გამოდის 1998 წლიდან
2016-02-25
არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად

2015 წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა ამოქ­მედ­და და მას­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ჩა­ერ­თო, მათ შო­რის, ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის პე­და­გო­გე­ბიც. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ე­ბის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით, ახორ­ცი­ე­ლებს მხარ­დამ­ჭერ პროგ­რა­მას, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც სქე­მის დო­კუ­მენ­ტა­ცია აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ, სომ­ხურ და რუ­სულ ენებ­ზე ითარ­გ­მ­ნა. ცენ­ტ­რ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, ყვე­ლა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლი­სა და სას­კო­ლო სექ­ტო­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის დო­კუ­მენ­ტე­ბის კრე­ბუ­ლი­სა და გზამ­კ­ვ­ლე­ვის ჳ ნა­წი­ლის აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი, რუ­სუ­ლი და სომ­ხუ­რი თარ­გ­მა­ნე­ბის და­რი­გე­ბა უკ­ვე და­იწყო, სულ 27 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურსცენ­ტ­რ­სა და მათ სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი 293 არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის 6902 არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ი­ღებს მათ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ აღ­ნიშ­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რას.
ცენ­ტ­რ­მა გა­სულ წელს მო­ამ­ზა­და მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ძი­რი­თა­დი დო­კუ­მენ­ტე­ბის, თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი­სა და სქე­მის გზამ­კ­ვ­ლე­ვის ჳ ნა­წი­ლის თარ­გ­მა­ნის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბი, რო­მე­ლიც ცენ­ტ­რის ოფი­ცი­ა­ლურ ვებ­გ­ვერ­დ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, მომ­ზად­და სქე­მის ვი­დეო-ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ის რუ­სულ, სომ­ხურ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი ვერ­სი­ე­ბი სუბ­ტიტ­რე­ბით.

„არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის“ მიზ­ნებ­ზე და სქე­მის და­ნერ­გ­ვის ხელ­შემ­წყო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი:
— რო­გორ და­ი­გეგ­მა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჩარ­თ­ვა სქე­მა­ში და რა და­მა­ტე­ბი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა დას­ჭირ­და ცენტრს  ახა­ლი სქე­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში?
— სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სი­ამ იმ­ს­ჯე­ლა ამის შე­სა­ხებ, გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ორი ვა­რი­ან­ტი — არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის უნ­და შექ­მ­ნი­ლი­ყო ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სქე­მა, ან ისი­ნი უნ­და ჩარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ არ­სე­ბულ სქე­მა­ში და მათ­თ­ვი­საც იგი­ვე მოთხოვ­ნე­ბი წაგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა, რაც და­ნარ­ჩე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ გა­დაწყ­და, რომ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ­სე­ბულ სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ, რად­გან ისი­ნი ას­წავ­ლი­ან მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თა მას­წავ­ლებ­ლებ­საც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მოთხოვ­ნებს ვერ წა­ვუ­ყე­ნებთ. მოს­წავ­ლე­ებს, მი­უ­ხე­და­ვად თა­ვი­ან­თი წარ­მო­შო­ბი­სა, ეთ­ნო­სი­სა და სწავ­ლე­ბის ენი­სა, უნ­და ჰქონ­დეთ თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლებ­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ, რად­გან, რო­გორც ვი­ცით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისი­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბებ­ში ნაკ­ლე­ბად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა ენობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა, მათ არ იცი­ან სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო ენა და შე­სა­ბა­მი­სად ვერ სარ­გებ­ლო­ბენ იმ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით, რი­თიც ქარ­თუ­ლის მცოდ­ნე მას­წავ­ლებ­ლე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ. ასე­ვე, პრობ­ლე­მა იყო დრო­უ­ლი თარ­გ­მა­ნი, რის გა­მოც ნაკ­ლე­ბად ახერ­ხებ­დ­ნენ იმ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თ­ვას, რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მათ­თ­ვის აქამ­დე არ იყო შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი საგ­ნის გა­მოც­და სწავ­ლე­ბის ენა­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, ამ სკო­ლებ­ში არ გვყავ­და არც ერ­თი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. სწო­რედ ეს ფაქ­ტო­რი არ აძ­ლევ­და მათ სა­შუ­ა­ლე­ბას, ჩარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ძველ (2011-2014წწ.) სქე­მა­ში და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ პრო­ფე­სი­უ­ლად. წელს, პირ­ვე­ლად, ზაფხულ­ში, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მას­წავ­ლებ­ლებს მშობ­ლი­ურ ენა­ზე შეს­თა­ვა­ზებს საგ­ნობ­რივ გა­მოც­დას და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­წავ­ლებ­ლებს მი­ე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ ჩა­ერ­თონ სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში.
