გამოდის 1998 წლიდან
2016-10-06
ზო­გა­დი უნა­რე­ბი სამ­ყა­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც გვეხ­მა­რე­ბა

გვესაუბრება შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი
ცენ­ტ­რის ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი
სო­ფო დო­ლი­ძე

ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის შე­დე­გე­ბი
2016 წლის გა­მოც­დე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ პირ­ვე­ლად შევ­თა­ვა­ზეთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ნა­ხევ­რად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სა­გა­მოც­დო ფორ­მა­ტი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობ­და ტეს­ტის მი­წო­დე­ბას კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­ზე. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, კი­დევ სხვა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დ­გათ სა­მო­მავ­ლოდ და სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ზე ვი­ფიქ­როთ, რო­მე­ლიც ტეს­ტის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.
ვფიქ­რობ, წელს გა­მოც­დამ ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის ­მო­ხერ­ხე­ბუ­ლი გა­რე­მო იყო, შე­სა­ბა­მი­სად, არ ყო­ფი­ლა რა­ი­მე პრობ­ლე­მა, ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზის არც ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა არ გვქონ­და გა­მოც­დის დროს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ, ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა მცი­რე ხნით შე­ფერ­ხე­ბა ჰქონ­და ამა თუ იმ ცალ­კე­ულ აბი­ტუ­რი­ენტს, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სწრა­ფად სწორ­დე­ბო­და და შე­სა­ბა­მი­სი დროც ემა­ტე­ბო­და აბი­ტუ­რი­ენტს. არ ყო­ფი­ლა არც ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ჩი­ვი­ლი. გა­მოც­დამ, ფორ­მა­ტის თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა.
აუცი­ლებ­ლად უნ­და ით­ქ­ვას შარ­შან­დელ გა­მოც­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით — ერ­თ­გ­ვა­რი აჟი­ო­ტა­ჟი ­ი­ყო წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ­რ­თუ­ლიაო, ეს არ იყო სი­მარ­თ­ლე. თუ­კი შე­ვა­და­რებთ 2005 და 2006 წლის გა­მოც­დებს, რო­ცა 100-ქუ­ლი­ა­ნი ტეს­ტი გვქონ­და და 15 ქუ­ლა იყო ბა­რი­ე­რი, რა თქმა უნ­და, შარ­შან ბევ­რად მე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი აღ­მოჩ­ნ­და ბა­რი­ერს ქვე­მოთ. ეს სრუ­ლი­ად არას­წო­რი შე­და­რე­ბაა, უნ­და შე­ვა­და­როთ წი­ნა წლებს, რო­ცა ბა­რი­ე­რი გავ­ზარ­დეთ — 30% და  გა­მოც­და გახდა 80-ქუ­ლი­ა­ნი. აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა არ არის, მხო­ლოდ 1, 2 ან 3%-შია  ცვლი­ლე­ბა და ტეს­ტი­ რე­ა­ლუ­რად ბევ­რად უფ­რო რთუ­ლი, რო­გორც ამას ზო­გი­ერ­თე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ, ნამ­დ­ვი­ლად არ იყო.
უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა — ერთ-ერ­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი
ჩვენ გვქონ­და 78-79 ქუ­ლე­ბი და ვუ­ლო­ცავ ამ ადა­მი­ა­ნებს და მათ მშობ­ლებს. ისი­ნი ამა­ყე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ, რომ ასე­თი უნა­რი­ა­ნი, ჭკვი­ა­ნი და მო­აზ­როვ­ნე შვილე­ბი ჰყავთ. ვუ­ლო­ცავ იმ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­საც, სა­დაც ისი­ნი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ, იმი­ტომ რომ მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან კარ­გი სტუ­დენ­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ეს არის ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტის მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, მან უნ­და იწი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლოს, რო­გო­რი სტუ­დენ­ტი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, მა­სა­ლის აღ­ქ­მი­სა და ცოდ­ნის შე­ძე­ნის თვალ­საზ­რი­სით. ცხა­დია, სხვა ტი­პის თვი­სე­ბებს, რო­გო­რიც არის: შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, დის­ციპ­ლი­ნა და სხვა, ეს ტეს­ტი არ ზო­მავს, მაგ­რამ რო­გორ შე­ი­ძენს სტუ­დენ­ტი ახალ ცოდ­ნას, რო­გორ გა­ი­აზ­რებს ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას და რო­გორ ის­წავ­ლის უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში,  ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტი ნამ­დ­ვი­ლად კარ­გი პრე­დიქ­ტო­რია და ვინც მა­ღა­ლი ქუ­ლა მი­ი­ღო ამ ტეს­ტ­ში, ყვე­ლას ვუ­ლო­ცავ.
