გამოდის 1998 წლიდან
2016-10-13
სკოლის სასადილოებში არსებული მდგომარეობა იდეალური არ არის, მაგრამ პოზიტივი აშკარაა


სკო­ლის სა­სა­დი­ლო­ე­ბი  ის სა­კითხია, რომ­ლის მი­მარ­თაც არც ერ­თი მშო­ბე­ლი გულ­გ­რი­ლი არ არის. ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს,  რით იკ­ვე­ბე­ბა სკო­ლა­ში მი­სი შვი­ლი, რა პი­რო­ბებ­ში მზად­დე­ბა მათ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი საკ­ვე­ბი, რამ­დე­ნად კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ას­რუ­ლე­ბენ ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბი და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას, რამ­დე­ნად ჯან­სა­ღია პრო­დუქ­ტი, რომ­ლი­თაც მოს­წავ­ლე­ე­ბი იკ­ვე­ბე­ბი­ან, ვინ ამ­ზა­დებს საკ­ვებს მათ­თ­ვის და რა პი­რო­ბებ­ში, და­ცუ­ლია თუ არა სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰიგი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბი სკო­ლის კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში, მოწ­მ­დე­ბა თუა არა საკ­ვე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად, რო­გორ ხდე­ბა ინ­ს­პექ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი.
გვე­სა­უბ­რე­ბა სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე კა­ხა სო­ხა­ძე

— წლე­ბის წინ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის სა­კითხი თვით­დი­ნე­ბა­ზე იყო მიშ­ვე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, პრობ­ლე­მე­ბიც არ­სე­ბობ­და. დღეს­დღე­ო­ბით ამ მხრივ სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ გვაქვს, თუმ­ცა პრობ­ლე­მე­ბი მაინც არის. რო­დი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მოქ­მე­დი კვე­ბის ბლო­კე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი?
— მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის კონ­ტ­რო­ლი, წარ­მო­ე­ბის, გა­და­მუ­შა­ვე­ბის, დის­ტ­რი­ბუ­ცი­ის ეტა­პებ­ზე, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ კვე­ბის ობი­ექ­ტებს, ანუ სა­ბო­ლო­ოდ მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის მი­წო­დე­ბის ეტა­პებს. სას­კო­ლო და სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის კვე­ბის ბლო­კე­ბიც ერთ-ერ­თი ასე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. რა თქმა უნ­და, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში საქ­მე ეხე­ბა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის  უვ­ნე­ბე­ლი სურ­სა­თით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კითხს, რაც პირ­და­პირ კავ­შირ­შია ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან, ამი­ტომ  სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს­თ­ვის ეს სა­კითხი ერთ-ერთ ძი­რი­თად პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს სა­კითხი  გარ­კ­ვე­უ­ლი პი­რე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზე იყო მინ­დო­ბი­ლი. 2013 წლი­დან  და­იწყო სას­კო­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის  კვე­ბის ბლო­კე­ბის კონ­ტ­რო­ლი. მინ­და გითხ­რათ, რომ პირ­ვე­ლი კონ­ტ­რო­ლის სა­ფუძ­ველ­ზე მდგო­მა­რე­ო­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ იყო სა­ხარ­ბი­ე­ლო. დღე­ვან­დელ  მდგო­მა­რე­ო­ბას თუ გა­დავ­ხე­დავთ და სტა­ტის­ტი­კას გა­და­ვავ­ლებთ თვალს, პროგ­რე­სი აშ­კა­რად იგ­რ­ძ­ნო­ბა. ტენ­დენ­ცია  პო­ზი­ტი­უ­რია, თუმ­ცა, ჯერ კი­დევ, საკ­მა­ოდ ბევ­რი სა­კითხია მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ზე არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა იდე­ა­ლუ­რი ნამ­დ­ვი­ლად არ არის, მაგ­რამ პო­ზი­ტი­ვი აშ­კა­რაა.
—  სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბამ­დე, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ სკო­ლე­ბი­სა და სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის კვე­ბის ბლო­კე­ბი შე­ა­მოწ­მა. რამ­დე­ნად და­ცუ­ლია სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სტან­დარ­ტე­ბი?
— სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბამ­დე, სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, ინ­დი­კა­ტო­რუ­ლად, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, შე­ა­მოწ­მა სკო­ლე­ბი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის კუთხით, რა­თა გა­ერ­კ­ვია რამ­დე­ნად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი  ხვდე­ბოდ­ნენ ახალ სას­წავ­ლო წელს.  ხაზ­გას­მით აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა იდე­ა­ლუ­რი არ არის, მაგ­რამ და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. სა­ა­გენ­ტოს მი­ერ, პირ­ველ რიგ­ში, გა­და­მოწ­მ­და ის სკო­ლე­ბი, სა­დაც არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა იყო. შე­მოწ­მე­ბის დროს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო წი­ნა პე­რი­ო­დის კონ­ტ­რო­ლის შე­დე­გე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის კვე­ბის ბლო­კებ­ში სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სტან­დარ­ტე­ბის და ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბის დაც­ვა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და, რაც სა­ა­გენ­ტოს მი­ერ ბო­ლო წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რი კონ­ტ­რო­ლის და ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის გაზ­რ­დის შე­დე­გია; საგ­რ­ძ­ნობ­ლად შემ­ცირ­და დარ­ღ­ვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მო­წეს­რიგ­და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა. შე­მოწ­მე­ბი­სას კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის კვე­ბის ბლო­კებ­ში უვ­ნებ­ლო­ბის სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა სა­ა­გენ­ტოს ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მ­წი­ფო კონ­ტ­რო­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პერ­მა­ნენ­ტუ­ლად გაგ­რ­ძელ­დე­ბა.
— წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ მოწ­მ­დე­ბა კვე­ბის ბლო­კე­ბი გეგ­მი­უ­რად და რა შემ­თხ­ვე­ვა­ში ხდე­ბა არა­გეგ­მი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა?
— მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო კონ­ტ­რო­ლი ეფუძ­ნე­ბა რისკს, ანუ რის­კის ანა­ლიზ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ეს  გან­საზღ­ვ­რავს რამ­დენ­ჯერ და რა მე­ქა­ნიზ­მე­ბით  შე­მოწ­მ­დეს კონ­კ­რე­ტუ­ლი ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი. ობი­ექ­ტე­ბი წე­ლი­წად­ში, მი­ნი­მუმ, ერ­თხელ მოწ­მ­დე­ბა. თუმ­ცა, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ცე­მის შემ­დეგ, მა­თი ხელ­მე­ო­რედ გა­და­მოწ­მე­ბა ხდე­ბა. ამას­თან, სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხორ­ცი­ელ­დე­ბა გეგ­მი­უ­რი და არა­გეგ­მი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა. სკო­ლის კვე­ბის ბლო­კე­ბის შე­მოწ­მე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი სხვა­დას­ხ­ვაა: არის ინ­ს­პექ­ტი­რე­ბა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სრუ­ლი სა­სურ­სა­თო ჯაჭ­ვის კონ­ტ­როლს ნედ­ლე­უ­ლი­დან სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტამ­დე, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის, პერ­სო­ნა­ლის და ა.შ.; ხორციელდება დო­კუ­მენ­ტუ­რი შე­მოწ­მე­ბა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს თან­მ­ხ­ლე­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის, მათ შო­რის სურ­სა­თის ეტი­კე­ტი­რე­ბის კონ­ტ­როლს; ასე­ვე, სა­ხელ­მ­წი­ფო კონ­ტ­რო­ლის ერთ-ერ­თი მე­ქა­ნიზ­მია სურ­სა­თის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა. შე­მოწ­მე­ბა იმის მი­ხედ­ვით ხდე­ბა, თუ რა მე­ქა­ნიზ­მია უფ­რო რელე­ვან­ტუ­რი იმ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა სკო­ლი­სა და სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის  შე­მოწ­მე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ოღონდ სხვა­დას­ხ­ვა მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით.  რაც შე­ე­ხე­ბა არა­გეგ­მი­ურ შე­მოწ­მე­ბას, მას აქვს თა­ვი­სი კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვ­ლე­ბი. თუ რა­ი­მე სა­ხის მო­წამ­ვ­ლას­თან გვაქვს საქ­მე, ან თუ თა­ვად ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რი ან სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნო, სა­ხელ­მ­წი­ფო უწყე­ბა, მათ შო­რის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი  მო­ითხოვს ამას და ა.შ. ეს  უკ­ვე სა­ფუძ­ვე­ლია არა­გეგ­მი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის დაც­ვით ახორ­ცი­ე­ლებს ასეთ შე­მოწ­მე­ბებს.
— რო­გორ ხდე­ბა კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბა, რა მოთხოვ­ნებს უყე­ნებთ მათ, ტარ­დე­ბა თუ არა მათ­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გე­ბი?
— მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სურ­სა­თის სა­წარ­მო­ებ­ში პერ­სო­ნა­ლი გა­დამ­წყ­ვეტ როლს ას­რუ­ლებს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რამ­დე­ნად სწო­რად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ისი­ნი თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბას, რამ­დე­ნად იცა­ვენ ჰი­გი­ე­ნის ელე­მენ­ტა­რულ მოთხოვ­ნებს, მათ შო­რის, პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნის, ზე­და­პი­რე­ბის  და ინ­ვენ­ტა­რის  სი­სუფ­თა­ვის მოთხოვ­ნებს, რამ­დე­ნად იყე­ნე­ბენ  სა­მუ­შაო სივ­რ­ცე­ში სპეც­ტან­საც­მელს. რაც შე­ე­ხე­ბა ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბას, სა­ა­გენ­ტოს თა­ვი­სი რე­სურ­სე­ბით გა­უ­ჭირ­დე­ბა მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ჩვენ სა­იტ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია მსოფ­ლიო ჯან­დაცვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა (Wჰჴ) და გაეროს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ფაჴ) შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი „ხუ­თი გა­სა­ღე­ბის პრინ­ცი­პი უვ­ნე­ბე­ლი სურ­სა­თის­თ­ვის“. ეს არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ვერ­სია იმი­სა, თუ რო­გორ უნ­და და­იც­ვან პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა სურ­სა­თის სა­წარ­მო­ში ან მსგავ­სი ტი­პის ობი­ექ­ტებ­ში და­საქ­მე­ბულ­მა პი­რებ­მა. დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით ეს ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­უ­ტარ­და სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის კვე­ბის ბლო­კის პერ­სო­ნალს. ძა­ლი­ან დი­დი იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი დას­წ­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ შე­მოწ­მე­ბის დროს ინ­ს­პექ­ტო­რე­ბი გარ­კ­ვე­ულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს აწ­ვ­დი­ან ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებს და კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ზე მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნალს. ეს არის ელე­მენ­ტა­რუ­ლი სი­სუფ­თა­ვის დაც­ვა, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი დი­ა­სახ­ლი­სი სა­კუ­თარ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში უნ­და იცავ­დეს. უმ­თავ­რე­სი გზავ­ნი­ლი ამ „ხუთი გა­სა­ღე­ბის პრინ­ცი­პი­სა უვ­ნე­ბე­ლი სურ­სა­თი­სათ­ვის“  შემ­დე­გია: და­ი­ცა­ვით სი­სუფ­თა­ვე; გა­ნა­ცალ­კე­ვეთ უმი, ანუ და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი და მომ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი; საჭ­მ­ლის მომ­ზა­დე­ბი­სას პრო­დუქ­ტებ­მა უნ­და გა­ი­ა­რონ სა­თა­ნა­დო თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბა; სურ­სა­თის შე­ნახ­ვის დროს და­ი­ცა­ვით უვ­ნე­ბე­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი; გა­მო­ი­ყე­ნეთ უვ­ნე­ბე­ლი წყა­ლი და სა­სურ­სა­თო ნედ­ლე­უ­ლი.
ეს არის ის უმარ­ტი­ვე­სი  სა­კითხე­ბი, რა­საც აუცი­ლებ­ლად უნ­და იცავ­დეს ნე­ბის­მი­ერ კვე­ბის ობი­ექ­ტ­ზე მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი.
—  რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის კვე­ბის ბლო­კებ­ში?
— სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მი­ერ გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, აღარ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ალუ­მი­ნის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი, რო­მე­ლიც მიჩ­ნე­უ­ლია მე­ო­რე კლა­სი­ფი­კა­ცი­ის სა­შიშ­რო­ე­ბის ელე­მენ­ტად და და­უშ­ვე­ბე­ლია ბავ­შ­ვ­თა საკ­ვე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის უმე­ტე­სო­ბამ მო­ა­წეს­რი­გა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს. თით­ქ­მის ყვე­ლა სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში მო­წეს­რიგ­და წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა, და­ცუ­ლია ჰი­გი­ე­ნა, მათ შო­რის, პერ­სო­ნა­ლის, და­ცუ­ლია სურ­სა­თის ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი, რეცხ­ვა-დე­ზინ­ფი­ცი­რე­ბა. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის პერ­სო­ნა­ლის­თ­ვის, პე­რი­ო­დუ­ლად, ტარ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი; სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში სურ­სა­თის მო­მა­რა­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტენ­დე­რის გა­მოცხა­დე­ბის დროს, სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან თან­ხ­მ­დე­ბა ტექ­ნი­კუ­რი სპე­ცი­ფი­კა და ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის სურ­სა­თის მო­მა­რა­გე­ბის პი­რო­ბე­ბი მკაც­რად  რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლია.
— სურ­სა­თის ეტი­კე­ტი­რე­ბა ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი მოთხოვ­ნაა. რამ­დე­ნად არის კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში ეს მოთხოვ­ნა და­ცუ­ლი?
