გამოდის 1998 წლიდან
2014-12-04
სტუ­დენ­ტუ­რი წლე­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სა­გო­ნა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დროა

რუბ­რი­კის სტუ­მა­რია თე­ო­ნა ვარ­შა­ლო­მი­ძე, ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩი თურ­ქეთ­ში

— თე­ო­ნა, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი... გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი? — პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ რუბ­რი­კა­ში მოწ­ვე­ვის­თ­ვის. შე­სა­ნიშ­ნა­ვი რუბ­რი­კაა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც საზღ­ვარ­გა­რეთ მყო­ფი ახალ­გაზ­რ­დე­ბი თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ მო­მა­ვალ თა­ო­ბებს, კი­დევ უფ­რო დიდ მო­ტი­ვა­ცი­ას უქ­მ­ნი­ან, თა­ვა­დაც მი­ი­ღონ გა­ნათ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში და იქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა, ად­რე თუ გვი­ან, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ახ­მა­რონ. მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე სკო­ლა გა­მო­ვიც­ვა­ლე, ჯერ ბა­თუ­მის ¹6 და ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ვსწავ­ლობ­დი, შემ­დეგ რ. შა­ჰი­ნის სა­ხე­ლო­ბის მე­გობ­რო­ბის ლი­ცე­უმ­ში გა­და­ვე­დი, ბო­ლოს კი ხელ­ვა­ჩა­უ­რის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. ყვე­ლა სკო­ლამ, მას­წავ­ლებ­ლებ­მა და მე­გობ­რებ­მა ჩემ­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კვა­ლი და­ტო­ვეს. სწო­რედ ბავ­შ­ვო­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­რე­მოა მი­ზე­ზი დღე­ვან­დე­ლი ჩე­მი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბი­სა. მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა ზუს­ტად არც კი ვი­ცი რამ გან­საზღ­ვ­რა, ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე გა­დაჭ­რით ვამ­ბობ­დი, რომ ექი­მი უნ­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ოჯახ­ში ცდი­ლობ­დ­ნენ სა­მე­დი­ცი­ნო გა­და­მე­ფიქ­რე­ბი­ნა და იმ დრო­ის­თ­ვის ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი „ბიზ­ნე­სის მე­ნეჯ­მენ­ტი“ ამერ­ჩია, მაგ­რამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ვერ შე­მაც­ვ­ლე­ვი­ნეს — 2003 წელს ჩა­ვა­ბა­რე უმაღ­ლეს სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა „აიეტ­ში“ (და­ვით ტვილ­დი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი) მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე. 2010 წლი­დან სწავ­ლა თურ­ქეთ­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე. ამ­ჟა­მად ან­კა­რა­ში, ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჯან­დაც­ვის მე­ნეჯ­მენ­ტის სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა­ზე ვსწავ­ლობ.

