გამოდის 1998 წლიდან
2016-06-09
მი­ვი­ღოთ დი­აგ­ნო­ზი, რო­გო­რიც არის, რაც უნ­და მტკივ­ნე­უ­ლი იყოს

მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები გამოცდებისა და
ეროვნული გამოცდების ნახევრად
ელექ­ტრონული ფორმატის აპრობაციის შესახებ გვესაუბრება შეფასებისა და გამოც­დების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი

— რო­გორ შე­ა­ფა­სებთ მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­თა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის შე­დე­გებს?
—  წელს, რა­ტომ­ღაც, გა­ხან­გ­რ­ძ­ლივ­და სა­უ­ბა­რი ამ თე­მა­ზე და გაჩ­ნ­და კითხ­ვე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ წელს გა­ცი­ლე­ბით უარე­სი შე­დე­გი იყო, ვიდ­რე წი­ნა წელს. მე ასე ტრა­გი­კუ­ლად და დრა­მა­ტუ­ლად ნამ­დ­ვი­ლად არ ვუ­ყუ­რებ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ  გა­მო­იკ­ვე­თა ორი სა­გა­ნი — მა­თე­მა­ტი­კა და უცხო ენა, სა­დაც იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც კომ­პე­ტენ­ცი­ის მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხეს, უფ­რო მე­ტი იყო, ვიდ­რე, მა­გა­ლი­თად, შარ­შან. თუმ­ცა, გვახ­სოვს წლე­ბი, მა­გა­ლი­თად 2011 წე­ლი, რო­დე­საც უარე­სი შე­დე­გი გვქონ­და. ასე რომ, სუ­რა­თი წლი­დან წლამ­დე იც­ვ­ლე­ბა და დრა­მა­ტუ­ლი სხვა­ო­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. გა­ი­სად, შეიძ­ლე­ბა, ამ კუთხით, უკე­თე­სი შე­დე­გი გვქონ­დეს, შემ­დეგ წელს — უარე­სი, მაგ­რამ ერ­თი შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, რომ ვი­თა­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი არ არის, რაც, თა­ვის­თა­ვად, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. და­ახ­ლო­ე­ბით, 2900-მდე მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი იყო ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის, გა­მო­ე­თი­შა ამ პრო­ცესს იმი­ტომ, რომ ერთ-ერთ სა­გან­ში ვერ მო­ა­ხერ­ხა ბა­რი­ე­რის (მი­ნი­მა­ლურ­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი) გა­და­ლახ­ვა. მე თუ მკითხავთ, ასე­თი მოს­წავ­ლე 2900 კი არა, 200-იც რომ გვყავ­დეს ან 50, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან გულ­სატ­კე­ნია.
გულ­სატ­კე­ნია იმი­ტომ, რომ გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებ­ზე ბა­რი­ე­რი გვაქვს ისე­თი, რომ ბა­რი­ერ­საც კი ვერ და­არ­ქ­მევ — 5 ქუ­ლი­დან იწყე­ბა ათ­ვ­ლა და 5,5 უნ­და გა­და­ლა­ხოს მოს­წავ­ლემ, გა­მოც­და რომ ჩა­ბა­რე­ბუ­ლად ჩა­ეთ­ვა­ლოს. ჩვენ, შეგ­ნე­ბუ­ლად, მი­ნი­მა­ლურ­ზე მი­ნი­მა­ლურ სტან­დარ­ტ­ზე ვა­კე­თებთ აქ­ცენტს. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ მოგ­ვე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ბა­რი­ე­რი ოდ­ნავ მა­ინც აგ­ვე­წია, იმი­ტომ რომ,  თუ ოდ­ნავ მა­ინც აიწე­ვა ბა­რი­ე­რი, ბევ­რი მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი დარ­ჩე­ბა ატეს­ტა­ტის გა­რე­შე. რო­ცა გვყავს გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც მი­ნი­მა­ლურ­ზე მი­ნი­მა­ლურ სტან­დარტს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, ეს ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის უნ­და იყოს და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი და გულ­სატ­კე­ნი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვე­რაფ­რით ვერ ვიტყ­ვი, ისე­ვე რო­გორც შარ­შან, რომ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გე­ბი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.
