გამოდის 1998 წლიდან
2014-11-13
მას­წავ­ლე­ბელ­თა ახა­ლი სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა

ლალი ჯელაძე

მას­წავ­ლებ­ლის სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის მო­წეს­რი­გე­ბა ეტა­პობ­რი­ვად, 2015-2017 წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ი­გეგ­მა. ამ თე­მა­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა თა­მარ სა­ნი­კი­ძემ და მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ ლია გი­გა­ურ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის 300-მდე პე­და­გოგს ვრცე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს. შეხ­ვედ­რა­ზე მოწ­ვე­უ­ლი პე­და­გო­გე­ბი, მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, ახალ სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კას გა­ეც­ნენ.
2015-2016 აკა­დე­მი­ურ წელს სკო­ლის პე­და­გო­გის ხელ­ფა­სის ზრდა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ორ­ჯერ. 2015 წლის ზრდა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია „სა­ქარ­თ­ვე­ლოს 2015 წლის სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტის შე­სა­ხებ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნის პრო­ექ­ტ­ში“, ხო­ლო 2016-2017 წლებ­ში ხელ­ფა­სის ზრდა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის ახა­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით.
პირ­ვე­ლა­დი ზრდა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 2015 წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან. სა­ბა­ზო ხელ­ფა­სი გა­იზ­რ­დე­ბა 17%-ით.
სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის ანაზ­ღა­­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მე­ო­რე კა­რი­ე­რულ სა­ფე­ხურ­ზე მო­ი­საზ­რე­ბა, გა­იზ­რ­დე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 31-34%-ით.
სა­შუ­ა­ლო ანაზღა­უ­რე­ბა, მე­სა­მე და მე­ოთხე კა­რი­ე­რულ სა­ფე­ხურ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, იქ­ნე­ბა 760 და 860 ლა­რი.
2015-2016 აკა­დე­მი­უ­რი წლის ხელ­ფა­სის ზრდის მე­ო­რე ეტა­პი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა 2016 წლის აპ­რი­ლი­დან. სა­ბა­ზო ხელ­ფა­სი ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­ფას­თან მი­მარ­თე­ბა­ში 34%-ით გა­იზ­რ­დე­ბა.
მას­წავ­ლე­ბ­ლის ანაზღა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მე­ო­რე კა­რი­ე­რულ სა­ფე­ხურ­ზე მო­ი­საზ­რე­ბა, ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­ფას­თან შე­და­რე­ბით, სრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­იზ­რ­დე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 47%-ით.
სა­შუ­ა­ლო ანაზღა­უ­რე­ბა, მე­სა­მე და მე­ოთხე კა­რი­ე­რულ სა­ფე­ხურ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, გახ­დე­ბა 875 და 1085 ლა­რი.
2017 წლის იან­ვ­რი­დან გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სის ზრდის მე­სა­მე ეტა­პი.
მას­წავ­ლებ­ლის ანაზღა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც მე­ო­რე კა­რი­ე­რული სა­ფე­ხურ­ზე მო­ი­საზ­რე­ბა, ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­ფას­თან შე­და­რე­ბით, სრულ გა­ნაკ­ვე­თის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­იზ­რ­დე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 88%-ით.
სა­შუ­ა­ლო ანაზღა­უ­რე­ბა, მე­სა­მე და მე­ოთხე კა­რი­ე­რულ სა­ფე­ხურ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, გახ­დე­ბა 1050 და 1250 ლა­რი.
მას­წავ­ლებ­ლის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სა­შუ­ა­ლო ანაზღა­უ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს 2017 წლი­სათ­ვის, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბელ­თა ანაზღა­უ­რე­ბა, ამ­ჟა­მინ­დელ სა­შუ­ა­ლო ანა­ზ­ღა­­უ­რე­ბას­თან შე­და­რე­ბით, გა­იზ­რ­დე­ბა და მი­აღ­წევს სა­შუ­ა­ლოდ 800-1000 ლარს.
თა­მარ სა­ნი­კი­ძე: „დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მის ირ­გ­ვ­ლივ სა­სა­უბ­როდ შე­ვიკ­რი­ბეთ, მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად ვი­სა­უბ­როთ მას­წავ­ლებ­ლის სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე. მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში მი­ვი­ღეთ კონ­კ­რე­ტუ­ლი გეგ­მა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს 2015-17 წლებ­ში მას­წავ­ლებ­ლის სა­ხელ­ფა­სო ზრდის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას რო­გორც სა­ბა­ზო, ისე კა­ტე­გო­რი­ე­ბის — კა­რი­ე­რუ­ლი სა­ფე­ხუ­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში.
