გამოდის 1998 წლიდან
2014-11-13
მოსწავლეთა საჭიროებაზე მორგებული საპილოტე სამედიცინო პროგრამა

ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ე­ბი ერ­თობ­ლივ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, ესაა სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტე­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის აღ­დ­გე­ნა. შერ­ჩე­უ­ლი 100 სა­პი­ლო­ტე სკო­ლი­დან რამ­დე­ნი­მეს მო­ნა­ხუ­ლე­ბამ დაგ­ვარ­წ­მუ­ნა, რა დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მო­ე­კი­და ორი­ვე უწყე­ბა ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნას. პირ­ვე­ლი, რაც უნ­და აღი­ნიშ­ნოს, ესაა ექი­მის კა­ბი­ნე­ტე­ბის პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბის დაც­ვით მოწყო­ბა; მე­ო­რე — მი­სი სა­თა­ნა­დო ინ­ვენ­ტა­რი­თა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბით აღ­ჭურ­ვა — ესეც ქვეპ­როგ­რა­მის და­ნარ­თით ზუს­ტად არის გა­წე­რი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ექიმს, მას მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო ფუნ­ქ­ცია და­ე­კის­რა, ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ასე­თია: მოს­წავ­ლე­თა ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბა და დარ­ღ­ვე­ვე­ბის დრო­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნა; ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცია, აც­რე­ბის კა­ლენ­დ­რის შეს­წავ­ლა და იმუ­ნი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მებ­ში მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბა, გეგ­მი­უ­რი და ეპიდ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰიგი­ე­ნუ­რი და პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, სა­ნი­ტა­რი­ულ-ჰიგი­ე­ნუ­რი პი­რო­ბე­ბის დაც­ვა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა, მოს­წავ­ლე­თა, სკო­ლის პერ­სო­ნა­ლის და მშო­ბელ­თა სა­მე­დი­ცი­ნო-პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა... სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მა 31 დე­კემ­ბერს დას­რულ­დე­ბა და ორი­ვე უწყე­ბა ახალ კონ­კურსს გა­მო­აცხა­დებს სკო­ლებ­ში ექი­მე­ბის მო­სა­ზი­დად. პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­პი­ლო­ტე სკო­ლებ­ში გა­წე­უ­ლი მუ­შა­ო­ბაც შე­ფას­დე­ბა იმ ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში), რო­მელ­საც სა­პი­ლო­ტე პე­რი­ო­დი გა­მო­ავ­ლენს და, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბაც აუცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სკო­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.
პროგ­რა­მის დაწყე­ბი­დან თვე­ნა­ხევ­რის შემ­დეგ დე­და­ქა­ლა­ქის რამ­დე­ნი­მე სკო­ლას ვეს­ტუმ­რეთ. პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა 155-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ექიმ­მა, ეთერ ჯინ­ჭ­ვე­ლაშ­ვილ­მა მო­ახ­დი­ნა. მა­შინ ის ჯერ კი­დევ აგ­რო­ვებ­და ცნო­ბებს მოს­წავ­ლე­ე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა, პა­რა­ლე­ლუ­რად მა­ინც თა­ვად სინ­ჯავ­და თი­თო­ე­ულს. ჳვ-ვ კლა­სე­ლე­ბის შე­სა­ხებ უკ­ვე ჰქონ­და სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჟურ­ნალ­ში შე­ტა­ნი­ლი და თით­ქ­მის ას­რუ­ლებ­და პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა გა­მოკ­ვ­ლე­ვას. თი­თო­ე­უ­ლი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გას­წ­ვ­რივ მა­თი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაა მი­თი­თე­ბუ­ლი. ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია წით­ლად გა­ხა­ზულ­მა სიტყ­ვებ­მა — ჭარ­ბი წო­ნა და არა­საკ­მა­რი­სი წო­ნა. ექი­მი ამ­ბობს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო, პირ­ველ რიგ­ში მშობ­ლებ­თან, სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ექ­ნე­ბა — „მინ­და და­ეტყოს სკო­ლას, რომ ექი­მი ჰყავს. უნ­და და­ვარ­წ­მუ­ნო ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლე­ბი ჯან­სა­ღი კვე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მათ აუცი­ლებ­ლად უნ­და აკონ­ტ­რო­ლონ თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბი, თო­რემ 7-8 წლის ასაკ­ში სიმ­სუქ­ნე ბევ­რი ავა­დო­ბის სა­თა­ვე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს. არა­ნაკ­ლე­ბი საფ­რ­თხის შემ­ც­ვე­ლია წო­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა, რის მი­ზე­ზა­დაც, ძი­რი­თა­დად, სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნი მი­იჩ­ნე­ვა, მაგ­რამ მი­ზე­ზის დად­გე­ნა თი­თო­ე­ულ შემ­თხ­ვე­ვა­ში აუცი­ლე­ბე­ლია“. ქალ­ბა­ტო­ნი ეთე­რი ამ­ბობს, რომ კა­ბი­ნე­ტი სრუ­ლა­დაა აღ­ჭურ­ვი­ლი მოთხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, შე­ძე­ნი­ლია მე­დი­კა­მენ­ტე­ბიც, თუმ­ცა მი­აჩ­ნია, რომ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ჰი­გი­ე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც უნ­და შე­დი­ო­დეს და ყუ­რის ტკი­ვი­ლი­სა და ჰი­პერ­ტენ­ზი­უ­ლი წამ­ლე­ბიც.