მთა­ვა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ერ­თი რა­მეა, ამა­საც მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა, სა­უ­ბა­რი მა­შინ კი არ უნ­და და­ვიწყოთ და აჟი­ო­ტა­ჟი კი არ უნ­და შევ­ქ­მ­ნათ, რო­ცა კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­გა­მოც­დო პე­რი­ო­დი დას­რულ­დე­ბა, ამას მა­ნამ­დე სჭირ­დე­ბა კარ­გი და­ფიქ­რე­ბა — რა არის გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა უნ­და გა­კეთ­დეს იმი­სათ­ვის, რომ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გი არ მი­ვი­ღოთ. რო­გორც წე­სი, მთე­ლი წე­ლი გა­ჩუ­მე­ბუ­ლე­ბი ვართ, ჩა­ტარ­დე­ბა გა­მოც­და, მი­ვი­ღებთ კონ­კ­რე­ტულ შე­დეგს და მე­რე გვიკ­ვირს, რა­ტომ გვაქვს ასე­თი შე­დე­გი. რა­ტომ გვაქვს და ამ თე­მა­ზე მხო­ლოდ გა­მოც­დის შე­დე­გე­ბით სა­უ­ბა­რი სწო­რი არ არის. გა­მოც­დას თა­ვი­სი მიზ­ნე­ბი აქვს, კონ­კ­რე­ტუ­ლად გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­და ტარ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ გა­ი­ცეს სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის ატეს­ტა­ტი, მაგ­რამ რა­ტომ არის, მა­გა­ლი­თად მა­თე­მა­ტი­კა­ში, საგ­ნის სწავ­ლე­ბის კუთხით მსგავ­სი ვი­თა­რე­ბა, ამა­ზე, რა თქმა უნ­და, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვე­ბი გაგ­ვ­ცე­მენ პა­სუხს. მე პი­რა­დად მგო­ნია, რომ გა­ცი­ლე­ბით მე­ტი დრო, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სწო­რედ შე­დე­გე­ბის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ას უნ­და და­ვუთ­მოთ, აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ ის ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია, ასე­ვე, ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვებ­ზე და რა არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რი­თი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ვი­თა­რე­ბა. შემ­დეგ, თუ სწო­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გ­მე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­მოც­დებ­ზეც მი­ვი­ღებთ შე­სა­ბა­მი­სად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ შე­დე­გებს.
სამ­წუ­ხა­როდ, უნ­და ვთქვა, რომ ვი­თა­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ არ შეც­ვ­ლი­ლა, მაგ­რამ იმას, რომ გა­ცი­ლე­ბით უარე­სი სუ­რა­თი გვაქვს, არ ვე­თან­ხ­მე­ბი.
— თუ არის სკო­ლე­ბი, სა­დაც ვერც ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ ვერ გა­და­ლა­ხა ბა­რი­ე­რი და ისე­თე­ბი, სა­დაც ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლეა, მა­გა­ლი­თად, რუს­თა­ვის სკო­ლას ჰყავს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი
— მირ­ჩევ­ნია, პო­ზი­ტივ­ზე ვი­სა­უბ­როთ. რუს­თა­ვის მე-4 სა­ჯა­რო სკო­ლა მხო­ლოდ გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, ეს არის სკო­ლა, რო­მელ­საც მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან კარ­გი წარ­მა­ტე­ბე­ბი აქვს, მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის მი­ხედ­ვით — იქ­ნე­ბა ეს ოლიმ­პი­ა­დე­ბი, გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა წარ­მა­ტე­ბე­ბი. ნამ­დ­ვი­ლად სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ამ სკო­ლის ოთხ­მა მოს­წავ­ლემ ყვე­ლა სა­გან­ში უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. გვყავს ისე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბიც, რომ­ლებ­მაც რვა­ვე სა­გან­ში უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღეს, რა თქმა უნ­და, ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლებს, რომ­ლებ­საც ცუ­დი შე­დე­გე­ბი ჰქონ­დათ, მა­თი და­სა­ხე­ლე­ბის­გან ნამ­დ­ვი­ლად შე­ვი­კა­ვებ თავს, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ამ კუთხით სკო­ლე­ბის რე­ი­ტინ­გი გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და. ყვე­ლა სკო­ლამ იცის სა­კუ­თა­რი შე­დე­გი და, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს მათი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, ამი­ტომ უნ­და და­ფიქ­რ­დ­ნენ, რა­ტომ ვერ ახერ­ხე­ბენ მა­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი ისე­თი შე­დე­გის ჩვე­ნე­ბას, რო­გო­რიც სა­ჭი­როა. სამ­წუ­ხა­როდ, არის სკო­ლე­ბი, სა­დაც სრუ­ლი­ად არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ვი­თა­რე­ბაა.
ჩვენ სკო­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბა-წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის სტა­ტის­ტი­კას არ ვა­კე­თებთ, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია უფ­რო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს უნ­და აინ­ტე­რე­სებ­დეს. რო­დე­საც რა­ღაც კონ­კ­რე­ტულ აქ­ტი­ვო­ბას ვას­რუ­ლებთ, რაც არ არის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი, მთლი­ან ბა­ზას გა­დავ­ცემთ ჶmis-ს. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს შე­უძ­ლია, ბა­ზის მო­ნა­ცე­მე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ჭრილ­ში, სტა­ტის­ტი­კუ­რად და­ა­მუ­შა­ოს, რო­გორც სურს  და რა მხრი­ვაც აინ­ტე­რე­სებს. რა თქმა უნ­და, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ, რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, რა ვი­თა­რე­ბაა, უბ­რა­ლოდ ეს არც არის ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო.
— რო­გო­რია ზო­გა­დი სუ­რა­თი — ქა­ლა­ქის სკო­ლებ­ში უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა თუ რე­გი­ო­ნე­ბის?
— კვლე­ვის შე­დე­გე­ბით თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არის. ქა­ლა­ქის სკო­ლებ­ში უკე­თე­სი ვი­თა­რე­ბაა, თუმ­ცა არც აქაა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი მდგომარეობა, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ისე­ვე, რო­გორც სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლებს შო­რის — კერ­ძო სკო­ლებ­ში შე­და­რე­ბით უკე­თე­სია.
ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვის შე­დე­გე­ბი კი­დევ უფ­რო დე­ტა­ლუ­რად გან­ხი­ლუ­ლი­ყო, პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნ­და, სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ინ­ტე­რეს­დეს. ტრა­გე­დია გვექ­მ­ნე­ბა, მა­ინც და მა­ინც, გა­მოც­დე­ბის შემ­დეგ და მა­ნამ­დე არ ვფიქ­რობთ, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი რომ მი­ვი­ღოთ, რა არის გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი.
კვლე­ვე­ბის შე­დე­გებს თუ და­ვეყ­რ­დ­ნო­ბით, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ, ზო­გა­დად, სკო­ლებ­ში არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ვი­თა­რე­ბაა. სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბიც გვაქვს და რო­ცა სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ, მა­გა­ლი­თად მა­თე­მა­ტი­კა­ში, მოს­წავ­ლე­თა 30% და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის მიღ­მაა, ეს ნიშ­ნავს, რომ უმარ­ტი­ვეს, და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ და­ვა­ლე­ბებ­საც ვერ ძლე­ვენ. სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში კი­დევ უფ­რო მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. მო­დით ეს კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე დავ­ტო­ვოთ. ამას მი­ხედ­ვა სჭირ­დე­ბა და არა მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბით.
მა­თე­მა­ტი­კა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბი ნამ­დ­ვი­ლად პრობ­ლე­მუ­რი იყო და, სამ­წუ­ხა­როდ, რჩე­ბა. თუ Timss-ის კვლე­ვის შე­დე­გებს გა­დავ­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ მე­ოთხე კლას­ში უკე­თე­სი ვი­თა­რე­ბა გვაქვს, გა­ცი­ლე­ბით უარე­სი — მერ­ვე კლას­ში. ეს რას ნიშ­ნავს? დას­კ­ვ­ნა ხომ უნ­და გა­მო­ვი­ტა­ნოთ. ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ  და მოს­წავ­ლე­ებს ეს საგ­ნე­ბი შე­ვა­ძუ­ლეთ. დაწყე­ბით კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, უფ­რო გან­წყო­ბი­ლე­ბი იმი­სათ­ვის, რომ ის­წავ­ლონ რა­მე ახა­ლი. მე­რე, რაც უფ­რო ზე­მოთ ავ­დი­ვართ, ვა­ხერ­ხებთ, რომ მოს­წავ­ლეს და­ვა­კარ­გი­ნოთ ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ტ­ერე­სი ამ საგ­ნე­ბის მი­მართ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს პრობ­ლე­მა სე­რი­ო­ზუ­ლი მი­სა­ხე­დია. სამ­წუ­ხა­როდ, ვი­თა­რე­ბა ასე­თია.
ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზეც აისა­ხა, იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც არ­ჩე­ვით საგ­ნად, მა­გა­ლი­თად, ირ­ჩევს მა­თე­მა­ტი­კას ან სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებს, დრა­მა­ტუ­ლად მცირ­დე­ბა. ქი­მი­ას და ფი­ზი­კას ისე­დაც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მცი­რე რა­ოდე­ნო­ბა ირ­ჩევ­და. როცა და­ვიწყეთ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი, მა­თე­მა­ტი­კა­ში ტეს­ტის სა­მი ვა­რი­ან­ტი გვჭირ­დე­ბო­და, პირ­ვე­ლი წე­ლია, რო­ცა მხო­ლოდ ერ­თი ვა­რი­ან­ტი გვაქვს, იმ­დე­ნად შემ­ცირ­და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც მა­თე­მა­ტი­კას აბა­რებს. რა თქმა უნ­და, არა­ფერს ვერ­ჩი გე­ოგ­რა­ფი­ას, ის­ტო­რი­ას და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ საგ­ნებს, მაგ­რამ იქ იზ­რ­დე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­მა­გი­ე­როდ, დრა­მა­ტუ­ლად მცირ­დე­ბა მა­თე­მა­ტი­კა­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში. ესეც რა­ღა­ცა­ზე მი­უ­თი­თებს, არა? ამ დროს კი ვაცხა­დებთ, რომ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი პრი­ო­რი­ტე­ტია ქვეყ­ნის­თ­ვის, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბა უნ­და გუ­ლის­ხ­მობ­დეს იმას, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მი­ვაქ­ცი­ოთ, აუცი­ლებ­ლად და­ვი­ნა­ხოთ რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი, მი­ვი­ღოთ დი­აგ­ნო­ზი, რო­გო­რიც არის, რაც უნ­და მტკივ­ნე­უ­ლი იყოს (დი­აგ­ნო­ზის გა­რე­შე მკურ­ნა­ლო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია) და და­ვიწყოთ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სულ ასე ვიქ­ნე­ბით. ეს ხომ მოს­წავ­ლის, აბი­ტუ­რი­ენ­ტის ბრა­ლი არ არის. ამას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და, რაც მთა­ვა­რია, სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა, ყვე­ლა იმ ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და აღ­მო­ჩე­ნა, სად გვაქვს პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვებ­ზე. ეს არის, რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, სას­კო­ლო რე­სურ­სე­ბი, ოჯა­ხი, მიკ­რო­გა­რე­მო და უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვებ­ზე. კვლე­ვე­ბი სწო­რედ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, და­ვად­გი­ნოთ, სად არის ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა და პირ­ველ რიგ­ში რა უნ­და გა­მოს­წორ­დეს, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად რა ნა­ბი­ჯე­ბი უნ­და გა­და­იდ­გას.
