გამოდის 1998 წლიდან
2016-05-19
ჩე­მი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა


რუბ­რი­კის სტუ­მა­რია
მი­რან­და თე­დეშ­ვი­ლი,
ბა­ბეშ ბო­ი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი

— სა­უ­ბა­რი მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დით  და­ვიწყოთ. სწავ­ლობ­დი ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ცე­რო­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, რო­მე­ლიც წარ­ჩი­ნე­ბით და­ამ­თავ­რე.  რა ად­გი­ლი უჭი­რავს შენს ცხოვ­რე­ბა­ში სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბულ წლებს, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი?
— მო­გე­სალ­მე­ბით! უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მად­ლო­ბა თქვენს რუბ­რი­კას მას­პინ­ძ­ლო­ბის­თ­ვის, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბის  ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სა­თვის გა­ზი­ა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლას, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ეს პე­რი­ო­დი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო და ნა­ყო­ფი­ე­რი იყო, რო­მელ­მაც დი­დი რო­ლი შე­ას­რუ­ლა ჩემს შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბა­ში არა მარ­ტო ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, არა­მედ პი­როვ­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სი­თაც. ყო­ველ­თ­ვის კარგ მოს­წავ­ლედ ვით­ვ­ლე­ბო­დი და  სკო­ლაც  მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ  ბუ­ნე­ბით მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ, არა­სო­დეს ვი­ყა­ვი კმა­ყო­ფი­ლი ჩე­მი თა­ვით და დღემ­დე მი­მაჩ­ნია, რომ რა­ღაც შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სა­თა­ნა­დოდ არ გა­მო­ვი­ყე­ნე და დრო, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და გა­ცი­ლე­ბით ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის,  ასე ვთქვათ, ფუ­ჭად  დავ­კარ­გე. პე­და­გო­გებ­მა მომ­ცეს გა­ნათ­ლე­ბა და და­მეხ­მარ­ნენ იმ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რომ­ლებ­მაც საკ­მა­ოდ მყა­რი ფუნ­და­მენ­ტი შე­მიქ­მ­ნეს უფ­რო დი­დი ნა­ბი­ჯე­ბის გა­და­სად­გ­მე­ლად. მი­მაჩ­ნია, რომ სკო­ლას, გარ­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფუნ­ქ­ცი­ი­სა, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბი­თი ფუნ­ქ­ცი­აც აკის­რია — იგი გაძ­ლევს გარ­კ­ვე­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, თუმ­ცა, „მარ­ტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუ­ნე­ბამც არ უშ­ვე­ლა“. რაც შე­ე­ხე­ბა  იმას, თუ რამ­დე­ნად გან­საზღ­ვ­რა სკო­ლამ ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ეს არ­ჩე­ვა­ნი, ძი­რი­თა­დად, პი­რა­დი  ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ვა­კე­თე, თუმ­ცა კი  სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გა­რე­შე, ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ შევ­ძ­ლებ­დი.
— ფlex-ის პროგ­რა­მით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­ემ­გ­ზავ­რე. გვი­ამ­ბე ამ პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ, რით და­გა­მახ­სოვ­რ­და ამე­რი­კუ­ლი სკო­ლა?
— მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ, პირ­ვე­ლად, ჩე­მი ინ­გ­ლი­სუ­რის პე­და­გო­გის­გან შე­ვიტყ­ვე, თუმ­ცა, მა­შინ სე­რი­ო­ზუ­ლად არ გან­მი­ხი­ლავს გა­მარ­ჯ­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რად­გან საკ­მა­ოდ დი­დი კონ­კუ­რენ­ციაა და „ში­და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში“ ჩა­ხედ­ვის შემ­დეგ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ მარ­თ­ლაც სა­უ­კე­თე­სო მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იმარ­ჯ­ვე­ბენ. ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა რე­ა­ლო­ბად აღ­ვიქ­ვი ბuckswood-ის სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში, ჩემს თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ და, უკ­ვე მე-11 კლას­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე შე­სარ­ჩევ ტუ­რებ­ში, რო­მელ­თა წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­დეგ გა­ვემ­გ­ზავ­რე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში, ქა­ლაქ ვა­ი­სა­ლი­ა­ში. ეს იყო ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა ჩემ­თ­ვის — რო­დე­საც 15-16 წლის ასაკ­ში ხვდე­ბი სრუ­ლი­ად უცხო გა­რე­მო­ში, გარ­და იმი­სა, რომ სწავ­ლობ ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს, ასე­ვე გი­წევს გარ­კ­ვე­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა, ამ პრო­ცეს­ში უკეთ ხე­დავ შენს სუსტ და ძლი­ერ მხა­რე­ებს, რაც ძა­ლი­ან გეხ­მა­რე­ბა პი­როვ­ნულ ზრდა­ში. ამე­რი­კა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და გავ­ც­ნო­ბო­დი ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის სპე­ცი­ფი­კას. ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გან­მას­ხ­ვა­ვე­ბე­ლი, ამე­რი­კულ და ქარ­თულ სკო­ლას შო­რის, არის ის, რომ ამე­რი­კუ­ლი სკო­ლა უფ­რო მე­ტად უწყობს ხელს მოს­წავ­ლის პრო­ფო­რი­ენ­ტა­ცი­ას. ამე­რი­კელ  მას­პინ­ძელ ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბა და­მეხ­მა­რა უკეთ გავ­ც­ნო­ბო­დი ამე­რი­კულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ცხოვ­რე­ბის სტილს. პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხ­ვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­მი­წია მო­ხა­ლი­სე­ო­ბა, რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს ამე­რი­კე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­და ჩემ­თ­ვი­საც. ამას­თა­ნა­ვე არა­ერ­თხელ მო­მი­წია სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ პრე­ზენ­ტა­ცი­ის გა­კე­თე­ბა და მი­სი პო­ზი­ტი­უ­რი კუთხით წარ­მო­ჩე­ნა. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, მსგა­ვი ტი­პის პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც ხარ ქვეყ­ნის სა­ხე, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც არ­ც­თუ ისე ბევ­რ­მა ადა­მი­ან­მა იცის და გარ­კ­ვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა შენ­გან ექ­მ­ნე­ბათ. ამი­ტომ, რო­გორ მო­ახ­დენ სა­კუ­თა­რი თა­ვის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სწო­რედ ამე­რი­კა­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა გან­საზღ­ვ­რა ჩე­მი სა­მო­მა­ვა­ლო გეგ­მე­ბი.
— შემ­დეგ 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბით ირიცხე­ბი გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მო­ნა­წი­ლე­ობ aisec-ის პროგ­რა­მა­ში და სტა­ჟი­რე­ბის გა­სავ­ლე­ლად პო­ლო­ნეთ­ში მი­დი­ხარ...
— აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის დროს ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე, თუ რო­მელ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა და სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვა­ნი გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე შე­ვა­ჩე­რე, რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გა­მო. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმ პროგ­რა­მის უნი­კა­ლუ­რო­ბით, რო­მელ­საც ვსწავ­ლობ, კერ­ძოდ, ეს გახ­ლავთ სო­ცი­ო­ლო­გია, მე­დია, კულ­ტუ­რის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ამ სა­მი დის­ციპ­ლი­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და შე­ის­წავ­ლის საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მა­ტი­კას. პროგ­რა­მას­თან ერ­თად ჩემ­თ­ვის გა­დამ­წყ­ვე­ტი იყო ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია, ვი­ნა­ი­დან „უნი­ვერ­სი­ტეტს ქმნის არა ად­გი­ლი, არა­მედ და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი ოს­ტა­ტი“. შე­მიძ­ლია სრუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით გითხ­რათ, რომ გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ფლობს ძა­ლი­ან დიდ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ კა­პი­ტალს. ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია, რომ მა­თი მოღ­ვა­წე­ო­ბა არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა მხო­ლოდ პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით და, პა­რა­ლე­ლუ­რად, ეწე­ვი­ან ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი, ფი­ლო­სო­ფი­უ­რი და პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სწავ­ლა საკ­მა­ოდ სტრე­სუ­ლი პრო­ცე­სია, სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ეს პრო­ცე­სი ჩემ­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. სა­თა­ნა­დოდ, ალ­ბათ, ვე­რა­სო­დეს გა­მოვ­ხა­ტავ ჩემს უდი­დეს პა­ტი­ვის­ცე­მას და მად­ლი­ე­რე­ბას მათ მი­მართ იმ საქ­მის გა­მო, რა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და იმის გა­მო, თუ რამ­ხე­ლა რე­სურსს, ენერ­გი­ას და ძა­ლის­ხ­მე­ვას დე­ბენ თი­თო­ე­ულ სტუ­დენ­ტ­ში. არა­სო­დეს და­ვიღ­ლე­ბი მათ­ზე სა­უბ­რით, ამი­ტომ მოკ­ლედ გეტყ­ვით, რომ მე­ა­მა­ყე­ბა მა­თი თი­თო­ე­უ­ლი ლექ­ცია, რჩე­ვა, პუბ­ლი­კა­ცია და პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.
რაც შე­ე­ხე­ბა  უნი­ვერ­სი­ტეტს, მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოფს სტუ­დენ­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ად­გი­ლობ­რივ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით. გარ­და ამი­სა, უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის შემ­ცი­რე­ბის არა­ერთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს. ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს გახ­ლ­დათ პროგ­რა­მა „გრანტს+გრან­ტი“, რომ­ლის არ­სიც მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში მი­ი­ღებს 50, 70 ან 100%-იან და­ფი­ნან­სე­ბას, უნი­ვერ­სი­ტე­ტის­გან,  შე­სა­ბა­მი­სად, იმა­ვე ოდე­ნო­ბის ში­და და­ფი­ნან­სე­ბას იღებს. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გად მო­ვი­პო­ვე 100%-იანი სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტი, ამა­ვე ოდე­ნო­ბის თან­ხა გა­მო­მი­ყო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და  4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სრუ­ლად გავ­თა­ვი­სუფ­ლ­დი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის­გან.
რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნი­შე, უნი­ვერ­სი­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე Aisec-ის პროგ­რა­მა­ში და სტა­ჟი­რე­ბის გა­სავ­ლე­ლად პო­ლო­ნეთ­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე, ამ­ჟა­მად კი Erasmus Mundus-ის პროგ­რა­მით გახ­ლა­ვართ რუ­მი­ნეთ­ში და ვსწავ­ლობ ბა­ბეშ ბო­ი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.
უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოქ­მე­დებს  სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ტეგ­რა­ცი­ის ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას მსგავ­სი ტი­პის პრო­ექ­ტებ­ში. ცენტრს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო ქე­მერ­ტე­ლი­ძე, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი. იგი ეხ­მა­რე­ბა სტუ­დენ­ტებს რე­გის­ტ­რა­ცი­ი­სა და მო­ბი­ლო­ბის სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. სწო­რედ მი­სი დახ­მა­რე­ბით მო­ვაგ­ვა­რე ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი. აქ­ვე ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხ­ვე­ვით და, თქვე­ნი რუბ­რი­კის მეშ­ვე­ო­ბით, მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი მას მხარ­და­ჭე­რი­სა და დახ­მა­რე­ბის­თ­ვის.
დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­მაჩ­ნია, რომ სა­უ­კე­თე­სო არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე და სწო­რედ ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვა­პი­რებ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე.
— Erasmus Mundus-ის პროგ­რა­მა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ სწავ­ლას  რუ­მი­ნეთ­ში ბა­ბეშ ბო­ი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აგ­რ­ძე­ლებ, გვი­ამ­ბე ამ სას­წავ­ლებ­ლის შე­სა­ხებ.
