გამოდის 1998 წლიდან
2015-02-11
სი­ნას მთა­ზე გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცია

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში სი­ნას მთა­ზე წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცი­ის შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ასე­ვე მო­ეწყო ფო­ტო­ე­ბი­სა და სი­ნას მთას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბის გა­მო­ფე­ნა, რო­მელ­საც მოწ­ვე­ულ სა­პა­ტიო სტუმ­რებ­თან ერ­თად, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე გა­ეც­ნო.
თა­მარ სა­ნი­კი­ძე: „ჯერ კი­დევ 2002 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მსჯე­ლო­ბა ამ კო­ლექ­ცი­ის შეს­წავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ იყო გა­და­უჭ­რე­ლი სა­კითხე­ბი, ძი­რი­თა­დად, ფი­ნან­სურ მხა­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც აფერ­ხებ­და კვლე­ვებს. 2014 წელს გა­მო­ი­ყო თან­ხა და ჩა­ტარ­და ექ­ს­პე­დი­ცია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გით დაბ­რუნ­და. მოკ­ვ­ლე­უ­ლი მა­სა­ლის დი­გი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. ეს ნამ­დ­ვი­ლად ძვირ­ფა­სი მა­სა­ლა იქ­ნე­ბა რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ისე კვლე­ვით და სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად. არის კი­დევ სხვა მა­სა­ლა, რო­მე­ლიც არ არის სი­ნას მთა­ზე და მი­მობ­ნე­უ­ლია სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში. 2015 წლი­დან სწო­რედ ამ მა­სა­ლის შეს­წავ­ლას გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ“.
არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე ქარ­თ­ველ­თა უშო­რე­სი სა­მოღ­ვა­წეო ად­გი­ლი — სი­ნას მთა, დღემ­დე ბო­ლომ­დე შე­უს­წავ­ლე­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნის ერთ-ერ­თი უმ­დიდ­რე­სი სა­ცა­ვია, სა­დაც  2000-ზე მე­ტი უნი­კა­ლუ­რი ხელ­ნა­წე­რი ინა­ხე­ბა. ბიბ­ლი­ის მი­ხედ­ვით, ღმერ­თი სი­ნას მთა­ზე გა­მო­ეცხა­და მო­სეს, რო­მელ­საც ის­რა­ე­ლის ხალ­ხი ეგ­ვიპ­ტი­დან აღ­თ­ქ­მუ­ლი მი­წი­სა­კენ მიჰ­ყავ­და და სწო­რედ აქ გა­დას­ცა ათი მცნე­ბა. ქრის­ტი­ა­ნე­ბი ამ მთა­ზე მე-3 სა­უ­კუ­ნი­დან დამ­კ­ვიდ­რ­დ­ნენ, ქარ­თ­ვე­ლე­ბი კი იქ მე-6 სა­უ­კუ­ნე­ში მი­ვიდ­ნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქარ­თუ­ლი კო­ლო­ნია ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს და ქარ­თ­ველ­თა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს სა­მოღ­ვა­წეო ად­გი­ლად აქ­ცი­ეს.
ქარ­თ­ვე­ლებ­მა სი­ნას მთის მო­ნას­ტ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­კუ­თა­რი ტაძ­რე­ბი ააგეს და და­უცხ­რო­მელ მოღ­ვა­წე­ო­ბას შე­უდ­გ­ნენ. ერთ-ერ­თი ქარ­თუ­ლი ტაძ­რის აგე­ბა და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­საც დი­დი წვლი­ლი მი­უძღ­ვის რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე მის ფარ­გ­ლებს გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სა­ვა­ნე­ე­ბის აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბა­ში. სი­ნას მო­ნას­ტერ­ში ქარ­თ­ველ მა­მებს სა­კუ­თა­რი უმ­დიდ­რე­სი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი წიგ­ნ­სა­ცა­ვი ჰქონ­დათ კა­ტა­ლო­გით, ანუ წიგ­ნე­ბი­სა და ხელ­ნა­წე­რე­ბის ნუს­ხით. წიგ­ნ­სა­ცავ­ში სა­გან­გე­ბო ოთა­ხი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზის­თ­ვის. მსურ­ველს შე­ეძ­ლო ესარ­გებ­ლა წიგ­ნე­ბით, მაგ­რამ მა­თი გა­ტა­ნა აკ­რ­ძა­ლუ­ლი იყო. სი­ნას მთის ქარ­თუ­ლი წიგ­ნ­სა­ცა­ვი მხო­ლოდ ად­გილ­ზე შექ­მ­ნი­ლი და გა­და­წე­რი­ლი წიგ­ნე­ბით არ მდიდ­რ­დე­ბო­და, მას გა­მუდ­მე­ბით ემა­ტე­ბო­და წიგ­ნე­ბი პა­ლეს­ტი­ნის ქარ­თუ­ლი კე­რე­ბი­დან: იერუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტ­რი­დან, გეთ­სი­მა­ნი­ი­დან, გოლ­გო­თი­დან, პა­ლავ­რი­დან, სა­ბაწ­მინ­დი­დან და ა.შ.
