გამოდის 1998 წლიდან
2016-10-13
უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი — რო­გორ გავ­ხ­დეთ მიმ­ზიდ­ვე­ლი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

PMC კვლე­ვით­მა  ცენ­ტ­რ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ კვლე­ვის შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია და სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა მო­აწყო.
კვლე­ვა ჵმC კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რის მი­ერ, „პო­ლი­ტი­კის კვლე­ვა მდგრა­დი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის“ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით ჩა­ტარ­და და მის მი­ზანს სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის პო­ლი­ტი­კის და არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის ანა­ლი­ზი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის­თ­ვის ძი­რი­თა­დი ხელ­შემ­წყო­ბი და შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბის ანა­ლი­ზი წარ­მო­ად­გენ­და.
„დღეს­დღე­ო­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლომ მი­აღ­წია გან­ვი­თა­რე­ბის იმ დო­ნეს, რო­დე­საც შე­უძ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ბა­ზარს შეს­თა­ვა­ზოს პო­ტენ­ცი­უ­რად კონ­კუ­რენ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტი და ამით გა­ზარ­დოს ქვეყ­ნის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი“ —  გა­ნაცხა­და ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა და ჵმC კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რი­სა და კონ­რად ადე­ნა­უ­ე­რის ფონ­დის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის მკვლე­ვარ­მა ანა ჟვა­ნი­ამ.
კვლე­ვის შე­დე­გად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზე მოქ­მე­დი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბი გა­მო­ი­ყო, შე­მუ­შავ­და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს შე­უწყობს და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას, კერ­ძოდ: აკ­რე­დი­ტა­ცი­ის და ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სის­ტე­მის ოპ­ტი­მი­ზა­ცია, გა­წევ­რი­ა­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­აკ­რე­დი­ტა­ციო სის­ტე­მებ­ში; მარ­თ­ვის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ავ­ტო­ნო­მი­უ­რო­ბის გაზ­რ­და; აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია; სტუ­დენ­ტუ­რი და­ბი­ნა­ვე­ბის პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბა; სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის და მკვლევ­რე­ბის­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­პენ­დი­ე­ბის სის­ტე­მის შე­მუ­შა­ვე­ბა; უცხო­ურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან ერ­თობ­ლი­ვი დიპ­ლო­მის გა­ცე­მა.
ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა და­ეს­წ­რო. მი­სი თქმით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის  ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია კომ­პ­ლექ­სუ­რი თე­მაა და მას­ზე ზრუნ­ვა, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ზრდა­სა და ამ სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ასე­ვე ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე გრძელ­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში.
დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 2015-16 სას­წავ­ლო წლებ­ში,  ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, 138 900 სტუ­დენ­ტი­დან  (ბა­კა­ლავ­რი და მა­გის­ტ­რი) 6643 უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტია, მათ­გან უმე­ტე­სო­ბა სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლობ­და. პრო­ცენ­ტუ­ლად, უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 57%-ს შე­ად­გენ­და და აქე­დან 36% — აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, 22% — ინ­დო­ე­თი­დან, ხო­ლო 12% ერა­ყი­და­ნაა.
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა აცხა­დებს, რომ: „დღეს 7 ათა­სამ­დე უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტი გვყავს ქარ­თულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად იმას ნიშ­ნავს, რომ  თუ ჩვენ გვექ­ნე­ბა კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვა, ეს რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან მა­ლე გა­ორ­მაგ­დე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი მხო­ლოდ იმის­თ­ვის კი არ გვჭირ­დე­ბა, რომ თან­ხა შე­მო­ვი­დეს, არა­მედ იმის­თ­ვი­საც, რომ ეს თან­ხა ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის უფ­რო ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას მო­ვახ­მა­როთ“.
