გამოდის 1998 წლიდან
2015-02-18
ვი­სურ­ვებ­დი, სწო­რედ ჭეშ­მა­რი­ტი ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი იყოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტი და ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია ლე­რი ხუ­ფე­ნია,
მალ­მეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი

— ლე­რი, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი წლე­ბი?
— მი­ვე­სალ­მე­ბი თქვენს მკითხ­ველს და უღ­რ­მეს მად­ლო­ბას გიხ­დით, რომ მო­მე­ცა თქვენ­თან სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა. ჩე­მი ოჯა­ხი 90-იან წლებ­ში, ასო­ბით ათას ქარ­თ­ველ­თან ერ­თად, იძუ­ლე­ბით გა­ა­სახ­ლეს აფხა­ზე­თი­დან, ამ­გ­ვა­რად, მე და ჩე­მი ძმე­ბი და­ვი­ბა­დეთ და გა­ვი­ზარ­დეთ თბი­ლის­ში. ვსწავ­ლობ­დი 51-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, თუმ­ცა ბო­ლო 4 წე­ლი გა­ვა­ტა­რე სკო­ლა-ლი­ცე­უმ „ენ­კა“-ში, სა­დაც ნამ­დ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მას­წავ­ლიდ­ნენ. სკო­ლა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი  სპორ­ტულ და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, რა­მაც ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე შე­მაჩ­ვია კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბის­კენ სწრაფ­ვას. ვთვლი, რომ ჩე­მი კლა­სი გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო სკო­ლა­ში, რად­გან ყო­ველ­თ­ვის მე­გობ­რუ­ლი ატ­მოს­ფე­რო სუ­ფევ­და და ბავ­შ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო სა­კუ­თა­რი გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით.
2011 წელს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მარ­თალ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვი­რიცხე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შ­ვო­ბი­დან პო­ლი­ტი­კა და ის­ტო­რია მი­ტა­ცებ­და, გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ სწო­რედ სა­მარ­თალ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი მომ­ცემ­და სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ორი წე­ლი­წა­დი, უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო, პრო­დუქ­ტი­უ­ლი და დატ­ვირ­თუ­ლი იყო. მი­მაჩ­ნია, რომ თსუ-ს სა­მარ­თალ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტს უძღ­ვე­ბი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო რან­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და ჩემ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვი და სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან სწავ­ლა. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ახალ­გაზ­რ­დულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩა­ვერ­თე და ამ მხრივ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იყო „ევ­რო­პის იურისტ სტუ­დენ­ტ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა­ში“, ანუ „ელ­სა“-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, ვი­ნა­ი­დან ამ პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ცა­ნი უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი  და შე­მექ­მ­ნა სა­ჭი­რო პი­რო­ბე­ბი, გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი აქ­ტი­უ­რი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ლო­ბის ორი წე­ლი ჩემ­თ­ვის მუ­დამ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. მე­ო­რე მხრივ, თვალ­ნათ­ლივ და­ვი­ნა­ხე ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი და სირ­თუ­ლე­ე­ბი, რომ­ლის წი­ნა­შე უნი­ვერ­სი­ტე­ტი დღე­საც დგას, რაც მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აფერ­ხებს ათა­სო­ბით ახალ­გაზ­რ­დის გან­ვი­თა­რე­ბას.
— რა გზა გა­ი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან შვე­დე­თის სა­მე­ფომ­დე და რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად  ქა­ლა­ქი მალ­მე?
— 2012 წლის მი­წუ­რულს, რამ­დე­ნი­მე ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მოცხად­და „ერას­მუს მუნ­დუ­სის“ სას­წავ­ლო საგ­რან­ტო პროგ­რა­მა, რომ­ლის მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან, ყვე­ლა­ზე მე­ტად მალ­მეს უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და­მა­ინ­ტე­რე­სა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღე და ასე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი მალ­მეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ევ­რო­პის­მ­ცოდ­ნე­ო­ბი­სა და გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი. ცხა­დია, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ მო­მე­ცა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უამ­რა­ვი ახ­ლად და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის გა­ნათ­ლე­ბა­სა და შემ­დ­გო­მი და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას ჰპირ­დე­ბა. ჩე­მი აზ­რით, უმე­ტე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, პირ­ვე­ლი პუნ­ქ­ტი მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ სრულ­დე­ბა, კო­ლო­სა­ლუ­რი სე­მეს­ტ­რუ­ლი გა­და­სა­ხა­დის სა­ნაც­ვ­ლოდ, ხო­ლო გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა. ასე­თი მიდ­გო­მა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­მართ და­უშ­ვე­ბე­ლია და სამ­წუ­ხა­როდ, არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი ცდი­ლო­ბენ უკან­მო­უ­ხე­და­ვად და­ტო­ვონ ქვე­ყა­ნა და უცხო­ეთ­ში გა­იკ­ვა­ლონ პრო­ფე­სი­უ­ლი გზა. ვი­მე­დოვ­ნებ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, მოქ­ნი­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფორ­მა და შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი რო­გორც სა­ხელ­მ­წიფო, ისე კერ­ძო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, პო­ზი­ტი­უ­რად შეც­ვ­ლის ვი­თა­რე­ბას და ახალ­გაზ­რ­დე­ბი ღირ­სე­ულ პი­რო­ბებ­ში მი­ი­ღე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში.