— სურ­სა­თი, რო­მე­ლიც არ არის ეტი­კე­ტი­რე­ბუ­ლი, რა თქმა უნ­და, არ გვაძ­ლევს ინ­ფორ­მა­ცი­ას თუ რა სა­ხისაა ეს სურ­სა­თი, რა ინ­გ­რე­დი­ენ­ტე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მის მო­სამ­ზა­დებ­ლად, რო­დი­საა დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი, ვარ­გი­სია თუ არა, და­ცუ­ლია თუ არა შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი და ა.შ. სურ­სა­თის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას აქვს შე­ნახ­ვის დად­გე­ნი­ლი პი­რო­ბე­ბი და ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის დად­გე­ნი­ლი ვა­და. თუ არ არის სურ­სა­თი ეტი­კე­ტი­რე­ბუ­ლი, რა თქმა უნ­და, ეს დარ­ღ­ვე­ვაა და, არც მე­ტი არც ნაკ­ლე­ბი,  გა­ნად­გუ­რე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პირ­და­პირ ირ­ღ­ვე­ვა მომ­ხ­მა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეტი­კე­ტი­რე­ბის კონ­ტ­რო­ლი, ზო­გა­დად სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბა­ში, ერთ-ერ­თი სა­ფო­კუ­სე ობი­ექ­ტია და ჩვე­ნი ინ­ს­პექ­ტო­რე­ბი ამის კონ­ტ­როლ­საც მკაც­რად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.
— ვინ ად­გენს მე­ნი­უს მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის? არ­სე­ბობს თუ არა მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სა­რე­კო­მენ­და­ციო მე­ნიუ?
— მე­ნი­უს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო ად­გენს ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მათ შო­რის, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ჯერ­ჯე­რო­ბით, მას მხო­ლოდ  სა­რე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თი აქვს, ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მოს­წავ­ლე­ე­ბის სურ­სა­თით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, შე­უძ­ლი­ათ გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი.
— კვე­ბის ობი­ექ­ტ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში რა სან­ქ­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა ობი­ექ­ტ­ზე?
— სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­სულ წელს, არ გვქო­ნია  შემ­თხ­ვე­ვა, რომ სას­კო­ლო კვე­ბის ობი­ექ­ტ­ზე სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა. 2014 წელს იყო ორი შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც კრი­ტი­კუ­ლი შე­უ­სა­ბა­მო­ბის გა­მო მოგ­ვი­წია სა­წარ­მოო პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა. რო­ცა აშ­კა­რაა დარ­ღ­ვე­ვა, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბა­ზე, შემ­დ­გომ­ში — ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე,  რა თქმა უნ­და, ინ­ს­პექ­ტი­რე­ბის დროს,  ეს კრი­ტი­კულ შე­უ­სა­ბა­მო­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბა. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­წარ­მოო პრო­ცე­სი ჩერ­დე­ბა. ხო­ლო იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ეს დარ­ღ­ვე­ვა პირ­და­პირ ზე­გავ­ლე­ნას არ ახ­დენს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე, ობი­ექტს შე­უძ­ლია ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, თუმ­ცა მა­კონ­ტ­რო­ლე­ბელ­სა და ბიზ­ნეს ოპე­რა­ტორს შო­რის ურ­თი­ერ­თ­შე­თან­ხ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დათ­ქ­მულ გო­ნივ­რულ ვა­და­ში უნ­და გა­მოს­წორ­დეს კონ­კ­რე­ტუ­ლი დარ­ღ­ვე­ვა. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ჯა­რი­მო სან­ქ­ცია. ასე­ვეა სხვა ტი­პის დარ­ღ­ვე­ვებ­ზე, მათ შო­რის, ეტი­კე­ტი­რე­ბა­ზე, ვა­და­გა­სულ სურ­სათ­ზე და ა.შ.
— რა მდგო­მა­რე­ო­ბაა კერ­ძო სკო­ლე­ბის კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ზე?
— ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ვერ ვიტყ­ვი, რომ კერ­ძო სკო­ლებ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა უკე­თე­სია, ვიდ­რე სა­ჯა­რო­ში, თუმ­ცა ინ­ფ­რას­ტრუქ­ტუ­რა კერ­ძო სკო­ლებ­ში გა­ცი­ლე­ბით ახა­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, სივ­რ­ცე ახ­ლე­ბუ­რა­დაა  და­გეგ­მა­რე­ბუ­ლი. ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სწო­რად იქ­ნეს მარ­თუ­ლი სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­კითხე­ბი, თუმ­ცა იქაც გარ­კ­ვე­უ­ლი  შე­ნიშ­ვ­ნე­ბი გვქონ­და. აქ­ვე მინ­და და­ვა­მა­ტო, რომ კერ­ძო სკო­ლე­ბიც იმა­ვე პრინ­ცი­პით კონ­ტ­როლ­დე­ბა, რო­გორც სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი. 

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

11(925)N