გამოდის 1998 წლიდან
2016-09-22
რო­გორ დავ­ძ­ლი­ოთ არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი ტო­ტა­ლუ­რი რე­პე­ტი­ტო­რო­ბის ფონ­ზე

აგ­ვის­ტო­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და 3464-მა მა­სა­წავ­ლე­ბელ­მა ჩა­ა­ბა­რა, რაც გა­ცი­ლე­ბით მცი­რეა ჩაჭ­რილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 25 ათას მას­წავ­ლე­ბელს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია, და­ახ­ლო­ე­ბით ორი ამ­დე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი კი ამას, ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ ახერ­ხებს. მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის მი­ხედ­ვით, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სა­მი წე­ლი დარ­ჩა საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში მათ სკო­ლა ავ­ტო­მა­ტუ­რად ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას უწყ­ვეტს. ეს ჩა­ნა­წე­რი, რო­გორც მი­ნის­ტ­რ­მა ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხა­და, მუ­ქა­რის შემ­ც­ვე­ლია და, და­ახ­ლო­ე­ბით, ერთ თვე­ში სქე­მი­დან გაქ­რე­ბა, მას­წავ­ლებ­ლებს კი, გა­მოც­დის ვერ­ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლა არ­სად არ გა­უშ­ვებს. გარ­და ამი­სა, სქე­მა­ში სხ­ვა ცვლი­ლე­ბე­ბიც იგეგ­მე­ბა. უც­ვ­ლე­ლი რჩე­ბა რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბის შემ­დეგ, გვახ­სე­ნებს ხოლ­მე თავს და ყვე­ლა­ზე მეტ აღ­შ­ფო­თე­ბას თა­ვად პე­და­გო­გებ­ში იწ­ვევს. ნუ წაგ­ვარ­თ­მევთ ღირ­სე­ბას! — ეს ერთ-ერ­თი პე­და­გო­გის სიტყ­ვე­ბია, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ისე­ვე ასა­ხავს გა­მოც­დის ჩაჭ­რით გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბის გან­წყო­ბას, რო­გორ გა­მოც­დის შე­დე­გე­ბის სტა­ტის­ტი­კა — რე­ა­ლო­ბას!
„axali ganaTleba“-ს დღე­ვან­დე­ლი სტუ­მა­რი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის, და­გეგ­მ­ვი­სა და მარ­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუ­ტის აღმასრულებელი დირექტორი რე­ვაზ აფხა­ზა­ვა  სწო­რედ ამ პრობ­ლე­მებ­ზე და მა­თი დაძ­ლე­ვის გზებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

— ზაფხულ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა საგ­ნის გა­მოც­დებ­ზე მი­ღე­ბულ­მა  შე­დე­გებ­მა და გახ­მა­უ­რე­ბულ­მა ციფ­რებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი­დევ ერ­თხელ აალა­პა­რა­კა და შე­აშ­ფო­თა. რო­გორ ფიქ­რობთ, ასა­ხავს თუ არა სტა­ტის­ტი­კა რე­ა­ლო­ბას?
— ივ­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დის შე­დე­გე­ბი ერთ-ერ­თი დე­ტა­ლია მთლი­ა­ნი პრო­ცე­სი­სა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯია, სა­დაც გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­მა მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მათ შო­რის, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებ­მა. და­წე­სე­ბუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი მცი­რე ნა­წილ­მა გა­და­ლა­ხა, უმე­ტე­სო­ბამ — ვერ. შე­დე­გი კი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტო­რით. ერთ-ერ­თია ის, რომ მას­წავ­ლებ­ლებს, რო­მელ­თაც შე­ეძ­ლოთ ტეს­ტის მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვ­რის დაძ­ლე­ვა, ეს უკ­ვე გა­ა­კე­თეს და ამ გა­მოც­დებ­ში აღარ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, დარ­ჩე­ნი­ლია პე­და­გოგ­თა კრი­ტი­კუ­ლი მა­სა, რომ­ლებ­საც უჭირთ გა­მოც­დის დაძ­ლე­ვა, მა­თი შე­დე­გე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას არც უნ­და ვე­ლო­დოთ, რად­გან ტეს­ტის სირ­თუ­ლე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თი და იგი­ვეა და მხო­ლოდ რამ­დენ­ჯერ­მე გას­ვ­ლა აქ არა­ფერს შეც­ვ­ლის — ვინც ვერ ჩა­ა­ბა­რა გა­სულ წლებ­ში, მას ახ­ლაც უჭირს ზღვრის გა­და­ლახ­ვა. ვფიქ­რობ, მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის გა­მოც­დის კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­დე­გი არ უნ­და იყოს გან­ს­ჯის სა­გა­ნი, უფ­რო მე­ტად უნ­და და­ვინ­ტე­რეს­დეთ იმით, მთლი­ა­ნო­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბის კო­ჰორ­ტის რა ნა­წი­ლი ადას­ტუ­რებს საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ას და რა ნა­წი­ლი ვერ ადას­ტუ­რებს.
