გამოდის 1998 წლიდან
2014-11-27
ჩემ­თ­ვის ცხოვ­რე­ბა აწ­მ­ყოა, ცოდ­ნა — დღე­სას­წა­უ­ლია... თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბა ძნე­ლად ჯდე­ბა ამ მო­დელ­ში...

ცი­რა ბარბაქაძე ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სე­მი­ო­ტი­კის კვლე­ვით ცენტრს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს, რომ­ლის მი­ზა­ნია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და, ზო­გა­დად, ქარ­თულ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ სივ­რ­ცე­ში, ახა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის შე­მო­ტა­ნა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. მი­სი სა­ლექ­ციო კურ­სე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებს მო­ი­ცავს — რა არის პო­ე­ზია, პო­ე­ტე­ბი და მუ­ზე­ბი; მე­ტა­ფო­რე­ბის სამ­ყა­რო და სამ­ყა­რო მე­ტა­ფო­რებ­ში; რი­ტო­რი­კა, სე­მი­ო­ტი­კა. სტუ­დენ­ტე­ბის საყ­ვა­რე­ლი ლექ­ტო­რი ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვად ისა­უბ­რებს ამ და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე.

— მრა­ვალ­მ­ხ­რივ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი ხართ, ამი­ტომ მი­ჭირს თე­მის არ­ჩე­ვა, რომ­ლი­თაც სა­უ­ბარს და­ვიწყებთ. მო­დი, სე­მი­ო­ტი­კით და­ვიწყოთ — პირ­ველ რიგ­ში, რა არის სე­მი­ო­ტი­კა? „შე­ხე­დეთ სამ­ყა­როს სე­მი­ო­ტი­კის თვა­ლით და აღ­მო­ა­ჩი­ნეთ სა­კუ­თა­რი თა­ვი მრა­ვალ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში“ — ეს თქვე­ნი სიტყ­ვე­ბია და გვირ­ჩი­ეთ, ეს რო­გორ გა­ვა­კე­თოთ?
— იმ მეც­ნი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლა, რო­მელ­შიც მუ­შა­ობ, არ სრულ­დე­ბა... ჩვენ რომ ზუს­ტად ვი­ცო­დეთ პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე: რა არის სე­მი­ო­ტი­კა? — მა­შინ აღარც გა­მო­ვიკ­ვ­ლევ­დით. მე შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რა­ტომ გახ­და სე­მი­ო­ტი­კა  აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ამის მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს: ჯერ კი­დევ სო­სი­უ­რი წერ­და, რომ მო­მა­ვალ­ში იარ­სე­ბებს მეც­ნი­ე­რე­ბა — სე­მი­ო­ლო­გია — რო­მელ­შიც ლინ­გ­ვის­ტი­კა იქ­ნე­ბა ერ­თი კერ­ძო დარ­გი. სე­მი­ო­ტი­კა ერ­თ­გ­ვა­რად გლო­ბა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბაა, ყვე­ლა მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ერ­თო ენა... ეს ახ­ს­ნა უკ­ვე მე­ტა­ფო­რუ­ლია, მაგ­რამ ამას ვერ გა­ვექ­ცე­ვით, სა­ერ­თო­დაც, ენა და მეტყ­ვე­ლე­ბა უკ­ვე აზ­რის მე­ტა­ფო­რაა...
ჩვენ ვცხოვ­რობთ ფორ­მა­თა (სა­გან­თა) სამ­ყა­რო­ში, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც ნი­შა­ნი (რო­გორც ენა): დაწყე­ბუ­ლი შუქ­ნიშ­ნე­ბი­დან ფუტ­კარ­თა ნიშ­ნურ ქცე­ვე­ბამ­დე, მა­თე­მა­ტი­კურ-ლო­გი­კუ­რი ენი­დან ფერ­წე­რულ ხა­ტე­ბამ­დე... ანუ: სამ­ყა­რო ერ­თი დი­დი ტექ­ს­ტია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ენე­ბით სავ­სე. იმი­სათ­ვის, რომ ავ­ხ­ს­ნათ სამ­ყა­რო და სა­კუ­თა­რი თა­ვი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ნი­შან­თა სის­ტე­მე­ბი უნ­და შე­ვის­წავ­ლოთ. შეს­წავ­ლის პრობ­ლე­მა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ბევ­რი „ენა“ ჯე­რაც არ არის აღ­მო­ჩე­ნი­ლი და აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­შიც, აუცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სის­ტე­მა­ში მოყ­ვა­ნა, სხვაგ­ვა­რად ვერ წა­ი­კი­თავ ან არას­წო­რად წა­ი­კითხავ... გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სე­მი­ო­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და სო­ცი­ო­კულ­ტუ­რულ სფე­რო­ებ­ში: დღეს სე­მი­ო­ტი­კა შე­ის­წავ­ლის არ­ქი­ტექ­ტუ­რის, მო­დის, რეკ­ლა­მის, რი­ტუ­ა­ლის ენას...
