გამოდის 1998 წლიდან
2015-01-29
პა­ტიმ­რო­ბა, რო­გორც უკი­დუ­რე­სი ზო­მა

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

არას­რულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის­თ­ვის მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის ახა­ლი კო­დექ­სი მზად­დე­ბა, რო­მე­ლიც 18 წლამ­დე ასა­კის მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­სა და ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კონ­ვენ­ცი­ას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნი­ლი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის შექ­მ­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს. კო­დექ­სი იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის, სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით მომ­ზად­და. მას­ზე მუ­შა­ო­ბა ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.
არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის ახა­ლი კო­დექ­სი კომ­პ­ლექ­სუ­რი დო­კუ­მენ­ტია და მო­ი­ცავს სა­კითხებს, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ და და­ნა­შა­უ­ლის მსხვერპლ ან მოწ­მე ბავ­შ­ვებს ისე­ვე, რო­გორც ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვა­თა საქ­მის წარ­მო­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ბავ­შ­ვებს.
რო­გო­რი უნ­და იყოს არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა და რა უნა­რებს უნ­და ფლობ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის აღ­ს­რუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი?
კო­დექ­სი ით­ვა­ლის­წი­ნებს:
— სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის (პო­ლი­ცი­ის, პრო­კუ­რო­რე­ბის და მო­სა­მარ­თ­ლე­ე­ბის) სა­ვალ­დე­ბუ­ლო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას, რაც გა­მარ­თუ­ლი, ბავ­შ­ვი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის ერთ-ერ­თი ქვა­კუთხე­დია;
— ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სან­ქ­ცი­ე­ბის და გან­რი­დე­ბის ზო­მე­ბის ფარ­თო სპექტრს (რო­გო­რი­ცაა: გაფ­რ­თხი­ლე­ბა, კონ­სულ­ტა­ცია, მსხვერ­პ­ლი­სათ­ვის კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და, აღ­დ­გე­ნი­თი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სხვ.), რაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, გა­მო­ი­ყე­ნონ პა­ტიმ­რო­ბა, რო­გორც უკი­დუ­რე­სი ზო­მა;
— თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თის ლი­მი­ტი­რე­ბულ დროს და წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში რე­გუ­ლა­რულ სა­ვალ­დე­ბუ­ლო რე­ვი­ზი­ას;
— ახალ, ბავ­შ­ვი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბილ მიდ­გო­მას და და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პ­ლი და მოწ­მე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ისეთ გა­რან­ტი­ებს, რო­გო­რი­ცაა მსხვერ­პ­ლის დაც­ვა სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვის­გან, სის­ხ­ლის სა­მარ­თა­ლის საქ­მის წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში დამ­ხ­მა­რე პი­რის მი­მაგ­რე­ბა, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლო­ბის დაც­ვა­ და იური­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის უზურ­ნ­ველ­ყო­ფა.
სა­უ­ბა­რი არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­მოწ­ვე­ვებ­სა და სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტის შექ­მ­ნა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უკ­ვე წლე­ბია მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის ექ­ს­პერ­ტე­ბი, ისე ფსი­ქო­ლო­გე­ბი მი­იჩ­ნევ­დ­ნენ და კვლა­ვაც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ, თუ­კი და­ნა­შა­უ­ლის ფორ­მა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­კეთ­დეს იმი­სათ­ვის, რომ არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლურ სის­ტე­მა­ში არ მოხ­ვ­დეს. სწო­რედ ამ მიზ­ნით ამოქ­მედ­და 2010 წელს არას­რულ­წ­ლო­ვან­თა სას­ჯე­ლის­გან გან­რი­დე­ბი­სა და მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ ან და­ნა­შა­უ­ლის პირ­ვე­ლად ჩამ­დენ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა ნა­წი­ლის მი­მართ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფორ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. თუმ­ცა, მხო­ლოდ ეს პროგ­რა­მა არ აღ­მოჩ­ნ­და საკ­მა­რი­სი არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად.
არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის ახა­ლი კო­დექ­სი კომ­პ­ლექ­სუ­რი დო­კუ­მენ­ტია და მო­ი­ცავს სა­კითხებს, რომ­ლე­ბიც ეხე­ბა კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფ და და­ნა­შა­უ­ლის მსხვერპლ ან მოწ­მე ბავ­შ­ვებს ისე­ვე, რო­გორც ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღ­ვე­ვა­თა საქ­მის წარ­მო­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ბავ­შ­ვებს.
იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტ­რის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით: „შე­მოგ­ვაქვს ნო­ვა­ცია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბობ­დეს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, პრო­კუ­რო­რი, მო­სა­მარ­თ­ლე. მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ენი­ჭე­ბა გან­რი­დე­ბას და ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მე­თო­დებს, რო­გორც ეს გა­ე­როს კონ­ვენ­ცი­ა­შია მო­ცე­მუ­ლი, პა­ტიმ­რო­ბა იქ­ნე­ბა უკი­დუ­რე­სი გა­მო­სა­ვა­ლი. სხვა სი­ახ­ლე­ებ­თან ერ­თად, სი­ახ­ლეა ისიც, რომ ნა­სა­მარ­თ­ლე­ო­ბის მოხ­ს­ნა ბავ­შ­ვის­თ­ვის სას­ჯე­ლის მოხ­დის­თა­ნა­ვე მოხ­დე­ბა.“
არას­რულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის­თ­ვის, ახა­ლი ჰუ­მა­ნუ­რი და ლი­ბე­რა­ლუ­რი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბით, უქ­მ­დე­ბა უვა­დო და შე­მო­დის ში­და­პა­ტიმ­რო­ბა; უც­ვ­ლე­ლი რჩე­ბა სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ასა­კი, რაც ისევ 14 წლით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა. სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის დევ­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბა აღ­დ­გე­ნი­თი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბი­სა და მე­დი­ა­ცი­ის, აგ­რეთ­ვე, გან­რი­დე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტებს. პა­ტიმ­რო­ბის, რო­გორც სას­ჯე­ლის ფორ­მის, გა­მო­ყე­ნე­ბა არას­რულ­წ­ლო­ვან­თან მი­მარ­თე­ბა­ში მხო­ლოდ უკი­დუ­რე­სი აუცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­ზე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი და მი­სი მაქ­სი­მა­ლუ­რი ზო­მა 10-15 წლით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა. იკ­რ­ძა­ლე­ბა არას­რულ­წ­ლოვ­ნი­სათ­ვის უფ­რო მა­ღა­ლი სას­ჯე­ლის და უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თის შე­ფარ­დე­ბა. ეს მიდ­გო­მე­ბი არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბი­სად­მი აღარ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბის მხა­რის კე­თილ ნე­ბა­ზე, პრაქ­ტი­კა­ზე, არა­მედ წარ­მოგ­ვიდ­გე­ბა, რო­გორც ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რად გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი. ახა­ლი კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, ბრა­ლის წარ­დ­გე­ნი­დან წი­ნა­სა­სა­მარ­თ­ლო სხდო­მამ­დე, ბავ­შ­ვის­თ­ვის პა­ტიმ­რო­ბის ვა­და 60-დან 40 დღემ­დე მცირ­დე­ბა, ნა­სა­მარ­თ­ლე­ო­ბის მოხ­ს­ნა კი სას­ჯე­ლის მოხ­დის­თა­ნა­ვე მოხ­დე­ბა. თუმ­ცა, თუ ად­რე გა­სა­მარ­თ­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი და­ნა­შა­ულს გან­მე­ო­რე­ბით ჩა­ი­დენს, სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვ­ნის დროს, მი­სი ნა­სა­მარ­თ­ლე­ო­ბა მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ი­ღე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კო­დექ­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არას­რულ­წ­ლოვ­ნი­სათ­ვის რე­სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის შან­სის მი­ცე­მაა. ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის თა­ნახ­მად, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის ვა­და, 9 თვის ნაც­ვ­ლად, 6 თვე იქ­ნე­ბა, ხო­ლო ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი პირ­და­პირ სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცეს­ზე და­ი­კითხე­ბა. იც­ვ­ლე­ბა სას­ჯე­ლის მოხ­დის პი­რო­ბე­ბიც — იკ­რ­ძა­ლე­ბა არ­ს­რულ­წ­ლო­ვა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის სრულ­წ­ლო­ვან­თან ერ­თად, ერთ სა­კან­ში და ასე­ვე ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, გან­თავ­სე­ბა.
„ვა­ფა­სებთ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­როს ძა­ლის­ხ­მე­ვას არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კო­დექ­სის შე­მუ­შა­ვე­ბის საქ­მე­ში, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას. სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია, პა­ტიმ­რო­ბის, რო­გორც სას­ჯე­ლის უკი­დუ­რე­სი ფორ­მის, თა­ვი­დან არი­დე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ზო­მე­ბი­სა და სას­ჯე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გზით, ბავ­შ­ვი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა — თა­ნა­მედ­რო­ვე, ბავ­შ­ვი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტე­ბია —  აღ­ნიშ­ნა სა­შა გრა­უ­მან­მა, იუნი­სე­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.
იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დ­რე ბა­რა­მი­ძე ამ­ბობს, რომ დო­კუ­მენ­ტის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა საქ­მე­ებს სწო­რედ სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი, პრო­კუ­რო­რე­ბი და მო­სა­მარ­თ­ლე­ე­ბი წარ­მარ­თა­ვენ. ამ­გ­ვარ ქმე­დე­ბას სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ის მე-40 მუხ­ლის მე-3 პუნ­ქ­ტი ავალ­დე­ბუ­ლებს:
„არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სი ერ­თად მო­უყ­რის თავს ყვე­ლა იმ ნორ­მას, რო­მე­ლიც არას­რულ­წ­ლო­ვანს ეხე­ბა, მის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ თუ სის­ხ­ლის­სა­მარ­თ­ლებ­რივ პრო­ცე­დუ­რებს ეხე­ბა. აქ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის პრი­მა­ტი. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ისიც, რომ მო­სა­მარ­თ­ლე იქ­ნე­ბა, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი თუ პრო­კუ­რო­რი, რო­მელ­საც შე­ხე­ბა აქვს არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­ს­თან,  არას­რულ­წ­ლოვ­ნის საქ­მე­ებ­ში იყოს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი“.
ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­სა და ბავ­შ­ვებ­სა და ზრდას­რუ­ლებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უკეთ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის მიზ­ნით, გა­ე­როს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტი მო­ითხოვს არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ სის­ტე­მას და ბავ­შ­ვ­თა მი­მართ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მოპყ­რო­ბას და ავალ­დე­ბუ­ლებს კონ­ვენ­ცი­ის ხელ­მომ­წერ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს, შე­ი­მუ­შა­ონ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კა, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა და სის­ტე­მა.
„იუნი­სე­ფი კვლავ გა­უ­წევს დახ­მა­რე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას კო­დექ­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, რაც გუ­ლის­ხ­მობს: კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბის და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი­სათ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მი­თი­თე­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, სხვა­დას­ხ­ვა მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მ­ნას და მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სფე­რო­სა და სხვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას“ — აღ­ნიშ­ნავს სა­შა გრა­უ­მა­ნი, იუნი­სე­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.
სი­ახ­ლე იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო კა­ნონ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში მყოფი მო­ზარ­დე­ბის მი­მართ მიდ­გო­მას ცვლის, მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტ­რო­ში კო­დექ­ს­ზე ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დ­ნენ. ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში ფსი­ქო­ლო­გე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბიც იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი. „შე­იძ­ლე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­კითხე­ბი შემ­დ­გომ­ში და­მუ­შავ­დეს, და­იხ­ვე­წოს, მაგ­რამ პრინ­ცი­პი — ამ კუთხით სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბა, მარ­თ­ლაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია“ — აცხა­დებს დე­პუ­ტა­ტი შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე.
მო­ზარ­დო­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი არ ნიშ­ნავს იმას, რომ  ადა­მი­ა­ნი  პო­ტენ­ცი­უ­რი დამ­ნა­შა­ვეა და აუცი­ლებ­ლად დამ­ნა­შა­ვედ ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ჩარ­თულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა კარ­გად უნ­და იცოდ­ნენ მო­ზარ­დო­ბის ასა­კის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი და ჰქონ­დეთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ის ზე­გავ­ლე­ნა, რა­საც პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლურ სის­ტე­მა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი ახ­დენს არას­რულ­წ­ლო­ვან­ზე, სას­ჯე­ლის მოხ­და ამ­ცი­რებს თუ, პი­რი­ქით, ზრდის არას­რულ­წ­ლო­ვა­ნებ­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის ალ­ბა­თო­ბას. ახა­ლი კო­დექ­სის ამოქ­მე­დე­ბით ქვე­ყა­ნა არას­რულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის­თ­ვის უფ­რო ლო­ი­ა­ლურ სა­სა­მარ­თ­ლოს მი­ი­ღებს და, რაც მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც მის მო­მა­ვალ­ზე აუცი­ლებ­ლად აისა­ხე­ბა. იმე­დის­მომ­ცე­მად ჟღერს ისე­თი კო­დექ­სის ამოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი არას­რულ­წ­ლო­ვა­ნე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე, რაც ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.
კო­დექ­სის გან­ხილ­ვა პარ­ლა­მენ­ტ­ში, სა­გა­ზაფხუ­ლო სე­სი­ა­ზე, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით და­იწყე­ბა. ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძის აზ­რით: „კო­დექ­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვ­ცემს, ასა­კობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვუდ­გეთ თი­თო­ე­ულ პირს“.

25-28(942)N