მი­ნის­ტ­რი სტუ­დენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის თე­მა­ზე აგ­ვის­ტო­ში გა­მარ­თული ამ­ბა­სა­დო­რი­ა­ლის დროს შეხ­ვ­და და ესა­უბ­რა ქარ­თ­ველ ელ­ჩებს, რომ­ლე­ბიც ჩა­მო­სუ­ლი იყ­ვ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ასე­ვე და­ნარ­ჩე­ნი ქვეყ­ნე­ბის ელ­ჩებ­საც, რომ­ლე­ბიც ამ დროს არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში.
ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ გა­ნაცხა­და, რომ მარ­ტივ გათ­ვ­ლებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში, კონ­კ­რე­ტუ­ლად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, იმ­დე­ნი ფუ­ლი შე­მო­ვი­დეს, რამ­დე­ნიც მას­ზე ჯა­მუ­რად იხარ­ჯე­ბა.
ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნა­ცე­მი გა­მო­ავ­ლი­ნა PMC-ს კვლე­ვა­მაც. უცხო­ელ­მა სტუ­დენ­ტებ­მა, სწავ­ლი­სა და საცხოვ­რებ­ლის  ხარ­ჯე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 40 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი და­ხარ­ჯეს. მო­ცე­მუ­ლი და­ან­გა­რი­შე­ბა არის მი­ნი­მა­ლუ­რი პირ­და­პი­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი,  სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის და სხვა ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე. დათ­ვ­ლი­სას უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა — 6 643 გამ­რავ­ლ­და სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის სა­მუ­შაო მაჩ­ვე­ნებ­ლის ქვე­და ზღვარ­ზე (3 000 დო­ლა­რი), ხო­ლო სხვა ხარ­ჯებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ საცხოვ­რებ­ლის ხარ­ჯი, ქი­რის სა­ხით, 300 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. დათ­ვ­ლა­ში არ შე­დის საკ­ვე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ახ­ლობ­ლე­ბის ჩა­მოს­ვ­ლის, ტრან­ს­პორ­ტის და სხვა ხარ­ჯე­ბი.
მარ­თა­ლია, სრუ­ლად ჯერ არ დათ­ვ­ლი­ლა ის შე­მო­სა­ვა­ლი, რა­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბი­უ­ჯე­ტი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­გან იღებს, მაგ­რამ უცხო­ე­თის ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ანა ჟვა­ნი­ამ იმის სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ მო­იყ­ვა­ნა, თუ რა ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა ნა­ხოს ქვე­ყა­ნამ მა­თი მო­ზიდ­ვით, მა­გა­ლი­თად, 2014-15 წელს აშშ-ს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­სა და კო­ლე­ჯე­ბის 974 926 უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტის­გან მი­ღე­ბულ­მა შე­მო­სა­ვალ­მა 30.5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი  შე­ად­გი­ნა და 373 000 სა­მუ­შაო ად­გი­ლი უზ­რუნ­ველ­ყო. შვე­ი­ცა­რი­ა­ში ერ­თი სტუ­დენ­ტი წე­ლი­წად­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 19 500 ევ­როს ხარ­ჯავს, პო­ლო­ნეთ­ში — 4 800-ს, ეს­პა­ნეთ­ში — 9 000-ს, ჰო­ლან­დი­ა­ში — 11 400-ს. 2011 წელს გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­მო­სულ­მა 160 702-მა სტუ­დენ­ტ­მა მხო­ლოდ არა­სას­წავ­ლო მიზ­ნებ­ზე, და­ხარ­ჯა 1 531 მი­ლი­არ­დი ევ­რო (2.09 მი­ლი­არ­დი $), შექ­მ­ნეს 400 მი­ლი­ო­ნი ევ­რო ფის­კა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი (თი­თო­ე­ულ­მა სტუ­დენ­ტ­მა ბი­უ­ჯეტ­ში 2 500 ევ­რო შე­ი­ტა­ნა), შე­იქ­მ­ნა 22 000 ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი.
სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გებ­ლის გარ­და, გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია ქვეყ­ნის ცნო­ბა­დო­ბა­საც ზრდის. სტუ­დენ­ტე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-30% მას­პინ­ძელ ქვე­ყა­ნა­ში რჩე­ბა ან მას­თან სა­მუ­შაო/ბიზ­ნეს კავ­ში­რებს ამ­ყა­რებს. 
უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უცხო ქვეყ­ნის სტუ­დენ­ტებს მას­პინ­ძ­ლო­ბენ, მათ მო­სა­ზი­დად, სას­წავ­ლო გა­რე­მოს მა­ქსი­მა­ლუ­რად მიმ­ზიდ­ველ­სა და მათ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დომს ხდი­ან. შე­სა­ბა­მის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს ქმნი­ან მათ­თ­ვის, რად­გან ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნია ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ი­სათ­ვის მდგრა­დი და გან­ვი­თა­რე­ბა­დი გა­რე­მოს შექ­მ­ნა. ამ  პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო, ასე­ვე კერ­ძო სექ­ტო­რი. მა­გა­ლი­თად, ჰო­ლან­დი­ის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მე­ბის 79% ინ­გ­ლი­სურ ენა­ზეა, ეს­ტო­ნე­თი 100-ზე მეტ აკ­რე­დი­ტე­ბულ პროგ­რა­მას სთა­ვა­ზობს სტუ­დენ­ტებს ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე. მკვლევ­რის აზ­რით, ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ამ უნ­და აამაღ­ლოს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის ხა­რის­ხი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უნ­და შე­იქ­მ­ნას უფ­რო მე­ტი ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მა და ხე­ლი შე­ეწყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ლექ­ტო­რე­ბის მოწ­ვე­ვას. „თუმ­ცა, არ არის აუცი­ლე­ბე­ლი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის პროგ­რა­მე­ბი მხო­ლოდ ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე, მთა­ვა­რია, სტუ­დენ­ტის­თ­ვის მი­სა­ღებ ენა­ზე ითარ­გ­მ­ნოს. უბ­რა­ლოდ, ინ­გ­ლი­სუ­რი ენა სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ენაა და ამი­ტომ ვითხოვთ, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სტუ­დენ­ტებ­მა, უკ­ვე მე­ო­რე ან მე­სა­მე კურ­სი­დან, შეძ­ლონ ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვა. პი­რა­დად მე ხში­რად ვი­ყე­ნებ ძა­ლი­ან ბევრ წყა­როს ინ­ტერ­ნე­ტი­დან, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, ინ­გ­ლი­სურ ენა­ზეა. თუ ჩე­მი მოთხოვ­ნა ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის მე­ო­რე-მე­სა­მე  კურ­სის­თ­ვის ასე­თია, სა­სურ­ვე­ლია, შე­სა­ბა­მის­მა პრო­ფე­სორ­მა, უცხო ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუ­დენ­ტის­თ­ვის,  კუ­რი­კუ­ლუ­მი ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე თარ­გ­მ­ნოს, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­სა­გე­ბი მა­ინც უნ­და იყოს უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტის­თ­ვის, რას­თან აქვს საქ­მე. არ ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა სას­წ­რა­ფოდ გა­და­ვი­დეს ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე სწავ­ლე­ბა­ზე, მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბი აუცი­ლებ­ლად უნ­და ის­წავ­ლე­ბო­დეს ინ­გ­ლი­სუ­რად. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც პროგ­რა­მას ორ ენა­ზე წარ­მარ­თავს, აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. მთავ­რო­ბა უნ­და ფიქ­რობ­დეს, რო­გორ და­ეხ­მა­როს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს არა მხო­ლოდ თან­ხობ­რი­ვად, არა­მედ სხვა მხრი­ვაც,“ — ამ­ბობს ანა ჟვა­ნია.