89-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ექიმ­მა ნა­ნუ­ლი ტე­ტუ­ნაშ­ვილ­მა, მის მი­ერ­ვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კითხ­ვა­რით, კლა­სის დამ­რი­გებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, შე­აგ­რო­ვა მოს­წავ­ლე­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი. ცალ­კე აქვს ამო­წე­რი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რადღე­ბო შემ­თხ­ვე­ვე­ბი. „პა­რა­ლე­ლუ­რად, მე თვი­თო­ნაც ვსინ­ჯავ მოს­წავ­ლე­ებს, მარ­ტო კითხ­ვა­რის იმე­დად ვერ ვიქ­ნე­ბი, მშობ­ლე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტებ­საც ვი­ნიშ­ნავ. ბევრ შემ­თხ­ვე­ვა­ში მათ­თან გა­სა­უბ­რე­ბაც სა­ჭი­როა. ოთხი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი ბავ­შ­ვია სკო­ლა­ში და მათ­თა­ნაც დამ­ჭირ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა. ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ფე­რი გვაქვს, რაც პროგ­რა­მი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ფარ­მა­დე­პოს­თან გა­ა­ფორ­მა სკო­ლამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და წამ­ლე­ბის მხრივ შე­ფერ­ხე­ბა არ გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად ტუ­ა­ლე­ტებ­ში ჰი­გი­ე­ნის სა­კითხი მა­ღელ­ვებს, იმა­საც კი ვფიქ­რობ, იქ­ნებ ვი­დე­ოთ­ვა­ლის და­ყე­ნე­ბამ უშ­ვე­ლოს-მეთ­ქი. ამის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. სხვა მხრივ ჩემ­თ­ვის სირ­თუ­ლე არა­ფე­რია. მუც­ლი­სა და თა­ვის ტკი­ვი­ლი, და­ვარ­დ­ნა, წნე­ვა, გა­ცი­ე­ბა — ამ ჩი­ვი­ლე­ბით ყო­ველ­დღი­უ­რად, მე­ტი თუ არა, 10 ბავ­შ­ვი მა­ინც შე­მო­დის, ხში­რად მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ემა­ტე­ბი­ან. მათ და­სახ­მა­რებ­ლად ყვე­ლა­ფე­რია ამ კა­ბი­ნეტ­ში“.
ჰი­გი­ე­ნის სა­კითხ­ზე მა­რი­ნა შა­რა­გი­ა­მაც (165-ე სკო­ლა) ისა­უბ­რა. ჩვენ ექი­მის კა­ბი­ნეტ­ში არ შევ­ხ­ვედ­რი­ვართ ერ­თ­მა­ნეთს. იმ დრო­ის­თ­ვის იქ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მხო­ლოდ სრულ­დე­ბო­და. ახ­ლა სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნე­ტი აღ­ჭურ­ვი­ლია და დამ­რი­გებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მა­საც თით­ქ­მის სრუ­ლად აქვს. „ყო­ველ­დღი­უ­რად 10 ბავშვს მა­ინც მი­ვი­ღებ, რომ მხო­ლოდ ცნო­ბებს არ და­ვეყ­რ­დ­ნო და ჩე­მი მო­ნა­ცე­მე­ბიც მქონ­დეს, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი გვაქვს, ცალ­კე მექ­ნე­ბა იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მელ­თაც გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბათ ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, თუ ასე­თე­ბი აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან“.
42-ე სკო­ლის ექი­მი, შო­რე­ნა კა­ხი­ა­ნიც ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან შე­უდ­გა კა­ბი­ნე­ტის მო­წეს­რი­გე­ბას. პირ­ვე­ლი რი­გის სა­მუ­შაო მა­ნაც და­ას­რუ­ლა — თით­ქ­მის სრუ­ლად აქვს ინ­ფორ­მა­ცია მოს­წავ­ლე­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ. კა­ბი­ნე­ტი აღ­ჭურ­ვი­ლია ქვეპ­როგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი­თა და სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბით.
მარ­თა­ლია, რამ­დე­ნი­მე სკო­ლის მა­გა­ლით­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვერ შე­იქ­მ­ნი, მაგ­რამ, თუ ნა­ნა­ხის მი­ხედ­ვით ვიმ­ს­ჯე­ლებთ, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა არც ერთ ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სკო­ლის სა­მე­დი­ცი­ნო კა­ბი­ნეტ­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ არის კომ­პი­უ­ტე­რი. მი­სი შე­ძე­ნის­თ­ვის სკო­ლებ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და იზ­რუ­ნონ, რად­გან მოს­წავ­ლე­თა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია დრო­უ­ლად გან­თავ­ს­დეს კომ­პი­უ­ტერ­ში და ად­ვი­ლად იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბი­სად­მი თვალ­ყუ­რის მი­დევ­ნე­ბა, აუცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ოპე­რა­ტი­უ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა.

25-28(942)N