2015 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ხელ­ფა­სის ზრდის პირ­ვე­ლი ეტა­პი, შემ­დეგ  — 2016 წლის აპ­რილ­ში, რაც შე­ე­ხე­ბა 2017 წელს — იან­ვარ­ში. სა­ხელ­ფა­სო ზრდა სა­ბა­ზო ხელ­ფა­სის საწყის ეტაპ­ზე 17%-ით მოხ­დე­ბა, ხო­ლო შემ­დეგ — 33%-ით. რაც შე­ე­ხე­ბა კა­რი­ე­რული სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით ხელ­ფა­სე­ბის ზრდას, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში 47%-იანი ზრდა იქ­ნე­ბა. 2017 წელს კი, სა­ბო­ლოო ნიშ­ნუ­ლით, სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი მი­აღ­წევს 800-1000 ლარს. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იქ­ნე­ბა მე­ტი, თუმ­ცა ჩვენ ვი­ცით, რომ მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი და­ან­გა­რიშ­დე­ბა სხვა­დას­ხ­ვა კო­ე­ფი­ცი­ენ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ამი­ტომ სა­ბა­ზო ხელ­ფა­სის ზრდაც კი მე­ტი ფიქ­სირ­დე­ბა, რო­დე­საც ეს გა­დაგ­ვ­ყავს სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში. ვფიქ­რობ, გეგ­მა რე­ა­ლუ­რია, მიღ­წე­ვა­დი და გუ­ლის­ხ­მობს რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ასე­ვე, კონ­კ­რე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვას, ანუ შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბული სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მ­ვას. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და დი­დია მზა­ო­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან. არა­ერ­თი პრო­ცე­დუ­რა გა­ვი­ა­რეთ და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კვლა­ვაც გრძელ­დე­ბა. დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა არის მხო­ლოდ საწყი­სი და მას­წავ­ლებ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია გაგ­რ­ძელ­დე­ბა რო­გორც თბი­ლი­სის, ისე რე­გი­ო­ნე­ბის მას­შ­ტა­ბით. ეს არის გეგ­მა — სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ეტა­პი — ამი­ტო­მაც აუცი­ლე­ბე­ლია, მას­წავ­ლებ­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რად სწო­რად მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია.
დღე­ის­თ­ვის რის შე­თა­ვა­ზე­ბა­საც ვფიქ­რობთ პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, მარ­თ­ლაც ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მუ­მია, თუმ­ცა მი­ზა­ნი ამ ნიშ­ნუ­ლის კი­დევ უფ­რო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა.“
ახალ სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კას მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ და იმედს გა­მოთ­ქ­ვა­მენ, რომ თავს გა­არ­თ­მე­ვენ შე­ფა­სე­ბის ახა­ლი სქე­მით და­სა­ხულ ამო­ცა­ნებს.
