გამოდის 1998 წლიდან
2016-10-20
ნახევრად ელექტრონული ფორმატი კომფორტული და წარმატებული აღმოჩნდა გვესაუბრება შეფასებისა და გამოცდების


ერ­ოვ­ნული ცენტრის ქართული ენისა და
ლი­ტე­რა­ტურის ჯგუფის ხელმძღვანელი
კა­ხა ჯამ­ბუ­რია

— რო­გორ ჩა­ი­ა­რა ქარ­თუ­ლი ენის გა­მოც­დამ წელს, რო­გო­რი იყო შე­დე­გე­ბი გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით და რო­გორ გა­არ­თ­ვეს თა­ვი აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა გა­მოც­დის ნა­ხევ­რად ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატს?
— პირ­ველ რიგ­ში, უნ­და ით­ქ­ვას, რომ ეს სი­ახ­ლე — ნა­ხევ­რად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბი, ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახალ­მა სის­ტე­მამ გა­ა­მარ­თ­ლა. ად­რე იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ვერ ას­წ­რებ­დ­ნენ მუ­შა­ო­ბის დამ­თავ­რე­ბას, ხან გა­და­წე­რას ვერ ას­წ­რებ­დ­ნენ, ამ­ბობ­დ­ნენ, რომ დრო არ ეყოთ. წელს ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი არ ყო­ფი­ლა, გარ­და ამი­სა, ეკ­რან­ზე მუ­შა­ო­ბა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ბევ­რად უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, ვიდ­რე ვე­ლო­დით. მარ­თა­ლია, კომ­პი­უ­ტერს, რო­მელ­თა­ნაც მუ­შა­ობ­დ­ნენ და კითხუ­ლობ­დ­ნენ ტექ­ს­ტებს, პა­ტა­რა ეკ­რა­ნი აქვს, მაგ­რამ თვი­თონ ტექ­ს­ტი დი­დად არის, გარ­და ამი­სა, შე­იძ­ლე­ბა მი­სი გა­დი­დე­ბა-და­პა­ტა­რა­ვე­ბა. აღ­მოჩ­ნ­და, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა თა­ვი­სუფ­ლად იმუ­შა­ვეს, ხე­ლი არა­ფერ­ში შე­ე­შა­ლათ. უფ­რო მე­ტიც, ერ­თი უც­ნა­უ­რი შე­დე­გი იყო: ად­რე, რო­დე­საც ტექსტს და­ბეჭ­დი­ლი ქა­ღალ­დი­დან კითხუ­ლობ­დ­ნენ, ძა­ლი­ან ხში­რად არას­წო­რად კითხუ­ლობ­დ­ნენ ამა თუ იმ სიტყ­ვას. ეს ჩან­და პირ­ველ ორ და­ვა­ლე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ესეს სა­თა­უ­რის არას­წო­რი წა­კითხ­ვა ხში­რად იწ­ვევ­და იმას, რომ სხვა რა­მეს წერ­დ­ნენ. მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვე­ბი ახ­ლა აღარ იყო. ეტყო­ბა იმი­ტომ, რომ ტექ­ს­ტი უფ­რო დი­დი შრიფ­ტით არის, უკეთ ხე­და­ვენ და უკეთ კითხუ­ლო­ბენ. ამ­დე­ნად, ვფიქ­რობ, ნა­ხევ­რად ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოც­და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა და სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ამ­ხე­ლა წა­მოწყე­ბა კარ­გად დამ­თავ­რ­და. გა­მოც­დის ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში ჩა­ტა­რე­ბა უზარ­მა­ზა­რი ეკო­ნო­მი­ა­ცაა, გახ­სოვთ, ალ­ბათ, რომ ტეს­ტე­ბი იბეჭ­დე­ბო­და ინ­გ­ლის­ში, მე­რე — ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა, შე­ნახ­ვა ბან­კებ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ თან­ხე­ბის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბით, ბევ­რი კარ­გი საქ­მის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ეს ბევ­რად წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო.
რაც შე­ე­ხე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ნა­წე­რებს, ვერ ვიტყ­ვი, რომ ძა­ლი­ან დი­დი სხვა­ო­ბაა წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით. და­ახ­ლო­ე­ბით, იმა­ვე დო­ნის ნა­წე­რე­ბია, რაც წი­ნა წლებ­ში გვქონ­და, მაგ­რამ ეს უკ­ვე იძ­ლე­ვა შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ველს, რად­გან ყო­ველ წელს ცო­ტა­თი უნ­და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს ვი­თა­რე­ბა. თუ არ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ სკო­ლებ­ში საქ­მე კარ­გად არ არის  და  სა­ხელ­მ­წი­ფომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად უნ­და იფიქ­როს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბა­ზე.
