გამოდის 1998 წლიდან
2016-04-07
გინ­და გახ­დე მას­წავ­ლე­ბე­ლი?

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეცნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი წა­რად­გი­ნა. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პე­და­გო­გო­ბის მსურ­ვე­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფო აძ­ლევს უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ი­ა­როს შე­სა­ბა­მი­სი პროგ­რა­მა და, სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვოს. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი, თა­ვის­თა­ვად, თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­უ­კე­თე­სო პე­და­გო­გე­ბის მო­ზიდ­ვაა, თუმ­ცა, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტის აღ­მოფხ­ვ­რა სა­ხელ­დე­ბა,  გან­სა­კუთ­რე­ბით კი — რე­გი­ო­ნებ­ში. 
და­ფი­ნან­სე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კვო­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სტუ­დენ­ტ­ზე გა­ი­ცე­მა შე­სა­ბა­მი­სი სერ­ტი­ფი­კა­ცი, რო­მე­ლიც მის სა­მას­წავ­ლებ­ლო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ადას­ტუ­რებს და მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევს. სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა.
მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის  60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე რე­გის­ტ­რა­ცია უკ­ვე გა­მოცხად­და და 12 აპ­რი­ლის ჩათ­ვ­ლით გაგ­რ­ძელ­დე­ბა.
პროგ­რამ­ზე ჩა­რიცხ­ვის წი­ნა­პი­რო­ბა, მსურ­ვე­ლის მხრი­დან, შე­სა­ბა­მი­სი საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბაა, რო­მელ­საც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ახორ­ცი­ე­ლებს. საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, მათ ელექ­ტ­რო­ნუ­ლად უნ­და გა­ი­ა­რონ რე­გის­ტ­რა­ცია ვებ­გ­ვერ­დებ­ზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge. პა­რა­ლე­ლუ­რად, რე­გის­ტ­რა­ცი­ის გავ­ლა მო­ეთხო­ვე­ბათ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რებ­ში, 12 აპ­რი­ლის ჩათ­ვ­ლით (სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია: 1. პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის ას­ლი; 2. გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით და­მოწ­მე­ბუ­ლი ას­ლი).
მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი: „რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია და მსურ­ვე­ლებს 12 აპ­რი­ლის ჩათ­ვ­ლით შე­უძ­ლი­ათ გა­ი­ა­რონ. უნ­და ეწ­ვი­ონ ჩვენს ვებ­გ­ვერდს, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა მსურ­ველ­მა იცის, რამ­დე­ნად მარ­ტი­ვია რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი — შე­სავ­სე­ბია აუცი­ლე­ბე­ლი ვე­ლე­ბი, უნ­და აირ­ჩიო სა­გა­ნი, რომ­ლის ჩა­ბა­რე­ბა­საც  აპი­რებ. მათ­თ­ვის უკ­ვე მზად­დე­ბა სა­გა­მოც­დო ტეს­ტი კონ­კ­რე­ტულ სა­გან­ში. რო­გორც იცით, წელს  და­ე­მა­ტა საგ­ნობ­რი­ვი ტეს­ტი ფიზაღ­ზ­რ­დის და  მუ­სი­კის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის. ასე რომ, მო­მა­ვა­ლი მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, ანა­ლო­გი­ურ საგ­ნობ­რივ ტესტს ჩა­ა­ბა­რე­ბენ. 12 აპ­რილს სრულ­დე­ბა რე­გის­ტ­რა­ცია და ივ­ლის­ში მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვ­ელე­ბი, სხვა პრაქ­ტი­კოს პე­და­გო­გებ­თან ერ­თად, მათ მი­ერ შერ­ჩე­ულ საგ­ნობ­რივ გა­მოც­დას ჩა­ა­ბა­რე­ბენ.“
იმის­თ­ვის, რომ გახ­დე მას­წავ­ლე­ბე­ლი, აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა უმაღ­ლე­სი გან­ათ­ლე­ბა — მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა შე­უძ­ლიათ ბა­კა­ლავ­რის, მა­გის­ტ­რის ან მა­გის­ტ­რ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მქო­ნე პი­რებს, რომ­ლებ­საც მო­ეთხო­ვე­ბათ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლა.
