გამოდის 1998 წლიდან
2014-10-16
სსსმ ბავ­შ­ვე­ბის სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის გა­ად­ვი­ლე­ბის პირ­ვე­ლი ცდა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი და სწავ­ლე­ბის მოქ­ნი­ლი მე­თო­დე­ბი

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ქარ­თუ­ლი­სა და მა­თე­მა­ტი­კის დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი შე­იქ­მ­ნა. პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბის ავ­ტო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის წევ­რი ცი­რა ნარ­მა­ნიაა. პრო­ექ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბან­კის მი­ერ და­არ­სე­ბულ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დ­მა „სი­ცოცხ­ლის ხე“ მიმ­დი­ნა­რე წელს და­ა­ფი­ნან­სა, სა­მო­მავ­ლოდ, და­გეგ­მი­ლია წიგ­ნე­ბის მე­ო­რე დო­ნის გა­მო­ცე­მა. აღ­ნიშ­ნუ­ლი წიგ­ნე­ბი გან­კუთ­ვ­ნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე (სსსმ) მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც, მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის დას­კ­ვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის დაძ­ლე­ვა უჭირთ და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სას­წავ­ლო გეგ­მებს სა­ჭი­რო­ე­ბენ. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი ქვე­ყა­ნა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან მცი­რეა. შე­სა­ბა­მი­სად, წიგ­ნი საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებს და სპე­ცი­ა­ლურ პე­და­გო­გებს სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც ქარ­თულ ენა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის კრე­ბულს წარ­მო­ად­გენს, აგე­ბუ­ლია იმ­გ­ვა­რად, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი წე­რა-კითხ­ვა­სა და მა­თე­მა­ტი­კას ხა­ლი­სი­თა და ინ­ტე­რე­სით შე­ის­წავ­ლი­ან. და­ვა­ლე­ბე­ბი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია აღ­ქ­მის, ყუ­რადღე­ბის, მეტყ­ვე­ლე­ბის, აზ­როვ­ნე­ბის, ნა­ტი­ფი მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. წიგ­ნი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მულ­ტი­სენ­სო­რულ მიდ­გო­მა­ზე, რაც და­ვა­ლე­ბე­ბის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხ­ვა სენ­სო­რუ­ლი არ­ხის სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მუ­შა­ვე­ბას გუ­ლის­ხ­მობს სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ცი­რა ნარ­მა­ნია, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი: „2003 წლი­დან ვმუ­შა­ობ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან. მათ­თან მუ­შა­ო­ბამ და­მა­ნა­ხა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა და იმის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ შე­მექ­მ­ნა მათ უნა­რებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბო­და წე­რა-კითხ­ვის ათ­ვი­სე­ბა­ში, მეტყ­ვე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ზო­გა­დად, სამ­ყა­როს შეც­ნო­ბა­ში, ასე­ვე, მარ­ტი­ვი არით­მე­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. შემ­დეგ უკ­ვე, 2009 წლი­დან, რო­გორც მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის წევ­რი, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას, მათ გან­ვი­თა­რე­ბას და რო­ცა ვხე­დავ­დი, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის არარ­სე­ბო­ბის გა­მო, პე­და­გო­გე­ბი ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლ­ებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვან ჩარ­თ­ვას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, ვთა­ვა­ზობ­დი მათ­თ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­მუ­შა­ვე­ბულ სპე­ცი­ა­ლურ სა­ვარ­ჯი­შო­ებს. მათ­თან მუ­შა­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ვი­მუ­შა­ვე მა­თე­მა­ტი­კის და ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მელ­საც თა­ვი მო­ვუ­ყა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში და მინ­და