გამოდის 1998 წლიდან
2015-02-18
წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა თან­მ­ხ­ლე­ბი ხარ­ვე­ზე­ბის ფონ­ზე

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, პირ­ვე­ლი­დან მე­ოთხე კლა­სის ჩათ­ვ­ლით, მოს­წავ­ლე­ებ­მა კვი­რა­ში ერ­თი სა­ა­თი სხვა­დას­ხ­ვა ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვას უნ­და და­უთ­მონ. მო­ზარ­დე­ბი სა­კითხა­ვი მა­სა­ლის არ­ჩე­ვან­ში შეზღუ­დუ­ლე­ბი არ არი­ან — მათ შე­უძ­ლი­ათ რო­გორც ქარ­თ­ვე­ლი, ასე­ვე უცხო­ე­ლი მწერ­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი წა­ი­კითხონ. სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცია­ტი­ვა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე შემ­დე­გი მე­თო­დე­ბით: კითხ­ვის ტექ­ნი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბა; წა­კითხუ­ლის გან­ხილ­ვა-გა­აზ­რე­ბა; მსჯე­ლო­ბის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა; პრე­ზენ­ტა­ცი­ის და შე­მოქ­მედ­ები­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ა.შ. რო­გორც ყვე­ლა სი­ახ­ლის და­ნერ­გ­ვას, „კითხ­ვის სა­ა­თის“ შე­მო­ღე­ბა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა მოჰ­ყ­ვა. ნა­წი­ლი ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას და­დე­ბი­თად აფა­სებს, სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ ამ სი­ახ­ლის და­ნერ­გ­ვა შეც­დო­მაა, პრო­ექ­ტი სა­პი­ლო­ტედ რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში უნ­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო და მხო­ლოდ გა­მარ­თ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მო­ეც­ვა ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა. ერთ-ერთ პრობ­ლე­მად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გე­ბის მო­ძებ­ნაც სა­ხელ­დე­ბა და თუ „კითხ­ვის სა­ათს“ სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი პე­და­გო­გი არ გა­უძღ­ვე­ბა, შე­იძ­ლე­ბა უკუ­შე­დე­გიც მი­ვი­ღოთ. სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ექ­ს­პერ­ტი თა­მარ ჯა­ყე­ლი ასე პა­სუ­ხობს:
„თა­ნა­მედ­რო­ვე ყო­ფას თუ გა­დავ­ხე­დავთ, თი­თო­ე­უ­ლი ინ­დი­ვი­დი, ამ სა­ყო­ველ­თაო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეპო­ქა­ში, სრუ­ლი­ად იზო­ლი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ვი­ცი, რომ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ოჯახ­ში შვი­ლებს, შვი­ლიშ­ვი­ლებს ზღაპ­რებს, ლე­გენ­დებს, ოჯა­ხურ ამ­ბებს უყ­ვე­ბოდ­ნენ — ეს კულ­ტუ­რა, ზო­გა­დად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბობ­და და საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რად. „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ზე­პი­რად გა­და­დი­ო­და თა­ო­ბი­დან თა­ო­ბა­ზე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვებს ეს აკ­ლია — შე­საძ­ლოა, ეს ეპო­ქამ მო­ი­ტა­ნა, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შ­ვის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს გა­ღა­რი­ბე­ბას იწ­ვევს. წიგ­ნის კითხ­ვის პრო­ცე­სი ბავშვს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აღ­მო­ა­ჩი­ნოს, გა­ამ­დიდ­როს თა­ვი­სი ემო­ცი­უ­რი და სა­აზ­როვ­ნო სამ­ყა­რო. წიგ­ნის სამ­ყა­რო გა­ა­ერ­თი­ა­ნებს და გა­ამ­დიდ­რებს მის ცნო­ბი­ე­რე­ბას.