ენა ნიშ­ნურ სის­ტე­მებს შო­რის ყვე­ლა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი სის­ტე­მაა, ამი­ტომ ამ მო­დე­ლის გა­და­ტა­ნა და შეს­წავ­ლა ხდე­ბა სხვა „ენებ­ზე“. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ლინ­გ­ვის­ტუ­რი ენა გა­მო­დის სა­ფუძ­ვე­ლი, სწო­რედ ამას გუ­ლის­ხ­მობ­და ემილ ბენ­ვე­ნის­ტი, რო­დე­საც წერ­და, რომ „ენა არის ყვე­ლა სხვა სის­ტე­მის ინ­ტერ­პ­რე­ტა­ტო­რი“. სა­ინ­ტე­რე­სოა აგ­რეთ­ვე პოლ რი­კი­ო­რის გან­მარ­ტე­ბაც: სე­მი­ო­ტი­კა სხვა არა­ფე­რია, თუ არა ყო­ფი­ე­რე­ბის შე­მეც­ნე­ბის გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი პრო­ცე­სი, „გა­ნუწყ­ვე­ტე­ლი სვლა აშ­კა­რა აზ­რი­დან ფა­რუ­ლი აზ­რის­კენ“.
ამ გან­მარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, სე­მი­ო­ტი­კის მი­ზა­ნი ყო­ფი­ლა ნიშ­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, შეს­წავ­ლა, ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცია და მა­თი სა­შუ­ა­ლე­ბით მთა­ვა­რი აზ­რის მიგ­ნე­ბა... უნიშ­ნო­ბამ­დე, უფორ­მო­ბამ­დე მის­ვ­ლა... სა­დაც სიტყ­ვა წყვეტს სიტყ­ვად არ­სე­ბო­ბას, ნი­შა­ნი წყვეტს ნიშ­ნად არ­სე­ბო­ბას, ფორ­მა წყვეტს ფორ­მად არ­სე­ბო­ბას.... სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ნუ­მარ­ტა­ვია.... ფორ­მა­თა იქით სე­მი­ო­ტი­კა წყვეტს სე­მი­ო­ტი­კად არ­სე­ბო­ბას...
რაც შე­ე­ხე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის მრა­ვალ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნას... ვფიქ­რობ, ადა­მი­ა­ნიც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ნი­შა­ნია... თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს აქვს თა­ვი­სი სა­ლექ­სი­კო­ნო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბაც და კო­ნო­ტა­ცი­უ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბიც... ისიც შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ: სინ­ტაქ­ტი­კურ, სე­მან­ტი­კურ და პრაგ­მა­ტი­კულ დო­ნე­ებ­ზე... აი, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც კონ­ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა (რო­გორც სიტყ­ვა) და ხში­რად ისეთ თვი­სე­ბას ან ქცე­ვას აღ­მო­ა­ჩენს სა­კუ­თარ თავ­ში, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არ ჰქონ­და ან არ ეგო­ნა, რომ ჰქონ­და... ამას სე­მი­ო­ტი­კა­ში სე­მი­ო­ზი­სის პრო­ცე­სი ეწო­დე­ბა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ნი­შანს აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ის არას­დ­როს არ ქმნის ჩა­კე­ტილ სის­ტე­მას. ასე­ვე ადა­მი­ა­ნი არ არის (არ შე­იძ­ლე­ბა იყოს) ერ­თ­ფე­რო­ვა­ნი და ერ­თ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი... კონ­ტექ­ს­ტე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ ჩვენს ახალ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბებს, კონ­ტექ­ს­ტებს ჩვე­ნი ფუნ­ქ­ცი­ე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს... ასე რომ, ცვა­ლე­ბა­დე­ბი ვართ ერ­თი ფორ­მის ფარ­გ­ლებ­შიც და მუდ­მი­ვი ტრან­ს­ფორ­მა­ცია ჩვე­ნი ახა­ლი გან­ზო­მი­ლე­ბე­ბის წყა­როა... ამით ვხდე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი... მე­ტა­ფო­რუ­ლად შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ ადა­მი­ა­ნი მრა­ვალ­ფო­კუ­სი­ა­ნი არ­სე­ბაა, ის შე­იძ­ლე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყოს იმის მი­ხედ­ვით, რა მან­ძი­ლი­დან ვუ­ყუ­რებთ, რას ვაკ­ვირ­დე­ბით, ვის გვერ­დი­თაა და რას აკე­თებს... ასე­ვე შეგ­ვიძ­ლია შევ­ხე­დოთ სა­კუ­თარ თავ­საც და რო­გორც და­ი­ნა­ხავთ, გა­მი­ზი­ა­რეთ...
