გამოდის 1998 წლიდან
2016-05-19
სიახლეებით დატვირთული სასწავლო წელი


ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 24 სა­ჯა­რო და 1 კერ­ძო სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. ისე რო­გორც მთელ ქვე­ყა­ნა­ში, აქაც, მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წე­ლი ბევ­რი სი­ახ­ლი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც საგანმანათლებლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი ნი­ნო ჩი­ტაძე  მოგ­ვიყ­ვე­ბა.
ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო თბი­ლი­სის  ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია და, 2007 წლი­დან, ურე­კის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ჯერ ფსი­ქო­ლო­გად მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი „ტო­ლე­რან­ტო­ბას“ ას­წავ­ლი­და. სხვა­დას­ხ­ვა წლებ­ში იყო სა­ინ­ფორ­მა­ციო მე­ნე­ჯე­რი; ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მო­ხა­ლი­სე კორ­დი­ნა­ტო­რი მა­შინ, რო­ცა ამ კუთხით (2010 წ.) პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გ­მე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში. 2013 წლი­დან, კონ­კურ­სის წე­სით, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა.
მიმ­დი­ნა­რე წე­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წე­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლე­ბი­სათ­ვის — სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში ამუ­შავ­და პე­და­გოგ­თა გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა, რა­მაც თა­ვის­თა­ვად მო­ი­ტა­ნა ბევრ სი­ახ­ლეს­თან შე­გუ­ე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა, რაც, არც თუ ისე იოლი საქ­მეა. სქე­მის ირ­გ­ვ­ლივ არა­ერ­თი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა გავ­მარ­თეთ დი­რექ­ტო­რე­ბის, პე­და­გო­გე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რა თქმა უნ­და, შე­ნიშ­ვ­ნე­ბიც გა­მო­ით­ქ­ვა, ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი მა­ინც სქე­მის და­ნერ­გ­ვის სი­მარ­ტი­ვე­ზე კეთ­დე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბით დი­რექ­ტო­რე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ, იყო ვა­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბი და ა.შ.
ამ­ჟა­მად რა­ი­ონ­ში 700 მას­წავ­ლე­ბე­ლია, აქე­დან 145 — უფ­რო­სის სტა­ტუ­სით, ხო­ლო 554 — პრაქ­ტი­კო­სი, ყვე­ლა სკო­ლა­ში შერ­ჩე­უ­ლია ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი, რო­მელ­თაც უკ­ვე გა­ი­ა­რეს ტრე­ნინ­გე­ბი, ამ­ჟა­მად გა­დამ­ზა­დე­ბას შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბი გა­დი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სქე­მა­ში ჩარ­თ­ვის სურ­ვი­ლი კერ­ძო სკო­ლა­მაც გა­მოთ­ქ­ვა და მი­სი პე­და­გო­გე­ბიც გა­დი­ან შე­სა­ბა­მის პრო­ცე­დუ­რებს. აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლი ად­გილ­ზე ატა­რებ­და ტრე­ნინ­გებს, რაც ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი იყო ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით,  ქა­ლა­ქი­სა და ახ­ლომ­დე­ბა­რე სკო­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბი ქა­ლაქ­ში, ხო­ლო, მა­გა­ლი­თად, სუფ­სი­სა და სუფ­სის ზო­ნის სკო­ლე­ბი (ჩონ­ჩხა­თი, ღრმა­ღე­ლე, შრო­მი­სუ­ბა­ნი...) სუფ­სა­ში უს­მენ­დ­ნენ ჩა­მო­სულ ტრე­ნე­რებს. მო­მა­ვა­ლი წლი­დან უკ­ვე გა­და­ვალთ შე­ფა­სე­ბებ­ზე და უფ­რო ნათ­ლად გა­მოჩ­ნ­დე­ბა, რო­გორ ამუ­შავ­და სქე­მა.