თუ ზო­გა­დად მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის შე­ფა­სე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა ერთ-ერ­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია და არა ერ­თა­დერ­თი. თუმ­ცა, ეს ერთ-ერ­თი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია და თან სა­ვალ­დე­ბუ­ლო. მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის შე­ფა­სე­ბი­სას ასე­ვე, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, თუ რო­გორ მუ­შა­ობს ის ბავ­შ­ვებ­თან, რო­გორ შე­უძ­ლია მა­სა­ლის გა­და­ცე­მა, რა პე­და­გო­გი­ურ მე­თო­დებს იც­ნობს და რო­გორ იყე­ნებს მათ; რო­გორ თა­ნამ­შ­რომ­ლობს კო­ლე­გებ­თან; რო­გორ ზრუ­ნავს თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს სკო­ლის ცხოვ­რე­ბა­ში და ა.შ. თა­ვის­თა­ვად, მათ შო­რის, ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი კომ­პო­ნენ­ტია იმ საგ­ნის ცოდ­ნა, რო­მელ­საც ას­წავ­ლის, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი აზრს კარ­გავს. მარ­ტი­ვია, თუ მე არ ვი­ცი გამ­რავ­ლე­ბის ტა­ბუ­ლა, მას­წავ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი რაც უნ­და კარ­გი თვი­სე­ბე­ბი მქონ­დეს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გამ­რავ­ლე­ბის ტა­ბუ­ლას მა­ინც ვერ შე­გას­წავ­ლით. მე­ო­რე სა­კითხია, რო­ცა ვი­ცი გამ­რავ­ლე­ბის ტა­ბუ­ლა, მაგ­რამ ვარ მა­გა­ლი­თად ინ­ტ­რა­ვერ­ტი, არ შე­მიძ­ლია ცოდ­ნის გა­და­ცე­მა, ახ­ს­ნა, ბავ­შ­ვე­ბის და­ნახ­ვა­ზე გუ­ლი მის­კ­დე­ბა ან, უბ­რა­ლოდ, აგ­რე­სი­უ­ლი ვარ. ამი­ტომ ვამ­ბობ, მას­წავ­ლებ­ლის შე­სა­ფა­სებ­ლად საგ­ნის გა­მოც­და ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტია და არა ერ­თა­დერ­თი.  სამ­წუ­ხა­როდ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დი­დი ხა­ნია გა­მოც­დე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მა­ინც გვრჩე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა, ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი, რომ­ლებ­საც საგ­ნე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი არ აქვთ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვია, ეს სის­ტე­მას აზი­ა­ნებს, მათ შო­რის, თა­ვად  მას­წავ­ლებ­ლებ­საც და პრო­ფე­სი­ის პრეს­ტიჟ­საც.

— რა­ტომ ვი­ღებთ ასეთ შე­დე­გებს, საგ­ნის გა­მოც­და რთუ­ლია?
— ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ვფიქ­რობ, რომ საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და რთუ­ლი არ არის. იმა­საც ვფიქ­რობ, რომ ამ გა­მოც­დებ­ში არის რთუ­ლი კითხ­ვე­ბი, მაგ­რამ მარ­ტი­ვი და სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის კითხ­ვე­ბი იმ რა­ო­დე­ნო­ბი­თაა, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა, რო­მე­ლიც სხვებს გა­დას­ცემს ცოდ­ნას, თა­ვად შეძ­ლოს მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვრის დაძ­ლე­ვა. ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, რამ­დე­ნი­მე სა­გან­ში (ყვე­ლა სა­გან­ში, რა თქმა უნ­და, არ ვარ კომ­პე­ტენ­ტუ­რი) ნამ­დ­ვი­ლად არ არის ისე­თი სირ­თუ­ლე, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ვერ დაძ­ლი­ოს. მსმე­ნია იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კა­ში ტეს­ტი ამო­ცა­ნე­ბი­თაა გა­დატ­ვირ­თუ­ლი, რაც პრობ­ლე­მას ქმნის დრო­ში და ა.შ. მი­ნის­ტ­რ­მა ისიც გა­ნაცხა­და, რომ იქ, სა­დაც აპ­ლი­კან­ტ­თა 83 პრო­ცენ­ტი ვერ აბა­რებს, ტეს­ტის პრობ­ლე­მააო. მაგ­რამ, არ დაგ­ვა­ვიწყ­დეს, ჩვენ ხომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის სტან­დარ­ტ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას ვა­მოწ­მებთ. მა­შინ უნ­და ვთქვათ, რომ სტან­დარ­ტია მა­ღა­ლი ან რომ ტეს­ტი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სტან­დარტს. ეს თუ ასეა, თა­ვად მას­წავ­ლებ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ, გა­ა­კე­თონ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ანა­ლი­ზი და და­ა­სა­ბუ­თონ, რომ ტეს­ტებ­ში კითხ­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სტან­დარ­ტ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში არ არის, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს მათ არც მო­ეთხო­ვე­ბათ. ტეს­ტე­ბი ღიაა, სტან­დარ­ტი სა­ჯა­რო და ამის გა­კე­თე­ბა და სა­კუ­თა­რი სი­მარ­თ­ლის და­დას­ტუ­რე­ბა პე­და­გო­გებს თა­ვა­დაც შე­უძ­ლი­ათ. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვერ მი­ვი­ღებ არ­გუ­მენ­ტად ცალ­კე­უ­ლი და­ვა­ლე­ბის სირ­თუ­ლეს. ერთ-ერ­თი და­ვა­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, შე­იძ­ლე­ბა იყოს რთუ­ლი, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ტეს­ტი მთლი­ა­ნად რთუ­ლია.
ჩვენ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ვახ­დენთ, მაგ­რამ გან­ზ­რახ ვხუ­ჭავთ თვალს. პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­ს­ტ­ზე ვსა­უბ­რობ. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მას­წავ­ლებ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში პრობ­ლე­მა არ გვაქვს. დღე­საც იგი­ვე რი­ტო­რი­კა გვეს­მის, რომ ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი ძა­ლი­ან კარ­გია და პრობ­ლე­მა სხვა რა­მე­შია. კი ბა­ტო­ნო, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლიც გვყავს და, თა­ვის­თა­ვად, ყვე­ლა არ მო­ი­აზ­რე­ბა იმა­ში, ვის­ზეც ახ­ლა ვსა­უბ­რობთ.
სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და აღი­ა­როს პრობ­ლე­მა, დას­ვას დი­აგ­ნო­ზი, რომ მე­რე მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა და­ი­ნიშ­ნოს. მაგ­რამ დი­აგ­ნო­ზის დას­მამ­დე ვერ მი­ვე­დით, რად­გა­ნაც სა­ხელ­მ­წი­ფო არ აღი­ა­რებს, რომ რა­ღაც აწუ­ხებს. რო­გორც კი არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ო­დი მო­დის, მა­შინ­ვე იწყე­ბა ასე­თი რე­ვე­რან­სუ­ლი პო­ლი­ტი­კა. რა­ტომ­ღაც ავიწყ­დე­ბათ, რომ სის­ტე­მა ემ­სა­ხუ­რე­ბა არა მას­წავ­ლებ­ლებს, არა­მედ მოს­წავ­ლე­ებს. ამი­ტო­მაც სის­ტე­მამ ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­ა­კე­თოს იმის­თ­ვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი და არა პი­რი­ქით — ვინც სის­ტე­მას ემ­სა­ხუ­რე­ბა, იმა­თი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვის ხარ­ჯ­ზე და­ვა­ზი­ა­ნოთ მოს­წავ­ლე­თა ინ­ტე­რე­სე­ბი.
