გამოდის 1998 წლიდან
2014-10-16
სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და — აუცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი პი­რო­ბა

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი წელს ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ში 36 000-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, გა­მოც­და ისევ ოთხ ენა­ზე მო­ვამ­ზა­დეთ — ქარ­თუ­ლად, რუ­სუ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად და სომ­ხუ­რად. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რიცხ­ვი საგ­რ­ძ­ნობ­ლად იკ­ლებს და შე­და­რე­ბით იზ­რ­დე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი ტეს­ტის ჩამ­ბა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, წელს მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა ოდ­ნავ მე­ტიც კი აღ­მოჩ­ნ­და რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნებ­თან შე­და­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ პრო­ცე­დუ­რას, გა­მოც­დამ ზო­გა­დ უნა­რებ­ში ძა­ლი­ან მშვი­დად ჩა­ი­ა­რა, ისე­ვე რო­გორც სხვა საგ­ნებ­ში. წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ორი ცვლი­ლე­ბა შევ­თა­ვა­ზეთ: ერ­თი — მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვრის გაზ­რ­და, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო და მე­ო­რე — მე­ხუ­თე სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხე­ბის და­მა­ტე­ბა ანა­ლო­გი­ე­ბი­სა და ლო­გი­კის და­ვა­ლე­ბებ­ში. ეს ორი­ვე ცვლი­ლე­ბა გა­ზომ­ვის სი­ზუს­ტის ზრდას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად შეგ­ვეწყო ხე­ლი იმი­სათ­ვის, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ე­ლა­ხათ და კონ­კურ­ს­ში დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვ­ნენ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას მარ­თ­ლაც სა­კუ­თა­რი უნა­რე­ბის წყა­ლო­ბით აღ­წე­ვენ და არა — შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის. სამ­წუ­ხა­როდ, აქამ­დე, შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის წი­ლი ჩვენს ტეს­ტ­ში ძა­ლი­ან დი­დი იყო და ამ ცვლი­ლე­ბით შე­ვე­ცა­დეთ ის მი­ნი­მუ­მამ­დე დაგ­ვეყ­ვა­ნა. მი­უ­ხე­და­ვად ამ ორი ცვლი­ლე­ბი­სა, აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად იმუ­შა­ვეს ტეს­ტებ­ზე. შე­დე­გე­ბი ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­სურ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ასე­თი მარ­ტი­ვი, პი­რო­ბი­თად რომ ვთქვათ, ტეს­ტი გვქონ­და 2005-2006 წლებ­ში. ეს რიცხ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც წელს სა­შუ­ა­ლოდ და­ფიქ­სირ­და — ტეს­ტის სირ­თუ­ლე იყო 50 — ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გვქო­ნია და ძა­ლი­ან გა­სა­ხა­რია. ჩვენ დავ­პირ­დით აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ არ გა­ვარ­თუ­ლებ­დით ტესტს, უბ­რა­ლოდ, შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბას ვამ­ცი­რებ­დით და ეს ზუს­ტად ასე გა­მოგ­ვი­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბას, ვინც ვერ გა­და­ლა­ხა მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ცხა­დია, ასე­თე­ბი არი­ან და მა­თი რიცხ­ვი, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, გა­ი­ზარ­და. თუმ­ცა ზრდა იყო მარ­თ­ლაც მი­ნი­მა­ლუ­რი — თუ­კი შარ­შან და­ახ­ლო­ე­ბით 8% იყო, წელს და­ახ­ლო­ე­ბით 11%-ია. ეს სამ­პ­რო­ცენ­ტი­ა­ნი ზრდა, ამ ორი სი­ახ­ლის პი­რო­ბებ­ში, მარ­თ­ლაც მი­ნი­მა­ლუ­რი ზრდაა. ამი­ტომ ვამ­ბობთ, რომ ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ შე­დე­გე­ბით და ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რომ ამ­დე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი იყო და მათ ნამ­დ­ვი­ლად კარ­გად იმუ­შა­ვეს ტეს­ტ­ზე. რად­გან შარ­შან აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გარ­კ­ვე­უ­ლი სი­ახ­ლე უკ­ვე შევ­თა­ვა­ზეთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ასე თუ ისე, შე­ეჩ­ვია ამ სი­ახ­ლეს, ჯერ­ჯე­რო­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, არა­ფერს შევ­ც­ვ­ლით. *** რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებს, ჩვენ ოთხი გა­მოც­და გვაქვს მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის: ერ­თი არის ჳ-ჳვ კლა­სე­ბის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და ბუ­ნე­ბის სა­კითხებს მო­ი­ცავს. 2014 წე­ლი იყო ბო­ლო წე­ლი, რო­დე­საც ამ ტეს­ტის შე­თა­ვა­ზე­ბის უფ­ლე­ბა გვქონ­და იმი­ტომ, რომ ის მხო­ლოდ გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დით იქ­ნა შე­მო­ღე­ბუ­ლი. რო­გორც იცით, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი გან­საზღ­ვ­რუ­ლია ჳ-ვჳ კლა­სე­ბით, ჩვენს კა­ნონ­ში დღეს­დღე­ო­ბით ასე წე­რია. ჳ-ჳვ კლა­სე­ბი, რო­გორც დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი, უკ­ვე არ არ­სე­ბობს. უბ­რა­ლოდ, ეს ტეს­ტი შე­მო­ვი­ღეთ, რომ ხე­ლი შეგ­ვეწყო იმ პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, ვინც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ სის­ტე­მით მუ­შა­ობ­დ­ნენ და ას­წავ­ლიდ­ნენ რამ­დე­ნი­მე სა­განს, მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ სერ­ტი­ფი­კა­ტი. ჯერ­ჯე­რო­ბით, კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა შე­ტა­ნი­ლი არ არის და თუ კა­ნო­ნი არ შე­იც­ვა­ლა, 2015 წელს ჳ-ჳვ კლა­სე­ბის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი გა­მოც­და აღარ ჩა­ტარ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, დარ­ჩე­ბა მხო­ლოდ საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­დე­ბი: ჳ-ვჳ კლა­სე­ბის მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლის, ჳ-ვჳ კლა­სე­ბის ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლის და ჳ-ვჳ კლა­სე­ბის ბუ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლის. შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, წელს უფ­რო ცო­ტა მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მო­ვი­და გა­მოც­და­ზე, თუმ­ცა, ჩვენ კი­დევ უფ­რო ნაკ­ლებ აქ­ტი­ვო­ბას ვე­ლო­დით მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან იმი­ტომ, რომ სა­მი­ნის­ტ­რომ მათ გა­აც­ნო პრო­ექ­ტი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის თვალ­საზ­რი­სით. თუმ­ცა, ჩვენ­და გა­საკ­ვი­რად, ჳ-ჳვ კლა­სებ­ში 3000-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლი და­რე­გის­ტ­რირ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, 1300 — ქარ­თუ­ლის, 1200 — მა­თე­მა­ტი­კის და 600 — ბუ­ნე­ბის. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ცე­დუ­რულ მხა­რეს, პე­და­გო­გებ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ვეს, მშვი­დო­ბი­ან გა­რე­მო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ექ­ს­ცე­სე­ბის გა­რე­შე, ეს ყო­ველ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, თუმ­ცა, შე­დე­გე­ბი არ გვაქვს მა­ინ­ც­და­მა­ინც სა­ხარ­ბი­ე­ლო. ჩვენ არ ვამ­ბობთ ხოლ­მე — მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი, ვამ­ბობთ — შე­დე­გე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, ვი­საც უნ­დო­და სერ­ტი­ფი­კა­ტის მო­პო­ვე­ბა. არ ვი­ცით რამ­დე­ნი იყო მათ შო­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ან ისე­თი, ვინც გა­დაწყ­ვი­ტა სერ­ტი­ფი­კა­ტის მო­პო­ვე­ბა და უნ­და მას­წავ­ლებ­ლო­ბის დაწყე­ბა და ა.