ჩვენ ვფიქ­რობთ სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ზე გა­დას­ვ­ლას სწო­რედ ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტით, პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ რომ, ეს ტეს­ტი მხო­ლოდ არ­ჩე­ვით­და­ვა­ლე­ბი­ან პა­სუ­ხებს შე­ი­ცავს, შე­სა­ბა­მი­სად, წე­რა აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არ არის. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ამის გა­მოც­დი­ლე­ბა აუცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბათ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­და­ზე (მათ მე­თერ­თ­მე­ტე კლას­ში უკ­ვე ჩა­ა­ბა­რეს 4 გა­მოც­და), სა­დაც კომ­პი­უ­ტერ­ში­ვე მო­ნიშ­ნეს პა­სუ­ხე­ბი. იმა­ვე პრინ­ცი­პით მო­უ­წევთ მუ­შა­ო­ბა. თუმ­ცა, ჯერ გა­დაწყ­ვე­ტით მა­ინც ვერ ვიტყ­ვით, რომ ეს იქ­ნე­ბა 2017 წლის ზაფხულ­ში, იმი­ტომ რომ, ძა­ლი­ან დი­დი დრო და ძა­ლის­ხ­მე­ვაა სა­ჭი­რო, ასე­ვე, ტექ­ნი­კუ­რად არის ძა­ლი­ან დი­დი სა­მუ­შაო ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი (ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ით მო­მა­რა­გე­ბა, ინ­ტერ­ნე­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ა.შ.). აუცი­ლებ­ლად ჩა­ვა­ტა­რებთ სას­წავ­ლო პრე­ტეს­ტი­რე­ბას და ბევრ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო პრო­ცე­დუ­რას და, თუ­კი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ მზად ვართ ამის­თ­ვის, გვინ­და, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ეს სი­ახ­ლე, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე, შევ­თა­ვა­ზოთ — ზო­გა­დი უნა­რე­ბით და­ვიწყოთ სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ზე გა­დას­ვ­ლა. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტი იმი­ტო­მაც გვჭირ­დე­ბა, რომ ტეს­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოთ და სა­ინ­ტე­რე­სო გავ­ხა­დოთ.


რა შე­იც­ვ­ლე­ბა სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ზე გა­დას­ვ­ლით
აღარ იქ­ნე­ბა პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცე­ლი. რო­გორც ზო­გი­ერ­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტი­ ამ­ბობს, სწო­რედ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ც­ლის შევ­სე­ბის დროს უშ­ვე­ბენ შეც­დო­მას, მა­გა­ლი­თად, ნო­მერ მე­სა­მე და­ვა­ლე­ბის პა­სუხს მე­ოთხე და­ვა­ლე­ბას უწე­რენ, მე­ოთხის — მე­ხუ­თეს და ა.შ., რაც იწ­ვევს არას­წო­რი პა­სუ­ხე­ბის ჯაჭვს და ამი­ტომ აქვთ და­ბა­ლი ქუ­ლა. ასე­თი პრე­ტენ­ზია არა­ერ­თ­გ­ზის მოგ­ვის­მე­ნია. ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში ტეს­ტი­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს გა­მო­რიცხუ­ლი იქ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ, იქ­ვე, კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­ზე­ვე, შე­ეძ­ლე­ბათ პა­სუ­ხის მო­ნიშ­ვ­ნა — და­ვა­ლე­ბის ქვე­მოთ იქ­ნე­ბა პა­სუ­ხე­ბი მო­ცე­მუ­ლი და იქ­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ. ამ ტი­პის შეც­დო­მა გა­მო­რიცხუ­ლი იქ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, და­ვა­ლე­ბის ფორ­მა­ტი მე­ტი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და ფე­რა­დოვ­ნე­ბის, ასე­ვე, დამ­ხ­მა­რე ტი­პის სხვა­დას­ხ­ვა ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლის ან ვი­დე­ო­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. ვი­მე­ო­რებ, რომ ეს, ალ­ბათ, უფ­რო მო­მავ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვაა, არა 2017 წლის.
მა­გა­ლი­თად, წი­ნა­და­დე­ბის შევ­სე­ბის და­ვა­ლე­ბა ძა­ლი­ან ლა­კო­ნუ­რი გახ­დე­ბა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ პა­სუ­ხე­ბის ვა­რი­ან­ტი პირ­და­პირ შე­გიძ­ლია „გა­და­ა­ჩო­ჩო“ (არა­ა­კა­დე­მი­უ­რი სიტყ­ვაა, მაგ­რამ მა­ინც ვიხ­მარ) იმ ად­გი­ლას, სა­დაც გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლია, სპე­ცი­ა­ლუ­რად ხარ­ვე­ზია გა­კე­თე­ბუ­ლი და შე­ა­მოწ­მო, კარ­გად ჯდე­ბა თუ არა, აზ­რობ­რი­ვად გა­მარ­თულ წი­ნა­და­დე­ბას ვი­ღებთ თუ არა, ანუ ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­ტივ­დე­ბა და ში­ნა­არ­სობ­რი­ვა­დაც უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დე­ბა ტეს­ტი.
ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ჩვე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის არის ის, რომ შე­დე­გი გვექ­ნე­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად. აღარ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო 40 ათასუ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ც­ლის დას­კა­ნე­რე­ბა, ვე­რი­ფი­კა­ცია და ა.შ. შე­იძ­ლე­ბა იმ წუთ­სა­ვე­ არ იყოს, გა­მოც­და­ზე­ვე ვერ და­ვი­ნა­ხოთ ჩვე­ნი ქუ­ლა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­ლე — 2-3 დღე­ში — უკ­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ვი­ცო­დეთ შე­დე­გი, რაც ალ­ბათ ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი უპი­რა­ტე­სო­ბაა სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტის.