— რა გზა გა­ი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან თურ­ქე­თამ­დე და რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ქა­ლა­ქი ან­კა­რა? — საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა, რო­გორც ყვე­ლას, მეც თა­ვი­დან­ვე მინ­დო­და. ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­თ­ვის ვიკ­ვ­ლევ­დი, სად და რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა სწავ­ლა. თურ­ქეთ­ზე იმი­ტომ შევ­ჩერ­დი, რომ ოჯახ­თან და სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან სი­ახ­ლო­ვე ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ამას­თა­ნა­ვე, თურ­ქე­თი ჩვენს რე­გი­ონ­ში, მე­დი­ცი­ნის დარ­გ­ში, ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია და, რაც მთა­ვა­რია, იქ სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მაც არ­სე­ბობს. ასე რომ, ბევ­რი აღარ მი­ფიქ­რია და უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მა­ში, მო­ვი­პო­ვე სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა და ჩა­მო­ვე­დი თურ­ქეთ­ში. ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ჯან­დაც­ვი­სა და მე­დი­ცი­ნის სფე­რო­ში, თურ­ქეთ­ში, რე­ი­ტინ­გით პირ­ველ ად­გილ­ზეა. იმა­შიც გა­მი­მარ­თ­ლა, რომ ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ან­კა­რა­შია, რად­გან ან­კა­რა სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი, მშვი­დი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ქა­ლა­ქია. ჯან­დაც­ვის მე­ნეჯ­მენ­ტის არ­ჩე­ვის მი­ზე­ზი კი ის იყო, რომ საკ­მა­ოდ პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი, ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­რო დარ­გია. თუმ­ცა, ბავ­შ­ვო­ბის გეგ­მებ­სა და პრაქ­ტი­კოს ექი­მო­ბა­ზე უარს მა­ინც არ ვამ­ბობ და თურ­ქე­თის ერ­თი­ა­ნი სა­რე­ზი­დენ­ტუ­რო პროგ­რა­მის გა­მოც­დე­ბის­თ­ვის აქ­ტი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბი. გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ საქ­მი­ა­ნო­ბას პე­დი­ატ­რი­ა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლებ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა დღი­თი დღე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა, რად­გა­ნაც სა­ქარ­თ­ვე­ლო გან­ვი­თა­რე­ბის ახალ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ეტაპ­ზეა, ბო­ლო ათ­წ­ლე­ულ­ში და­იწყო თა­ნა­მედ­რო­ვე ქვეყ­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და სწო­რედ სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა იმ რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც ძლი­ე­რი სა­ხელ­მ­წი­ფოს შე­საქ­მ­ნე­ლა­დაა სა­ჭი­რო. ამ პრო­ცეს­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის და მით უმე­ტეს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის რო­ლი, ძა­ლი­ან დი­დია, ამი­ტომ საზღ­ვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად წას­ვ­ლა მი­სა­სალ­მე­ბე­ლია.

— მი­ამ­ბე ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ... — ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რია, 1954 წელს, ან­კა­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ბა­ზა­ზე გახ­ს­ნი­ლი „ბავ­შ­ვ­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის“ კურ­სით იწყე­ბა, რო­მელ­საც ჰა­ჯე­ტე­პეს და­მა­არ­სე­ბე­ლი ექი­მი, პრო­ფე­სო­რი იჰ­სან დოღ­რა­მა­ჯი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აფარ­თო­ვებ­დ­ნენ სა­მუ­შაო არე­ალს. 1963 წელს ჰა­ჯე­ტე­პეს სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტი გა­იხ­ს­ნა, ხო­ლო 1967 წელს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტა­ტუ­სი მი­ი­ღო და მე­დი­ცი­ნის, ჯან­დაც­ვის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო და სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტებ­მა და­იწყო ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა. დღეს ჰა­ჯე­ტე­პეს 2 კამ­პუს­ში 14 ფა­კულ­ტე­ტი, 14 ინ­ს­ტი­ტუ­ტი, 2 უმაღ­ლე­სი სკო­ლა (კო­ლე­ჯი), 1 კონ­სერ­ვა­ტო­რია, 16 პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი და 45 მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კვლე­ვის ცენ­ტ­რი ფუნ­ქ­ცი­ო­ნე­რებს. სწავ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მხრივ ყვე­ლა­ზე ძვი­რი მე­დი­ცი­ნი­სა და სტო­მა­ტო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტე­ბია

— თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის 1800$-მდე, ხო­ლო უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის თით­ქ­მის სამ­მა­გი ღირს. — რო­გორ ხდე­ბა სტი­პენ­დი­ე­ბის და გრან­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა, რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი? — ბო­ლო 6-7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თურ­ქეთ­მა შექ­მ­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტი­პენ­დი­ე­ბის მსგავ­სი სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც თურ­ქე­თის ნე­ბის­მი­ერ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სრულ და­ფი­ნან­სე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. ამ პროგ­რა­მას, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, საკ­მა­ოდ დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს. მეც სწო­რედ ამ პროგ­რა­მით ვსწავ­ლობ. სტი­პენ­დი­ის მო­პო­ვე­ბაც და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაც საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ყო­ველ სე­მეს­ტ­რ­ში აფა­სე­ბენ ყვე­ლა სტუ­დენ­ტის შე­დე­გებს და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი კი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია.

— ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ალ­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობ­და. ვინ არი­ან ისი­ნი, მოკ­ლედ მი­ამ­ბე მათ შე­სა­ხებ. — ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მარ­თ­ლაც სწავ­ლობ­და ძა­ლი­ან ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი ჰა­ჯე­ტე­პეს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტო­რი-ქი­რურ­გი, დო­ცენ­ტი ომერ ოზ­ქა­ნი მახ­სენ­დე­ბა, რო­მელ­მაც თურ­ქეთ­ში პირ­ვე­ლად შე­ას­რუ­ლა მთლი­ა­ნი სა­ხის კა­ნი­სა და, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ორი­ვე ხე­ლის გა­და­ნერ­გ­ვის ოპე­რა­ცია. ცნო­ბი­ლი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის სია საკ­მა­ოდ დი­დია, მა­თი უმე­ტე­სო­ბა ჰა­ჯე­ტე­პეს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს ფა­კულ­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან, ასე­ვე არი­ან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც, უდი­დე­სი კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და ჰოლ­დინ­გე­ბის მფლო­ბე­ლე­ბიც. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ზო­გა­დად, ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რა ძა­ლი­ან რთუ­ლია, თით­ქ­მის ყვე­ლა ფა­კულ­ტე­ტი უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბით იღებს სტუ­დენ­ტებს და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­სი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი თურ­ქეთ­ში დი­დი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ.

— რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ? — სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერ­თ­ნა­ი­რია, სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა ოთხ­წ­ლი­ა­ნია, სა­მა­გის­ტ­რო — 2, დოქ­ტო­რან­ტუ­რა — 4, ხო­ლო მე­დი­ცი­ნი­სა და სტო­მა­ტო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, 6 და 5-წლი­ა­ნია. სწავ­ლის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნე­ბის გარ­და შე­გიძ­ლია ფა­კულ­ტე­ტის გა­რეთ სხვა საგ­ნე­ბი აირ­ჩიო, რაც უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვანს და სა­ხა­ლი­სოს ხდის სტუ­დენ­ტის ცხოვ­რე­ბას. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი კამ­პუ­სე­ბის პრინ­ცი­პი­თაა მოწყო­ბი­ლი, შე­დი­ხარ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და იწყე­ბა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა, ერთ სივ­რ­ცე­შია სას­წავ­ლო, გა­სარ­თო­ბი თუ მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი. ხში­რად ტარ­დე­ბა თურ­ქი და უცხო­ე­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ლექ­ცი­ე­ბიც. ჰა­ჯე­ტე­პე­ში კარ­გად მუ­შა­ობს დის­ტან­ცი­უ­რი, ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ე­ბის მე­თო­დიც. რამ­დე­ნი­მე­ჯერ გვქონ­და კი­დეც ამე­რი­კე­ლი და ევრო­პე­ლი ლექ­ტო­რე­ბის ონ­ლა­ინ ლექ­ცი­ე­ბი.

— რა რო­ლი უჭი­რავს თურ­ქეთ­ში (ან­კა­რა­ში) სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს? — ბიბ­ლი­ო­თე­კას სტუ­დენ­ტის ცხოვ­რე­ბა­ში დი­დი ად­გი­ლი უჭი­რავს. ამ მხრივ, არც თურ­ქე­თია გა­მო­ნაკ­ლი­სი. ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტს აქვს თა­ნა­მედ­რო­ვედ აღ­ჭურ­ვი­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, რომ­ლე­ბიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ და ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მ­ნი­ლი კომ­ფორ­ტუ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის­თ­ვის. გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ჯგუ­ფუ­რი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბიც. ჰა­ჯე­ტე­პეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ბიბ­ლი­ო­თე­კა ცნო­ბი­ლია. ყვე­ლა­ზე დი­დი მოთხოვ­ნა კი ან­კა­რის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ზეა, სა­დაც თით­ქ­მის ყვე­ლა სა­ხის წიგ­ნი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა შეგ­ვიძ­ლია. სტუ­დენ­ტუ­რი წლე­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო მო­სა­გო­ნა­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დროა. — გაქვს თუ არა მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად? — 2013 წლის აპ­რი­ლამ­დე, უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს, ოფი­ცი­ა­ლუ­რად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა არ გვქონ­და, ამი­ტომ აქამ­დე არ მი­მუ­შა­ვია. ამ ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რ­მა სტუ­დენ­ტ­მა და­იწყო მუ­შა­ო­ბა. სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ო­ბა ერ­თ­გ­ვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ სვლის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. — რო­გორ ფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და დიპ­ლო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­საქ­მე­ბა­ში ითა­მა­შებს თუ არა გა­დამ­წყ­ვეტ როლს? — ყო­ველ­თ­ვის ვამ­ტ­კი­ცებ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც შე­იძ­ლე­ბა ისე­თი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, რომ კონ­კუ­რენ­ცია გა­უ­წიო ნე­ბის­მი­ერ კან­დი­დატს, რო­მელ­საც უცხო­ეთ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა კი არა, ზო­გა­დად მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. მე მყავს მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არი­ან და აქვთ არა­ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბა, ვიდ­რე სხვებს. ვფიქ­რობ, საზღ­ვარ­გა­რეთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ერთ-ერ­თი პლი­უ­სი, რად­გან იქ სტუ­დენ­ტი, ცოდ­ნას­თან ერ­თად, ბევრ სხვა სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვა­საც იძენს, მაგ­რამ ამას გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ უნ­და ჰქონ­დეს.

