გამოდის 1998 წლიდან
2016-06-08
კონ­კურ­სი „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ 15 წლი­საა

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

30 მა­ისს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის „აუდი­ტო­რი­ა­ში“, ჩა­ტარ­და ტრა­დი­ცი­უ­ლი კონ­კურ­სის „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ დას­კ­ვ­ნი­თი ტუ­რი.  2002 წლი­დან პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით  და ბო­ლო სა­მი წე­ლია, ქვეყ­ნის ფარ­გ­ლებს გა­რეთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, კერ­ძოდ, სომ­ხეთ­სა და იმერ­ხევ­ში. პრო­ექ­ტის დე­ბუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, კონ­კურ­სან­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, სა­სურ­ველ ენა­ზე  წარ­მო­ედ­გი­ნათ შერ­ჩე­უ­ლი ეპი­ზო­დი, ინ­ს­ცე­ნი­რე­ბა პო­ე­ტუ­რი ნა­მუ­შევ­რის, ნა­ხა­ტის ან კო­ლა­ჟის სა­ხით; ეფიქ­რათ და თა­ვი­სი  შე­ხე­დუ­ლე­ბა  გა­მო­ე­ხა­ტათ თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მით. გა­მარ­ჯ­ვე­ბულ კონ­კურ­სან­ტებს გა­და­ე­ცათ ფა­სი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბი და დიპ­ლო­მე­ბი, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე კი  სი­გე­ლით და­ჯილ­დოვ­და. ტრა­დი­ცი­უ­ლად, პრო­ექ­ტი წელ­საც  სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის ძა­ლის­ხ­მე­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და. თბი­ლი­სის 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლამ კონ­კურ­სის ორი ეტა­პი სა­კუ­თარ ბა­ზა­ზე, სკო­ლის სივ­რ­ცე­ში ჩა­ა­ტა­რა, რად­გან ამ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­მარ ბა­რი­საშ­ვი­ლია. დას­კ­ვ­ნი­თი ტუ­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რუს­თა­ვე­ლის კლუ­ბის თა­ნად­გო­მით წა­რი­მარ­თა. კონ­კურ­სი „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ 15 წლი­საა.
ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურსს ჟი­უ­რი აფა­სებ­და. ჟი­უ­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე იყო მი­რი­ან ხო­სი­ტაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე; ჟი­უ­რის წევ­რე­ბი იყ­ვ­ნენ: მაია კო­ბა­ხი­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი; რუ­სუ­დან ჭუმ­ბუ­რი­ძე, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ქარ­თუ­ლი ენისა და ლიტერატურის ექ­ს­პერ­ტი; ლა­ლი და­თაშ­ვი­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი; ლია კა­რი­ჭაშ­ვი­ლი, რუს­თ­ვე­ლო­ლო­გი, თსუ ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი; პარ­მენ მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მიის რუს­თა­ვე­ლის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე; ქე­თი სი­რა­ძე, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი; მა­რი­ნა ტო­მა­სო­ვა, თბი­ლი­სის 37-ე  სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი.
დას­კ­ვ­ნით ტურ­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­ს­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის, ნო­მი­ნან­ტე­ბი  და­ჯილ­დოვ­დ­ნენ შემ­დეგ ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში:
• „შე­მოქ­მე­დე­ბა“ —  გი­ორ­გი ობო­ლაშ­ვი­ლი, — თბი­ლი­სის 23-ე სა­ჯა­რო სკო­ლა;
• „მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვა“ —  ჳ ად­გი­ლი — ლი­კა შა­კი­აშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლა;  ჳჳ ად­გი­ლი  — გი­ორ­გი ილა­რი­ო­ნო­ვი, თბი­ლი­სის კერ­ძო სკო­ლა „ინ­ტე­ლექ­ტი“;  III ად­გი­ლი  —  გო­გა სე­ლი­მა­ში­ლი, ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნის, და­ბა კაზ­რე­თის N1 სა­ჯა­რო სკო­ლა;
• „კომ­პო­ზი­ცია“ — I ად­გი­ლი —  ანა მაჭარაშვილი, ანი მოდებაძე, ნიგარ მამედოვა, ბოლ­ნი­სის  N1 სა­ჯა­რო სკო­ლა; ჳჳ ად­გი­ლი — ვაჟა ლომაური, ნიკა გაგუა, გიორგი თავდგირიძე, თბი­­ლი­სის  24-ე  სა­ჯა­რო სკო­ლა;   III ად­გი­ლი —  ნანი ჩა­დუ­ნე­ლი ნათია მაჭავარიანი, ახალ­ცი­ხის   მე-5 სა­­ჯარო სკო­ლა;
