გამოდის 1998 წლიდან
2016-06-02
სა­დაც არ უნ­და წა­ვი­დე, სა­ბო­ლო­ოდ, ყო­ველ­თ­ვის უკან — სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დე­ბი

რუბრიკის სტუმარია თათია ვაშაძე, FLEX-ის პროგრამის გამარჯვებული, ტეხასის შტატის ქალაქ ბურლესონის ჯოშუას სკოლის მოსწავლე

— თა­თია, პირ­ველ რიგ­ში, გაგ­ვე­ცა­ნი. რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო შე­ნი მშობ­ლი­უ­რი,  ჭი­ა­თუ­რის N4 სა­ჯა­რო სკო­ლის შე­სა­ხებ?
— და­ვი­ბა­დე ქა­ლაქ ჭი­ა­თუ­რა­ში, სწავ­ლა ქარ­თულ გიმ­ნა­ზი­ა­ში და­ვიწყე, თუმ­ცა ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის გა­მო, მე-4 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მო­მი­წია გა­დას­ვ­ლა. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც არა მარ­ტო საგ­ნობ­რი­ვი, არა­მედ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე. სკო­ლა წარ­მა­ტე­ბი­სა­კენ მი­მა­ვა­ლი მთა­ვა­რი, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა­შიც და­მეხ­მა­რა. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე „მას­წავ­ლებ­ლის შვი­ლის“ იარ­ლი­ყი მქონ­და. ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც უშუ­ა­ლოდ ჩემ­თან შე­ხე­ბა არ ჰქონ­და, ჩემს ათოს­ნო­ბას და მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბებს სტე­რე­ო­ტი­პუ­ლად უყუ­რებ­და, რის გა­მოც, ძა­ლი­ან ბევ­რ­ჯერ გამ­ჩე­ნია უსა­მარ­თ­ლო­ბის გან­ც­და. თუმ­ცა, ახ­ლა ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­მა, მე­ტი მუ­შა­ო­ბა და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მის გა­მოვ­ლე­ნა მას­წავ­ლა. ბევ­რ­ჯერ მი­ფიქ­რია და ვხვდე­ბი, რომ ჭი­ა­თუ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი რომ არა, ამ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­ვაღ­წევ­დი. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო ჩე­მი კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ჩემ­თ­ვის მი­სა­ბა­ძი პი­როვ­ნე­ბა, ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა წე­რე­თე­ლი, რო­მე­ლიც მე-5 კლა­სი­დან გვერ­დ­ში მიდ­გას; დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით მინ­და მო­ვი­კითხო და ყვე­ლაფ­რის­თ­ვის მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩე­მი სკო­ლის დი­რექ­ტორს, ბა­ტონ გუ­რამ ლო­მი­ძეს; ინ­გ­ლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლე­ბელს ნა­ნა გე­ლაშ­ვილს; პე­და­გო­გებს — ნუ­ნუ გაბ­რი­ჭი­ძეს, ხა­თუ­ნა არა­ბი­ძეს, თა­მარ ხი­ხა­ძეს და სხვებს.
— FLEX — მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვ­ლით პროგ­რა­მა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა არც ისე მარ­ტივ ეტა­პებს მო­ი­ცავს. რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა და რა არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, რაც  კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს?
FLEX-ის პროგ­რა­მა­ში გა­სა­მარ­ჯ­ვებ­ლად ძა­ლი­ან ბევ­რი კრი­ტე­რი­უ­მია, რო­მელ­საც უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დე, თუმ­ცა ვფიქ­რობ, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არ მო­ირ­გო სხვა ადა­მი­ა­ნის რო­ლი და  წარ­მა­ტე­ბის ნიღ­ბით მიღ­წე­ვას არ ეცა­დო. მუდ­მი­ვად ვი­მე­ო­რებ­დი ჩემს საყ­ვა­რელ ცი­ტა­ტას: „ვი­საც მა­ღა­ლი კოშ­კის აგე­ბა სურს, დიდ­ხანს უნ­და და­კავ­დეს ფუნ­და­მენ­ტის ამოყ­ვა­ნით“, რაც, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მეხ­მა­რა გა­მარ­ჯ­ვე­ბა­ში.
— პროგ­რა­მამ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ცა გაც­ნო­ბო­დი ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის სპე­ცი­ფი­კას... რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ქარ­თულ სკო­ლა­სა და ამე­რი­კულს შო­რის? გაგ­ვი­ზი­ა­რე ამე­რი­კულ სკო­ლა­ში  მი­ღე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი... რა შეგ­მა­ტა პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ?
— წა­მოს­ვ­ლამ­დე ძა­ლი­ან ბევ­რ­ჯერ მი­ფიქ­რია, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ჩე­მი ამე­რი­კუ­ლი სკო­ლა, თუმ­ცა ასეთ მე­გობ­რულ და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოს ვე­რა­სო­დეს წარ­მო­ვიდ­გენ­დი. ვცხოვ­რობ ტე­ხას­ში, ქა­ლაქ ბურ­ლე­სონ­ში და ვარ Joshua High School-ის X კლა­სის მოს­წავ­ლე. სკო­ლა­ში ყვე­ლა თბი­ლად მექ­ცე­ვა, ცდი­ლო­ბენ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­მიწყონ ხე­ლი მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბა­ში. მეც, რა თქმა უნ­და, ვცდი­ლობ აქ­ტი­უ­რი ვი­ყო. ამ­ჟა­მად, ვუკ­რავ ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე სკო­ლის ჯაზ-ბენ­დ­ში; ვცეკ­ვავ, ვარ მოს­წავ­ლე­თა საბ­ჭო­სა და გა­მო­საშ­ვე­ბი სა­ღა­მოს კო­მი­ტე­ტის წევ­რი. ასე­ვე, ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვარ მიწ­ვე­უ­ლი სკო­ლის სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­თა და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე. ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის ჯაზ-ბენ­დ­ში ყოფ­ნა, ალ­ბათ, ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა იყო, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ყო­ველ­თ­ვის კლა­სი­კურ მუ­სი­კას ვუთ­მობ­დი დიდ ყუ­რადღე­ბას და ჯა­ზი არა­სო­დეს და­მიკ­რავს. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სი­ახ­ლე­ე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც თა­ვი­დან შე­უძ­ლებ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა, ვფიქ­რობ, სწო­რედ ეს გა­ყა­ლი­ბებს ძლი­ერ ადა­მი­ა­ნად და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბას გას­წავ­ლის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­დან ცო­ტა­თი ძნე­ლი იყო, ფორ­ტე­პი­ა­ნოს­თან გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბის შემ­დეგ, სა­სურ­ველ დო­ნეს მი­ვაღ­წიე — უკ­ვე ორ ეროვ­ნულ ჯაზ­ფეს­ტი­ვალ­ზე და ოთხ კონ­ცერ­ტ­ზე მაქვს წარ­მა­ტე­ბით დაკ­რუ­ლი.
ქარ­თუ­ლი სკო­ლა ამე­რი­კუ­ლის­გან ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა, არ ვგუ­ლის­ხ­მობ, რომ ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი უკე­თე­სი ან უარე­სია, უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია. მა­გა­ლი­თად: ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა 12 საგ­ნით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა, რომ­ლის სწავ­ლა ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, მი­უ­ხე­და­ვად მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბი­სა, ხო­ლო ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის მოს­წავ­ლეს, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­თა­ვა­ზე­ბი­დან, სა­სურ­ვე­ლი საგ­ნე­ბის არ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, რაც სა­კუ­თა­რი თა­ვის ად­ვი­ლად პოვ­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც ამ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ შემ­მა­ტა, სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბაა. რო­დე­საც 15 წლის ასაკ­ში, საცხოვ­რებ­ლად, სულ სხვა კონ­ტი­ნენ­ტ­ზე, რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კულ­ტუ­რა­ში მი­დი­ხარ, მა­ინც მარ­ტო რჩე­ბი, სა­კუ­თარ თავ­თან პი­რის­პირ და ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.
— რო­გო­რია შე­ნი „ამე­რი­კუ­ლი ოჯა­ხი“, რამ­დე­ნად და­გეხ­მარ­ნენ ისი­ნი ადაპ­ტა­ცი­ა­ში? გაგ­ვი­ზი­ა­რე შე­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი.
— მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ამე­რი­კუ­ლი ოჯა­ხი, რო­მელ­მაც გაც­ნო­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით მი­მი­ღო. ყო­ველ­თ­ვის ცდი­ლო­ბენ ყვე­ლა­ფერ­ზე პო­ზი­ტი­უ­რი თვა­ლით შე­მა­ხე­დონ და და­მა­ნა­ხონ, თუ რამ­დე­ნად ად­ვი­ლია იმის მიღ­წე­ვა, რის გა­კე­თე­ბა­ზეც გუ­შინ ფიქ­რიც კი არ შე­მეძ­ლო. ალ­ბათ ძა­ლი­ან ცო­ტა მას­პინ­ძელ ოჯახს მიჰ­ყავს გაც­ვ­ლი­თი სტუ­დენ­ტი და­ბა­დე­ბის დღე­ზე, სხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ ან საყ­ვა­რე­ლი ბენ­დის კონ­ცერ­ტ­ზე სა­შო­ბა­ოდ. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ, რომ  ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არა მხო­ლოდ იმ ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მის წე­სებ­ზე და მო­ვა­ლე­ო­ბებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, არა­მედ ნამ­დ­ვილ ოჯა­ხურ სიყ­ვა­რულ­სა და ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე.