პირ­ველ რიგ­ში, უნ­და ვთქვათ, რომ გვყავს მას­წავ­ლებ­ლე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა (და, სამ­წუ­ხა­როდ, ეს საკ­მა­ოდ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბაა), რომ­ლე­ბიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჭი­რო­ე­ბენ ჩა­ნაც­ვ­ლე­ბას. ეს თუ არ ვთქვით, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა ვერ და­იწყე­ბა, ეს ცალ­სა­ხაა. პრობ­ლე­მე­ბის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც უნ­და ჩა­ნაც­ვ­ლ­დ­ნენ და ასე­ვე გა­მო­ი­ყოს ის ჯგუ­ფი, რო­მელ­თა მხარ­და­ჭე­რა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამის შემ­დეგ, უკ­ვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აქ­ცენ­ტი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მებ­ზე უნ­და გა­კეთ­დეს. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, ხელ­ფა­სის ზრდას­თან (ხელ­ფა­სი აუცი­ლებ­ლად კომ­პე­ტენ­ცი­ას უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს. არ შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ს­ტი­ტუტ­ში უფ­რო­სი მეც­ნი­ერ მუ­შა­კი და პრაქ­ტი­კან­ტი ერ­თ­ნა­ი­რ  გა­სამ­რ­ჯე­ლოს იღებ­დეს — მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი მა­ღალ ანაზღა­უ­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს) ერ­თად, გაძ­ლი­ერ­დეს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა და მი­სი პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის და­ი­გეგ­მოს მას­შ­ტა­ბუ­რი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო ჩა­ნაც­ვ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა­ზე უნ­და გა­და­ვი­დეს და არა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის, რო­გო­რიც ახ­ლაა. ჩვენ გვე­უბ­ნე­ბი­ან: რო­მე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლიც სამ წე­ლი­წად­ში ამას ვერ გა­ა­კე­თებს, წა­ვა სკო­ლი­დან. მე­რე მო­ახ­ლოვ­დე­ბა არ­ჩ­ევ­ნე­ბი და მას­წავ­ლებ­ლებს ეტყ­ვი­ან: კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი ხართ  და არ­სად არ წახ­ვალ­თო. მეს­მის, რომ შე­საძ­ლოა ამ­დე­ნი შემ­ც­ვ­ლე­ლი კად­რი ერ­თ­დ­რო­უ­ლად ვერც მო­ი­ძებ­ნოს ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ ისი­ნი დრო­ე­ბით მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი უნ­და გახ­დ­ნენ და სა­ხელ­მ­წი­ფომ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტ­თან ერ­თად, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის უშუ­ა­ლო დახ­მა­რე­ბით, დე­ტა­ლუ­რი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი მი­ა­წო­დონ ასეთ მას­წავ­ლებ­ლებს, რო­გორ ჩა­ა­ტა­რონ გაკ­ვე­თი­ლე­ბი.  ასე­ვე აუცი­ლე­ბე­ლია, ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ზრუ­ნა­ვენ სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, და კარ­გად ატა­რე­ბენ გაკ­ვე­თი­ლებს, იყ­ვ­ნენ მე­ტად და­ფა­სე­ბულ­ნი და დატ­ვირ­თულ­ნი, ვიდ­რე ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი არ აქვთ დაძ­ლე­უ­ლი.

— რო­გორ მი­ვი­ზი­დოთ ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბი და ფიქ­რობთ თუ არა, რომ პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლა გარ­თუ­ლე­ბუ­ლია?
— ვი­ნა­ი­დან დღეს, რე­ა­ლუ­რად ვდგა­ვართ ფაქ­ტის წი­ნა­შე, რომ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლის დე­ფი­ცი­ტია (ამას ვე­რა­ვინ უარ­ყოფს. ბო­ლოს­და­ბო­ლოს ვი­ცით სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებ­ში მოს­წავ­ლე­თა ცუ­დი შე­დე­გე­ბიც, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ზე დი­დი წი­ლი მას­წავ­ლებ­ლის „დამ­სა­ხუ­რე­ბაა“), ვფიქ­რობ, კი­დევ და­მა­ტე­ბით ბა­რი­ე­რებს ვქმნით იმის­თ­ვის, რომ სკო­ლა­ში ახალ­გაზ­რ­და კად­რი მო­ვი­დეს. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, პი­რი­ქით უნ­და იყოს. მეს­მის, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სიაა, ისე რო­გორც ექი­მის, მაგ­რამ სკო­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ღია და მიმ­ზიდ­ვე­ლი უნ­და იყოს ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის. მათ ბა­რი­ე­რი კი არ უნ­და შე­ვუქ­მ­ნათ, არა­მედ რო­გორ­ღაც შე­ვიტყუ­ოთ სკო­ლა­ში და მე­რე მოვ­თხო­ვოთ კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა თუ გარ­კ­ვე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. თა­ვი­დან მას ერ­ქ­ვას მა­ძი­ე­ბე­ლი, რო­გორც ად­რე იყო, ჰქონ­დეს უფ­რო ნაკ­ლე­ბი ხელ­ფა­სი, იყოს დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ, შე­ვუშ­ვათ იქ, სა­დაც გაკ­ვე­თი­ლი ცდე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვუთხ­რათ, რომ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა გა­იღ­რ­მა­ვოს. ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბელს მხო­ლოდ სას­კო­ლო გა­რე­მოს გაც­ნო­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მო­უნ­დეს პრო­ფე­სი­ა­ში დარ­ჩე­ნა. მეც ასე ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლად, მე-6 სკო­ლა­ში მი­ვე­დი, პირ­და­პირ გაკ­ვე­თილ­ზე კი არ შე­მიშ­ვეს, იმ გაკ­ვე­თი­ლს ვა­ტა­რებ­დი, რო­მე­ლიც ცდე­ბო­და. მე­რე ნელ-ნე­ლა მი­ვეჩ­ვიე გა­რე­მოს, ბავ­შ­ვებ­თან და კო­ლე­გებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, მო­მე­წო­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი და ისე „მოვი­წამ­ლე“ სკო­ლით, რომ გა­დავ­წყ­ვი­ტე მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. რაც მთა­ვა­რია, სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში სხვა­გან მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მქონ­და. ახ­ლა პი­რი­ქით ხდე­ბა — ახალ­გაზ­რ­დას ეუბ­ნე­ბი­ან, რომ სკო­ლა­ში შეს­ვ­ლამ­დე, ჯერ „ნორ­მა­ტივს“ შე­ას­რუ­ლებ და თუ ამას წარ­მა­ტე­ბით შეძ­ლებ, მე­რე შე­გიშ­ვებ სკო­ლა­ში. ეს მა­შინ, რო­ცა მას წარ­მოდ­გე­ნაც არ აქვს, რა ხდე­ბა, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლიც არ არის  ნამ­დ­ვი­ლად უნ­და თუ არა იქ მუ­შა­ო­ბა. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ უმ­ჯო­ბე­სია უფ­რო იოლად შე­ვი­დეს სკო­ლა­ში და მე­რე გზა­დაგ­ზა ააკ­რე­ფი­ნო უნა­რე­ბი თუ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა.
