გამოდის 1998 წლიდან
2015-01-29
გზა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ

19 იან­ვარს, პრა­ღის ის­ტო­რი­ულ ვაც­ლა­ვის მო­ე­დან­ზე მდე­ბა­რე ლუ­ცერ­ნის სა­სახ­ლე­ში, სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­ს­ნა ფო­ტო­გა­მო­ფე­ნა — „გზა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ: აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სა­ქარ­თ­ვე­ლო, ლიტ­ვა“,  რო­მე­ლიც მი­ეძღ­ვ­ნა1989-90-91 წლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და იმ მძი­მე, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პე­რი­ოდს, რო­მე­ლიც გან­ვ­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის მებ­რ­ძოლ­მა სამ­მა სა­ხელ­მ­წი­ფომ: სა­ქარ­თ­ვე­ლომ, აზერ­ბა­ი­ჯან­მა და ლიტ­ვამ. გა­მო­ფე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ჩეხ მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლებს თბი­ლის­ში, ბა­ქო­სა და ვილ­ნი­უს­ში მომ­ხ­და­რი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი 40 ფო­ტო წა­რუდ­გი­ნეს (1989 წლის 9 აპ­რი­ლი — სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 1990 წლის 20 იან­ვა­რი — ბა­ქო­ში და 1991 წლის 13 იან­ვა­რი — ვილ­ნი­უს­ში). გა­მო­ფე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვ­ნენ: აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ სტუ­დენ­ტ­თა კავ­ში­რი, ქარ­თ­ველ სტუ­დენ­ტ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში და ლიტ­ვის სა­ელ­ჩო.
გა­მო­ფე­ნის გახ­ს­ნას და­ეს­წ­რ­ნენ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი,  ქვეყ­ნის მმარ­თ­ვე­ლი პი­რე­ბი, ყო­ფი­ლი ევ­რო­კო­მი­სა­რი შტე­ფან ფუ­ლე, ფა­რიდ შა­ფი­ე­ვი — აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ელ­ჩი ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, აური­მას ტა­უ­რან­ტა­სი — ლიტ­ვის ელ­ჩი ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, ალექ­სან­დ­რე ჭე­ლი­ძე  — სა­ქარ­თ­ვე­ლოს დეს­პა­ნი ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, მეც­ნი­ე­რე­ბი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.
სტუმ­რებ­მა წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ა­გეს და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნას.
მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა, ელ­დარ ალი­ევ­მა — აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ სტუ­დენ­ტ­თა კავ­ში­რის თავ­ჯ­დო­მა­რე, გე­და მონ­ტვილაიტემ — ჩე­ხეთ­ში ლიტ­ვის დი­ას­პო­რის წევ­რი, სა­ერ­თო პრო­ექ­ტი მო­ვი­ფიქ­რეთ და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ ჩვე­ნი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის გა­ცოცხ­ლე­ბა ჩე­ხი და უცხო­ე­ლი პუბ­ლი­კის წი­ნა­შე. რად­გა­ნაც სა­მი­ვე ქვე­ყა­ნამ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის გრძე­ლი და სა­ხი­ფა­თო გზა გან­ვ­ლო, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჩავ­თ­ვა­ლეთ გა­მო­ფე­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თ­ვის ბრძო­ლის­თ­ვის მიგ­ვეძღ­ვ­ნა, კერ­ძოდ, 1989-1990-1991 წლებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის­თ­ვის. ვე­ცა­დეთ ისე­თი ად­გი­ლი აგ­ვერ­ჩია, რო­მე­ლიც არა მარ­ტო ჩე­ხე­ბის­თ­ვის, არა­მედ უცხო­ე­ლე­ბი­სთ­ვი­საც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბო­და და პრა­ღის ცენ­ტ­რ­ში მდე­ბა­რე კულ­ტუ­რუ­ლი კომ­პ­ლ­ექ­სის ჰო­ლი შე­ვარ­ჩი­ეთ, სა­დაც, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მოძ­რა­ობს. გა­მო­ფე­ნის მომ­ზა­დე­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივს, რო­მელ­მაც დრო­უ­ლად მოგ­ვა­წო­და ფო­ტო­ე­ბი; გა­მო­ფე­ნის სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის — სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ელ­ჩოს და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის — აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რეს.
