე­მე­ბი — მა­გა­ლი­თად, ვა­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა ამა­საც ის­წავ­ლი­ან. ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია სწო­რედ იმას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ ვა­დე­ბი უფ­რო ლო­ი­ა­ლუ­რი გახ­დეს. ახ­ლა მკაც­რად არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ატ­ვირ­თ­ვის ვა­დე­ბი — შე­ფა­სე­ბა წლის ბო­ლოს ხდე­ბა. ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბაა, რომ ვა­დე­ბი გაქ­რეს და პრო­ცე­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­წილ­დეს, რაც, შე­სა­ბა­მი­სად, ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სხვა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბებს ითხოვს იმი­ტომ, რომ მას­წავ­ლებ­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ჩნდე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ რო­დის და­ა­ჭერს ღი­ლაკს თითს და იტყ­ვის, რომ მზად არის შე­სა­ფა­სებ­ლად.  აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შემ­დეგ ვე­ღარ იტყ­ვის, რომ ვერ ატ­ვირ­თა ან ვერ გა­ა­კე­თა იმი­ტომ, რომ სის­ტე­მა გა­ი­ჭე­და და ა.შ. ანუ სის­ტე­მას ვე­ღარ და­აბ­რა­ლებს, რად­გან სრუ­ლად მი­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა — რო­ცა იქ­ნე­ბა მზად, მა­შინ შე­ა­ფა­სებს შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი.
გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი — რო­დე­საც შეს­რულ­დე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რაც სქე­მის მი­ხედ­ვი­თაა და­წე­სე­ბუ­ლი, რო­დის აისა­ხე­ბა ის მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუს­სა და ხელ­ფას­ზე. არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით, ეს სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს ხდე­ბა. ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბაა, რომ სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სულ მცი­რე ორ­ჯერ მა­ინც მოხ­დეს. იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია, თუ შე­ფა­სე­ბას ას­რუ­ლებს ოქ­ტომ­ბ­რის თვე­ში, ნო­ემ­ბერ­ში უკ­ვე ისა­ხე­ბო­დეს მის ხელ­ფას­ზე. იმე­დია, აქამ­დეც მი­ვალთ, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, ეს პრო­ცე­სი არ იყოს მიბ­მუ­ლი მა­ინ­ც­და­მა­ინც სას­წავ­ლო წლის ბო­ლო­ზე.
ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მის ამუ­შა­ვე­ბა რომ დი­დი პლუ­სია, იქი­და­ნაც კარ­გად ჩანს, რომ სის­ტე­მა­ში ჩა­ხედ­ვის­თა­ნა­ვე მიხ­ვ­დე­ბით, სად არის ხარ­ვე­ზი, რა არის გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი. უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა მა­შინ­ვე სწორ­დე­ბა, რად­გა­ნაც პრო­ცე­სი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეა და, შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რავ კითხ­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბას (2085 სა­ჯა­რო სკო­ლა­ზე და იმ კერ­ძო სკო­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სქე­მა­ში) სწრა­ფად ვახ­დენთ.
გა­აქ­ტი­ურ­და, ასე­ვე, სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის  თვით­შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი. პირ­ველ წელს, მას­წავ­ლებ­ლე­ბი თვით­შე­ფა­სე­ბას სკეპ­ტი­კუ­რად მო­ე­კიდ­ნენ და უამ­რა­ვი კითხ­ვა გაჩ­ნ­და. შემ­დეგ მიხ­ვ­დ­ნენ, რომ ადეკ­ვა­ტუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ზუს­ტად შე­უძ­ლი­ათ გან­საზღ­ვ­რონ, რო­მე­ლი ძლი­ე­რი მხა­რე წარ­მო­ა­ჩი­ნონ შე­სა­ფა­სებ­ლად. თუ ვი­ცი, რომ სას­წავ­ლო რე­სურ­სის გა­კე­თე­ბა კარ­გად შე­მიძ­ლია, მაგ­რამ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კარ­გად ვერ გა­მო­ვალ სიტყ­ვით, დი­ა­ხაც, აქ­ცენტს სას­წავ­ლო რე­სურ­სის წარ­დ­გე­ნა­ზე გა­ვა­კე­თებ და ამით მეტ და­დე­ბით ქუ­ლას მი­ვი­ღებ, რომ წინ წა­ვი­დე კა­რი­ე­რუ­ლად.