მა­ნა­ნა მი­ქი­აშ­ვი­ლი, 123-ე სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი: „დღეს პე­და­გო­გე­ბი, ძი­რი­თა­დად, სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეგ­ვ­კ­რი­ბეს. რა თქმა უნ­და, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­ცა ასეთ სი­ახ­ლეს  პირ­ვე­ლი პი­რე­ბის­გან ვის­მენთ. ბუ­ნებ­რი­ვია, სქე­მა­ში ჩარ­თ­ვა ნე­ბის­მი­ე­რი პე­და­გო­გის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია და კარ­გია. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნ­ლო­ვა­ნია, რომ ხელ­ფა­სე­ბის ზრდა სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა. მი­ვე­სალ­მე­ბი ამ ცვლი­ლე­ბებს. იმე­დი მაქვს, ხელ­ფა­სი ეტა­პობ­რი­ვად მარ­თ­ლაც გა­იზ­რ­დე­ბა და 2017 წლის­თ­ვის საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ თან­ხა­საც მი­აღ­წევს.“
ნა­ნა ცხვე­დი­ა­ნი, 108-ე სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი: „ერ­თი შე­ხედ­ვით, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ჯე­რებ­ლად ჟღერს და მი­სა­ღე­ბია. ვნა­ხოთ, რო­გორ შევ­ძ­ლებთ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ვფიქ­რობ, საკ­მაო დრო და შრო­მა დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით, მხო­ლოდ უნა­რე­ბის გა­მოც­და მაქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩა­ვერ­თ­ვე­ბი ახალ სქე­მა­ში, არ და­ვაკ­ლებ შრო­მას და მცდე­ლო­ბას, თა­ვი გა­ვარ­თ­ვა ახა­ლი სქე­მით შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ კა­რი­ე­რულ ზრდას. რაც შე­ე­ხე­ბა პრაქ­ტი­კა­ში ჩვენს შე­მოწ­მე­ბას, მი­სა­ღე­ბია, რა­ტო­მაც არა — უნ­და შე­ფას­დეს, თუ რო­გო­რი პე­და­გო­გი ვარ გაკ­ვე­თილ­ზე. ჯერ და­საწყი­სია და ვსნა­ხოთ, რო­გორ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა კი საკ­მა­ოდ ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი იყო.“
ხა­თუ­ნა კორ­ძა­ძე, ვა­ნის რა­ი­ო­ნის მუ­ქე­დის სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი: „რა­საც ახა­ლი სქე­მა პე­და­გო­გის­გან მო­ითხოვს, ასე თუ ისე ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ. პრაქ­ტი­კა­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი აუცი­ლებ­ლად ისე­ვე უნ­და შე­ფას­დეს, რო­გორც აქამ­დე ფას­დე­ბო­და თე­ო­რი­ა­ში. პე­და­გო­გებს შო­რის ძა­ლი­ან ბევ­რია ისე­თი, ვინც პრო­ტესტს გა­მოთ­ქ­ვამ­და, რომ გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია პრაქ­ტი­კა­ში, ვიდ­რე თე­ო­რი­ულ გა­მოც­და­ში აჩ­ვე­ნა. ამ­დე­ნად, ახა­ლი სქე­მა ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას თა­ვი წარ­მო­ა­ჩი­ნოს რო­გორც პე­და­გოგ­მა, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ახა­ლი სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა კი მარ­თ­ლაც კარ­გია. და­ვე­ლო­დოთ მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.“
ზა­ი­რა ივა­ნე­ლაშ­ვი­ლი-გო­ცი­რი­ძე, სა­გა­რე­ჯოს ¹3 სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი: „მი­ნის­ტ­რ­თან მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი შეხ­ვედ­რა იყო. სა­უ­ბა­რი, ძი­რი­თა­დად, ახალ სქე­მა­სა და მას­ში ჩარ­თული პე­და­გო­გე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას და­ეთ­მო. გვამ­ც­ნეს იმის შე­სა­ხებ, რომ 2015 წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა იწყე­ბა. დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რი­დან ჩე­მი მთა­ვა­რი დას­კ­ვ­ნა ასე­თია — მას­წავ­ლებ­ლის შრო­მა არ და­ი­კარ­გე­ბა. პე­და­გოგ­მა მაქ­სი­მუ­მი უნ­და გა­ა­კე­თოს, რომ მი­სი შრო­მა და­ფას­დეს. ახა­ლი შე­ფა­სე­ბის სქე­მა არც ერთ მას­წავ­ლე­ბელს არ მის­ცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე, ერთ ეტაპ­ზე გა­ჩერ­დეს. სქე­მა კი, თა­ვის­თა­ვად, უკ­ვე არის სტი­მუ­ლი, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მუდ­მე­ბით იმუ­შა­ოს, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს ცოდ­ნის დო­ნე და მუ­შა­ო­ბის ხა­რის­ხი აიმაღ­ლოს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი აისა­ხე­ბა იმ უმ­თავ­რეს­ზე, რა­საც სკო­ლა ემ­სა­ხუ­რე­ბა — ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლა და შე­დეგ­ზე გას­ვ­ლა.“
ლია გი­გა­ურ­მა შეკრებილებს მი­უ­ლო­ცა, მი­ღ­წ­ევა — მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა მის შე­ფა­სე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბით იქ­ნე­ბა და­ფა­სე­ბუ­ლი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ანაზღა­უ­რე­ბა­ზეც აისა­ხე­ბა.

25-28(942)N