გამოდის 1998 წლიდან
2014-10-30
CERN-თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ახა­ლი ფა­ზა — გრი­დის კლას­ტე­რი და მას­შ­ტა­ბუ­რი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბი

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

CERN-ის ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია მსოფ­ლი­ო­ში უმ­ს­ხ­ვი­ლეს სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექტს წარ­მო­ად­გენს, რომ­ლის ასო­ცი­რე­ბულ წევ­რად ჩვე­ნი ქვეყ­ნის გახ­დო­მის სა­კითხი გა­ნი­ხი­ლე­ბა. ცერ­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა როლფ ჰო­ი­ერ­მა და ცერ­ნის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა სერ­ხიო ბერ­ტო­ლუ­ჩიმ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­მეც­ნი­ე­რო პო­ტენ­ცი­ა­ლი, იტა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ ტრი­ეს­ტე­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმ­ზე, და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს შან­სი, გახ­დეს ცერ­ნის ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რი, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რო­ბის სა­კითხ­ზე აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­იწყო, რო­დე­საც მი­ნის­ტ­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე ცერ­ნ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბო­და. ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო ცერ­ნის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტენ­დე­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას შეძ­ლებს, რაც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის სტი­მუ­ლი­რე­ბა­ში დიდ წვლილს შე­ი­ტანს. სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გზას გა­უხ­ნის ქარ­თ­ველ მა­თე­მა­ტი­კო­სებს, ფი­ზი­კო­სებს, ინ­ჟინ­რებს, IT სპე­ცი­ა­ლის­ტებს. ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რო­ბა ეს არის კო­ლა­ბო­რა­ცი­ის ახა­ლი ფა­ზა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს არა მარ­ტო გა­ზარ­დოს იმ მეც­ნი­ერ­თა კვო­ტა, რომ­ლე­ბიც ცერ­ნ­ში მუ­შა­ო­ბენ, არა­მედ კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად უფ­რო მე­ტი ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რი და დოქ­ტო­რან­ტი მი­ავ­ლი­ნოს, ამავ­დ­რო­უ­ლად, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს იმ გრან­დი­ო­ზულ პრო­ექ­ტებ­ში, რო­მელ­საც ცერ­ნი ახორ­ცი­ე­ლებს. ასო­ცი­რე­ბულ წევ­რად გახ­დო­მამ­დე კი ცერ­ნი მხარს უჭერს სხვა­დას­ხ­ვა ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­გო­რი­ცაა: ატ­ლა­სის დე­ტექ­ტო­რის კვან­ძე­ბის დამ­ზა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ულ-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი­სა და გრი­დის კლას­ტე­რის გან­ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში; ასე­ვე, ქარ­თ­ველ მეც­ნი­ერ­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა სტა­ჟი­რე­ბა ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პულ ცენ­ტ­რ­ში, აუტის­ტი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის ად­რო­ნი­დუ­ლი თე­რა­პი­ის პრო­ექ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და სხვ. ცერ­ნი­სა და ქარ­თუ­ლი მხა­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფა­ზა­ში შე­ვი­და. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ცერ­ნის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი პი­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ­ლებ­მაც არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს ქარ­თულ მხა­რეს­თან. 24 ოქ­ტომ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი თა­მარ სა­ნი­კი­ძე და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი არ­ჩილ ფრან­გიშ­ვი­ლი ბირ­თ­ვუ­ლი კვლე­ვე­ბის ევ­რო­პუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (CERN) ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ პი­რებს შეხ­ვ­დ­ნენ. შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი თე­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე გრი­დის (კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლის) კლას­ტე­რის და­ფუძ­ნე­ბა იყო, რაც ამავ­დ­რო­უ­ლად, ცერ­ნის ერთ-ერ­თი გა­მოთ­ვ­ლი­თი რე­სურ­სი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. CERN-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თბი­ლის­ში გრიდ და ქლა­უდ (Grid & Cloud) ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მათ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკ­ვე გა­მარ­თეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­თან და შე­თან­ხ­მ­დ­ნენ, რომ ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ოთხი მას­შ­ტა­ბუ­რი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

თა­მარ სა­ნი­კი­ძე: „ძა­ლი­ან კარ­გად ვი­თარ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­­ბე­ბი სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში Ìა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და CERN-ის ერთ-ერთ პრო­ექტს შო­რის, ამ­ჯე­რად გან­ვი­ხი­ლავთ IT მი­მარ­თუ­ლე­ბას. ორი წლით გაგ­რ­ძელ­და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და ამის­თ­ვის მათ ოთხი სა­მუ­შაო პა­კე­ტი მი­ი­ღეს, რო­მელ­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში უშუ­ა­ლოდ ჩვე­ნი დოქ­ტო­რან­ტი სტუ­დენ­ტე­ბი ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან. ისი­ნი იქ წავ­ლენ, იმუ­შა­ვე­ბენ, მო­ემ­ზა­დე­ბი­ან და შემ­დეგ დაბ­რუნ­დე­ბი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ კუთხი­თაც, რომ ჩვენ ვა­პი­რებთ გრი­დის სის­ტე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით CERN-თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ვიწყეთ. გეგ­მა, რო­მე­ლიც უკ­ვე შე­მუ­შავ­და გრი­დის სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აუცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს კვა­ლი­ფი­ცი­ურ სპე­ცი­ა­ლის­ტებს. ამი­ტომ ეს პრო­ექ­ტე­ბი წი­ნა­პი­რო­ბაა იმი­სა, რომ შემ­დეგ­ში უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დეს წარ­მა­ტე­ბუ­ლად.“

არ­ჩილ ფრან­გიშ­ვი­ლი: „დღეს შედ­გა სა­ბო­ლოო მო­ლა­პა­რა­კე­ბა გრი­დის კლას­ტე­რის და­ფუძ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ის ამო­ცა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვერ წყდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა კლას­ტე­რის მეშ­ვე­ობთ გა­დაწყ­დეს. გრი­დის კლას­ტე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის დი­დი ბა­ზე­ბის სწრა­ფად და­მუ­შა­ვე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. გარ­და ამ პრო­ექ­ტი­სა, კი­დევ ორ პრო­ექტს მო­ე­წე­რა ხე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით — ჩვენ, ტექ­ნი­კურ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, მი­ვი­ღეთ ცერ­ნის დაკ­ვე­თა და ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოთხი ახა­ლი პა­კე­ტი უნ­და მო­ვამ­ზა­დოთ, ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დაკ­ვე­თაა და ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი ჳT სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი აღი­ა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ცერ­ნ­ში. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მან­ქა­ნათ­მ­შე­ნებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ერ­თი თვის წინ ხე­ლი მო­ვა­წე­რეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნად­გა­რე­ბი უნ­და და­ვამ­ზა­დოთ; დღეს კი­დევ ერ­თი დაკ­ვე­თა მი­ვი­ღეთ ისევ მან­ქა­ნათ­მ­შე­ნებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე რომ, სა­მი სე­რი­ო­ზუ­ლი სი­ახ­ლეა ჩვენ­სა და CERN-ს შო­რის“. უკ­ვე 5 წე­ლია, რაც ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ცერ­ნის­თ­ვის, IT მი­მარ­თუ­ლე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა შეკ­ვე­თას ას­რუ­ლებს. რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ ოთხი მას­შ­ტა­ბუ­რი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. „ჳT მი­მარ­თუ­ლე­ბით ოთხი მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი სხვა­დას­ხ­ვა პა­კე­ტებს მო­ი­ცავს, რომ­ლე­ბიც სჭირ­დე­ბა CERN-ს — ბირ­თ­ვულ ამაჩ­ქა­რე­ბელს, ეს არის იმი­ტა­ცი­უ­რი მო­დე­ლი­რე­ბის პა­კე­ტე­ბი, რო­გორც თა­ვად და­ნად­გა­რე­ბის სი­მუ­ლა­ცი­ე­ბით, ასე­ვე, პრო­ცე­სის სი­მუ­ლა­ცი­ით. ეს არის ოთხი უსე­რი­ო­ზუ­ლე­სი პა­კე­ტი. ამ პრო­ექ­ტებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან ჩარ­თუ­ლია 10 სტუ­დენ­ტი, ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არის ბირ­თ­ვუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის ცენ­ტ­რი, სა­დაც ისი­ნი მუ­შა­ო­ბენ. სტუ­დენ­ტე­ბი, ამავ­დ­რო­უ­ლად, ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბიც არი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, იღე­ბენ ხელ­ფასს. გარ­და იმი­სა, რომ სტუ­დენ­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ ამ პა­კე­ტებ­ზე, შემ­დეგ გა­დი­ან შე­სა­ბა­მის სტა­ჟი­რე­ბას CERN-ში, იცა­ვენ სა­მა­გის­ტ­რო დიპ­ლო­მებს, ახ­ლა უკ­ვე გირ­ში სა­დოქ­ტო­რო თე­მე­ბია შე­სუ­ლი. მა­თი რიცხ­ვი აუცი­ლებ­ლად გა­ფარ­თოვ­დე­ბა, ანუ რაც მე­ტი დაკ­ვე­თა გვექ­ნე­ბა, მით უფ­რო მე­ტი სტუ­დენ­ტი ჩა­ერ­თ­ვე­ბა პრო­ცეს­ში. IT პა­კე­ტებს აფი­ნან­სებს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ყო­ველ­წი­უ­რად 100 ათას ლარ­ზე მე­ტია გა­მო­ყო­ფი­ლი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, წელს და­ფი­ნან­სე­ბა კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა და, და­ახ­ლო­ე­ბით, 150 ათა­სი ლა­რი გახ­დე­ბა — ეს თან­ხე­ბი მხო­ლოდ და მხო­ლოდ სტუ­დენ­ტე­ბის ხელ­ფა­სებ­ზე მი­დის. CERN-ის­გან დაკ­ვე­თა ნიშ­ნავს, რომ სტუ­დენ­ტი თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა პროგ­რა­მულ პა­კე­ტებს — Ìა­ბა­ზი­სო პა­კე­ტებს, რა თქმა უნ­და, მას CERN-ის­გან ვი­ღებთ. კლას­ტე­რის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­უ­ბა­რია უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, აპა­რა­ტუ­რა­ზე, ამა­ში კი გვეხ­მა­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო. სპე­ცი­ა­ლუ­რად ამის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლია სახ­ს­რე­ბი, ჩვენ უნ­და ვი­სა­უბ­როთ არა მარ­ტო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, არა­მედ შე­ნო­ბა­ზე, სა­დაც ეს ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს — თა­ნა­მედ­რო­ვე კლას­ტე­რის გა­კე­თე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნიშ­ნავს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში ჩარ­თ­ვას, რა­საც ჰქვია გრიდ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა — ინ­ტერ­ნეტ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩარ­თ­ვა — მხო­ლოდ და მხო­ლოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ხვედ­რია.CERN-ის ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რი რომ გახ­დეს, სა­ქარ­თ­ვე­ლომ უნ­და გა­და­ი­ხა­დოს თან­ხა, მაგ­რამ ის მხო­ლოდ მა­შინ შეძ­ლებს გა­დახ­დას, თუ ეყოლება კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იმუ­შა­ვე­ბენ მათ პრობ­ლე­მა­ტი­კა­ზე. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლას და­ა­ინ­ტე­რე­სებს, თუ რა სარ­გე­ბელს იღებს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა? სარ­გე­ბე­ლი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბაა, ახალ­გაზ­რ­დებს ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა იმუ­შა­ონ უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან, ერ­თ­ვე­ბი­ან იმ კვლე­ვებ­ში, რა­საც ვერ ნა­ხა­ვენ CERN-ის გა­რე­შე. ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტია და შვე­ი­ცა­რი­ის გარ­და, უამ­რა­ვი ქვე­ყა­ნაა ჩარ­თუ­ლი. ყვე­ლას თა­ვი­სი წვლი­ლი შე­აქვს, აქ სა­უ­ბა­რი არ არის მხო­ლოდ ფი­ზი­კა­ზე, სა­უ­ბა­რია სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზეც, ქმნი­ან ახალ სა­მე­დი­ცი­ნო აპა­რა­ტუ­რას, სრულიად გან­სხვა­ვე­ბული მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია“ — გა­ნაცხა­და არ­ჩილ ფრან­გიშ­ვილ­მა. სა­ქარ­თ­ვე­ლო რომ CERN-ის ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რი გახ­დეს, ამის­თ­ვის ფუ­ლი მე­ა­თე­ხა­რის­ხო­ვა­ნია, ამ­ბობს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი: „მთა­ვა­რია, გვაქვს თუ არა ჩვენ ის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­დეთ ამ საქ­მე­ში. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ჩვენ ამის რე­სურ­სი გვაქვს — ბრწყინ­ვა­ლე ფი­ზი­კო­სე­ბიც გვყავს, რომ­ლე­ბიც CERN-ში მუ­შა­ო­ბენ, მან­ქა­ნათ­მ­შე­ნებ­ლო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც — ინ­ჟინ­რე­ბიც გვყავს, ვინც ახ­ლა ას­რუ­ლებს CERN-ის დაკ­ვე­თას, გვყავს ინ­ფორ­მა­ტი­კო­სე­ბიც, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ას­რუ­ლე­ბენ CERN-ის ამო­ცა­ნებს.CERN-თან ჩვენ და­ახ­ლო­ე­ბით ხუ­თი წე­ლია ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ და ვას­რუ­ლებთ დაკ­ვე­თებს IT მი­მარ­თუ­ლე­ბით, ახა­ლია მან­ქა­ნათ­მ­შე­ნებ­ლო­ბა, ახა­ლია კლას­ტე­რი, რა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ. და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი წე­ლი დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­ი­წე­როს პრო­ექ­ტი, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი საქ­მეა, ეს არ არის რა­მის ყიდ­ვა და მო­ტა­ნა, ამას მთე­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის შექ­მ­ნა სჭირ­დე­ბა, ნა­ხე­ვარ­ წე­ლი­წად­ში CERN-თან ერ­თად ამ პრო­ექტს გა­ვა­კე­თებთ.“ გრი­დის კლას­ტე­რის და­ფუძ­ნე­ბა მარ­ტო შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნო­ლო­გი­ის ყიდ­ვას არ ნიშ­ნავს და მას სპე­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის შექ­მ­ნა სჭირ­დე­ბა. თან­ხე­ბის დიდ ნა­წილს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნიტ­რო და­ფა­რავს, რა თქმა უნ­და, და­ეხ­მა­რე­ბა ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტიც. CERN-ნ კი ამა­ში არა ფულს, არა­მედ ინ­ტე­ლექტს ჩა­დებს და ქარ­თულ მხა­რეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, გრი­დის გლო­ბა­ლურ ქსელ­ში ჩა­ერ­თოს. გრი­დის კლას­ტე­რი ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე კეთ­დე­ბა, მას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან გა­მოთ­ვ­ლი­თი მა­თე­მა­ტი­კის ინ­ს­ტი­ტუ­ტის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, მაგ­რამ თვი­თონ ამ ბა­ზას­თან წვდო­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა ყვე­ლას. „ყვე­ლა ექიმ­ს შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს თა­ვი­სი გა­ნაცხა­დი, მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან მას და მის­ცე­მენ სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას — ანუ მან უნ­და გა­ა­კე­თოს დაკ­ვე­თა. რო­გორც ჩვენ ვფიქ­რობთ, შე­იძ­ლე­ბა ეს ორ ნა­წი­ლად გა­ი­ყოს — კო­მერ­ცი­უ­ლად და არა­კო­მერ­ცი­უ­ლად. მა­გა­ლი­თად, ჯან­დაც­ვა იქ­ნე­ბა არა­კო­მერ­ცი­უ­ლი ნა­წი­ლი“. იმ მი­მარ­თუ­ლე­ბებს შო­რის, რო­მელ­საც ეს სუ­პერ-კომ­პი­უ­ტინ­გი და­ფა­რავს, ერთ-ერ­თი იქ­ნე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. „რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ბუ­ნებ­რივ კა­ტაკ­ლიზ­მებ­ზე, მეწყე­რებ­ზე და ა.შ., რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი სენ­სო­რი უნ­და გვქონ­დეს, რომ ინ­ფორ­მა­ცია ავი­ღოთ. ეს ნიშ­ნავს დი­დი მო­ცუ­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც დრო­უ­ლად უნ­და ავი­ღოთ, დრო­უ­ლად გა­და­ვა­მუ­შა­ოთ და გა­ვა­ტა­როთ შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. ასე რომ, წინ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბია — არა მხო­ლოდ ფი­ზი­კა ან მა­თე­მა­ტი­კა, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რი ამო­ცა­ნე­ბი“ — აცხა­დებს არ­ჩილ ფრან­გიშ­ვი­ლი. შეხ­ვედ­რა­ზე CERN-ის მეც­ნი­ე­რებ­მა მზა­ო­ბა გა­მოთ­ქ­ვეს, რომ ად­გი­ლობ­რივ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს გრი­დის კლას­ტე­რის შექ­მ­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

25-28(942)N