გამოდის 1998 წლიდან
2016-09-15
მასშტაბური პროექტის პირველი ნაბიჯები

ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის პრო­ექ­ტის „მას­წავ­ლე­ბელ­თა და დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა“ ფარ­გ­ლებ­ში დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­იწყო.  მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ შე­მუ­შავ­და შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინგ მო­დუ­ლე­ბი და სა­კითხა­ვი მა­სა­ლა, ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ის პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის ტრე­ნინ­გი 1400-მა დი­რექ­ტორ­მა გა­ი­ა­რა.
ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია სამ ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მო­დუ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თო ჯამ­ში 160  სა­კონ­ტაქ­ტო სა­ა­თის­გან შედ­გე­ბა. პროგ­რა­მა ტრე­ნინ­გის შემ­დ­გო­მი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა­საც გუ­ლის­ხ­მობს, მა­გა­ლი­თად, კვარ­ტა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის სა­ხით, სა­დაც დი­რექ­ტო­რე­ბი ერ­თ­მა­ნეთს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ და მი­ი­ღე­ბენ და­მა­ტე­ბით უკუ­კავ­შირს. ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია 1-ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ამ­ჯე­რად თბი­ლის­ში, თე­ლავ­სა და წყალ­ტუ­ბო­ში 5 ლო­კა­ცია შე­ირ­ჩა და ხუ­თი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, დი­რექ­ტო­რე­ბი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ტრე­ნინ­გებ­ში. სულ მა­ლე, ამა­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ტრე­ნინ­გე­ბი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვი­საც და­იწყე­ბა და პირ­ვე­ლი ნა­კა­დი 9 ათას პე­და­გოგს მო­ცავს. სა­ერ­თო ჯამ­ში, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, 18 000-ზე მე­ტი ქი­მი­ის, ფი­ზი­კის, ბი­ო­ლო­გი­ის, ინ­გ­ლი­სუ­რის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და გე­ოგ­რა­ფი­ის მე 7-12 კლა­სე­ბის მოქ­მე­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დამ­ზად­დე­ბა.  ვინ იქ­ნე­ბა პრო­ექ­ტის სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი, რა მო­დუ­ლებს გა­ივ­ლი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი და რო­გორ გაგ­რ­ძელ­დე­ბა  ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ის შემ­დე­გი ეტა­პე­ბი — გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი ირი­ნა აბუ­ლა­ძე


\— მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია 1“ ამოქ­მედ­და. წელს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა ახალ სას­წავ­ლო წელს გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­და. რო­გორ წა­რი­მარ­თა ტრე­ნინ­გე­ბის პრო­ცე­სი და რა იგეგ­მე­ბა სა­მო­მავ­ლოდ?
— ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ 1400 დი­რექ­ტო­რი, ჩვე­ნი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­და - მათ ინ­ტენ­სი­უ­რი პროგ­რა­მა — ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია 1 — გა­ი­ა­რეს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა  სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბას მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი ხვდე­ბა და ჩვენ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ახ­ლე­ბუ­რად გა­აა­ნა­ლი­ზებს მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ გა­რე­მოს. თუმ­ცა ეს ჯერ მხო­ლოდ და­საწყი­სია. 
დი­რექ­ტო­რე­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც პირ­ველ ნა­კად­ში ვერ მოხ­ვ­და, ტრე­ნინ­გებს ეტა­პობ­რი­ვად, სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბის შემ­დეგ გავ­ლი­ან და ოქ­ტომ­ბ­რის ბო­ლოს­თ­ვის 1800-მდე გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რი გვე­ყო­ლე­ბა ლი­დე­რო­ბის პირ­ვე­ლი აკა­დე­მი­ის პროგ­რა­მით.
