გამოდის 1998 წლიდან
2014-12-18
კითხ­ვა, ანუ სიყ­ვა­რუ­ლი ბრძა­ნე­ბი­თი კი­ლოს გა­რე­შე

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

5 დე­კემ­ბერს, მწე­რალ­თა სახ­ლ­ში, IUNISEF-ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ამ — „მწერ­ლე­ბი უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის“ გა­ნათ­ლე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მწერ­ლე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა, ვი­საც აღელ­ვებს ეს პრობ­ლე­მა. შეხ­ვედ­რა ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ის 25-ე წლის­თავს მი­ეძღ­ვ­ნა, რო­მე­ლიც, 2014 წლის ნო­ემ­ბერ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აღ­ნიშ­ნა. კონ­ვენ­ცი­ის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი სწო­რედ ბავ­შ­ვ­თა გა­ნათ­ლე­ბაა, თე­მა მით უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, რად­გა­ნაც, კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 15 წლის ასა­კის მოს­წავ­ლე­თა ორი მე­სა­მე­დი, ანუ 62% ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს წიგ­ნი­ე­რე­ბა­ში, მა­თე­მა­ტი­კა­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში. მწე­რალ­თა სახ­ლ­ში გა­მარ­თუ­ლი დის­კუ­სია სწო­რედ ამ პრობ­ლე­მე­ბის ირ­გ­ვ­ლივ წა­რი­მარ­თა — კონ­რე­ტუ­ლად რა რო­ლი ეკის­რე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რას, მწერ­ლო­ბას და კონ­კ­რე­ტულ მწერ­ლებს გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­სა თუ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, რა და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს მწერ­ლო­ბამ და ლი­ტე­რა­ტუ­რამ ისე, რომ მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­და­ი­ლა­ხოს სწავ­ლე­ბის არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სტრა­ტე­გია და არა­სა­თა­ნა­დო მე­თო­დე­ბი, რო­მე­ლიც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უკუ­რე­აქ­ცი­ას და ძა­ლა­დობ­რივ ხა­სი­ათს იძენს. ბრძა­ნე­ბით „შეყ­ვა­რე­ბა“ თავ­ში­ვე გან­წი­რუ­ლია. ხში­რად „არა­წიგ­ნი­ე­რი თა­ო­ბის“ არ­გუ­მენ­ტად ეპო­ქა სა­ხელ­დე­ბა, რო­ცა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა შთან­თ­ქა წიგ­ნის კითხ­ვის კულ­ტუ­რა და მოზღ­ვა­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის იოლად მო­პო­ვე­ბის გზებ­მა და­ჯაბ­ნა წიგ­ნი და მი­სი კითხ­ვით მი­ღე­ბუ­ლი სა­ო­ცა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა. თუმ­ცა, მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში, რო­ცა ტე­ლე­ვი­ზო­რი და კომ­პი­უ­ტე­რი არ არ­სე­ბობ­და, მწე­რალ­მა და ფი­ლო­სო­ფოს­მა ჟან-ჟაკ რუ­სომ კითხ­ვას ის „მათ­რა­ხი“ უწო­და, „რო­მელ­საც ბავშვს ხში­რად გა­და­უ­ჭე­რენ ხოლ­მე. მას ხომ, ჩვე­ნი აზ­რით, კითხ­ვის მე­ტი არა­ფე­რი ევა­ლე­ბა“. სად გა­დის წიგ­ნი­ე­რე­ბის გზა? ეს კითხ­ვა დის­კუ­სი­ის მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი იყო, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს მწერ­ლებ­მა ანა კორ­ძაია-სა­მა­დაშ­ვილ­მა და დი­ა­ნა ან­ფი­მი­ად­მა. მწერ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის ნაკ­ლე­ბო­ბა­სა და იმ პრობ­ლე­მებ­ზე, რომ­ლებ­საც ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლა­ში ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლის დროს აწყ­დე­ბი­ან. პრობ­ლე­მე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რით მოგ­ვა­რე­ბა დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი: პრობ­ლე­მა და სა­კითხი, რო­მელ­ზე სა­სა­უბ­რო­დაც შე­ვიკ­რი­ბეთ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თუ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არა. ამ სა­კითხ­ზე, რო­გორც პე­და­გოგს, მაქვს გა­მოც­დი­ლე­ბა. ჩე­მი შვი­ლი ჯერ პა­ტა­რაა და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ტომ არ კითხუ­ლობს ან რო­გო­რი