კვლე­ვის შე­დე­გად შე­მუ­შავ­და რე­კო­მე­ნე­და­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ი­სა და უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რ­დის­თ­ვის, სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, რაც ხელ­შემ­წყობ და მას­ტი­მუ­ლი­რე­ბელ გა­რე­მოს შექ­მ­ნას გუ­ლის­ხ­მობს. ერთ-ერ­თია უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია, რის­თ­ვი­საც, პირ­ველ რიგ­ში,  პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბაა სა­ჭი­რო.  მა­გა­ლი­თად, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის ნა­კა­დის მარ­თ­ვა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტს ეხ­მა­რე­ბა და მათ იმის გან­ც­დას უკარ­გავს, ამ პრო­ცეს­ში თა­ვად იყ­ვ­ნენ აქ­ტო­რე­ბი.
ასე­ვე, და­ი­ნერ­გოს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, რაც გახ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა — მა­სობ­რი­ვი ონ­ლა­ინ კურ­სე­ბი. და­სავ­ლე­თის ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის 72%-ს უკ­ვე აქვს ან გეგ­მავს მა­სობ­რივ ღია ონ­ლა­ინ კურ­სებს ( მჴჴC). 25 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­რე­გის­ტ­რირ­და ონ­ლა­ინ კურ­სებ­ზე. ამის­თ­ვის, აუცი­ლე­ბე­ლია სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ერთ-ერთ ფორ­მად სა­ხელ­მ­წი­ფო აღი­ა­რებს ონ­ლა­ინ და შე­რე­უ­ლი სწავ­ლე­ბის ფორ­მებს და ამ გზით მი­ღე­ბულ დიპ­ლომს მი­იჩ­ნევს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად. ასე­ვე, აუცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, შე­იქ­მ­ნას ერ­თი­ა­ნი ინ­ტერ­ნეტ­რე­სურ­სი: Study in Georgia — ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სერ­ვის ცენ­ტ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ფარ­თო სპექ­ტ­რით — ქვეყ­ნის, სის­ტე­მის და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის კამ­პა­ნია, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პლატ­ფორ­მა, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ძი­ე­ბო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მე­ბი. ეს არის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­ს­ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც  და­ეხ­მა­რე­ბა რო­გორც პო­ტენ­ცი­ურ სტუ­დენტს, ისე უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს.
„კვლე­ვის შე­დე­გად ორი რე­კო­მენ­და­ცია გა­მო­იკ­ვე­თა — ელექ­ტ­რო­ნუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და Study in Georgia — რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან სე­რი­ო­ზულ ფი­ნან­სურ ძა­ლის­ხ­მე­ვას ან დიდ სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ჩას­წო­რე­ბას არ მო­ითხოვს.  მა­გა­ლი­თად, ჩვენ რომ გვქონ­დეს სწავ­ლე­ბის შე­რე­უ­ლი კურ­სი — დის­ტან­ცი­ურ-პრაქ­ტი­კუ­ლი (ჩამო­სუ­ლი სტუ­დენ­ტი პრაქ­ტი­კულ კურსს აქ, ად­გილ­ზე, კონ­კ­რე­ტულ სას­წავ­ლებ­ელ­ში გა­ივ­ლის), სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცემა, უფ­რო მოქ­ნილ, ხელ­საყ­რელ და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე პი­რო­­ბებ­ში წა­რი­მარ­თოს სწავ­ლე­ბა, რო­გორც მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში. თა­ვის­თა­ვად, ასე­თი ტი­პის სწავ­ლე­ბა მიბ­მუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ზე და უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტის­გან