რო­გორც გითხა­რით, ტრე­ნინ­გე­ბი რამ­დე­ნი­მე ნა­კა­დად წა­რი­მარ­თა და,  სა­ერ­თო ჯამ­ში, 15 აგ­ვის­ტო­დან 3 სექ­ტემ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით, 1400-მდე დი­რექ­ტორ­მა ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ის პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რი გა­ი­ა­რა. აკა­დე­მია 1 სა­მი მო­დუ­ლის­გან შედ­გე­ბო­და და ისე­თი თე­მე­ბი მო­იც­ვა, რო­გო­რი­ცაა: 21-ე სა­უ­კუ­ნის სკო­ლის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი — ფი­ნან­სუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი მარ­თ­ვა და ჯგუ­ფე­ბის მარ­თ­ვა სკო­ლის დო­ნე­ზე; ეფექ­ტუ­რი დი­რექ­ტო­რი თე­ო­რი­ი­დან პრაქ­ტი­კამ­დე, სა­დაც, ზო­გა­დად, ლი­დე­რო­ბის თე­მა იყო წამ­ყ­ვა­ნი. აკა­დე­მია 1-ის 40-სა­ა­თი­ა­ნი მო­დუ­ლე­ბის მი­ზა­ნია,  დი­რექ­ტო­რებ­თან ერ­თად, სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ, რო­გო­რი უნ­და იყოს 21-ე სა­უ­კუ­ნის სკო­ლა, რო­მე­ლიც თა­ნაბ­რად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ყვე­ლას­თ­ვის და ქმნის  გა­რე­მოს, სა­დაც ყვე­ლა მოს­წავ­ლეს თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის და გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. ეს მო­დუ­ლე­ბი, ასე­ვე, მო­ი­ცავს თე­მა­ტი­კას, რო­გო­რია წარ­მა­ტე­ბუ­ლი ლი­დე­რი და რო­გო­რია ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლის ლი­დე­რი. ჩვე­ნი აქ­ცენ­ტიც სწო­რედ იმა­ზეა, დი­რექ­ტო­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის ლი­დე­რად ვაქ­ცი­ოთ, რომ მხო­ლოდ მე­ნეჯ­მენ­ტ­ზე არ იყოს ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. დი­რექ­ტო­რი უნ­და ხე­დავ­დეს სუ­რათს, სა­ით წა­იყ­ვა­ნოს სკო­ლა და რო­გორ. ასე­ვე, კარ­გად უნ­და ჰქონ­დეს გა­აზ­რე­ბუ­ლი და იცო­დეს, რო­გორ მო­ახ­დი­ნოს გეგ­მე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, რო­მელ­საც სკო­ლა­ში ნერ­გავს.
ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ის პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის შემ­დეგ, ად­გი­ლობ­რი­ვად ჩა­ტარ­დე­ბა კვარ­ტა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ დი­რექ­ტო­რებ­მა, რომ­ლებ­მაც გა­ი­ა­რეს აკა­დე­მია 1-ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­დუ­ლე­ბი, მი­ე­ცათ კონ­კ­რე­ტუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი — მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა თა­ვი­ან­თი სკო­ლის კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­და­ი­ტა­ნონ. ამის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ისი­ნი აღი­ჭურ­ვ­ნენ კონ­კ­რე­ტუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბით და ყვე­ლა იმ დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლით, რაც შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეთ. კვარ­ტა­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, ჩვე­ნი ფა­სი­ლი­ტა­ცი­ით, ტრე­ნინ­გის დას­რუ­ლე­ბი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი თვის შემ­დეგ გა­ი­მარ­თე­ბა. კო­ლე­გე­ბი ერ­თ­მა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რე­ბენ, რო­გორ მო­ახ­დი­ნეს სკო­ლის დო­ნე­ზე კონ­კ­რე­ტუ­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის და­ნერ­გ­ვა, რა პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა პრო­ცეს­ში ან   ზო­გა­დად რა გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. ჩვე­ნი აზ­რით, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და, ამა­ვე დროს, ერთ-ერ­თი ახა­ლი მიდ­გო­მაა — უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ, რო­გორ მო­ახ­დი­ნოს ტრე­ნინ­გის მო­ნა­წი­ლემ (იქ­ნე­ბა დი­რექ­ტო­რი თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი) ტრე­ნინ­გებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის სა­მუ­შაო გა­რე­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბა. დი­რექ­ტო­რე­ბის­გან უკუ­კავ­შირს ვაგ­რო­ვებთ. უმე­ტე­სო­ბა აღ­ნი­შა­ნავს, რომ ძა­ლი­ან პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბია, მჭიდ­რო კავ­შირ­შია სი­ნამ­დ­ვი­ლეს­თან,  და რაც მთა­ვა­რია, ამ­ბო­ბენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ეხ­მა­რე­ბათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.
— რო­გორ აპი­რებთ უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მე­თო­დით 2085 დი­რექ­ტო­რის გა­დამ­ზა­დე­ბას მა­შინ, რო­ცა ვი­ცით, რომ კონ­ტექ­ს­ტი სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია ერ­თ­მა­ნე­თის­გან, მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის  და რე­გი­ო­ნის სკო­ლე­ბის და ა.შ.?