მა­გა­ლი­თად, ის, რომ ჩვე­ნი ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან ცუ­დად მეტყ­ვე­ლე­ბენ, ბევ­რ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია არა მარ­ტო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გარ­კ­ვე­ულ ხარ­ვე­ზებ­ზე, არა­მედ ჩვენს ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ზეც. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, ხში­რად, არ უკ­ვირ­დე­ბი­ან ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან რას ამ­ბო­ბენ. არ შე­იძ­ლე­ბა ილა­პა­რა­კო ისე, რო­გორც, ვთქვათ, ჩვე­ნი სპორ­ტუ­ლი მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ. არ შე­იძ­ლე­ბა „შე­ე­ცა­და და­ერ­ტყას“ ნაც­ვ­ლად, თქვა, რომ „ად­გი­ლი ჰქონ­და ბურ­თის დარ­ტყ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მცდე­ლო­ბას“. ეს უკ­ვე ქარ­თუ­ლი აღარ არის. ამას ის­მე­ნენ გა­უ­თა­ვებ­ლად ბავ­შ­ვე­ბი. რო­დე­საც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მი­დი­ო­და, ბავ­შ­ვე­ბი უყუ­რებ­დ­ნენ და გა­მუდ­მე­ბით ეს­მო­დათ — „შვი­დი სე­ი­ვი გა­ა­კე­თა“. რას ნიშ­ნავს ეს?! „მე­კა­რემ გა­და­არ­ჩი­ნა კა­რი გაშ­ვე­ბულ ბურთს“. რა­ტომ­ღაც ამ­ბო­ბენ „კი­პერს“, რა­ტომ გა­ვა­უქ­მეთ სიტყ­ვა „მე­კა­რე“ ან რა­ტომ უნ­და და­ვამ­კ­ვიდ­როთ ინ­გ­ლი­სუ­რი სიტყ­ვა („გოლ­ქი­ფა“) რუ­სუ­ლი ტრან­ს­კ­რიფ­ცი­ით?! რა­ტომ ვამ­კ­ვიდ­რებთ, „მე­ტო­ქის“ ნაც­ვ­ლად, „ვი­ზა­ვის“. ცუ­დი სიტყ­ვაა „მე­ტო­ქე“ ან „მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე“? ქარ­თუ­ლი ენის მა­სი­უ­რი გა­ღა­რი­ბე­ბა, ინ­გ­ლი­სუ­რი სიტყ­ვე­ბის ასე­თი მა­სი­უ­რი შე­მოჭ­რა, რა თქმა უნ­და, ბავ­შ­ვე­ბის მეტყ­ვე­ლე­ბა­ზეც აისა­ხე­ბა. მა­გა­ლი­თად, მშვე­ნი­ე­რი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­და­ცე­მაა პირ­ველ არ­ხ­ზე, სა­დაც ძა­ლი­ან ხში­რად ის­მის, „ხმო­ვა­ნე­ბის“ ან „ჟღე­რა­დო­ბის“ ნაც­ვ­ლად, სიტყ­ვა „საუნ­დი“. რა სა­ჭი­როა, რა­ტომ ვას­მე­ნი­ნებთ ბავ­შ­ვებს ასეთ არას­წორ ქარ­თულს? ამის შე­დეგს, რა თქმა უნ­და, ვხე­დავთ გა­მოც­დებ­ზე — ისი­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით, ისე მეტყ­ვე­ლე­ბენ, რო­გორც ეს­მით. ძა­ლი­ან ცუ­დია, რო­ცა ამას კა­ნო­ნის დო­ნე­ზე არ აწეს­რი­გებს სა­ხელ­მ­წი­ფო. მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყო ენის კა­ნო­ნი და იქ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იყო გა­აზ­რე­ბუ­ლი და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. არ შე­იძ­ლე­ბა ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან ასე­თი გა­უ­მარ­თა­ვი ქარ­თუ­ლი ის­მო­დეს, ეს სა­ხელ­მ­წი­ფომ არ უნ­და და­უშ­ვას.  უცხო ენი­დან შე­მო­სუ­ლი სიტყ­ვე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბა, რო­დე­საც შეგ­ნე­ბუ­ლად ცვლი­ან პირ­და­პირ ქარ­თულ შე­სატყ­ვი­სებს, და­უშ­ვე­ბე­ლია, ამას რა­ღა­ცით უნ­და და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ. ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ვხე­დავთ, რო­გორ უფ­რო და უფ­რო ღა­რიბ­დე­ბა ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ლექ­სი­კა, რო­გორ უჭირთ მათ აზ­რის გა­მო­ხატ­ვა იმი­ტომ, რომ მწი­რი  ლექ­სი­კა აქვთ.
მო­ვუს­მი­ნოთ, თუნ­დაც, ამინ­დის პროგ­ნოზს. ყო­ველ­დღე გვეს­მის, მა­გა­ლი­თად, „ხვალ და­ფიქ­სირ­დე­ბა 20 გრა­დუ­სი“. სიტყ­ვა „და­ფიქ­სი­რე­ბა“ ნიშ­ნავს რა­ღაც საგ­ნის ისე და­მაგ­რე­ბას, რომ არ ირ­ხე­ო­დეს, არ მოძ­რა­ობ­დეს. გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცას გა­მო­ხა­ტავ­დეს „და­ფიქ­სი­რე­ბა“, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, „ხვალ და­მაგ­რ­დე­ბა 20 გრა­დუ­სი“?! რა­ტომ და­ვამ­კ­ვიდ­რეთ ეს სა­ში­ნე­ლი მეტყ­ვე­ლე­ბა?! მე­რე გვიკ­ვირს,  რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ვერ წე­რენ, ვერ აზ­როვ­ნე­ბენ გა­მარ­თუ­ლად,  გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ძა­ლი­ან მწი­რი ლექ­სი­კით და ღა­რი­ბი მეტყ­ვე­ლე­ბით. გუ­ლი შე­გი­ღონ­დე­ბა ხან­და­ხან, მათ ნა­წე­რებს რომ კითხუ­ლობ.