მკითხ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, ეს სა­კითხი ჯერ არ დგას. თუმ­ცა, რო­გორც მას­წავ­ლე­ბელს, ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის თქმა შე­მიძ­ლია. მას­წავ­ლე­ბე­ლი, ტექ­ს­ტე­ბის, და­ვა­ლე­ბე­ბის მიღ­მა ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ხე­დავს, მათ შო­რის, პრობ­ლე­მებს, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვებს ხში­რად აქვთ. ეს ხში­რად მშობ­ლებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბია ან სტრე­სი, რაც ბევრ რა­მე­ზე აისა­ხე­ბა, მა­გა­ლი­თად, მათ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბებ­ზე. ერ­თი ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა მქონ­და: მყავ­და მე­ოთხეკ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლე, ცო­ტა მორ­ცხ­ვი და ცო­ტა ნერ­ვი­უ­ლიც. გარ­და იმი­სა, რომ ჰქონ­და კითხ­ვით უნა­რებ­ში ჩა­მორ­ჩე­ნა, პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და წე­რით უნა­რებ­შიც. ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია მის­მა რვე­ულ­მა და კა­ლიგ­რა­ფი­ამ. ის წერ­და სხვა­დას­ხ­ვა ზო­მის ასო­ებს, შე­ეძ­ლო ერ­თი ასო ერთ გვერ­დ­ზე და­ე­წე­რა, კა­ლამს ისე მაგ­რად აჭერ­და, რომ ზოგ ად­გილ­ზე ფურ­ცე­ლი იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. ვხვდე­ბო­დი, რომ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. ერთ დღეს, გაკ­ვე­თილ­ზე, ინა­ნიშ­ვი­ლის ტექსტს ვკითხუ­ლობ­დი, მის გვერ­დით მჯდომ­მა ბიჭ­მა იცელ­ქა და მას კა­ლა­მი წა­არ­თ­ვა. დღემ­დე არ ამომ­დის თვა­ლი­დან მი­სი რე­აქ­ცია — ყელ­ში ჩა­აფ­რინ­და ბიჭს და ყვი­რო­და „თა­ვი და­მა­ნე­ბე“. რო­გორც იქ­ნა ბავ­შ­ვე­ბი გა­ვაშ­ვე­ლე და სი­ტუ­ა­ცია დაწყ­ნარ­და. შემ­დეგ ბავ­შ­ვის ბე­ბი­ის­გან ვი­გებ, რომ მას დი­დი ტრა­გე­დია აქვს გა­და­ტა­ნი­ლი — სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ხა სას­ტი­კი ძა­ლა­დო­ბის სცე­ნა, რო­გორ მოკ­ლა მა­მამ დე­და. ეს შემ­თხ­ვე­ვა იმი­ტომ მოვ­ყე­ვი, რომ ასე­თი ის­ტო­რი­ის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან კითხ­ვის უნა­რებ­ზე სა­უ­ბა­რი, და­მე­თან­ხ­მე­ბით, რთუ­ლია. ყვე­ლაფ­რის სა­თა­ვე გა­ნათ­ლე­ბა­შია, ამი­ტომ, რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი, გთხოვთ ყვე­ლას — მწერ­ლებს, ახალ­გაზ­რ­დებს, გა­ნათ­ლე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს — ერ­თად ვიმ­ს­ჯე­ლოთ, რე­ა­ლუ­რად რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე ვართ. ყვე­ლამ ვი­ცით, რო­გორ დას­ცი­ნი­ან ბავ­შ­ვე­ბი ერ­თ­მა­ნეთს — შე მსუ­ქა­ნო და ა.შ. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე ამ პრობ­ლე­მის­თ­ვის კვი­რე­უ­ლი მი­მეძღ­ვ­ნა — და­ცინ­ვის კვი­რე­უ­ლი. და­ვიწყე ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ტექ­ს­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ბუ­ლინ­გის პრობ­ლე­მას შე­ე­ხე­ბო­და. ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ცო­ტა რთუ­ლი და გა­უ­გე­ბა­რი იყო ოს­კარ უაილ­დის „ვარ­ს­კ­ვ­ლავ­­ბი­ჭუ­ნა“და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სხვა ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რია იყო, ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქად მო­ვუ­ყე­ვი მათ ნა­წარ­მო­ე­ბი. ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში უბ­რა­ლოდ ვერ ვი­პო­ვე ტექ­ს­ტი, რო­მე­ლიც შე­მეძ­ლო გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ასე­თი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ასე­თი ტი­პის ტექ­ს­ტე­ბის შექ­მ­ნა. აქ სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლე­ბი არი­ან და მინ­და ყვე­ლამ ერ­თად ვი­ლა­პა­რა­კოთ ამ პრობ­ლე­მა­ზეც — რო­გო­რი ტექ­ს­ტე­ბი მოვ­ძებ­ნოთ, რო­გორ უნ­და მოხ­დეს წიგ­ნე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა, რო­გორ გა­მოვ­ცეთ ისე­თი წიგ­ნე­ბი, რომ ჩვენ­მა შვი­ლებ­მა იკითხონ და სცა­დონ სხვა პრობ­ლე­მე­ბის სწო­რედ ლი­ტე­რა­ტუ­რით მოგ­ვა­რე­ბა.