— მო­დუ­ლე­ბის შექ­მ­ნის დროს სწო­რედ ამას მი­ვაქ­ცი­ეთ ყუ­რადღე­ბა. სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი გან­საზღ­ვ­რუ­ლია ისე, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს ზო­გად ტენ­დენ­ცი­ებ­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა. თუმ­ცა ის დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­დეს, ტრე­ნინ­გის მსვლე­ლო­ბი­სას სხვა­დას­ხ­ვა მა­გა­ლი­თე­ბით, ე.წ. ქე­ი­სე­ბი­სა თუ შემ­თხ­ვე­ვე­ბის მა­გა­ლი­თით გა­ნი­ხი­ლე­ბა, რა­თა ყვე­ლა დი­რექ­ტორ­მა, რო­მე­ლიც იმ ჯგუფ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, მის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო და შე­სატყ­ვი­სი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოს. შე­საძ­ლოა ეს იყოს მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ან დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­საც  გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი თე­მი ჰყავს — სადღაც მე­ტად არის მშო­ბე­ლი ჩარ­თუ­ლი, სადღაც ნაკ­ლე­ბად. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლას მა­ინც ზო­გად პრინ­ცი­პებ­ზე უწევს შე­თან­ხ­მე­ბა, უფ­რო კონ­კ­რე­ტულ სა­კითხებ­ზე მუ­შა­ო­ბა შემ­დ­გომ ჯგუ­ფებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს,  ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შემ­თხ­ვე­ვებ­სა და კონ­ტექ­ს­ტებ­ზე ჩაღ­რ­მა­ვე­ბა კი კვარ­ტა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ზე გრძელ­დე­ბა .
— რო­დის გაგ­რ­ძელ­დე­ბა ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია 1 დარ­ჩე­ნი­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის და  რო­დის იგეგ­მე­ბა მე­ო­რე ეტა­პის დაწყე­ბა?
— აკა­დე­მია პირ­ვე­ლის ტრე­ნინ­გე­ბი  სექ­ტემ­ბ­რის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან გაგ­რ­ძელ­დე­ბა, მათ­თ­ვის,  ვინც პირ­ველ ნა­კად­ში ვერ მოხ­ვ­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა დირ­ქ­ტორს მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­ი­ა­როს ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ის პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­როს მო­დუ­ლე­ბი, გარ­და ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სკო­ლე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი­სა. ტრე­ნინ­გე­ბი ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­იწყე­ბა, რად­გა­ნაც ჯერ მა­სა­ლე­ბი უნ­და ითარ­გ­მ­ნოს და მომ­ზად­დეს მათ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დომ ენებ­ზე, ასე­ვე, უნ­და გა­და­ვამ­ზა­დოთ ტრე­ნე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­ა­ტა­რე­ბენ ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის ორე­ნო­ვან ტრე­ნინ­გებს ან ტრე­ნინ­გებს თარ­ჯიმ­ნის დახ­მა­რე­ბით, იქ სა­დაც ეს სა­ჭი­რო გახ­დე­ბა. ამას კი, და­მე­თან­ხ­მე­ბით, და­მა­ტე­ბი­თი დრო და ძა­ლის­ხ­მე­ვა  სჭირ­დე­ბა, ამი­ტო­მაც მათ­თ­ვის ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ ამოქ­მედ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დი­რექ­ტო­რე­ბი აკა­დე­მი­ის პირ­ველ ეტაპს 2017 წელს გა­ივ­ლი­ან და შეძ­ლე­ბენ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მიჰ­ყ­ვ­ნენ ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებს.
ლიდ­ერო­ბის აკა­დე­მია 2 მას შემ­დეგ და­იწყე­ბა, რაც აკა­დე­მია 1 მთლი­ან ციკლს და­ას­რუ­ლებს ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვის, ვგუ­ლის­ხ­მობ ტრე­ნინ­გებს და კვარ­ტა­ლურ შეხ­ვედ­რებს. ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია 2 საკ­მა­ოდ მსხვი­ლი სა­ფე­ხუ­რია და მო­ი­ცავს თე­მებს: სას­წავ­ლო თე­მის გან­ვი­თა­რე­ბა, ლი­დე­რო­ბა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­თან, სწავ­ლე­ბის მენ­ტო­რო­ბა, გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ლი­დე­რო­ბა, ზრდას­რულ­თა გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბი და სხვ. ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ის მე­ო­რე სა­ფე­ხურ­ზე აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლია თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხებ­ზე, რაც სკო­ლის დო­ნე­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კონ­ტექ­ს­ტის მარ­თ­ვას გუ­ლის­ხ­მობს, თა­ვის­თა­ვად, ეს უკავ­შირ­დე­ბა რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, ისე მოს­წავ­ლეს. დი­რექ­ტორ­მა სკო­ლა­ში უნ­და შექ­მ­ნას ისე­თი გა­რე­მო, სა­დაც ყვე­ლა თა­ნაბ­რად იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ტრე­ნინ­გე­ბი მათ და­ეხ­მა­რე­ბათ, ახა­ლიც ის­წავ­ლონ და რაც იცი­ან, ისიც გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ. რაც მთა­ვა­რია, სახ­ვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გი­ე­ბი­სა თუ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის მი­წო­დე­ბით დი­რექ­ტო­რებს სკო­ლის მარ­თ­ვას გა­ვუ­მარ­ტი­ვებთ.
ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია 2 და­იწყე­ბა 2016 წლის დე­კემ­ბ­რი­დან და 2017 წლის ზაფხულ­ში დას­რულ­დე­ბა, მე­სა­მე ეტაპს — ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია 3 — კი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი დი­რექ­ტო­რე­ბი 2018 წლის ზაფხულ­ში და­ას­რუ­ლე­ბენ. არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი დი­რექ­ტო­რე­ბის­თ­ვის აკა­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბას 2018 წლის ბო­ლოს ან 2019 წლის და­საწყის­ში ვგეგ­მავთ. ყო­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რის ბო­ლოს დი­რექ­ტო­რე­ბი სერ­ტი­ფი­კატს მი­ი­ღე­ბენ.
— შე­საძ­ლოა ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს და არ­სე­ბუ­ლი კად­რე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზის გა­მო, ახა­ლი  დი­რექ­ტო­რე­ბით ჩა­ნაც­ვ­ლ­დ­ნენ. რა მოხ­დე­ბა ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში?
— ჩვენ ამის­თ­ვი­საც მზად ვართ ტექ­ნი­კუ­რა­დაც და ფი­ნან­სუ­რა­დაც, რად­გან ბი­უ­ჯეტ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ახა­ლი კად­რე­ბით და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მომ­ზა­დე­ბა. თუმ­ცა შე­საძ­ლოა, გაჩ­ნ­დეს კითხ­ვა, მო­ეს­წ­რე­ბა თუ არა, პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე მა­თი მომ­ზა­დე­ბის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა. ამა­ზე შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ პრო­ექ­ტი სწო­რედ ამი­ტომ ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რას­თან ერ­თად და სა­მი­ნის­ტ­როს­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, რომ ის შემ­დ­გომ­ში სა­ხელ­მ­წი­ფომ გა­აგ­რ­ძე­ლოს. პროგ­რა­მა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის ბა­ზა­ზე გაგ­რ­ძელ­დე­ბა და ის დი­რექ­ტო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც გვი­ან და­იწყეს, ზუს­ტად იმა­ვე რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­ას­რუ­ლე­ბენ ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ას.
— იგეგ­მე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა ტრე­ნინ­გე­ბიც. უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად, ვინ არის სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი, რო­დის და­იწყე­ბა და რა მო­დუ­ლებს გა­ივ­ლი­ან პე­და­გო­გე­ბი?
— რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს, ჩვე­ნი პრო­ექ­ტის სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი 18 ათას­ზე მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლია — ვჳჳ-ხჳჳ კლა­სე­ბის ქი­მი­ის, ფი­ზი­კის, ბი­ო­ლო­გი­ის, მა­თე­მა­ტი­კის, ინ­გ­ლი­სუ­რი­სა და გე­ოგ­რა­ფი­ის პე­და­გო­გე­ბი. და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია მა­თი მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ორ ნა­კა­დად გა­ი­ყო­ფი­ან და პირ­ველი ნა­კა­დი — 9 ათას­ზე მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი — ტრე­ნინ­გებს ოქ­ტომ­ბ­რი­დან და­იწყებს. პე­და­გო­გე­ბი დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­ი­ღე­ბენ. რე­გი­ო­ნუ­ლად შერ­ჩე­უ­ლია 65 პარ­ტ­ნი­ო­რი სკო­ლა, სა­დაც ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა. სკო­ლე­ბი იმ ნიშ­ნით შე­ვარ­ჩი­ეთ, რომ ად­ვი­ლად მი­სად­გო­მი იყოს მიმ­დე­ბა­რე სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­ათ­ვის, ისიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ სკო­ლას პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში შე­ეძ­ლოს რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფის მი­ღე­ბა. ტრე­ნინ­გე­ბი მი­ყო­ლე­ბით ოთხ შა­ბათ-კვი­რას ჩა­ტარ­დე­ბა.
მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მაც გრძელ­ვა­დი­ა­ნია და გუ­ლის­ხ­მობს 36 სა­კონ­ტაქ­ტო სა­ათს ზო­გად უნა­რებ­ში, შემ­დეგ კი საგ­ნობ­რივ მე­თო­დი­კას, აქ­ტი­ურ  სწავ­ლე­ბას. მას­წავ­ლებ­ლებს ზო­გად პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში ექ­ნე­ბათ სა­მი მო­დუ­ლი,  თი­თო­ე­უ­ლი 12-სა­ა­თი­ა­ნია, მო­დუ­ლებს შო­რის კი სას­წავ­ლო შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა სკო­ლებ­ში. ყო­ვე­ლი მო­დუ­ლის  ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ გა­ნი­ხი­ლა­ვენ იმ შე­დე­გებს, რაც სკო­ლებ­ში მი­ი­ღეს.
რაც შე­ე­ხე­ბა ვა­დებს — პირ­ვე­ლი ნა­კა­დის მას­წავ­ლებ­ლე­ბი პრო­ფე­სი­უ­ლი უანა­რე­ბი­სა და  საგ­ნობ­რი­ვი მე­თო­დი­კის სრულ კურსს  მო­მა­ვა­ლი წლის ზაფხულ­ში და­ას­რუ­ლე­ბენ. სექ­ტემ­ბ­რი­დან კი ტრე­ნინ­გე­ბი  მე­ო­რე ნა­კა­დის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და­იწყე­ბა. საკ­მა­ოდ მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტია, რად­გან მას­წავ­ლე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც და გე­ო­გრა­ფი­აც დი­დია, ამი­ტომ პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ვერ შევ­ძ­ლებთ მე­ო­რე ნა­კა­დის გა­დამ­ზა­დე­ბას. პირ­ველ ნა­კად­თან, და­ახ­ლო­ე­ბით, 130 ტრე­ნე­რი იმუ­შა­ვებს. მე­ო­რე ნა­კა­დის გა­დამ­ზა­დე­ბა, რო­გორც გითხა­რით, 2017 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­იწყე­ბა და  2018 წლის ზაფხულ­ში დას­რულ­დე­ბა. პროექ­ტის შემ­დე­გი პე­რი­ო­დი სას­წავ­ლო შეხ­ვედ­რე­ბის რე­ჟიმ­ში გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ასე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გვაქვს ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში მო­მუ­შა­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი. რო­გორც იცით, ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სკო­ლე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით აღ­ჭურ­ვას იწყებს. სა­მი­ნის­ტ­როს აქვს გეგ­მა, რომ ეს პრო­ცე­სი გა­აგ­რ­ძე­ლოს და­ და­ნარ­ჩე­ნი სკო­ლე­ბიც იმა­ვე სტან­დარ­ტე­ბით აღ­ჭურ­ვოს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბით. პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე გა­დამ­ზად­დე­ბი­ან ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ვი­საც ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში მო­უ­წევს მუ­შა­ო­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სექ­ტემ­ბერ­ში, უცხო­ე­ლი კონ­სულ­ტან­ტის მი­ერ, ტრე­ნერ­თა ტრე­ნინ­გიც იგეგ­მე­ბა. შე­მოდ­გო­მა­ზე და­ვიწყებთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბის ნა­წილ­ში. ეს არის გა­იდ­ლა­ი­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის იმ უსაფ­რ­თხო­ე­ბის წე­სებ­ზე, რო­მე­ლიც ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში უნ­და და­იც­ვან.
ტრე­ნინ­გე­ბი 15 ოქ­ტომ­ბ­რი­დან და­იწყე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რო­მელ ნა­კად­ში და რო­მელ სკო­ლა­ში გა­ივ­ლი­ან  ტრე­ნინგს  მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დაწყე­ბის შემ­დეგ, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მი­ი­ღე­ბენ.
— რა პრინ­ცი­პით შე­არ­ჩი­ეთ ის 9 ათა­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც პირ­ველ ნა­კად­ში მოხ­ვ­და?