გვი­ამ­ბე მალ­მეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ
— უკა­ნას­კ­ნე­ლი ათ­წ­ლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნებ­მა, მათ შო­რის შვე­დეთ­მა, უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კუთხით. ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი ლუნ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს 100 სა­უ­კე­თე­სო სას­წავ­ლებ­ლის რე­ი­ტინ­გ­ში შე­დის, აგ­რეთ­ვე სტოკ­ჰოლ­მის, გი­ო­ტე­ბო­რი­სა და უპ­სა­ლას უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი. თუმ­ცა ვფიქ­რობ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, მალ­მეს უნი­ვერ­სი­ტე­ტიც აუცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი სას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის.
უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­არ­ს­და 1998 წელს, სკო­ნეს რე­გი­ონ­ში, ქვეყ­ნის უკი­დუ­რეს სამ­ხ­რე­თით. დღეს მი­იჩ­ნე­ვა ყვე­ლა­ზე ინო­ვა­ცი­ურ და ამ­ბი­ცი­ურ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბად სკან­დი­ნა­ვი­ა­ში. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­ის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, ეთ­ნი­კუ­რი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი­სა და მიგ­რა­ცი­ის, მე­დი­ა­ტექ­ნო­ლო­გი­ის სწავ­ლე­ბა­ზე. ამ­ჟა­მად უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 24000 სტუ­დენ­ტი და 12000-მდე აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი ირიცხე­ბა. მო­მა­ვალ წელს სრულ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი სას­წავ­ლო კამ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათას სტუ­დენტს მი­ი­ღებს. პროგ­რე­სი და მუდ­მი­ვი სწრაფ­ვა უკე­თე­სო­ბის­კენ ამ სას­წავ­ლებ­ლის მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია, რაც პირ­და­პირ გა­და­ე­ცე­მა თი­თო­ე­ულ სტუ­დენტს.
ქა­ლა­ქი მალ­მე „ორე­სუნ­დის ხი­დით“ უკავ­შირ­დე­ბა და­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ კო­პენ­ჰა­გენს, ამ­რი­გად მათ შო­რის სა­ვა­ლი მან­ძი­ლი, სულ რა­ღაც, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თია. ეს ფაქ­ტო­რი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს და­ნი­ი­დან სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, პრო­ფე­სო­რე­ბის, სტუ­დენ­ტე­ბი­სა თუ სხვა აკა­დე­მი­უ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას.
მალ­მეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სამ­წ­ლი­ა­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო, ერ­თ­წ­ლი­ა­ნი სა­მა­გის­ტ­რო და ორ­წ­ლი­ა­ნი სა­დოქ­ტო­რო სწავ­ლე­ბაა. ბა­კა­ლავ­რის სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტებს, პო­ლი­ტი­კი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე, სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, პირ­ვე­ლი სას­წავ­ლო წლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ერ­თი სე­მეს­ტ­რი მათ­თ­ვის სა­სურ­ველ პროგ­რა­მა­ზე ის­წავ­ლონ, ხო­ლო მე­ო­რე (მე­ოთხე) სე­მეს­ტ­რი სტა­ჟი­რე­ბას ან საზღ­ვარ­გა­რეთ გაც­ვ­ლით პროგ­რა­მას და­უთ­მონ. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უმაღ­ლე­სი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან, რაც გა­მო­ხა­ტუ­ლია, პირ­ველ რიგ­ში, სტუ­დენ­ტე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში. ისი­ნი დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­ზა­დე­ბი­ან, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად, რა­თა მაქ­სი­მა­ლუ­რად ჯან­სა­ღი და პო­ზი­ტი­უ­რი ატ­მოს­ფე­რო შექ­მ­ნან სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ლექ­ტო­რე­ბი­სა და ახ­ლად შე­ძე­ნი­ლი მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, მარ­ტი­ვად გა­დავ­ლა­ხე სა­ა­დაპ­ტა­ციო პე­რი­ო­დი ახალ გა­რე­მო­ში და რამ­დე­ნი­მე თვე­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი და სტუ­დენ­ტუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­თა­ვე­ებ­თან მო­ვე­ქე­ცი. პრო­ფე­სო­რე­ბი, ყო­ვე­ლი თვის ბო­ლოს, პი­რა­დად მე­სა­უბ­რე­ბი­ან ჩემ მი­ერ ნაჩ­ვე­ნებ პროგ­რეს­ზე და მაძ­ლე­ვენ რჩე­ვებს, თუ რა კომ­პო­ნენ­ტ­ზე უნ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რადღე­ბა. ცხა­დია, ასე­თი მიდ­გო­მა უდი­დეს მო­ტი­ვა­ცი­ას ქმნის. მალ­მეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჩემ­თ­ვის მე­ო­რე სახ­ლად იქ­ცა, რო­მელ­შიც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლო­ბის, რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, პირ­ველ რიგ­ში, ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვსწავ­ლობ. შვე­დეთ­ში ცხოვ­რე­ბა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საკ­მა­ოდ დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. 2011 წლამ­დე, სა­ხელ­მ­წი­ფო­ში არ­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტებს უფა­სო პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზობ­და, თუმ­ცა,  სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­ფორ­მის შე­დე­გად, ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არ­მ­ქო­ნე პირ­თათ­ვის სწავ­ლა ფა­სი­ა­ნი გახ­და. სწავ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბას, რო­გორც წე­სი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი თა­ვად გან­საზღ­ვ­რა­ვენ — აკა­დე­მი­უ­რი წლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 8 000-დან 12000 ევ­რომ­დე მერ­ყე­ობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სას­წავ­ლებ­ლე­ბი წარ­ჩი­ნე­ბულ და მძი­მე ფი­ნან­სუ­რი პი­რო­ბე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტებს სტი­პენ­დი­ა­სა და სრულ და­ფი­ნან­სე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ, გარ­და ამი­სა, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, გა­ი­ცე­მა „Swedish ჳnstitute“-ის სტი­პენ­დი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა კა­ტე­გო­რი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტებ­ზე.