ყვე­ლა­ზე მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი
მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო წელს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყვე­ლა სკო­ლამ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მაგ­რამ რა­კი ყვე­ლა მათ­გა­ნის შე­სა­ხებ ვერ ვი­სა­უბ­რებთ, და­ვა­სა­ხე­ლებ რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექტს, რო­მელ­მაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა სკო­ლა მო­იც­ვა და რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც იყო „ღია კა­რის დღე­ე­ბი“. სკო­ლებ­მა თა­ვად აირ­ჩი­ეს, რო­დის გა­ე­ღოთ სკო­ლის კა­რე­ბი და მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ეჩ­ვე­ნე­ბათ ის, რაც მა­თი აზ­რით, ყვე­ლა­ზე უკე­თე­სად კეთ­დე­ბა სკო­ლა­ში. ეს იყო: ღია გაკ­ვე­თი­ლე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბი, სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი და ა.შ. მა­გა­ლი­თად, ქა­ლა­ქის N1 სკო­ლამ (დი­რექ­ტო­რი — თა­მაზ კი­ლა­ძე) საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გრა­ფი­კი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სკო­ლის პე­და­გოგს შე­ეძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კო­ლე­გის მი­ერ და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, რაც უთუ­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბაა ორი­ვე მხა­რის­თ­ვის.
პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში ბევ­რი კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი თუ სხვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბა ვნა­ხეთ, მაგ­რამ მა­ინც მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ქვე­მო აკე­თის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში (დი­რექ­ტო­რი — ქეთევან პატარაია), I-III კლა­სებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი მა­თე­მა­ტი­კა­ში, რო­მე­ლიც, ჩე­მი აზ­რით, სა­ნი­მუ­შო გაკ­ვე­თი­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. სულ 7 ბავ­შ­ვი იჯ­და გაკ­ვე­თილ­ზე — 3 პირ­ველ­კ­ლა­სე­ლი და 4 მე­სა­მეკ­ლა­სე­ლი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად აწყო­ბი­ლი, წუ­თე­ბით გათ­ვ­ლი­ლი ყო­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი სა­უ­კე­თე­სოდ შე­ა­ფა­სა ყვე­ლა დამ­ს­წ­რემ, მოს­წავ­ლე­ებ­მაც სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­ა­ჩი­ნეს თა­ვი, ხო­ლო მას­წავ­ლე­ბელ­მა, ნანა მათითაიშვილმა სრუ­ლად აჩ­ვე­ნა სა­კუ­თა­რი პე­და­გო­გი­უ­რი ოს­ტა­ტო­ბა; ასე­ვე შთამ­ბეჭ­და­ვი იყო, ნი­გო­ი­თის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სპექ­ტაკ­ლი „ჰელა­დოს“; ქა­ლა­ქის N3 სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ხელ­ნა­წე­რი ჟურ­ნა­ლი მა­თე­მა­ტი­კა­ში ნამ­დ­ვი­ლად ნო­ვა­ცია იყო ჩვე­ნი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თ­ვის. ეს იყო სა­ინ­ტე­რე­სო ახა­ლი ამ­ბე­ბი მა­თე­მა­ტი­კი­სა და მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბის შე­სა­ხებ, იქ­ვე, ჩვენ თვალ­წინ, ფე­რა­დი ფურ­ც­ლე­ბით, მო­ნა­წი­ლე სა­კუ­თა­რი ხე­ლით ქმნი­და არა მარ­ტო მა­თე­მა­ტი­კურ ფი­გუ­რებს, ყვა­ვი­ლებ­საც კი, რა­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. ერ­თი სიტყ­ვით, ეს იყო სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბის აუდი­ტო­რი­ის წი­ნა­შე დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა; ასე­ვე მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ჩი­ბა­თის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გის, ვლა­დი­მერ აფხა­ზა­ვას მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი, ჭან­ჭა­თის სკო­ლა­ში — სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლი და ა.შ.
