გამოდის 1998 წლიდან
2016-05-19
პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან გვა­ახ­ლო­ებს

მერ­ვე წე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით შექ­მ­ნი­ლი პროგ­რა­მა „პეს­ტა­ლო­ცი“ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ევ­რო­საბ­ჭოს მი­ერ შექ­მ­ნილ პროგ­რა­მას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კო­ორ­დი­ნა­ცი­ას მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი უწევს და გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, მრა­ვალ­ფე­რო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებს სთა­ვა­ზობს, რაც მთა­ვა­რია, ქარ­თ­ველ მო­ნა­წი­ლე­ებს უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. კონ­კ­რე­ტუ­ლად პროგ­რა­მის რა აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პროგ­რა­მა „პეს­ტა­ლო­ცის“ კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ნი­ნო მა­ი­სუ­რა­ძე:
— რა არის „პეს­ტა­ლო­ცი“ და რო­გო­რია მი­სი მიზ­ნე­ბი?
— პროგ­რა­მა „პეს­ტა­ლო­ცი“ გა­ნათ­ლე­ბის დარ­გის პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით შე­იქ­მ­ნა და მას ევ­რო­საბ­ჭო, ევ­რო­პის კულ­ტუ­რის კონ­ვენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, ახორ­ცი­ე­ლებს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პროგ­რა­მას, 2009 წლი­დან კო­ორ­დი­ნა­ცი­ას მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი უწევს. პროგ­რა­მას საკ­მა­ოდ ფარ­თო სა­მიზ­ნე აუდი­ტო­რია ჰყავს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლი­ათ არა მხო­ლოდ  მას­წავ­ლებ­ლებს, არა­მედ ტრე­ნე­რებს, ტრე­ნე­რო­ბის მსურ­ვე­ლებს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას მთლი­ა­ნად სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას,  გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ და სფე­რო­ში სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მით ჩარ­თულ პი­რებს. სა­მიზ­ნე აუდი­ტო­რია თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის მი­ხედ­ვით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად არის გან­საზღ­ვ­რუ­ლი. რო­მე­ლი სა­მიზ­ნე ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ამა თუ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ქვე­ყა­ნა თა­ვად აწე­სებს და უთი­თებს კა­ლენ­დარ­ში. ასე მა­გა­ლი­თად, თუ ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თ­ვის, მაგ., ტრე­ნერ­თა ტრე­ნინ­გის­თ­ვის, მო­ითხო­ვე­ბა ტრე­ნე­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, მე­ო­რე ღო­ნის­ძი­ე­ბის­თ­ვის შე­საძ­ლოა გა­ნი­საზღ­ვ­როს კონ­კ­რე­ტუ­ლი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის მას­წავ­ლებ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ან სკო­ლის ფსი­ქო­ლო­გე­ბი და სხვ. ამი­ტომ, აპ­ლი­კან­ტი და­რე­გის­ტ­რი­რე­ბამ­დე ყუ­რადღე­ბით უნ­და გა­ეც­ნოს მო­ნა­წი­ლე­თა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მოთხოვ­ნებს. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია თა­ვად ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, სა­მიზ­ნე აუდი­ტო­რი­ას გან­საზღ­ვ­რავს ის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც, „პეს­ტა­ლო­ცის“ ფარ­გ­ლებ­ში, ამა თუ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია. რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, შე­საძ­ლოა, სა­მიზ­ნე ჯგუ­ფის წევ­რე­ბი იყ­ვ­ნენ სპორ­ტის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, დი­რექ­ტო­რე­ბი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­სა თუ ტრე­ნინ­გ­მო­დუ­ლე­ბის ავ­ტო­რე­ბი და ა.შ.
პროგ­რა­მას, რო­გორც გითხა­რით, ევ­რო­საბ­ჭო ახორ­ცი­ე­ლებს და, შე­სა­ბა­მი­სად, ევ­რო­საბ­ჭოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ყო­ვე­ლი წლის ბო­ლოს დგე­ბა შემ­დე­გი წლის სა­მოქ­მე­დო პროგ­რა­მა, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია ყვე­ლა ის ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­საც ევ­რო­საბ­ჭოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბი სთა­ვა­ზო­ბენ „პეს­ტა­ლო­ცის“ მო­ნა­წი­ლე­ებს. სა­ქარ­თ­ვე­ლო რამ­დენ­ჯერ­მე იყო „პეს­ტა­ლო­ცის“ მას­პინ­ძე­ლი ქვე­ყა­ნა.