— რამ გა­ნა­პი­რო­ბა არ­ჩე­ვა­ნი და რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი ხარ? რო­გორც ვი­ცი, ამ­ჟა­მად სტა­ჟი­რე­ბას გა­დი­ხარ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში შვე­დე­თის სა­მე­ფო­სა და ფი­ნეთ­ში. გვი­ამ­ბე შე­ნი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ
— რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, „ევ­რო­პის­მ­ცოდ­ნე­ო­ბი­სა და გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის“ ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ვარ. წარ­მა­ტე­ბით გა­ვი­ა­რე სას­წავ­ლო პე­რი­ო­დის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი და ამ­ჟა­მად სტა­ჟი­რე­ბას გავ­დი­ვარ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში შვე­დე­თის სა­მე­ფო­სა და ფი­ნეთ­ში. სტა­ჟი­რე­ბა და­ვიწყე 2015 წლის იან­ვ­რის ბო­ლო­დან. სა­ელ­ჩოს ბა­ტო­ნი კონ­ს­ტან­ტი­ნე ქავ­თა­რა­ძე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს; მი­სი უშუ­ა­ლო სურ­ვი­ლი­თა და მხარ­და­ჭე­რით მო­ვა­ხერ­ხე ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მოხ­ვედ­რა. ჩე­მი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა უცხო­ე­ნო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა და ანა­ლი­ტი­კა, შვე­დე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ბა­ზის შექ­მ­ნაა. ამ­ჟა­მად ქარ­თულ-შვე­დუ­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არ­ქივ­ზე და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა და 1920-იანი წლე­ბით და­თა­რი­ღე­ბულ დო­კუ­მენ­ტებს ვა­ა­ნა­ლი­ზებ. სტა­ჟი­რე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დ­გომ, უნი­ვერ­სი­ტე­ტი შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის სას­წავ­ლო კრე­დი­ტებს მო­მა­ნი­ჭებს. გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს, დავ­წე­რე მცი­რე სა­დიპ­ლო­მო თე­ზი­სი ევ­რო­კავ­ში­რის „რბი­ლი ძა­ლის“ პოლი­ტი­კის შე­სა­ხებ, სა­დაც ფო­კუს­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო მო­ვაქ­ციე. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მალ­მეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კავ­კა­სი­ო­ლო­გი­ის შემ­ს­წავ­ლე­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი არ­სე­ბობს. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ვუ­კავ­შირ­დი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას და ასე გა­ვი­ცა­ნი პრო­ფე­სო­რი რე­ვაზ ჭან­ტუ­რია, რო­მე­ლიც მე­უღ­ლეს­თან, პრო­ფე­სორ კა­რი­ნა ვამ­ლინ­გ­თან ერ­თად, უძღ­ვე­ბა კავ­კა­სი­ო­ლო­გი­ის სწავ­ლე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი კურ­სი სა­ინ­ტე­რე­სოა იმი­თაც, რომ სტუ­დენ­ტებს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს და შე­დე­გად, კურ­ს­ზე სტენ­ფორ­დის, გლაზ­გოს, პრა­ღი­სა და სხვა პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი ირიცხე­ბი­ან.
დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და პო­ლი­ტი­კის შეს­წავ­ლა სკო­ლის ასა­კი­დან­ვე სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დებ­ლად მქონ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი. მახ­სოვს, მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, გარ­და კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა, რე­გუ­ლა­რუ­ლად ვკითხუ­ლობ­დი სხვა­დას­ხ­ვა ქარ­თულ თუ უცხო­ე­ნო­ვან პო­ლიტ­მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბის სტა­ტი­ებს და შემ­დ­გომ, ვცდი­ლობ­დი, აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ჩა­მო­მე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა. 13-15 წლის ასაკ­ში, ფსი­ქო­ლოგ ნა­ნა ჩა­ჩუ­ას მო­წა­ფე გავ­ხ­დი, რო­მე­ლიც კრი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მამ­ზა­დებ­და. ვფიქ­რობ, ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა იქო­ნია ჩემს მენ­ტა­ლურ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე და სწო­რედ მის­გან მი­ვი­ღე სა­მო­მავ­ლო გე­ზი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ, მრა­ვა­ლი მა­ღა­ლი რან­გის ქარ­თ­ვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი მოღ­ვა­წე­ობს, რო­მელ­თა­გან ბევრს ვსწავ­ლობ, თუმ­ცა მჯე­რა, რომ ჩე­მი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უფ­რო პრო­დუქ­ტი­უ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში.
— მალ­მეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ალ­ბათ ძა­ლი­ან ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობ­და. ვინ არი­ან ისი­ნი, მოკ­ლედ მი­ამ­ბე მათ შე­სა­ხებ.