მოკ­ლედ, ვფიქ­რობთ, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი უფ­რო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გახ­და, რაც მთა­ვა­რია, თა­ვი მო­ი­ყა­რა ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში, არ­სე­ბობს ერ­თი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სა­ქა­ღალ­დე, სა­დაც ატ­ვირ­თუ­ლია მას­წავ­ლებ­ლის ყვე­ლა ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც მას სა­უ­კე­თე­სოდ მი­აჩ­ნია. რო­გორც კი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ატ­ვირ­თავს ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში, შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი ვალ­დე­ბუ­ლია, შე­ა­ფა­სოს. არც ერ­თი ატ­ვირ­თუ­ლი სა­ბუ­თი შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ბა, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს იქ­ნე­ბა შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის ხარ­ვე­ზი, რო­მელ­საც მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი პო­უ­ლობს და სკო­ლას წე­რი­ლო­ბით ატყო­ბი­ნებს — მას­წავ­ლე­ბელს წარ­მოდ­გე­ნი­ლი აქვს რა­ღაც შე­სა­ფა­სებ­ლად, მი­აქ­ციე ყუ­რადღე­ბა და მი­თი­თე­ბულ ვა­დებ­ში სთხოვს შე­ფა­სე­ბას.
სქე­მის მიღ­წე­ვაა, რომ სკო­ლებ­ში მა­სი­უ­რად  და­იწყო ისე­თი პრო­ცე­სი, რო­გო­რიც არის სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის კვლე­ვა — პრაქ­ტი­კის კვლე­ვა და რეფ­ლექ­სია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პე­რი­ო­დუ­ლად გხვდე­ბა დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლო ფორ­მა­ლუ­რად და­წე­რილ ან შე­და­რე­ბით არა­სიღ­რ­მი­სე­უ­ლად, მაგ­რამ ეს მოვ­ლე­ნა დამ­კ­ვიდ­რ­და. მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო­ძი­ე­ბის და რეფ­ლექ­სი­ის გა­რე­შე, ზო­გა­დად, ამის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სია.
კი­დევ ერ­თი ძა­ლი­ან დი­დი პლუ­სია ისიც, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს სის­ტე­მა, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც გა­ეხ­ს­ნათ გზა სა­კუ­თარი კა­რი­ე­რუ­ლი ზრდი­სა­კენ. სქე­მამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახა­ლი „თა­მა­შის წე­სი“ შე­მო­ი­ტა­ნა — თუ გე­კუთ­ვ­ნის კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა და და­ფა­სე­ბა, ამ პრო­ცესს ვე­რა­ფე­რი შე­ა­ჩე­რებს! მა­გა­ლი­თად,  პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც ჩა­ა­ბა­რა ორი გა­მოც­და (მი­თ უ­მე­ტეს ახ­ლა შე­და­რე­ბით ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა მათ მი­მართ, რად­გა­ნაც გა­მოც­და­ში 1-დან 10 კრე­დი­ტამ­დე შე­უძ­ლია და­აგ­რო­ვოს) და და­დე­ბი­თად შე­უ­ფას­და; ამა­ვე დროს, სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა შე­სა­ფა­სებ­ლად და და­აგ­რო­ვა 19 კრე­დი­ტი, მას ეკუთ­ვ­ნის გახ­დეს უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი; თუ უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი აგ­რო­ვებს შე­სა­ბა­მის კრე­დიტს — გახ­დეს წამ­ყ­ვა­ნი, მას ეკუთ­ვ­ნის, რომ გახ­დეს წამ­ყ­ვა­ნი, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად იმას ნიშ­ნავს, რომ გა­ე­ზარ­დოს ხელ­ფა­სი, ანუ მი­სი სა­ხელ­ფა­სო ანაზღა­უ­რე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სია. იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, თუ დი­რექ­ტორ­მა ან შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­მა სუ­ბი­ექ­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტა და უარ­ყო­ფი­თად შე­უ­ფა­სა რო­მე­ლი­მე აქ­ტი­ვო­ბა, მას­წავ­ლე­ბელს აქვს მე­ქა­ნიზ­მი — საპ­რე­ტენ­ზიო გა­ნაცხა­დის შე­ტა­ნა ჩვენს ცენ­ტ­რ­ში — და მის საქ­მი­ა­ნო­ბას გა­რე შემ­ფა­სე­ბე­ლი შე­ა­ფა­სებს. თუ ის აღ­მო­ა­ჩენს, რომ მას­წავ­ლე­ბელს ობი­ექ­ტუ­რად ეკუთ­ვ­ნის და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა, აუცი­ლებ­ლად შე­ა­ფა­სებს და­დე­ბი­თად და სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას წინ არა­ფე­რი და­უდ­გე­ბა. რაც მთა­ვა­რია, საპ­რე­ტენ­ზიო გა­ნაცხა­დი რე­გი­ო­ნის, სოფ­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა აქ ჩა­მო­უს­ვ­ლე­ლად, ელექ­ტ­რო­ნუ­ლად გა­მო­აგ­ზავ­ნოს. ასე რომ, კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის პრო­ცე­სი კი­დევ უფ­რო ობი­ექ­ტუ­რი გახ­და. ამ კუთხით მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბაც გა­ი­ზარ­და, თუნ­დაც ტე­ლე­ფონ­ზე და­რეკ­ვით, რად­გან მას­წავ­ლე­ბელ­მა უკ­ვე იცის, რომ  და­რეკ­ვა­საც კი აზ­რი აქვს. წელს საპ­რე­ტენ­ზიო გა­ნაცხა­დე­ბის შე­მოს­ვ­ლის ვა­და — 20 ოქ­ტომ­ბერს დასრულ­და.

— რამ­დე­ნი საპ­რე­ტენ­ზიო გა­ნაცხა­დი შე­მო­ვი­და და შეც­ვ­ლის თუ არა ეს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის სუ­რათს? 
— დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მხო­ლოდ 71 საპ­რე­ტენ­ზიო გა­ნაცხა­დია შე­მო­სუ­ლი. ამ საპ­რე­ტენ­ზიო გა­ნაცხა­დე­ბის თით­ქ­მის ერ­თი მე­სა­მე­დი გვატყო­ბი­ნებს, რომ შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებს და­ა­ვიწყ­დათ წი­ნა­და­დე­ბის წარ­დ­გე­ნა. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გვი­წევს მი­სი შე­ფა­სე­ბის მთე­ლი პრო­ცე­სის გა­და­ხედ­ვა და თუ გა­მო­ვავ­ლენთ, რომ ეკუთ­ვ­ნის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა, ჶmis-თან ვშუ­ამ­დ­გომ­ლობთ, რომ გა­იხ­ს­ნას სის­ტე­მა კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და სკო­ლას მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, წა­რად­გი­ნოს მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის წი­ნა­და­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, აუცი­ლებ­ლად იც­ვ­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი.
თუმც არის და­სა­ფიქ­რე­ბე­ლი მო­მენ­ტიც — რო­ცა 67 ათა­სი მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მხო­ლოდ 71 საპ­რე­ტენ­ზიო წი­ნა­და­დე­ბა შე­მო­დის, ორი ვა­რი­ან­ტია: სკო­ლებ­ში პრო­ცე­სე­ბი, ძი­რი­თა­დად, ნორ­მა­ლუ­რად მი­დის ან სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სტან­დარ­ტებს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ვგეგ­მავთ. მო­ნი­ტო­რინ­გი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, მხო­ლოდ 200 სკო­ლის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ნახ­ვას ახერ­ხებს, ძა­ლი­ან დი­დი სივ­რ­ცეა შე­სა­მოწ­მე­ბე­ლი და მი­სი ერ­თ­დ­რო­უ­ლად შე­მოწ­მე­ბა ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია.
წელს, სქე­მის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, სტა­ტუ­სი შე­ეც­ვა­ლა 2000 მას­წავ­ლე­ბელს. 67 ათა­სი მას­წავ­ლებ­ლის გა­და­სა­ხე­დი­დან, შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ, რომ ცო­ტაა, მაგ­რამ ჩე­მი აზ­რით, ეს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი შე­დე­გია. თუ და­ნარ­ჩე­ნი კო­ლე­გე­ბი და­უ­ჯე­რე­ბენ სის­ტე­მას და გა­უყ­ვე­ბი­ან ამ 2000 კა­ცის გზას, მო­მა­ვალ წელს, ეს შე­დე­გი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ორ­მაგ­დე­ბა.