2005 წლი­დან ვმო­ნა­წი­ლე­ობთ წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა­ში (ჵirls), რო­მე­ლიც, მე თუ მკითხავთ, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კვლე­ვაა იმი­ტომ, რომ უნა­რი, რო­მე­ლიც ამ კვლე­ვის სა­გა­ნია, კრი­ტი­კუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა. თუ 9-10 წლის მო­ზარდს სა­თა­ნა­დოდ არ აქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კითხ­ვის უნა­რი, მას მარ­თ­ლა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბა შემ­დეგ სა­ფე­ხუ­რებ­ზე და აქ სა­უ­ბა­რია არა მხო­ლოდ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ,  სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ზეც. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ბავშვს მა­თე­მა­ტი­კა­ში ამო­ცა­ნის პი­რო­ბა არ ეს­მის, ვერ ხსნის ამო­ცა­ნას, ვერ იაზ­რებს, რას ეკითხე­ბი­ან. წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რია და ამას უნ­და მი­ექ­ცეს ყუ­რადღე­ბა. კვლე­ვის პირ­ველ ციკ­ლ­ში ძა­ლი­ან ცუ­დი შე­დე­გე­ბი ვაჩ­ვე­ნეთ, მე­ო­რე ციკ­ლ­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი იყო, რა თქმა უნ­და, არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ, წი­ნა ციკ­ლ­თან შე­და­რე­ბით, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ მოხ­და ეს. ან­გა­რი­შის, რო­მე­ლიც კვლე­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მომ­ზად­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი (ეს ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, რო­ცა ვამ­ზა­დებთ ნა­ცი­ო­ნა­ლურ ან­გა­რიშს). ბევ­რ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და­გეგ­მა. მა­გა­ლი­თად, იყო ასე­თი რე­კო­მენ­და­ცია — კითხ­ვის გაკ­ვე­თი­ლის შე­მო­ტა­ნა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში, ცალ­კე კითხ­ვის გაკ­ვე­თი­ლი და არა, და­ვუშ­ვათ, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ენის გაკ­ვე­თილ­თან. ამ კუთხით, ძა­ლი­ან ბევრ სკო­ლას­თან იმუ­შა­ვეს და მი­ზან­მი­მარ­თულ­მა აქ­ტი­ვო­ბებ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, რო­მე­ლიც კი­დევ უფ­რო მე­ტად უნ­და გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ. ჩვენ თუ მხო­ლოდ იმით დავ­კავ­დე­ბით, რომ ვი­ძა­ხებთ, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია მა­თე­მა­ტი­კა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბი, მაგ­რამ ვი­ვიშ­ვი­შებთ მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის შემ­დეგ, ვი­თა­რე­ბა არ გა­მოს­წორ­დე­ბა, თუ არ გა­უ­ა­რეს­და. მა­გა­ლი­თად Timss-ის კვლე­ვა­ში, წი­ნა ციკ­ლ­ში (ახ­ლაც მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ შე­დე­გე­ბი ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გვექ­ნე­ბა), რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლიც გვაქვს. თუ ამას ისევ თა­რო­ზე შე­მოვ­დებთ და არა­ფერს ვი­მოქ­მე­დებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, შემ­დეგ წელს იგი­ვე ვი­თა­რე­ბა დაგ­ვიდ­გე­ბა და და­ვიწყებთ ვიშ­ვიშს, რა­ტომ არის ასე­თი შე­დე­გე­ბი.
ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რომ დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც იყ­ვა­ნენ მშობ­ლე­ბი რე­პე­ტი­ტო­რებს. ისი­ნიც გა­მოც­დე­ბის­თ­ვის ხომ არ ემ­ზა­დე­ბი­ან? აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლას დღე­საც ძა­ლი­ან უჭირს და გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გან­ხილ­ვით არ უნ­და და­ვიწყოთ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი.
— რო­გორც წე­სი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­ზე­ზად ტეს­ტე­ბის სირ­თუ­ლე სა­ხელ­დე­ბა...
