გამოდის 1998 წლიდან
2016-05-26
რო­გორ ვა­წარ­მო­ოთ პრაქ­ტი­კის კვლე­ვა

მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წის­ნ­ვ­ლის სქე­მის მი­ხედ­ვით, გარ­კ­ვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ერთ-ერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბა  პრაქ­ტი­კუ­ლი კვლე­ვაა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მათ მო­უ­წევთ რო­გორც შემ­დე­გი სტა­ტუ­სის მი­საღ­წე­ვად, ისე არ­სე­ბუ­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ვინ და რო­გორ უნ­და აწარ­მო­ოს პრაქ­ტი­კის კვლე­ვა და რა მი­ზანს ისა­ხავს ეს აქ­ტი­ვო­ბა, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ექ­ს­პერტ-კონ­სულ­ტან­ტი სო­ფი­კო ლობ­ჟა­ნი­ძე

— რა არის პრაქ­ტი­კის კვლე­ვა?
პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვა არის პე­და­გო­გე­ბის, დი­რექ­ტო­რე­ბის, სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მე­თო­დუ­რი გა­მოკ­ვ­ლე­ვა კონ­კ­რე­ტუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, სკო­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­თა აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბი­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით.
პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვა მარ­ტო წა­მოჭ­რი­ლი სიძ­ნე­ლე­ე­ბის დროს კი არ არის სა­ჭი­რო, არა­მედ ახა­ლი იდე­ე­ბის, ინო­ვა­ცი­ე­ბის გა­მო­საც­დე­ლად, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი მხა­რი­სა და პო­ტენ­ცი­ა­ლის აღ­მო­სა­ჩე­ნად, სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად. ყვე­ლა­ფე­რი ეს კი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.
ხში­რად მას­წავ­ლებ­ლებ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბა­სა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს პრაქ­ტი­კის კვლე­ვის კომ­პე­ტენ­ცი­ის მოთხოვ­ნა, ამ­ბო­ბენ, რომ მკვლევ­რე­ბი არ არი­ან და ამი­ტომ გა­უ­ჭირ­დე­ბათ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა. პრაქ­ტი­კის კვლე­ვას  სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბა მკვლევ­რო­ბა, რად­გან იგი არ არის მოწყ­ვე­ტი­ლი მას­წავ­ლებ­ლის პრაქ­ტი­კას, მი­სი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ნა­წი­ლია, რო­მელ­საც გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად თუ გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ახორ­ცი­ე­ლებს.
რო­გორც უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ, პრაქ­ტი­კის კვლე­ვის მი­ზა­ნი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა. სქე­მის  მი­ზა­ნიც ხომ ეს არის — ხე­ლი შე­ვუწყოთ მას­წავ­ლე­ბელს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მაგ­რამ თა­ვა­დაც აქ­ტი­უ­რად ჩავ­რ­თოთ ამ პრო­ცე­სებ­ში. სწო­რედ პრაქ­ტი­კის კვლე­ვაა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ის აქ­ტი­ვო­ბა, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რა­დაა ჩაბ­მუ­ლი სა­კუ­თა­რი  პრაქ­ტი­კის სრულ­ყო­ფა­ში.
— უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად რა ნა­ბი­ჯე­ბი უნ­და გა­დად­გას მას­წავ­ლე­ბელ­მა პრაქ­ტი­კის კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას?
— პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვის დროს მკვლე­ვა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი მიჰ­ყ­ვე­ბა შემ­დეგ თან­მიმ­დევ­რულ ნა­ბი­ჯებს: უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მან უნ­და გან­საზღ­ვ­როს კვლე­ვის ამო­სა­ვა­ლი პუნ­ქ­ტი, ანუ მო­ახ­დი­ნოს კვლე­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სფე­როს  იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს კვლე­ვის მი­ზა­ნი. კვლე­ვის დაწყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ნა­ბი­ჯი­დან, სა­სურ­ვე­ლია, მას­წავ­ლე­ბელ­მა კვლე­ვის პორ­ტ­ფო­ლი­ოს წარ­მო­ე­ბა და­იწყოს, რო­მელ­შიც აღ­ნუს­ხავს პრო­ცე­სის ეტა­პებს. პორ­ტ­ფო­ლი­ოს წარ­მო­ე­ბა მას­წავ­ლე­ბელს კვლე­ვის პრო­ცე­სის კო­რექ­ტი­რე­ბა­სა და დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, სწორ გზას  ად­გას იგი, თუ ჩიხ­ში ექ­ცე­ვა.
შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი გახ­ლავთ საკ­ვ­ლევ სა­კითხ­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის და­მუ­შა­ვე­ბა, რა­თა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­და­ხე­დოს სხვე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას, სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბულ კვლე­ვებს, უკეთ გა­ერ­კ­ვეს იმ სა­კითხ­ში, რომ­ლის კვლე­ვაც გა­დაწყ­ვი­ტა. შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბე­ლი იწყებს მო­ნა­ცემ­თა შეგ­რო­ვე­ბას, რო­მე­ლიც კვლე­ვის პრო­ცე­სის ერთ-ერ­თი საკ­ვან­ძო  და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო ფა­ზაა. მის სწო­რად და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად წარ­მარ­თ­ვა­ზე ბევ­რა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი. მო­ნა­ცემ­თა შეგ­რო­ვე­ბას მოს­დევს ანა­ლი­ზი, რო­მე­ლიც კვლე­ვის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პრო­ცე­სია.
პრაქ­ტი­კის კვლე­ვის ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ინ­ტერ­ვენ­ცი­ის/ჩარე­ვის სტრა­ტე­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა, მი­სი პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვა და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბაა, რად­გან ეს არ ნიშ­ნავს  აუცი­ლებ­ლად ყვე­ლა პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რას, არა­მედ — ძი­ე­ბას, გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნას, რა­ღა­ცის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და კვლე­ვის პრო­ცე­სის ახალ ფა­ზა­ში გა­დას­ვ­ლას. შემ­დეგ, კი, მას­წავ­ლე­ბე­ლი აფორ­მებს მის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ კვლე­ვას, რამ­დე­ნად გა­იყ­ვა­ნა ის ინ­ტერ­ვენ­ცი­ებ­მა სა­სურ­ველ შე­დეგ­ზე. ბო­ლოს, აფორ­მებს კვლე­ვას ან­გა­რი­შის, მოხ­სე­ნე­ბის, სტა­ტი­ი­სა თუ სხვა სა­ხით. პრაქ­ტი­კის კვლე­ვის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი წარ­მო­ჩე­ნა აუცი­ლე­ბე­ლია, რომ  მო­მა­ვალ­ში გა­მო­ი­ყე­ნონ კო­ლე­გებ­მა და სხვა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა. პრაქ­ტი­კის კვლე­ვას ხომ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის არ ვა­ტა­რებთ. სა­სურ­ვე­ლია, კვლე­ვის შე­დე­გე­ბი წა­ი­კითხონ და გა­ი­ზი­ა­რონ კო­ლე­გებ­მა, რად­გან, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­თაც შე­იძ­ლე­ბა მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დეთ და ჩვენ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ინ­ტერ­ვენ­ცი­ებ­სა თუ რე­კო­მენ­და­ცი­ებს და­ეყ­რ­დ­ნონ.
მა­შა­სა­და­მე, მას­წავ­ლე­ბე­ლი კვლე­ვის პრო­ცეს­ში პა­სუხს გას­ცემს კითხ­ვებს შემ­დე­გი თან­მიმ­დევ­რო­ბით: რა პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ვდგა­ვარ, რა­ტომ გაჩ­ნ­და ეს პრობ­ლე­მა? რო­გორ გა­დავ­ჭ­რა? რა შე­დეგ­ზე გა­მიყ­ვა­ნა ჩემ­მა ქმე­დე­ბამ/ჩარე­ვამ?