რა თქმა უნ­და, ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი მა­სი­უ­რი არ არის, თუმ­ცა, ღირს და­სა­ფიქ­რებ­ლად.  გა­მოც­და­ზე ძა­ლი­ან კარ­გი ნა­წე­რე­ბიც შეგ­ვ­ხ­ვ­და (ვფიქ­რობთ ჩვენს ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას). მა­გა­ლი­თად, მი­ვე­ცით და­ვით წე­რე­დი­ა­ნის ძა­ლი­ან რთუ­ლი ლექ­სი. სხვა­თა შო­რის, ამა­ვე ავ­ტო­რის მე­ო­რე ლექ­სი, და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე სირ­თუ­ლის, შე­ტა­ნი­ლი იყო მას­წავ­ლებ­ლის სა­გა­მოც­დო ტეს­ტ­ში. ჩვენ ვერ ვნა­ხეთ ძა­ლი­ან კარ­გი ნა­წე­რე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოც­დის შემ­დეგ, მაგ­რამ ბავ­შ­ვე­ბის ნა­წე­რებ­ში რამ­დე­ნი­მე ისე­თი კარ­გი თხზუ­ლე­ბა იყო ამ ლექ­ს­ზე (ლექ­სის ანა­ლი­ზი საკ­მა­ოდ რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა იყო), რომ სი­ა­მოვ­ნე­ბით ვაჩ­ვე­ნებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას — აი, რა ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ან ახალ თა­ო­ბა­ში და რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სწო­რი, კარ­გი, ნორ­მა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის შექ­მ­ნა.
რამ­დე­ნი­მე წლის წინ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ბავ­შ­ვებ­მა არ იცი­ან რა ხდე­ბო­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნე­ში. ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს ამის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს.  ჩვენ ეს რამ­დენ­ჯერ­მე გან­ვაცხა­დეთ სა­ჯა­როდ, სა­მი­ნის­ტ­რო­საც შე­ვატყო­ბი­ნეთ, ამას რე­ა­გი­რე­ბა არ უნ­და მოჰყ­ვეს? რო­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა არ იცის, რომ არ­სე­ბობ­და სტა­ლი­ნუ­რი ეპო­ქა და იყო რეპ­რე­სი­ე­ბი, ან რა იყო ბოლ­შე­ვი­კუ­რი ტე­რო­რი, ეს ხომ ნიშ­ნავს იმას, რომ ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბი­სას ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში არ არის, რა­ღაც შე­საც­ვ­ლე­ლია, მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი. ადა­მი­ა­ნი რომ რე­ზო ინა­ნიშ­ვი­ლის უმარ­ტი­ვეს, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლით და­წე­რილ მოთხ­რო­ბას ვერ გა­ი­გებს და იმის სა­პი­რის­პი­რო დას­კ­ვ­ნას გა­მო­ი­ტანს, რაც იმ მოთხ­რო­ბა­შია, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზი აქვს გა­ნათ­ლე­ბა­ში, ე.ი. ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.
სხვა­თა შო­რის, ჩვე­ნი ცენ­ტ­რის მთა­ვა­რი დამ­სა­ხუ­რე­ბა ის კი არ არის, რომ გა­მოც­დებს ატა­რებს, თუნ­დაც ძა­ლი­ან ობი­ექ­ტუ­რად, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის კვლე­ვე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან ტარ­დე­ბა. დი­დი ხა­ნი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც  სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებ­ში  ჩა­ვერ­თეთ და ცენ­ტ­რ­მა პირ­ვე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ  სა­ქარ­თ­ვე­ლო, კითხ­ვის უნა­რის თვალ­საზ­რი­სით, სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, კა­ტას­ტ­რო­ფუ­ლად და­ბალ ად­გილ­ზეა. ამის შემ­დეგ ცენ­ტ­რ­მა  შექ­მ­ნა წიგ­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო — „წიგ­ნი­ე­რე­ბა“, რო­მე­ლიც გვირ­ჩევს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის გა­მოს­წო­რე­ბა, რო­გორ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა, რა გა­ვა­კე­თოთ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ისე, რომ რა­ღაც არ­სე­ბი­თად შე­იც­ვა­ლოს და ა.შ. კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა ცო­ტა უფ­რო მე­ტად უნ­და მი­აქ­ცი­ონ ყუ­რადღე­ბა იმას, რა­საც, ვთქვათ, მეც­ნი­ე­რე­ბი იკ­ვ­ლე­ვენ. მით უმე­ტეს, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ კვლე­ვას ატა­რე­ბენ, მარ­ტო შე­დე­გებს კი არ აწ­ვ­დი­ან სა­მი­ნის­ტ­როს, არა­მედ რჩე­ვებ­საც, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. გა­მოც­დე­ბიც, ისე­ვე რო­გორც კვლე­ვე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გვაძ­ლევს სუ­რათს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია დღეს ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა. თუ მარ­ტო ამას ვიტყ­ვით, რომ ცუ­დად არის საქ­მე და ამით და­ვამ­თავ­რებთ სა­უ­ბარს, ასე არა­ფე­რი გა­მო­ვა, ყო­ველ წელს ერ­თი და იგი­ვე ან სულ უარე­სი და უარე­სი ვი­თა­რე­ბა გვექ­ნე­ბა, სა­ჭი­როა რა­ღაც გა­ვა­კე­თოთ. ოღონდ ეს, რა თქმა უნ­და, ცენ­ტ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ას სცდე­ბა, სხვა ინ­ს­ტან­ცი­ე­ბის, კერ­ძოდ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და რამ­დე­ნი­მე სა­ჯა­რო სა­მარ­თ­ლის იური­დი­უ­ლი პი­რის — ცენ­ტ­რე­ბის საქ­მეა, იქ­ნე­ბა ეს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი თუ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის. ეს სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რივ დო­ნე­ზე უნ­და და­ი­გეგ­მოს და გა­მოს­წორ­დეს.

— აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ხში­რად სა­უბ­რო­ბენ სა­გა­მოც­დო ტეს­ტე­ბის სირ­თუ­ლე­ზე. ტეს­ტის და­ვა­ლე­ბებს შო­რის რო­მე­ლი უფ­რო უჭირთ და რო­მელს არ­თ­მე­ვენ უკეთ თა­ვს?
— აბი­ტუ­რი­ენ­ტებს უკ­ვე აღარ უჭირთ პირ­ვე­ლი და­ვა­ლე­ბის — ტექ­ს­ტის რე­დაქ­ტი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ეს არის ნა­ხე­ვარ­გ­ვერ­დი­ა­ნი ტექ­ს­ტი, შეც­დო­მე­ბით, რომ­ლე­ბიც უნ­და გა­ას­წო­რონ, ანუ უნ­და გად­მო­წე­რონ სწო­რად. ეს და­ვა­ლე­ბა შე­და­რე­ბით უკეთ სრულ­დე­ბა. წელს (გარ­კ­ვე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი წი­ნა წელ­საც გა­მოჩ­ნ­და)  შეგ­ვაშ­ფო­თა მე­ო­რე და­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა ტენ­დენ­ცი­ამ. ამ და­ვა­ლე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლია თე­მის სა­თა­უ­რი, რომ­ლის ირ­გ­ვ­ლი­ვაც უნ­და იმ­ს­ჯე­ლოს აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა. რო­გორც ჩანს, რე­პე­ტი­ტორ­თა ნა­წილ­მა მიზ­ნად და­ი­სა­ხა, რომ იოლად გა­არ­თ­ვას თა­ვი საქ­მეს — ბავ­შ­ვებს მზა ტექ­სტე­ბი და­ა­ზე­პი­რე­ბი­ნეს. ვხვდე­ბო­დით ძა­ლი­ან მსგავს მსჯე­ლო­ბებს და ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისე წერ­დ­ნენ, სა­თა­უ­რი არც კი იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი ძა­ლი­ან და­ბა­ლი ქუ­ლე­ბით ან ნულ­ზე ფას­დე­ბა, ამი­ტომ, ცხა­დია, ჩვენ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა მო­მა­ვალ­ში უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ იოლი გა­მო­სავ­ლის ძებ­ნა — წი­ნას­წარ და­ი­ზე­პი­რო ტექ­ს­ტი და მე­რე მო­არ­გო სა­თა­ურს — ყო­ველ­თ­ვის წამ­გე­ბი­ა­ნია. ბევრ შემ­თხ­ვე­ვა­ში ასე­თი ნა­წე­რი ნულ­ზე შე­ფას­დე­ბა. ჯო­ბია ის სა­თა­უ­რი, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და გა­სა­გე­ბი, სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რა­ღაც­ნა­ი­რად წარ­მო­იდ­გი­ნო, შე­ავ­სო და იმ­ს­ჯე­ლო იმ თე­მა­ზე, რა­საც გთა­ვა­ზო­ბენ. არ არის სა­ჭი­რო ვი­ღა­ცის და­წე­რი­ლი და­ი­ზე­პი­რო.
ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თია მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტის ანა­ლი­ზის დროს, რო­მე­ლიც, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე რთუ­ლია. მარ­თა­ლია, აქ იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბო­და გა­ზე­პი­რე­ბუ­ლი ფრა­ზე­ბი, თუმ­ცა ყუ­რადღე­ბა მი­ვაქ­ცი­ეთ ერთ ტენ­დენ­ცი­ას — ბავ­შ­ვე­ბი ცდი­ლო­ბენ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ნა­წარ­მო­ე­ბი ან მწე­რა­ლი და­ი­მოწ­მონ, რაც სუ­ლაც არ არის აუცი­ლე­ბე­ლი. რო­გორც ჩანს, პე­და­გოგ­თა ნა­წი­ლი არას­წორ მი­თი­თე­ბას აძ­ლევს, რომ აუცი­ლე­ბე­ლია რა­ღაც პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა, რაც, ასევე არ არის აუცი­ლე­ბე­ლი. მით უმე­ტეს, თუ ეს პა­რა­ლე­ლი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია, მა­შინ აბი­ტუ­რი­ენტს ქუ­ლა და­აკ­ლ­დე­ბა. პი­რი­ქით, ჯო­ბია, რაც შე­იძ­ლე­ბა საქ­მი­ა­ნი იყოს მსჯე­ლო­ბა და არ მოწყ­დეს ტექსტს, რო­მელ­საც აანა­ლი­ზე­ბენ. არ არის სა­ჭი­რო მა­ინ­ც­და­მა­ინც რა­ღა­ცას და­უ­კავ­ში­რონ. თუ და­უ­კავ­ში­რე­ბენ, ცხა­დია, არც ამა­შია ცუ­დი არა­ფე­რი, მით უმე­ტეს, რაც უფ­რო ადეკ­ვა­ტუ­რია ასე­თი პა­რა­ლე­ლი, მით უკე­თე­სია ნა­წე­რის­თ­ვის, მაგ­რამ ეს თვით­მი­ზა­ნი არ უნ­და გახ­დეს. ძა­ლი­ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია, რო­დე­საც გამ­ს­წო­რე­ბე­ლი ხე­დავს, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი  და­ზე­პი­რე­ბულ ცი­ტა­ტებს წერს, მოჰ­ყავს კან­ტის, ჰე­გე­ლის, შო­პენ­ჰა­უ­ე­რის თუ ნიც­შეს ცი­ტა­ტე­ბი. არა­ვინ არ და­ი­ჯე­რებს, რომ ბავ­შ­ვე­ბი ამას კითხუ­ლო­ბენ, ამი­ტომ ეს არ არის სა­ჭი­რო. ვი­ღა­ცის გამ­ზა­დე­ბუ­ლი, თუნ­დაც ინ­ტერ­ნე­ტი­დან ამოკ­რე­ფი­ლი ცი­ტა­ტე­ბის და­ზე­პი­რე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა თხზუ­ლე­ბა­ში არა­ნა­ი­რი უპი­რა­ტე­სო­ბა არ არის, არც ნიშ­ნის მო­მა­ტე­ბის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა. ამი­ტომ, ჯო­ბია ზუს­ტად შე­ას­რუ­ლონ ის მი­თი­თე­ბე­ბი, რაც არის მო­ცე­მუ­ლი ტექ­ს­ტის მე­რე.
— ხომ არ იგეგ­მე­ბა წელს რა­ი­მე სი­ახ­ლე ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე?
— სხვა­თა შო­რის, წლე­ვან­დელ გა­მოც­და­ზე რამ­დე­ნი­მე ბავ­შ­ვ­მა იკითხა, რა­ტომ არ არის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ არ­ჩე­ვი­თი პა­სუ­ხე­ბი თვი­თონ კომ­პი­უ­ტერ­ში ავირ­ჩი­ო­თო. ამი­ტომ ჩვენ­მა დი­რექ­ცი­ამ პროგ­რა­მის­ტებს მის­ცა და­ვა­ლე­ბა, ამა­ზე იმუ­შა­ონ. ვფიქ­რობ, ისი­ნი ამას შეძ­ლე­ბენ. ნამ­დ­ვი­ლად არ არის მარ­ტი­ვი და­ვა­ლე­ბა, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­ა­კე­თე­ბენ. ამ მე­თოდს დი­დი უპი­რა­ტე­სო­ბა ექ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ, მა­გა­ლი­თად, უნა­რე­ბის გა­მოც­და მთლი­ა­ნად არ­ჩე­ვი­თი კითხ­ვე­ბის­გან შედ­გე­ბა. აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა შე­იძ­ლე­ბა იქ­ვე, კომ­პი­უ­ტერ­ში შე­ავ­სოს, იქ­ვე მი­ი­ღოს პა­სუ­ხი და არ უცა­დოს დი­დი ხა­ნი მის სკა­ნი­რე­ბას, გას­წო­რე­ბას და ა.შ. ასე­ვე ქარ­თუ­ლის ტეს­ტის ის ნა­წი­ლიც, სა­დაც წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა და არ­ჩე­ვი­თი პა­სუ­ხე­ბია (თხუთ­მე­ტია ასე­თი), შე­იძ­ლე­ბა იქ­ვე შე­ივ­სოს. ამით ერ­თი ნა­ბი­ჯით წინ წა­ვალთ გა­მოც­დე­ბის სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ზე გა­დას­ვ­ლის თვალ­საზ­რი­სით. რო­ცა ეს პროგ­რა­მა გამ­ზად­დე­ბა, რა თქმა უნ­და, არა­ერ­თხელ გა­მო­იც­დე­ბა და გა­ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბავ­შ­ვებს ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ივარ­ჯი­შონ. თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აეწყო, ეს იქ­ნე­ბა ძი­რი­თა­დი სი­ახ­ლე მო­მა­ვა­ლი წლის ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე. ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ქარ­თულ­ში არაფ­რის ცვლი­ლე­ბას არ ვგეგ­მავთ.