— ამას ვე­რაფ­რით ვერ იტყ­ვი­ან გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებ­ზე, აქ არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია ამ კითხ­ვის დას­მა. ეს კითხ­ვა შე­იძ­ლე­ბა დავ­ს­ვათ, მა­გა­ლი­თად, მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ტეს­ტე­ბის ახა­ლი ვა­რი­ან­ტი დგე­ბა და რაც არ უნ­და მცდე­ლო­ბა გვქონ­დეს (და ამას ვა­კე­თებთ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში), რომ სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლეს­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ტეს­ტი გა­მოგ­ვი­ვი­დეს და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა არ იყოს წი­ნა წლი­სა და წლე­ვან­დელ ტესტს შო­რის, მა­ინც შე­იძ­ლე­ბა გვითხ­რან — კი ეცა­დე მთე­ლი წე­ლი, მაგ­რამ მა­ინც რთუ­ლი გა­მო­გი­ვი­და. კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს პრე­ტენ­ზია სრუ­ლი­ად არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია, იმი­ტომ რომ, რა სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბა მო­უ­ვა კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს, მხო­ლოდ მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუ ის მხო­ლოდ მარ­ტივ და­ვა­ლე­ბებს პა­სუ­ხობს და ვერ არ­თ­მევს თავს სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის ან რთულ და­ვა­ლე­ბებს, არ მო­უ­ვა რთუ­ლი და­ვა­ლე­ბა, იტ­რი­ა­ლებს მარ­ტი­ვი და უმარ­ტი­ვე­სი და­ვა­ლე­ბე­ბის ბლოკ­ში. თუ კარ­გად არ­თ­მევს თავს და­ვა­ლე­ბებს, რა თქმა უნ­და, მა­შინ პროგ­რა­მა, ავ­ტო­მა­ტუ­რად, ეტა­პობ­რი­ვად ურ­თუ­ლებს და­ვა­ლე­ბებს. ასე რომ, გა­ვი­მე­ო­რებ, რო­გო­რი სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბა მის­დის, ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რას გუ­ლის­ხ­მობს ბა­რი­ე­რი?  თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს, სა­შუ­ა­ლოდ, 40 და­ვა­ლე­ბა მის­დის (ზოგს შე­სა­ფა­სებ­ლად მე­ტი და­ვა­ლე­ბა სჭირ­დე­ბა, ზოგს — ნაკ­ლე­ბი) და, უმარ­ტი­ვე­სი და­ვა­ლე­ბე­ბის ბლო­კი­დან, 15-ს მა­ინც უნ­და უპა­სუ­ხოს, რომ გა­და­ლა­ხოს ბა­რი­ე­რი. გულ­სატ­კე­ნია ნამ­დ­ვი­ლად, რო­დე­საც მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელს არ აქვს იმის ცოდ­ნა, რომ ისე­თი ტი­პის და­ვა­ლე­ბას გას­ცეს სწო­რი პა­სუ­ხი მა­თე­მა­ტი­კა­ში, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რიც არის: 37-ის 5-ზე გა­ყო­ფით ნაშ­თი რა რჩე­ბა. რო­დე­საც მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი მსგავს შე­კითხ­ვა­ზე არას­წორ პა­სუხს იძ­ლე­ვა სა­უ­ბა­რია ხუთ­ზე გა­ყო­ფა­დო­ბა­ზე, რა­ზე ვსა­უბ­რობთ, სულ რომ ათი ბავ­შ­ვი იყოს ასე­თი ან თუნ­დაც ორი?!

აპრობაციის მიზანი — პროცესის გამოცდა

— ჩა­ტარ­და ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ნა­ხევ­რად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტის აპ­რო­ბა­ცია. გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­დე­გე­ბი არც აქ იყო კარ­გი...
— მე აქ შე­დე­გებ­ზე არ ვიმ­ს­ჯე­ლებ­დი. ჯერ ერ­თი, არც ვი­ცი, გულ­წ­რ­ფე­ლად გეტყ­ვით, რო­გო­რი შე­დე­გე­ბია. ჩვენ­თ­ვის ეს სა­ინ­ტე­რე­სო ნამ­დ­ვი­ლად არ არის.  პირ­ვე­ლი იმი­ტომ, რომ უნა­რე­ბის არას­რუ­ლი ტეს­ტი შევ­თა­ვა­ზეთ, და­ვა­ლე­ბე­ბის გა­მოც­და­ზე  იყო სა­უ­ბა­რი და უფ­რო მოკ­ლე ტეს­ტი იყო, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად გვაქვს გა­მოც­და­ზე, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სა­მუ­შა­ოდ 2 სა­ა­თი ჰქონ­დათ მი­ცე­მუ­ლი და არა 3 სა­ა­თი. გე­ოგ­რა­ფი­ა­შიც ახა­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის გა­მოც­დას ისა­ხავ­და მიზ­ნად, ეს არ არის ტეს­ტის ზუს­ტი ფორ­მა­ტი, რო­მე­ლიც სა­გა­მოც­დოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ამ აპ­რო­ბა­ცი­ას კი­დევ ის დატ­ვირ­თ­ვა ჰქონ­და, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი კუთხით, რომ იქ იქ­ნე­ბა