გამოდის 1998 წლიდან
2016-05-12
„მას­წავ­ლე­ბე­ლი — მეგ­ზუ­რი ევ­რო­პის­კენ“

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ევ­რო­პის დღე­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­სა და ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლ­ში 2-დღი­ა­ნი  კონ­ფე­რენ­ცია „მას­წავ­ლე­ბე­ლი — მეგ­ზუ­რი ევ­რო­პის­კენ“ ჩა­ტარ­და. პრო­ექ­ტი 2014 წელს შე­იქ­მ­ნა და ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში და­ნერ­გ­ვის მიზ­ნით სე­მი­ნა­რებ­სა და კონ­კურ­სებს ახორ­ცი­ე­ლებს.
კონ­ფე­რენ­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რ­მა ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კითხებ­ში და­ვით ბაქ­რა­ძემ, ეს­ტო­ნე­თის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელ­ჩ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრი­იტ ტურ­კ­მა, ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის დი­რექ­ტორ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ია თი­კა­ნა­ძემ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ თა­მაზ მარ­სა­გიშ­ვილ­მა და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა გახ­ს­ნეს.
კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნია მას­წავ­ლებ­ლებ­მა მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა და პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ, გა­ეც­ნონ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რომ­ლებ­საც ევ­რო­პუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი მათ სთა­ვა­ზობს. ასე­ვე, გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და­ნერ­გონ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში.
სე­მი­ნარ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა რე­გის­ტ­რა­ცია აპ­რი­ლის თვე­ში გა­მო­აცხა­და, რომ­ლის შე­დე­გა­დაც თბი­ლი­სი­დან და რე­გი­ო­ნე­ბი­დან გე­ოგ­რა­ფი­ის, ის­ტო­რი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის 110 პე­და­გო­გი შე­ირ­ჩა. აღ­ნიშ­ნულ­მა პე­და­გო­გებ­მა ევ­რო­კავ­ში­რის თე­მა­ტი­კის და­ნერ­გ­ვი­სა და ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით, სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბი წა­რად­გი­ნეს.
ნი­ნო მაღ­რა­ძე-ჯან­ჯღა­ვა, ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რის  მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი: „უკ­ვე მე­სა­მე წე­ლია, რაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტი „მას­წავ­ლე­ბე­ლი — მეგ­ზუ­რი ევ­რო­პის­კენ“. ზო­გა­დად ეს პრო­ექ­ტი ორ ეტა­პად ნა­წილ­დე­ბა, პირ­ვე­ლი გუ­ლის­ხ­მობს ორ­დღი­ან სე­მი­ნარს, შემ­დე­გი ეტა­პი — ამ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბას და კონ­კურ­სის გა­მოცხა­დე­ბას. დღეს დას­რულ­და პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი — ორ­დღი­ა­ნი სე­მი­ნა­რი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ხვა­ლი­დან უკ­ვე ვიწყებთ მე­ო­რე ეტაპ­ზე მუ­შა­ო­ბას, ანუ ვე­ლო­დე­ბით შერ­ჩე­უ­ლი 100-ვე მას­წავ­ლებ­ლის­გან აქ­ტი­ვო­ბას, პრო­ექ­ტე­ბის გა­მოგ­ზავ­ნას. იმე­დი გვაქვს, აქ­ტი­ვო­ბა მომავალშიც ისე­თი­ვე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, რო­გორიც წელს გვქონ­და. შე­მო­ვი­და 85 პრო­ექ­ტი, 10 გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი შე­ირ­ჩა, მათ­გან 2 პედაგოგი  თბი­ლი­სის სკო­ლე­ბი­და­ნ, ხო­ლო 8 პე­და­გო­გი — რე­გი­ო­ნებიდან. ათი­ვე გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და­ა­ჯილ­დო­ვა ევ­რო­კა­ვში­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ეს­ტო­ნე­თის სა­ელ­ჩომ ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი ვი­ზი­ტით, ხო­ლო ჩვენ­მა სა­მი­ნის­ტ­რომ და ცენ­ტ­რ­მა — სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბით. 10 გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ეს­ტო­ნეთ­ში, ტა­ლინ­ში გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა ერ­თი კვი­რით. ისი­ნი შეხ­ვ­დე­ბი­ან ეს­ტო­ნე­თის სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ გამ­ც­დი­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­რე­ბენ ქარ­თ­ველ კო­ლე­გებს. 10  გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი­დან 7 საჯა­რო სკო­ლის, ხო­ლო 3 კერ­ძო სკო­ლის  პე­და­გო­გია. ამი­ტომ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა ორი­ვე ტი­პის სკო­ლის პე­და­გო­გებ­თან შეხ­ვედ­რა.
მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხ­ვე­ვით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო დამ­ფი­ნან­სე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს — ებერ­ტის ფონ­დი უკ­ვე სა­მი წე­ლია აფი­ნან­სებს ამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა-სე­მი­ნარს, ასე­ვე ჩვე­ნი თა­ნამ­დ­გო­მია ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რო და მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლი.“
რაც შე­ე­ხე­ბა სე­მი­ნა­რის თე­მებს, რა თქმა უნ­და, ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტოს ეხე­ბა,  უფ­რო მე­ტად ევ­რო­კავ­ში­რის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა  დატ­ვირ­თუ­ლი — ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი. ასე­ვე, ნა­ტო და  მი­სი მო­ლო­დი­ნე­ბი — რა ეტ­აპ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით დღეს. სე­მი­ნარ­ზე ოთხი ძი­რი­თა­დი თე­მა იშ­ლე­ბა — რე­ლი­გია, ეკო­ლო­გია, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და გა­ნათ­ლე­ბა, რო­მელ­ზეც მას­წავ­ლ­ებ­ლებ­მა, სე­მი­ნა­რის მე­ო­რე დღეს, ჯგუ­ფუ­რად იმუ­შა­ვეს — პე­და­გო­გე­ბი 4 ჯგუ­ფად და­იყ­ვ­ნენ, 25 მო­ნა­წი­ლე თი­თო ჯგუფ­ში, მათ დახ­მა­რე­ბას ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რე­ბი უწევ­დ­ნენ. სე­მი­ნა­რის და­სას­რულს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბით შე­ა­ჯა­მეს ფო­რუ­მი.
კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მოვ­ლინ­და პრო­ექ­ტის 10 გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ისი­ნი ეს­ტო­ნეთ­ში სას­წავ­ლო კურსს გა­ივ­ლი­ან  მსმე­ნე­ლე­ბად. მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით შე­ირ­ჩ­ნენ — 60 პე­და­გო­გი სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან, 40 — თბი­ლი­სი­დან. რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნო მაღ­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, უპი­რა­ტე­სო­ბას სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს არ ანი­ჭე­ბდნენ, სწო­რედ ამი­ტო­მა­ცაა შერ­ჩე­უ­ლი 100 მას­წავ­ლ­ე­ბლი­დან ნა­წი­ლი კერ­ძო სკო­ლის პე­და­გო­გი, ხო­ლო10 გამ­არჯ­ვე­ბუ­ლი­დან — 3. 
