გამოდის 1998 წლიდან
2016-06-02
სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მი

მა­კა ყი­ფი­ა­ნი

28 მა­ისს, ექ­ს­პო ჯორ­ჯი­ა­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა წლი­უ­რი ფო­რუ­მის გა­მო­ფე­ნა-კონ­ფე­რენ­ცია გა­იხ­ს­ნა. ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნის 400 პე­და­გო­გი, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სი­ახ­ლე­ებს გა­ეც­ნო და  პე­და­გოგ­თა ხელ­შეწყო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა და­ათ­ვა­ლი­ე­რა.
კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ე­სალ­მ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ლია გი­გა­უ­რი, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის დი­რექ­ტო­რი მა­რი­ნა უშ­ვე­რი­ძე, აშშ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნი­ნო ბუ­ა­ჩი­ძე და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი.
სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ მი­ე­ღოთ ინ­ფორ­მა­ცია მას­წავ­ლე­ბელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის  და მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სხვა რე­სურ­სე­ბის შე­სა­ხებ.
კონ­ფე­რენ­ცი­ის და­სას­რულს გა­ი­მარ­თა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის წლის სა­უ­კე­თე­სო პე­და­გოგ­თა და­ჯილ­დო­ე­ბის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, მათ გა­და­ე­ცათ ფო­რუ­მის მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლი სა­პა­ტიო ჯილ­დო — მად­ლო­ბის სი­გე­ლი და „სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის წლის სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გის“ პრი­ზი.
კონ­ფე­რენ­ცია-გა­მო­ფე­ნა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ ფარ­გ­ლებ­ში. პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს ორ­გა­ნი­ზა­ცია PH International  კონ­სულ­ტა­ცი­ი­სა და ტრე­ნინ­გის ცენ­ტ­რ­თან, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუმ­თან და რე­გი­ო­ნულ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით. პროგ­რა­მის ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას უზ­რუნ­ველ­ყოფს აშშ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო (USAID), მხარ­დამ­ჭე­რი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო.
მა­რი­ნა უშ­ვე­რი­ძე, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის „მო­მავ­ლის თა­ო­ბა“ დი­რექ­ტო­რი: „სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პირ­ვე­ლი კონ­ფე­რენ­ცია-გა­მო­ფე­ნა 2012 წელს ჩა­ტარ­და, დღეს რი­გით მე­ხუ­თე წლი­უ­რი კონ­ფე­რენ­ციაა. მო­ნა­წი­ლე­თა რიცხ­ვი წლი­დან წლამ­დე საგ­რ­ძ­ნობ­ლად გაზ­რ­დი­ლია. წელს, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში 400-მდე პე­და­გო­გი მო­ნა­წი­ლე­ობს. კონ­ფე­რენ­ცია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, სა­ინ­ტე­რე­სო და მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლია პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბის ხელ­შეწყო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს სკო­ლის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ. ყვე­ლა პრო­ექტს კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­დე­გი აქვს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პროგ­რა­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში 480 სკო­ლას­თან მუ­შა­ობს, რა­თა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს სკო­ლებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა და მოხ­დეს მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაკ­ვე­თილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა; ახალ­გაზ­რ­დებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის გზით ხე­ლი შე­ეწყოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის რო­ლის ზრდას გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბი­სათ­ვის. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ჩა­ტარ­და ტრე­ნინ­გე­ბი, სა­დის­კუ­სიო შეხ­ვედ­რე­ბი, მო­ეწყო მრგვა­ლი მა­გი­დე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის აქ­ტი­უ­რი სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ, გა­ი­მარ­თა მოს­წავ­ლე­თა შეხ­ვედ­რე­ბი კომ­პე­ტენ­ტურ ადა­მი­ა­ნებ­თან, 80-მდე მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კებ­ში და სხვ. წინ კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი გვაქვს გა­სავ­ლე­ლი. დღე­ვან­დელ დღეს, სხვა­დას­ხ­ვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში, 34 პე­და­გო­გი და­ჯილ­დოვ­დე­ბა. ვუ­ლო­ცავ მათ ღირ­სე­ულ წარ­მა­ტე­ბას“.