• „გა­მორ­ჩე­უ­ლი მკითხ­ვე­ლი“ — ლუ­კა ან­ჯა­ფა­რი­ძე, თბი­ლი­სის 140-ე  სა­ჯა­რო სკო­ლა; თა­მარ ჭი­პაშ­ვი­ლი, ხა­რა­გა­უ­ლის მე-2  სა­ჯა­რო სკო­ლა;
• „ორი­გი­ნა­ლუ­რი შეს­რუ­ლე­ბა“  — გიორგი ბიბიაშვილი, თა­მაზ ბუღაშვილი, მარიამ გვილია, მარიამ კაკაშვილი, დავით მე­ლაშ­ვილი, ნიკა პაპკიაური, ლალი პეტრიაშვილი, გოგა ჩიქ­ო­ვა­ნი, ივერ ჩხეტია, ნათია ჭედია, თბი­ლი­სის კერ­ძო სკო­ლა  „ფეს­ვე­ბი“;
• „თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მა“ — I ად­გი­ლი — ანა პუ­გუ­ნე­ცი, თბი­ლი­სის 37-ე სა­ჯა­რო სკო­ლა;  II ად­გი­ლი — თა­მარ მეს­ხიშ­ვი­ლი და ნი­ნო ვარ­თა­ნაშ­ვი­ლი, თე­ლა­ვის მე-2 სა­ჯა­რო სკო­ლა; III ად­გი­ლი — ანა სი­ჭი­ნა­ვა, თბი­ლი­სის 29-ე სა­ჯა­რო სკო­ლა;
• „ნა­ხა­ტე­ბი“ — I ად­გი­ლი — იამ­ზე მჭედ­ლიშ­ვი­ლი, ახალ­ცი­ხის მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლა, III კლა­სი; II ად­გი­ლი — კო­ტე ლე­კიშ­ვი­ლი, ქა­ლაქ ახალ­ცი­ხის მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლა, I კლა­სი; III ად­გი­ლი — ანა დო­ბორ­ჯ­გი­ნი­ძე, ახალ­ცი­ხის  მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლა; რიფ­სი­მე ვოს­კა­ნი­ა­ნი, თბი­ლი­სის 37-ე სა­ჯა­რო სკო­ლა;
•  „სა­უ­კე­თე­სო ნა­მუ­შე­ვა­რი“  — ნა­თია მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, ახალ­ცი­ხის მე-5 სა­ჯა­რო სკო­ლა;
• „ჟი­უ­რის  სიმ­პა­თია“ და­იმ­სა­ხუ­რეს მე­სა­მე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მა: შო­თა ზვი­ა­და­ძემ, ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ კიცხის სა­ჯა­რო სკო­ლა და ნი­კა დარ­სა­ლი­ამ,  თბი­ლი­სის 24-ე  სა­ჯა­რო სკო­ლა;
• „მე­გობ­რო­ბა გზად და ხი­დად“ — გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გახ­და ერევ­ნის მხი­თარ სე­ბას­ტა­ცის სა­ხე­ლო­ბის სას­წავ­ლო კომ­პ­ლექ­სი.
თა­მარ ბა­რი­საშ­ვი­ლი, პრო­ექ­ტის „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იუნეს­კომ 2016 წე­ლი შო­თა რუს­თა­ვე­ლის წლად გა­მო­აცხა­და. ვფიქ­რობ, ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ყო­ვე­ლი წე­ლი რუს­თა­ველს უკავ­შირ­დე­ბა, რად­გან მი­სე­უ­ლი სიბ­რ­ძ­ნე თა­ნამ­დე­ვია თი­თო­ე­უ­ლი დღი­სა თუ ხა­ნი­სა. წელს, პრო­ექ­ტი  „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ 15-წლი­ან საქ­მი­ა­ნო­ბას აჯა­მებს და ამავ­დ­რო­უ­ლად, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ახალ-ახალ „სარ­კ­მელს“ ხსნის გე­ნი­ა­ლუ­რი ქმნი­ლე­ბის შე­სა­მეც­ნებ­ლად. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით და მის საზღ­ვ­რებს მიღ­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში — სომ­ხეთ­სა და იმერ­ხევ­ში“. 
რუ­სუ­დან ჭუმ­ბუ­რი­ძე, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ქარ­თუ­ლი ენის ექ­ს­პერ­ტი: „მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მსგავ­სი კონ­კურ­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, ეს ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. წელს შო­თა რუს­თა­ვე­ლის წე­ლია და არ შე­იძ­ლე­ბა ყუ­რადღე­ბის მიღ­მა დარ­ჩეს, მა­შინ, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო პო­ე­მას და მის ავ­ტორს აღი­ა­რებს, რო­გორც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ერთ-ერთ ძეგლს. კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს და მოს­წავ­ლეს. ამ თა­ო­ბას, რო­მელ­საც დი­დი სურ­ვი­ლი აქვს, გა­ა­ცოცხ­ლოს რუს­თა­ვე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა და რომელიც მას თავის თა­ნა­მედ­რო­ვედ მი­იჩ­ნევს. შემ­თხ­ვე­ვი­თი არ არის, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ინ­ტე­რე­სით წარ­მო­ა­ჩე­ნენ რუს­თა­ვე­ლის გმი­რებს. მეც ვუ­ერ­თ­დე­ბი მათ ემო­ცი­ას და მო­მა­ვალ წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ“.