— პირ­ვე­ლი ნა­კა­დის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბი­სას ძი­რი­თა­დად ყუ­რადღე­ბას საგ­ნობ­რივ დაჯ­გუ­ფე­ბას ვაქ­ცევ­დით, თუმ­ცა შე­რე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბიც გვაქვს, რად­გან პირ­ვე­ლი ეტა­პის ტრე­ნინ­გე­ბი მა­ინც უფ­რო მე­ტად ზო­გად პრო­ფე­სი­უ­ლი ხა­სი­ა­თი­საა და გუ­ლის­ხ­მობს მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის და შე­სა­ბა­მი­სი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბას. ჯგუ­ფე­ბი შე­რე­უ­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბის სტა­ტუ­სის თვალ­საზ­რი­სი­თაც, არი­ან რო­გორც პრაქ­ტი­კო­სე­ბი, ისე უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თ­ვის ამო­სა­ვა­ლი მა­ინც იყო: სა­გა­ნი, რე­გი­ო­ნი და ლო­კა­ცი­ე­ბი — სკო­ლე­ბი, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დაგ­ვეჯ­გუ­ფე­ბი­ნა შე­სა­ბა­მი­სად. რო­გორც გითხა­რით, ჯგუ­ფე­ბი შე­რე­უ­ლია და და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად ისე, რომ საგ­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან იყოს მი­მაგ­რე­ბუ­ლი, რად­გან მათ სას­წავ­ლო შეხ­ვედ­რებ­ზე მუ­შა­ო­ბა უფ­რო გა­უ­მარ­ტივ­დეთ. ყვე­ლა სატ­რე­ნინ­გო ჯგუფ­ში ჩას­მუ­ლია ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სკო­ლებს ვთხო­ვეთ, წარ­მო­ედ­გი­ნათ პროგ­რა­მის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი — ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში იმ საგ­ნებს ას­წავ­ლის, რო­მე­ლიც პროგ­რა­მის სა­მიზ­ნე ჯგუ­ფია. ამას­თან ერ­თად, წარ­მოდ­გე­ნილ ფა­სი­ლი­ტა­ტორს მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცია აქვს, შე­უძ­ლია პროგ­რა­მას­თან ითა­ნამ­შ­რომ­ლოს და მას­წავ­ლებ­ლებს ტრე­ნინ­გის შემ­დ­გო­მი აქ­ტი­ვო­ბე­ბის სკო­ლებ­ში გა­და­ტა­ნა­ში და­ეხ­მა­როს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი — პროგ­რა­მის ფა­სილ­ტა­ტო­რე­ბი  სას­წავ­ლო ჯგუ­ფებ­საც გა­უძღ­ვე­ბი­ან ტრე­ნინ­გის შემ­დეგ და ჩვენ­თან მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში იქ­ნე­ბი­ან, და­აკ­ვირ­დე­ბი­ან, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სკო­ლებ­ში პრო­ცე­სე­ბი. სკო­ლა­ში თი­თო ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი მა­ინც უნ­და იყოს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ახ­ლო­ე­ბით, 2085 ფა­სი­ლი­ტა­ტორს მო­ვამ­ზა­დებთ, რომ­ლე­ბიც, კი­დევ და­ვა­კონ­კ­რე­ტებ, ამ ექ­ვ­სი საგ­ნი­დან ერთ-ერთს წარ­მო­ად­გენს. ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი ტრე­ნინ­გებს დი­რექ­ტო­რებ­თან ერ­თად გა­ივ­ლი­ან და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­თი დამ­ხ­მა­რე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან სკო­ლა­ში 21-ე სა­უ­კუ­ნის მა­ხა­სიათებ­ლე­ბის გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ში.
შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პირ­ველ ნა­კად­ში ყვე­ლა საგ­ნის და რე­გი­ო­ნის პე­და­გო­გი მოხ­ვ­და, თუმ­ცა აქ­ცენ­ტი რა­ო­დე­ნობ­რი­ვად მა­ინც ისეთ რე­გი­ო­ნებ­ზე გა­კეთ­და, სა­დაც უფ­რო მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნია ამ საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. არ გა­მოვ­რიცხავთ, რომ შე­იძ­ლე­ბა ნა­კა­დებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს მო­ნა­ცე­მე­ბის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­ში გაგ­ზავ­ნის შემ­დეგ. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით 2019 წლი­სათ­ვის ყვე­ლა მე 7-12 კლა­სე­ბის ფი­ზი­კის, ქი­მი­ის, ბი­ო­ლო­გი­ის, მა­თე­მა­ტი­კის, ინ­გ­ლი­სუ­რი­სა და გე­ოგ­რა­ფი­ის მოქ­მე­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი ისარ­გებ­ლებს, მი­უ­ხე­და­ვად მა­თი სტა­ტუ­სი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბი­სა.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N