„კითხ­ვის სა­ათს“ შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ — მოს­წავ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა წიგ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით. კლა­სი­კუ­რი ზღაპ­რე­ბი, იქ­ნე­ბა ეს ან­დერ­სე­ნი, შარლ პე­რო თუ ძმე­ბი გრი­მე­ბი, ძა­ლი­ან მდი­და­რია სი­უ­ჟე­ტე­ბით, რო­მელ­თა გაც­ნო­ბა ბავშვს და­ა­ნა­ხებს სა­კუ­თარ გან­ც­დებს, ფიქ­რებს და  გა­უმ­დიდ­რებს გა­მოც­დი­ლე­ბას. მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და შეე­ცა­დოს ეს დრო ბავ­შ­ვის­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სად აქ­ცი­ოს. სა­სურ­ვე­ლია, სკო­ლამ შე­არ­ჩი­ოს გა­რე­მო, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი მყუდ­როდ იგ­რ­ძ­ნო­ბენ თავს და სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, თა­ვი­სუფ­ლად ისა­უბ­რონ სა­კუ­თარ აზ­რებ­სა და გან­ც­დებ­ზე, ეს აუცი­ლე­ბელ პი­რო­ბად უნ­და იქ­ცეს.
მე­ო­რე, რა­საც უნ­და მი­აქ­ცი­ოს ყუ­რადღე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­მა, არის ის, თუ რა ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ ბავ­შ­ვებს  — თუ ისე­თი ოჯა­ხი­დან მო­დი­ან, სა­დაც წიგ­ნებს არას­დ­როს უკითხა­ვენ, მა­შინ მათ გარ­კ­ვე­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტი­პის ზღაპ­რე­ბის ან ტექ­ს­ტე­ბის გა­გე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბათ. ამი­ტომ წა­სა­კითხი ტექ­ს­ტე­ბი სირ­თუ­ლი­სა თუ სი­მარ­ტი­ვის მი­ხედ­ვით უნ­და შე­არ­ჩი­ონ, რომ­ლე­ბიც მათ გა­მოც­დი­ლე­ბას და­უ­კავ­შირ­დე­ბა. თუ მოს­წავ­ლეს უჭირს იმის აღ­ქ­მა, რა­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი უკითხავს, პე­და­გოგ­მა უნ­და აიღოს უფ­რო პა­ტა­რა მო­ცუ­ლო­ბის და იოლად აღ­საქ­მე­ლი, მარ­ტი­ვი ენით და­წე­რი­ლი ტექ­ს­ტე­ბი თუ წიგ­ნე­ბი. ბავ­შ­ვი აუცი­ლებ­ლად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, თუ­კი წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტი რა­ღა­ცით ეპა­სუ­ხე­ბა მის გა­მოც­დი­ლე­ბას. დამ­რი­გე­ბელს, რო­მელ­საც თა­ვი­სი სა­დამ­რი­გებ­ლო პროგ­რა­მა აქვს, აუცი­ლებ­ლად უნ­და ჰქონ­დეს წარ­მოდ­გე­ნა, რო­მელ ბავშვს რა აინ­ტე­რე­სებს, რა აფიქ­რებს და წა­სა­კითხი ტექ­ს­ტიც შე­იძ­ლე­ბა, სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩი­ოს. შე­საძ­ლოა ზო­გი­ერთ მოს­წავ­ლეს შე­მეც­ნე­ბი­თი სა­კითხე­ბი მე­ტად აინ­ტე­რე­სებ­დეს, ვთქვათ სამ­ყა­რო­ზე, ცხო­ვე­ლებ­ზე და ა.შ., სხვას კი — ზღაპ­რუ­ლი სამ­ყა­რო. კითხ­ვის პრო­ცესს აუცი­ლე­ბე­ლად უნ­და მოჰ­ყ­ვეს მსჯე­ლო­ბა, სა­უ­ბა­რი — წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა. მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ უნ­და შე­იზღუ­დონ და არ უნ­და იფიქ­რონ, რომ ეს მხო­ლოდ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სია, „კითხ­ვის სა­ა­თი“ უფ­რო მე­ტად სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოდ უნ­და აქ­ცი­ონ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, შე­იყ­ვა­ნონ ისი­ნი წიგ­ნის ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში და, რაც მთა­ვა­რია, თა­ვად აღ­მო­ა­ჩე­ნი­ნონ ბევრ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი, აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნონ, რომ ისი­ნი მარ­ტო არ არი­ან თა­ვი­ანთ გან­ც­დებ­თან ერ­თად, შე­იძ­ლე­ბა ეს სხვა­საც გა­ნუც­დია.