— რო­გო­რია ამე­რი­კულ სკო­ლა­ში თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის, მშობ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა?
— ამე­რი­კულ სკო­ლა­ში, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს, მას­წავ­ლებ­ლე­ბის და მოს­წავ­ლე­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. არა­სო­დეს, არც ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი, კლა­სის წი­ნა­შე, მოს­წავ­ლე­ზე ხმა­მაღ­ლა არ სა­უბ­რობს, არ აცხა­დებს მის ნი­შანს, რაც, თა­ვის მხრივ, მოს­წავ­ლე­ებს შო­რის პო­ზი­ტი­უ­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და თა­ნა­ტო­ლო­ბის გრძნო­ბის გა­ჩე­ნას უწყობს ხელს.
— რო­გორ ახერ­ხებ პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­ზი­ტი­უ­რი კუთხით წარ­მო­ჩე­ნას?
— ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ, აქ­ცენ­ტი ჩვენს მდი­დარ კულ­ტუ­რა­სა და ის­ტო­რი­ა­ზე გა­ვა­კე­თო. ძი­რი­თა­დად, სლა­იდ-შო­უს და სხვა­დას­ხ­ვა პოს­ტე­რებს ვი­ყე­ნებ. რამ­დე­ნი­მე­ჯერ ტრა­დი­ცი­უ­ლი ტან­საც­მე­ლიც მეც­ვა, რა­თა ბავ­შ­ვებს ეკ­რა­ნის მიღ­მაც ჰქო­ნო­დათ ნამ­დილ ქარ­თულ­თან შე­ხე­ბა. თით­ქ­მის ოთხ სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში ჩა­ვა­ტა­რე პრე­ზენ­ტა­ცია და ყველ­გან ძა­ლი­ან დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა და­ვი­ნა­ხე სა­ქარ­თ­ვე­ლო­სად­მი.
— მო­ხა­ლი­სე­ო­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. კერ­ძოდ რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი და რა გა­მოც­დი­ლე­ბას იღებს ადა­მი­ა­ნი მსგავს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბით?
— დი­ახ, სა­მო­ხა­ლი­სეო სა­ა­თე­ბი პროგ­რა­მის მთა­ვა­რი მოთხოვ­ნაა. FLEX-, ხომ, მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მაა. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, ნამ­დ­ვი­ლი ლი­დე­რი, და ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ცდი­ლობს გარ­კ­ვე­ულ გა­რე­მო­ში პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს, ნაკ­ლე­ბად უნ­და ფიქ­რობ­დეს საქ­მის მა­ტე­რი­ა­ლურ მხა­რე­ზე, ამ უნა­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის. ჩე­მი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან მხო­ლოდ 30 სა­მო­ხა­ლი­სეო სა­ა­თის მოთხოვ­ნა მქონ­და, თუმ­ცა, და­ახ­ლო­ე­ბით, 4-ჯერ მე­ტი ვი­მო­ხა­ლი­სე­ვე. ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ ნაკ­ლე­ბად შევ­ხე­დო რა­ი­მეს, რო­გორც ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და მე­ტი ვა­კე­თო ის საქ­მე, რაც მიყ­ვარს. ალ­ბათ ამი­ტო­მაც, დღე­ში12 სა­ა­თიც კი მი­მო­ხა­ლი­სე­ვია, რა­თა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯახ­ში შე­მე­ტა­ნა პო­ზი­ტი­ვი, მე­ტი ბავ­შ­ვის ღი­მი­ლი­ა­ნი და მშობ­ლის მად­ლი­ე­რი სა­ხე და­მე­ნა­ხა შო­ბის დი­ლით და უბ­რა­ლოდ, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა მა­ინც შე­მეც­ვა­ლა ჩე­მი არ­სე­ბო­ბით.
— რო­გორც ვი­ცი, ხარ GLOW (GERLS LEADING OUR WORLD) ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ელ­ჩი. გვი­ამ­ბე მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­ნი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ.
— GLOW ეს არის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გო­გო­ნებს, გა­ეც­ნონ სა­კუ­თარ უფ­ლე­ბებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, აგ­რეთ­ვე მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია ისეთ სა­კითხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: გა­რე­მოს დაც­ვა, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და სხვ. რაც შე­ე­ხე­ბა ელ­ჩებს, ჩვენ ის გო­გო­ნე­ბი ვართ, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის პრო­ექ­ტებს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით და ჩვენს საცხოვ­რე­ბელ გა­რე­მო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას ვცდი­ლობთ.