—  ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­იქ­მ­ნა სე­მი­ო­ტი­კის ცენ­ტ­რი და და­მო­უ­კი­დე­ბელ დის­ციპ­ლი­ნად ის­წავ­ლე­ბა, თქვე­ნი­ვე რე­დაქ­ტო­რო­ბით გა­მო­ი­ცე­მა ჟურ­ნა­ლი „სე­მი­ო­ტი­კა“, სა­დაც იბეჭ­დე­ბა მკვლე­ვარ­თა ნაშ­რო­მე­ბი. რა თე­მე­ბი მოხ­ვ­და კვლე­ვე­ბის არე­ალ­ში და რო­გო­რია სტუ­დენ­ტ­თა ინ­ტე­რე­სი ამ მეც­ნი­ე­რე­ბი­სად­მი?
— სა­ერ­თოდ, სი­ახ­ლე ინ­ტე­რესს ყო­ველ­თ­ვის იწ­ვევს, თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ გაჩ­ნ­და კითხ­ვა: რა არის სე­მი­ო­ტი­კა..? რო­მელ­ზეც პა­სუ­ხი არც ცალ­სა­ხაა და არც სა­ბო­ლოო, — უფ­რო მე­ტი ინ­ტ­ერე­სის წყა­როა... სე­მი­ო­ტი­კა ისე­თი სივ­რ­ცეა, რო­მელ­შიც თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლია შე­ნი სივ­რ­ცე შე­მო­საზღ­ვ­რო და იკ­ვ­ლიო... ამით ის სა­ინ­ტე­რე­სოა. წელს სე­მი­ო­ტი­კის ჯგუ­ფის მსმე­ნე­ლე­ბი თე­ატ­რის სე­მი­ო­ტი­კას იკ­ვ­ლე­ვენ, სწავ­ლო­ბენ, სპექ­ტაკ­ლებს აკ­ვირ­დე­ბი­ან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­ნი­ხი­ლა­ვენ და პა­ტა­რა კვლე­ვით პრო­ექ­ტებს წე­რენ... მო­მა­ვალ სე­ზონ­ზე სხვა თე­მა იქ­ნე­ბა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი და ასე... არას­დ­როს მო­იწყე­ნენ, რად­გან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბაა...
დღემ­დე გა­მო­ცე­მუ­ლია სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ „სე­მი­ო­ტი­კის“ 14 ნო­მე­რი. თე­მა­ტი­კა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია: ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სე­მი­ო­ტი­კა, სე­მი­ო­ტი­კის თე­ო­რია და ის­ტო­რია, კულ­ტუ­რის სე­მი­ო­ტი­კა — ეს ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც ჟურ­ნალ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. უფ­რო მე­ტა­დაც ვკონ­კ­რეტ­დე­ბით და სე­მი­ო­ტი­კის კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი უფ­რო თე­მა­ტუ­რია. ერთ კონ­ცეპტს იკ­ვ­ლევს: ენათ­მეც­ნი­ე­რი, ლი­ტე­რა­ტო­რი, რე­ლი­გი­ათ­მ­ცოდ­ნე, კულ­ტუ­რო­ლო­გი და სხვა... ასე წარ­მოდ­გე­ნი­ლი კვლე­ვა აერ­თი­ა­ნებს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი დარ­გის მეც­ნი­ე­რებს ერთ ხედ­ვა­ში და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა... მა­გა­ლი­თად, სე­მი­ო­ტი­კის კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე გან­ხი­ლუ­ლი კონ­ცეპ­ტე­ბია: ზღვა, გზა, სივ­რ­ცე, დრო, მე­ტა­ფო­რა... მო­მა­ვალ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ქა­ლა­ქის სე­მი­ო­ტი­კა იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი.