ისე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ივარ­გებს, არ იმუ­შა­ვებს, იქ­ნე­ბა ისე­თიც, რო­მელ­საც კო­რექ­ტი­რე­ბა დას­ჭირ­დე­ბა და იქ­ნე­ბა კარ­გი და­ვა­ლე­ბე­ბიც, დი­დი იმე­დი მაქვს. ასე რომ, ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვე­ნი სა­მუ­შა­ოს­თ­ვის, თუმ­ცა, რა თქმა უნ­და, მოს­წავ­ლე­ებ­მაც მი­ი­ღეს გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. პი­ლო­ტი­რე­ბას უფ­რო ის დატ­ვირ­თ­ვა ჰქონ­და, რომ გაგ­ვევ­ლო გე­ნე­რა­ლუ­რი რე­პე­ტი­ცია, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და თვი­თონ პრო­ცე­სი. სე­რი­ო­ზუ­ლი დატ­ვირ­თ­ვა ექ­ნე­ბათ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რებ­ში არი­ან, ვგუ­ლის­ხ­მობ ცენ­ტ­რის ად­მი­ნის­ტ­რა­ტორს და კო­ორ­დი­ნა­ტორს, თა­ნა­შემ­წეს, ჳT სპე­ცი­ა­ლისტს და ა.შ. — რო­გორ მოხ­დე­ბა ჩვე­ნი აპ­ლი­კან­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა, დაწყე­ბუ­ლი რე­გის­ტ­რა­ცი­ი­დან სა­გა­მოც­დო დრო­ის ამო­წურ­ვამ­დე, უკ­ვე ახა­ლი შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სქე­მით. ამის გა­მოც­და იყო ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. რამ­დე­ნი­მე სის­ტე­მა გა­მოვ­ცა­დეთ, რად­გან ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი გვინ­დო­და აგ­ვერ­ჩია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოს­წავ­ლე­ებს ცო­ტა­ო­დე­ნი დის­კომ­ფორ­ტიც კი შვუქ­მე­ნით — ერ­თი სის­ტე­მი­დან მე­ო­რე­ზე რომ გა­დავ­დი­ო­დით, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბუკ­ლე­ტის მი­წო­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა შე­ფერ­ხე­ბე­ბი იყო. თუმ­ცა, ეს აუცი­ლე­ბე­ლი იყო, რომ რე­ა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში გა­მოგ­ვე­ცა­და. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დღე იყო, შევთან­ხ­მ­დით და შე­ვარ­ჩი­ეთ კონ­კ­რე­ტუ­ლი სის­ტე­მა, რი­სი მეშ­ვე­ო­ბი­თაც მო­ვემ­სა­ხუ­რე­ბით ჩვენს აპ­ლი­კან­ტებს გა­მოც­დებ­ზე.
— რო­გო­რი იყო აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის გან­წყო­ბა, ხომ არ იგ­რ­ძ­ნო­ბო­და გარ­კ­ვე­უ­ლი ღელ­ვა ან დაბ­ნე­უ­ლო­ბა?  
— დაბ­ნე­ვით არც ერ­თი აპ­ლი­კან­ტი არ დაბ­ნე­უ­ლა. ყვე­ლას ვე­კითხე­ბო­დი, რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბი იყო ეს სი­ახ­ლე. მა­გი­დის ფორ­მაც კი შევ­ც­ვა­ლეთ, იმი­ტომ რომ, აბი­ტუ­რი­ენ­ტი თა­ვი­სუფ­ლად მჯდა­რი­ყო მუ­შა­ო­ბის დროს. სა­გა­მოც­დოდ მა­გი­დე­ბი, საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნ­და, ამი­ტომ ორი მა­გი­დის კომ­ბი­ნა­ცი­ით მო­ვუწყ­ვეთ სა­მუ­შაო სივ­რ­ცე და მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოგ­ვი­ვი­და.
რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ელექ­ტ­რო­ნუ­ლად ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის კითხ­ვას, არც ერთ აბი­ტუ­რი­ენტს არ გა­მო­უთ­ქ­ვამს პრე­ტენ­ზია, რომ გა­უ­ჭირ­და ეკ­რან­ზე და­ვა­ლე­ბის წა­კითხ­ვა. ჯერ ერ­თი, შრიფ­ტია გაზ­რ­დი­ლი, ბეჭ­დ­ვის დროს 12-იან ან უფ­რო ნაკ­ლებ შრიფტს ვი­ყე­ნებ­დით, აქ, მი­ნი­მუმ, 16-იანი შრიფ­ტია, რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში — 20-იანიც. ამას­თა­ნა­ვე, ბუ­ნებ­რი­ვია, იქ, სა­დაც სა­სურ­ვე­ლია, ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი ფე­რა­დი იყოს, ფე­რებ­საც მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ყე­ნებთ. ასე რომ, აღ­ქ­მა­დო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ჩე­მი აზ­რით, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან ნორ­მა­ლუ­რი იყო.
— თუ ჩა­ე­ტი­ენ გან­საზღ­ვ­რულ დრო­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი?
— უნა­რე­ბის­თ­ვის, გა­ვი­მე­ო­რებ, სა­მი სა­ა­თის ნაც­ვ­ლად, ორი ჰქონ­დათ მი­ცე­მუ­ლი იმი­ტომ, რომ ტეს­ტი მოკ­ლე იყო, მა­გა­ლი­თად, წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბის ნა­წი­ლი იყო ამო­ღე­ბუ­ლი მთლი­ა­ნად. დრო­ში ჩა­ე­ტი­ენ, ბევ­რი ად­რეც კი გა­მო­დი­ო­და.