თა­მარ სა­ნი­კი­ძე: „დღეს ჩვენ ­ვაცხა­დებთ მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველ­თათ­ვის სა­რე­გის­ტ­რა­ციო პი­რო­ბებს, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა, კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უკა­ნას­კ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს და პრო­ცე­დუ­რებს. სა­უ­ბა­რია ერ­თ­წ­ლი­ან პროგ­რა­მა­ზე, რო­მელ­საც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს უნი­ვერ­სი­ტე­ტი და რო­მელ­საც, გარ­კ­ვე­უ­ლი კვო­ტი­რე­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, და­ა­ფი­ნან­სებს სა­ხელ­მ­წი­ფო. უფ­რო დე­ტა­ლუ­რად, ეს არის პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლებ­მაც აკ­რე­დი­ტა­ცია სულ ახ­ლა­ხან გა­ი­ა­რა — მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი  პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი.  ვი­ცით, რომ კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, 2017 წლი­დან, უნ­და და­იწყოს პე­და­გო­გი­უ­რი  მი­მარ­თუ­ლე­ბის 5-წლი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბა, ხო­ლო გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პის­თ­ვის, სა­ნამ გვე­ყო­ლე­ბა  ასე­თი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, ვი­სარ­გებ­ლებთ მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მით. ეს პროგ­რა­მა  მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს — უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს — 60-კრე­დი­ტი­ა­ნი კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ, მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას მიანი­ჭეს  და კა­რი­ე­რუ­ლი სქე­მით გან­საზღ­ვ­რულ მე­ო­რე, ანუ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე მოხ­ვ­დე­ბი­ან, სა­დაც, რა თქმა უნ­და, უკე­თე­სი ხელ­ფა­სი ელო­დე­ბათ.
ჩვე­ნი მიდ­გო­მა ასე­თია — მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვი­დან­ვე კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მო­ვი­დეს სის­ტე­მა­ში, რა­თა ის პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც დღეს  გვაქვს, აღ­მოვ­ფხ­ვ­რათ და სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ.
პროგ­რა­მე­ბი გან­ხოც­რი­ელ­დე­ბა რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის, ისე რე­გი­ო­ნულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. რე­გი­ო­ნუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ამ კუთხით ჩვენ­თ­ვის კი­დევ უფ­რო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, რად­გან მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით უფ­რო მე­ტად რე­გი­ო­ნებ­ში, სოფ­ლებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი — მა­ღალ­მ­თი­ან სოფ­ლებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ე­ნი­ჭე­ბა, რა თქმა უნ­და, ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. თუმ­ცა, თბი­ლის­ში, ილი­ა­სა და  და ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა და­იწყო გა­ნათ­ლე­ბის სკო­ლებ­მა, სა­დაც პე­და­გო­გე­ბი უნ­და მო­ამ­ზა­დონ.“
პირ­ველ ეტაპ­ზე, აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლია 13 უნი­ვერ­სი­ტე­ტის პროგ­რა­მა, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან მი­ი­ღე­ბენ. „წელს ვიწყებთ იმ რა­ო­დე­ნო­ბის პროგ­რა­მე­ბით, რომ­ლებ­მაც დღემ­დე გა­ი­ა­რეს აკ­რე­დი­ტა­ცია, ხო­ლო შემ­დე­გი აკა­დე­მი­უ­რი წლი­დან უკ­ვე ყვე­ლა საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბა ჩა­ერ­თ­ვე­ბა და უფ­რო ფარ­თო მას­შ­ტა­ბით მივ­ცემთ პე­და­გო­გო­ბის მსურ­ველ ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას,  მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა და  სერ­ტი­ფი­კა­ტი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, და­საქ­მ­დე­ბი­ან სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში.“ — გა­ნაცხა­და მი­ნის­ტ­რ­მა.