სი­ნას მთის წმ. ეკა­ტე­რი­ნეს სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტერ­ში მო­ი­ყა­რეს თა­ვი ცნო­ბილ­მა მწიგ­ნობ­რებ­მა, პო­ე­ტებ­მა, კა­ლიგ­რა­ფებ­მა, წიგ­ნ­თა მმოს­ვე­ლებ­მა, ესე­ნი იყ­ნენ: იოანე მინ­ჩხი, იოანე-ზო­სი­მე, იოანე კუ­მურ­დო­ე­ლი, მა­კა­რი ლე­თე­თე­ლი, მი­ქა­ელ ფა­ნას­კერ­ტე­ლი, იოანე სი­ნე­ლი და სხვე­ბი. სწო­რედ მა­თი ერ­თობ­ლი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბით შე­იქ­მ­ნა უაღ­რე­სად მდი­და­რი წიგ­ნ­სა­ცა­ვი, რო­მე­ლიც ნათ­ლად წარ­მო­ა­ჩენს აქა­ურ ქარ­თ­ველ­თა მრა­ვალ­ფე­რო­ვან ლი­ტე­რა­ტუ­რულ ინ­ტე­რე­სებს. სი­ნას მთა­ზე მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ არა მარ­ტო კა­ლიგ­რა­ფი­ი­სა თუ ხელ­ნა­წერ­თა დამ­ზა­დე­ბის მცოდ­ნე ქარ­თ­ვე­ლი მა­მე­ბი, არა­მედ ის­ტო­რი­კოს-თე­ო­ლო­გე­ბიც, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა სა­თა­ნა­დოდ შეს­წავ­ლი­ლი არ არის. იგი­ვე ით­ქ­მის სი­ნას მთის ქარ­თულ ხელ­ნა­წე­რებ­ზეც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ სხვა­დას­ხ­ვა დროს რო­გორც ქარ­თ­ვე­ლი, ასე­ვე უცხო­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბიც იკ­ვ­ლევ­დ­ნენ.
ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­დან სი­ნას მთა­ზე პირ­ვე­ლად  პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დ­რე ცა­გა­რე­ლი იყო, რო­მელ­მაც 92 ხელ­ნა­წე­რი აღ­წე­რა. 1902 წელს აქ ნა­ყო­ფი­ე­რად იმუ­შა­ვეს ნი­კო მარ­მა და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა. 1927 წელს სი­ნუ­რი ხელ­ნა­წე­რე­ბი რ. ბლე­იკ­მა შე­ის­წავ­ლა. 1950 წელს ვა­შინ­გ­ტო­ნის კონ­გ­რე­სის ბიბ­ლი­ო­თე­კის ექ­ს­პე­დი­ცი­ამ სი­ნას მთი­სა და იერუ­სა­ლი­მის სიძ­ვე­ლე­ე­ბის, მათ შო­რის ყვე­ლა ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რის, მიკ­რო­ფილ­მე­ბი გა­და­ი­ღო.
80-იან წლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ხელ­ნა­წერ­თა ინ­ს­ტი­ტუტ­მა სი­ნას მთის ხელ­ნა­წერ­თა დაწ­ვ­რი­ლე­ბი­თი აღ­წე­რი­ლო­ბის გა­მო­ცე­მა და­იწყო და რამ­დე­ნი­მე ექ­ს­პე­დი­ცია მო­აწყო სი­ნას მთა­ზე.