უნ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ უფ­რო ოჯა­ხუ­რი გა­რე­მო — დე­დე­ბი, მა­მე­ბი, ბე­ბი­ე­ბი და ბა­ბუ­ე­ბი რომ უკითხავ­დ­ნენ წიგ­ნებს ბავ­შ­ვებს. მათ ტრე­ნინ­გებს არა­ვინ უტა­რებ­და, რო­გორ წა­ე­კითხათ, ეს ბუ­ნებ­რი­ვი გა­მამ­დიდ­რე­ბე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო თა­ო­ბებს შო­რის. ასე­თი კუთხით შევ­ხე­დოთ „კითხ­ვის სა­ათ­საც“და კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­მე­ო­რებ — არ ვაქ­ცი­ოთ ეს პრო­ცე­სი სა­გაკ­ვე­თი­ლო აქ­ტი­ვო­ბად. სა­სურ­ვე­ლია, წიგ­ნის არ­ჩე­ვა­ნი ბავ­შ­ვებ­საც მი­ან­დონ, ან სუ­ლაც მათ­თან ერ­თად აირ­ჩი­ონ, რა წა­ი­კითხონ. არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, ბავ­შ­ვებ­მა თა­ვად წა­მო­ი­ღონ სახ­ლი­დან მათ­თ­ვის საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნი, რომ­ლის წა­კითხ­ვა­საც ისურ­ვებ­დ­ნენ. ერ­თი სიტყ­ვით, ეს უნ­და იყოს გა­მამ­დიდ­რე­ბე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ნა­ტო­ლებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის, ამის­თ­ვის კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი, ვფიქ­რობ, სა­ჭი­რო არ არის.
შე­დე­გე­ბის გა­მო­საკ­ვ­ლე­ვად შე­იძ­ლე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გის ჩა­ტა­რე­ბა — რა რო­ლი ითა­მა­შა „კითხ­ვის სა­ათ­მა“ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე ბავ­შ­ვ­ზე, რო­მე­ლი­მე წიგ­ნ­მა ძა­ლი­ან დი­დი ზე­გავ­ლე­ნაც კი იქო­ნი­ოს და რა­ღაც შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც გა­შა­ლოს, სხვა ბავ­შ­ვ­ზე — სხვა წიგ­ნ­მა და ა.შ. მარ­თა­ლია, ბავ­შ­ვე­ბი არ უნ­და დარ­ჩ­ნენ თა­ვი­ანთ თავ­თან და მხო­ლოდ ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­თან მარ­ტო. წიგ­ნის გა­რე­მო­ში შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც გან­ც­დე­ბი, მო­საზ­რე­ბე­ბიც კი დაფ­რ­თი­ან­დეს და ზო­გა­დად კითხ­ვამ ბავ­შ­ვის ემო­ცი­ურ და შე­მოქ­მე­დე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იმოქ­მე­დოს, ანუ ამის­გან ჩვენ არა­პირ­და­პირ შე­დე­გებს უნ­და ვე­ლო­დეთ, თუ­კი, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ფე­რი ისე წა­რი­მარ­თა რო­გორც სა­ჭი­როა. ნე­ბის­მი­ე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც ბავ­შ­ვი უყ­ვარს და მას­თან ერ­თად რა­ღა­ცას წა­ი­კითხავს, აუცი­ლებ­ლად სა­კუ­თარ თავ­საც შეჰ­მა­ტებს და ბავ­შ­ვ­საც — ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ხომ ორ­მ­ხ­რი­ვია.
წა­სა­კითხი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უნ­და იყოს სა­ბავ­შ­ვო. არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში კლა­სი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ზღაპ­რე­ბი მათ ზი­ანს არ მი­ა­ყე­ნებს. სა­ინ­ტე­რე­სოა ისიც, რას აირ­ჩე­ვენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი წა­სა­კითხად, ამას ალ­ბათ მო­ნი­ტო­რინ­გი გა­მო­ა­ჩენს. ერ­თი შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ მავ­ნე­ბე­ლი არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ იქ­ნე­ბა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ასე შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვებს კითხ­ვა შე­ა­ძუ­ლო­ნო, მაგ­რამ „მგლის ში­შით ფა­რა ვის გა­უწყ­ვე­ტია“. ასე თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი სა­გა­ნი შე­ა­ძუ­ლოს მოს­წავ­ლეს, მაგ­რამ ამის გა­მო სა­განს ხომ არ ამო­ვი­ღებთ სწავ­ლე­ბი­დან, ეს კი­დევ სხვა პრობ­ლე­მაა, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად უნ­და მივ­ხე­დოთ.“
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის გა­სა­ვი­თა­რებ­ლად და­გეგ­მილ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ხარ­ვე­ზე­ბის ასა­ცი­ლებ­ლად, რაც შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ფაქ­ტო­რით ყო­ფი­ლი­ყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი — ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის მიზ­ნე­ბის სა­თა­ნა­დოდ არ­ცოდ­ნა, მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი რე­სურ­სის არ­ქო­ნა და ა.შ. — მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა და­გეგ­მა სამ­დღი­ა­ნი ტრე­ნინ­გი — „წიგ­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ათ­ზე“, რომ­ლის გავ­ლა ყვე­ლა დამ­რი­გებ­ლი­სათ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. 2014 წელს ეს ტრე­ნინ­გი თბი­ლი­სის მას­შ­ტა­ბით ჩა­ტარ­და, 2015 წლის თე­ბერ­ვ­ლი­დან კი რე­გი­ო­ნებ­საც მო­ი­ცავს.