ერ­თი სიტყ­ვით, ეს პრო­ექ­ტი, ერ­თ­გ­ვარ რე­პე­ტი­ცი­ად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, რად­გან მი­სი ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი დაკ­ვირ­ვე­ბის კომ­პო­ნენ­ტია. პე­და­გო­გე­ბი დარ­წ­მუნ­დ­ნენ, რომ თურ­მე არც ისე ცუ­დია, რო­ცა კო­ლე­გე­ბი შენს პრო­ფე­სი­ულ უნა­რებს აფა­სე­ბენ და რო­ცა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­თა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად უდ­გე­ბი თი­თო­ე­ულ გაკ­ვე­თილს, შე­დე­გიც აუცი­ლებ­ლად კარ­გი იქ­ნე­ბა.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა
ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლებ­ში 98 სსსმ მოს­წავ­ლე სწავ­ლობს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს სფე­რო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბის ქვე­შაა. ყვე­ლა სკო­ლა­ში გვყავს სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი და ფსი­ქო­ლო­გი, რო­მელ­თაც, თა­ვის დრო­ზე, გა­ი­ა­რეს საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი ტრე­ნინ­გე­ბი, ჩა­ა­ბა­რეს გა­მოც­დე­ბი და მი­ი­ღეს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი. მათ მუ­შა­ო­ბას რე­გი­ო­ნის მულ­ტი­მე­დი­უ­რი ჯგუ­ფი ამოწ­მებს ხოლ­მე და სა­ჭი­რო რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს სწო­რედ მათ­გან იღე­ბენ პე­და­გო­გე­ბი. უმე­ტეს სკო­ლებ­ში მოწყო­ბი­ლია რე­სურ­სო­თა­ხე­ბი, არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ავე­ჯი და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი ინ­ვენ­ტა­რი, თუმ­ცა ამ მხრივ სკო­ლე­ბის ნა­წილს დახ­მა­რე­ბა ნამ­დ­ვი­ლად სჭირ­დე­ბა. მთა­ვა­რი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა გა­და­ლა­ხუ­ლია — მშობ­ლე­ბი­ცა და მოს­წავ­ლე­ე­ბიც ტო­ლე­რან­ტუ­ლე­ბი არი­ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ; წლე­ბის წინ სწო­რედ ეს იყო ძა­ლი­ან დი­დი პრობ­ლე­მა, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბაც, პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შ­ვე­ბის სსსმ თა­ნა­ტო­ლე­ბი­სად­მი გა­მო­ხა­ტულ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა.

ინ­ფ­ტ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან მუდ­მივ კავ­შირ­ში ვართ. ყვე­ლა მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი სა­კითხის შე­სა­ხებ ოპე­რა­ტი­უ­ლად ვა­ყე­ნებთ საქ­მის კურ­ს­ში, რა­საც შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა ხოლ­მე. შარ­შან, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თ­ვის, 894000 ლა­რის სა­მუ­შაო შეს­რულ­და; სუფ­სი­სა და წყალ­წ­მინ­დის სკო­ლებ­ში ექი­მის კა­ბი­ნე­ტე­ბი გა­რე­მონ­ტ­და; ჩი­ბა­თის სკო­ლა­ში სა­ხუ­რა­ვი, კარ-ფან­ჯა­რა და გა­რე კი­ბე­ე­ბი შე­იც­ვა­ლა; ლე­სის სკო­ლა­ში შე­ნო­ბი­დან შე­ნო­ბა­ში გა­და­სას­ვ­ლე­ლი ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და გა­კეთ­და; ქა­ლა­ქის ¹1 და შუ­ხუ­თის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში გა­რე სანკ­ვან­ძი და სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი გა­კეთ­და; ჭან­ჭათ­სა და ღრმა­ღე­ლე­ში — კარ-ფან­ჯა­რა და სა­ხუ­რა­ვე­ბი შე­იც­ვა­ლა.
ამ­ჟა­მად ქალაქის ¹3 და სო­ფელ ნიგ­ვ­ზი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ექი­მის კა­ბი­ნე­ტე­ბი კეთ­დე­ბა. უკ­ვე მი­ვი­ღეთ მერ­ხე­ბი და სკა­მე­ბი, ვე­ლო­დე­ბით და­ფებს; შეგ­რო­ვი­ლი გვაქვს მე­ო­რა­დი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, უცხო­ურ ენებ­ში — ახ­ლე­ბი, ასე რომ, მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის სამ­ზა­დი­სი დაწყე­ბუ­ლია.