— ქა­ლაქ მალ­მე­ში 300 000-მდე მაცხოვ­რე­ბე­ლია, რომ­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ს სტუ­დენ­ტე­ბი შე­ად­გე­ნენ. მალ­მეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ძალ­ზე ახალ­გაზ­რ­დაა და, სულ რა­ღაც, 16 წლის ის­ტო­რი­ას ით­ვ­ლის. ქა­ლა­ქის ეკო­ნო­მი­კურ ცენ­ტ­რად ქცე­ვა და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბა­ზის და­ფუძ­ნე­ბა 20-25 წლის წინ გა­დაწყ­და, თუმ­ცა ამ მცი­რე დრო­ში აქ რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­მა ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა გა­ი­ა­რა სას­წავ­ლო და პრო­ფე­სი­უ­ლი პრაქ­ტი­კა. ისი­ნი, დღეს, აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი ში­და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­სა თუ კულ­ტუ­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ქა­ლაქ მალ­მეს ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ფი­გუ­რა ფეხ­ბურ­თე­ლი ზლა­ტან იბ­რა­ჰო­მო­ვი­ჩია, რო­მე­ლიც, ამავ­დ­რო­უ­ლად, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი­ცაა. ხში­რად ვსტუმ­რობ მის მშობ­ლი­ურ რა­ი­ონს და პი­რა­დად ვე­სა­უბ­რე­ბი მის ნაც­ნო­ბებს; აგ­რეთ­ვე ცნო­ბი­ლი მალ­მო­ე­ლია პი­ერ ალ­ბინ ჰან­სე­ნი, რო­მე­ლიც აქ და­ი­ბა­და და 40-იან წლებ­ში შვე­დე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რი იყო; ხო­ლო თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­ში მა­იკლ დამ­ბერგს გა­მოვ­ყოფ­დი, რო­მე­ლიც შვე­დე­თის სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის სა­პარ­ლა­მენ­ტო ლი­დე­რი და მალ­მეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერ­თი უდი­დე­სი მხარ­დამ­ჭე­რია. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ სას­წავ­ლე­ბელს, მო­მა­ვალ­ში გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ცნო­ბი­ლი და ღირ­სე­უ­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ეყო­ლე­ბა, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით.
— გვი­ამ­ბე სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, რა პი­რო­ბებს სთა­ვა­ზობს მალ­მეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­ტი­ვი­რე­ბულ სტუ­დენ­ტებს გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის?
— მალ­მეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ნამ­დ­ვი­ლად გა­მორ­ჩე­უ­ლია მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რე­ბი­სა და გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბის სიმ­რავ­ლით. დღე­ი­სათ­ვის მალ­მეს, და­ახ­ლო­ე­ბით, 240 პარ­ტ­ნი­ო­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჰყავს, სა­ი­და­ნაც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ჩა­მო­დი­ან სტუ­დენ­ტე­ბი და პრო­ფე­სო­რე­ბი. გარ­და ამი­სა, სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში დიდ როლს თა­მა­შობს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „ჲფ მalmo“, ანუ დიპ­ლო­მატ სტუ­დენ­ტ­თა ასო­ცი­ა­ცია მალ­მე­ში. 2013-2014 სას­წავ­ლო წლებ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გამ­გე­ო­ბის წევ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი, რაც პირ­და­პირ მა­ვალ­დე­ბუ­ლებ­და სხვა­დას­ხ­ვა ლექ­ტო­რე­ბი­სა და ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მოწ­ვე­ვას. ჩე­მი გუნ­დის დახ­მა­რე­ბით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ჯა­რო ლექ­ცი­ე­ბი გა­მარ­თეს: შვე­დე­თის სა­გა­რეო მი­ნის­ტ­რ­მა კარლ ბილ­დ­ტ­მა, ნორ­ვე­გი­ელ­მა სო­ცი­ო­ლოგ­მა და კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის შემ­ს­წავ­ლე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, დოქ­ტორ იოჰან გალ­თუნ­გ­მა, უპ­სა­ლას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა იოაკიმ კრო­ით­ზ­მა, დერ­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა კრის­ტინ ონემ, შვე­დე­თის მო­დე­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ერთ-ერ­თ­მა ლი­დერ­მა ანა კინ­ბერ­გ­მა და სხვ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გამ­გე­ო­ბამ გა­დაწყ­ვი­ტა 15-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფის თბი­ლის­ში გაგ­ზავ­ნა. სას­წავ­ლო ვი­ზი­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ისი­ნი ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტებს შეხ­ვ­დე­ბი­ან და გა­ეც­ნო­ბი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სას­წავ­ლო ვი­ზიტს სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ვუ­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ. გარ­და ამი­სა, დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას. გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში, მქონ­და პა­ტი­ვი, ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სტოკ­ჰოლ­მ­ში გა­მარ­თუ­ლი გა­ე­როს ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ასამ­ბ­ლე­ის წევ­რი, სა­დაც, შვე­დე­თის 27 უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს შო­რის, მალ­მეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი წარ­ვად­გი­ნე. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, და­ვეს­წა­რი შვე­დე­თის სა­მე­ფო­ში აშშ-ს ელ­ჩის მარკ ბრზე­ზინ­ს­კის, სტოკ­ჰოლ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის ას­ტ­რიდ სო­დერ­ბერგ ვი­დინ­გი­სა და სხვე­ბის ლექ­ცი­ებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მსგავ­სი პრო­ექ­ტით, გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ დრეზ­დენ­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე, სა­დაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს ვი­ცავ­დი და მქონ­და პა­ტი­ვი შევ­ხ­ვედ­რო­დი გერ­მა­ნი­ის ელჩს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, ჰა­რალდ ბრა­უნს და საქ­სო­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს მა­ტი­ას. შემ­დეგ ქემ­ბ­რი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტი იყო, სა­დაც აგ­რეთ­ვე ბევრ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წეს შევ­ხ­ვ­დი. მალ­მეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყვე­ლა პი­რო­ბას ქმნის მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა არა მხო­ლოდ ში­და­სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო იდი­ლი­ით, არა­მედ რე­გუ­ლა­რუ­ლი გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი­თა და სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში მოღ­ვა­წე პრო­ფე­სო­ნა­ლე­ბის­გან გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით.
— რა რო­ლი უჭი­რავს შვე­დეთ­ში სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს?