პროგ­რა­მის მი­ზა­ნია, ხე­ლი შე­უწყოს გა­ნათ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და მას­წავ­ლე­ბელ­თა უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს. პროგ­რა­მა­ში ჩარ­თულ პი­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, ითა­ნამ­შ­რომ­ლონ ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან სა­გან­მა­ნათ­ლე­ბო პროგ­რა­მე­ბის და­სა­გეგ­მად და გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. პროგ­რა­მა გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თ­ვას სთა­ვა­ზობს.
მას­წავ­ლე­ბე­ლია მთა­ვა­რი ხი­დი მო­მა­ვალ თა­ო­ბებ­თან, ახალ­გაზ­რ­დებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის, სწო­რედ ამი­ტომ კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტი მათ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა­ზე, რომ შეძ­ლონ მოს­წავ­ლე­ებს გა­ნუ­ვი­თა­რონ ისე­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბი, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი, ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და სო­ცი­ო­კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ძა­ლა­დო­ბი­სა და დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის პრე­ვენ­ცია, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა და სხვ.
— უფ­რო დე­ტა­ლუ­რად რა თე­მებს მო­ი­ცავს პროგ­რა­მა და რა აქ­ტი­ვო­ბე­ბი ხორ­ცი­ელ­დე­ბა მის ფარ­გ­ლებ­ში?
— სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა სკო­ლებ­ში, ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა,  ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და სო­ცი­ო­კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა, კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბა,  ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი, ძა­ლა­დო­ბი­სა და დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის პრე­ვენ­ცია, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა და სხვ. — ეს „პეს­ტა­ლო­ცის“ ტრე­ნინ­გე­ბი­სა და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბის ძი­რი­თა­დი თე­მა­ტი­კაა. რო­გორ იმუ­შა­ონ მას­წავ­ლებ­ლებ­მა ამ თე­მებ­ზე და რო­გორ გა­ნუ­ვი­თა­რონ მოს­წავ­ლე­ებს უნა­რე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამის­თ­ვის ტარ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი, სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი, რომ­ლებ­შიც სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პე­და­გო­გე­ბი, დი­რექ­ტო­რე­ბი და ზო­გა­დად სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.
„პეს­ტა­ლო­ცი“, დღე­ის­თ­ვის, რამ­დე­ნი­მე ტი­პის აქ­ტი­ვო­ბას ახორ­ცი­ლებს, მათ შო­რის: ევ­რო­პუ­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი, რომ­ლებ­შიც სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ; ტრე­ნერ­თა ტრე­ნინ­გე­ბი — გრძელ­ვა­დი­ა­ნი კურ­სი ტრე­ნე­რე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც 18 თვე გრძელ­დე­ბა და ორი მო­დუ­ლის­გან შედ­გე­ბა და ძი­რი­თა­დად მო­ი­ცავს 5 ფა­ზას: და­გეგ­მ­ვა და მომ­ზა­დე­ბა (6-8 თვე), ა მო­დუ­ლის შეხ­ვედ­რა­ზე დას­წ­რე­ბა (3-4 დღე), სა­კუ­თა­რი ტრე­ნინგმო­დუ­ლის შექ­მ­ნა და პი­ლო­ტი­რე­ბა (6-8 თვე, ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა), ბ მო­დუ­ლის შეხ­ვედ­რა­ზე დას­წ­რე­ბა (3-4 დღე), ტრე­ნინ­გ­მო­დუ­ლის გა­ნახ­ლე­ბა და ­რე­დაქ­ტი­რე­ბა (2-3 თვე). პროგ­რა­მის ბო­ლოს თი­თო­ე­ულ­მა მო­ნა­წი­ლემ უნ­და გა­ა­კე­თოს მის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გ­მო­დუ­ლის პრე­ზენ­ტა­ცია.