— ბა­ბეშ ბო­ი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი რუ­მი­ნე­თის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი და რე­ი­ტინ­გუ­ლი  სას­წავ­ლე­ბე­ლია. მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი და კოს­მო­პო­ლი­ტუ­რი გა­რე­მო, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი პროგ­რა­მე­ბი, სწავ­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო მე­თო­დო­ლო­გია... — ეს გახ­ლავთ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­სა, რო­მე­ლიც ამ უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს. სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ, ინ­ტე­რაქ­ტი­ულ გა­რე­მო­ში  მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს თი­თო­ე­ულ სტუ­დენტს, თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, დი­დი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღოს.
— რა წე­სით გა­მო­ი­ყო­ფა სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის,  რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი და, ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც, აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა სტი­პენ­დია სტუ­დენ­ტის მოთხოვ­ნებს?
— გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ შე­ხე­ბა მაქვს რო­გორც ამე­რი­კულ, ასე­ვე ევ­რო­პულ გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­თან, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ სტი­პე­ნდი­ე­ბის და გრან­ტე­ბის მო­პო­ვე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია და დიდ­წი­ლა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი პროგ­რა­მის სპე­ცი­ფი­კა­ზე. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა, მდი­და­რი რე­ზი­უ­მე, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და აპ­ლი­კან­ტის მო­ტი­ვა­ცია, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს მი­სი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ზრდის პო­ტენ­ცი­ალს, ასე­ვე დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ინ­გ­ლი­სუ­რი ენის ცოდ­ნის დო­ნეს. რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ erasmus mundus-ს, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ, დი­დი კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­მო, საკ­მა­ოდ რთუ­ლია სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბა. ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სტი­პენ­დი­ის გა­ცე­მის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო ევ­რო­პის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ, აქა­ურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან შე­თან­ხ­მე­ბით და აქ არ­სე­ბულ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სამ­სა­ხურ­მა, რო­მე­ლიც ერ­თ­გ­ვა­რი შუ­ა­მა­ვა­ლია მიმ­ღებ და გამ­გ­ზავნ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის სტუ­დენ­ტის მო­ბი­ლო­ბის პრო­ცეს­ში. პროგ­რა­მა ევ­რო­კავ­ში­რის  მი­ერ ფი­ნან­ს­დე­ბა და სრუ­ლად ფა­რავს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ხარ­ჯებს. გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სტუ­დენ­ტე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არი­ან ყო­ველ­თ­ვი­უ­რი სტი­პენ­დი­ით, რო­მე­ლიც შე­ე­სა­ბა­მე­ბა და აკ­მა­ყო­ფი­ლებს მათ  მოთხოვ­ნებს.
— რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს  ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით. რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, ლექ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რა მსგავ­სე­ბა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ევ­რო­პულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­სა და ქარ­თულს შო­რის?
— რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ქარ­თულ და ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ზე, აუცი­ლებ­ლად უნ­და აღი­ნიშ­ნოს ის ფაქ­ტი, რომ ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს არ­სე­ბო­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ის­ტო­რია და გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, რაც აისა­ხე­ბა კი­დეც სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზე. აქ არ­სე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი პროგ­რა­მა ჯერ კი­დევ არაა  დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ევ­რო­პის­გან ჩვე­ნი იზო­ლა­ცი­ის გა­მო. გარ­და ამი­სა, ქარ­თუ­ლი სა­უ­ნი­ვე­რის­ტე­ტო სივ­რ­ცე, კად­რე­ბის პრო­დუქ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, ვერ ახერ­ხებს ბა­ლან­სის  შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. თუ შე­ვა­და­რებთ  იური­დი­უ­ლი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ან ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბას ინ­ჟინ­რე­ბის, ფი­ზი­კო­სე­ბის, ქი­მი­კო­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას,  ტენ­დენ­ცია უფ­რო ნა­თე­ლი გახ­დე­ბა. მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ, უკა­ნას­კ­ნე­ლი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კა მი­მარ­თუ­ლია ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ამ სფე­რო­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბის­კენ და იმე­დია, რე­ა­ლურ შე­დე­გებს მი­ვი­ღებთ. მსგავ­სი  პრობ­ლე­მა ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცეს, თით­ქ­მის, არ აქვს, იქ ვი­თა­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლან­სე­ბუ­ლია.
რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, ამ თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თ­ვე­ლო ნამ­დ­ვი­ლად არ ჩა­მორ­ჩე­ბა ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს. სტუ­დენტს სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც შე­უძ­ლია კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, ლექ­ცი­ე­ბი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოდ, ინ­ტე­რაქ­ტი­ულ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და ძა­ლი­ან დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა სტუ­დენ­ტის ხედ­ვას კონ­კ­რე­ტულ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გად­მო­ტა­ნა  სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, რა­საც, სტუ­დენ­ტის შე­ფა­სე­ბი­სას, საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა.
— მი­ამ­ბე შე­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ამ­ჟა­მად, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვი?
— ამე­რი­კა­ში  ყოფ­ნის  პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ, რად­გან სა­შუ­ა­ლე­ბა გეძლევა, უან­გა­როდ  აკე­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო საქ­მე და, ამავ­დ­რო­უ­ლად, გა­ნი­ვი­თა­რო პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბი, რაც შენ­თ­ვი­საც სა­სარ­გებ­ლოა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად, მშვი­დო­ბის კორ­პუ­სის ამე­რი­კელ მო­ხა­ლი­სე­ებ­თან ერ­თად, ჩარ­თუ­ლი ვარ სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კებ­ში ლი­დე­რად და ვა­ტა­რებ ტრე­ნინ­გებს სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე. რუ­მი­ნეთ­ში წა­მოს­ვ­ლამ­დე, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნულ სამ­სა­ხურ­ში ვმუ­შა­ობ­დი, ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ჩემს რამ­დე­ნი­მე ფლჶხ-ელ მე­გო­ბარ­თან ერ­თად, მო­ვი­პო­ვე ამე­რი­კის სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გრან­ტი, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, სხვა­დას­ხ­ვა ბავ­შ­ვ­თა სახ­ლ­ში მცხოვ­რებ  მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბულ  ბავ­შ­ვებს ჩა­უ­ტარ­დათ ტრე­ნინ­გ­კურ­სე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, პრო­ექ­ტი სექ­ტემ­ბერ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, ამ პე­რი­ოდ­ში უკ­ვე აღარ ვი­ყა­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მხო­ლოდ გრან­ტის მო­პო­ვე­ბის პრო­ცეს­სა და სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კითხებ­ში შევ­ძე­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ მა­ინც მო­ხა­რუ­ლი ვარ, პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით რომ გან­ხორ­ცი­ელ­და.
ამ­ჟა­მად, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩემს ფა­კულ­ტეტ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტუ­რი  კლუ­ბის წევ­რი ვარ. ბა­ბეშ ბო­ი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სულ ადა­მი­ა­ნებ­თან ინ­ტე­რაქ­ცია თუ აზ­რ­თა გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლა მეხ­მა­რე­ბა მოვ­ლე­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან შე­­ფა­სებაში, რაც, გარ­და პი­როვ­ნუ­ლი­სა, ჩე­მი  პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ტე­რე­სიც არის. პა­რა­ლე­ლუ­რად, ვემ­ზა­დე­ბი სტუ­დენ­ტ­თა სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ის­თ­ვის, ასე­ვე ჩარ­თუ­ლი ვარ რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში — დის­ტან­ცი­უ­რი რე­ჟი­მი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს.
— გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის სულ უფ­რო და უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­რე­შე, ძნე­ლია. რას ურ­ჩევ საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლის მქო­ნე ახალ­გაზ­რ­დებს?
— პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ხში­რად საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ასო­ცირ­დე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რ­თან, რაც, ჩე­მი აზ­რით, ნამ­დ­ვი­ლად არ არის ასე და პი­როვ­ნე­ბის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბის კრი­ტე­რი­უ­მად სხვა ინ­დი­კა­ტო­რე­ბი უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის სურ­ვილს, სტუ­დენ­ტებს, პირ­ველ რიგ­ში, ვურ­ჩევ, სწო­რად შე­არ­ჩი­ონ ის პროგ­რა­მა და უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც  სურთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, რა­თა არ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ დრო­ი­სა და ენერ­გი­ის ფუ­ჭად და­კარ­გ­ვის პრობ­ლე­მის წი­ნა­შე. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ხდე­ბა, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბით ადა­მი­ა­ნი ქარ­თულ სივ­რ­ცე­ში ვერ ახერ­ხებს თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბას. ამის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზია ის, რომ იქ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, არ არის ქარ­თუ­ლი გა­რე­მოს ადეკ­ვა­ტუ­რი, შე­სა­ბა­მი­სად,  ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არ­ჩე­ვა­ნი პრაგ­მა­ტუ­ლად გა­ა­კე­თო და ის­წავ­ლო იმ პროგ­რა­მა­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც მოთხოვ­ნა­დია. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა, ვფიქ­რობ, უმ­ჯო­ბე­სია, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­ფე­ხუ­რის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გავ­ლა, რაც გარ­კ­ვე­ულ ცოდ­ნას გაძ­ლევს ამა თუ იმ სფე­როს შე­სა­ხებ. ამის შემ­დ­გომ, სურ­ვი­ლის და შე­სა­ბა­მი­სი მზა­ო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. მო­ტი­ვა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, ვურ­ჩევ­დი, არა­სო­დეს შე­უ­შინ­დ­ნენ შე­საძ­ლო  წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბებს და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ დრო, ენერ­გია და ყო­ვე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ეძ­ლე­ვათ.
— სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს?  მი­ამ­ბე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ რუ­მი­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის  მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი, რო­გო­რია რუ­მი­ნუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა?
— თა­ვი­სუ­ფალ დროს, ძი­რი­თა­დად, სხვა ერას­მუ­სელ სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ. ქა­ლა­ქი, სა­დაც ამ­ჟა­მად ვცხოვ­რობ, 2015 წელს და­სა­ხელ­და ევ­რო­პის ახალ­გაზ­რ­დულ  დე­და­ქა­ლა­ქად, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა იმი­სათ­ვის, რომ  ახალ­გაზ­რ­დებ­მა ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გა­ა­ტა­რონ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო. აქა­უ­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ერთ-ერთ დიდ უპი­რა­ტე­სო­ბად მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რად ახერ­ხე­ბენ დრო­ის გა­და­ნა­წი­ლე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სწავ­ლა და პრო­ფე­სუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბაა, უდი­დეს ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბას და გარ­თო­ბას. აქა­უ­რი  სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა დი­დად არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ქარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის­გან, თუმ­ცა, ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, აქა­უ­რი სტუ­დენ­ტე­ბი უკეთ ახერ­ხე­ბენ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას.
— რო­გორ გე­სა­ხე­ბა მო­მა­ვა­ლი, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს?
— ამ ეტაპ­ზე, ჩე­მი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი მო­მა­ვა­ლი სე­მეს­ტ­რის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბაა, ხო­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ სწავ­ლას გა­ვაგ­რ­ძე­ლებ სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე. ამის შემ­დეგ, შე­საძ­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სწავ­ლას გა­ვაგ­რ­ძე­ლებ ევ­რო­პა­ში ან ამე­რი­კა­ში.  რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­ულ კა­რი­ე­რას, ჩე­მი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა, კერ­ძოდ კი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­როს და მი­მაჩ­ნია, რომ საკ­მა­ოდ ბევ­რი მუ­შა­ო­ბა მო­მი­წევს ამ სფე­რო­ში ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლის და­სამ­კ­ვიდ­რებ­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა და­საქ­მე­ბას, არ ვფიქ­რობ, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და­საქ­მე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი პრე­რეკ­ვი­ზი­ტია, პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ რომ, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან უსა­მარ­თ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დის მი­მართ, რო­მელ­თაც  სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უწევთ  გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და ნამ­დ­ვი­ლად არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბა­მი­ღე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. ვფიქ­რობ, ამო­სა­ვა­ლი პი­როვ­ნუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბია და კად­რის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შე­მოწ­მე­ბი­სას პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­საქ­მებ­ლე­ბის ამო­სა­ვა­ლი პრინ­ცი­პი სწო­რედ ეს უნ­და იყოს.