ერთ-ერ­თი საფ­რ­თხე მდგო­მა­რე­ობ­და იმა­ში, რომ სის­ტე­მა, სა­დაც პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სკო­ლა­ზე გა­და­ვი­და, ფორ­მა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ გამ­ხ­და­რი­ყო. ამ ორი წლის მუ­შა­ო­ბის კარ­გი შე­დე­გი სწო­რედ ის არის, რომ ასე არ მოხ­და. პი­რი­ქით, არის სა­და­ვო სა­კითხე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ ეთან­ხ­მე­ბი­ან გარ­კ­ვე­ულ შე­ფა­სე­ბებს, ანუ შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად მი­უდ­გ­ნენ საქ­მეს და და­კის­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა ბო­რო­ტად არ გა­მო­ი­ყე­ნეს — ფორ­მა­ლუ­რად არ და­უ­წე­რეს თა­ვი­ან­თი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს ქუ­ლე­ბი, შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლი პლუ­სე­ბით და მი­ნუ­სე­ბით წა­რი­მარ­თა.

— და რა არის ის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხარ­ვე­ზე­ბი, რო­მე­ლიც სქე­მის და­ნერ­გ­ვამ გა­მო­ა­ჩი­ნა?
— ერთ-ერ­თი პრო­ბ­ლე­მა, რო­მელ­ზეც აუცი­ლებ­ლად უნ­და ვი­მუ­შა­ოთ, არის ის, რომ შე­ფა­სე­ბას, რო­გორც ყვე­ლა იური­დი­ულ აქტს, აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი — აქ­ტე­ბის შედ­გე­ნა, რო­მე­ლიც, ხელ­მო­წე­რის შემ­დეგ, უნ­და დას­კა­ნერ­დეს და აიტ­ვირ­თოს. ძა­ლი­ან დი­დი მო­ცუ­ლო­ბის საქ­მე­თა წარ­მო­ე­ბა ახ­ლავს თან შე­ფა­სე­ბას. სკო­ლას და­ე­მა­ტა ეს საქ­მი­ა­ნო­ბა, ამ მხრივ გა­მოვ­ლინ­და ხარ­ვე­ზე­ბი, ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში არას­წო­რად იტ­ვირ­თე­ბა დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბა­ზეც მე­რე დრო იკარ­გე­ბა. სის­ტე­მა ნა­ხევ­რად ელექ­ტ­რო­ნუ­ლია, პა­რა­ლე­ლუ­რად, საქ­მე­თა წარ­მო­ე­ბა ქა­ღალ­დ­ზეც ხდე­ბა. სის­ტე­მა უნ­და გან­ვი­თარ­დეს ისე, რომ მთლი­ა­ნად ელექ­ტ­რო­ნი­ზა­ცია მოხ­დეს, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი მე­ტად იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.
ხარ­ვე­ზე­ბი გა­მოჩ­ნ­და ზო­გა­დად, ელექ­ტ­რო­ნული სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის და­ბა­ლი კომ­პე­ტენ­ცია არ­თუ­ლებს სკო­ლის მარ­თ­ვის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მის ეფექ­ტურ გა­მო­ყე­ნე­ბას. მას­წავ­ლებ­ლე­ბი თა­ვად არ არი­ან ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი და დე­ლე­გი­რე­ბუ­ლი აქვთ სკო­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო მე­ნე­ჯერ­ზე, რო­მე­ლიც ხში­რად უშ­ვებს შეც­დო­მებს დო­კუ­მენ­ტე­ბის ატ­ვირ­თ­ვის პრო­ცეს­ში. ამი­ტომ სა­ჭი­როა ვიზ­რუ­ნოთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნი­კუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რომ თვი­თონ შეძ­ლონ ამის კე­თე­ბა.

—  ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ინერ­გე­ბა სქე­მა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში?
— არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლების მას­წავ­ლებ­ლებს წვდო­მა აქვთ ყვე­ლა სა­ჭი­რო მა­სა­ლას­თან, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თარ­გ­მ­ნია მათ მშობ­ლი­ურ ენა­ზე. ძა­ლი­ან ხში­რად მათ­თან ერ­თი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნია ან ქარ­თუ­ლი იცის იმ დო­ნე­ზე, რომ ჩვენ­თან ახერ­ხებ­დეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. მომ­ზა­დე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც, მეტ-ნაკ­ლე­ბად, ნორ­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ციაა, რად­გან მათ­თ­ვი­საც ტარ­დე­ბა სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებ­თან სომ­ხურ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენებ­ზე. ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის მი­ერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც ხდე­ბა დი­რექ­ტო­რე­ბის და ერ­თი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის, ასე­ვე STჶმ მი­მარ­თუ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა. სა­მი­ნის­ტ­როს დაკ­ვე­თით, ამ მო­დუ­ლებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია სქე­მის პრო­ცე­სე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ცენ­ტ­რი ცდი­ლობს, მა­თი­ვე ენა­ზე იმუ­შა­ოს შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებ­თან. მე­ო­რე მხრივ მუ­შა­ობს მი­ლე­ნი­უ­მის პრო­ექ­ტიც. რა თქმა უნ­და, ენის ცოდ­ნის პრობ­ლე­მა, ჯერ­ჯე­რო­ბით, ისევ არ­სე­ბობს. არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის ცო­ტა დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ სქე­მა მა­ინც ყველ­გან ერ­თ­დ­რო­უ­ლად გავ­რ­ცელ­და, ანუ სქე­მას არ გა­ნურ­ჩე­ვია ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი. ამი­ტომ მინ­და გითხ­რათ, რომ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­ერ­თ­ვ­ნენ სქე­მა­ში და სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნის პრობ­ლე­მა არ აქვთ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად არი­ან პრო­ცე­სე­ბის მო­ნა­წი­ლე, მათ შო­რის სტა­ტუ­სე­ბის შეც­ვ­ლის თვალ­საზ­რი­სი­თაც.
არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დას ქარ­თულ ენა­ზე აბა­რე­ბენ, ხო­ლო სა­გა­ნი შე­უძ­ლი­ათ მშობ­ლი­ურ ენა­ზე ჩა­ა­ბა­რონ. თუ გა­მოც­დას ვერ ჩა­ა­ბა­რე­ბენ, სამ­წუ­ხა­როდ, ისევ პრაქ­ტი­კო­სის სა­ფე­ხურ­ზე დარ­ჩე­ბი­ან, რად­გა­ნაც სქე­მის მი­ხედ­ვით, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა იმ სა­ვალ­დე­ბუ­ლო თუ და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა­საც კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნას, ამა­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო დიდ რე­სურსს ხარ­ჯავს და მათ აუცი­ლებ­ლად უნ­და ის­წავ­ლონ ქარ­თუ­ლი ენა.
სქე­მამ ამ ადა­მი­ა­ნებს და­ა­ნა­ხა, რომ მა­თი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა დი­რექ­ტორ­ზე კი არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, არა­მედ მათ­ზე. რა თქმა უნ­და, იძუ­ლე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი ვერ წა­ვა, მთა­ვა­რია მო­ტი­ვა­ცია და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა. მი­ლე­ნი­უ­მის პრო­ექ­ტი ამის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რად­გან მათ ისე­თი პროგ­რა­მა აქვთ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ერ­თ­დ­რო­უ­ლად მუ­შა­ობს ყვე­ლა­ზე — დი­რექ­ტორ­ზე, ფა­სი­ლი­ტა­ტორ­ზე და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო  მი­მარ­თუ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­ზე. ეს მათ აუცი­ლებ­ლად გო­ნივ­რუ­ლად უნ­და გა­მო­ი­ყე­ნონ. თუ­კი სკო­ლა­ში გაჩ­ნ­დე­ბი­ან გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სტა­ტუსს გა­ი­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა ამან  მათ კო­ლე­გებს მის­ცეს სტი­მუ­ლი.
ახა­ლი თა­ო­ბა, პი­რა­დად ვის­თა­ნაც მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობს. მათ გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვთ, რომ თუ­კი სა­ხელ­მ­წი­ფო ენა იცი, შენ­თ­ვი­საც ისე­თი­ვე ღიაა ყვე­ლა სი­კე­თე, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

34(788)N