“ არ ახ­სოვთ, რო­გო­რია, რო­დე­საც სა­მყა­როს ქვე­მო­დან ზე­მოთ უყუ­რებ მწე­რალ­მა ანა კორ­ძაია-სა­მა­დაშ­ვი­ლ­მა სა­უ­ბა­რი თა­ვი­სი ერთ-ერ­თი თარ­გ­მა­ნით და­იწყო და პა­ტა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა სწო­რედ ამ წიგ­ნით გა­მო­ხა­ტა: „რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მი­მარ­თ­ლა და ვთარ­გ­მ­ნე შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნი — კორ­ნე­ლია ფუ­კეს „ქურ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი“. არ ვი­ცი, დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან ვინ­მე გა­და­ე­ყა­რა თუ არა ამ ნა­წარ­მო­ებს. მინ­და გითხ­რათ, რომ ერთ-ერ­თი კე­თი­ლი წიგ­ნია, რო­მე­ლიც ოდეს­მე წა­მი­კითხავს. „ქურ­დე­ბის მბრძა­ნე­ბე­ლი“ შემ­დე­გი სენ­ტენ­ცი­ე­ბით იწყე­ბა — უფ­რო­სებს არ ახ­სოვთ რო­გო­რია, რო­ცა ხარ ბავ­შ­ვი. მარ­თა­ლია, ხში­რად ყვე­ბი­ან თა­ვი­ანთ ბავ­შო­ბა­ზე, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ტყუ­ი­ან — წერს კორ­ნე­ლია ფუ­კე. მათ არ ახ­სოვთ, რო­გო­რია, რო­დე­საც სამ­ყა­როს ქვე­მო­დან ზე­მოთ უყუ­რებ; არ ახ­სოვთ, რო­გო­რი დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვის შე­დე­გია სკამ­ზე ას­ვ­ლა? არ ახ­სოვთ რო­გო­რია, რო­ცა არა­ფე­რი არ იცი და ხარ პა­ტა­რა, გარ­შე­მო კი ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის და ვი­საც არ და­ე­ზა­რე­ბა ყვე­ლა­ფერს გას­წავ­ლის — მე მგო­ნი, არ ტყუ­ის ეს პა­ტი­ო­სა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი! მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად და­სა­ცა­ვი, ყვე­ლა­ზე მე­ტად საწყა­ლო­ბე­ლი (თუ შე­იძ­ლე­ბა შე­უ­რაცხ­ყო­ფის გა­რე­შე) ჯგუ­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა არის ის , რა­საც ბავ­შ­ვებს ვუ­წო­დებთ. მე არ ვი­ცი რო­დის იწყე­ბა და მთავ­რ­დე­ბა ბავ­შ­ვო­ბა, ეს ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, უბ­რა­ლოდ, რო­დე­საც ხარ პა­ტა­რა, შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ყა­როც ბევ­რად უფ­რო პა­ტა­რაა და ბევ­რად ნაკ­ლებ გა­მო­სა­ვალს ხე­დავ იქი­დან, რომ უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში არ ხდე­ბო­დეს ის, რაც უნ­დათ სხვებს და არ გინ­და შენ. მე მა­ინც ვფიქ­რობ, რომ პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნებს სა­ბო­ლოო ან­გა­რიშ­ში მა­ინც არა­ვინ არა­ფერს ეკითხე­ბა“. წი­თე­ლი ჩე­მოდ­ნი­ა­ნი გო­გო­ნას ის­ტო­რია ანა კორ­ძაია-სა­მა­დაშ­ვი­ლი: „ეს ის­ტო­რია ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ქალ­მა მო­მიყ­ვა, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი მდი­და­რი კლა­სი­კო­სის შვი­ლიშ­ვი­ლია. ბა­ბუ­ა­მი­სი, რო­გორც თვი­თონ ყვე­ბო­და, იყო ალ­კო­ჰო­ლი­კი და დი­დი პო­ე­ტი. ბა­ბუ­ას მის­თ­ვის არ ეცა­ლა. მას ჰყავ­და მშვე­ნი­ე­რი დე­და, იმ­დე­ნად ლა­მა­ზი, რომ ახ­ლაც, რო­ცა მახ­სენ­დე­ბა, არ მჯე­რა, რომ ღმერ­თი ასეთ ლა­მაზ ქა­ლებს აჩენ­და. ეს მშვე­ნი­ე­რი ქა­ლი 17 წლის ასაკ­ში გახ­და დე­და, იმი­ტომ, რომ თავ­და­ვიწყე­ბით შე­უყ­ვარ­და მა­მა. მაგ­რამ მა­მა გარ­და­იც­ვა­ლა და 19 წლის ასაკ­ში ის დარ­ჩა შვილთან ერ­თად, რო­მე­ლიც მას არ აინ­ტე­რე­სებ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ ჰქონ­და მას­თან. არა იმი­ტომ, რომ სა­ზიზღა­რი დე­და იყო ან ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნი, არა, უბ­რა­ლოდ, პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და მარ­ტო­კა იმა­ვე პი­რო­ბებ­ში, რო­გორ­შიც უფ­რო­სე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნენ, უბ­რა­ლოდ, უფ­რო და­ჩაგ­რუ­ლი. იმი­ტომ, რომ ზე­მოთ უყუ­რებ­და ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს. პა­სუ­ხად კითხ­ვა­ზე — გცემ­დ­ნენ? მი­პა­სუ­ხა — არა, რა სი­სუ­ლე­ლეა. გიყ­ვი­როდ­ნენ? — არა, არა­სო­დეს. რა­მეს გი­შა­ვებ­დ­ნენ? — არა, არა­ფერს. პრობ­ლე­მა ის