თან­ხაც იგი­ვე შე­მო­ვა, რაც ჩვე­უ­ლებ­რივ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რად­გან იმა­ვე ოდე­ნო­ბის სწავ­ლის სა­ფა­სურს გა­და­იხ­დის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს  სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა ასე უფ­რო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი, შე­დე­გი­ა­ნი და ხა­რის­ხი­ა­ნი გახ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა სა­ერ­თოდ არ გა­ნი­ხი­ლავს ამ­გ­ვა­რი ტი­პის სწავ­ლე­ბას, თუმ­ცა უშ­ვებს, რომ ასე­თი ფორ­მა შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს. მაგ­რამ, ვი­ნა­ი­დან ჯერ კი­დევ ძა­ლა­შია აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი, სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თა­ვის სა­აკ­რე­დი­ტა­ციო პი­რო­ბე­ბით დად­გე­ნი­ლი მოთხოვ­ნე­ბით (ფარ­თის კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რო­ბი­თა თუ სხვ.), ასეთ პრო­ბებ­ში დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა რე­ა­ლუ­რად არ ხდე­ბა. გარ­და ამი­სა, ჩვენ არ ვა­ღი­ა­რებთ ონ­ლა­ინ კურ­სე­ბით მი­ღე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას. მა­გა­ლი­თად, ჩა­მო­დის უცხო­ე­ლი, რო­მელ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტის­ტი­კა­ში სერ­ტი­ფი­კა­ტი ერთ-ერთ  ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენ მა­ინც არ  ვუ­ღი­ა­რებთ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ავ­ტო­მა­ტუ­რად, არც იმ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხა­რისხს ვა­ღი­ა­რებთ და არც ონ­ლა­ინ მი­ღე­ბულ გა­ნათ­ლე­ბას, რად­გან მას სრულ­ყო­ფილ გა­ნათ­ლე­ბად არ მი­ვიჩ­ნევთ. და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ასე­თი ტი­პის ჩას­წო­რე­ბე­ბი ჩვენს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში აუცი­ლე­ბე­ლია და სუ­ლაც არ მო­ითხოვს სე­რი­ო­ზულ  და­ნა­ხარ­ჯებს ან დი­დი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.“ 
ანა ჟვა­ნია ხა­რის­ხის გარ­თუ­ლე­ბულ აღი­ა­რე­ბას ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ ბა­რი­ერს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ ასე­თი ფორ­მით ხა­რის­ხის აღი­ა­რე­ბა სი­კე­თის მომ­ტა­ნი არა­ვის­თ­ვის არ არის: „იმის­თ­ვის, რომ ვი­ღა­ცას ვუ­ღი­ა­როთ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი, ყო­ველ ჯერ­ზე მი­სი  გა­და­მოწ­მე­ბა ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, თქვენ და­ამ­თავ­რეთ კემ­ბ­რი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი და გინ­დათ ჩა­ი­რიცხოთ თსუ-ში რო­მე­ლი­მე ფა­კულ­ტეტ­ზე, თქვენ პირ­და­პირ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დო­კუ­მენ­ტე­ბით კი არ მი­დი­ხართ თსუ-ში, არა­მედ, პირ­ველ რიგ­ში,  ნო­ტა­რი­უს­ში თარ­გ­მ­ნით და ამოწ­მებთ, შემ­დეგ კი მი­მარ­თავთ  სა­მი­ნის­ტ­როს ერთ-ერ­თ სსიპ-ს, რო­მე­ლიც  შე­გი­მოწ­მებთ ხა­რისხს. რის­თ­ვი­საა სა­ჭი­რო ასე­თი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ბა­რი­ე­რი, რო­მე­ლიც, პრინ­ციპ­ში, არა­ვის არა­ფერს უკე­თებს. უნი­ვერ­სი­ტე­ტებს აფა­სე­ბენ შე­დე­გე­ბით (სტუ­დენ­ტე­ბით, კვლე­ვე­ბით და ა.შ.) და არა იმით, ვინ რო­გორ ჩა­ა­ბა­რა. ეს შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბაა და არა ჩა­ბა­რე­ბა­ზე, რად­გან სის­ტე­მამ ხა­რის­ხი აუცი­ლებ­ლად შე­დე­გით უნ­და შე­ა­მოწ­მოს.“.