სქე­მის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სიმ­რავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორც კი მზად­დე­ბა დო­კუ­მენ­ტა­ცია, მა­შინ­ვე ითარ­გ­მ­ნე­ბა და თავ­ს­დე­ბა ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე. თარ­გ­მ­ნი­ლია გზამ­კ­ვ­ლე­ვის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი  (ითარ­გ­მ­ნე­ბა მე­ო­რე ნა­წი­ლიც), სა­დაც დე­ტა­ლუ­რა­დაა ასა­ხუ­ლი სქე­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ყვე­ლა ეტა­პი და მას­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზე­ბი. ის, პრაქ­ტი­კუ­ლად, დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებს, ისე სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებს.  „ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის“ ფარ­გ­ლებ­ში, გზამ­კ­ვ­ლე­ვის გარ­და, ითარ­გ­მ­ნა მას­წავ­ლებ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი და სქე­მის სხვა დო­კუ­მენ­ტა­ცია.
იმის გა­მო, რომ სკო­ლებ­ში ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს არ აქვს სა­თა­ნა­დო წვდო­მა ინ­ტერ­ნეტ­ზე, ასე­ვე ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს არ აქვს სა­თა­ნა­დო უნარ-ჩვე­ვე­ბი იმუ­შაონ კომ­პი­უ­ტერ­თან,  გა­დაწყ­და, ნა­თარ­გ­მ­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცია არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის და სექ­ტო­რე­ბის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და­უ­რიგ­დეს. გა­და ამი­სა, თი­თო ეგ­ზემ­პ­ლარს გა­დავ­ცემთ ყვე­ლა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­სა და რე­სურ­ს­ცენტრს. გვინ­და, ამით უფ­რო მე­ტად გავ­ზარ­დოთ სა­ჭი­რო მა­სა­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა.  რო­გორც გითხა­რით, ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე დო­კუ­მენ­ტა­ცია ატ­ვირ­თუ­ლია, მაგ­რამ იმისთვის, რომ სი­ახ­ლე­ებ­ი დრო­უ­ლად და სრუ­ლად მი­ვი­დეს სკო­ლებ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ნა­თარ­გ­მ­ნი მა­სა­ლის და­რი­გე­ბა და­ვიწყეთ ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით.
თუმ­ცა, მხო­ლოდ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის თარ­გ­მ­ნა, რა თქმა უნ­და, საკ­მა­რი­სი არ არის, რომ მას­წავ­ლებ­ლებს ყვე­ლა­ფერ­ზე სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დეთ. და­მა­ტე­ბით, ჩვე­ნი ცენ­ტ­რი მათ კონ­სულ­ტი­რე­ბას და ტრე­ნინ­გებს სთა­ვა­ზობს. ზაფხუ­ლის გა­მოც­დის­თ­ვის და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით შეძ­ლე­ბენ საგ­ნობ­რი­ვი ტრე­ნინ­გე­ბის გავ­ლას, რაც სა­განს ვერ შე­ას­წავ­ლის, თუმ­ცა და­ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს, ცოდ­ნა სის­ტე­მა­ში მო­იყ­ვა­ნონ. თა­ვის­თა­ვად, ეს ყვე­ლა­ფე­რი ად­გილ­ზე მოხ­დე­ბა, რად­გან ვცდი­ლობთ, მათ­ არ მოუწიოთ შორ მან­ძილ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა, რაც დროს­თან და ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, არ შეწყ­დეს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი. მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად, კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან პე­და­გო­გებს ად­გილ­ზე ას­წავ­ლი­ან ქარ­თულ ენას. ამავ­დ­რო­უ­ლად, გვყავს დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­ის, გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და ქარ­თუ­ლი ენის პე­და­გო­გებს და­ეხ­მა­რე­ბი­ან, ქარ­თუ­ლი ენის კომ­პე­ტენ­ციის ამაღ­ლე­ბაში.
მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ქარ­თუ­ლი ენის კურ­სე­ბი. ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სკო­ლას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მას­წ­ვ­ლებ­ლე­ბი უნ­და მომ­ზად­დ­ნენ ენის ფლო­ბის დო­ნე­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, 0-დან ა1 დო­ნემ­დე. ამის შემ­დეგ,  ჩვე­ნი კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­ეხ­მა­რე­ბი­ან, რომ მა­თი ენის ცოდ­ნის კომ­პე­ტენ­ცია გას­ც­დეს ა 2 დო­ნეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მათ უნ­და შეძ­ლონ, ქარ­თულ  ენა­ზე წარ­მარ­თულ ნე­ბის­მი­ერ ტრე­ნინ­გ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა. ჩვენ არა მხო­ლოდ ვთარ­გ­მ­ნით დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას და გარ­კ­ვე­ულ ტრე­ნინ­გებს (შეზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით) ვუ­ტა­რებთ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მას­წავ­ლებ­ლებს, არა­მედ ვუ­ვი­თა­რებთ ენობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ას, რომ დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ჩა­ერ­თონ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბებ­ში.
ენის კურ­სე­ბის გარ­და, მათ ასე­ვე ქარ­თულ ენა­ზე უნ­და გა­ი­ა­რონ ზო­გა­დი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის კურ­სი. ეს ყვე­ლა­ფე­რი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მათ­თ­ვის უფა­სოა — არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი ენის კურ­სებს ატა­რე­ბენ არა მარ­ტო „ქარ­თუ­ლი რო­გორც მე­ო­რე ენის“ მას­წავ­ლებ­ლებ­თან, არა­მედ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვ­ლი­ლი ყვე­ლა საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს სი­ახ­ლე ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ჩვე­ნი პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არა მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­ებს ას­წავ­ლი­ან,  არა­მედ სკო­ლა­ში ყვე­ლა პე­და­გოგს ეხ­მა­რე­ბი­ან სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შესწავ­ლა­ში.
— რო­გორ გა­არ­თ­ვეს თა­ვი თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის შევ­სე­ბას არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა და აირ­ჩი­ეს თუ არა სკო­ლებ­მა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი?
— რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მათ თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი შე­ავ­სეს, რად­გან ეს სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო მოთხოვ­ნა იყო. ამის­თ­ვის ჩვენ ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სკო­ლის­თ­ვის, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის­თ­ვი­საც გა­და­ვამ­ზა­დეთ ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კო­ლე­გებს შევსების პრო­ცეს­ში დახ­მა­რე­ბას უწევ­დ­ნენ; ამას­თა­ნა­ვე, ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე, თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რის დამ­ტ­კი­ცე­ბის­თა­ნა­ვე, აიტ­ვირ­თა ნა­თარ­გ­მ­ნი თვით­შე­ფა­სე­ბის კითხ­ვა­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ­კი მას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ ენა­ზე გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ შევ­სე­ბა, შე­ეძ­ლოთ კითხ­ვარს მშობ­ლი­ურ ენა­ზე გაც­ნო­ბოდ­ნენ.
სკო­ლებს რე­კო­მენ­და­ცია გა­ვუ­წი­ეთ, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბად ქარ­თუ­ლი ენის უკეთ მცოდ­ნე­ე­ბი აერ­ჩი­ათ. ისი­ნი შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბი არი­ან და სა­სურ­ვე­ლია, ტრე­ნინ­გებ­ზე დას­წ­რე­ბა შეძ­ლონ, რა­თა მა­თი გა­დამ­ზა­დე­ბა არ დაგ­ვი­ან­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი, ჩვე­უ­ლებ­რივ, შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად, გა­დი­ან ტრე­ნინ­გებს. ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბის ერ­თი ნა­კა­დი უკ­ვე გა­დამ­ზად­და და მას­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბიც. ახ­ლა, რო­გორც გითხა­რით, ვიწყებთ შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას, სა­დაც არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლების შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბიც ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან.
— შე­უძ­ლია თუ არა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მას­წავ­ლე­ბელს საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის ქარ­თულ ენა­ზე და­დას­ტუ­რე­ბა?
— არა, თუ­კი ის ას­წავ­ლის, მა­გა­ლი­თად, სომ­ხურ ენა­ზე გე­ოგ­რა­ფი­ას, ამ საგ­ნის გა­მოც­და აუცი­ლებ­ლად სომ­ხურ ენა­ზე უნ­და ჩა­ა­ბა­როს. სწო­რედ ამი­ტომ არ ჰქონ­და აქამ­დე აზ­რი საგ­ნის გა­მოც­და­ზე მათ გას­ვ­ლას.
— რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, ჩვენ მხო­ლოდ პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი პე­და­გო­გე­ბი გვყავს, არ გვყავს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. რო­დის და­იწყე­ბა მათ­თ­ვის, ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის აქ­ტი­ვო­ბე­ბის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი დრო­ის ათ­ვ­ლა?
— სამ­წუ­ხა­როდ, არ გვყავს არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამი­ტომ ვამ­ბობთ, რომ მათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა და მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ. სტა­ტუ­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი თუ შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ვა­დე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია ისე­თი­ვეა, რო­გორც ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. ვი­ნა­ი­დან უმე­ტე­სო­ბა პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია, ბუ­ნებ­რი­ვია, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწო­რედ ის მხარ­დამ­ჭე­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მათ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად და­ეხ­მა­რე­ბა. რად­გან პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი არ ნარ­ჩუნ­დე­ბა, ამი­ტომ მათ, 4 წლის ვა­და­ში, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად, მო­უ­წევთ დად­გე­ნი­ლი 19 კრე­დი­ტის დაგ­რო­ვე­ბა  შემ­დე­გი სა­ვალ­დე­ბუ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბით: საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა (10 კრე­დი­ტი); 5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინგ-კურ­სის გავ­ლა; სკო­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის მი­ერ გაკ­ვე­თილ­ზე ორ­ჯერ დაკ­ვირ­ვე­ბა, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვის შემ­დეგ, 4 კრე­დი­ტი მი­ე­ნი­ჭე­ბათ.
ვა­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მათ­თ­ვი­საც ისე­ვეა გან­საზღ­ვ­რუ­ლი, რო­გორც სქე­მა­ში ჩარ­თუ­ლი და­ნარ­ჩე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, მხო­ლოდ მათ­თ­ვის დრო­ის ათ­ვ­ლა მას შემ­დეგ და­იწყე­ბა, რაც პირ­ველ საგ­ნობ­რივ გა­მოც­დას შევ­თა­ვა­ზებთ. პირ­ვე­ლი საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მას­წავ­ლებ­ლებს ზაფხულ­ში შევ­თა­ვა­ზებთ და შე­სა­ბა­მი­სად, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად გან­კუთ­ვ­ნი­ლი დრო­ის, 4 წლის, ათ­ვ­ლა სწო­რედ აქე­დან და­იწყე­ბა.
— მათ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ტრე­ნინ­გ­მო­დუ­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­იქ­მ­ნე­ბა თუ პირ­და­პირ ითარ­გ­მ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ტრე­ნინ­გ­მო­დუ­ლე­ბი­დან?
— გა­და­თარ­გ­მ­ნი­ლი ტრე­ნინ­გ­მო­დუ­ლე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და მორ­გე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ჯერ მო­ვი­ძი­ეთ ამ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, შემ­დეგ და­იწყო ტრე­ნინ­გ­მო­დუ­ლე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა და თარ­გ­მ­ნა.
— რო­გორ მი­ი­ღეს ეს სი­ახ­ლე და აქვთ თუ არა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ენის ცოდ­ნი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კავ­ში­რი?
— სი­ახ­ლე კარ­გად მი­ი­ღეს. ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა ენის ფლო­ბის და­სად­გე­ნად, რომ­ლის შედეგების მი­ხედ­ვი­თაც, გა­და­ნა­წილ­დ­ნენ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩა­სარ­თა­ვად და  ენის შეს­წავ­ლის კურსს იმ სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად გა­დი­ან, რო­მე­ლიც არ არის შეზღუ­დუ­ლი დრო­ის თვალ­საზ­რი­სით და სრულ 6 თვეს მო­ი­ცავს. უნ­და ით­ქ­ვას, რომ მათ ეს სა­ჭი­რო­ე­ბა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვთ, კარ­გად ეს­მით, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ენის კარ­გად ცოდ­ნა ბევ­რად მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს უქ­მ­ნით. ჩვენ ვა­ტა­რებთ ყვე­ლა იმ სა­ჭი­რო და აუცი­ლე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც მათ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს. ვცდი­ლობთ, ხე­ლი შე­ვუწყოთ, რომ იმ სა­ერ­თო გზას გაჰ­ყ­ვ­ნენ, რო­მელ­საც სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ვგეგ­მავთ. ამი­ტო­მაც ვთა­ვა­ზობთ მათ ენის კომ­პე­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბის კონ­კ­რე­ტულ პროგ­რა­მებს, რომ ამ პრო­ცე­სებ­ში სხვებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თონ. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეს ძი­რი­თა­დი პროგ­რა­მა, ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ზეა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაა ის, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი იყ­ვ­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნა მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტი უნ­და გახ­დეს, რა­შიც ჩვენ და­ვეხ­მა­რე­ბით.