„პეს­ტა­ლო­ცის“ ერთ-ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა — სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ქარ­თ­ველ პე­და­გო­გებ­ში, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია ბად­ვილ­დ­ბა­დის აკა­დე­მი­ის — გერ­მა­ნი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ. სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა 8 დღეა.
დის­ტან­ცი­უ­რი (ელექ­ტ­რო­ნუ­ლი) ტრე­ნინ­გ­კურ­სე­ბი (eTraining Courses) — „პეს­ტა­ლო­ცის“ ფარ­გ­ლებ­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს შე­უძ­ლი­ათ და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ ონ­ლა­ინ ტრე­ნინ­გ­კურ­სებ­ში. სწავ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­ტან­ცი­უ­რად.
ეროვ­ნუ­ლი სე­მი­ნა­რე­ბი 1-3 დღე გრძელ­დე­ბა. მი­სი მი­ზა­ნი „პეს­ტა­ლო­ცის“ პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ეროვ­ნულ დო­ნე­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბაა. ეროვ­ნუ­ლი სე­მი­ნა­რე­ბი ჩვენ­თა­ნაც ჩა­ტა­რე­ბუ­ლა ისე­ვე, რო­გორც ევ­რო­პუ­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი.  ასეთ ფორ­მატ­ში, „პეს­ტა­ლო­ცის“ ეგი­დით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, თით­ქ­მის ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, ქარ­თ­ველ მას­წავ­ლებ­ლებს, ქვეყ­ნი­დან გა­უს­ვ­ლე­ლად, უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ. შარ­შან გვქონ­და ევ­რო­პუ­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გა­ნაც ეს თე­მა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია.
წელს, „პეს­ტა­ლო­ცის“ ფარ­გ­ლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა არ იგეგ­მე­ბა, თუმ­ცა მას­წავ­ლებ­ლე­ბი უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში რე­გის­ტ­რირ­დე­ბი­ან და მი­ემ­გ­ზავ­რე­ბი­ან საზღ­ვარ­გა­რეთ და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. ახ­ლა­ხან ერთ-ერ­თი ასე­თი აქ­ტი­ვო­ბის რე­გის­ტ­რა­ცი­ის ვა­და იწუ­რე­ბო­და და კი­დევ ერ­თხელ შე­ვახ­სე­ნეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას „პეს­ტა­ლო­ცის“ პროგ­რა­მა­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს შერ­ჩე­ვის პრო­ცე­დუ­რე­ბი. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში, სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა იმარ­თე­ბა. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ პირს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, წლის და­საწყის­ში­ვე, შე­არ­ჩი­ოს მის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბა და და­რე­გის­ტ­რირ­დეს ელექ­ტ­რო­ნუ­ლად.
— რა აუცი­ლე­ბელ კრი­ტე­რი­უ­მებს უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს კან­დი­და­ტი აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩა­სარ­თა­ვად და არის თუ არა მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა შეზღუ­დუ­ლი?
— რა­ო­დე­ნო­ბა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გან­საზღ­ვ­რუ­ლია და ევ­რო­საბ­ჭოს­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი საგ­რან­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, წე­ლი­წად­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 10-12 პი­რის გაგ­ზავ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვეძ­ლე­ვა. ხან­და­ხან თე­მა იმ­დე­ნად აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რომ ბევ­რი მსურ­ვე­ლი რე­გის­ტ­რირ­დე­ბა. აქაც გარ­კ­ვე­უ­ლი შეზღუდ­ვე­ბია. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს, თი­თო­ე­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, მი­ნი­მუმ — 2, მაქ­სი­მუმ კი  5 კან­დი­და­ტის წარ­დ­გე­ნა შე­უძ­ლია, რო­მელ­თა­გან, შემ­დეგ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი თა­ვად არ­ჩე­ვენ მო­ნა­წი­ლე­ებს.
რაც შე­ე­ხე­ბა კრი­ტე­რი­უ­მებს, „პეს­ტა­ლო­ცის“ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლი­ათ: სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რებს, დი­რექ­ტო­რებს, გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, მას­წავ­ლე­ბელ­თა ტრე­ნე­რებს და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში მოღ­ვა­წე სხვა პი­რებს, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღალ დო­ნე­ზე ფლო­ბენ იმ ენას, რო­მელ­ზეც სა­სურ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბა წა­რი­მარ­თე­ბა. ევ­რო­საბ­ჭოს მი­ერ დად­გე­ნი­ლია ენის კომ­პე­ტენ­ცია — ბ 2 ან უფ­რო მა­ღა­ლი.
მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ამ კრი­ტე­რი­უ­მებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს, „პეს­ტა­ლო­ცის“ ვებ­გ­ვერ­დ­ზე ირ­ჩევს მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ტი­კას, რე­გის­ტ­რირ­დე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლად მი­თი­თე­ბუ­ლი ვა­დე­ბის მი­ხედ­ვით. შერ­ჩე­ვის პირ­ველ ეტაპ­ზე პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ თან­ხ­მო­ბას კან­დი­დატს დამ­საქ­მე­ბე­ლი აძ­ლევს, რაც ელექ­ტ­რო­ნუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, მას­წავ­ლებ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში — სკო­ლის დი­რექ­ცია. შერ­ჩე­ვის მე­ო­რე ეტაპ­ზე — „პეს­ტა­ლო­ცის“ კო­ორ­დი­ნა­ტო­რი კან­დი­დატს იმის მი­ხედ­ვით გა­ნი­ხი­ლავს, თუ რო­გო­რი სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი აქვს ან რო­გორ შე­ე­სა­ბა­მე­ბა მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია გა­ნაცხად­ში მი­თი­თე­ბულ კრი­ტე­რი­უ­მებს. სა­ბო­ლო­ოდ კი, კო­ორ­დი­ნა­ტო­რის მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტე­ბის გა­ნაცხა­დე­ბი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზა­ტორ ქვე­ყა­ნას გა­და­ეგ­ზავ­ნე­ბა სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.
რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბას თა­ვი­სი სა­მიზ­ნე აუდი­ტო­რია ჰყავს, თუ ერ­თი შეხ­ვედ­რის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ტრე­ნე­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე კან­დი­და­ტე­ბი შე­ირ­ჩ­ნენ, მე­ო­რე ღო­ნის­ძი­ე­ბის­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა უპი­რა­ტე­სო­ბა მოქ­მედ მას­წავ­ლებ­ლებს ან მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ ახალ­გაზ­რ­და კად­რებს მი­ე­ნი­ჭოს. ამი­ტომ ამ კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით შერ­ჩე­ვის მე­ო­რე ეტაპს ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი მხა­რე იღებს, რის შე­სა­ხე­ბაც აც­ნო­ბებს აპ­ლი­კანტს. შერ­ჩე­ვა ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რით მიმ­დი­ნა­რე­ობს.
შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე აპ­ლი­კან­ტი მი­ი­ღებს შეტყო­ბი­ნე­ბას შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ, რა­თა დრო­უ­ლად და­იწყოს მგზავ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ევ­რო­საბ­ჭოს­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, პროგ­რა­მა „პეს­ტა­ლო­ცის“ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უფა­სოა და ით­ვა­ლის­წი­ნებს მგზავ­რო­ბის, და­ბი­ნა­ვე­ბი­სა და კვე­ბის ხარ­ჯის ანაზღა­უ­რე­ბას. მო­ნა­წი­ლე თა­ვად ირ­ჩევს და გეგ­მავს გამ­გ­ზავ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებს, ათან­ხ­მებს „პეს­ტა­ლო­ცის“ კო­ორ­დი­ნა­ტორ­თან. მო­ნა­წი­ლემ შე­იძ­ლე­ბა თა­ვად გა­ი­ღოს ხარ­ჯი და, დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, მი­მარ­თოს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენტრს ასა­ნაზღა­უ­რებ­ლად ან წი­ნას­წარ მო­ითხო­ვოს ეკო­ნო­მი­უ­რი ავი­ა­ბი­ლე­თის შე­ძე­ნა.
— რა შე­დე­გი მოგ­ვ­ცა რამ­დე­ნი­მეწ­ლი­ან­მა პრო­ექ­ტ­მა და რამ­დენ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა „პეს­ტა­ლო­ცის“ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში?