ქე­თი სი­რა­ძე, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი: „მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის აღ­ზ­რ­და. კონ­კურ­ს­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნა­წი­ლე გა­მო­იკ­ვე­თა, ორი­გი­ნა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, რამ­დე­ნი­მე მოს­წავ­ლეც ვი­ხი­ლეთ, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, რაც ამ კონ­კურსს ახ­ლავს, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მხატ­ვ­რუ­ლი კითხ­ვა, გა­ფორ­მე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი, ფარ­თო სპექ­ტ­რ­ში ხედ­ვა კი­დევ უფ­რო ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებს კონ­კურ­სის ში­ნა­არსს და სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის. კონ­კურ­სი მარ­თ­ლაც ღი­რე­ბუ­ლია და ვი­სურ­ვებ­დი, მო­მა­ვალ წელს, უფ­რო მეტ­მა მოს­წავ­ლემ მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა“.
ლა­ლი და­თაშ­ვი­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი: „პირ­ველ რიგ­ში, მად­ლი­ე­რე­ბა მინ­და გა­მოვ­თ­ქ­ვა კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მი­მართ. რო­გორც მოქ­მედ­მა პე­და­გოგ­მა კარ­გად ვი­ცი, მოს­წავ­ლე­ებს რო­გორ უჭირთ და არ უყ­ვართ „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ სწავ­ლა, მაგ­რამ, რო­ცა ამ ტი­პის სა­მუ­შა­ოს ვთა­ვა­ზობთ, სხვა კუთხით ვე­სა­უბ­რე­ბით პო­ე­მა­ზე, მათ­თ­ვის  ცოცხა­ლი და გა­სა­გე­ბი ხდე­ბა „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“. კონ­კურ­სი რუს­თა­ვე­ლის „დაბ­რუ­ნე­ბას“ უწყობს ხელს. ქარ­თ­ველ­მა კაც­მა მარ­ტო სად­ღეგ­რ­ძე­ლო­ში კი არ უნ­და იცო­დეს, რომ „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ დი­დი პო­ე­მაა და რუს­თა­ვე­ლი — გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­ტი, არა­მედ პო­ე­მა მის­თ­ვის ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი უნ­და იყოს. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ კონ­კურ­ს­ში სხვა­დას­ხ­ვა ეროვ­ნე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, ეს არის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა, რა­თა მათ შე­იყ­ვა­რონ სა­ქარ­თ­ვე­ლო, გა­ი­გონ ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი და ის­წავ­ლონ ჩვე­ნი პა­ტი­ვის­ცე­მა.
პარ­მენ მარ­გ­ვე­ლაშ­ვი­ლი, მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მიის რუს­თა­ვე­ლის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლე: „მსგავ­სი ღო­ნი­ძი­ე­ბე­ბის მოწყო­ბა ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა  სა­ქარ­თ­ვე­ლოს, რა­თა არ დავ­კარ­გოთ არ­სე­ბი­თი საყ­რ­დე­ნი, რო­მე­ლიც ერს აქვს. სამ­წუ­ხა­როდ,  ჩვენ ვცხოვ­რობთ ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი სის­ტე­მის გა­რე­შე. ასე­თი კონ­კურ­სე­ბი ამ­კ­ვიდ­რე­ბენ იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც წა­რუ­ვა­ლია, რომ­ლის გა­ფერ­მ­კ­რ­თა­ლე­ბა, მიჩ­ქ­მალ­ვაც კი ხდე­ბა, სა­ო­ცა­რი დრო­ის, ტემ­პის, გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის მი­ერ მო­ტა­ნი­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­სა და ამ სამ­ყა­რო­ში ადა­მი­ა­ნის დაბ­ნე­უ­ლო­ბის გა­მო. კონ­კურ­ს­ში რამ­დე­ნი­მე ჯგუფ­მა გა­მო­ი­ყე­ნა ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. ჩვენ ძა­ლი­ან დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა გვჭირ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ახ­ლოს მი­ვი­დეთ იმ წა­რუ­ვალ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან, რო­მელ­თაც არა­თუ არ უნ­და შე­ე­ხოს დრო, არა­მედ ყო­ველ­მა ეპო­ქამ სა­თა­ნა­დოდ უნ­და მი­ი­ღოს, მო­ირ­გოს და გა­ი­თა­ვი­სოს  წყა­რო  — „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, რო­მე­ლიც და­უშ­რე­ტე­ლია. ჩვენ უფ­რო ახ­ლოს უნ­და მი­ვი­დეთ ტექ­ს­ტ­თან, იმ  კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ სა­აზ­როვ­ნო სის­ტე­მას­თან, რო­მე­ლიც გა­მო­არ­ჩევს, პირ­ველ­ყოვ­ლი­სა, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც გვა­ახ­ლო­ებს ღმერ­თ­თან, არ გვა­კარ­გი­ნებს კავ­შირს წარ­სულ­თან და სა­ფუძ­ველს უქ­მ­ნის მო­მა­ვალს“.