და მა­ინც, რა გვიშ­ლის ხელს, რომ  უფ­რო მე­ტი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტი მო­ვი­ზი­დოთ?  ანა ჟვა­ნი­ას მი­აჩ­ნია, რომ: „და­მაბ­რ­კო­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, პირ­ველ რიგ­ში,  არის ის, რომ ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რის­თ­ვის უც­ნო­ბია. გა­სა­გე­ბია, რომ სხვა ბევ­რი რამ იცი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ, მა­გა­ლი­თად, ის, რომ  ქვეყ­ნა­ში და­ბა­ლია ტე­რო­რიზ­მის თუ კრი­მი­ნა­ლის დო­ნე, მაგ­რამ გა­დამ­წყ­ვე­ტი მა­ინც გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხია. ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბას ყი­დუ­ლობს, აუცი­ლებ­ლად უნ­და  იცო­დეს, თუ  რას  ყი­დუ­ლობს — რო­გო­რია გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი და მი­სი აღი­ა­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბა, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტ­ებმა ჩვენს სას­წავ­ლებ­ლებ­ში  ჩა­სა­რიცხად უნ­და გა­ი­ა­რონ.“ 
გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე სტუ­დენ­ტის­თ­ვის ისევ პრობ­ლე­მუ­რი რჩე­ბა ვი­ზის გა­ცე­მის სა­კითხი, რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო აკა­დე­მი­ურ ვი­ზებს არ გას­ცემს და მათ ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზით უწევთ ჩა­მოს­ვ­ლა. მა­გა­ლი­თად, ნი­გე­რი­ა­ში ჩვე­ნი სა­ელ­ჩო არ არის  და არც ელექ­ტ­რო­ნუ­ლად ვი­ზის გა­ცე­მა ხდე­ბა, ამი­ტო­მაც ნი­გე­რი­ის  მო­ქალ­ქე­ებს სამ­ხ­რეთ აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში უწევთ ჩას­ვ­ლა და რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ზის ლო­დი­ნი, რო­მელ­საც ან მი­ი­ღე­ბენ, ან არა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი რამ­დე­ნი­მე ათა­სი დო­ლა­რი უჯ­დე­ბათ. მა­შინ, რო­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუნ­დაც ერ­თი თვით, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რომ სა­კონ­სუ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბა შეს­თა­ვა­ზოს ნი­გი­ე­რი­ელ სტუ­დენ­ტებს და ამით გა­უ­ად­ვი­ლოს იმ ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სწავ­ლის გზა­ზე ეღო­ბე­ბათ. მთელ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს მსგავ­სი პრაქ­ტი­კა. ამის გარ­და, სტუ­დენ­ტის ჩა­რიცხ­ვა ხდე­ბა სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გა­ცე­მუ­ლი დო­კუ­მენ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე. ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ სა­სურ­ვე­ლია და­იხ­ვე­წოს რო­გორც ვი­ზას­თან, ისე ჩა­რიცხ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და გახ­დეს უფ­რო სწრა­ფი და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი უცხო­ე­ლი მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის.