— ყვე­ლას­თ­ვის კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი, რა­ო­დენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ევ­რო­პუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის  და მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­მარ­თ­ვის სა­კითხი. ამ კუთხით, შვე­დეთ­ში არ­სე­ბუ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­მა­გა­ლი­თოა, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ში­და ბი­უ­ჯე­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილს სწო­რედ ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბა­სა და მათ კე­თილ­მოწყო­ბას ახ­მარს. მალ­მეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მთლი­ა­ნო­ბა­ში, 8 სას­წავ­ლო ნა­გე­ბო­ბას მო­ი­ცავს და თი­თო­ე­ულ მათ­გან­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სწო­რედ ბიბ­ლი­ო­თე­კას და კვლე­ვით სივ­რ­ცეს ეთ­მო­ბა. ყვე­ლა­ზე დი­დი ბიბ­ლი­ო­თე­კა 5 სარ­თუ­ლის­გან შედ­გე­ბა და გა­მორ­ჩე­უ­ლია სა­კუ­თა­რი მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი სტი­ლით. სა­ერ­თო ჯამ­ში, აქ გან­თავ­სე­ბუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 1200-მდე კომ­პი­უ­ტე­რი, რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი უზარ­მა­ზა­რი თა­რო სხვა­დას­ხ­ვა ენა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რით, სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნე­ბი და და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ნი­კა, რაც შე­იძ­ლე­ბა სტუ­დენტს მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში დას­ჭირ­დეს. ერ­თი სარ­თუ­ლი მთლი­ა­ნად ეთ­მო­ბა „წყნარ სივ­რ­ცეს“, სა­დაც მშვი­დად შეძ­ლებთ მუ­შა­ო­ბას და პრი­ვა­ტულ ოთა­ხებს, რო­მელ­თა და­ჯავ­შ­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­გიძ­ლი­ათ რამ­დე­ნი­მე დღე გა­ა­ტა­როთ სა­კუ­თა­რი კომ­პი­უ­ტე­რი­სა და კუთხე­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ყა­ვის აპა­რა­ტის გა­რე­მოც­ვა­ში. ყო­ფი­ლა შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დე­ბის პე­რი­ოდ­ში ასეთ ოთახ­ში გა­მი­თე­ნე­ბია ღა­მე­ე­ბი. ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შექ­მ­ნი­ლი სა­მუ­შაო ატ­მოს­ფე­რო პო­ზი­ტი­ურ მუხტს ქმნის თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტის­თ­ვის და ცხა­დია, ამ ყვე­ლა­ფერ­ში უმ­თავ­რეს როლს უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­მარ­თუ­ლი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა ას­რუ­ლებს. მათ კარ­გად ეს­მით, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია დის­კომ­ფორ­ტის პი­რო­ბებ­ში და ღირ­სე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბის გა­რე­შე, აღ­ზარ­დო ძლი­ე­რი თა­ო­ბა.
— რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით?
 — სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის ავ­კარ­გი­ა­ნო­ბა და მა­თი შე­და­რე­ბა ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან ის თე­მაა, რო­მელ­ზეც უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა მსჯე­ლო­ბა. შე­ვეც­დე­ბი, ვი­სა­უბ­რო ევ­რო­პუ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბის მთა­ვარ ფაქ­ტო­რებ­ზე, რო­მელ­თა ინ­ტეგ­რი­რე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეტა­პობ­რი­ვად უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში გა­ნათ­ლე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბაა და სა­ხელ­მ­წი­ფო, თა­ვის მხრივ, ამას უზ­რუნ­ველ­ყოფს უფა­სო ან შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­თა და სტი­პენ­დი­ე­ბით. ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ერ­თი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა მო­ი­ცავს, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი­დან უმაღ­ლეს სა­ფე­ხუ­რამ­დე, მო­ქა­ლა­ქე­თა ნორ­მა­ლი­ზე­ბულ სას­წავ­ლო პრო­ცესს და, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს ფი­ნან­სუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი თუ სხვა ბა­რი­ე­რი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რ­დას შე­უზღუ­დავს ან წა­არ­თ­მევს სწავ­ლის უფ­ლე­ბას. მა­გა­ლი­თად, ფი­ნეთ­ში დაწყე­ბი­თი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, გარ­და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სა, აუცი­ლე­ბე­ლი მოთხოვ­ნაა დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის ფლო­ბა და ზოგ­ჯერ — ფსი­ქო­ლო­გი­ის სა­ფუძ­ვ­ლებ­ში კურ­სე­ბის გავ­ლაც. სკან­დი­ნა­ვი­ა­ში, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს მა­ღალ კლა­სე­ბამ­დე ნიშ­ნე­ბით არ აფა­სე­ბენ, ვი­ნა­ი­დან უპი­რა­ტე­სო­ბას მათ მი­ერ ნაჩ­ვე­ნებ პროგ­რეს­ზე სა­უ­ბარს და პი­რად რჩე­ვებს ანი­ჭე­ბენ. და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სის მოს­წავ­ლემ კარ­გად იცის, რომ მას აქვს არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბას,  პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში საქ­მი­ა­ნო­ბა­სა თუ სხვა სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბას შო­რის. მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს. ისი­ნი პრაქ­ტი­კა­ში ამარ­თ­ლე­ბენ ჩვენ­თ­ვის ცნო­ბილ გა­მო­ნათ­ქ­ვამს, რომ ადა­მი­ა­ნი სი­ბე­რემ­დე სწავ­ლობს და მარ­თ­ლაც, ევ­რო­პე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დე­ბელ­ნი არი­ან დრო­ის მენ­ჯ­მენ­ტ­სა და პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ში. მჯე­რა, რომ ევ­რო­პულ პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბა, უმ­თავ­რე­სად, მო­ითხოვს ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბა­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო მიდ­გო­მის შეც­ვ­ლას. პირ­ველ რიგ­ში, უნ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სა­ხელ­მ­წი­ფო სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბი­ან გან­ვი­თა­რე­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ე­ბის შე­ნე­ბა­ზე. გა­ნათ­ლე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტე­ტად უნ­და იქ­ცეს, რა­თა კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი და კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე თა­ო­ბა აღი­ზარ­დოს. სწავ­ლი­სად­მი ევ­რო­პე­ლე­ბის მიდ­გო­მას, კარ­გად აღ­წერს ვიქ­ტორ ჰი­უ­გოს გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი — „ის, ვინც აღებს სას­წავ­ლებ­ლის კარს, ხუ­რავს ცი­ხი­სას“. სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც, მა­ღა­ლი დო­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ე­ბის შექ­მ­ნამ უდი­დე­სი რო­ლი ითა­მა­შა ამ ქვეყ­ნებ­ში კრი­მი­ნა­ლის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნა­ში, ეკო­ნო­მი­კის აყ­ვა­ვე­ბა­ში, და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მ­ნა­ში, ეკო­ლო­გი­უ­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა სო­ლი­და­რუ­ლი თა­ნაცხოვ­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ვი­სურ­ვებ­დი, რომ სწო­რედ ჭეშ­მა­რი­ტი ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი იყოს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტი და ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი.