— რო­გორ გე­სა­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი, სად აპი­რებ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, რამ­დე­ნად გან­საზღ­ვ­რა ამე­რი­კა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა შე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, შე­უწყო თუ არა ხე­ლი პი­რად და პრო­ფე­სი­ულ ზრდას?
— პირ­ვე­ლი, რა­საც ვფიქ­რობ, არის ის, რომ ვი­ყო აქ­ტი­უ­რი FLEX პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დო, აქ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა სხვებს გა­ვუ­ზი­ა­რო. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ას, და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ვი­ცი, მინ­და ვი­ყო ადა­მი­ა­ნი, ვინც ხალ­ხი­სა და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე იზ­რუ­ნებს! ამის გა­კე­თე­ბას კი პრო­ფე­სია არ გან­საზღ­ვ­რავს. თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, იური­დი­ულ­ზე ჩა­ვა­ბა­რებ და სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, საზღ­ვარ­გა­რეთ, რო­მე­ლი­მე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა­ზე ვი­ფიქ­რებ. ერ­თი წლის წინ, რო­დე­საც ჩე­მი ბევ­რი ნა­თე­სა­ვის რჩე­ვას ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ, მათ შო­რის, ექი­მო­ბაც კი მინ­დო­და, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ეს ჩემ­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი პრო­ფე­სია იყო. თან ჩემს ძმას ვუ­ყუ­რებ­დი, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­მამ­თავ­რე­ბელ კურ­ს­ზეა. მას­ზე ბევ­რი კარ­გი მეს­მო­და და ჩემ­თ­ვის სა­მა­გა­ლი­თოა, ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ­დი, მეც იგი­ვე პრო­ფე­სია ამერ­ჩია, თუმ­ცა, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც კა­რი­ე­რის და­მო­უკი­დებ­ლად გაკ­ვ­ლე­ვა გა­დავ­წყ­ვი­ტე და არა ძმის მი­ერ გან­ვ­ლი­ლი გზის გა­მე­ო­რე­ბა. მთა­ვა­რი, რაც ამე­რი­კა­ში ვის­წავ­ლე ის არის, რომ შენ ცხოვ­რე­ბას შენს მა­გივ­რად ვე­რა­ვინ გა­ივ­ლის და ვერც ვე­რა­ვინ და­გეგ­მავს. იმას კი, 70 წლის ასაკ­ში, ერთ დი­ლას რომ გა­იღ­ვი­ძო და თქვა „აი, ეს რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, იქ­ნებ...“ სჯობს, ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში­ვე ის საქ­მე აირ­ჩიო, რო­მელ­საც შენს მო­წო­დე­ბად თვლი.
— რას ურ­ჩევ FLEX-ის პროგ­რამ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლებს?
— რო­გორც ერთ-ერთ წი­ნა კითხ­ვა­ში აღ­ვ­ნიშ­ნე, ვურ­ჩევ­დი იყ­ვ­ნენ ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც ნამ­დ­ვი­ლად არი­ან და არა­ნა­ი­რი რო­ლის მორ­გე­ბას არ ეცა­დონ. სჯე­რო­დეთ სა­კუ­თა­რი თა­ვის და პირ­ველ ცდა­ზე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ და­ნებ­დ­ნენ.
— რო­დის ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რა გე­ნატ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად და რო­გო­რია შე­ნი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო, ოკე­ა­ნის მიღ­მა?
— ივ­ნი­სის და­საწყის­ში ვბრუნ­დე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნატ­რე­ბას, მარ­თ­ლა ძა­ლი­ან მი­ჭირს ერ­თი რა­მის გა­მო­ყო­ფა. ოკე­ა­ნის მიღ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლო, მარ­თ­ლა სხვა­ნა­ი­რი ჩანს. თუმ­ცა, უფ­რო ალ­ბათ  ჩემს თვალ­ში გა­მოჩ­ნ­და სხვა­ნა­ი­რი, რად­გან რო­დე­საც მანდ ვარ, რე­ა­ლო­ბი­სათ­ვის თვა­ლის გას­წო­რე­ბა და და­დე­ბით­სა და უარ­ყო­ფით­ზე სა­უ­ბა­რი ძნე­ლია. ვიტყო­დი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ძა­ლი­ან მდი­და­რი კულ­ტუ­რის, ის­ტო­რი­ი­სა და მყა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მქო­ნე ქვე­ყა­ნაა, რომ­ლი­თაც ყო­ველ­თ­ვის ვა­მა­ყობ­დი, ვა­მა­ყობ, ვი­ა­მა­ყებ და მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, სა­დაც არ უნ­და წა­ვი­დე, სა­ბო­ლო­ოდ, ყო­ველ­თ­ვის უკან — სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დე­ბი.

ესა­უბ­რა  მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N