— რო­გორ ხდე­ბა პრობ­ლე­მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა?
— კვლე­ვის ამო­სა­ვა­ლი პუნ­ქ­ტის აღ­მო­სა­ჩე­ნად მას­წავ­ლე­ბელს შე­იძ­ლე­ბა უბიძ­გოს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ, დი­რექ­ცი­ის, კო­ლე­გე­ბის, მშობ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­თა უკუ­კავ­შირ­მა. მა­გა­ლი­თად, პე­და­გოგ­მა კლას­ში, სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გე­ბი შე­ა­ჯა­მა  და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ პირ­ვე­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გი კარ­გი იყო, შემ­დეგ კი გა­უ­ა­რეს­და. უკუ­კავ­ში­რის შე­დე­გე­ბი გახ­დე­ბა იმ­პულ­სი, მას­წავ­ლე­ბელმა იკ­ვ­ლი­ოს, რამ გა­მო­იწ­ვია შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბის ასე­თი ცვლი­ლე­ბა და ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი; ტრე­ნინ­გებ­სა თუ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მაგ., მას­წავ­ლე­ბე­ლი ან მას­წავ­ლე­ბელ­თა ჯგუ­ფი და­ეს­წ­რო ტრე­ნინგს თე­მა­ზე — სწავ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ე­ბი, გა­დაწყ­ვი­ტა ეს სტრა­ტე­გი­ე­ბი და­ე­ნერ­გა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, შემ­დეგ შე­ე­ფა­სე­ბი­ნა, გა­იყ­ვა­ნა თუ არა მათ­მა გა­მო­ყე­ნე­ბამ უკე­თეს შე­დეგ­ზე და სხვ.
— რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის კვლე­ვა ან ვინ ამოწ­მებს, რამ­დე­ნად სწო­რად წარ­მარ­თავს მას პე­და­გო­გი?
— ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­საც მას­წავ­ლებ­ლე­ბი სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ,  წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბულ, სტან­დარ­ტი­ზე­ბულ კრი­ტე­რი­უ­მებს ეყ­რ­დ­ნო­ბა. სტან­დარ­ტი­ზე­ბულ კრი­ტე­რი­მებ­ზე და­ფუძ­ნე­ბით არის შექ­მ­ნი­ლი პრაქ­ტი­კის კვლე­ვის შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კაც, რო­მე­ლიც სქე­მის გზამ­კ­ვ­ლე­ვის მე­ო­რე ნა­წილ­შია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. სწო­რედ ამ რუბ­რი­კა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით შე­ა­ფა­სებს მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი პე­და­გო­გის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ კვლე­ვას.
ნე­ბის­მი­ე­რი კვლე­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი პე­და­გო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის დროს, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია კვლე­ვის ეთი­კის ნორ­მე­ბის დაც­ვა, რად­გან სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი ძი­რი­თა­დად მოს­წავ­ლეა. სწო­რედ ამი­ტომ, ეთი­კის ნორ­მე­ბის დაც­ვას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წო­ნა აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბი­სას. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნილ ან­გა­რიშ­ში გა­მოვ­ლინ­დე­ბა, რომ მან და­არ­ღ­ვია კვლე­ვის ეთი­კის ნორ­მე­ბი, ნაშ­რო­მი არ ფას­დე­ბა.
— რო­მე­ლი სტა­ტუ­სის მას­წ­ავ­ლებ­ლის­თ­ვი­საა პრაქ­ტი­კის კვლე­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბა და რამ­დენ­ჯერ შე­უძ­ლია სცა­დოს მას­წავ­ლე­ბელ­მა კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა?
— უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, რო­მელ­საც წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა სურს, სა­ვალ­დე­ბუ­ლოა სა­კუ­თა­რი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვის წარ­მო­ე­ბა, ხო­ლო წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის არე­ა­ლი უფ­რო ფარ­თოვ­დე­ბა და მის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ხდე­ბა სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის კვლე­ვა. თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბა სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბაც იყოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წამ­ყ­ვან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა სა­კუ­თა­რი და სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი ერ­თმ­ა­ნეთს უნ­და შე­უ­სა­ბა­მოს და ისე და­გეგ­მოს პრაქ­ტი­კის კვლე­ვა, რო­მე­ლიც 2 კრე­დიტ­ქუ­ლით ფას­დე­ბა.
— გარ­და ტრე­ნინ­გე­ბი­სა, რო­გორ გა­ნი­ვი­თა­რონ მას­წავ­ლებ­ლებ­მა კვლე­ვი­თი უნა­რე­ბი?
— კვლე­ვი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სკო­ლებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას. მა­გა­ლი­თად მო­ვიყ­ვან ერთ პრაქ­ტი­კას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობს ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბის  სკო­ლი­სა და სკო­ლე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით. გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის მა­გის­ტ­რან­ტე­ბი სა­მა­გის­ტ­რო ნაშ­რომს ას­რუ­ლე­ბენ პრაქ­ტი­კის კვლე­ვით, რო­მე­ლიც სკო­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ჩარ­თ­ვის გა­რე­შე ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მა­გის­ტ­რან­ტე­ბი მი­დი­ან სკო­ლა­ში, მას­წავ­ლებ­ლებს ეხ­მა­რე­ბი­ან საკ­ვ­ლე­ვი სა­კითხე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში და მა­თი­ვე აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით იწყე­ბენ იმ სა­კითხე­ბის კვლე­ვას, რო­მელ­ზეც სკო­ლი­და­ნაა დაკ­ვე­თა.
ხში­რად სვა­მენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი კითხ­ვას: რო­გორ ვის­წავ­ლოთ პრაქ­ტი­კის კვლე­ვა?
მათ ვურ­ჩევ, რომ კვლე­ვის სწავ­ლის ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვად კვლე­ვის პრო­ცე­სია. პრაქ­ტი­კის კვლე­ვა მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და აქ­ცი­ოს სა­კუ­თა­რი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის ყო­ველ­დღი­ურ შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად, რაც მუდ­მი­ვი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბი­ს სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.
— სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ ტი­პის პრაქ­ტი­კის კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ეთ­ვ­ლე­ბა თუ არა მას­წავ­ლე­ბელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბად და ენი­ჭე­ბა თუ არა ამის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი კრე­დიტ­ქუ­ლა?
— კვლე­ვის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რე­ა­ლუ­რად, კვლე­ვის მო­ნა­წი­ლეა. მით უფ­რო, პრაქ­ტი­კის კვლე­ვა არ გუ­ლის­ხ­მობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ კვლე­ვებს, თა­ვი­სი არ­სით ეს ჯგუ­ფუ­რი კვლე­ვაა. ამი­ტომ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ორ­მა ან სამ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ერ­თად და­გეგ­მოს და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს რო­გორც სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის, ისე სას­კო­ლო კვლე­ვე­ბი. ჯგუ­ფუ­რი კვლე­ვა, რო­ცა რამ­დე­ნი­მე პა­რა­ლე­ლურ კლას­ში ერ­თ­დ­რო­უ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა, უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო­ცაა და ეფექ­ტი­ა­ნიც. ამ­დე­ნად, მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც სკო­ლის მხრი­დან აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი კვლე­ვის პრო­ცეს­ში, აფორ­მებს მას და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის­გან და­დე­ბით  შე­ფა­სე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებს, რა თქმა უნ­და, სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბად ჩა­ეთ­ვ­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი კრე­დიტ­ქუ­ლაც მი­ე­ნი­ჭე­ბა.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე­

25-28(942)N