— გაქვს თუ არა, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა?
— ევ­რო­პე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის დი­დი ნა­წი­ლი, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ობს და ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ეჩ­ვე­ვა და­მო­უ­კი­დე­ბელ შრო­მას. შვე­დე­თის მთავ­რო­ბას შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­საქ­მე­ბის სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც ნი­ჭი­ერ სტუ­დენ­ტებს სა­ნა­ხევ­რო გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს და მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს უმუ­შე­ვა­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბის რიცხვს, რაც დღე­ი­სათ­ვის ევ­რო­კავ­ში­რის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს. „ერას­მუს მუნ­დუ­სის“ საგ­რან­ტო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, არ მაქვს უფ­ლე­ბა, ვი­მუ­შაო ანაზღა­უ­რე­ბით და,  ამავ­დ­რო­უ­ლად, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ვაჩ­ვე­ნო მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უმე­ტეს­წი­ლად, სწავ­ლა­ზე ვარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ამ­ჟა­მად სტა­ჟი­რე­ბას გავ­დი­ვარ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრო­ფე­სი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ღებ. ჩარ­თუ­ლი ვარ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით პრო­ცე­სებ­ში პრო­ფე­სო­რებ­თან ერ­თად და ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ ად­გი­ლობ­რი­ვი სტუ­დენ­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ერთ-ერთ დე­პარ­ტა­მენტს. აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობ საზღ­ვარ­გა­რეთ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­სა და სე­მი­ნა­რებ­ში, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით შე­ვი­ძი­ნე მე­გობ­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი.
— რო­გო­რია შვე­დუ­რი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა, სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? რო­გორ ცხოვ­რო­ბენ შვე­დი ახალ­გაზ­რ­დე­ბი?
— „ერას­მუს მუნ­დუ­სის“ პროგ­რა­მით, ჩემ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტი ჩა­მო­ვი­და. მათ­თან ახ­ლო მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს და, ძი­რი­თა­დად, თა­ვი­სუ­ფალ დროს ერ­თად ვა­ტა­რებთ. მალ­მე ინ­ტერ­კულ­ტუ­რა­ლუ­რი ქა­ლა­ქია. აქ მარ­ტი­ვად იპო­ვით ყვე­ლა გე­მოვ­ნე­ბის­თ­ვის შე­სა­ფე­რის კა­ფე-ბარს, რეს­ტო­რანს, მუ­ზე­უმს. თუ აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის სტილს ირ­ჩევთ, შე­გიძ­ლი­ათ ეს­ტუმ­როდ სა­ოც­რად მოვ­ლილ სკვე­რებ­სა და სა­ვარ­ჯი­შო მო­ედ­ნებს ღია ცის ქვეშ. შვე­დე­ბი ჯან­სა­ღი, დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი და საქ­მი­ა­ნი ხალ­ხია. ყო­ვე­ლი სა­მუ­შაო დი­ლა 6 სა­ათ­ზე იწყე­ბა, რაც სა­უ­კე­თე­სო მიდ­გო­მაა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი შრო­მის­თ­ვის. მა­თი უმე­ტე­სო­ბა ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლია და მკაც­რად იცავს სხვა­დას­ხ­ვა კვე­ბით დი­ე­ტას, რად­გან სჯე­რათ, რომ სხე­უ­ლის სი­ჯან­სა­ღე პირ­და­პირ კავ­შირ­შია ადა­მი­ა­ნის შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას­თან.