— რას ურ­ჩევ იმ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ? — ყვე­ლა ახალ­გაზ­რ­დას, რო­მელ­საც ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა უნ­და, შე­ვახ­სე­ნებ, რომ ამის მიღ­წე­ვა თან­მიმ­დევ­რუ­ლი და კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით შე­იძ­ლე­ბა. დაწყე­ბა აუცი­ლებ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან უნ­და მოხ­დეს, არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ეს სკო­ლა იქ­ნე­ბა თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ჯერ შენს ქვე­ყა­ნა­ში უნ­და იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი, გა­მე­ო­რე­ბა რომ მო­ა­ხერ­ხო სხვა­გან იმა­ვეს. გარ­და ამი­სა, უნ­და გა­ი­აზ­რონ, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ სტუ­დენ­ტო­ბა დაბ­რ­კო­ლე­ბებ­საც გუ­ლის­ხ­მობს, იქ­ნე­ბა სირ­თუ­ლე­ე­ბიც, გა­ცი­ლე­ბით მე­ტი შრო­მა მო­უ­წევთ, მაგ­რამ თუ ყვე­ლა­ფერს გა­და­ლა­ხა­ვენ და შრო­მის­მიყ­ვა­რე­ნი იქ­ნე­ბი­ან, კარგ გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ. დღეს­დღე­ო­ბით ეს აუცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მო­მა­ვალ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში, ჩვენც ვიქ­ნე­ბით მოთხოვ­ნა­დი ქვე­ყა­ნა, ეს სწო­რედ ჩვენ­ზე, საზღ­ვარ­გა­რეთ მყოფ ახალ­გაზ­რ­დებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩვენ უნ­და ავით­ვი­სოთ და დავ­ნერ­გოთ ყვე­ლა კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც მსოფ­ლი­ოს წამ­ყ­ვან ქვეყ­ნებ­შია.

— თე­ო­ნა, რო­გორც ვი­ცი, პრო­ექ­ტის „იყა­ვი შე­ნი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩი“ თა­ნახ­მად, აგირ­ჩი­ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩად თურ­ქეთ­ში. რა არის პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი? — დი­ახ, გავ­ხ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩი თურ­ქეთ­ში, რაც ჩემ­თ­ვის დი­დი სი­ხა­რუ­ლი და უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მათ მი­მართ, ვინც ნდო­ბა გა­მო­მიცხა­და. ერ­თი წლის მან­ძილ­ზე მო­მი­წევს ამ სა­პა­ტიო სტა­ტუ­სის ტა­რე­ბა და ვეც­დე­ბი ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო, რა­თა სა­ქარ­თ­ვე­ლო თურ­ქეთ­ში უკეთ გა­იც­ნონ. პრო­ექ­ტი „იყა­ვი შე­ნი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩი“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს ინი­ცი­ა­ტი­ვით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მი­სი აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან დი­ას­პო­რის სა­კითხებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რის აპა­რა­ტი და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო. პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა კულ­ტუ­რუ­ლი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მელ­თა მი­ზა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. ამ პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რ­დე­ბის­გან ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს უცხო­ელ ახალ­გაზ­რ­და მე­გო­ბარ­თა ქსე­ლი. კონ­კურ­სი გა­მოცხად­და ათ ქვე­ყა­ნა­ში (აშშ, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა, საფ­რან­გე­თი, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი, ავ­ს­ტ­რია, ლიტ­ვა, პო­ლო­ნე­თი, უკ­რა­ი­ნა, ჩე­ხე­თი, თურ­ქე­თი) მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის. უკ­ვე შერ­ჩე­ულ ახალ­გაზ­რ­და ელ­ჩებს, ჩვე­ნი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შედ­გე­ნი­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რულ-შე­მოქ­მე­დე­ბი­თი, სპორ­ტუ­ლი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სხვა სა­ხის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, რომ­ლებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლი და უცხო­ე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი. ალ­ბათ, უკ­ვე ნო­ემ­ბ­რი­დან შე­ვუდ­გე­ბით პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