იყო, რომ მას არ ექ­ცე­ოდ­ნენ, რო­გორც ბავშვს. ის, უბ­რა­ლოდ, მო­ნა­წი­ლე იყო თა­ნაცხოვ­რე­ბის. ის მო­მიყ­ვა ის­ტო­რი­ას, ვფიქ­რობ, ოდეს­მე, რო­ცა მე­ტი დრო მექ­ნე­ბა და წე­რას უკეთ ვის­წავ­ლი, აუცი­ლებ­ლად დავ­წერ ამ­ბავს იმი­სა, თუ რო­გორ გა­დაწყ­ვი­ტა ერ­თ­მა პა­ტა­რა გო­გომ ერ­თი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში გაქ­ცე­ვა. კითხ­ვა­ზე, სად მირ­ბო­და, მან მი­პა­სუ­ხა, რომ არ იცო­და, მაგ­რამ ზუს­ტად იცო­და, რომ უნ­და წა­სულიყო. ის იყო, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2 წლი­ნა­ხევ­რის ან 3 წლის. მას ჰქონ­და ლა­მა­ზი წი­თე­ლი „პლას­ტ­მა­სის ჩე­მო­და­ნი“, რო­მელ­შიც ჩა­აწყო ნივ­თე­ბი, რაც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სად მი­აჩ­ნ­და და წა­ვი­და თა­ვის პა­ტა­რა ჩე­მოდ­ნით სახ­ლი­დან ისე, რომ კაცს არ უკითხავს, სად ჯან­და­ბა­ში მი­დის, იმი­ტომ, რომ წე­სი იყო ასე­თი. წა­ვი­და და რა­ღაც ეტაპ­ზე, ვიდ­რე მო­ე­დან­ზე გა­ვი­დო­და, სა­დაც მთა­ვა­რი ტა­ძა­რი დგას, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ აც­ვია ჩუს­ტე­ბი — უსი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვია, რად­გან ზუს­ტად იცო­და, რკი­ნის ქა­ლამ­ნე­ბი უნ­და სცმო­და... ჩა­მოჯ­და. ვკითხე, რა­ტომ ჩა­მო­ჯე­ქი მი­პა­სუ­ხა, ეს მო­ე­და­ნი იმ­დე­ნად დი­დი იყო, რომ მივ­ხ­ვ­დი მო­ედ­ნის გა­დაკ­ვე­თა მარ­ტო არ შე­მეძ­ლო, უსას­რუ­ლოდ მეჩ­ვე­ნე­ბო­დაო. პრინ­ციპ­ში, ცო­დო ხარ, რო­ცა ჩუს­ტე­ბი გაც­ვია და თან პა­ტარა ხარ და თან არა­ვის ახსოვს, რო­გო­რია რო­ცა სა­მ­ყა­როს ქვე­მო­დან ზე­მოთ უყუ­რებ... უნ­და კი მას, წა­ი­კითხოს „წი­ქა­რა“? ანა კორ­ძაია-სა­მა­დაშ­ვი­ლი: რო­ცა წიგ­ნი­ე­რე­ბა­ზე გვაქვს სა­უ­ბა­რი, ამა­საც ვფიქ­რობ ხოლ­მე — უნ­და კი მას წა­ი­კითხოს „წი­ქა­რა“? მე პა­თო­ლო­გი­უ­რად მე­ში­ნო­და ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბის — სრუ­ლი­ად არა­ბუ­ნებ­რი­ვი ში­შით. ვტი­რო­დი ბო­ხი ხმით. მხო­ლოდ არ ვტი­რო­დი ხალ­ხ­ში, იმი­ტომ, რომ ვი­ცო­დი ეს ცუ­დი ტო­ნი იყო და წე­სი იყო უნ­და მო­მეს­მი­ნა, რო­ცა მი­კითხავ­დ­ნენ. უბ­რა­ლოდ, რო­ცა საქ­მე მიდ­გე­ბო­და იმ ად­გილ­ზე, სა­დაც სა­მარ­თე­ბე­ლი უნ­და გა­და­აგ­დონ, რომ კლდე­ე­ბი აღი­მარ­თოს, სიტყ­ვა სა­მარ­თე­ბელ­ზე ოფ­ლი მას­ხამ­და და თმა ყალ­ყ­ზე მიდ­გე­ბო­და, მაგ­რამ ამას ხომ არ ვიტყო­დი. რო­გო­რი უნ­და იყოს წიგ­ნი, რომ­ლის გა­მოც მა­ტა­რე­ბე­ლი სიკ­ვ­დი­ლის ბა­ნაკ­ში აღარ წა­ვა ანა კორ­ძაია-სა­მა­დაშ­ვი­ლი: „მინ­და გი­ამ­ბოთ ის­ტო­რია ერ­თი წიგ­ნი­სა, რო­მე­ლიც ზუს­ტად ვი­ცი, რა­ტომ შე­მიყ­ვარ­და გი­ჟი­ვით. და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით ვი­ცი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი არის 8 წლის, „აგუ­რი­ვით“ წიგ­ნის კითხ­ვა ნამ­დ­ვი­ლად არ უხა­რია. გარ­წ­მუ­ნებთ, იმი­ტომ, რომ მას ბევ­რი სხვა გა­სარ­თო­ბი აქვს. მაგ­რამ ეს იყო წიგ­ნი, რო­მე­ლიც წა­ვი­კითხე იმი­ტომ, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მა­მა­ჩემს არ და­ე­ზა­რა და მი­ამ­ბო სრუ­ლი­ად ჯა­დოს­ნუ­რი ის­ტო­რია და ეს ჯა­დოს­ნუ­რი ის­ტო­რია იყო ამ­ბა­ვი ერ­თი კა­ცი­სა. მე საბ­ჭო­თა ბავ­შ­ვი ვარ და, შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გად ვი­ცო­დი რას ნიშ­ნავ­და მე­სა­მე რა­ი­ხი და რას ნიშ­ნავ­და ვარ­შა­ვის გე­ტო (ეს ბევ­რად უკეთ ვი­ცო­დი, ვიდ­რე ბევ­რი სხვა რამ) და ვი­ცო­დი, რომ იყო ერ­თი სახ­ლი, რო­მელ­საც ერ­ქ­ვა „მწვა­ნე სახ­ლი“ და იქ იყ­ვ­ნენ უპატ­რო­ნო ბავ­შ­ვე­ბი — ებ­რა­ელ ობოლ­თა თავ­შე­სა­ფა­რი. იქ იყო ერ­თი ექი­მი, რო­მე­ლიც კარ­გად ხვდე­ბო­და, რომ ამ ბავ­შ­ვე­ბის სი­ცოცხ­ლეს არამც თუ საფ­რ­თხე ემუქ­რე­ბო­და, არა­მედ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო. ერ­თია, რომ ის ექი­მი იყო და მე­ო­რე, რომ კე­თი­ლი ჯა­დო­ქა­რი, რო­მელ­მაც ათი მცნე­ბა და­წე­რა მშობ­ლე­ბის­თ­ვის. ეს უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იანუშ კორ­ჩა­კია. ექი­მი