გა­ვუ­ზი­ა­რო სსსმ ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლებ­სა და მას­წავ­ლებ­ლებს. დამ­ხმა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში მო­ცე­მუ­ლია აქ­ტი­ვო­ბე­ბი მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლე­ბი­სა და სამ­ყა­როს შეც­ნო­ბი­სათ­ვის“. ლია გი­გა­უ­რი: „მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დღეა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. პირ­ვე­ლად შე­იქ­მ­ნა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ის დო­კუ­მენ­ტი, რაც, თა­ვის­თა­ვად, გუ­ლის­ხ­მობს იმას, რომ და­ვიწყეთ სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. თა­ვად გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა ას­პექ­ტებს მო­ი­ცავს, ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა გახ­ლავთ შე­სა­ბა­მი­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა თი­თო­ე­უ­ლი კლა­სის­თ­ვის, რად­გა­ნაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვაქვს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის ისე­თი სპექ­ტ­რი, რი­თაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბენ და უკე­თეს შე­დე­გებს მი­აღ­წე­ვენ. ამ ეტაპ­ზე, ვმუ­შა­ობთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე, მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის სა­კითხი. ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში, ნამ­დ­ვი­ლად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი სწავ­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რა და მე­თო­დო­ლო­გია, მიმ­ზიდ­ვე­ლი და ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლია შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ანუ მორ­გე­ბუ­ლია მი­ზან­ზე, რომ სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­მა ნამ­დ­ვი­ლად მი­აღ­წი­ონ გარ­კ­ვე­ულ შე­დე­გებს. ვფიქ­რობ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, რო­გორც დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ალ­ბათ, ძი­რი­თად რე­სურ­სად იქ­ცე­ვა ამ ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას, რის­თ­ვი­საც მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ქალ­ბა­ტონ ცი­რა ნარ­მა­ნი­ას, რად­გან ყო­ველ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კულ მუ­შა­ო­ბას ეყ­რ­დ­ნო­ბა. ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი და გა­ტეს­ტი­ლია ავ­ტო­რის მი­ერ, შექ­მ­ნი­ლია დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და, რაც მთა­ვა­რია, ავ­ტორ­მა ზუს­ტად იცის, რას რა­ტომ გვთა­ვა­ზობს. ასე­თი რე­სურ­სე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა ძა­ლი­ან დი­დია, მით უფ­რო, რო­ცა ამას პრაქ­ტი­კო­სი ადა­მი­ა­ნი, ჩვე­ნი მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის წევ­რი სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით გვთა­ვა­ზობს.“ „მა­თე­მა­ტი­კის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის კრე­ბუ­ლი“ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მა­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, სწავ­ლე­ბის პო­რო­ცე­სის გა­ად­ვი­ლე­ბის პირ­ვე­ლი ცდაა. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მარ­ტი­ვი, ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლი ფორ­მი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ხელს შე­უწყობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, კერ­ძოდ: მარ­ტივ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბებ­სა და სი­დი­დე­ებს შო­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ამოც­ნო­ბი­სა და სიტყ­ვი­ე­რი აღ­წე­რი­ლო­ბის მი­ხედ­ვით ფი­გუ­რის ამოც­ნო­ბი­სა და მო­დე­ლის შექ­მ­ნის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას; გა­ეც­ნო­ბი­ან ნა­ტუ­რა­ლურ რიცხ­ვებს ათის ფარ­გ­ლებ­ში; შე­უ­სა­ბა­მე­ბენ რა­ო­დე­ნო­ბას შე­სა­ბა­მის რიცხვს; შე­ა­და­რე­ბენ რა­ო­დე­ნო­ბებს; ამო­იც­ნო­ბენ და და­ა­ხა­სი­ა­თე­ბენ ბრტყელ გე­ო­მეტ­რი­ულ ფი­გუ­რებს; შეძ­ლე­ბენ პე­რი­ო­დუ­ლი მიმ­დევ­რო­ბის შევ­სე­ბას და გაგ­რ­ძე­ლე­ბას; გა­დაჭ­რი­ან მარ­ტივ პრაქ­ტი­კულ ამო­ცა­ნებს; ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დე­ბათ არით­მე­ტი­კუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და მა­თი ადეკ­ვა­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის და მან­ძი­ლის გა­ზომ­ვი­სა და გან­საზღ­ვ­რის, სა­ზო­მი ერ­თე­უ­ლე­ბის (მან­ძი­ლის, დრო­ის, ფუ­ლის ერ­თე­უ­ლე­ბის), მათ შო­რის, მი­მარ­თე­ბის დად­გე­ნის უნა­რე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­უფ­ლე­ბა მოს­წავ­ლეს გა­უ­ად­ვი­ლებს რიცხ­ვის არ­სის გა­აზ­რე­ბას, რა­ო­დე­ნო­ბის სხვა­დას­ხ­ვა ხერ­ხით გა­მო­სახ­ვას, რიცხ­ვებს შო­რის მი­მარ­თე­ბის გა­გე­ბას, რა­ო­დე­ნო­ბა­თა შე­და­რე­ბას. ეს უნარ-ჩვე­ვე­ბი მოს­წავ­ლეს სჭირ­დე­ბა არა მხო­ლოდ მა­თე­მა­ტი­კის, არა­მედ სხვა საგ­ნე­ბის შე­სას­წავ­ლა­დაც. „ქარ­თუ­ლი ენის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის კრე­ბუ­ლი“ მო­ი­ცავს სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გი­ებს, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ისე­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­გო­რი­ცაა: აღ­ქ­მა, ყუ­რადღე­ბა, აზ­როვ­ნე­ბა, მეხ­სი­ე­რე­ბა, ნა­ტი­ფი მო­ტო­რუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბა, ზო­გა­დად რთუ­ლი პრო­ცე­სია, ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბევ­რი სხვა უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბას­თან. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არის მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ სწავ­ლა­ში სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებს, თი­თო­ე­უ­ლი და­ვა­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზონ სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დით — „მო­ვახ­დი­ნოთ ნას­წავ­ლის გე­ნე­რა­ლი­ზე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი ასო-ბგე­რის შეს­წავ­ლა სხვა­დას­ხ­ვა სი­ტუ­ა­ცი­ებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებ­ში, მათ შო­რის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია თვალ­სა­ჩი­ნო მა­სა­ლა, გა­ფე­რა­დე­ბის, გა­მოჭ­რის, აწყო­ბის აქ­ტი­ვო­ბე­ბი ეფუძ­ნე­ბა პრაქ­ტი­კულ აქ­ტი­ვო­ბებს, თა­მა­შის პრინ­ციპს“ — ამ­ბობს ავ­ტო­რი. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მო­ი­ცავს 50 სიტყ­ვის შეს­წავ­ლას. თი­თო­ე­უ­ლი სიტყ­ვის შეს­წავ­ლა აერ­თი­ა­ნებს 10 და­ვა­ლე­ბას, სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მო­ი­ცავს ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნის 33 ასო-ბგე­რის წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბას, სხვა­დას­ხ­ვა სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით. სულ მო­ცე­მუ­ლია 500 და­ვა­ლე­ბა. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს აგე­ბის პრინ­ცი­პი — სწავ­ლე­ბა „მარ­ტი­ვი­დან — რთუ­ლი­სა­კენ“ ეფუძ­ნე­ბა მულ­ტი­მო­და­ლურ მე­თო­დო­ლო­გი­ას, რაც გუ­ლის­ხ­მობს თი­თო­ე­უ­ლი შე­სას­წავ­ლი მა­სა­ლის სხვა­დას­ხ­ვა სენ­სო­რუ­ლი არ­ხით გა­და­მუ­შა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. სხვა­დას­ხ­ვა და­ვა­ლე­ბებ­ში მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ გა­ა­ფე­რა­დონ ასო­ე­ბი, გა­მოჭ­რან, ააწყონ — შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ი­ყე­ნონ ტაქ­ტი­ლუ­რი მა­სა­ლა, რაც აღ­ქ­მა­სა და და­მახ­სოვ­რე­ბას გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტურს ხდის. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მი­ზა­ნია: გა­ზარ­დოს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხი კლას­ში; სწავ­ლე­ბის პრინ­ცი­პი გა­ხა­დოს მულ­ტი­მო­და­ლურ მიდ­გო­მა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი; სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი — მოს­წავ­ლის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო, სა­ხა­ლი­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. სპე­ცი­ა­ლუ­რი საგა­ნ­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­თან მუ­შა­ო­ბა ავ­ტო­რის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს: „შე­დე­გის მიღ­წე­ვის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა, სიყ­ვა­რუ­ლი, ოპ­ტი­მიზ­მი და რწმე­ნა. ცნო­ბი­ლია, რომ თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის წარ­მა­ტე­ბა და და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მო­ზე, რო­მე­ლიც მორ­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მათ სა­ჭი­რო­ე­ბებს; სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი უნ­და იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ხო­ლო სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი — მოქ­ნი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ კრე­ბუ­ლებ­ში მო­ცე­მუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ და მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ მიდ­გო­მებს ეფუძ­ნე­ბა. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა გუ­ლის­ხ­მობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის ჩარ­თ­ვას ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად. ყვე­ლა მოს­წავ­ლე არის უნი­კა­ლუ­რი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით, ნი­ჭით, ემო­ცი­ე­ბით, ინ­ტე­რე­სე­ბით, პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით, აკა­დე­მი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით და სწავ­ლის სტი­ლით, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნ­და იყოს სწავ­ლე­ბის დროს. სსსმ მოს­წავ­ლე­ებს სპე­ცი­ფი­კუ­რი სას­წავ­ლო მოთხოვ­ნე­ბი აქვთ და ამი­ტომ სა­ჭი­რო­ე­ბენ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სას­წავ­ლო სტრა­ტე­გი­ა­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სას­წავ­ლო გეგ­მას, რო­მე­ლიც უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს მოს­წავ­ლის მოთხოვ­ნებ­სა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, აგ­რეთ­ვე, უნ­და მო­ი­ცავ­დეს და­მა­ტე­ბით აქ­ტი­ვო­ბებს, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლია გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად.“ ეკა დგე­ბუ­ა­ძე, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სი: „ეს არის დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მე­ლიც შე­უძ­ლია გა­მო­ი­ყე­ნოს კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა, საგ­ნის პე­და­გოგ­მა, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­და­გოგ­მა, მა­გა­ლი­თად, რე­სურ­სო­თახ­ში სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იმუ­შა­ოს მოს­წავ­ლეს­თან. ჩვენს სის­ტე­მა­ში ასე­თი რე­სურ­სე­ბი მწი­რია და ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. აუცი­ლე­ბე­ლია, შე­იქ­მ­ნას დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ სხვა­დას­ხ­ვა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის იქ­ნე­ბა გან­საზღ­ვ­რუ­ლი. ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო იმი­თაც არის, რომ ავ­ტო­რი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი გუნ­დის წევ­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ცი­რა ნარ­მა­ნიაა. ამ ადა­მი­ან­მა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მე­თო­დე­ბი და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იფიქ­რა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სსსმ მოს­წავ­ლის­თ­ვის. ავ­ტო­რი გარ­კ­ვე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აფა­სებს ასეთ ბავ­შ­ვებს, აკ­ვირ­დე­ბა რა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ და ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის რა სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი იქ­ნე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით ააგო მან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რის­თ­ვი­საც მად­ლო­ბას