ჩე­მი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვა­ზე სწავ­ლო­ბენ, სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბად ან სხვა მსგავს სამ­სა­ხუ­რებ­ში. პრო­ფე­სი­ით იშ­ვი­ა­თად თუ ვინ­მე მუ­შა­ობს, რად­გან სკო­ლებ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი მოთხოვ­ნე­ბის და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გა­მო ვერ შე­დი­ან. სკო­ლა მათ არ ეძა­ხის. შემ­დეგ, რო­ცა ამ­თავ­რე­ბენ მა­გის­ტ­რა­ტუ­რას, ისევ კრე­დიტ-ოფიც­რე­ბად, მო­ლა­რე ოპე­რა­ტო­რე­ბად  აგ­რ­ძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას. არა­და, ადა­მი­ა­ნების ნა­წილს, რომ­ლე­ბიც აქ ქი­რით ცხოვ­რო­ბენ,  ურ­ჩევ­ნი­ათ თა­ვი­ანთ სოფ­ლებ­ში დაბ­რუნ­დ­ნენ და და­საქ­მ­დ­ნენ სკო­ლა­ში. ამის შემ­დეგ კი, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, შე­იძ­ლე­ბა მოს­თხო­ვო, და­ა­დას­ტუ­რონ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი ან გა­ნა­ვი­თა­რონ ისი­ნი.

— ხე­დავთ თუ არა ბმას მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მოც­დე­ბის  შე­დე­გებ­სა და კი­დევ უფ­რო მომ­ძ­ლავ­რე­ბულ რე­პე­ტი­ტო­რო­ბის ინ­ს­ტი­ტუტს შო­რის, ანუ ფიქ­რობთ თუ არა, რომ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ პე­და­გოგს მშო­ბე­ლი არ ენ­დო­ბა და ის რე­პე­ტი­ტორ­თან მიჰ­ყავს? თქვენ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, რა არის ასე მომ­ძ­ლავ­რე­ბუ­ლი რე­პე­ტი­ტო­რო­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზე­ბი?
— რე­პე­ტი­ტო­რო­ბა მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის არაა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, უბ­რა­ლოდ, სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ტო­ტა­ლუ­რია. ამას ადას­ტუ­რებს ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის — გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის, და­გეგ­მ­ვი­სა და მარ­თ­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ს­ტი­ტუ­ტის — მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კვლე­ვა — „კერ­ძო რე­პე­ტი­ტო­რო­ბის ფე­ნო­მე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“.
ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­შუ­ა­ლო შეძ­ლე­ბის მქო­ნე ოჯა­ხე­ბი­დან, მა­სობ­რი­ვად ემ­ზა­დე­ბი­ან რე­პე­ტი­ტო­რებ­თან. კვლე­ვა კა­ტის გა­მოც­დე­ბამ­დე ჩა­ტარ­და, რის შემ­დე­გაც მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფ­რო დამ­ძიმ­და. რე­პე­ტი­ტო­რო­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­ფე­ხურ­ზე გვხვდე­ბა და სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზი აქვს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ რე­პე­ტი­ტო­რო­ბა­ზე 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი მოთხოვ­ნაა იმი­ტომ, რომ იმ ოჯა­ხე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­ლე­ბიც ვერ ამ­ზა­დე­ბენ ბავ­შ­ვებს რე­პე­ტი­ტორ­თან, და­მა­ტე­ბით კითხ­ვა­ზე —  სა­შუ­ა­ლე­ბა რომ გქონ­დეთ, მო­ამ­ზა­დებ­დით თუ არა შვილს რე­პე­ტი­ტორ­თან? პა­სუ­ხო­ბენ — რა თქმა უნ­და, მო­ვამ­ზა­დებ­დით. ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც არ ამ­ზა­დე­ბენ შვი­ლებს რე­პე­ტი­ტო­რებ­თან, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მაა ან, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, უბ­რა­ლოდ, არ არის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით რა­ი­ო­ნებ­ში, სა­დაც არ ჰყავთ  რე­პე­ტი­ტო­რი.