ყო­ველ სა­ღა­მოს ბავ­შ­ვებს ამ­ბავს უყ­ვე­ბო­და გაგ­რ­ძე­ლე­ბე­ბით, იწყებ­და და არა­სო­დეს ამ­თავ­რებ­და. ეს სა­ღა­მო­ე­ბი ყვე­ლას უყ­ვარ­და. არა მგო­ნია ვარ­შა­ვის გე­ტო­ში ტკბი­ლად ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ ბავ­შ­ვე­ბი, მაგ­რამ რო­ცა პა­ტა­რა ხარ და იანუშ კორ­ჩა­კი ამ­ბებს გიყ­ვე­ბა, ეს სა­ო­ცა­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბა იქ­ნე­ბა. მე­რე ვი­ცო­დი ამ­ბა­ვი იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ ეს ბავ­შ­ვე­ბი უნ­და წა­ეყ­ვა­ნათ სიკ­ვ­დი­ლის ბა­ნაკ­ში და ისიც ვი­ცო­დი, რას ნიშ­ნავ­და სიკ­ვ­დი­ლის ბა­ნა­კი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ საბ­ჭო­თა ბავ­შ­ვის ტრავ­მი­რე­ბუ­ლი ფსი­ქი­კა. რო­დე­საც ბავ­შ­ვე­ბი მიჰ­ყავ­დათ სიკ­ვ­დი­ლის ბა­ნაკ­ში ისე­თი რამ მოხ­და, რაც, ალ­ბათ, კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში არა­ვის უნა­ხავს — მწვა­ნე ალ­მის ფრი­ა­ლით „მწვა­ნე სახ­ლის“ ბავ­შ­ვე­ბი მი­დი­ოდ­ნენ და თა­ვი­ან­თი სკო­ლის ჰიმნს მღე­როდ­ნენ, მათ წინ ამ ქვე­ყა­ნა­ზე ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ბი­ჭი, ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი ექი­მი — იანუშ კორ­ჩა­კი — მი­უძღო­დათ. ექიმ­მა არ უთხ­რა ბავ­შ­ვებს, რომ სიკ­ვ­დი­ლის ბა­ნაკ­ში მი­დი­ოდ­ნენ, უთხ­რა, რომ ქა­ლაქ­გა­რეთ უნ­და წა­სუ­ლიყ­ვ­ნენ და იქ მა­გარ ამ­ბებს მო­უყ­ვე­ბო­და. ბავ­შ­ვე­ბი მა­ტა­რე­ბელ­ში ავიდ­ნენ, იქ ასე­თი უც­ნა­უ­რი რამ მოხ­და — ზე­დამ­ხედ­ვე­ლი, რო­მე­ლიც კა­ცი­ჭა­მიაა და ბავ­შ­ვებს ალი­ონ­ზე უნ­და ჭამ­დეს, და­ჟი­ნე­ბით უყუ­რებ­და კე­თილ ექიმს და ჰკითხა: „მე­ფე მა­თი­უშ პირ­ვე­ლი“ თქვენ და­წე­რე­თო? ექიმ­მა უპა­სუ­ხა, დი­ა­ხო. რა მა­გა­რი წიგ­ნია, ვგიჟ­დე­ბი მა­თი­უშ პირ­ველ­ზეო — ამ­ბობს ზე­დამ­ხედ­ვე­ლი. მარ­თ­ლაო, პა­სუ­ხობს ექი­მი — და ეს მა­ტა­რე­ბე­ლი აღარ წა­ვაო? — არა, მა­ტა­რე­ბე­ლი მა­ინც წა­ვა, მაგ­რამ თქვენ დარ­ჩე­ბი­თო — პა­სუ­ხობს ზე­დამ­ხედ­ვე­ლი. ექი­მის პა­სუ­ხი კი ასე­თია: ძა­ლი­ან ცუ­დად გცოდ­ნი­ათ კითხ­ვაო. მა­მამ აქ შეწყ­ვი­ტა თხრო­ბა და წიგ­ნი არ მომ­ცა. მე­რე სულ ვფიქ­რობ­დი, რო­გო­რი უნ­და იყოს წიგ­ნი, რომ­ლის გა­მოც ავ­ტორ­მა იფიქ­როს, რომ მა­ტა­რე­ბე­ლი სიკ­ვ­დი­ლის ბა­ნაკ­ში აღარ წა­ვი­დო­და. აი, ასე წა­ვი­კითხე უზარ­მა­ზა­რი წიგ­ნი — „მე მა­თი­უშ პირ­ვე­ლი“. ამით რი­სი თქმა მინ­და იცით? რო­დე­საც ლა­პა­რა­კია იმა­ზე, ბავ­შ­ვე­ბი რა­ტომ არ კითხუ­ლო­ბენ ან რა­ტომ კითხუ­ლო­ბენ, პა­სუ­ხი ერ­თი მაქვს — ალ­ბათ, მათ არა­სო­დეს არა­ვინ უყ­ვე­ბათ, რომ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ეს იმის­თ­ვის კი არ და­წე­რა ვი­ღა­ცამ, რომ შენ იწ­ვა­ლო და ფეხ­ბურ­თი აღარ ითა­მა­შო, არა­მედ იმის­თ­ვის, ძა­ლი­ან მა­გა­რი ბი­ჭი იყო.“ ბავშვს თუ ეტყ­ვი, არ გიყ­ვარ­დეს, ის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ეყ­ვა­რე­ბა დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი: „ანა, შენ მთხრო­ბე­ლი იქ­ნე­ბი, მე მას­წავ­ლე­ბე­ლი. კორ­ჩაკ­ზე და ზო­გა­დად, ბავ­შ­ვე­ბის წიგ­ნებ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე ისე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე ძა­ლი­ან და­მა­ფიქ­რა. მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვი­რე­უ­ლი მო­ვაწყ­ვეთ. იანუშ კორ­ჩა­კი, გარ­და იმი­სა, რომ კარ­გი ექი­მი იყო, მას­წავ­ლე­ბე­ლიც ხომ იყო, ამი­ტომ მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვი­რე­უ­ლის ერთ-ერ­თი მოქ­მე­დი გმი­რი სწო­რედ ის იყო. ჩე­მი ერ­თი მოს­წავ­ლე ად­გა და მითხ­რა, რომ მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჰიტ­ლე­რიო და თქვენ არას­წო­რად ყვე­ბით ყვე­ლა­ფერ­სო. ის მა­გა­რი კა­ცი იყო, თა­ვის შვი­ლე­ბი და ქვე­ყა­ნა უყ­ვარ­დაო. ამან სე­რი­ო­ზუ­ლად და­მა­ფიქ­რა. ბავშვს თუ იმას ეტყ­ვი, რომ არ გიყ­ვარ­დეს, ის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ეყ­ვა­რე­ბა, ამი­ტომ ჩვენ პროგ­რა­მა შევ­ც­ვა­ლეთ და „მე­ფე მა­თი­უშ პირ­ველ­თან ერ­თად“ კვი­რე­ულ­ზე სხვა წიგ­ნე­ბიც წა­ვუ­კითხეთ — „ანა ფრან­კის დღი­უ­რი“, კორ­ჩა­კის ბი­ოგ­რა­ფია და სხვ. თან­და­თა­ნო­ბით წიგ­ნებ­მა მო­ა­ხერ­ხა ის, რომ ჰიტ­ლე­რის მოყ­ვა­რულ ბავშვს აზ­რი შე­აც­ვ­ლე­ვი­ნა და მოს­წავ­ლემ, ერ­თი კვი­რის შემ­დეგ, ჩუ­მად მითხ­რა: მას­წავ­ლე­ბე­ლო, ჰიტ­ლე­რი არც ისე მყვა­რე­ბია, უბ­რა­ლოდ, სახ­ლ­ში მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ყო­ველ­თ­ვის სხვე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რი უნ­და გქონ­დე­სო.“ წიგ­ნი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის სა­ბო­ლოო ად­რე­სა­ტი შეხ­ვედ­რა­ზე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტის­ტი­კა გაგ­ვაც­ნეს — სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 0,8 პრო­ცენ­ტია რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი და აქე­დან, წე­ლი­წად­ში ერ­თხელ, ბიბ­ლი­ო­თე­კას მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი სტუმ­რობს, მა­შინ რო­ცა, მა­გა­ლი­თად, ფი­ნეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 75 პრო­ცენ­ტი თვე­ში ერ­თხელ მი­დის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. ჩვე­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, წე­ლი­წად­ში 80 თეთრს ხარ­ჯავს თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ზე, ფი­ნე­თი კი — 150 ევ­როს, ბრი­ტა­ნე­თი — 350 ფუნტს და ა.შ. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 40 გა­მომ­ცემ­ლო­ბაა — ეს არის ჩვე­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რი რე­სურ­სი, სლო­ვე­ნი­ა­ში კი, სა­დაც მი­ლი­ონ ნა­ხე­ვა­რი მო­სახ­ლეა — 2000 გა­მომ­ცე­მე­ლია, ლიტ­ვა­ში — 800, ლატ­ვი­ა­ში — 14000. წიგ­ნი­ე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მა კი სა­ბო­ლო­ოდ ერთ ად­რე­სატ­თან — სა­ხელ­მ­წი­ფოს­თან და მის მიდ­გო­მებ­თან იყ­რის თავს. წიგ­ნი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მა იმა­ზე რთუ­ლად არის ქვე­ყა­ნა­ში, ვიდ­რე ეს ერ­თი შე­ხედ­ვით ჩანს. არა­და, ამ პრობ­ლე­მას კი­დევ ბევ­რი პრობ­ლე­მა მო­აქვს, ყვე­ლა­ფე­რი კი, ჯამ­ში, გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მა­ზე აისა­ხე­ბა. დის­კუ­სი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მის და­საძ­ლე­ვად ძა­ლის­ხ­მე­ვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­სა და კომ­პ­ლექ­სურ მიდ­გო­მებ­ზე შე­თანხ­მ­დ­ნენ. 11 სექ­ტე­მბერს მსო­ფი­ლი­ო­ში წე­რა-კითხ­ვის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. გა­ე­როს ეგი­დით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­ერ­თი პროგ­რა­მა და ღო­ნის­ძი­ე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა. არ­სე­ბობს სტან­დარ­ტი, რას ნიშ­ნავს წე­რა-კითხ­ვის ცოდ­ნა. სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად. წე­რა-კითხ­ვის ცოდ­ნა ნიშ­ნავს იმას, რომ ადა­მი­ან­მა შეძ­ლოს იმ დღეს თავს გა­დახ­დე­ნი­ლი ამ­ბის უშეც­დო­მოდ და­წე­რა ნა­ხე­ვარ გვერ­დ­ზე. ერთ-ერ­თი პა­ტა­რა კვლე­ვის (ექ­ს­პე­რი­მენ­ტის) თა­ნახ­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მდგო­მა­რე­ო­ბა ასე­თია: თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი­დან მოწ­ვე­უ­ლი 50 ადა­მი­ა­ნი­დან ვერც ერ­თ­მა ვერ შეძ­ლო ამ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. დას­კ­ვ­ნა, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თ­მა გა­მომ­ს­ვ­ლელ­მა გა­ა­კე­თა — ერ­თი და იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ფე­ნა­ში, ყვე­ლა სტ­რუქ­ტუ­რა­ში, ამი­ტო­მაც რო­გო­რი ძა­ლის­ხ­მე­ვაც არ უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნოს გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­მა, ენ­ჯე­ო­ებ­მა, მწერ­ლებ­მა, ნუ­ლო­ვან ეფექტს მოგ­ვ­ცემს და ჯა­მუ­რი ვექ­ტო­რი არა­ნა­ირ შე­დეგ­ზე არ გაგ­ვიყ­ვანს, თუ სა­ხელ­მ­წი­ფო არ ჩა­ე­რია და თა­ნაც სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნად. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი კო­ლო­სა­ლურ კრა­ხამ­დე მი­იყ­ვანს ქვე­ყა­ნას. ლი­ტე­რა­ტუ­რის ყვე­ლა­ზე დი­დი სი­ცა­რი­ე­ლე და გა­ნათ­ლე­ბის თან­მ­დე­ვი ხარ­ვე­ზე­ბი ერთ-ერ­თი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტებს, თა­ვი­ან­თი გე­მოვ­ნე­ბით, სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ჟურ­ნა­ლის გა­მო­ცე­მა და­ე­ვა­ლათ. ამის­თ­ვის ლექ­ტორ­მა ისი­ნი წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე მო­ნი­ტო­რინ­გის­თ­ვის წა­იყ­ვა­ნა — რა იყი­დე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან. რე­სურ­სი ერ­თი საც­დე­ლი სტუ­დენ­ტუ­რი ჟურ­ნა­ლის­თ­ვის, ჟან­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თა და ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნ­და. სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის ნაკ­ლე­ბო­ბას­თან ერ­თად, ხარ­ვე­ზად ისიც და­სა­ხელ­და, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურს „სა­ბას“ დღემ­დე არ და­ე­მა­ტა ნო­მი­ნა­ცია სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლო­ბის­თ­ვის, არ და­ე­მა­ტა იმის გა­მო, რომ მოთხოვ­ნა არ არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან. აღ­მოჩ­ნ­და, რომ მეტ-ნაკ­ლე­ბად გვაქვს სა­ბავ­შ­ვო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი უმ­ც­რო­სი ასა­კის კა­ტე­გო­რი­ის­თ­ვის და გვაქვს ლი­ტე­რა­ტუ­რა დი­დე­ბის­თ­ვის, ცა­რი­ე­ლია თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის ასა­კის ნი­შა. მო­ზარ­დე­ბის კა­ტე­გო­რი­ის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი სი­ცა­რი­ე­ლეა. არ გჯე­რათ? სცა­დეთ და ჩა­მოთ­ვა­ლეთ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ტექ­ს­ტე­ბი. და­მერ­წ­მუ­ნეთ, ისე­ვე გა­გი­ჭირ­დე­ბათ, რო­გორც მე. გარ­კ­ვე­უ­ლი თხოვ­ნაც იყო მწერ­ლე­ბი­სად­მი, რომ იფიქ­რონ ამა­ზე და შექ­მ­ნან ისე­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ზარ­დე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი და მხო­ლოდ მათ ენა­ზე შექ­მ­ნი­ლი. დის­კუ­სი­ის დროს აქ­ცენ­ტე­ბი გა­კეთ­და იმა­ზეც, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რის ნაკ­ლე­ბო­ბას­თან ერ­თად, პრობ­ლე­მე­ბია სკო­ლა­შიც. ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის იმ ხარ­ვე­ზებ­ზე, რო­მე­ლიც გენ­დე­რულ დის­ბა­ლანსს გუ­ლის­ხ­მობს — პერ­სო­ნა­ჟი გო­გო-ბი­ჭე­ბი. ასე­ვე ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც — არც ერთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვის ილუს­ტ­რა­ცია არ არ­სე­ბობს, მა­თაც ისე­ვე უნ­და შეძ­ლონ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნებ­მა. მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ყდა­ზე გა­მო­სა­ხულ ფო­ტო­ზე, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი სკო­ლის­კენ მი­დი­ან, ვერ­სად იპო­ვით ეტ­ლი­ან ბავშვს — ახ­ლის მი­ღე­ბა თით­ქოს გვინ­და, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში გვე­ში­ნია. დღე­ვან­დე­ლი სკო­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­იც­ვა­ლა, ჩა­კე­ტილ და შე­ში­ნე­ბულ ახალ­გაზ­რ­დებს ზრდის — ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბიც გა­კეთ­და, მა­გა­ლი­თად, და­სა­ხელ­და ერთ-ერ­თი პე­და­გო­გის შემ­თხ­ვე­ვა. რო­ცა ის პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებ­თან შე­ვი­და გაკ­ვე­თილ­ზე, პა­ტა­რე­ბი მას­წავ­ლებ­ლის მი­ახ­ლო­ე­ბი­სას, თავ­ზე ხელს იფა­რებ­დ­ნენ. ეს მა­თი ბუ­ნებ­რი­ვად თავ­დაც­ვის ინ­ს­ტინ­ქ­ტი იყო — სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შ­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და; უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა არც სტუ­დენ­ტებ­თან გვაქვს, 40 სტუ­დენ­ტი ლექ­ტორს ფეხ­ზე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად წა­მო­უხ­ტა, ამის მი­ზე­ზი წარ­მარ­თო­ბა და ფოლ­კ­ლო­რის თე­მა გახ­და. „უფ­ლის სა­ხელს ამა­ოდ ამ­დენ­ჯერ ნუ ახ­სე­ნებთ!