ჩვე­ნი ვი­ზა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს არც მათ ინ­ტე­რე­სებს, ვინც  4 ან 5 თვი­თაა ჩა­მო­სუ­ლი არა სა­ბა­კა­ლავ­რო ან სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მებ­ზე, არა­მედ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კონ­კ­რე­ტუ­ლი ლექ­ცი­ე­ბის მო­სას­მე­ნად. მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე სტუ­დენტს სურს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­ის­მი­ნოს გია ნო­დი­ას ლექ­ცი­ე­ბის კურ­სი, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს­დღე­ო­ბით, ეს არ არის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ სას­წავ­ლო ვი­ზა გა­ი­ცეს (სას­წავ­ლო ვი­ზა გა­ი­ცე­მა  სრულ აკ­რე­დი­ტი­რე­ბულ კურ­ს­ზე და ის ადა­მი­ა­ნი აუცი­ლებ­ლად უნ­და ირიცხე­ბო­დეს კონ­კ­რე­ტულ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ზე).  ამი­ტო­მაც თვით­დი­ნე­ბით მო­სულ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც კონ­კ­რე­ტუ­ლი ლექ­ცი­ის მოს­მე­ნა აინ­ტე­რე­სებს და მზად არის ამის­თ­ვის, უნი­ვერ­სი­ტეტს გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ფა­სუ­რი გა­და­უ­ხა­დოს, ჩვენ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ ვაძ­ლევთ. არა­და, ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გი ქვეყ­ნის­თ­ვის ასე­თი ტი­პის სწავ­ლის დრო­საც ზუს­ტად იგი­ვეა, რაც სხვა შემ­თხ­ვე­ვე­ბის დროს. ასე­თი ფორ­მა ტუ­რიზ­მი­სა და სწავ­ლის გარ­და­მა­ვა­ლი მო­მენ­ტია, რო­მელ­საც, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა სა­ერ­თოდ არ ით­ვა­ლის­წი­ნებს.“ 
ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა დაჰ­პირ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ისე ჩა­ა­ბა­რებს ყო­ველ­კ­ვარ­ტა­ლურ ან­გა­რიშს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც ით­ვ­ლი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. მი­სი და­პი­რე­ბით, შე­იქ­მ­ნე­ბა სტრა­ტე­გია და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის­კენ — შე­იქ­მ­ნე­ბა პლატ­ფორ­მა Study in გeorgia, რაც და­ეხ­მა­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტებ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ერ­თ­მა­ნე­თის პოვ­ნა­ში. 
მი­ნის­ტ­რის თქმით, გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია და­დე­ბით გავ­ლე­ნას პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზეც ახ­დენს. „დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის ვინც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ის­წავ­ლის და მე­რე დაბ­რუნ­დე­ბა სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პა­ტა­რა ნა­წილს გუ­ლით წა­ი­ღებს და ისი­ნი ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი და მხარ­დამ­ჭე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან“.
პრე­ზენ­ტა­ცია საკ­მა­ოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი იყო და მას, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის გარ­და, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ის დო­ნო­რი ეს­წ­რე­ბო­და, რო­მე­ლიც ამ სფე­რო­შია ჩარ­თუ­ლი, ასე­ვე, თსუ-ს და ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რექ­ტო­რე­ბი, დე­კა­ნე­ბი და გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო, ისე კერ­ძო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.
„კვლე­ვის დროს 30-ზე მე­ტი ჩაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი სა­ექ­ს­პერ­ტო ინ­ტერ­ვიუ ჩა­ვი­წე­რე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, მე­ნე­ჯე­რებ­თან და  ექ­ს­პერ­ტებ­თან. წარ­მოდ­გე­ნი­ლი კვლე­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სწო­რედ მა­თი ნა­აზ­რე­ვი­სა და ნა­ფიქ­რა­ლის შე­ჯე­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის მოს­ვ­ლა კი იმას ადას­ტუ­რებს, რომ ჩვე­ნი მხრი­დან დი­დია ინ­ტე­რე­სი და მზა­ო­ბა, რომ ეს კარ­გად გა­ვა­კე­თოთ“ — ამ­ბობს ანა ჟვა­ნია.
PMC-ის კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, მაია გრი­გო­ლი­ამ, გა­ნაცხა­და, რომ ცენ­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვაა Study in Georgia-ს პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის შეს­წავ­ლა  სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რაც იმას გუ­ლის­ხ­მობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო გახ­დეს მიმ­ზიდ­ვე­ლი ად­გი­ლი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის: „ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტი უნ­და იყოს, გა­ნათ­ლე­ბა­ში სწო­რი ინ­ვეს­ტი­რე­ბა კი, ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თ­ვის ას­პა­რე­ზის გახ­ს­ნა,  სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის — მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა. რად­გან ინ­ვეს­ტი­რე­ბა შეზღუ­დუ­ლია, ამი­ტო­მაც მთა­ვა­რია მი­სი სწო­რად პრი­ო­რი­ტე­ტი­ზა­ცია.“

11(925)N