მი­ზე­ზი, თა­ვის­თა­ვად, გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რაა. არც გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბაა მხო­ლოდ ჩვენ­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, მაგ­რამ, რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ფორ­მა შე­ი­ძი­ნა. წლე­ბის წინ ნას­წავ­ლის გა­მე­ო­რე­ბა, თა­ვის­თა­ვად, ნორ­მა­ლუ­რია, მაგ­რამ კონ­კ­რე­ტუ­ლად რა­ღაც ტეს­ტის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხდე­ბა, არა­ნორ­მა­ლუ­რია — ოღონდ „ტეს­ტი ჩა­ვა­ბა­რო“ პრინ­ცი­პით. რო­გორც კი ტეს­ტ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე გა­დავ­დი­ვართ, გა­ნათ­ლე­ბის არსს სა­ერ­თოდ ვცდე­ბით, მე­ტიც, გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა და შე­მეც­ნე­ბის პრო­ცე­სი იქ მთავ­რ­დე­ბა, რად­გან გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის მო­ნაკ­ვეთ­ში ვცდი­ლობთ კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მახ­სოვ­რე­ბას კონ­კ­რე­ტუ­ლი მიზ­ნის­თ­ვის და ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვის­თა­ნა­ვე, ეს ამ­ბა­ვი მთავ­რ­დე­ბა, ინ­ფორ­მა­ცია ქრე­ბა და არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას ვინ­მეს გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, არ­სე­ბი­თად, არ ახ­დენს. სხვა სა­კითხია, რო­ცა რე­პე­ტი­ტორ­თან ემ­ზა­დე­ბი, ცოდ­ნას იღ­რ­მა­ვებ, რა­ღა­ცებს იხ­სე­ნებ ან აანა­ლი­ზებ.
რაც შე­ე­ხე­ბა მი­ზე­ზებს, რა­ტომ ემ­ზა­დე­ბი­ან რე­პე­ტი­ტო­რებ­თან, ეს, ერ­თი მხრივ, ტეს­ტე­ბის პრობ­ლე­მაა, მე­ო­რე მხრივ — მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი კლა­სე­ბის, რომ­ლის გა­მო მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ ახერ­ხებს მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო ცოდ­ნის მი­ცე­მას ან, უბ­რა­ლოდ, არ აქვს სა­თა­ნა­დო კომ­პე­ტენ­ცია, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გან­საზღ­ვ­როს მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. არ­სე­ბობს  მე­სა­მე მი­ზე­ზიც — რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში მას­წავ­ლე­ბელს არ აქვს სა­თა­ნა­დო კომ­პე­ტენ­ცია სა­გან­თან მი­მარ­თე­ბა­ში ან არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი პე­და­გო­გი­უ­რი უნა­რი და, შე­სა­ბა­მი­სად, უჭირს მოს­წავ­ლის­თ­ვის ცოდ­ნის მი­წო­დე­ბა. ეს, რაც შე­ე­ხე­ბა და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სებს, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ვი­ცით, რე­პე­ტი­ტო­რო­ბა საკ­მა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზეც. დაწყე­ბით კლა­სებ­ში ეს პრობ­ლე­მა, ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ბო­ლო ორ მი­ზეზ­თან ერ­თად, ცალ­სა­ხად კავ­შირ­შია კულ­ტუ­რულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­თან, ქარ­თ­ვე­ლი „მშობ­ლის ფე­ნო­მე­ნი“ — არი­ქა, და­მა­ტე­ბით მო­ვამ­ზა­დებ იმის­თ­ვის, რომ კლას­ში უფ­რო კარ­გად გა­მოჩ­ნ­დეს, პირ­ვე­ლი იყოს და ა.შ. კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზი ისიც არის, რომ მშობ­ლე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ, ორ­გა­ნი­ზე­ბულ გა­რე­მო­ში მო­აქ­ცი­ონ შვი­ლე­ბი, რომ იმე­ცა­დი­ნონ. ამი­ტომ ურ­ჩევ­ნი­ათ,  რე­პე­ტი­ტო­რი აიყ­ვა­ნონ, რო­მე­ლიც  სას­წავ­ლო-სა­მე­ცა­დი­ნო გა­რე­მოს შე­უქ­მ­ნის მათ შვილს.
პრობ­ლე­მა ისი­ცაა, რომ ზო­გი­ერთ პრეს­ტი­ჟულ სკო­ლა­ში გა­მო­აცხა­დეს, რომ სწავ­ლე­ბა გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია. მა­გა­ლი­თად, მა­თე­მა­ტი­კა­სა და ფი­ზი­კა­ში. და ეს გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა იცით რა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა? რაც შე­იძ­ლე­ბა ბევრ მა­სა­ლას აძ­ლე­ვენ სა­მე­ცა­დი­ნოდ, იმ­დე­ნად ბევრს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ ძლე­ვენ. ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან და­მა­ტე­ბით იარონ მას­წავ­ლებ­ლებ­თან — რე­პე­ტი­ტო­რებ­თან. ჩე­მი აზ­რით, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ უფ­რო კარ­გად აუხ­ს­ნა და ინ­ტენ­სი­უ­რად იმუ­შაო მოს­წავ­ლე­ებ­თან, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა გა­მო­ი­ყე­ნო თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე, შე­ამ­ცი­რო კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ა.შ. აბა, ნა­ხეთ, ვის­თან ემ­ზა­დე­ბი­ან კო­მა­რო­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბი? იმა­ვე მას­წავ­ლე­ბელ­თან, ვინც სკო­ლა­ში ას­წავ­ლით და, რაც მთა­ვა­რია, გა­ი­გეთ რა ღირს მომ­ზა­დე­ბა? ეს, უბ­რა­ლოდ, არ შე­იძ­ლე­ბა. ამის შემ­დეგ, სკო­ლამ მოს­წავ­ლე­თა კარ­გი შე­დე­გე­ბით იამა­ყოს და ჩვენც ვა­ქოთ და ვა­დი­დოთ, რომ მა­გა­რი სკო­ლაა, არა­ო­ბი­ექ­ტუ­რია.  სკო­ლა აქ არა­ფერ შუ­ა­შია, მშობ­ლებ­მა ამ შე­დე­გე­ბის მი­სა­ღე­ბად დი­დი თან­ხა გა­ი­ღეს რე­პე­ტი­ტო­რე­ბის­თ­ვის.

— რას ფიქ­რობთ შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა­ზე?
— რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, სკო­ლის ში­და შე­ფა­სე­ბე­ბი არ ემ­თხ­ვე­ვა ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბულ შე­ფა­სე­ბას. ად­რე, სკო­ლე­ბი თა­ვად ატა­რებ­დ­ნენ გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებს, შემ­დეგ ამას ნა­ე­კი აკე­თებ­და. რო­გორც კი სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ე.წ. კა­ტის სა­ხით და­იწყო, აღ­მოჩ­ნ­და, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი ვერ აბა­რებს გა­მოც­დებს. ად­რე რომ 100 პრო­ცენ­ტი აბა­რებ­და, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­იც­ვა­ლა. მას­წავ­ლე­ბელს ბავ­შ­ვი კლა­სი­დან კლას­ში გა­დაჰ­ყავს არა ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, არა­მედ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით — აბა, კლას­ში ხომ არ ჩავ­ტო­ვებ ან ნი­შანს ხომ არ გა­ვუ­ფუ­ჭებ?! ასე მი­დის მოს­წავ­ლე ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ და­მამ­თავ­რე­ბელ კლა­სამ­დე და ბო­ლოს, და­მამ­თავ­რე­ბელ კლას­ში, აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ არა­ფე­რიც არ იცის და ჩნდე­ბა ში­ში, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დას ვერ ჩა­ა­ბა­რებს, ანუ მი­ნი­მა­ლურ ზღვარ­საც ვერ გა­და­ლა­ხავს. ამი­ტო­მაც სას­წ­რა­ფოდ იწყე­ბა ფა­ცი-ფუ­ცი და რე­პე­ტი­ტო­რე­ბის ძებ­ნა, მოს­წავ­ლე ყვე­ლა სა­გან­ში ემ­ზა­დე­ბა, რომ ატეს­ტა­ტი აიღოს. ამის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი ისიც არის, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო და სკო­ლა მოს­წავ­ლეს, რე­ა­ლუ­რად, ბო­ლო­ში აფა­სებს და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ კითხუ­ლობს, რო­გორ სწავ­ლობს და გა­და­დის კლა­სი­დან კლას­ში. ოჯა­ხიც იძუ­ლე­ბუ­ლია, მო­ამ­ზა­დოს შვი­ლი 8 სა­გან­ში, რომ მან შეძ­ლოს სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თი — ატეს­ტა­ტი აიღოს. პრობ­ლე­მა ქარ­თ­ვე­ლი მშობ­ლის მენ­ტა­ლო­ბა­ში­ცაა, რად­გან, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, მის­თ­ვის მთა­ვა­რია ნი­შა­ნი. თუ მის შვილს ათი­ანს და­უ­წერს მას­წავ­ლე­ბე­ლი, ის ამით ბედ­ნი­ე­რია და ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს რე­ა­ლო­ბა, რომ მი­სი შვი­ლის ცოდ­ნა გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლია. ამით გა­მო­დის, რომ მშობ­ლე­ბი თა­ვი­სი­ვე ძა­ლის­ხ­მე­ვით ცდი­ლო­ბენ ლა­მა­ზად შე­ფუ­თუ­ლი ცუ­დი სა­ქო­ნე­ლი იყი­დონ.
სკო­ლა, არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სკო­ლის ში­და კულ­ტუ­რა, რო­გორც მიმ­დი­ნა­რე, ისე ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის სის­ტე­მე­ბის გა­უ­მარ­თა­ო­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი და კულ­ტუ­რა, მშობ­ლე­ბის მო­უც­ლე­ლო­ბა — ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თობ­ლი­ო­ბა არის მი­ზე­ზი ტო­ტა­ლუ­რი რე­პე­ტი­ტო­რო­ბის, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უფ­რო და უფ­რო იდ­გამს ფეს­ვებს.

— ახ­დენს თუ არა გავ­ლე­ნას მშო­ბელ­ზე, სკო­ლის არ­ჩე­ვი­სას, მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის შედ­გე­ბი?
— რო­გორ უც­ნა­უ­რა­დაც არ უნ­და მო­გეჩ­ვე­ნოთ, უმე­ტეს წი­ლად, მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ მშობ­ლე­ბი არც ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან. მეტ­წი­ლად ისი­ნი სკო­ლებს არ­ჩე­ვენ ზე­და­პი­რუ­ლად, იმის მი­ხედ­ვით, ვის ურ­ჩე­ვენ მე­გობ­რე­ბის წრე­ში. ხში­რად მეც მი­რე­კა­ვენ და მე­კითხე­ბი­ან, რო­მე­ლი სკო­ლაა კარ­გი. აბა, მე რა ვი­ცი მის­თ­ვის რო­მე­ლი სკო­ლაა კარ­გი და, სა­ერ­თოდ, რას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას და რას ეძა­ხის კარგ სკო­ლას. უფ­რო ხში­რად კითხუ­ლო­ბენ დაწყე­ბი­თე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს. მაგ­რამ, ზო­გა­დად, სკო­ლის მი­მართ მოთხოვ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლი­ან და­ბა­ლია. ამის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი, ვფიქ­რობ ისი­ცაა, რომ გვგო­ნია, სა­ჯა­რო სკო­ლა უფა­სოა და ამი­ტო­მაც მოთხოვ­ნე­ბიც ნაკ­ლე­ბი უნ­და იყოს. კერ­ძო სკო­ლებ­ში, ამ მხრივ, მშობ­ლე­ბი უფ­რო გა­აქ­ტი­ურ­დ­ნენ, ანუ რად­გა­ნაც სა­ჯა­რო სკო­ლა­ში თა­ვი­სი ხე­ლით არ მი­აქვს მშო­ბელს ფუ­ლი გა­და­სახ­დე­ლად, ფიქ­რობს, რომ სწავ­ლა უფა­სოა. არა­და, უფა­სო არ არის, სა­ხელ­მ­წი­ფო უხ­დის მის შვილს თან­ხას, რომ ის­წავ­ლოს. ასე­თი იდე­აც კი მქონ­და, რომ მივ­ცეთ ვა­უ­ჩერს მა­ტე­რი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ხე და და­ვუ­რი­გოთ მშობ­ლებს, რომ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ თა­ვი­სი ხე­ლით მი­ი­ტა­ნონ სკო­ლა­ში. და­მერ­წ­მუ­ნეთ,  ამით გავ­ზ­რ­დით მშობ­ლის მოთხოვ­ნებს მას­წავ­ლებ­ლი­სა და სკო­ლის მი­მართ და გა­ვუ­ჩენთ მეტ და­ინ­ტე­რე­სე­ბას.
სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ მა­თი შვი­ლე­ბის­თ­ვის და ოჯა­ხე­ბის­თ­ვის ელე­ვა­ცი­ის, სო­ცი­ა­ლუ­რად ერ­თი სა­ფე­ხუ­რი­დან უფ­რო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე ტრან­ზი­ცი­ის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მელ­საც რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი არ სჭირ­დე­ბა, გარ­და იმი­სა, რა­საც სა­ხელ­მ­წი­ფო აკე­თებს — გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბაა. კი­დევ უფ­რო სამ­წუ­ხა­როა, რომ არც სა­ხელ­მ­წი­ფო აკე­თებს აქ­ცენტს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის ხა­რის­ხის ზრდა­ზე.

— თქვე­ნი აზ­რით, რო­გო­რია დი­რექ­ტო­რე­ბის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და წი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში?
— დღეს დი­რექ­ტო­რე­ბი შავ დღე­ში არი­ან, მა­თი ერ­თა­დერ­თი სატ­კი­ვა­რი ისაა, რომ აუდი­ტი არ მო­ვი­დეს და შეს­ყიდ­ვებ­ში რა­ი­მე ფი­ნან­სუ­რი დარ­ღ­ვე­ვა არ აღ­მო­უ­ჩი­ნოს. მა­გა­ლი­თად, არას­წო­რად ნა­ყი­დი ცოცხი, ცარ­ცი ან შუ­შა. ამა­სო­ბა­ში კი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მიღ­მა რჩე­ბა — დი­რექ­ტო­რე­ბი, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რე­ბი, ვე­ღარ პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბენ. მა­თი რუ­ტი­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი იმ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლია, რომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის გაძღო­ლის­თ­ვის დრო და ენერ­გია აღარ რჩე­ბათ. პრინ­ციპ­ში, ამის მო­ტი­ვა­ცი­აც და­ბა­ლია, რად­გან მათ არა­ვინ ეკითხე­ბა, რო­გორ ას­წავ­ლი­ან მა­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი.
მე კა­ტე­გო­რი­უ­ლად წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვარ, რომ დღეს სკო­ლე­ბი ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბით შე­ფას­დ­ნენ. ამის მი­ზე­ზებ­ზე ბევ­რი ვი­სა­უბ­რე და გა­მო­იკ­ვე­თა, რომ, ჩე­მი აზ­რით, ყვე­ლა­ზე ცუ­დი მას­წავ­ლებ­ლის მოს­წავ­ლეს, რე­პე­ტი­ტო­რის დამ­სა­ხუ­რე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გი შე­დე­გე­ბი ჰქონ­დეს, ასე­ვეა სკო­ლაც — სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა აჩ­ვე­ნოს ისეთ­მა სკო­ლებ­მაც, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს მხო­ლოდ თავ­შე­საფ­რად აქვთ ქცე­უ­ლი, თით­ქ­მის არ და­დი­ან, რად­გან, დროს რე­პე­ტი­ტო­რე­ბის­თ­ვის ზო­გა­ვენ. ასეთ­მა სკო­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნონ. ამი­ტომ უნ­და შე­მუ­შავ­დეს დი­რექ­ტო­რე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის სის­ტე­მა. მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც მივ­ცემთ ვა­უ­ჩერს ტრე­ნინ­გე­ბის­თ­ვის და ის ტრე­ნინ­გ­ზე მა­ღალ შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებს, ამ ვა­უ­ჩე­რი­დან დი­რექ­ტორს, წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, მი­ზე­რუ­ლი — 5 პრო­ცენ­ტი — მივ­ცეთ. თა­ვი­სი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის მი­ღე­ბუ­ლი მცი­რე თან­ხა, და­მერ­წ­მუ­ნეთ, დი­რექ­ტო­რის მო­ტი­ვა­ცი­ას გაზ­რ­დის და ის შე­ეც­დე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი ჰყავ­დეს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ შემ­დეგ დი­რექ­ტორს მოვ­თხო­ვოთ ან­გა­რიშ­გე­ბა, მა­გა­ლი­თად, რა გა­ა­კე­თა სკო­ლამ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამის შემ­დეგ ის ვე­ღარ და­ნიშ­ნავს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლად ადა­მი­ანს მხო­ლოდ იმ კრი­ტე­რი­უ­მით, რომ მი­სი მა­მი­დაშ­ვი­ლია, რად­გან, პირ­ველ რიგ­ში, თვი­თონ ჩაფ­ლავ­დე­ბა.
დღეს სკო­ლა­ში ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის და მო­ტი­ვა­ცი­ის ასე­თი სის­ტე­მე­ბი უნ­და გან­ვა­ვი­თა­როთ, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში არა­ფე­რი გა­მო­ვა. სკო­ლა, იცით, რას და­ემ­ს­გავ­სა? რა­ღაც შე­ნო­ბას, სა­დაც ვი­ღა­ცე­ბი შევ­ლენ, კარს შე­ი­კე­ტა­ვენ და იქ რა ხდე­ბა, ვინ რას აკე­თებს და რო­გორ, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ვინ აფა­სებს. არა­ვინ არა­ვის მი­მართ ვალ­დე­ბუ­ლი არ არის, ერ­თა­დერ­თი, მთა­ვა­რია, ფუ­ლი არ და­ხარ­ჯონ არა­მიზ­ნობ­რი­ვად, არას­წო­რად.