ლია გი­გა­უ­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე: „სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ტრა­დი­ცი­ად დამ­კ­ვიდ­რ­და და უკ­ვე მე­ხუ­თე წე­ლია, ვხვდე­ბით სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გებს, რომ­ლე­ბიც ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის, მო­მა­ვა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ის ხა­რის­ხის, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბას. ეს ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­სიაა —  მო­მა­ვალ თა­ო­ბას ვას­წავ­ლით დე­მოკ­რა­ტი­ას, ვას­წავ­ლით სა­კუ­თარ უფ­ლე­ბებ­სა და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწავ­ლე­ბა გა­და­ვი­და უფ­რო მა­ღალ სტა­დი­ა­ში, რად­გან გახ­და პრაქ­ტი­კა­ზე, პრო­ექ­ტებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებ­ზე  ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სო­ცი­ა­ლურ აქ­ტი­ვო­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის სო­ცი­უ­მის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ჩვენ ვხე­დავთ, წლი­დან წლამ­დე, რო­გორ ვი­თარ­დე­ბა მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და იხ­ვე­წე­ბა სას­წავ­ლო სტრა­ტე­გი­ე­ბი, რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რი ხდე­ბი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი და თა­ვად მას­წავ­ლებ­ლე­ბი. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა მხო­ლოდ სა­გა­ნი არ არის, ეს ცნო­ბი­ე­რე­ბის ფორ­მი­რე­ბაა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, მო­მა­ვა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბა სწო­რედ იმ  მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჩვენ­განს ხვალ კი­დევ უფ­რო მე­ტად დაგ­ვა­ფიქ­რებს. ჩვენ ვზრდით ახალ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბით იწყე­ბა მო­მა­ვა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის სამ­ყა­რო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ვუ­ლო­ცავ დღე­ვან­დელ დღეს ყვე­ლა პე­და­გოგს და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ მათ“.
გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი: „ჩემ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვია სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. წლე­ვან­დე­ლი სას­წავ­ლო წე­ლი, საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, და­ვიწყეთ ახა­ლი სქე­მა — მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის. ეს პე­რი­ო­დი ყვე­ლამ საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რეთ. პირ­ვე­ლი აპ­რო­ბა­ცი­ის წე­ლი მთავ­რ­დე­ბა, ყუ­რადღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბო­დით თი­თო­ე­ულ პრო­ცესს, რო­მე­ლიც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სი­ა­მა­ყით მინ­და ვთქვა, რომ  სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბი ერთ-ერ­თი მო­წი­ნა­ვე­ნი იყ­ვ­ნენ ამ პრო­ცე­სებ­ში. ვუ­ლო­ცავ მათ მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბებს. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ეს ყვე­ლამ კარ­გად და­ვი­ნა­ხეთ. მით უმე­ტეს მა­შინ, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო გა­დამ­წყ­ვეტ ფა­ზა­ში შე­დის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის კუთხით და ჩვე­ნი მის­წ­რა­ფე­ბა ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლე­ბო სივ­რ­ცე­ში ამ კუთხი­თაც იქ­ნე­ბა და­ფა­სე­ბუ­ლი, რაც ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია“.
ნი­ნო ნი­პა­რიშ­ვი­ლი, კას­პის სკო­ლა-გიმ­ნა­ზი­ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი: „სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბას სკო­ლა­ში ორი წე­ლია ვას­წავ­ლი, მას შემ­დეგ, რაც ჩვე­ნი სკო­ლა ჩა­ერ­თო პროგ­რა­მა­ში „მომავ­ლის თა­ო­ბა“. დღე­ვან­დელ გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნილ ბა­ნერ­ზე ასა­ხუ­ლია ჩვე­ნი სკო­ლის აქ­ტი­ვო­ბე­ბი. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში მო­ვი­პო­ვეთ მცი­რე გრან­ტი პრო­ექ­ტის „წარ­სუ­ლის კვალ­დაკ­ვალ“ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. პრო­ექ­ტი ეხე­ბო­და საბ­ჭო­თა კას­პელ რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლებს და მი­სი მი­ზა­ნი იყო ახალ­გაზ­რ­დე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს მომ­ხ­და­რი რეპ­რე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვე­ნი სკო­ლა  ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა მი­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი  და იმ ად­გი­ლას, ნულ სარ­თულ­ზე, სა­დაც საკ­ნე­ბი იყო, კას­პელ რეპ­რე­სი­რე­ბულ­თა მუ­ზე­უ­მი გავ­ხ­სე­ნით. პრო­ექტს ძა­ლი­ან დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა“.
ინ­გა აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლი, თბი­ლი­სის 150-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბის „მო­მავ­ლის ელ­ჩე­ბი“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში გა­ვი­მარ­ჯ­ვეთ მცი­რეგ­რან­ტი­ან პრო­ექ­ტ­ში, მო­ვი­პო­ვეთ და­ფი­ნან­სე­ბა, რომ­ლი­თაც გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი აუთ­ვი­სე­ბე­ლი სივ­რ­ცე   რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნად გა­დაგ­ვექ­ცია — და­ვა­სუფ­თა­ვეთ, გა­ვამ­წ­ვა­ნეთ და სა­თა­ნა­დოდ მო­ვაწყ­ვეთ. სკვე­რის კე­თილ­მოწყო­ბა­ში დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წია სკო­ლის დი­რექ­ცი­ამ, მშობ­ლებ­მა. მოს­წავ­ლე­ებს და მას­წავ­ლებ­ლებ­ს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ,  ეს ად­გი­ლი გა­მო­ი­ყე­ნონ სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და ღია გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად“.

25-28(942)N