მუდ­მი­ვი კითხ­ვა — რო­გორ მო­ვემ­ზა­დოთ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის
ჩვე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგე­ბი­ან — ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი აქვთ 4 ან 5 გა­მოც­და და აქვთ გან­ც­და, რომ სკო­ლის მი­ერ მი­ცე­მუ­ლი ცოდ­ნა არ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი ამ გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად და აუცი­ლებ­ლად უნ­და მო­ემ­ზა­დონ. მე არ მინ­და ახ­ლა იმ მი­ზე­ზებ­ზე  ვი­ლა­პა­რა­კო ­დე­ტა­ლუ­რად, რა­ტომ გვაქვს ზო­გა­დად ეს ნდო­ბის თუ უნ­დობ­ლო­ბის მო­მენ­ტი, კონ­კ­რე­ტუ­ლად ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე ვი­ლა­პა­რა­კებ.
ზო­გა­დი უნა­რე­ბი სკო­ლა­ში ცალ­კე საგ­ნად არ გვაქვს  და ეს ძა­ლი­ან სწო­რია. თუმ­ცა, გა­მი­გია, რომ ბევ­რი სკო­ლა სთა­ვა­ზობს თა­ვის მოს­წავ­ლე­ებს უნა­რებ­ში მომ­ზა­დე­ბას — ან სა­გა­ნი აქვთ ან და­მა­ტე­ბი­თი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, წრე­სა­ვით. ჩვენ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვაცხა­დებთ, რომ ზო­გა­დი უნა­რე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს სას­კო­ლო სა­გა­ნი, ეს არის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო სა­შუ­ა­ლე­ბა იმი­სა, შე­უძ­ლია თუ არა ადა­მი­ან­ს­ გა­ი­გოს, გა­ი­აზ­როს ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ვერ­ბა­ლუ­რად თუ რიცხობ­რი­ვად წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ამის სწავ­ლე­ბა ერთ წე­ლი­წად­ში, რა­ღაც კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის სწავ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­კეტ­ვა, და­ნა­შა­უ­ლია. ჩვენ უნ­და ვე­ცა­დოთ, რომ სკო­ლის მთე­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, დაწყე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი კლა­სი­დან, ბავშვს ვას­წავ­ლოთ აზ­როვ­ნე­ბა. რას ნიშ­ნავს ეს? შე­ხე­დოს კრი­ტი­კუ­ლად რა­ღა­ცას, ის­წავ­ლოს ფიქ­რი, თა­ვი­სუფ­ლად დას­ვას შე­კითხ­ვე­ბი, ყვე­ლა წი­ნა­და­დე­ბას, ყვე­ლა სიტყ­ვას და­უ­ფიქ­რ­დეს, ეძე­ბოს მი­მარ­თე­ბე­ბი და კავ­ში­რე­ბი. ეს უნ­და ვას­წავ­ლოთ რო­გორც ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თილ­ზე, ისე მა­თე­მა­ტი­კის, ბუ­ნე­ბის, ფი­ზი­კის, ქი­მი­ის — ყვე­ლა საგ­ნის ფარ­გ­ლებ­ში. არ უნ­და და­ვა­ზე­პი­რე­ბი­ნოთ, არ და­ვა­ზუთხი­ნოთ, ყო­ველ­თ­ვის ვი­ყოთ გახ­ს­ნი­ლე­ბი მა­თი შე­კითხ­ვე­ბის­თ­ვის, უნ­და ვა­ი­ძუ­ლოთ თვი­თონ იფიქ­რონ. ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის იდე­აც ეს არის — აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აზ­როვ­ნე­ბენ, ფიქ­რო­ბენ და შე­უძ­ლი­ათ ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის წა­კითხ­ვა, გა­აზ­რე­ბა და შეთ­ვი­სე­ბა.