— ევ­რო­საბ­ჭო­სა და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი შე­თან­ხ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, „პეს­ტა­ლო­ცის“ ფარ­გ­ლებ­ში, საზღ­ვარ­გა­რეთ ჩა­ტა­რე­ბულ შეხ­ვედ­რებ­ში (სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი, ტრე­ნერ­თა ტრე­ნინ­გე­ბი, სა­ზაფხუ­ლო სკო­ლე­ბი და ა.შ), 2009 წლი­დან, 65-მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ი­ზი­ა­რა უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში 35-მდე უცხო­ელ და 150-მდე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლისტს აქვს მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ღე­ბუ­ლი.
— რა დო­ზით არი­ან ჩარ­თუ­ლი პრო­ექ­ტ­ში რე­გი­ო­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ზო­გა­დად, რო­გო­რია „პეს­ტა­ლო­ცის“ მი­მართ ინ­ტე­რე­სი?
— პროგ­რა­მის მი­ზა­ნი, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გაც­ნო­ბა-გა­ზი­ა­რე­ბა, ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბე­ბის­თ­ვის სწო­რად მი­წო­დე­ბა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სწო­რად გა­გე­ბა და პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვაა. პროგ­რა­მა ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა და, შე­სა­ბა­მი­სად, მას­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რო­გორც თბი­ლი­სი­დან, ისე რე­გი­ო­ნე­ბი­დან. ინ­ტე­რე­სი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დი­დია,  მაგ­რამ არ­სე­ბობს შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი — ენის ბა­რი­ე­რი. შე­იძ­ლე­ბა მო­ტი­ვა­ცია ჰქონ­დეს ადა­მი­ანს, მაგ­რამ უცხო ენის სა­თა­ნა­დოდ არ­ცოდ­ნა პრობ­ლე­მას უქ­მ­ნი­დეს. რომ არა ენის ბა­რი­ე­რი, ინ­ტე­რე­სი გა­ცი­ლე­ბით დი­დი იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, ყუ­რად­სა­ღე­ბია ისიც, რომ მცდა­რია მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს, მხო­ლოდ ინ­გ­ლი­სუ­რის მას­წავ­ლებ­ლებს შე­უძ­ლი­ათ „პეს­ტა­ლო­ცის“ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლეობა. ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს — ქი­მი­ის, მა­თე­მა­ტი­კის, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა თუ სხვ. — შე­უძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მთა­ვა­რი მოთხოვ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით — უნ­და ფლობ­დეს იმ ენას, რა ენა­ზეც ტარ­დე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბა და უნ­და ჰქონ­დეს მყა­რი მო­ტი­ვა­ცია. წელს, ენობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა, რად­გან ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, „პეს­ტა­ლო­ცის“ ეგი­დით, და­გეგ­მი­ლია ფრან­გულ, ინ­გ­ლი­სურ, გერ­მა­ნულ და რუ­სულ ენებ­ზე. მათ­გან ერთ-ერ­თი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე შეხ­ვედ­რა — „უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა სკო­ლის ბა­ზა­ზე“ — მოლ­დო­ვა­ში ჩა­ტარ­დე­ბა და თარ­გ­მა­ნი რუ­სულ და ინ­გ­ლი­სურ ენებ­ზე იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, და­რე­გის­ტ­რი­რე­ბის ინ­ტე­რე­სი, ვფიქ­რობ, უფ­რო მეტ მას­წავ­ლე­ბელს გა­უჩ­ნ­დე­ბა.
— და­ბო­ლოს, „პეს­ტა­ლო­ცის“ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აისა­ხე­ბა თუ არა პე­და­გო­გე­ბის კრე­დიტ­ქუ­ლებ­ზე?
— „პეს­ტა­ლო­ცის“ მო­ნა­წი­ლეს გა­და­ე­ცე­მა „პეს­ტა­ლო­ცის“ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია: ღო­ნის­ძი­ე­ბის ფორ­მა­ტი, თე­მა­ტი­კა, სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მას­წავ­ლე­ბე­ლი, სხვა დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას­თან ერ­თად, სკო­ლის ში­და შე­ფა­სე­ბის ჯგუფს წა­რუდ­გენს სერ­ტი­ფი­კატს. ამის შემ­დეგ შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N