რაც შე­ე­ხე­ბა რე­ა­ლურ გა­მოც­დებს, აპ­რო­ბა­ცი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ დრო­ის მო­მა­ტე­ბა არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ არის სა­ჭი­რო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მცი­რე­დით, მაგ­რამ მა­ინც და­ვა­მა­ტეთ სა­გა­მოც­დო დრო, მა­გა­ლი­თად, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტებს 15 წუ­თი და­ე­მა­ტათ, იმი­ტომ რომ, იქ არის და­ვა­ლე­ბა — ტექ­ს­ტის რე­დაქ­ტი­რე­ბა, რო­დე­საც ეს და­ვა­ლე­ბა ნა­ბეჭდ ბუკ­ლეტ­ში იყო, იქ­ვე შე­ეძ­ლოთ რა­ღა­ცე­ბის მო­ნიშ­ვ­ნა, რი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ეკ­რან­ზე არ აქვთ. ტექ­ს­ტი მცი­რე ზო­მი­საა, მაგ­რამ ზო­გი­ერთ აბი­ტუ­რი­ენტს, შე­იძ­ლე­ბა, უფ­რო გა­უ­ად­ვილ­დეს,  ტექ­ს­ტი მთლი­ა­ნად გად­მო­წე­როს, შეც­დო­მე­ბი ჩა­ას­წო­როს და შემ­დეგ გა­და­წე­როს პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ში. თუმ­ცა, ეს არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, შავ ფურ­ცელ­ზე შე­უძ­ლია მო­ნიშ­ნოს, სად იპო­ვა შეც­დო­მა და შემ­დეგ უკ­ვე სწო­რი ფორ­მით გა­და­წე­როს; ზო­გი­ერთ აბი­ტუ­რი­ენტს შე­იძ­ლე­ბა უფ­რო გა­უ­ად­ვილ­დეს მთლი­ა­ნი ტექ­ს­ტის გა­და­წე­რა და არა მხო­ლოდ შეც­დო­მე­ბის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვი­ფიქ­რეთ, რომ ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა, და­ე­მა­ტოს დრო, პლუს კი­დევ ერ­თი და­ვა­ლე­ბა — წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა, სა­დაც ტექ­ს­ტი მთლი­ა­ნად არ ეტე­ვა ეკ­რან­ზე და აბი­ტუ­რი­ენტს მო­უ­წევს გა­დას­ვ­ლა-დაბ­რუ­ნე­ბა, რაც, მე თუ მკითხავთ, გა­ცი­ლე­ბით სრა­ფად ხდე­ბა, ვიდ­რე გა­და­ფურ­ც­ვ­ლა, მაგ­რამ მა­ინც. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა სა­გა­მოც­დო სა­განს მო­ვუ­მა­ტეთ დრო, 15 წუ­თი მაქ­სი­მა­ლუ­რია, ზო­გი­ერთ სა­გა­მოც­დო სა­განს 10 წუ­თი და­ვუ­მა­ტეთ, ზოგს — 5 და ა.შ. არ და­ე­მა­ტა სა­მა­გის­ტ­რო გა­მოც­დის ორ ნა­წილს, ეს გახ­ლავთ ანა­ლი­ტი­კუ­რი წე­რა, იმი­ტომ რომ, ეს და­ვა­ლე­ბა ძა­ლი­ან მცი­რე ზო­მისაა. და­ვა­ლე­ბა უნ­და წა­ი­კითხო და შემ­დეგ  არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი ესე და­წე­რო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეკ­რან­ზე მხო­ლოდ ძა­ლი­ან მცი­რე ზო­მის და­ვა­ლე­ბას კითხუ­ლობ და შემ­დეგ უკ­ვე პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე მუ­შა­ობ; და­ე­მა­ტა  წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბის ნა­წილს სა­მა­გის­ტ­რო გა­მოც­და­ზე, იმი­ტომ რომ, იქაც დი­დი ტექ­ს­ტია და, ასე ვთქვათ, გვერ­დი­დან გვერ­დ­ზე გა­დას­ვ­ლა მო­უ­წევთ; და­ე­მა­ტა, ასე­ვე, ანა­ლი­ტი­კურს და ლო­გი­კას,  რა­ო­დე­ნობ­რივს — არა. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლას და­ე­მა­ტა, და­ახ­ლო­ე­ბით, 10-10 წუ­თი. უნა­რებ­საც 5-5 წუ­თი, ჯამ­ში — 10. ბი­ო­ლო­გი­ის გა­მოც­და­ზე თვი­თონ ტეს­ტი შემ­ცირ­და — მაქ­სი­მა­ლუ­რი 75 ქუ­ლის ნაც­ვ­ლად, 70 ქუ­ლა იქ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დრო არ და­ე­მა­ტა. ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მოც­და­საც არ და­ე­მა­ტა დრო, რად­გან ად­რე გა­ცი­ლე­ბით მე­ტი დრო იყო გა­მო­ყო­ფი­ლი, ვიდ­რე სჭირ­დე­ბო­დათ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს.
— რო­გო­რია თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი გა­მოც­დე­ბის ახალ ფორ­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბით?