და­იწყო სას­წავ­ლო წე­ლი და ყვე­ლა ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ემ­ზა­დე­ბა, ყვე­ლა რე­პე­ტი­ტორ­თან და­დის­ და ვღე­ლავთ, რომ მარ­ტო ჩვენ არ ვემ­ზა­დე­ბით, თან უნა­რე­ბის რე­პე­ტი­ტო­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ძვი­რადღი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ჩვენ და ჩვე­ნი მშობ­ლე­ბიც ვფო­რი­ა­ქობთ. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ტრა­გე­დიაა ოჯახ­ში. რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა არ არის სა­ჭი­რო, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ არ და­ვუ­ფიქ­რ­დეთ რა გა­მოც­დაა ეს. რა თქმა უნ­და, უნ­და გა­ვიც­ნოთ ამ გა­მოც­დის ფორ­მა­ტი, ვი­ცო­დეთ, რა ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი შეგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა, რა ტი­პის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი ახ­ლავს ამ და­ვა­ლე­ბებს, უნ­და ვი­ცო­დეთ ამ და­ვა­ლე­ბებ­თან მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი, ვნა­ხოთ ზო­გი­ერ­თი ტეს­ტი და შე­ვე­ცა­დოთ, და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ვას­რუ­ლოთ. ვნა­ხოთ, რო­გორ შე­დეგს ვაჩ­ვე­ნებთ წლის და­საწყის­ში, რომ შემ­დეგ, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­თა­ნა­დოდ მო­ვემ­ზა­დოთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ გა­ა­კე­თონ ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე მო­ცე­მუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრინ­ციპ­ში, არ იც­ვ­ლე­ბა, იმი­ტომ რომ, იდეა ყო­ველ­თ­ვის ერ­თი და იგი­ვე რჩე­ბა. ჩვენ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ვაქ­ვეყ­ნებთ სა­გა­მოც­დო ტესტს, მა­გა­ლი­თად, 2016 წლის ტეს­ტი ახ­ლაც დევს ვებ­გ­ვერ­დ­ზე და პირ­ვე­ლი რე­კო­მენ­და­ცია, რო­მე­ლიც აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შეგ­ვიძ­ლია მივ­ცეთ, არის ის, რომ აიღონ ამ ტეს­ტის 4 ვა­რი­ან­ტი­დან ნე­ბის­მი­ე­რი, შე­სა­ბა­მის ენა­ზე (ქარ­თუ­ლად, რუ­სუ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად,  სომ­ხუ­რად — ყვე­ლა ვერ­სია მო­ცე­მუ­ლია ვებ­გ­ვერ­დ­ზე) და შე­ას­რუ­ლონ გა­მოც­დას­თან მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ახ­ლო­ე­ბულ პი­რო­ბებ­ში. ვგუ­ლის­ხ­მობთ იმას, რომ ტეს­ტი უნ­და და­ი­ნა­ხონ კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­ზე და და­ი­ნიშ­ნონ დრო. პა­სუ­ხე­ბის ფურ­ც­ლის ვერ­სი­აც არის ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე, შე­უძ­ლი­ათ იქი­დან აიღონ ან უბ­რა­ლოდ ფურ­ცელ­ზე ჩა­მო­წე­რონ. და­ი­ნიშ­ნონ სა­ა­თი — სა­მი სა­ა­თი და 10 წუ­თი (უნა­რე­ბის გა­მოც­დის დრო გა­ი­ზარ­და, 5 წუ­თი ვერ­ბა­ლურ ნა­წილს და­ე­მა­ტა და 5 წუ­თი — მა­თე­მა­ტი­კას), შე­ას­რუ­ლონ სა­ათ­სა და 35 წუთ­ში ვერ­ბა­ლუ­რი ნა­წი­ლი და სა­ათ­სა და 35 წუთ­ში — მა­თე­მა­ტი­კუ­რი ნა­წი­ლი. მას შემ­დეგ, რაც სწორ პა­სუ­ხებს (რომ­ლე­ბიც, ასე­ვე, ვებ­გ­ვერ­დ­ზეა მო­ცე­მუ­ლი) შე­ა­და­რე­ბენ თა­ვი­ანთ ნა­მუ­შე­ვარს, და­ფიქ­რ­დ­ნენ, რა არის მა­თი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე. პირ­ველ რიგ­ში, სუსტ მხა­რე­ზე უნ­და დავ­ფიქ­რ­დეთ, რომ ვე­ცა­დოთ გა­მოს­წო­რე­ბას. სუს­ტი მხა­რე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს რო­გორც მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილ­ში, ასე­ვე ვერ­ბა­ლურ­შიც.


მა­თე­მა­ტი­კუ­რი ნა­წი­ლი
მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილს რაც შე­ე­ხე­ბა, აქ უფ­რო ად­ვი­ლია სუს­ტი მხა­რე­ე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა. ჩვენ რა­ტომ­ღაც გვაქვს არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ტრა­დი­ცია, ბავ­შ­ვო­ბი­დან ­გ­ვა­წე­ბე­ბე­ნ ი­არ­ლი­ყებს — „ამას მა­თე­მა­ტი­კა არ გა­მოს­დის“, „ეს ჰუ­მა­ნი­ტა­რია თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით“, „ეს კი ტექ­ნი­კო­სია და მა­თე­მა­ტი­კაც კარ­გად გა­მოს­დის“ და ა.