ვუხ­დი. ზო­გა­დად, იდე­ას, რომ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი კლა­სე­ბის­თ­ვის არ­სე­ბობ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბით, რად­გა­ნაც არ­სე­ბობს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, სას­წავ­ლო გეგ­მა თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მო­ვარ­გოთ. კონ­კ­რე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში კი სწო­რედ ასე­თი დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. მინ­და დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდს „სი­ცოცხ­ლის ხე“, რო­მელ­მაც და­ა­ფი­ნან­სა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მო­ცე­მა.“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის, ფსი­ქო­ლო­გი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის რე­დაქ­ტო­რი თა­მარ ისა­კა­ძე მას­წავ­ლებ­ლებს და მშობ­ლებს ასეთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს: — ყო­ველ­თ­ვის უხ­ვად გა­მო­ი­ყე­ნეთ თვალ­სა­ჩი­ნო მა­სა­ლა, რო­დე­საც ცდი­ლობთ ბავშვს და­ას­წავ­ლოთ ახა­ლი ცნე­ბე­ბი. მცი­რე მოთხ­რო­ბე­ბის სწავ­ლე­ბი­სას, გა­მო­ი­ყე­ნეთ პა­ტა­რა სი­უ­ჟე­ტე­ბი, ბავ­შ­ვ­თან ერ­თად შექ­მე­ნით კო­ლა­ჟე­ბი და ნა­ხა­ტე­ბი; — მი­ყე­ვით ბავ­შ­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ტემპს, ნუ იჩ­ქა­რებთ და ნუ შეც­ვ­ლით სწრა­ფად მა­სა­ლას. და­ე­ლო­დეთ, სა­ნამ და­სა­ხუ­ლი მი­ზა­ნი გან­მ­ტ­კიც­დე­ბა; — გა­მო­ი­ყე­ნეთ თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ იმ კონ­კ­რე­ტულ ში­ნა­არსს მო­ი­ცავს, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო ამო­ცა­ნას წარ­მო­ად­გენს. ერთ ჯერ­ზე მი­ე­ცით მხო­ლოდ ერ­თი ინ­ს­ტ­რუქ­ცია, და­ე­ლო­დეთ, გა­და­ა­მუ­შა­ვებს ინ­ფორ­მა­ცი­ას და მხო­ლოდ მა­შინ გა­და­დით ახალ­ზე, რო­დე­საც დარ­წ­მუნ­დე­ბით, რომ გა­ი­გო ინ­ს­ტ­რუქ­ცია და შე­ას­რუ­ლა. ნუ მი­ა­წო­დებთ ერთ ჯერ­ზე ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას, აკონ­ტ­რო­ლეთ, რომ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი იყოს მარ­ტი­ვი და არ შე­ი­ცავ­დეს სხვა, აბ­ს­ტ­რაქ­ტულ ცნე­ბებს; — შე­ე­ცა­დეთ, რომ ისე­თი საგ­ნე­ბი, რო­გო­რი­ცაა კა­ლა­მი, მაკ­რა­ტე­ლი, იყოს შე­და­რე­ბით მსხვილ­ტა­რი­ა­ნი, რა­თა გა­უ­ად­ვილ­დეს მი­სი მო­ხერ­ხე­ბუ­ლად და­ჭე­რა, ხე­ლით შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის შე­ურ­ჩი­ეთ მსხვი­ლი, ხელ­ში ნაკ­ლე­ბად სრი­ა­ლა საგ­ნე­ბი; — შე­უწყ­ვეთ ბავშვს ხე­ლი იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე. გახ­სოვ­დეთ, მი­უ­ხე­და­ვად სწავ­ლა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, სსსმ მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე. მთა­ვა­რია, სწავ­ლე­ბა იყოს მი­სი უნა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი და ადეკ­ვა­ტუ­რად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. თუ სწო­რად და­ი­სა­ხავთ სას­წავ­ლო მიზ­ნებს და ამო­ცა­ნებს, შე­ად­გენთ სას­წავ­ლო გეგ­მას, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი, ის შეძ­ლებს ეტა­პობ­რი­ვად და­ე­უფ­ლოს მა­სა­ლას და თავს იგ­რ­ძ­ნობს წარ­მა­ტე­ბუ­ლად. ფონ­დი „სი­ცოცხ­ლის ხე“ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის არა­ერთ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს და რო­გორც ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა, თორ­ნი­კე გუ­რულ­მა გა­ნაცხა­და, ინ­ტენ­სი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლობს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან. ამ­ჟა­მად კი,ს სსსმ ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის ქარ­თუ­ლი ენი­სა და მა­თე­მა­ტი­კის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის კრე­ბუ­ლებს ყვე­ლა იმ სკო­ლას და­უ­რი­გე­ბენ, სა­დაც სსსმ ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ. კრე­ბუ­ლებ­ში მო­ცე­მუ­ლი სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, 3000-მდე ბავშვს გა­უ­ად­ვი­ლებს სწავ­ლის პრო­ცესს.

25-28(942)N