— და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, მეტს ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს რო­გო­რე­ბიც ვართ, თუ ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს? რა არის შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი, რაც რუ­მი­ნეთ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა მოგ­ცა?
— იმ გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში მი­ვი­ღე, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ნამ­დ­ვი­ლად მარ­თალს ბრძა­ნებთ, საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბა გეხ­მა­რე­ბა  დამ­კ­ვირ­ვებ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან შე­ა­ფა­სო მოვ­ლე­ნე­ბი, გან­საზღ­ვ­რო ის მიღ­წე­ვე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლის წი­ნა­შეც შე­ნი ქვე­ყა­ნაა, გა­აა­ნა­ლი­ზო მი­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი და სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კავ­შირს ევ­რო­პას­თან, რამ­დე­ნი­მე პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან უნ­და შე­ვა­ფა­სოთ მოვ­ლე­ნე­ბი. თუ ამო­ვალთ უფ­რო ზო­გა­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბი­დან და პა­რა­ლელს გა­ვავ­ლებთ ევ­რო­პულ და ქარ­თულ ხე­ლოვ­ნე­ბას­თან, კულ­ტუ­რას­თან, ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყო­ველ­თ­ვის მო­ი­ძებ­ნე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დ­ნენ ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბას, მა­შინ ცხა­დია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სწრაფ­ვა  „ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის­კენ“ უსა­ფუძ­ვ­ლო ნამ­დ­ვი­ლად არ არის. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რამ­დე­ნად თვალ­სა­ჩი­ნოა ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყო­ველ­დღი­ურ ინ­ტე­რაქ­ცი­ა­ში და ქცე­ვის ნორ­მებ­ში, საკ­მა­ოდ დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მია და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლით­ზე. ალ­ბათ მოგ­ვი­წევს ძა­ლი­ან ბევ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­ფა­სე­ბა, მე­ტი მზა­ო­ბა სი­ახ­ლის­თ­ვის და ცვლი­ლე­ბის­თ­ვის, რი­სი ამო­სა­ვა­ლიც, პირ­ველ რიგ­ში, ინ­დი­ვი­დია. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს ვცხოვ­რობ­დე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­დაც თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს გა­სიგ­რ­ძე­გა­ნე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა თა­ვი­სი წი­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში (რო­გორ დე­მა­გო­გი­უ­რა­დაც უნ­და ჟღერ­დეს) და სა­დაც ადა­მი­ა­ნებს ეცო­დი­ნე­ბათ, რომ მა­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, სხვი­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას გუ­ლის­ხ­მობს.
გარ­და იმ ცოდ­ნი­სა, რო­მე­ლიც აქ სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მი­ვი­ღე, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ მოვ­ლე­ნე­ბის ობი­ექ­ტუ­რად ანა­ლი­ზის უნა­რი და „გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლის“ ადეკ­ვ­ატუ­რად მი­ღე­ბა არის ის, რაც აქ გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა მომ­ცა. აქ  კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დი, რამ­დე­ნად კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სო­ცი­ა­ლუ­რად  და მჯერა, ეს გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რე­ბა მო­მა­ვალ­ში.
კი­დევ ერ­თხელ დი­დი მად­ლო­ბა თქვენს რუბ­რი­კას მას­პინ­ძ­ლო­ბი­სათ­ვის, გი­სურ­ვებთ წა­რმა­ტე­ბებს!

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N