შ. ეს შეც­დო­მაა, ყვე­ლას გა­მოს­დის ის მა­თე­მა­ტი­კა, რო­მე­ლიც უნა­რე­ბის ტეს­ტ­შია მო­ცე­მუ­ლი, იმი­ტომ რომ, ეს არ არის მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­და, ეს არის რიცხ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ფა­სე­ბა. შეგ­ვიძ­ლია თუ არა რა­ო­დე­ნობ­რი­ვად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია  და­ვა­მუ­შა­ოთ — გა­ვი­აზ­როთ, გა­ვი­გოთ და პრობ­ლე­მა გა­დავ­ჭ­რათ, რო­მე­ლიც რა­ო­დე­ნობ­რი­ვა­დაა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი? ეს ყვე­ლას თა­ნაბ­რად შეგ­ვიძ­ლია. არ­სე­ბობ­ს ­სამ­წუ­ხა­რო ტ­რა­დი­ცია, ადა­მი­ა­ნებს ეში­ნი­ათ რიცხ­ვე­ბის და­ნახ­ვა. თუ ჩვენ აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ასე­თი ტი­პის ადა­მი­ა­ნი ვართ, მა­თე­მა­ტი­კუ­რი ნა­წი­ლი გავ­ხ­სე­ნით და გუ­ლი გაგ­ვის­კ­და, რომ ამას ვერ დავ­ძ­ლევთ და ა.შ.,  პირ­ველ რიგ­ში, უნ­და ვი­ფიქ­როთ, რო­გორ მო­ვე­რი­ოთ ამ შიშს და რო­გორ მი­ვი­ღოთ მი­ნი­მა­ლუ­რი ცოდ­ნა (რაც ნიშ­ნავს 6 კლა­სის, მაქ­სი­მუმ — 9 კლა­სის ცოდ­ნას) მა­თე­მა­ტი­კა­ში. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცოდ­ნის შე­ძე­ნის პრო­ცე­სი. თუ­კი ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, უნ­და ვის­წავ­ლოთ, რაც ექ­ვ­სი კლა­სის ფარ­გ­ლებ­ში იცი­ან მოს­წავ­ლე­ებ­მა და ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად — მეცხ­რე კლა­სამ­დე მა­სა­ლა. მა­გა­ლი­თად, არა­სო­დეს არ გვხვდე­ბა ლო­გა­რით­მი, არა­ფე­რი ტრი­გო­ნო­მეტ­რი­ის მსგავ­სი იქ არ არის, შე­სა­ბა­მი­სად, მა­თე­მა­ტი­კა­ში ­უ­მარ­ტი­ვე­სი, ელე­მენ­ტა­რუ­ლი, სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა უნ­და გვქონ­დეს და ეს ცოდ­ნა უნ­და იყოს აზ­რი­ა­ნი, არა პრო­ცე­დუ­რე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა და სხა­პას­ხუ­პით ცოდ­ნა. ეს არ არის ამ ტი­პის გა­მოც­და, აზ­რი უნ­და გვეს­მო­დეს, რას ნიშ­ნავს რიცხ­ვის პრო­ცენ­ტი, წი­ლა­დი, ნა­წი­ლი და ა.შ. თუ ჩვენ ამ მხრივ გვაქვს დე­ფი­ცი­ტი, შეგ­ვიძ­ლია მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით შე­ვავ­სოთ.
მა­თე­მა­ტი­კის ნა­წი­ლი, ყო­ველ­თ­ვის, ოდ­ნავ უფ­რო რთუ­ლია, ვიდ­რე ვერ­ბა­ლუ­რი. წელს ერ­თა­დერ­თი ვერ­სია გვქონ­და, სა­დაც თა­ნა­ბა­რი სირ­თუ­ლის იყო მა­თე­მა­ტი­კუ­რი და ვერ­ბა­ლუ­რი ნა­წი­ლე­ბი (ვერ­ბა­ლუ­რი ოდ­ნავ რთუ­ლიც კი იყო), მაგ­რამ, რო­გორც წე­სი, წლი­დან წლამ­დე, მა­თე­მა­ტი­კუ­რი ნა­წი­ლი, სი­მარ­ტი­ვის თვალ­საზ­რი­სით,  ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა­ ვერ­ბა­ლურ ნა­წილს. ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე იყოს. ერთ-ერ­თი ის არის, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­ ჯერ ვერ­ბა­ლურ ნა­წილ­ზე მუ­შა­ო­ბენ და სა­ათ-ნა­ხევ­რის ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, დაღ­ლი­ლე­ბიც არი­ან ალ­ბათ, რო­ცა მა­თე­მა­ტი­კურ ნა­წილ­ზე გა­და­დი­ან. სხვაგ­ვა­რად მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ეს ფორ­მა­ტი არ იძ­ლე­ვა. ვერ­ბა­ლურ ნა­წილ­ში გვაქვს უფ­რო დი­დი და­ვა­ლე­ბე­ბი, წა­სა­კითხი ტექ­ს­ტი და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით 6 შე­კითხ­ვა­ზეა პა­სუ­ხი გა­სა­ცე­მი, ვრცე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი ლო­გი­კა­ში და ა.შ. ამი­ტომ, ეს რომ მე­ო­რე ნა­წილ­ში გა­და­ვი­ტა­ნოთ და პირ­ველ ნა­წი­ლად მა­თე­მა­ტი­კა შევ­თა­ვა­ზოთ, კი­დევ უფ­რო რთუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის.
ჩვე­ნი ცენ­ტ­რი, რო­გორც იცით, ძა­ლი­ან ბევრ სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვას ატა­რებს. კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც, მა­გა­ლი­თად, მა­თე­მა­ტი­კასა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში არერ­თხელ ჩა­ტარ­და, არა­სო­დეს კარგ შე­დე­გებს არ გვიჩ­ვე­ნებს — მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, სა­შუ­ა­ლო­ზე ოდ­ნავ ქვე­მოთ ვართ ჩვე­ნი ცოდ­ნით მა­თე­მა­ტი­კა­ში. შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ ეს არის იმის მი­ზე­ზი, რომ ჩვე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის მა­თე­მა­ტი­კა უფ­რო (ოდ­ნავ) რთუ­ლია, ვიდ­რე ვერ­ბა­ლუ­რი ნა­წი­ლი. თუმ­ცა, ისევ ვი­მე­ო­რებ, ამ ცოდ­ნის და­ნაკ­ლი­სის შევ­სე­ბა —  რიცხ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და რიცხ­ვე­ბით ოპე­რი­რე­ბის უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა — ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია.