ათ სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბელს შო­რის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი საჩხე­რის N2 სა­ჯა­რო სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა ლი­კა გო­მარ­თელ­მა აიღო (ის ამა­ვე სკო­ლის დი­რექ­ტო­რია), პრო­ექ­ტ­ში მომ­ხ­სე­ნებ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მის­თ­ვის ერ­თი კრე­დიტ­ქუ­ლის მომ­ტა­ნია. მის მიერ წარმოდგენილი პრო­ექ­ტი საკ­მა­ოდ მას­შ­ტა­ბუ­რია რო­გორც მო­ნა­წი­ლე­ე­ბით, ისე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით — ჩარ­თუ­ლი იყო, და­ახ­ლო­ე­ბით, 200 მოს­წავ­ლე — VIII-XI კლა­სე­ბი და პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის გარ­და, კი­დევ სამ­მა პე­და­გოგ­მა იმუ­შა­ვა: მზია დე­კა­ნო­ი­ძე, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ირ­მა იაკო­ბაშ­ვი­ლი, ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ია ნე­ბი­ე­რი­ძე, სა­მო­­ქალ­აქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი.  კრედიტქულების მინიჭების გარდა, რით არის პრო­ექ­ტი სა­ინ­ტე­რე­სო და რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პრო­ცე­სი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა ლი­კა გო­მარ­თე­ლი: „რო­გორც იცით, სე­მი­ნარ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ის­ტო­რი­ის, გე­ო­გრა­ფი­ის და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მათ რიცხვს წელს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბიც და­ე­მა­ტნენ. ეს პრო­ექ­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, მოს­წავ­ლე­ებს და­ვა­ნა­ხოთ რა  არის ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და რა­ტომ ვი­ღებთ გეზს ევ­რო­პი­სა­კენ, რა­ტომ უნ­და დავ­ნერ­გოთ ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რა­თა გავ­ხ­დეთ ევ­რო­პის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. 
გა­სულ წელს მე თვი­თონ სე­მი­ნა­რის მსმე­ნე­ლი  ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, ამას­თან ერ­თად ჩაგ­ვი­ტარ­და ვორ­ქ­შო­პე­ბი,  მოგ­ვე­ცა მი­თი­თე­ბე­ბი, რომ­ლის შემ­დეგ მზად ვი­ყა­ვით პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სკო­ლა­ში დაგ­ვეწყო. მარ­ტი­დან  დავ­გეგ­მეთ პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თი წე­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მო­იკ­ვ­ლი­ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში სად გვხვდე­ბა ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი; რო­დის ვი­ყა­ვით ევ­რო­პის ნა­წი­ლი და რო­დის დავ­კარ­გეთ ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ იმის­თ­ვის, რომ ისევ და­ვუბ­რუნ­დეთ ევ­რო­პის კულ­ტუ­რულ ოჯახს. ბავ­შ­ვებ­მა ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში (საპ­როგ­რა­მო თუ არა­საპ­როგ­რა­მო) თა­ვად მო­ი­ძი­ეს ამ თე­მა­ტი­კის ამ­სახ­ვე­ლი ნაწ­არ­მო­ე­ბე­ბი. პრო­ცე­სი, და­ახ­ლო­ე­ბით, სა­მი თვე გაგ­რ­ძელ­და. ამის შემ­დეგ გა­და­ვე­დით სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის და­ნერ­გ­ვა­ზე. კონ­კ­რე­ტუ­ლად კი, ამის­თ­ვის ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ „ლი­დერ გო­გო­ნა­თა სკო­ლა“, მათ ჩა­ვუ­ტა­რეთ ტრე­ნინ­გე­ბი, ჰქონ­დათ შეხ­ვედ­რე­ბი ლი­დერ ქა­ლებ­თან, ასე­ვე ვაჩ­ვე­ნეთ ფილ­მე­ბი მათ შე­სა­ხებ. შემ­დეგ „ლი­დერ­მა გო­გო­ნებ­მა“ და­ნარ­ჩე­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი სკო­ლა­ში განახორციელეს. იმის­თ­ვის, რომ სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გაგ­ვეღ­ვი­ძე­ბი­ნა, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩა­ვა­ტა­რეთ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი — ნა­ხა­ტე­ბის კონ­კურ­სი თე­მა­ზე: „ევ­რო­კავ­შირ­ში ქარ­თუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­თა და ტრა­დი­ცი­ე­ბით“; ესე­ე­ბის კონ­კურ­სი „ჩემი ევრო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი“ და ფო­ტო­კონ­კურ­სი „მე ვარ ევ­რო­პე­ლი“. ვცდი­ლობ­დით, ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბა არა მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­ებ­ში, არა­მედ თემ­შიც აგ­ვე­მაღ­ლე­ბი­ნა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ვა­ტა­რეთ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სად­მი მიძღ­ვ­ნი­ლი კვი­რე­უ­ლი, აღ­ვ­ნიშ­ნეთ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე, რო­მელ­თა მი­მარ­თაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა შე­და­რე­ბით და­ბა­ლია, მა­გა­ლი­თად, და­უ­ნის სინ­დ­რო­მის დღე, აუტიზ­მის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბის დღე და ა.შ. ჩვენ­თან ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს შშმ პირ­თა დღის ცენ­ტ­რი და ერთ-ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა სწო­რედ ამ ცენ­ტ­რის ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა და ჩვე­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა ერ­თობ­ლი­ვი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ჩა­ტარ­და. ასე­ვე, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაგ­რო­ვებ­დით მა­კუ­ლა­ტუ­რას, რო­მე­ლიც სას­კო­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კის გასაახლებლად გა­მო­ვი­ყე­ნეთ. წყლის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე  მდი­ნა­რე ჩი­ხუ­რას მი­და­მო­ე­ბის  გაწ­მენ­დით აღ­ვ­ნიშ­ნეთ.
პრო­ექ­ტი დას­რულ­და იმით, რომ მო­ვი­ძი­ეთ სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ევ­რო­პა­ში მი­ი­ღეს გა­ნათ­ლე­ბა, ასე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც გვყავს. ბავ­შ­ვებ­მა მათ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ჩა­წე­რეს. გავ­ხ­სე­ნით ევ­რო­პის კუთხე, სა­დაც მა­თი ფო­ტო­ე­ბი გან­თავ­ს­და წარ­წე­რით, თუ რა არის მათ­თ­ვის ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა. ეს კუთხე, სიმ­ბო­ლუ­რად, კი­ბის უჯ­რე­დე­ბის ქვეშ გან­თავ­ს­და, რად­გან ევ­რო­პის­კენ გზა სწო­რედ სა­ფე­ხუ­რეობ­რი­ვად უნ­და გა­ვი­ა­როთ.“  
ფო­რუ­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი,  „სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რის ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ“ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე  გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვი­ლი, მი­იჩ­ნევს: „აუცი­ლე­ბე­ლია, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა სა­ხელ­მ­წი­ფომ გა­ი­თა­ვი­სოს, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს ყვე­ლა­ზე და­ფა­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რად­გა­ნაც მას მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის ღირ­სე­უ­ლად და სწო­რად აღ­ზ­რ­დის პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბა ა­კის­რია. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას ად­გას, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ანია, პე­და­გო­გებს მი­ვა­წო­დოთ ზუს­ტი და დრო­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ყვე­ლა იმ სი­ახ­ლე­სა და მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტ­ზე, რო­მელ­საც ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს, რა­თა მათ შეძ­ლონ თა­ვი­ანთ სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ებს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ აღ­ნიშ­ნულ სა­კითხებ­ზე. სე­მი­ნა­რის ფარ­გ­ლებ­ში, მას­წავ­ლებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, შეხ­ვ­დ­ნენ ცნო­ბილ და ავ­ტო­რი­ტე­ტულ ექ­ს­პერ­ტებს, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ არი­ან ჩარ­თუ­ლი იმ პრო­ცე­სებ­ში, რა­საც ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია გუ­ლის­ხ­მობს, შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ერ კითხ­ვა­ზე პა­სუხს ისი­ნი უშუ­ა­ლოდ მათ­გან მო­ის­მე­ნენ. იმე­დია, მას­წავ­ლებ­ლე­ბი თა­ვი­ანთ სკო­ლებს, მოს­წავ­ლე­ებ­სა თუ კო­ლე­გებს ახა­ლი და სა­სარგებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ით და­უბ­რუნ­დე­ბი­ან.“

32(906)N