სე­მი­ო­ტი­კის კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რი აგ­რეთ­ვე ამ­ზა­დებს და გა­მოს­ცემს სე­რი­ას — სე­მი­ო­ტი­კუ­რი თარ­გ­მა­ნე­ბი. სე­რი­ის მი­ზა­ნია ამ დარ­გ­ში სა­ინ­ტე­რე­სო და პო­პუ­ლა­რუ­ლი ნაშ­რო­მე­ბის თარ­გ­მ­ნა-გა­მო­ცე­მა სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თ­ვის. ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უკ­ვე გა­მოს­ცა ამ სე­რი­ის პირ­ვე­ლი ნაშ­რო­მე­ბი: რო­ლან ბარ­ტის „წე­რის ნუ­ლო­ვა­ნი დო­ნე“, იური ლოტ­მა­ნის „მო­აზ­როვ­ნე სამ­ყა­რო შიგ­ნით“, ხო­სე ორ­ტე­გა-ი-გა­სე­ტის „ადა­მი­ა­ნი და ხალ­ხი“.
— ილი­ა­უ­ნი­ში თქვენ სტუ­დენ­ტე­ბის საყ­ვა­რე­ლი ლექ­ტო­რი ხართ, რო­გორ ახერ­ხებთ ასეთ ურ­თი­ერ­თო­ბებს და რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებთ სტუ­დენ­ტებს, თა­ო­ბას, რო­მელ­თა­ნაც ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­კავ­ში­რებთ?
— სიყ­ვა­რუ­ლი სადღაც ცალ­კე არ არ­სე­ბობს... ის ყვე­ლაფ­რის ფო­ნია... ცოდ­ნის გა­და­ცე­მი­სას სიყ­ვა­რუ­ლი ცოდ­ნას არ გა­მო­ე­ყო­ფა და არ ორ­თ­ქ­ლ­დე­ბა... ასე რომ, ამას ყვე­ლა გრძნობს: რო­ცა გიყ­ვარს და ისე ელა­პა­რა­კე­ბი... სიყ­ვა­რუ­ლი სუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაა და მას მი­ზე­ზი ან თვი­სე­ბა არ სჭირ­დე­ბა, რომ გა­მოვ­ლინ­დეს... ჩე­მი და სტუ­დენ­ტე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ორ­მ­ხ­რი­ვია...
ვფიქ­რობ, რომ სა­უ­კე­თე­სო თა­ო­ბა მო­დის... ად­ვი­ლად შე­უძ­ლი­ათ სტე­რე­ო­ტი­პე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თე­ბი არი­ან და მე მი­ად­ვილ­დე­ბა მათ­თან დი­ა­ლო­გი...
— სა­ბა­კა­ლავ­რო კურ­სი პო­ე­ზი­ა­ში — გვი­ამ­ბეთ ამის შე­სა­ხე­ბაც.
— სა­ბა­კა­ლავ­რო კურ­სი „რა არის პო­ე­ზია, პო­ე­ტე­ბი და მუ­ზე­ბი“ — არ­ჩე­ვი­თი კურ­სია ბა­კა­ლავ­რე­ბის­თ­ვის. კურ­სი მა­ლე­ვე გახ­და ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი თა­ვი­სი ფორ­მა­ტის გა­მოც. ავ­ტო­რებ­თან ცოცხა­ლი შეხ­ვედ­რე­ბი და დი­ა­ლო­გი — კურ­სის ნა­წი­ლია. ამ გზით სტუ­დენ­ტე­ბი უკეთ ეც­ნო­ბი­ან თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ზი­ას. კურ­სის მი­ზა­ნია, სტუ­დენ­ტებ­მა პო­ე­ზი­ის „კითხ­ვა“ და გა­გე­ბა ის­წავ­ლონ. ამ კურსს შე­მოქ­მე­დი სტუ­დენ­ტე­ბი ირ­ჩე­ვენ, ამი­ტომ ყო­ველ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სოა ასეთ ჯგუ­ფებ­თან მუ­შა­ო­ბა.
—  თქვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ილი­ა­უ­ნი­ში და­არ­ს­და პო­ე­ზი­ის კლუ­ბი. რა ხდე­ბა თქვე­ნი შე­ხედ­ვით, თა­ნამ­დე­რო­ვე პო­ე­ზი­ა­ში, რა სი­ახ­ლე მო­აქვს ამ თა­ო­ბას პო­ე­ზი­ა­ში?