— რო­გორ ფიქ­რობთ, ხომ არ შექ­მ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის დე­ფი­ციტს საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და — საგ­ნის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ერ­თი და იმა­ვე სა­განს, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლებ­ში, ერ­თი სპე­ცი­ა­ლო­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­წავ­ლის?
— სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 7500 არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლია (ზუს­ტი ციფ­რი ნაკ­ლე­ბია, რად­გან ერ­თი და იგი­ვე პი­როვ­ნე­ბა ზოგ­ჯერ ას­წავ­ლის რო­გორც სომ­ხურ, ისე რუ­სულ სექ­ტო­რებ­ზე, ან აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და რუ­სულ სექ­ტო­რებ­ზე). რო­ცა დე­ფი­ციტ­ზე ვსა­უბ­რობთ, უფ­რო გა­მოკ­ვე­თი­ლი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­შია. ჩვენ ამ დე­ფი­ცი­ტის შევ­სე­ბა­ზე მი­მარ­თუ­ლი მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბი გვაქვს. მა­გა­ლი­თად, თუ­კი სკო­ლა გა­ნაცხა­დებს, რომ სჭირ­დე­ბა „ქარ­თუ­ლი რო­გორც მე­ო­რე ენის“ მას­წავ­ლე­ბე­ლი ან დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ელი, რომელიც კონ­კურ­სის შე­დე­გად თა­ვად ვერ აიყ­ვა­ნეს, ჩვენ ვაცხა­დებთ კონ­კურსს, ვარ­ჩევთ კადრს, ვამ­ზა­დებთ და ისე ვაგ­ზავ­ნით სკო­ლა­ში. პრობ­ლე­მაა ასე­ვე სა­პენ­სიო ასა­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც, წი­ლობ­რი­ვად, ყვე­ლა­ზე მე­ტი ისევ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ზე მო­დის. ამ დე­ფი­ცი­ტის შევ­სე­ბას ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­ლინ­გ­ვუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბი­თაც ცდი­ლობს. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ბი­ლინ­გ­ვურ მას­წავ­ლებ­ლებს ამ­ზა­დე­ბენ და ე.წ. „4+1“ პროგ­რა­მა ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს.
„4+1“ პროგ­რა­მა გუ­ლის­ხ­მობს ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, პირ­ველ წელს, ქარ­თუ­ლი ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის, ხო­ლო შემ­დ­გო­მი ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­შია სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის  გავ­ლას. შარ­შან იყო პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბა და, დახ­ლო­ე­ბით, 100-მდე კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მათ ჩვენს პროგ­რა­მა­ში ჯერ მხო­ლოდ დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შევ­თა­ვა­ზეთ, მო­მა­ვალ­ში ეს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა კი­დევ უკ­ვე გა­ფარ­თოვ­დე­ბა.
ამ პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­მა ინ­ტე­რე­სით მი­ი­ღეს თა­ვი­სი­ვე რა­ი­ონ­ში და­საქ­მე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რე­გი­ო­ნის ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მხრი­და­ნაც ძა­ლი­ან დი­დია ასე­თი კად­რი­სად­მი მიმ­ღებ­ლო­ბა, სა­ერ­თო ჯამ­ში, ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა. ვვა­რა­უ­დობთ, რომ მო­მა­ვალ წლებ­ში ასეთ ინი­ცი­ა­ტი­ვებ­სა და პრო­ექ­ტებ­ში კი­დევ მე­ტი ახალ­გაზ­რ­და ჩა­ერ­თ­ვე­ბა. თა­ვის­თა­ვად, ჩვენც უფ­რო მე­ტად ვეც­დე­ბით გა­ვა­ჩი­ნოთ ინ­ტე­რე­სი და არ­სე­ბუ­ლი დე­ფი­ცი­ტი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით შე­ვავ­სოთ.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N