სა­გუ­ლის­ხ­მო დე­ტა­ლი გა­მოც­დის­თ­ვის მზა­დე­ბი­სას — 3 სა­ა­თი და 10 წუ­თი უწყ­ვე­ტი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი
გარ­და იმი­სა, რომ უნ­და ვი­ფიქ­როთ კონ­კ­რე­ტულ უნარ­ზე, იქ­ნე­ბა ეს რიცხ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თუ სიტყ­ვებ­თან, ასე­ვე უნ­და ვი­ფიქ­როთ დრო­ის მე­ნეჯ­მენ­ტის უნარ­ზე, რო­გორ გა­ვა­ნა­წი­ლოთ სა­მუ­შაო დრო და სა­მი სა­ა­თის და 10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუწყ­ვეტ­ლივ, სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­ყოთ ჩარ­თუ­ლი ტეს­ტის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ეს არ არის ად­ვი­ლი. ამით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოც­დე­ბი­დან, ყვე­ლა­ზე რთუ­ლად სწო­რედ უნა­რე­ბის გა­მოც­და ეჩ­ვე­ნე­ბათ. ეს არის ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ო­ბის გა­მოც­და. თუ­კი, მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლის გა­მოც­და­ზე გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა დავ­წე­როთ თხზუ­ლე­ბა, ვი­ფიქ­როთ, მე­რე წა­ვი­კითხოთ, გა­და­ვა­თეთ­როთ, შევ­ც­ვა­ლოთ და ა.შ., უნა­რე­ბის ტეს­ტი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას ნაკ­ლე­ბად გვაძ­ლევს, გვა­ი­ძუ­ლებს ინ­ტენ­სი­უ­რად ვი­ფიქ­როთ, ვა­მუ­შა­ოთ ტვი­ნი სა­მი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­საც, ხშირ შემთხ­ვე­ვა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არ ვართ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­თორ­მე­ტე კლას­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ას სწრა­ფად უნ­და ვა­მუ­შა­ვებ­დეთ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა მუ­შა­ო­ბა. ჩვენ უნ­და ვის­წავ­ლოთ ინ­ტენ­სი­უ­რად ფიქ­რი ახალ-ახალ პრობ­ლე­მა­ზე, უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე 80 სა­კითხი გვაქვს — 80 სხვა­დას­ხ­ვა პრობ­ლე­მა და 80-ივეს სამ სა­ათ­სა და 10 წუთ­ში უნ­და გა­ვუმ­კ­ლავ­დეთ. ამი­ტომ არის უნა­რე­ბის გა­მოც­და ცო­ტა სტრე­სუ­ლი, თუმ­ცა, ეს უნა­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის­თ­ვის — სწრა­ფად, სხარ­ტად და ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში შევ­ძ­ლოთ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა და პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა. ეს, ზო­გა­დად, სამ­ყა­როს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა.


ვერ­ბა­ლუ­რი ნა­წი­ლი
ვერ­ბა­ლურ ნა­წილ­თან უფ­რო რთუ­ლად გვაქვს საქ­მე, იმი­ტომ რომ, მი­სი მი­ზა­ნია, შე­ა­მოწ­მოს ჩვე­ნი უნა­რი შეგვიძლია თუ არა სიტყ­ვი­ე­რად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ვი­აზ­როთ და და­ვა­მუ­შა­ოთ. რას ნიშ­ნავს ეს? უნ­და გვქონ­დეს კარ­გი ვერ­ბა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცია, უნ­და ვი­ყოთ ვერ­ბა­ლუ­რად ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლე­ბი, ჩვე­ნი ­ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი  უნ­და იყოს შე­და­რე­ბით მდი­და­რი, უნ­და შეგ­ვეძ­ლოს ერ­თ­გ­ვერ­დი­ა­ნი ტექ­ს­ტის სწრა­ფად წა­კითხ­ვა და იქ ძი­რი­თა­დის და მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვ­ნის ერ­თ­მა­ნე­თის­გან გარ­ჩე­ვა, ტექ­ს­ტის სტრუქ­ტუ­რის და მი­მარ­თე­ბე­ბის და­ნახ­ვა სიტყ­ვებს შო­რის, ასე­ვე, წი­ნა­და­დე­ბის ნა­წი­ლებს შო­რის მი­მარ­თე­ბე­ბის და­ნახ­ვა, და­პი­რის­პი­რე­ბის და შე­სა­ბა­მი­სო­ბის ამოც­ნო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ეს ვერ­ბა­ლუ­რად მოქ­ნი­ლო­ბის ნი­მუ­შე­ბია.
თუ­კი მა­თე­მა­ტი­კის შემ­თხ­ვე­ვა­ში შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ რა­ღაც კონ­კ­რე­ტუ­ლი მა­სა­ლა გვაქვს, რო­მე­ლიც არ ვი­ცით და შეგ­ვიძ­ლია ვის­წავ­ლოთ, ვერ­ბა­ლურ ნა­წილ­ში ეს ასე არ არის. ვერ­ბა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ას ძა­ლი­ან დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ძენთ. ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც უნა­რე­ბის ტეს­ტი არის, პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია, ვერ­ბა­ლუ­რი ნა­წი­ლის­თ­ვის მო­სამ­ზა­დებ­ლად, არის ბევ­რი კითხ­ვა — კითხ­ვა, კითხ­ვა, კითხ­ვა... უნ­და ვი­ყოთ ნა­კითხი, წიგ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი.
სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი რე­პე­ტი­ტო­რი მი­მარ­თავს ასეთ პრაქ­ტი­კას — ლექ­სი­კო­ნე­ბი­დან, რო­გორც უცხო სიტყ­ვებს, ისე ას­წავ­ლი­ან და აზე­პი­რე­ბი­ნე­ბენ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ქარ­თულ სიტყ­ვებს ან იმ უცხო სიტყ­ვებს, რომ­ლებ­საც ვდებთ ტეს­ტ­ში, რომ­ლე­ბიც მო­ცე­მუ­ლია ჩვენს სას­კო­ლო პრაქ­ტი­კა­ში, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში; რვე­ულ­ში აქ­მ­ნე­ვი­ნე­ბენ ლექ­სი­კო­ნებს და ეს სიტყ­ვე­ბი უნ­და იცოდ­ნენ ზე­პი­რად, მა­გა­ლი­თად, რას ნიშ­ნავს „ინ­ტე­რაქ­ცია“. ეს ძა­ლი­ან არას­წო­რი მიდ­გო­მაა იმი­ტომ, რომ სიტყ­ვას არა­ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. თი­თო­ე­ულ სიტყ­ვას  მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბის მთე­ლი შლე­ი­ფი, შე­იძ­ლე­ბა ასე ვთქვათ, მოჰ­ყ­ვე­ბა და თუ ადა­მი­ანს ეს სიტყ­ვა რამ­დენ­ჯერ­მე სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტექ­ს­ტ­ში წა­კითხუ­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი არ აქვს, ძა­ლი­ან რთუ­ლია, გა­მოც­და­ზე უცებ გა­იხ­სე­ნოს, რას ნიშ­ნავს და სწო­რად შე­ას­რუ­ლოს ესა თუ ის და­ვა­ლე­ბა.
თუ­კი აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ვერ­ბა­ლურ ნა­წილ­ში გვაქვს პრობ­ლე­მა, ზუს­ტად ვნა­ხოთ, რა ტი­პი­საა ის. თუ გვაქვს პრობ­ლე­ბა ანა­ლო­გი­ებ­ში — ჩვე­ნი სიტყ­ვი­ე­რი მა­რა­გი, ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი არ არის საკ­მა­ოდ მდი­და­რი, აქაც ერ­თა­დერ­თი ინ­ს­ტ­რუქ­ცია არის კითხ­ვა და კითხ­ვა. უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ ერ­თ­გ­ვერ­დი­ა­ნი ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვა არ არის მა­ღა­ლი მოთხოვ­ნა ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, რო­მელ­საც უნ­და, რომ სტუ­დენ­ტი გახ­დეს. მას ერ­თი კი არა, შე­იძ­ლე­ბა სა­მა­სი გვერ­დი ჰქონ­დეს წა­სა­კითხი ერ­თი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში.
თუ აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ დე­ფი­ცი­ტი გვაქვს წი­ნა­და­დე­ბე­ბის შევ­სე­ბის ნა­წილ­ში, და­ვა­ლე­ბებს სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად ვერ ვას­რუ­ლებთ, კარ­გად გავ­ყ­ვეთ ამოხ­ს­ნის პრინ­ცი­პებს (ამის ნი­მუ­ში მო­ცე­მუ­ლია ჩვენს კრე­ბულ­ში) და მივ­ხ­ვ­დე­ბით, თუ­კი და­ვუთ­მობთ წი­ნა­და­დე­ბე­ბის შევ­სე­ბას საკ­მა­რის დროს, აუცი­ლებ­ლად შე­ვას­რუ­ლებთ და­ვა­ლე­ბებს. ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბებ­ში შეც­დო­მას იწ­ვევს სის­წ­რა­ფე — მოგ­ვეჩ­ვე­ნე­ბა, რომ პირ­ვე­ლი­ვე ან მე­ო­რე პა­სუ­ხი სწო­რია და სწრა­ფად ვი­ღებთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. უნ­და ვის­წავ­ლოთ, რო­გორ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ კარ­გად და­ვა­ლე­ბა, რო­გორ წა­ვი­კითხოთ სწო­რად და რო­გორ და­ვუთ­მოთ სა­თა­ნა­დო დრო. აი, ეს არის ის, რაც წი­ნა­და­დე­ბის შევ­სე­ბის და­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ.
ლო­გი­კას რაც შე­ე­ხე­ბა, ჩვენს კრე­ბულ­ში მო­ცე­მუ­ლია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რა პრინ­ცი­პე­ბით უნ­და მი­ვუდ­გეთ ლო­გი­კის და­ვა­ლე­ბებს. ეს არის მხო­ლოდ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. მთე­ლი ჩვე­ნი ჯგუ­ფი წი­ნა­აღ­მ­დე­გია იმი­სა, რომ მზა რე­ცეპ­ტე­ბი და ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი მივ­ცეთ — მა­ინ­ც­და­მა­ინც ასე უნ­და გა­ა­კე­თო, ასე­თი დი­აგ­რა­მა უნ­და და­ხა­ტო ან ასე­თი ცხრი­ლი შად­გი­ნო, ეს შეც­დო­მაა. რო­გორც მათ­თ­ვის იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი, ისე უნ­და გა­ა­კე­თონ. ყვე­ლას თა­ვი­სი მე­თო­დი აქვს ფიქ­რის და თუ­კი ისი­ნი ამ მე­თო­დე­ბით შე­დეგს აღ­წე­ვენ, არ გვინ­და, მათ თავს მო­ვახ­ვი­ოთ ჩვე­ნი გზე­ბი. უბ­რა­ლოდ, ვი­საც აქვს გან­ც­და, რომ ვერ არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი, შე­უძ­ლია გა­ეც­ნოს ამ ყვე­ლა­ფერს და ეგებ, მის­თ­ვის  წარ­მოდ­გე­ნილ­თა­გან ერთ-ერ­თი ხერ­ხი მი­სა­ღე­ბი იყოს.