რამ­დე­ნი მსურ­ვე­ლის მი­ღე­ბა იგეგ­მე­ბა წელს და რო­გორ მოხ­დე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა, ამის შე­სა­ხებ თა­მარ სა­ნი­კი­ძემ გა­ნაცხა­და, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და კად­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი, რომ­ლის  მი­ხედ­ვით გა­კეთ­და პროგ­ნო­ზი, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა. „გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ  წე­ლი­წად­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 800-დან 1000-მდე მას­წავ­ლებ­ლო­ბის  მსურ­ველს და­ა­ფი­ნან­სებს სა­ხელ­მ­წი­ფო. ეს გა­ი­ყო­ფა რე­გი­ო­ნე­ბის და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის და, რა თქმა უნ­და, საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. და­ახ­ლო­ე­ბით, იგი­ვე პრინ­ცი­პი იმუ­შა­ვებს, რო­გო­რიც უფა­სო მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე გვაქვს, ხო­ლო გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის და შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ნა­წი­ლე­ბის კუთხით კი იგი­ვე პრინ­ცი­პია, რო­გო­რიც მა­გის­ტ­რან­ტო­ბის მსურ­ვე­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შია — აბა­რე­ბენ ტესტს, შემ­დეგ კი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, გა­სა­უბ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩა­რიცხავს იმ კვო­ტე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, რაც მათ მი­ე­ცე­მათ. ალ­ბათ, ვი­ვა­რა­უ­დებთ, რომ, მი­ნი­მუმ, 5-აპ­ლი­კან­ტი­ა­ნი ჯგუ­ფი უნ­და და­ფი­ნან­ს­დეს. იგი­ვე პრინ­ცი­პი გვაქვს აღე­ბუ­ლი უფა­სო მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზეც, ამი­ტომ ასე­ვე გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ, რად­გან უკ­ვე აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია, და­ნერ­გი­ლია და კარ­გა­დაც მუ­შა­ობს.  ნე­ბის­მი­ერ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტი ვერ გას­ც­დე­ბა იმ დად­გე­ნილ კვო­ტებს, რო­მე­ლიც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­თა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ით მი­ე­ნი­ჭა, ხო­ლო და­ფი­ნან­სე­ბის ან არ­და­ფი­ნან­სე­ბის კვო­ტა, რო­გორც გითხა­რით, იმ დე­ფი­ცი­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც მო­ვიკ­ვ­ლი­ეთ და და­დავ­დ­გი­ნეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით.“
პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველს ეძ­ლე­ვა სერ­ტი­ფი­კა­ტი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, ის შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი. რაც მთა­ვა­რია, ამა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო გარ­კ­ვე­ულ ინ­ვეს­ტი­ცი­ას დებს და ამ­ზა­დებს მო­მა­ვალ კვა­ლი­ფი­ცი­ურ კადრს იმის  მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნიც სჭირ­დე­ბა. ეს კი, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი და­საქ­მე­ბის სა­წინ­და­რიც უნ­და გახ­დეს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მა­თი და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა? მოხ­დე­ბა თუ არა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის სის­ტე­მა­ში შეყ­ვა­ნა ან ვის ხარ­ჯ­ზე? ამის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი პა­სუ­ხობს: „ძა­ლი­ან გვინ­და, რომ მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­დოს, რად­გან თუ­კი წი­ნას­წა­რი პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, ჩვენ სამ (ან რამ­დე­ნი­მე) წე­ლი­წად­ში ვე­ლო­დე­ბით მა­წავ­ლებ­ლე­ბის, თუნ­დაც ასა­კის გა­მო, სის­ტე­მი­დან გა­დი­ნე­ბას, ამ პრო­ცესს აუცი­ლე­ბე­ლად კად­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბა  და­ვახ­ვედ­როთ. სწო­რედ ამი­ტო­მაა გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პის­თ­ვის  ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მე­ბი სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი. ეს არ არის გა­დამ­ზა­დე­ბის და მომ­ზა­დე­ბის მოკ­ლე კურ­სი, სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი კურ­სია, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლის სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბას, თან მას წი­ნას­წარ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტე­ნცია.