— პო­ე­ზი­ის კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში და­არ­ს­და პო­ე­ზი­ის კლუ­ბიც. კლუბს არ ჰყავს მუდ­მი­ვი წევ­რე­ბი, კურ­სის ცვლას­თან ერ­თად ისი­ნიც იც­ვ­ლე­ბი­ან, მაგ­რამ უც­ვ­ლე­ლია იდეა — პო­ე­ზი­ის სიყ­ვა­რუ­ლი და პო­ე­ზი­ით სამ­ყა­როს შე­მეც­ნე­ბა. ბევ­რი ორი­გი­ნა­ლუ­რი და კრე­ა­ტი­უ­ლი აქ­ცია ჩა­ტარ­და კლუ­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით.
თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ზია პოს­ტ­მო­დერ­ნის­ტუ­ლი ეპო­ქის პრო­დუქ­ტია და ის არის ისე­თი­ვე მო­ზა­ი­კუ­რი, რო­გორც თა­ვად პოს­ტ­მო­დერ­ნი... ყვე­ლა ტენ­დენ­ცია თით­ქოს ერ­თად იყ­რის თავს, ვგუ­ლის­ხ­მობ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას... გა­მოვ­ლე­ნილ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მ­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მა და ფორ­მა­ტია, რო­მე­ლიც პო­ე­ტურ აზრს კი­დევ უფ­რო მრვალ­ფე­როვ­ნად წარ­მო­ად­გენს...
—  სა­ინ­ტე­რე­სოა თქვე­ნი აზ­რი დღე­ვან­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­სა­ხებ —  ალ­ბათ, ნა­ფიქ­რი გაქვთ. პირ­ველ რიგ­ში, რა არის ის ხარ­ვე­ზი, რაც ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას აქვს ზო­გად ან უმაღ­ლეს სა­ფე­ხუ­რებ­ზე?
— არ ვი­ცი, რამ­დე­ნად არის ხარ­ვე­ზი, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა არ მომ­წონს ერ­თი ტენ­დენ­ცი­ის გა­მო, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სა­ლუ­რია, — ეს არის ერ­თ­გ­ვა­რი „ძა­ლა­დო­ბის“ ელე­მენ­ტე­ბი, რაც გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცესს რუ­ტი­ნად აქ­ცევს, ამის გა­მო ცოდ­ნის მი­ღე­ბა არ არის დღე­სას­წა­უ­ლი, ისე­თი „იძუ­ლე­ბაა“, რო­მე­ლიც „კენ­წე­რო­ში უნ­და გატ­კ­ბილ­დეს“. ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბას უკარ­გავს პრო­ცე­სით ტკბო­ბის სი­ა­მოვ­ნე­ბას... ჩემ­თ­ვის ცხოვ­რე­ბა აწ­მ­ყოა, ცოდ­ნა — დღე­სას­წა­უ­ლია... თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბა ძნე­ლად ჯდე­ბა ამ მო­დელ­ში...
გახ­სოვთ ის ფილ­მი „დead ჵoets Society“ („მკვდა­რი პო­ე­ტე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა”) და რო­ბინ უილი­ამ­სის გმი­რი მის­ტერ კი­ტინ­გი, ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, კონ­სერ­ვა­ტულ სას­წავ­ლე­ბელ­ში... კი­ტინ­გი ბავ­შ­ვებს და­ფიქ­რე­ბის­კენ, სა­კუ­თა­რი სტი­ლის აღ­მო­ჩე­ნის­კენ უბიძ­გებს ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, პო­ე­ზი­ის მშრა­ლი ანა­ლი­ზის ნაც­ვ­ლად ას­წავ­ლის, რო­გორ შე­იგ­რ­ძ­ნონ პო­ე­ზია. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მა­გი­და­ზე ამ­ხ­ტა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წავ­ლე­ებს ეკითხე­ბა:
— აბა, ვინ მეტყ­ვის, მა­გი­და­ზე რა­ტომ ვდგა­ვარ?
— უფ­რო მა­ღა­ლი რომ გა­მოჩ­ნ­დეთ, — პა­სუ­ხობს ერ­თი...
—  მა­გი­და­ზე იმი­ტომ ვდგა­ვარ, რომ სა­კუ­თარ თავს შე­ვახ­სე­ნო, მოვ­ლე­ნებს ყო­ველ­თ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად უნ­და შევ­ხე­დოთ... იცით? სამ­ყა­რო აქე­დან ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რად ჩანს...
ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს, რო­მელ­მაც აით­ვალ­წუ­ნა მის­ტერ კი­ტინ­გი ამ­გ­ვა­რი მე­თო­დე­ბის გა­მო, ის პა­სუ­ხობს: „ყო­ველ­თ­ვის ვფიქ­რობ­დი, გა­ნათ­ლე­ბის იდეა სა­კუ­თარ თავ­ზე და­ფიქ­რე­ბა იყო...“
— რო­გორ უნ­და გახ­დეს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ისე­თი, რო­გორ­ზეც თქვენ გვიყ­ვე­ბით?
— კლი­მა­ტის შეც­ვ­ლით და კონ­ტ­რო­ლით, — რო­გორც ამას ამ­ბობს თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის მკვლე­ვა­რი კენ რო­ბინ­სო­ნი.
ერთ-ერ­თი ლექ­ცი­ის დროს (რო­გორ და­ვაღ­წი­ოთ თა­ვი გა­ნათ­ლე­ბის სიკ­ვ­დი­ლის ხე­ო­ბას) ასეთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ამ­ბავს ჰყვე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო მე­ტა­ფო­რას ქმნის:
ჩე­მი საცხოვ­რებ­ლი­დან არც ისე შორს, არის ად­გი­ლი, სა­ხე­ლად „სიკ­ვ­დი­ლის ხე­ო­ბა“, ეს ყვე­ლა­ზე ცხე­ლი და მშრა­ლი ად­გი­ლია ამე­რი­კა­ში. იქ არა­ფე­რი იზ­რ­დე­ბა, არა­ფე­რი იზ­რ­დე­ბა, რად­გან არას­დ­როს წვიმს. 2004 წლის ზამ­თარ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად იწ­ვი­მა ხე­ო­ბა­ში, მსხვი­ლი წვე­თე­ბი ცვი­ო­და მცი­რე ხნით. 2005 წლის გა­ზაფხულ­ზე სას­წა­უ­ლი მოხ­და: სიკ­ვ­დი­ლის ხე­ო­ბის მთე­ლი მი­და­მო და­ი­ფა­რა ყვა­ვი­ლე­ბით. რას ამ­ტ­კი­ცებს ეს? ეს ამ­ტ­კი­ცებს, რომ „სიკ­ვ­დი­ლის ხე­ო­ბა“ არ არის მკვდა­რი, უბ­რა­ლოდ, თვლემს. ზუს­ტად ზე­და­პი­რის ქვეშ არის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მარ­ც­ვ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ელო­დე­ბი­ან შე­სა­ბა­მის პი­რო­ბებს, რომ გა­მოჩ­ნ­დ­ნენ და ორ­გა­ნუ­ლი სის­ტე­მით თუ პი­რო­ბე­ბი ზუს­ტია, სი­ცოცხ­ლე გა­რ­და­უ­ვა­ლია, ის ყო­ველ­თ­ვის მიმ­დი­ნა­რე­ობს... იღებ ერთ ად­გილს: სკო­ლას, უბანს... ცვლი პი­რო­ბებს, აძ­ლევ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სა­შუ­ა­ლე­ბებს და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მო­ლო­დინს, სთა­ვა­ზობ მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ეხ­მა­რე­ბი, იყ­ვ­ნენ ინო­ვა­ცი­უ­რე­ბი იმა­ში, რა­საც აკე­თე­ბენ და სკო­ლე­ბი, რომ­ლებ­საც აკ­ლ­და ეს, ივ­სე­ბი­ან სი­ცოცხ­ლის წყურ­ვი­ლით.
კენ რო­ბინ­სო­ნის მი­ხედ­ვით, ჭეშ­მა­რი­ტი რო­ლი გა­ნათ­ლე­ბის ლი­დე­რო­ბა­ში არ არის და არც უნ­და იყოს ბრძა­ნე­ბა და კონ­ტ­რო­ლი. ლი­დე­რო­ბის მთა­ვა­რი რო­ლი არის კლი­მა­ტის კონ­ტ­რო­ლი, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის კლი­მა­ტის შექ­მ­ნა.