დი­დი ხნის პა­უ­ზის შემ­დეგ ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ყვე­ლა­ზე მდი­და­რი უძ­ვე­ლე­სი კო­ლექ­ცი­ე­ბის სა­მეც­ნი­ე­რო შეს­წავ­ლა გა­ნა­ახ­ლეს. „ხელ­ნა­წე­რის კო­დი­კო­ლო­გი­უ­რი შეს­წავ­ლა, მი­სი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, სა­წე­რი მა­სა­ლის ფაქ­ტუ­რის გა­აზ­რე­ბა უშუ­ა­ლოდ ორი­გი­ნა­ლე­ბის ნახ­ვი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი“ — აცხა­დებს ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, ლე­ლა შა­თი­რიშ­ვი­ლი. ორი­გი­ნა­ლე­ბის ნახ­ვა კი სწო­რედ 13-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ექ­ს­პე­დი­ცი­ის შე­დე­გად გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. 2002 წლის შემ­დეგ, სა­თა­ნა­დო და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბის გა­მო, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ვერ ახორ­ცი­ე­ლებ­და სი­ნას მთა­ზე ექ­ს­პე­დი­ცი­ებს და იქ და­ცუ­ლი კო­ლექ­ცი­ის კვლე­ვას. მხო­ლოდ 2014 წლის დე­კემ­ბერ­ში, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და­ფი­ნან­სე­ბი­თა და ეგ­ვიპ­ტე­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით, ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, ემუ­შა­ვათ სი­ნას მთის წმ. ეკა­ტე­რი­ნეს მო­ნას­ტერ­ში და­ცულ ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა უნი­კა­ლურ კო­ლექ­ცი­ა­ზე.
ნეს­ტან ჩხიკ­ვა­ძე, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი: „2015 წიგ­ნის შექ­მ­ნა ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფოს პო­ლი­ტი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი სტა­ტუ­სი ჰქონ­და ხმელ­თა­შუ­ა ზღ­ვის აუზის ქვეყ­ნებ­ში, რო­მე­ლიც გვაძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, იქ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი გვქო­ნო­და. ეს ექ­ს­პე­დი­ცია ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმი­ტომ, რომ დიდ­ხ­ნი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, მივ­სუ­ლი­ყა­ვით სი­ნას მთა­ზე. ბო­ლო ექ­ს­პე­დი­ცი­ამ 21-ე სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში იმუ­შა­ვა და, შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლის კა­ტა­ლო­გი გა­მოს­ცა. მაგ­რამ ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, გვე­ნა­ხა ის ძვე­ლი კო­ლექ­ცია (პი­რო­ბი­თად ჰქვია ძვე­ლი), რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სას­რუ­ლი­დან იყო ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა ჩვენ ეს მხო­ლოდ ფო­ტო­პი­რე­ბით ვი­ცო­დით. ამი­ტომ, რა თქმა უნ­და, სი­ნას მთა­ზე ჩას­ვ­ლა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯია.“
ბუ­ბა კუ­და­ვა, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი: „სი­ნას მთა­ზე არ­სე­ბუ­ლი ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა კო­ლექ­ცია გა­მორ­ჩე­უ­ლია უცხო­ეთ­ში არ­სე­ბულ კო­ლექ­ცი­ებს შო­რის არა მხო­ლოდ რა­ო­დე­ნო­ბით, არა­მედ თა­ვი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­თა და სიძ­ვე­ლით, იმი­თაც, რომ იქ არ არის მხო­ლოდ სი­ნა­ზე გა­და­წე­რი­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი, არა­მედ და­ცუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა დროს პა­ლეს­ტი­ნის მო­ნას­ტ­რებ­ში შექ­მ­ნი­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბიც.
ხელ­ნა­წერ­თა ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ზა­ნია, გა­აგ­რ­ძე­ლოს სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მე­ლიც აქამ­დე, მე-19 სა­უ­კუ­ნი­დან მე-20 სა­უ­კუ­ნის ჩათ­ვ­ლით, იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ამ კო­ლექ­ცი­ის კა­ტა­ლო­გი­ზე­ბის და შეს­წავ­ლის თვალ­საზ­რი­სით, დღეს პირ­ვე­ლად ამო­ცა­ნა­თა შო­რის ერ­თი­ა­ნი მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის შექ­მ­ნაა ქარ­თულ და ინ­გ­ლი­სურ ენებ­ზე, ასე­ვე, ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ტა­ლო­გის გა­მო­ცე­მა“.