მეც ვცდი­ლობ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ვი­თა­ვი­სო მა­თი ცხოვ­რე­ბის წე­სი და ყო­ვე­ლი დღე სწო­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან დავ­გეგ­მო. ვი­რიცხე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დ­ში და, პე­რი­ო­დუ­ლად, ვსტუმ­რობ სპორ­ტ­დარ­ბაზ­საც. მალ­მე­ში სა­მუ­შაო დღე­ე­ბი მშვი­დად და ერ­თ­ფე­როვ­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ხან­და­ხან მო­საწყე­ნიც ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით შვე­დუ­რი ზამ­თ­რის პი­რო­ბებ­ში, თუმ­ცა პარ­ას­კევ­სა და შა­ბათს მი­ღე­ბუ­ლი გან­ტ­ვირ­თ­ვა სრუ­ლად ანაზღა­უ­რებს მძი­მე სა­მუ­შაო კვი­რას. მეც, ისე­ვე რო­გორც და­ნარ­ჩე­ნი შვე­დი თუ სხვა ეროვ­ნე­ბის ახალ­გაზ­რ­დე­ბი, ვსტუმ­რობ პა­ბებს, ვპა­ტი­ჟებ მე­გობ­რებს ჩემს საცხოვ­რე­ბელ­ში და ვაწყობ მცი­რე წვე­უ­ლე­ბებს. ევ­რო­პა­ში სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა ზო­მი­ე­რად დატ­ვირ­თუ­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა.
— რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს? მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას?
— წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ზე ნაკ­ლე­ბი მა­შო­რებს ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მო­პო­ვე­ბას. დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, რამ­დე­ნი­მე წე­ლი კვლავ საზღ­ვარ­გა­რეთ გან­ვაგ­რ­ძო სწავ­ლა მა­გის­ტ­რი­სა და დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მო­სა­პო­ვებ­ლად, თუმ­ცა, დღე­ი­სათ­ვის, და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, ად­რე თუ გვი­ან, აუცი­ლებ­ლად დავ­ბ­რუნ­დე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და დავ­მ­კ­ვიდ­რ­დე­ბი, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. ცხა­დია, უცხო­ეთ­ში გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი და სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე კად­რი მზად არის და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ქარ­თუ­ლი შრო­მის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი. ასეთი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის უნ­და შე­იქ­მ­ნას კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო, რა­თა საზღ­ვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე­ო­ბას სამ­შობ­ლო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა არ­ჩი­ონ. მე­ო­რე მხრივ, არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც სა­მუ­შაო ად­გი­ლებს ევ­რო­პი­დან მოწ­ვე­უ­ლი ქარ­თ­ვე­ლი თუ უცხო­ე­ლი არაკ­ვა­ლი­ფი­ცუ­რი კად­რე­ბით ავ­სე­ბენ, რაც სა­ზი­ა­ნოა ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თ­ვის. ამ­გ­ვარ­მა ქა­ო­ტურ­მა მიდ­გო­მამ და დამ­საქ­მე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის არას­წორ­მა ჰR სტრა­ტე­გი­ამ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე საზღ­ვარ­გა­რეთ მყო­ფი ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ ფე­ნად გა­ნი­ხი­ლე­ბი­ან. ცხა­დია, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ის, რომ მცი­რე­რიცხო­ვან ერ­ში ბევ­რი საზღ­ვარ­გა­რეთ ნას­წავ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, თუმ­ცა ეს ფაქ­ტი არ უნ­და აკ­ნი­ნებ­დეს ად­გი­ლობ­რი­ვი სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და არ უნ­და არ­ღ­ვევ­დეს თა­ნა­ბა­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის პრინ­ციპს. პრო­ტექ­ცია და მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბა ვერ იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. უცხო­ეთ­ში გამ­გ­ზავ­რე­ბის სურ­ვი­ლი არ უნ­და ვაქ­ცი­ოთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი მა­რა­გის გა­დი­ნე­ბის პრობ­ლე­მად, რო­მე­ლიც მწვა­ვედ შე­ე­ხო ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებს (ეს­პა­ნეთს, სა­ბერ­ძ­ნეთს და ა.შ.), ამი­ტომ სა­ჭი­როა ვებ­რ­ძო­ლოთ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­მომ­წ­ვევ მი­ზე­ზებს და არა შე­დეგს.
ჩემ­თ­ვის სა­სი­ხა­რუ­ლოა, რო­დე­საც ვხე­დავ უცხო­ეთ­ში მყოფ ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თ­ვის ათა­სო­ბით კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბი­თაც წარ­მა­ტე­ბით იღ­ვ­წი­ან. მა­გა­ლი­თად, გა­სულ ზაფხულს, სტა­ჟი­რე­ბა გა­ვი­ა­რე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს ევ­რო­პულ საქ­მე­თა დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში, პრო­ექტ „თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს“ ფარ­გ­ლებ­ში, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე სტუ­დენ­ტ­მა ნი­ნო შა­რა­ში­ძემ, დი­ას­პო­რის სა­კითხებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რის აპა­რა­ტის თა­ნად­გო­მით, მო­ა­ხერ­ხა. ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა მხო­ლოდ ორ­მ­ხ­რი­ვი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ერ­თი მხრივ, სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და იტ­ვირ­თოს მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და ახალ­გაზ­რ­დებს შე­სა­ბა­მი­სი სას­წავ­ლო და სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი შე­უქ­მ­ნას, ხო­ლო სტუ­დენ­ტებ­მა „იდე­ე­ბის გე­ნე­რა­ტო­რის“ რო­ლი უნ­და შე­ას­რუ­ლონ და პრო­ტეს­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით ჩა­ა­ნაც­ვ­ლონ. დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტ ქარ­თ­ველ ახალ­გაზ­რ­დას შევ­ხ­ვ­დე, მო­ვის­მი­ნო მა­თი აზ­რი და გა­ვუ­ზი­ა­რო სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე.
— რას ურ­ჩევ იმ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ.