„ამ გა­მო­ფე­ნით გვსურს ვაჩ­ვე­ნოთ, რომ გვახ­სოვს, რო­გორ იბ­რ­ძო­და ჩვე­ნი ხალ­ხი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თ­ვის და პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ მათ ხსოვ­ნას“, — აღ­ნიშ­ნა გა­მო­ფე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა გე­და მონ­ტ­ვი­ლაიტემ.  აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ელ­ჩ­მა, ფა­რიდ შა­ფი­ევ­მა გა­იხ­სე­ნა ე.წ. „შავ იან­ვარს“ ბა­ქო­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­დე­საც საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცებ­მა 130-ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს: „საბ­ჭო­თა ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­მა ჯა­რი გა­მოგ­ზავ­ნეს თით­ქოს არ­სე­ბუ­ლი წეს­რი­გის აღ­დ­გე­ნი­სა და სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის, მაგ­რამ გა­უ­გე­ბა­რია, რა­ში დას­ჭირ­დათ მათ ტე­ლე­ვი­ზი­ის აფეთ­ქე­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. შეჭ­რის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი პრო­ტეს­ტან­ტე­ბის დას­ჯა იყო. მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი ბრუ­ტა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბი­სა, საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ ვერ მი­აღ­წია მი­ზანს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ხალ­ხის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ნე­ბა ვერ შე­არ­ყია. სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­ში ამი­სა ის არის, რომ 25 წლის შემ­დეგ, დღეს, პრა­ღა­ში ვდგა­ვარ თქვენ წი­ნა­შე, რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კის ელ­ჩი“ — ამა­ყად გა­ნაცხა­და მან.
ჩე­ხეთ­ში ლიტ­ვის ელ­ჩ­მა აური­მას ტა­უ­რან­ტას­მა პა­რა­ლე­ლე­ბი გა­ავ­ლო აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და ლიტ­ვის მოვ­ლე­ნებს შო­რის. გა­იხ­სე­ნა, რო­გორ შე­ვი­და ლიტ­ვა­ში საბ­ჭო­თა ჯა­რე­ბი, იმა­ვე სცე­ნა­რით და­იპყ­რო ტე­ლე­ვი­ზია და ტე­ლე­რა­დი­ო­კო­მი­ტე­ტის შე­ნო­ბა. ტა­უ­რან­ტას­მა გა­იხ­სე­ნა, რომ ლიტ­ვის რე­ვო­ლუ­ცი­ას „სიმ­ღე­რის რე­ვო­ლუ­ცია“ იმი­ტომ ეწო­და, რომ ლიტ­ვე­ლე­ბი ტან­კებს ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბით შე­ე­გებ­ნენ.
გა­მო­ფე­ნა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს დეს­პან­მა, ალექ­სან­დ­რე ჭე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლომ, ამ ქვეყ­ნებს შო­რის, პირ­ველ­მა მი­ი­ღო დარ­ტყ­მა საბ­ჭო­ე­თი­დან და 1989 წლის 9 აპ­რი­ლი ისე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის, რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის­თ­ვის „შა­ვი იან­ვა­რი“, ხო­ლო ლიტ­ვე­ლე­ბის­თ­ვის 1991 წლის „სიმ­ღე­რის რე­ვო­ლუ­ცია“. ქარ­თ­ველ­მა ხალ­ხ­მა სწო­რედ 9 აპ­რილს გა­ი­აზ­რა, რომ მა­თი მო­მა­ვა­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის საზღ­ვ­რებს გა­რეთ იყო და ორ წე­ლი­წად­ში — 1991 წლის 9 აპ­რილს, სა­ქარ­თ­ვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა გახ­და.
გა­მო­ფე­ნა „გზა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ — აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სა­ქარ­თ­ვე­ლო, ლიტ­ვა“ 2 თე­ბერ­ვ­ლამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა. დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელი   კი­დევ ერ­თხელ გა­იხ­სე­ნებს მოვ­ლე­ნე­ბს, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი და ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა.

ლა­შა ნა­ვე­რი­ა­ნი პრა­ღის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო
უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩი ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში

25-28(942)N