— გულ­წ­რ­ფე­ლად გეტყ­ვით, რომ ძა­ლი­ან ვღე­ლავთ და გვინ­და, ყვე­ლა­ფე­რი სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე მო­ვამ­ზა­დოთ. რთუ­ლი პრო­ცე­სია. 21 სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რი გვაქვს, 12 ათა­სი ლეპ­ტო­პი უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ გა­მოც­დებ­ზე (ერთ ნა­კად­ზე 10 ათას აპ­ლი­კანტს ვღე­ბუ­ლობთ, 12 ათა­სი ლეპ­ტო­პია რე­ზერ­ვით, რად­გან ყვე­ლა სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რ­ში უნ­და იყოს რე­ზერ­ვი). ეს სა­მუ­შაო, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ვამ­თავ­რეთ, ახ­ლა სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რე­ბის მოწყო­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს.
დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ჩა­ივ­ლის. ეს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია, შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი, აუცი­ლებ­ლად, იქ­ნე­ბა ის, რომ უკ­ვე და­ხუ­რულ­ბო­ლო­ი­ან და­ვა­ლე­ბებს შე­ვავ­სე­ბი­ნებთ ელექ­ტ­რო­ნუ­ლად, რაც გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა აპ­ლი­კან­ტე­ბის­თ­ვის, იქ­ვე მო­ნიშ­ნავენ ეკ­რან­ზე სწო­რ პა­სუ­ხს და მხო­ლოდ ღია და­ვა­ლე­ბე­ბის შევ­სე­ბა მო­უ­წევთ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე. თუ 2017 წელს ამას გა­ვა­კე­თებთ, ბევ­რად შემ­ცირ­დე­ბა გას­წო­რე­ბის დრო და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დის შე­დე­გებს გა­მოც­დის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე გა­ი­გე­ბენ. არ­ჩე­ვით­ბო­ლო­ი­ა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბის ბლო­კი, სხვა საგ­ნებ­შიც, ავ­ტო­მა­ტუ­რად გას­წორ­დე­ბა და აღარ დას­ჭირ­დე­ბა ის პრო­ცე­დუ­რე­ბი, რა­საც ვა­კე­თებ­დით. მა­გა­ლი­თად, მა­თე­მა­ტი­კა­ში 30 და­ვა­ლე­ბა აქვთ და­ხუ­რულ­ბო­ლო­ი­ა­ნი და 10 — ღი­ა­ბო­ლო­ი­ა­ნი. მხო­ლოდ ამ 10 და­ვა­ლე­ბას შე­ავ­სე­ბენ პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელ­ზე და მხო­ლოდ ამ 10 და­ვა­ლე­ბას გა­ას­წო­რე­ბენ გამ­ს­წო­რებ­ლე­ბი, და­ნარ­ჩე­ნის შე­დე­გი უკ­ვე იქ­ვე გვე­ცო­დი­ნე­ბა და, ბუ­ნებ­რი­ვია, სხვა სა­გა­მოც­დო საგ­ნე­ბის შე­დე­გებ­საც გა­ცი­ლე­ბით მოკ­ლე დრო­ში ვაც­ნო­ბებთ, ვიდ­რე ეს წი­ნა წლებ­ში იყო და იქ­ნე­ბა წელს.
სა­მო­მავ­ლოდ, ორი­ენ­ტა­ცია უნ­და ავი­ღოთ იმა­ზე, რომ სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ზე გა­და­ვი­დეთ. ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, რად­გან ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ბუკ­ლე­ტე­ბი ბევრ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს, რომ თვი­თონ ტეს­ტუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი იყოს ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი.  ბევ­რი რამ შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ, ანი­მა­ცი­ე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, თუნ­დაც სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვიწყეთ მუ­შა­ო­ბა და ვაგ­რ­ძე­ლებთ. სრუ­ლ­ად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ფორ­მა­ტი გუ­ლის­ხ­მობს, რომ ღია და­ვა­ლე­ბე­ბიც ელექ­ტ­რო­ნუ­ლად შე­ავ­სონ. თუმ­ცა, აქ ნამ­დ­ვი­ლად არ­სე­ბობს პრობ­ლე­მა, რად­გან არა ვართ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი, რომ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სრუ­ლად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია  სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. სა­ნამ არ გვე­ცო­დი­ნე­ბა, რომ არა მარ­ტო ბეჭ­დ­ვა, არა­მედ, მა­გა­ლი­თად, ნა­ხა­ზე­ბის გა­კე­თე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლად, ფორ­მუ­ლის და­წე­რა, მა­თე­მა­ტი­კა­ში იქ­ნე­ბა, ფი­ზი­კა­ში თუ ქი­მი­ა­ში, პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს მოს­წავ­ლის­თ­ვის, მა­ნამ­დე, რა თქმა უნ­და, არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არ გვაქვს, მოვ­თხო­ვოთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გა­მოც­დე­ბის ასე­თი ფორ­მა­ტით ჩა­ბა­რე­ბა, მაგ­რამ აქეთ­კენ მივ­დი­ვართ.  თუ სკო­ლებ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბა, მე­რე უკ­ვე სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ზე გა­და­ვალთ.
— ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი პირ­ველ ივ­ლისს და­იწყე­ბა?
— დი­ახ, პირ­ველ ივ­ლისს და­იწყე­ბა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დით და, სა­ვა­რა­უ­დოდ, 21 ივ­ლისს და­ვას­რუ­ლებთ.

ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი

25-28(942)N