პრობ­ლე­მე­ბი
და­ვიწყებ იმით, რაც დღე­ვან­დე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნის­თ­ვის სა­ერ­თოა — ეს არის მოს­წავ­ლე­თა მიგ­რა­ცია. რო­ცა რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სად და­ვი­ნიშ­ნე, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 4247 მოს­წავ­ლე გვყავ­და, დღეს ეს რიცხ­ვი 3690-მდე შემ­ცირ­და, ასე­ვე პრობ­ლე­მუ­რია კად­რე­ბის სა­კითხი — პე­და­გოგ­თა ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი 40-დან 60 წლამ­დე მერ­ყე­ობს, თუმ­ცა 80-ის და 80-ს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც გვყავს. მა­თი სკო­ლი­დან წას­ვ­ლის შემ­დეგ შემ­ც­ვ­ლე­ლის პოვ­ნა გა­ჭირ­დე­ბა, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დღეს­დღე­ო­ბით ასეა. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის ვა­კან­სი­ე­ბი გვექ­ნე­ბა. რა­ი­ონ­ში არ არის ისე­თი მას­წავ­ლებ­ლის რე­ზერ­ვი, ვი­საც და­ვა­საქ­მებთ სკო­ლა­ში, იქ­ნებ არის კი­დეც ვინ­მე ფი­ზი­კო­სი ან ბი­ო­ლო­გი, მაგ­რამ სქე­მის მოთხოვ­ნებს ხომ უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს მა­თი კვა­ლი­ფი­კა­ცია; ასე­ვეა ექი­მის შემ­თხ­ვე­ვა­შიც, სუფ­სა­ში კა­ბი­ნე­ტი გა­ვა­რე­მონ­ტეთ და აღ­ვ­ჭურ­ვეთ, მაგ­რამ ექი­მი არ გვყავს.
პრობ­ლე­მებს ვერ და­ვარ­ქ­მევ იმას, რომ ზო­გი­ერთ სკო­ლა­ში ჯერ კი­დევ მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი გვაქვს რი­გი სა­კითხე­ბი, რად­გან ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო საქ­მის კურ­ს­შია და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თან­მიმ­დევ­რუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დე­ბა. თუმ­ცა, ეს ისე­თი სა­კითხია, რომ გა­სა­ახ­ლე­ბე­ლი ან შე­სა­კე­თე­ბე­ლი ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა რა­ღაც, სკო­ლე­ბი თა­ვა­დაც უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან მიმ­დი­ნა­რე პა­ტარ-პა­ტა­რა პრობ­ლე­მებს, რა­საც მა­თი ბი­უ­ჯე­ტი სწვდე­ბა. უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლია ის, რომ ბევრ სკო­ლა­ში უკ­ვე სა­ჭი­როა არ­სე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბა. სას­კო­ლო ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბის სა­პი­ლო­ტე 11 სკო­ლა­ში რე­ზერ­ვად გვაქვს 30-30 კომ­პი­უ­ტე­რი, და­ნარ­ჩენ, ძი­რი­თა­დად, სოფ­ლის სკო­ლებ­ში კი არა­საკ­მა­რი­სი ან მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია; პრობ­ლე­მუ­რია უწყ­ვე­ტი და ხა­რის­ხი­ა­ნი ინ­ტერ­ნე­ტიც.
ჩვე­ნი სფე­რო მუდ­მივ გა­ნახ­ლე­ბა­დია და, ბუ­ნებ­რი­ვია, საზ­რუ­ნა­ვი და პრობ­ლე­მე­ბი ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა, მაგ­რამ გუ­რუ­ლე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლად აქ­ტი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი და სი­ახ­ლე­ე­ბის ად­ვი­ლად მიმ­ღე­ბი ხალ­ხია, ამი­ტო­მაც მჯე­რა, ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვ­ნენ კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ა­ში.

მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა

25-28(942)N