და­ახ­ლო­ე­ბით, 2000 სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლი­დან, რო­მე­ლიც სის­ტე­მის გა­რე­თაა დარ­ჩე­ნი­ლი, უმე­ტე­სო­ბა და­საქ­მ­და, 400-მდეა და­სა­საქ­მე­ბე­ლი.“  
რო­გო­რი იქ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლის სა­გა­მოც­დო ტეს­ტი და იქ­ნე­ბა თუ არა  გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა საგ­ნის გა­მოც­დის ტეს­ტებ­სა და 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ველ­თა ტეს­ტებს  შო­რის? რო­გორც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­მარ­ტეს, ტეს­ტებს შო­რის სხვა­ო­ბა არ არის. მას, ვი­საც უკ­ვე  და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცია, შე­უძ­ლია პირ­და­პირ, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის გა­რე­შე, და­რე­გის­ტ­რირ­დეს პროგ­რა­მა­ზე. საგ­ნის გა­მოც­დის ორ­ჯერ ჩა­ბა­რე­ბას მათ არა­ვინ სთხოვს,  ხო­ლო თუ­კი მოქ­მედ მას­წავ­ლებ­ლებს, გა­უჩ­ნ­დე­ბათ  60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის გავ­ლის სურ­ვი­ლი,  მათ სა­ხელ­წი­ფო არ და­ა­ფი­ნან­სებს, რად­გან პროგ­რა­მა, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი. „მოქ­მედ მას­წავ­ლე­ბელს სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს და ტრე­ნინ­გ­­მო­დუ­ლებს ვთა­ვა­ზობთ, თუმ­ცა, თუკი ექ­ნე­ბათ სურ­ვი­ლი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შეზღუ­დუ­ლი არა­ვი­ნაა. შე­უძ­ლი­ათ გა­ი­ა­რონ პროგ­რა­მა, მაგ­რამ და­ფი­ნან­სე­ბა მათ არ შე­ე­ხე­ბა, რად­გან სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ზა­ნია ამ პროგ­რა­მით ახა­ლი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა.  არ­სე­ბუ­ლი კად­რის გა­დამ­ზა­დე­ბას კი სხვა და­ფი­ნან­სე­ბა, მო­დუ­ლე­ბი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს.
კი­დევ ერ­თხელ შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს არის გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პი, ვიდ­რე 300-კრე­დი­ტი­ა­ნი, 5-წლი­ა­ნი პროგ­რა­მებ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი გვე­ყო­ლე­ბა.“
პროგ­რა­მის მი­ზა­ნი, თა­ვის­თა­ვად, იკ­ვე­თე­ბა — უკეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ახა­ლი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა, რა­საც მი­ნის­ტ­რიც ადას­ტუ­რებს: „ჩვენ გვჭირ­დე­ბა უკე­თე­სად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი, ვიდ­რე დღეს გვყავს“ და მა­თი მო­ტი­ვა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ პი­რო­ბად  პირ­და­პირ უფ­რო­სი მა­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე შეყ­ვა­ნას ასა­ხე­ლებს, სა­დაც უკე­თე­სი ხელ­ფა­სი ელო­დე­ბათ. და­ახ­ლო­ე­ბით, იმა­ვეს  სთა­ვა­ზო­ბენ  (უფ­რო გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სა­ხით) პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლებს — სა­ნაც­ვ­ლოდ კი, მათ მხო­ლოდ  საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა მო­ეთხო­ვე­ბათ.
და მა­ინც რა­ტომ უნ­და და­ინ­ტე­რეს­დეს ახალ­გაზ­რ­და ამ პროგ­რა­მით, ანუ რა­ტომ უნ­და გახ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­შინ, რო­ცა ეს პრო­ფე­სია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არაპ­რეს­ტი­ჟუ­ლია? გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის პა­სუ­ხი ამ კითხ­ვა­ზე ასე­თია: „ისე, რო­გორც ბევრ პრო­ფე­სი­ას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­საც,  გარ­კ­ვე­უ­ლი პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბა და ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბა. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ მხო­ლოდ ხელ­ფა­სი მო­ტი­ვა­ცია არ არის, უფ­რო მე­ტად ეს  და­საქ­მე­ბის სწრა­ფი გზაა. პრაქ­ტი­კუ­ლად, ერთ წე­ლი­წად­ში მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ველს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, და­საქ­მ­დეს ისეთ სამ­სა­ხურ­ში, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბულ სა­შუ­ა­ლო ხელ­ფას­ზე უფ­რო მა­ღა­ლი ანაზღა­უ­რე­ბა  და კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ძა­ლი­ან დი­დი პერ­ს­პექ­ტი­ვაა. ვფიქ­რობ, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლის­თ­ვის სქე­მა­ში ჩარ­თ­ვა, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, სა­ინ­ტე­რე­სოც იქ­ნე­ბა.“
60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლა სექ­ტემ­ბ­რი­დან და­იწყე­ბა ისე­ვე, რო­გორც და­ნარ­ჩენ უმაღ­ლეს პროგ­რა­მებ­ზე, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა პროგ­რა­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბას წე­ლი­წად­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 2000 ლა­რია, უფ­რო და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კი და­ფი­ნა­სე­ბის, კვო­ტე­ბი­სა თუ სხვა დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბა რო­გორც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის, ისე  გა­მოც­დე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ვებ­გ­ვერ­დებ­ზე.

25-26(939-940)N