სურ­ვი­ლი მაქვს, ჩვე­ნი ინ­ტერ­ვიუ მხო­ლოდ ამით არ შე­მო­ი­ფარ­გ­ლოს. და­საწყის­ში აღ­ვ­ნიშ­ნე კი­დე­ვაც, რომ იმ­დე­ნად მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვად სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი ხართ, ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, ალ­ბათ, შე­უძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა­ფერ­ზე ვი­სა­უბ­როთ. თუმ­ცა პო­ე­ზი­ას გვერდს ვერ ავუვ­ლით. ოთხი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი — „ლექ­სე­ბი“, „გა­მო­ა­ღეთ სარ­კ­მე­ლი“, „დუ­მი­ლის ა(მ)ბე­ბი და „უცხო ქა­ლა­ქი“ — ეს თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­მოღ­ვა­წა­რია. „სი­სა­და­ვე, გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა და ლი­რიზ­მი“ — ეს თქვე­ნი პო­ე­ზი­ის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბია. რა არის ეს სამ­ყა­რო თქვენ­თ­ვის?
— პო­ე­ზი­ის სამ­ყა­რო ერთ-ერ­თი გან­ზო­მი­ლე­ბაა, რო­მელ­შიც პე­რი­ო­დ­უ­ლად ვი­ხიზ­ნე­ბი და იმ სამ­ყა­რო­დან აღ­ვიქ­ვამ ყვე­ლა­ფერს პო­ე­ზი­ის რა­კურ­სით... პო­ე­ზია ჩემ­თ­ვის სუ­ლის ამინ­დია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბია...
— რო­ცა თქვენ­თან ინ­ტერ­ვი­უს­თ­ვის ვემ­ზა­დე­ბო­დი, ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დ­ზე თქვე­ნი ახა­ლი ლექ­სი და­ი­დო — „ამ­ხი­ლეთ ერ­თ­მა­ნე­თი“, რო­მე­ლიც მთავ­რ­დე­ბა სიტყ­ვე­ბით: „ამ­ხი­ლეთ ერ­თ­მა­ნე­თი სიყ­ვა­რულ­ში“. ეს სიტყ­ვე­ბი ერ­თ­გ­ვარ მო­წო­დე­ბად აღ­ვიქ­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი, რო­მე­ლიც დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, აგ­რე­სი­ის და სი­ძულ­ვი­ლის ენით უფ­რო სა­უბ­რობს. არის თუ არა ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა დღეს სიყ­ვა­რუ­ლის დე­ფი­ცი­ტი?
— დი­ახ, სწო­რად მიხ­ვ­დით... ზოგ­ჯერ ფე­ის­ბუ­კის მთა­ვარ გვერდს რომ თვალს გა­და­ვავ­ლებ ხოლ­მე, ყვი­რი­ლი მინ­დე­ბა და მე­რე ამ ემო­ცი­ას პე­რი­ო­დუ­ლად სტა­ტუ­სად გარ­დავ­ქ­მ­ნი... ეგ ლექ­სი სტა­ტუ­სად იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და მე­რე პო­ე­ზი­ის ფორ­მა მი­ი­ღო...
ადა­მი­ა­ნებს მხო­ლოდ სიტყ­ვე­ბით და ცნე­ბე­ბით უყ­ვართ ერ­თ­მა­ნე­თი და მე­რე ამ სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლით ისე­თებს სჩა­დი­ან, სიყ­ვა­რუ­ლის­გან რომ ძა­ლი­ან შორ­საა... სიყ­ვა­რუ­ლის დე­ფი­ცი­ტი იმი­ტომ არის, რომ ადა­მი­ა­ნის ეგო უსაშ­ვე­ლოდ გა­ი­ზარ­და და სუ­ლის სიხ­ში­რე­ე­ბი ჩა­ახ­შო... მხო­ლოდ სულს უყ­ვარს უპი­რო­ბოდ... ეგოს სიყ­ვა­რუ­ლი პი­რო­ბი­თია...
—  თუ არ გა­დაგ­ღა­ლეთ, მინ­და კი­დევ ერთ თე­მა­საც შე­ვე­ხოთ. თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფო­ტოგ­რა­ფი­ი­სად­მი, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობ, გა­ტა­ცე­ბას უკ­ვე გას­ც­და. რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით ფო­ტოგ­რა­ფი­ით? რო­გორც ვი­ცი, უფ­რო ხში­რად იღებთ პე­ი­ზა­ჟებს (ცნო­ბი­ლი პრო­ექ­ტი „ანა­რეკ­ლი“), გქონ­დათ გა­მო­ფე­ნაც. თუ გაქვთ სა­ოც­ნე­ბო ად­გი­ლი, რო­მელ­საც გა­და­ი­ღებ­დით ან სა­ოც­ნე­ბო ფო­ტოპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც გეგ­მავთ. რა არის თქვენ­თ­ვის ფო­ტოგ­რა­ფია — აზ­რის გა­მო­ხატ­ვის ერთ-ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა?