— თურ­ქე­თი ტრან­ს­კონ­ტი­ნენ­ტუ­რი ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს ევ­რო­პუ­ლი ცხოვ­რე­ბის სტილს და აღ­მო­სავ­ლურ კო­ლო­რიტს. უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ის მქო­ნე, ულა­მა­ზე­სი თა­ნა­მედ­რო­ვე და გან­ვით­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის ერ­თ­გ­ვა­რი ხი­დია, ცნო­ბი­ლია უამ­რა­ვი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით და ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბით. რა არის შენ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და შთამ­ბეჭ­და­ვი ამ ქვე­ყა­ნა­ში, სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბა, სად აპი­რებ დამ­კ­ვიდ­რე­ბას? მი­ამ­ბე, რო­გორ ცხოვ­რო­ბენ თურ­ქი ახალ­გაზ­რ­დე­ბი, რა არის მათ­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი? — კარ­გად აღ­წე­რეთ თურ­ქე­თი და მინ­და გითხ­რათ, რომ ნამ­დ­ვი­ლად ასეა. სწო­რედ თურ­ქეთ­ში და­ი­ნა­ხავთ ნათ­ლად აზი­ურ და ევ­რო­პულ ცხოვ­რე­ბა­სა და აზ­როვ­ნე­ბა­ში სხვა­ო­ბას. ძა­ლი­ან ბევრ სა­ერ­თოს ქარ­თ­ვე­ლებ­სა და თურ­ქებ­ში ვერ ვხე­დავ ხოლ­მე, მაგ­რამ შე­ვე­გუე თურ­ქეთ­ში ცხოვ­რე­ბას, მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა იმა­საც, რომ არი­ან სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ნი, უყ­ვართ დახ­მა­რე­ბა. შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და სა­კუ­თა­რი საქ­მის კე­თე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი იყო ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მი. სწო­რედ ესაა მი­ზე­ზი იმი­სა, რომ თურ­ქე­თი, სულ რა­ღაც 100 წე­ლი­წად­ში, ჩა­მო­ყა­ლიბ­და წარ­მა­ტე­ბულ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­წი­ფოდ და ერთ-ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ქვეყ­ნად იქ­ცა მსოფ­ლი­ო­ში. თურ­ქე­ბი ნამ­დ­ვი­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი არი­ან, ამის და­ნახ­ვა არ არის ძნე­ლი — დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, ყვე­ლა აივან­ზე, სა­ხელ­მ­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ფრი­ა­ლებს თურ­ქე­თის დრო­შა, ჰიმ­ნის გაჟ­ღე­რე­ბის­თა­ნა­ვე იწყე­ბენ ერ­თხ­მად სიმ­ღე­რას. გუ­ლი მწყდე­ბა, რომ ასე­ვე დი­დი ის­ტო­რი­ის, სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბი­სა და გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ქარ­თ­ვე­ლებს, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს თურ­ქე­თი და ბევ­რი სხვა ქვე­ყა­ნა გვჯობ­ნის. ქარ­თ­ვე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში თვი­თონ თურ­ქე­ბი მარ­წ­მუ­ნე­ბენ, ყო­ველ­თ­ვის აღ­ნიშ­ნა­ვენ, თუ რო­გორ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლე­ბი და რა­ო­დენ წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან ყვე­ლა სფე­რო­ში. იმე­დი მაქვს, სა­ქარ­თ­ვე­ლოც მა­ლე აღიდ­გე­ნს თა­ვი­ს სიძ­ლი­ე­რეს. კერ­ძოდ ან­კა­რა კი სტუ­დენ­ტუ­რი ქა­ლა­ქია, თურ­ქე­თის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტი სწო­რედ ან­კა­რა­ში მდე­ბა­რე­ობს. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო შე­გიძ­ლია სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად გა­ა­ტა­რო, ამის­თ­ვის ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მ­ნი­ლი. შე­გიძ­ლია წახ­ვი­დე კი­ნო­ში, თე­ატ­რ­ში, გა­მო­ფე­ნებ­ზე, კა­ფე­ებ­სა თუ კლუ­ბებ­ში, და­ის­ვე­ნო ბუ­ნე­ბა­ში, პარ­კ­ში. თა­ვი­სუ­ფალ დროს, რო­გორც წე­სი, ქარ­თ­ველ მე­გობ­რებ­თან ვა­ტა­რებ. ვსა­უბ­რობთ, ვთა­მა­შობთ ბო­უ­ლინგს, ფე­ინ­ტ­ბოლს. დღე­სას­წა­უ­ლებ­სა და სხვა­დას­ხ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბულ დღე­ებ­ში ვიკ­რი­ბე­ბით კა­ფე­ებ­ში და ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობთ ქარ­თუ­ლად, ტრა­დი­ცი­უ­ლად აღ­ვ­ნიშ­ნოთ ყვე­ლა ასე­თი დღე. დავ­დი­ვართ პიკ­ნი­კებ­ზე, ან­კა­რა­ში სა­პიკ­ნი­კე ად­გი­ლე­ბიც ბლო­მა­დაა, ვაწყობთ ექ­ს­კურ­სი­ებს. ასე­ვე აქ­ტი­უ­რად ვმო­ნა­წი­ლე­ობთ თურ­ქე­თის სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლა­ქებ­ში გა­მარ­თულ ქარ­თულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. მა­გა­ლი­თად, თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თ­ვე­ლე­ბი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, მა­ის­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს. იმარ­თე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის სა­ღა­მო­ე­ბიც. ყო­ველ­თ­ვის ვერ ვა­ხერ­ხებთ, მაგ­რამ მა­ინც ხში­რად ვეს­წ­რე­ბით მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებს. თურ­ქი ახალ­გაზ­რ­დე­ბის გარ­თო­ბა და ცხოვ­რე­ბა ჩვენ­გან დი­დად არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. შა­ბათ-კვი­რას ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რი, სა­დაც თავ­მოყ­რი­ლია გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლე­ბი, კა­ფე­ე­ბი, ყო­ველ­თ­ვის ხალ­ხ­მ­რა­ვა­ლია ხოლ­მე. ხში­რად ვხვდე­ბი თურქ მე­გობ­რებ­საც, ვსა­უბ­რობთ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე, ერ­თ­მა­ნეთს ვაც­ნობთ ქარ­თულ და თურ­ქულ ტრა­დი­ცი­ებს და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ ქარ­თულ­საც ვას­წავ­ლი ხოლ­მე მათ. ერთ-ერთ თურქ მე­გო­ბარს რომ ვუთხა­რი, თურ­ქულ თე­ატ­რ­ში არ ვყო­ფილ­ვარ და წას­ვ­ლა მინ­და-მეთ­ქი, მე­ო­რე კვი­რას­ვე დამ­პა­ტი­ჟა და მას შემ­დეგ ხში­რად დავ­დი­ვარ მას­თან ერ­თად თე­ატ­რ­ში. დავ­პირ­დი, რომ აუცი­ლებ­ლად ქარ­თულ თე­ატ­რ­შიც წა­ვიყ­ვან. ან­კა­რა, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, სტუ­დენ­ტუ­რი ქა­ლა­ქია და იქ, უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის გარ­და, თურ­ქე­თის სა­ვა­დას­ხ­ვა ქა­ლა­ქი­და­ნაც ძა­ლი­ან ბევ­რი სტუ­დენ­ტია. ისი­ნიც, ჩვენს მსგავ­სად, ეგუ­ე­ბი­ან ახალ ქა­ლაქს, გა­რე­მოს. რო­გორც ჩვენ­თან, თურ­ქეთ­შიც და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მაა, ახალ­გაზ­რ­დებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ძა­ლი­ან უჭირთ სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა. აქ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მე­დი­ცი­ნი­სა და ინ­ჟი­ნე­რი­ის ფა­კულ­ტე­ტე­ბია. ამ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე მოხ­ვედ­რა და სწავ­ლა ძა­ლი­ან ძნე­ლია, თუმ­ცა სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვია. ჩემს სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს რაც შე­ე­ხე­ბა, 5-6 წლის შემ­დეგ აუცი­ლებ­ლად დავ­ბ­რუნ­დე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მა­ნამ­დე კი თურ­ქეთ­ში ვა­პი­რებ მუ­შა­ო­ბას, ეს აუცი­ლე­ბე­ლია სრულ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თ­ვის და ასე­ვე ფი­ნან­სუ­რი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის. — სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან არც ისე შორს ხარ, მაგ­რამ მა­ინც რა გე­ნატ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად? — გულ­წ­რ­ფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს საზღ­ვარს გა­დავ­დი­ვარ თუ არა, უკ­ვე სა­ქარ­თ­ვე­ლო მე­ნატ­რე­ბა, ყვე­ლა­ზე მე­ტად — მშობ­ლე­ბი, ჩე­მი სახ­ლი, ჩე­მი ქა­ლა­ქი, ქარ­თუ­ლი ლა­პა­რა­კი ქუ­ჩებ­ში და ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი. ჩემ­თ­ვის დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ახ­ლოს ვარ და ძა­ლი­ან ხში­რად, 1-2 დღი­ან დას­ვე­ნე­ბებ­ზეც კი, შე­მიძ­ლია ჩა­მოს­ვ­ლა. თურ­ქე­თის არ­ჩე­ვის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­ზე­ზიც სწო­რედ ეს იყო.