ტრე­ნინ­გის მიზ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ტრე­ნე­რი ირაკ­ლი ხვე­დე­ლი­ძე, რომ­ლის უშუ­ა­ლო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით წა­რი­მარ­თა ტრე­ნინ­გი: „წიგ­ნი­ე­რე­ბა, რო­გორც წე­სი, წე­რა­სა და კითხ­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა; შე­სა­ბა­მი­სად, რო­ცა პე­და­გო­გე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­ში ამ უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას ცდი­ლო­ბენ, აქ­ტი­ვო­ბე­ბიც მხო­ლოდ წე­რა-კითხ­ვით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ ამ თვალ­საზ­რი­სით მუ­შა­ო­ბა წიგ­ნი­ე­რე­ბის უნა­რის სრულ­ყო­ფი­ლად გან­ვი­თა­რე­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს, გაკ­ვე­თი­ლე­ბის შემ­დეგ კვლავ აკა­დე­მი­ურ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა მოს­წავ­ლე­თათ­ვის დამ­ღ­ლე­ლია.
აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ტრე­ნინ­გით გან­საზღ­ვ­რუ­ლია წიგ­ნი­ე­რე­ბის ცნე­ბის ფარ­თოდ გა­აზ­რე­ბა და შე­სა­ფე­რი­სი, თა­მაშ­ზე, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა­სა და ინ­ს­ცე­ნი­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბის გაც­ნო­ბა. ტრე­ნინ­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ თი­თო­ე­ულ მე­თოდს პე­და­გო­გე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად ეც­ნო­ბი­ან: ხდე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის მო­დე­ლი­რე­ბა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი მე­თო­დის მსვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­სა და მო­სა­ლოდ­ნელ სირ­თუ­ლე­ებს ტრე­ნერ­თან ერ­თად აზუს­ტე­ბენ. პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის და­რი­გე­ბულ სა­მუ­შაო ფურ­ც­ლებს ერ­თ­ვის რამ­დე­ნი­მე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­ს­ტი, რომ­ლე­ბიც ტრე­ნინ­გ­ზე მუ­შავ­დე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლია ამა­ვე სა­ხით მა­თი სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ათ­ზე გა­მო­ყე­ნე­ბა.
წიგ­ნი­ე­რე­ბის ცნე­ბას­თან ერ­თად სატ­რე­ნინ­გო აქ­ტი­ვო­ბე­ბი ემერ­ჯენ­ტუ­ლი (ად­რე­უ­ლი) წიგ­ნი­ე­რე­ბის გაც­ნო­ბა­საც ისა­ხავს მიზ­ნად. აღ­საზ­რ­დელ­თა მხრი­დან სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხში­რად არას­რულ­ფა­სოვ­ნად მი­ღე­ბის გა­მო, პე­და­გოგ­მა დაწყე­ბით კლა­სებ­ში დრო­უ­ლად უნ­და აღ­მოფხ­ვ­რას ის ხარ­ვე­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლეს წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბა­ღის ასა­კი­დან გად­მოჰ­ყ­ვა სკო­ლა­ში.
აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრე­ნინ­გის გავ­ლის შემ­დეგ, ნე­ბის­მი­ე­რი პე­და­გო­გი­სათ­ვის ნა­თე­ლი ხდე­ბა „კითხ­ვის სა­ა­თის“ მიზ­ნე­ბი და მათ აქვთ ის მი­ნი­მა­ლუ­რი მე­თო­დო­ლო­გი­უ­რი სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც, სულ მცი­რე, კითხ­ვის სა­ა­თის სწო­რად და­გეგ­მ­ვას უზ­რუნ­ველ­ყოფს. რაც შე­ე­ხე­ბა პე­და­გოგ­თა ზო­გად კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, მი­სი ამაღ­ლე­ბა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პრო­ცე­სია და ბუ­ნებ­რი­ვია, ერ­თი სამ­დღი­ა­ნი ტრე­ნინ­გით წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, დას­რულ­დეს.“
პო­ე­ტი მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რი კითხ­ვის კომ­პეტ­ნ­ცი­ი­სად­მი ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვას არამ­ც­თუ დრო­უ­ლად, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლა­დაც კი მი­იჩ­ნევს: „ყვე­ლა­ფე­რი, ყვე­ლა ქმე­დე­ბა, რაც წიგ­ნ­თან და­ა­ახ­ლო­ებს ბავშვს, ჩემ­თ­ვის სა­სი­ხა­რუ­ლოა, მით უფ­რო, თუ ამას სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბა. სკო­ლის პროგ­რა­მა­ში ასე­თი სა­ა­თის შე­მო­ტა­ნა, უკ­ვე სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვაა ამ პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხი­სად­მი. კითხ­ვის კომ­პე­ტენ­ცი­ი­სად­მი ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი­ცაა, არამც თუ დრო­უ­ლი, მაგ­რამ მა­ინც დაწყე­ბა სჯობს ყო­ველ­თ­ვის კარ­გი საქ­მი­სა, თუნ­დაც ეს გვი­ა­ნი და­საწყი­სი იყოს.
კითხ­ვის ჩვე­ვის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას ერ­თი გაკ­ვე­თი­ლი ვე­რა­ნა­ი­რად უშ­ვე­ლის. ჩემ­თ­ვის ასე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, ეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი ტარ­დე­ბო­დეს არა კლას­ში, არა­მედ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ტარ­დე­ბო­დეს სე­მი­ნა­რი, თუნ­დაც სე­მეს­ტ­რ­ში ორ­ჯერ, მშობ­ლე­ბის­თ­ვი­საც, რად­გან კითხ­ვა ოჯახ­ში ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბე­ბე­ლი ჩვე­ვაა და ამას ერ­თი გაკ­ვე­თი­ლი უფ­რო ფორ­მა­ლუ­რად და­ეხ­მა­რე­ბა. იქ­ნებ ვცდე­ბი, მაგ­რამ გაკ­ვე­თილს და სწავ­ლით პრო­ცესს ზო­გი ბავ­შ­ვი გა­ურ­ბის და ასეთ გაკ­ვე­თი­ლებს, ანუ კითხ­ვის სა­ა­თებს, უნ­და ჰქონ­დეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხა­სი­ა­თი, სკო­ლის უახ­ლო­ე­სი ბიბ­ლი­ო­თე­კის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, გა­წევ­რი­ა­ნე­ბა, თუნ­დაც ძვე­ლი წიგ­ნე­ბის შე­კე­თე­ბა-მოვ­ლის ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, საკ­ლა­სო ბიბ­ლი­ო­თე­კის მოწყო­ბა და ა.შ., რო­მელ­შიც ბავ­შ­ვი უფ­რო ად­ვი­ლად მო­ა­ხერ­ხებს სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბის გა­მომ­ჟ­ღავ­ნე­ბას და კითხ­ვა არ იქ­ნე­ბა დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ცე­სი. მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბით არ­ჩევს სა­კითხავს, რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი. არა­და უამ­რა­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი შემ­ხ­ვედ­რია, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ იც­ნობს სა­ბავ­შ­ვო ავ­ტო­რებს, არც ძველს და არც ახა­ლი თა­ო­ბი­სას. ეს ფაქ­ტია, არა­და კარ­გი სა­კითხა­ვი უნ­და შე­ურ­ჩი­ონ, ინ­ტე­რაქ­ტი­ულ პრო­ცე­სებ­ში უნ­და ჩარ­თონ ბავ­შ­ვი, თა­ნა­მედ­რო­ვე ბავშვს მწე­რა­ლიც უნ­და გა­აც­ნო. ამ ყვე­ლა­ფერს კი სჭირ­დე­ბა იმის ცოდ­ნა, რა გაქვს შე­ნი მოს­წავ­ლი­სათ­ვის