გა­მოც­დის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას ვერ გარ­დაქ­მ­ნი და ეს ამო­ცა­ნა გა­მოც­დას არც უნ­და და­უ­სა­ხო
— მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მოც­და­საც ხომ არ შე­ა­ფა­სებ­დით
— მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მოც­და შარ­შან ორ­ჯერ ჩა­ვა­ტა­რეთ — იან­ვარ­ში და ზაფხულ­ში. ვფიქ­რობ, ეს ზედ­მე­ტი ფუ­ლის ყრა იყო, სა­ჭი­რო არ არის წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ ჩა­ტარ­დეს საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და. ერ­თხელ ჩა­ტა­რე­ბუ­ლიც, რო­გორც ჩანს, გარ­კ­ვე­ულ ეჭ­ვებს იწ­ვევს — რამ­დენ­ჯერ­მე მო­ვის­მი­ნე მი­ნის­ტ­რის გან­ცხა­დე­ბა, რომ ეს ზედ­მე­ტად რთუ­ლი გა­მოც­დაა, თუ 80% იჭ­რე­ბა, ე.ი. გა­მოც­და არ ვარ­გა. ეს არასწო­რი პო­ზი­ციაა. რო­ცა ჩემ­მა შვილ­მა  შპრახ­დიპ­ლო­მის გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რა, გერ­მა­ნი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად რომ მი­დი­ო­და, გა­მოც­დებ­ზე გამ­ს­ვ­ლელ­თა 90% ჩა­იჭ­რა, მაგ­რამ ეს იმას კი არ ნიშ­ნავს, რომ ის გა­მოც­და არ ვარ­გა, ეს ნიშ­ნავს, რომ ამ ბავ­შ­ვებ­მა არ იცოდ­ნენ კარ­გად გერ­მა­ნუ­ლი, რად­გან გა­მოც­და ამოწ­მებს, შე­უძ­ლი­ათ თუ არა მათ გერ­მა­ნულ ენა­ზე მი­ი­ღონ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. იქ ბა­რი­ე­რის და­წე­ვა არ შე­იძ­ლე­ბა, იმი­ტომ რომ, ვერ მი­ი­ღებს სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბას, ვერ გა­ი­გებს გერ­მა­ნულს. ასე­ვეა ტო­ე­ფე­ლის გა­მოც­დის შემ­თხ­ვე­ვა­შიც. ესეც ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­მოც­დაა და ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი იჭ­რე­ბა ხოლ­მე, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ტო­ე­ფე­ლის გა­მოც­დის ბა­რი­ე­რი ქვე­მოთ უნ­და და­ი­წი­ოს. რომ და­ი­წი­ოს, ვინც ჩა­ა­ბა­რებს და წა­ვა სას­წავ­ლებ­ლად, ვე­ღარ ის­წავ­ლის ინ­გ­ლი­სუ­რად, უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას ვერ მი­ი­ღებს, ანუ ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი მოთხოვ­ნე­ბი აქვს.
ჩვენ იმას ვა­მოწ­მებთ, რა­საც მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტი  გვა­ვა­ლებს. თუ სტან­დარტს არ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ეს გა­მოც­დის კი არა, უფ­რო უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მაა. ჩვენ არ გვაქვს კარ­გი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­დაც პე­და­გო­გებს მო­ვამ­ზა­დებთ, არ გვაქვს იმ დო­ნის პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რა­საც თა­ნა­მედ­რო­ვე პი­რო­ბე­ბი მო­ითხოვს. ამა­შია პრობ­ლე­მა და არა გა­მოც­დის ზღვარ­ში. რე­ფორ­მე­ბი გა­მოც­დი­დან არ უნ­და და­ვიწყოთ, სის­ტე­მის შიგ­ნით უნ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ცვლი­ლე­ბე­ბი, უნ­და შევ­ქ­მ­ნათ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის და ამის შემ­დეგ სკო­ლა­ში შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლოს. გა­მოც­დას რო­გორ შევ­ც­ლით, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის ხა­რის­ხ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ამას არა­ვი­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს. პი­რა­დად მე, სულ არ მგო­ნია, რომ დღეს აუცი­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოც­და, გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა.