“ — ამ მოთხოვ­ნით ლექ­ტო­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თე­მა შე­ეც­ვა­ლა. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რე­ა­ლო­ბა ასე­თი მძი­მეა. ამის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი რომ გა­ნათ­ლე­ბაა, ალ­ბათ, ამას შეხ­სე­ნე­ბაც არ სჭირ­დე­ბა. რა თქმა უნ­და, ლი­ტე­რა­ტუ­რას დიდ­წი­ლად შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს ბევ­რი რამ, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რო­გორ მი­ვიყ­ვა­ნოთ ეს ბავ­შ­ვე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რამ­დე. „ეს ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ვა­ლია, უპირ­ვე­ლე­სად კი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის“ — ეს ის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლია, რო­მე­ლიც დის­კუ­სი­ი­სას გა­მო­იკ­ვე­თა. კითხ­ვა, ანუ სიყ­ვა­რუ­ლი ბრძა­ნე­ბი­თი კი­ლოს გა­რე­შე მარ­თა­ლია, დის­კუ­სი­ა­ში ეს არა­ვის უხ­სე­ნე­ბია, მაგ­რამ მე, პირ­ველ რიგ­ში, არც მე­ტი და არც ნაკ­ლე­ბი, წიგ­ნის კითხ­ვის შე­საყ­ვა­რე­ბე­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, ფრან­გი მწერ­ლის, და­ნი­ელ პე­ნა­კის „რო­მა­ნი­ვით სა­კითხა­ვი“ გა­მახ­სენ­და. „კითხ­ვის მათ­რა­ხის“ ნაც­ვ­ლად, მათ, ვი­საც გულ­წ­რ­ფე­ლად აწუ­ხებთ, რა­ტომ არ კითხუ­ლობს ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბა წიგნს, მწე­რა­ლი სა­უ­კე­თე­სო გზებს სთა­ვა­ზობს ნა­წარ­მო­ე­ბით, რო­მე­ლიც იმ შეც­დო­მებ­ზეა აგე­ბუ­ლი, რა­საც მშობ­ლე­ბი შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას უშ­ვე­ბენ. მწე­რა­ლი კითხ­ვის სიყ­ვა­რულს, ზო­გა­დად სიყ­ვა­რულს ადა­რებს, რო­მე­ლიც თუ­კი მო­ვი­და, არას­დ­როს გვკითხავს, გვაქვს თუ არა ამის დრო — „კითხ­ვის დრო არას­დ­როს მქო­ნია, მაგ­რამ თუ რო­მან­მა და­მა­ინ­ტე­რე­სა, ვე­რა­ფე­რი შე­მიშ­ლის ხელს მის დამ­თავ­რე­ბა­ში“ — წერს ის. კითხ­ვა, ანუ სიყ­ვა­რუ­ლი, მხო­ლოდ ბრძა­ნე­ბი­თი კი­ლოს გა­რე­შე, არა­ნა­ირ გა­მარ­თ­ლე­ბას არ აძ­ლევს წა­კითხუ­ლის გა­და­მოწ­მე­ბას, კრი­ტი­კო­სო­ბას ან ანა­ლი­ტი­კო­სო­ბას, რად­გა­ნ ფიქ­რობს, რომ: „ამით ვი­თომ­და წიგ­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას ვა­ღი­ა­რებთ, მის წი­ნა­შე ვიხ­რით ქედს, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი უბ­რა­ლოდ ვა­მუნ­ჯებთ მას. სა­კუ­თა­რი კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის ტყვე­ო­ბა­ში მოქ­ცე­ულ­ნი, წიგ­ნის სათ­ქ­მელს ჩვე­ნი სათ­ქ­მე­ლით ვა­ნაც­ვ­ლებთ. იმის მა­გივ­რად, რომ ჩვე­ნი სა­ხით წიგ­ნი ღა­ღა­დებ­დეს, წიგნს ჩვე­ნი ჭკუ­ის გა­მო­სამ­ზე­უ­რე­ბელ ას­პა­რე­ზად ვხდით“. „წიგ­ნე­ბი იმის­თ­ვის კი არ იწე­რე­ბა, რომ მათ­ზე ილა­პა­რა­კონ, არა­მედ იმის­თ­ვის, რომ წა­ი­კითხონ“. რად­გა­ნაც დის­კუ­სია ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ას მი­ეძღ­ვ­ნა, ვფიქ­რობ, პე­ნა­კის რჩე­ვე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი მკითხ­ვე­ლის უფ­ლე­ბე­ბის „კონ­ვენ­ციაა“: უფ­ლე­ბა — არ წა­ვი­კითხოთ. უფ­ლე­ბა — გა­მოვ­ტო­ვოთ გვერ­დე­ბი. უფ­ლე­ბა — ბო­ლომ­დე არ წა­ვი­კითხოთ. უფ­ლე­ბა — ხე­ლახ­ლა წა­ვი­კითხოთ. უფ­ლე­ბა — ვი­კითხოთ, რაც გვინ­და. უფ­ლე­ბა — ბო­ვა­რიზ­მის (ტექ­ს­ტუ­ა­ლუ­რი გზით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბა). უფ­ლე­ბა — სა­დაც გვინ­და, იქ ვი­კითხოთ. უფ­ლე­ბა — სა­ი­და­ნაც გვინ­და, იქი­დან და­ვიწყოთ კითხ­ვა. უფ­ლე­ბა — ხმა­მაღ­ლა ვი­კითხოთ. უფ­ლე­ბა — არ ვი­ლა­პა­რა­კოთ წა­კითხულ­ზე. და­ი­ცა­ვით ეს უფ­ლე­ბე­ბი, თუ გინ­დათ, რომ შვი­ლე­ბი კარგ მკითხ­ვე­ლე­ბად გა­ზარ­დოთ და, რაც მთა­ვა­რია, პე­ნა­კის უმ­თავ­რე­სი რჩე­ვა არ გა­მოგ­რ­ჩეთ — კითხ­ვა ბრძა­ნე­ბი­თი კი­ლოს გა­რე­შე.

25-28(942)N