მი­სა­წო­დე­ბე­ლი, ვინ გყავს ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის გა­საც­ნო­ბი, რო­გორ უნ­და და­ა­ინ­ტე­რე­სო ბავ­შ­ვი წიგ­ნით — სა­ა­მი­სოდ მე­თო­დუ­რი ცოდ­ნა­ცაა სა­ჭი­რო, კარ­გი თა­მა­შე­ბი­ცაა გა­მო­სა­გო­ნე­ბე­ლი... ალ­ბათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ამას უკეთ გა­არ­თ­მევს თავს და არას­დ­როს შე­ურ­ჩევს პა­ტა­რას ისეთ ტექსტს, რო­მე­ლიც ცრუ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის, ყალ­ბი პა­თე­ტი­კის და ასაკ­თან შე­უ­ფე­რებ­ლო­ბის გა­მო, კითხ­ვას შე­ა­ძუ­ლებს ბავშვს. ალ­ბათ, გაგ­რ­ძე­ლე­ბე­ბით კითხ­ვა­საც თა­ვი­სი ხიბ­ლი აქვს ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად, მაგ­რამ ამ დროს პა­ტა­რა ნა­წარ­მო­ე­ბებს უნ­და მო­ძებ­ნა და თან ბავ­შ­ვი­სათ­ვის ახ­ლო­ბელ თე­მებ­ზე. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ ამ კითხ­ვის გაკ­ვე­თი­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში ბავ­შ­ვე­ბი ახალ წიგ­ნებ­საც გა­იც­ნო­ბენ, ახალ ავ­ტო­რებ­საც და ძველ კარგ ავ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც ნამ­დ­ვი­ლად ქმნიდ­ნენ სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რას, გა­იც­ნო­ბენ თარ­გ­მა­ნებ­საც და ვინ იცის, თა­ვი­ანთ თავ­შიც აღ­მო­ა­ჩე­ნენ მთხრო­ბელ­სა და მეზღაპ­რეს.“
წიგ­ნი­ე­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბა სა­დამ­რი­გებ­ლო სა­ათ­ზე საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი მიდ­გო­მაა. იმის­თ­ვის, რომ ბავ­შ­ვი წიგნს და­ვუ­ახ­ლო­ვოთ, დამ­რი­გებ­ლე­ბის­თ­ვის  ტრე­ნე­რი­სა და ექ­ს­პერ­ტე­ბის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი რჩე­ვე­ბი მარ­თ­ლაც სა­ჭი­რო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან „კითხ­ვის სა­ათ­მა“ ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი არ მი­ი­ღოს და მის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი 45 წუ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გაკ­ვე­თი­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით წა­რი­მარ­თოს და ეს დრო მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად გა­მო­ი­ყე­ნონ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რე­სურ­სე­ბი აქამ­დეც არ­სე­ბობ­და — მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლის მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლია წიგ­ნე­ბი — მე­თო­დი­კა, და­რი­გე­ბუ­ლია სკო­ლებ­ში, ასე­ვე იყი­დე­ბა დის­კე­ბი, რომ­ლებ­ზეც და­ტა­ნი­ლია მე­თო­დე­ბი, რომ­ლებ­ზეც ტრე­ნინ­გებ­ზე ესა­უბ­რე­ბი­ან. აღ­მოჩ­ნ­და, რომ პე­და­გო­გე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 95 პრო­ცენ­ტი არ იც­ნობ­და ამ მე­თო­დებს და არ ჰქონ­დათ ეს რე­სურ­სი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როა ის ფაქ­ტიც, რომ ემერ­ჯენ­ტუ­ლი (ად­რე­უ­ლი) წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნე სა­ქართ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან და­ბა­ლია, რაც სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სე­რი­ო­ზულ ხარ­ვე­ზებ­ზე მი­უ­თი­თებს და სარ­კე­სა­ვით აისა­ხე­ბა დაწყე­ბით გა­ნათ­ლე­ბა­ზე. ყვე­ლა­ფე­რი კი, ისევ და ისევ, და­მო­კი­დე­ბუ­ლია პე­და­გოგ­ზე: „ვნა­ხოთ, გა­მოჩ­ნ­დე­ბა, რა შე­დე­გებს მი­ვი­ღებთ“ — ამ­ბობს თა­მარ ჯა­ყე­ლი და იმედს იტო­ვებს, რომ: „თუ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამას გუ­ლით და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ა­კე­თე­ბენ — გა­დამ­წყ­ვე­ტი სწო­რედ ეს არის — კარგ შე­დე­გებ­ზე გავ­ლენ“.

25-28(942)N