აუცი­ლე­ბე­ლია ძა­ლი­ან ძლი­ე­რი პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შექ­მ­ნა, ისე­თის, რო­გო­რიც ევ­რო­პა­შია. არ უნ­და და­ვიწყოთ სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ჩვენ არ გვეს­წავ­ლე­ბა ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბის­გან, და­ნი­ე­ლე­ბის­გან, გერ­მა­ნე­ლე­ბის­გან და ა.შ. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გვეს­წავ­ლე­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი რამ არის იქ გა­კე­თე­ბუ­ლი და შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­ზი­ა­როთ, ვის­წავ­ლოთ და გა­ვა­კე­თოთ მათ მსგავ­სად. მა­გა­ლი­თად, ავით­ვი­სოთ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დი­კე­ბი. ძა­ლი­ან კარ­გად არის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ინ­გ­ლის­ში ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა, რა­ტომ არ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ?! ასე ხე­ლებ­ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლე­ბი თუ ვიქ­ნე­ბით, რო­გორც დღეს ვართ და თუ ასე გაგ­რ­ძელ­და, არ ვი­ცი, სა­ერ­თოდ რა პერ­ს­პექ­ტი­ვა ექ­ნე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას. ლა­პა­რა­კია სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვალ­ზე, ამი­ტომ ამ ქვე­ყა­ნას პერ­ს­პექ­ტი­ვა მხო­ლოდ მა­შინ ექ­ნე­ბა, თუ ძა­ლი­ან კარ­გად გა­ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რა პრობ­ლე­მე­ბია ჩვენ წი­ნა­შე და სა­გულ­და­გუ­ლოდ მი­ვუდ­გე­ბით მათ მოგ­ვა­რე­ბას. მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბი ვე­რა­ფერს შეც­ვ­ლის.
ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტ­როს ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი (წი­ნა მთავ­რო­ბა მყავს მხედ­ვე­ლო­ბა­ში) ცდი­ლობ­დ­ნენ, გა­მოც­დით მო­ეხ­დი­ნათ რა­ღა­ცა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა. გა­მოც­და მხო­ლოდ შე­მოწ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა, მხო­ლოდ შე­ფა­სე­ბის და მე­ტი არაფ­რის. გა­მოც­დის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას ვერ გარ­დაქ­მ­ნი და ეს ამო­ცა­ნა გა­მოც­დას არც უნ­და და­უ­სა­ხო.

— პე­და­გო­გი, რო­მელ­საც სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი სტა­ჟი აქვს და სპე­ცი­ა­ლო­ბის გა­მოც­დას ვერ აბა­რებს — ამ პრობ­ლე­მას, ალ­ბათ, ახა­ლი, კარ­გი პე­და­გო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის გახ­ს­ნა ვერ მო­აგ­ვა­რებს, იქ შე­იძ­ლე­ბა სა­მო­მავ­ლოდ მომ­ზად­დ­ნენ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გე­ბი. დღე­ვან­დე­ლი სუ­რა­თი კი ასე­თია, მას­წავ­ლებ­ლებს მი­ნი­მა­ლუ­რი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვის პრობ­ლე­მა აქვთ, აღარ არის სა­უ­ბა­რი მა­ღალ ქუ­ლებ­ზე. შე­იძ­ლე­ბა   ეს პრობ­ლე­მა ჰქონ­დეს პე­და­გოგს სა­გან­ში, რო­მელ­საც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­წავ­ლის?
—  რა თქმა უნ­და, არ შე­იძ­ლე­ბა. რო­დე­საც ჩვენს ცენტრს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ ამ გა­მოც­დის მომ­ზა­დე­ბა და­ა­ვა­ლა, პირ­ვე­ლი, რაც ჩვენ­მა ჯგუფ­მა გა­ა­კე­თა, იყო მას­წავ­ლე­ბელ­თა დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა. გა­ვა­კე­თეთ ხუთ­ტო­მე­უ­ლი, რა­შიც ძა­ლი­ან დი­დი შრო­მა ჩა­ი­დო. ეს ჩვენ­თ­ვის არა­ვის და­უ­ვა­ლე­ბია, უბ­რა­ლოდ ვი­ცო­დით, რომ მას­წავ­ლე­ბელს არ შე­იძ­ლე­ბა მოს­თხო­ვო ის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი, რაც და­ა­წე­სა სა­მი­ნის­ტ­რომ ისე, რომ მომ­ზა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცე. ამი­ტომ ხუთ­ტო­მე­უ­ლი რომ მომ­ზად­და, ვთხო­ვეთ სა­მი­ნის­ტ­როს, ყვე­ლა სკო­ლის­თ­ვის სა­ჩუქ­რად და­ე­რი­გე­ბი­ნა, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, არ გა­ა­კე­თეს. არა­და, ეს ხუთ­ტო­მე­უ­ლი 50 ლა­რი ჯდე­ბო­და და ძა­ლი­ან ბევ­რ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ვერ შე­ი­ძი­ნა, მხო­ლოდ მცი­რე ნა­წილ­მა. გა­მო­ვი­და, რომ სულ ტყუ­ი­ლად ვიშ­რო­მეთ ორი წე­ლი.