სი­ნას მთის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა დი­დი ნა­წი­ლი დღე­საც სი­ნა­ზეა და­ცუ­ლი, თუმ­ცა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზით, მოხ­ვ­და პე­ტერ­ბურ­გ­ში, პრა­ღა­ში, ნიუ-იორ­კ­ში, პა­რიზ­ში — მუ­ზე­უ­მებ­სა თუ კერ­ძო კო­ლექ­ცი­ებ­ში. სი­ნუ­რი კო­ლექ­ცი­ის მე-10 სა­უ­კუ­ნის ჭილ-ეტ­რა­ტის იად­გა­რი ამ­ჟა­მად ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­შია და­ცუ­ლი. ჭილ-ეტ­რა­ტი ამ ხელ­ნა­წერს სა­წე­რი მა­სა­ლის მი­ხედ­ვით ეწო­და და ის ჳხ-ხ სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა. ჭილ-ეტ­რა­ტის ერ­თი ნა­წი­ლი პა­პი­რუს­ზეა გა­და­წე­რი­ლი, ხო­ლო მე­ო­რე — ტყავ­ზე. იად­გა­რი მთე­ლი წლის სა­ეკ­ლე­სიო კა­ლენ­დ­რის მი­ხედ­ვი­თაა აწყო­ბი­ლი, ეს უძ­ვე­ლე­სი ლი­ტურ­გი­კუ­ლი ტექ­ს­ტი მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­შია შე­მორ­ჩე­ნი­ლი და უძ­ვე­ლე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღვთის­მ­სა­ხუ­რე­ბის კვლე­ვის­თ­ვის დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. სა­ბა წმინ­დის მო­ნას­ტერ­ში გა­და­წე­რი­ლი ხელ­ნა­წე­რი, არა­ბე­ბის მი­ერ მო­ნას­ტ­რის დარ­ბე­ვის შემ­დეგ, ქარ­თ­ველ­მა ბე­რებ­მა სი­ნას მთა­ზე გა­და­ი­ტა­ნეს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი აკა­კი შა­ნი­ძის ძა­ლის­ხ­მე­ვით დაბ­რუნ­და.
ექ­ს­პე­დი­ცი­ის შემ­დ­გო­მი ეტა­პი, რო­გორც ხელ­ნა­წერ­თა ერ­ოვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში აცხა­დე­ბენ, კომ­პ­ლექ­სუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. გა­სულ წელს მო­ძი­ე­ბუ­ლი და მო­მა­ვა­ლი ექ­ს­პე­დი­ცი­ე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბით ერ­თი­ა­ნი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის ქარ­თულ და ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი კა­ტა­ლო­გე­ბი გა­მო­ი­ცე­მა, შე­იქ­მ­ნე­ბა მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის კვლე­ვი­თი, სა­გა­მომ­ცემ­ლო, სა­გა­მო­ფე­ნო პრო­ექ­ტი, მოხ­დე­ბა ხელ­ნა­წერ­თა დი­გი­ტა­ლი­ზა­ცია და რეს­ტავ­რა­ცია-კონ­სერ­ვა­ცია.
სი­ნას მთის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა მო­ნა­ცე­მე­ბის აქ­ტი­ურ სა­მეც­ნი­ე­რო მი­მოქ­ცე­ვა­ში ჩარ­თ­ვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი კვლე­ვე­ბის­თ­ვის, ისე ცალ­კე­უ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დარ­გე­ბის­თ­ვის: ფი­ლო­ლო­გი­ი­სთ­ვის, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბი­თი კვლე­ვე­­ბის­თ­ვის, ის­ტო­რი­უ­ლი და წყა­როთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბი­თი ძი­ე­ბე­ბის­თ­ვის და სხვ.
დი­დი ხნის წყვე­ტის შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ექ­ს­პე­დი­ცი­ით სი­ნას მთის ქარ­თულ ხელ­ნა­წერ­თა კვლე­ვი­სა და პო­პუ­ლა­რი­ზე­ბის ახა­ლი ეტა­პი და­იწყო.

25-28(942)N