— ნე­ბის­მი­ე­რი ევ­რო­პუ­ლი თუ ამე­რი­კუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე ელი­ტა­რუ­ლიც კი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად გა­მო­ყოფს გარ­კ­ვე­ულ კვო­ტას ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­დე­ბის მი­სა­ღე­ბად. მათ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სტი­პენ­დი­ე­ბი­თა თუ მოქ­ნი­ლი გა­დახ­დის სის­ტე­მე­ბით. ვფიქ­რობ, ახალ­გაზ­რ­და ადა­მი­ან­მა სას­კო­ლო ასა­კი­დან უნ­და და­იწყოს უცხო­ურ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბა და წი­ნას­წარ აირ­ჩი­ოს და­ფი­ნან­სე­ბის წყა­როც. ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან შვე­დეთ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბით, ვურ­ჩევ ეწ­ვი­ონ „Swedish ჳnstitute“-ის ვებ­გ­ვერდს: https://eng.si.se/, სა­დაც ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღე­ბენ სტი­პენ­დი­ის ოდე­ნო­ბის, კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბი­სა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­სა­ღე­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ. თი­თო­ე­ულ ახალ­გაზ­რ­დას ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას და წინ­ს­ვ­ლას სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სა­სი­კე­თოდ.
— და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, ალ­ბათ მეტს და ღრმად ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს, რო­გო­რე­ბიც ვართ, თუ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს? რა მოგ­ცა ევ­რო­პამ, შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი?
— ჩემ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გან­შო­რე­ბამ და დის­ტან­ცი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მო­ნატ­რე­ბის გრძნო­ბა გა­მიღ­ვი­ვა სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის, მე­გობ­რე­ბი­სა და ყო­ველ­დღი­უ­რი ქარ­თუ­ლი ყო­ფის მი­მართ. მრა­ვალ უცხო­ელ კო­ლე­გა­სა თუ პრო­ფე­სორს ვე­სა­უბ­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს დღე­ვან­დელ პო­ლი­ტი­კურ და სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, ვი­ღებ მათ­გან რჩე­ვებს და ვუ­ზი­ა­რებ სა­კუ­თარ შე­ხე­დუ­ლე­ბას სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ უკა­ნას­კ­ნელ ათ­წ­ლე­ულ­ში გან­ვ­ლი­ლი გზის შე­სა­ხებ. შვე­დეთ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­მა და­მა­ნა­ხა, რომ სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი არც დრო­ით იზო­მე­ბა და არც მან­ძი­ლით, არა­მედ საქ­მით. ვფიქ­რობ, კითხ­ვა­ზე, რა არის ევ­რო­პა და რა წარ­მო­ად­გენს ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლოს, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ევ­რო­პის­მ­ცოდ­ნეც ვერ მოგ­ცემთ ამომ­წუ­რავ პა­სუხს, თუმ­ცა უსას­რუ­ლოდ შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო იმ და­დე­ბით მუხ­ტ­ზე და გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც აქ ყოფ­ნი­სას სულ მოკ­ლე დრო­ში მი­ვი­ღე. შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქონ­და, პი­რა­დად მე­სა­უბ­რა ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პის იდე­ის მხარ­დამ­ჭე­რებ­თან და, მე­ო­რე მხრივ, ევ­როს­კეპ­ტი­კო­სებ­თა­ნაც. სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვი­ხი­ლე ადა­მი­ა­ნუ­რი სი­სუს­ტე­ე­ბი, რო­მე­ლიც ამ ზღაპ­რულ კონ­ტი­ნენტს და სა­ხელ­მ­წი­ფო­თა პო­ლი­ტი­კურ კავ­შირს ახა­სი­ა­თებს, მაგ­რამ ყო­ველ­გ­ვა­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა და აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად თა­ვი­სუ­ფალ, ამაყ და სო­ლი­და­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბად რჩე­ბი­ან. ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ გა­ა­კე­თა ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი ევ­რო­პის სა­სარ­გებ­ლოდ, რო­მე­ლიც არ ეკუთ­ვ­ნის არ­ც ერთ სა­ხელ­მ­წი­ფო მმარ­თ­ველ­სა თუ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, არა­მედ მთლი­ა­ნად ქარ­თ­ველ ერს. სწო­რედ ქარ­თ­ვე­ლი ერის და გა­მორ­ჩე­უ­ლად კი ახალ­გაზ­რ­დე­ბის ხელ­შია გა­სა­ღე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი, გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კე­თილ­დღე­ო­ბის­კენ, რომ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვა­საც გვთა­ვა­ზობს ევ­რო­კავ­ში­რის ღირ­სე­უ­ლი წევ­რო­ბა. ცხა­დია, ჩვენ უნ­და შევ­ც­ვა­ლოთ არ­სე­ბუ­ლი მიდ­გო­მა გარ­კ­ვე­ულ სა­კითხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და და­ვიბ­რუ­ნოთ ჭეშ­მა­რი­ტი ქარ­თუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი, ვი­ნა­ი­დან ტო­ლე­რან­ტო­ბა, კე­თილ­მე­ზობ­ლო­ბა, ერ­თი­ა­ნი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა და ტრა­დი­ცი­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი თვი­სე­ბე­ბია, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით ხელ­ჰ­ყ­ვეს და და­ა­მა­ხინ­ჯეს გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში.
სა­უბ­რის და­სას­რულს, კი­დევ ერ­თხელ მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა ინ­ტერ­ვი­უს­თ­ვის და იმ სა­სი­კე­თო საქ­მის­თ­ვის, რო­მელ­საც გა­ზე­თი „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“ უცხო­ეთ­ში მყო­ფი ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­ფა­სე­ბით ეწე­ვა. გი­სურ­ვებთ ბევრ წარ­მა­ტე­ბულ და სა­ინ­ტე­რე­სო რეს­პო­დენ­ტ­სა და მკითხ­ველს!


ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N