ფაქ­ტია, რომ მას­წავ­ლებ­ლებს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, თუმ­ცა ეს პრობ­ლე­მე­ბი ბავ­შ­ვებ­ზე არ უნ­და გა­დატყ­დეს. არ უნ­და ვთქვათ, რომ ამ მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა არ იცის თა­ვი­სი სა­გა­ნი, მაგ­რამ კარ­გი ადა­მი­ა­ნია, კარ­გი პატ­რი­ო­ტია და ამი­ტომ, მო­დი, შე­ვუშ­ვათ სკო­ლა­ში. ეს რას ნიშ­ნავს? ვუთხ­რათ ამ ქვე­ყა­ნას, ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი სა­ჭი­რო არ არის? შე­იძ­ლე­ბა ამის თქმა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, გრი­გოლ წე­რეთ­ლის, გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის, დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის და სხვა­თა ქვე­ყა­ნა­ში? რა თქმა უნ­და, არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი უნ­და მო­ეთხო­ვოს ყვე­ლას, უბ­რა­ლოდ, ხე­ლიც უნ­და შე­ვუწყოთ, მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ პრო­ფე­სი­უ­ლად გან­ვი­თარ­დ­ნენ. ამის­თ­ვის არ­სე­ბობს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი და ალ­ბათ მათ აქვთ კონ­კ­რე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრს ფიქ­რო­ბენ ამ პრობ­ლე­მებ­ზე. მარ­ტო გა­მოც­და, ცხა­დია, ვი­თა­რე­ბას ვერ გა­მო­ას­წო­რებს.

— თუმ­ცა არა­ერ­თი წე­ლია, ეს გა­მოც­დე­ბი ტარ­დე­ბა და დგე­ბა ცუ­დი შე­დე­გე­ბი, შემ­დეგ იწყე­ბა მი­ჩუ­მა­თე­ბის მცდე­ლო­ბა, რომ მას­წავ­ლებ­ლებს არ ვაწყე­ნი­ნოთ და არ შე­უ­რაცხ­ვ­ყოთ მას­წავ­ლებ­ლის სა­ხე­ლი. ხომ არ სჯობ­და თა­ვი­დან­ვე ამა­ზე ღი­ად სა­უ­ბა­რი და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებ­ზე ფიქ­რი?
— მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან ხში­რად ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი ფიქ­რო­ბენ გარ­კ­ვე­ულ პო­ლი­ტი­კურ სარ­ჩულ­ზე. ასე არ შე­იძ­ლე­ბა. წი­ნა მთავ­რო­ბამ რამ­დენ­ჯერ­მე არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მოვ­ლე­ნე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად შე­ა­ლა­მა­ზა, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია. ჩვენს შვი­ლებ­ზეა სა­უ­ბა­რი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა ბავ­შ­ვებს ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ას­წავ­ლოს, რო­დე­საც თვი­თონ არ აქვს წა­კითხუ­ლი „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ან წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს „და­ვი­თი­ან­ზე“, რო­მელ­მაც არ იცის ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბა. ასე­თი ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა შე­უშ­ვა სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლად? ცხა­დია, არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ რომ არ შე­ვუშ­ვათ, რა უნ­და ვქნათ? უნ­და მო­ვამ­ზა­დოთ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. ად­ვი­ლი არ არის, ძა­ლი­ან ძნე­ლია, მაგ­რამ გა­ნა ად­ვი­ლი იყო, ასი წლის წინ, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტი რომ და­ა­არ­სა? ად­ვი­ლი იყო, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 10-იან წლებ­ში, მთელ მსოფ­ლი­ო­ში გაბ­ნე­უ­ლი უმაღ­ლე­სი რან­გის მეც­ნი­ე­რე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში? ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო, მაგ­რამ ხომ მო­ხერ­ხ­და. მა­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ევ­რო­პუ­ლი დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი შე­იქ­მ­ნა. ეს დღე­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია. მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რია, ბევ­რი კარ­გი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია გაბ­ნე­უ­ლი სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში. შე­იძ­ლე­ბა ამ ხალ­ხის ჩა­მოყ­ვა­ნა და ძლი­ე­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის შექ­მ­ნა, ოღონდ ერ­თი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის და არა 250-ის. 250 კარგ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს სა­ქარ­თ­ვე­ლო ვერ შექ­მ­ნის, იმი­ტომ რომ, არ არის ამის კად­რე­ბი. ერ­თით უნ­და და­ვიწყოთ ისე, რო­გორც სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტი ხნის წინ და­იწყო ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა. მან ძა­ლი­ან სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო — ერ­თი ძლი­ე­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რომ­ლის გარ­შე­მო მე­რე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ერ­თი­ან­დე­ბა და აიგე­ბა, იმი­ტომ რომ, იქ მომ­ზად­დე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი.
დღეს ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა კად­რე­ბია. კარგ კადრს რომ მო­ამ­ზა­დებ, მე­რე  შე­იძ­ლე­ბა უკ­ვე სკო­ლა­ზეც იზ­რუ­ნო. რო­გო­რი კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოც უნ­და მის­ცე მას­წავ­ლე­ბელს, თუ ის პე­და­გო­გად არ ვარ­გა, იმ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ვერ გა­მო­ი­ყე­ნებს; რო­გო­რი კარ­გი მე­თო­დი­კე­ბიც უნ­და მო­ვამ­ზა­დოთ, ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­მო­ი­ყე­ნებს, თუ ამის­თ­ვის მზად არ არის. მთა­ვა­რია მას­წავ­ლე­ბე­ლი, ამი­ტომ უნ­და მო­ვამ­ზა­დოთ მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

11(925)N