— და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, ალ­ბათ მეტს და ღრმად ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი ადა­მი­ა­ნი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს რო­გო­რე­ბიც ვართ, თუ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს? რა არის ის, რაც თურ­ქეთ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა პე­რი­ოდ­მა მოგ­ცა, შენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი? — გე­თან­ხ­მე­ბით, რომ საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბი­სას ბევ­რად სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებ ცხოვ­რე­ბას. ნამ­დ­ვი­ლად სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რობ სამ­შობ­ლო­ზე, ფიქ­რობ, რა უნ­და გა­ა­კე­თო, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სო შე­ნი ქვეყ­ნის, ხალ­ხის, ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა. თურ­ქეთ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა და­მა­ნა­ხა ის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს და ქარ­თ­ვე­ლებს დი­დი პო­ტენ­ცი­ა­ლი გვაქვს, ვი­ყოთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ ყვე­ლამ ერ­თად უნ­და ვის­წავ­ლოთ საქ­მის კე­თე­ბა და არა მი­თი­თე­ბა, თუ რო­გორ გა­ვა­კე­თოთ ესა თუ ის საქ­მე. აუცი­ლებ­ლად უნ­და ვი­ყოთ და­მო­უ­კი­დე­ბელ­ნი, მაგ­რამ უნ­და შეგ­ვეძ­ლოს თა­ნაცხოვ­რე­ბა ბევრ სხვა­დას­ხ­ვა შე­ხე­დუ­ლე­ბის ადა­მი­ან­თან, შეგ­ვეძ­ლოს თა­ვის გა­ტა­ნა, მაგ­რამ არა სხვი­სი და­ჩაგ­ვ­რით ან უკან და­წე­ვით, არა­მედ სა­კუ­თა­რი წინ­ს­ვ­ლი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. უნ­და ვიბ­რ­ძო­ლოთ მაქ­სი­მა­ლუ­რის­თ­ვის. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც თურ­ქეთ­ში ცოდ­ნას­თან და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ერ­თად შე­ვი­ძი­ნე, არის ჩე­მი ქარ­თ­ვე­ლი და თურ­ქი მე­გობ­რე­ბი. მიგ­ვი­ღებს თუ არა ევ­რო­პა ისე­თებს, რო­გო­რიც ვართ, ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გი­პა­სუ­ხებთ, რომ აუცი­ლებ­ლად მოგ­ვი­წევს ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ უნ­და დავ­კარ­გოთ ჩვე­ნი იდენ­ტო­ბა, უბ­რა­ლოდ სხვე­ბი­სას უნ­და მო­ვარ­გოთ.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

34(8)N