— ფო­ტოგ­რა­ფი­ის უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბა, სიტყ­ვე­ბის გა­რე­შე გა­მო­ხა­ტოს აზ­რი და ემო­ცია — ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მომ­ხიბ­ვ­ლე­ლია... გა­მო­ხატ­ვის ვი­ზუ­ა­ლუ­რი ფორ­მა­ტია... ჩვე­ნი სა­უ­კუ­ნე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლურ ფორ­მებ­ზე... რად­გან დრო ძა­ლი­ან აჩ­ქარ­და, აჩ­ქა­რე­ბუ­ლია ცხოვ­რე­ბის რიტ­მი, ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ბე­ნა­ზეა... ფო­ტო იმ­დე­ნად ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ც­ვე­ლია, რომ მან ჩა­ა­ნაც­ვ­ლა ვერ­ბა­ლუ­რი ტექ­ს­ტი... ოც­ნე­ბას ქმე­დე­ბა მირ­ჩევ­ნია, ამი­ტომ თუ რა­ი­მე ჩა­ვი­ფიქ­რე, მა­ლე­ვე ვა­ხორ­ცი­ე­ლებ... გრძელ­ვა­დი­ა­ნი ნაფ­ტა­ლი­ნი­ა­ნი ოც­ნე­ბე­ბი არ მაქვს... ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც სპონ­ტა­ნუ­რო­ბა მი­ზი­დავს... დი­დი ხნის ნა­ფიქ­რი უკ­ვე მეც­ნი­ე­რე­ბაა და არა ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბა... თუმ­ცა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბიც იგეგ­მე­ბა წი­ნას­წარ... მე მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის­კენ ვარ... ანა­რეკ­ლე­ბის სე­რი­აც სპონ­ტა­ნუ­რად შე­იქ­მ­ნა.
— ბო­ლოს, მინ­და ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი და­ვას­რუ­ლო ამო­ნა­რი­დით თქვე­ნი „უცხო ქა­ლა­ქი­დან“:
 უცხოა ქა­ლა­ქი, რო­მელ­შიც და­გე­ძებ,
 რო­გორც და­ე­ძე­ბენ ქა­რე­ბი ფოთ­ლებს...
 უცხოა ქა­ლა­ქი, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ,
 მი­სი საზღ­ვ­რე­ბი კი­ლო­მეტ­რე­ბით
 არ იზო­მე­ბა.
 და­გე­ძებ ქა­ლაქ­ში, რო­მელ­შიც დავ­დი­ვართ,
 რო­მე­ლიც სავ­სეა მზი­თა და ავ-კარ­გით...
 რა ძნე­ლად შეგ­ხ­ვ­დი და დაგ­კარ­გე ად­ვი­ლად
 ქა­ლაქ­ში,
 რო­მელ­მაც საზღ­ვ­რე­ბი და­კარ­გა...
 ქა­ლაქ­ში ქა­ლა­ქი... შე­ნი და ჩე­მია!
 და ისევ გიმ­ღე­რებ, დღეს თუ­კი გა­დავ­რ­ჩი,
 შენ, ჩე­მო, ქა­ლაქ­ში და­კარ­გ­ვა გჩვე­ვია...
 მე კი ვი­კარ­გე­ბი შენ­ში... ვით ქა­ლაქ­ში...

P.S. ჩვე­ნი გა­ზე­თის მკითხ­ვე­ლი ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რია, ძი­რი­თა­დად, პე­და­გო­გე­ბი. რას ეტყ­ვით მათ, თქვე­ნი აზ­რით, რო­გო­რი უნ­და იყოს კარ­გი პე­და­გო­გი?
— არ მაქვს მზა რე­ცეპ­ტი, რო­გო­რი უნ­და იყოს კარ­გი პე­და­გო­გი, მაგ­რამ ვი­ცი, რა უნ­და შეს­ძ­ლოს კარ­გ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა — მოს­წავ­ლე­ებს ას­წავ­ლოს ფიქ­რი და გა­უღ­ვი­ძოს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი...

ესა­უბ­რა
ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N