ლო­გი­კა­შიც, ასე­ვე, და­ვა­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბის კარ­გად გაც­ნო­ბით, ნამ­დ­ვი­ლად შეგ­ვიძ­ლია გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სოთ შე­დე­გი, მივ­ხ­ვ­დეთ, რო­გორ მი­ვუდ­გეთ ამ და­ვა­ლე­ბებს.
და­ბო­ლოს, ისევ გა­ვი­მე­ო­რებ, წიგ­ნი­ე­რე­ბაა ის, რაც ზო­გა­დი უნა­რე­ბის ტეს­ტ­ში ძა­ლი­ან ფა­სობს და თუ ბევრს წა­ვი­კითხავთ, ეს აუცი­ლებ­ლად დაგ­ვი­ფას­დე­ბა წლის ბო­ლოს.


რე­კო­მენ­და­ცია მშობ­ლებს
პირ­ვე­ლი და მთა­ვა­რი, რაც უნ­და ვა­კე­თოთ, არის ის, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი დრო უნ­და და­ვუთ­მოთ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას. უნ­და ვუ­კითხოთ ბევ­რი, შე­ვუ­ძი­ნოთ რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი წიგ­ნი (არ ვი­ცი ეკო­ნო­მი­კუ­რად, სო­ცი­ა­ლუ­რად რამ­დე­ნად სწო­რად ჟღერს ის, რა­საც ახ­ლა ვამ­ბობ, მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბა ასე თუ გა­ვა­კე­თებთ), ფე­რა­დი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო, სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ტი­კის და ყო­ველ­თ­ვის ვე­ცა­დოთ, ვა­ფიქ­როთ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ­შე­კითხ­ვე­ბით — რა­ტომ არის ეს ამ ფე­რის, რა არი­ს ეს, რა­ტომ არის, რას აკე­თებს. ეს ხელს შე­უწყობს მეტყ­ვე­ლე­ბის, მეხ­სი­ე­რე­ბის, აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ბავ­შ­ვებს არ უნ­და ეში­ნო­დეთ შე­კითხ­ვის დას­მის, არას­წო­რი აზ­რის გა­მოთ­ქ­მის. ყო­ველ­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა მათ აზ­რებ­ში რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო და­ვი­ნა­ხოთ და ვუთხ­რათ — რა სა­ინ­ტე­რე­სოა, თუნ­დაც მცდა­რი აზ­რი გვითხ­რან. ჩვე­ნი ხედ­ვაც მი­ვა­წო­დოთ, მაგ­რამ არ უნ­და მო­ვახ­ვი­ოთ თავს, რომ ეს ასეა, მა­გა­ლი­თად, სპი­ლო აუცი­ლებ­ლად ნაც­რის­ფე­რია, შე­იძ­ლე­ბა მას ცის­ფ­რის და­ხატ­ვა მო­უნ­დეს და ეს ჩვენ­თ­ვის მი­სა­ღე­ბი უნ­და იყოს. ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბით — აუცი­ლებ­ლად ასე გა­ა­კე­თე და არა სხვაგ­ვა­რად — უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ვერ მი­ვაღ­წევთ. უნა­რებს გან­ვა­ვი­თა­რებთ, თუ­კი მაქ­სი­მა­ლუ­რად მივ­ცემთ თა­ვი­სუფ­ლე­ბას აზ­როვ­ნე­ბა­ში, ფიქ­რ­ში, მეტყ­ვე­ლე­ბა­ში. თუ­კი მივ­ცემთ ამის­თ­ვის საკ­მა­რის სას­ტი­მუ­ლო მა­სა­ლას — ზღა­პა­რი, ლექ­სი, მოთხ­რო­ბა, სა­ბავ­შ­ვო ფილ­მი, მათ­თან ერ­თად სე­ირ­ნო­ბა, ზო­ო­პარ­კ­ში იქ­ნე­ბა ეს თუ უბ­რა­ლოდ პარ­კ­ში და რაც მთა­ვა­რია, სულ მათ­თან ლა­პა­რა­კი, რო­გორც დიდ ადა­მი­ან­თან, შე­კითხ­ვე­ბის დას­მა, მა­თი აზ­რის მოს­მე­ნა და გა­ზი­ა­რე­ბა, კო­მენ­ტა­რი და წა­ხა­ლი­სე­ბა — ამ­გ­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მა­თი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, კონ­კ­რე­ტუ­ლად კი — უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.


რადიო იმედის გადაცემის — „გამოცდებიდან გამოცდებამდე“ თეიკო ანჯაფარიძესთან ერთად მიხედვით
მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

11(925)N