მაია კო­ბა­ხი­ძე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი: „უკ­ვე მეცხ­რე სა­უ­კუ­ნეა, რაც შო­თა რუს­თა­ვე­ლის „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ სუ­ლი­ერ საზ­რ­დოს აძ­ლევს სა­ქარ­თ­ვე­ლოს და ჩვე­ნი ერის სუ­ლი­ე­რი სა­უნ­ჯეა. რუს­თა­ვე­ლის პო­ე­მის სიბ­რ­ძ­ნე­ზე სა­უ­კუ­ნე­ე­ბია იზ­რ­დე­ბი­ან თა­ო­ბე­ბი, კა­ცობ­რი­ო­ბის არ­სე­ბო­ბი­დან არა­ვის ღმერ­თი­სად­მი, ცი­სად­მი, დე­და­მი­წი­სად­მი, მზი­სად­მი, ვაჟ­კა­ცო­ბისადმი, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მე­გობ­რო­ბი­სად­მი ისე არ უმ­ღე­რია, რო­გორც შო­თა რუს­თა­ველ­მა თა­ვი­სი „ვეფხის­ტყა­ო­ს­ნით“. კონ­კურ­ს­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ პო­ე­მას, ისი­ნი თა­ვი­ანთ შე­ხე­დუ­ლე­ბებს, პო­ე­მი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტა­ვენ  მხატ­ვ­რულ კითხ­ვა­ში, მათ მი­ერ შექ­მ­ნილ  ნა­მუ­შევ­რებ­ში, კომ­პო­ზი­ცი­ებ­სა და ნა­ხა­ტებ­ში. ნათ­ლად ჩანს, რომ მათ სუ­ლი­ერ აღ­ზ­რ­და­ში „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს. 
რი­ნა შა­გი­ნი­ა­ნი, ერევ­ნის მხი­თარ სე­ბას­ტა­ცის სა­ხე­ლო­ბის სას­წავ­ლო კომ­პ­ლექ­სის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წ­ავ­ლე­ბე­ლი: „კონ­კურ­ს­ში „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ მე­სა­მე წე­ლია ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. პო­ე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით სო­მეხ­მა ბავ­შ­ვებ­მა უკ­ვე კარ­გად იცი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რა და ის­ტო­რია. მათ უყ­ვართ „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ გმი­რე­ბი. დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ინ­ტე­რე­სით კითხუ­ლო­ბენ და სწავ­ლო­ბენ ფრაგ­მენ­ტებს პო­ე­მი­დან. ჩვენს სკო­ლა­ში ერთ-ერთ უცხო ენად, არ­ჩე­ვით საგ­ნად,  ქარ­თუ­ლი ენა ის­წავ­ლე­ბა. მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ფრან­გულ­ზე და ეს­პა­ნურ ენებ­ზე მე­ტად, ბავ­შ­ვე­ბი ქარ­თულ ენას ირ­ჩე­ვენ. ჩვე­ნი სას­წავ­ლებ­ლის დი­რექ­ტორს, აშოტ ბლე­ი­ანს სა­ქარ­თ­ვე­ლო ძა­ლი­ან უყ­ვარს, ის ყო­ველ­თ­ვის შთა­ა­გო­ნებს მოს­წავ­ლე­ებს, რომ, პირ­ველ რიგ­ში, მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის ენა ის­წავ­ლონ. სწო­რედ მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ჩვენს სკო­ლა­ში ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თ­ვე­ლო და ქარ­თუ­ლი ენა. 14 აპ­რილს, ქარ­თუ­ლი ენის დღეს,  ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, სა­ზე­ი­მოდ აღ­ვ­ნიშ­ნავთ. დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს იმის­თ­ვის, რომ გვეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა ჩა­ვერ­თოთ პრო­ექ­ტ­ში და ჩვე­ნი მცი­რე­დი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ. მე მიყ­ვარს სა­ქარ­თ­ვე­ლო და მი­ხა­რია, რომ მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, სო­მეხ მოს­წავ­ლე­ებს გა­ვაც­ნო ქვე­ყა­ნა, სა­დაც და­ვი­ბა­დე, აღ­ვი­ზარ­დე, სა­შუ­ა­ლო და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე“.

25-28(942)N