ჩვენ გვინ­და, რომ  და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აღ­ვ­ზარ­დოთ, მაგ­რამ  ამის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბელ­თან საკ­ლა­სო ოთახ­ში კა­ციშ­ვილს არ შე­უ­ხე­დავს. სულ რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც მას­წავ­ლებ­ლებს მოვ­თხო­ვეთ, რომ მა­თე­მა­ტი­კას თუ ას­წავ­ლი, დაგ­ვი­დას­ტუ­რე, რომ მა­თე­მა­ტი­კა იცი.  ამა­ზე კი ისე­თი ამ­ბა­ვი ატყ­და, რომ ქვე­ყა­ნა და­იქ­ცა, ჩვენ­ზე ექ­ს­პე­რი­მენ­ტებს ატა­რე­ბე­ნო. არა­და, მას­წავ­ლე­ბე­ლი პირ­ვე­ლი უნ­და ადას­ტუ­რებ­დეს საგ­ნის ცოდ­ნას. მას­წავ­ლებ­ლებ­მა კი, ეს პრეს­ტი­ჟის შე­ლახ­ვად მი­ი­ღეს და  ბრა­ზო­ბენ. თა­მა­მად შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ეს სუ­ლაც არ არის პრეს­ტი­ჟის შე­ლახ­ვა. მე თვი­თო­ნაც მას­წავ­ლე­ბე­ლი ვარ და ძა­ლი­ან მიყ­ვარს ის პე­და­გო­გი, ვინც მარ­თ­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლია. ვერც ერთ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც თავ­შე­საფ­რად აქვს ქცე­უ­ლი ეს პრო­ფე­სია და ბავ­შ­ვე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, ვერ და­ვუ­ძა­ხებ მას­წავ­ლე­ბელს და ვერც ლო­ი­ა­ლუ­რი და ლმო­ბი­ე­რი ვიქ­ნე­ბი მის მი­მართ. ეს ცალ­სა­ხაა. რაც მთა­ვა­რია, მას­წავ­ლებ­ლის რე­პუ­ტა­ცი­ას ვერც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რე­ი­ტინ­გე­ბი და გა­მოც­და­ზე ჩაჭ­რილ­თა პრო­ცენ­ტე­ბი, ვერც  ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­უ­ბა­რი ვერ შე­ლა­ხავს, მათ პრეს­ტიჟს, ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩრდილს თვი­თონ ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი აყე­ნე­ბენ, რომ­ლე­ბიც თა­ვის საქ­მეს კარ­გად ვერ აკე­თე­ბენ. არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლის შე­სა­ხებ სკო­ლი­დან ამ­ბის გა­მომ­ტა­ნი ნა­ხე­ვარი მი­ლი­ო­ნი მოს­წავ­ლეა, ჩემ­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი კი რამ­დე­ნი­მეა. ამი­ტომ, თვი­თონ პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა უნ­და ამო­ი­ღონ ხმა, მო­ითხო­ვონ არაპ­რო­ფე­სი­ო­ნალ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა და ჩემ­ზე კი არ უნ­და გაბ­რაზ­დ­ნენ, არა­მედ სწო­რე­დაც იმ კო­ლე­გებ­ზე, რომ­ლე­ბიც მათ ჩრდილს აყე­ნე­ბენ.

— მოგ­წონთ თუ არა მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის ახა­ლი სქე­მა?
— სქე­მის იდეა, ზო­გა­დად მომ­წონს. მას­წავ­ლებ­ლებ­მა საქ­მით, ცოდ­ნით უნ­და და­ა­დას­ტუ­რონ თა­ვი­ან­თი კვა­ლი­ფი­კა­ცია. სქე­მა პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში იყო და, თა­ვის­თა­ვად, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გა­მოჩ­ნ­და ხარ­ვე­ზე­ბიც, უფ­რო მე­ტად და­სახ­ვე­წია. მა­გა­ლი­თად,  ჩე­მი აზ­რით, არ არის სა­მარ­თ­ლი­ა­ნი, დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლებს უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი რომ მის­ცეს. შე­საძ­ლოა, ადა­მი­ანს შამ­ქო­რის ბრძო­ლის სტრა­ტე­გი­ებ­ში წარ­მა­ტე­ბით ჰქონ­დეს და­ცუ­ლი დი­სერ­ტა­ცია, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ იგი კარ­გი პე­და­გო­გია და იმ მას­წავ­ლე­ბელ­ზე უკე­თე­სია, ვი­საც დი­სერ­ტა­ცია არ აქვს და­ცუ­ლი, მაგ­რამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობს სკო­ლა­ში. სკო­ლის შიგ­ნით უფ­რო კარ­გად ჩანს და თა­ვად მას­წავ­ლებ­ლებ­მა იცი­ან, ვინ არის კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ჩემს სკო­ლა­შიც ას­წავ­ლიდ­ნენ ხა­რის­ხის მქო­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ხში­რად, მათ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ყი­რა­ზე იდ­გ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი და კლა­სის მარ­თ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად იმ მას­წავ­ლებ­ლებს ეძახ­დ­ნენ, ვი­საც ხა­რის­ხი არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით უკეთ ფლობ­დ­ნენ პე­და­გო­გის უნა­რებს და მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად აგ­ვა­რებ­დ­ნენ მსგავს პრობ­ლე­მებს. ამი­ტო­მაც ვამ­ბობ, რომ მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ერთ-ერ­თი კრი­ტე­რი­უ­მი პე­და­გო­გი­კის ცოდ­ნაა. მხო­ლოდ ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა არ მი­მაჩ­ნია სწო­რად. მას­წავ­ლე­ბე­ლი აუცი­ლებ­ლად უნ­და ერ­კ­ვე­ო­დეს სწავ­ლე­ბის პე­და­გო­გი­ურ მე­თო­დებ­ში, იმა­ში, თუ რო­გორ მარ­თოს კლა­სი, შე­ეძ­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის  სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, მოს­წავ­ლეს­თან მუ­შა­ობ­დეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბით და ა.შ. არ ვამ­ბობ, რომ მას აუცი­ლებ­ლად თე­ო­რი­ე­ბის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ცოდ­ნა მოვ­თხო­ვოთ, მაგ­რამ  ელე­მენ­ტა­რუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი სა­კითხე­ბი უნ­და ეს­მო­დეს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბი­სას პირ­ველ ად­გილს საგ­ნის ცოდ­ნა იკა­ვებს, ეს აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კრი­ტე­რი­უ­მია მი­სი მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბა გაკ­ვე­თილ­ზე.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N