შ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვამ­ბობთ, რომ ეს აპ­ლი­კან­ტ­თა შე­დე­გე­ბია. შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით შე­დე­გი გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია. თუ შარ­შან, სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 25-20% იყო მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც გა­და­ლა­ხა მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, წელს ეს რიცხ­ვი 15-13%-ზეა ჩა­მო­სუ­ლი. სამ­წუ­ხაროდ, უფ­რო და უფ­რო ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი ახერ­ხებს საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბას. ამის ახ­ს­ნა ძა­ლი­ან ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა: უკ­ვე მე­ხუ­თე წე­ლია, რაც ამ გა­მოც­დას ვთა­ვა­ზობთ ადა­მი­ა­ნებს და, პრინ­ციპ­ში, ძი­რი­თა­დი ნა­კა­დი, რო­მელ­საც უნ­დო­და მი­სი ჩა­ბა­რე­ბა, პირ­ველ წლებ­ში­ვე და­რე­გის­ტ­რირ­და. მა­შინ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვრის გა­და­ლახ­ვის პრო­ცენ­ტი გვქონ­და 30-25. შემ­დეგ უკ­ვე, ცხა­დია, ეს რიცხ­ვი იკ­ლებს და იკ­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალ გეგ­მებს, რო­გორც გითხა­რით, ჳ-ჳვ კლა­სე­ბის გა­მოც­და, თუ­კი კა­ნო­ნი არ შე­იც­ვა­ლა, აღარ ჩა­ტარ­დე­ბა. ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა საგ­ნობ­რივ გა­მოც­დებს, ანუ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც უნ­და რამ­დე­ნი­მე საგ­ნის სწავ­ლე­ბა ერ­თ­დ­რო­უ­ლად, რო­გორც კი ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მო­ი­პო­ვე­ბენ სერ­ტი­ფი­კატს, ერთ-ერთ სა­გან­ში პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დის სა­ფუძ­ველ­ზე, მათ უკ­ვე სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტი ეძ­ლე­ვათ და, შე­სა­ბა­მი­სად, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბად ით­ვ­ლე­ბი­ან. ერ­თ­სა და იმა­ვე წელს რამ­დე­ნი­მე გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა, ჩვე­ნი სის­ტე­მით, აქამ­დე არ შე­იძ­ლე­ბო­და, ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ხედ­ვას ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. თუმ­ცა არ ვი­ცით, შე­იძ­ლე­ბა იყოს მოთხოვ­ნა, ვთქვათ, ან მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის­გან, ან გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­გან, რომ გა­და­ვი­დეთ ისეთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, სა­დაც ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა, ერ­თ­სა და იმა­ვე წელს, რამ­დე­ნი­მე სა­გან­ში და­ა­დას­ტუ­როს კომ­პე­ტენ­ცია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი „წაყ­ვა­ნის“ მცდე­ლო­ბა ჯერ არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ასეც მოხ­დეს, ჯერ მხო­ლოდ სას­წავ­ლო წლის და­საწყი­სია, ჯერ­ჯე­რო­ბით ვი­ნარ­ჩუ­ნებთ იმ სის­ტე­მას, რო­მე­ლიც გვქონ­და. პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მის მომ­ზა­დე­ბა­ში ჩვენც გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რა გვქონ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­თან, ჩვე­ნი კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ვა­ცა­ნით მათ. მე­ო­რე სა­კითხია, რამ­დე­ნად იქ­ნა ისი­ნი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ჩვე­ნი წი­ლი რაც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ახალ სქე­მა­ში, იყო კვლავ საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ რჩე­ბო­და ახალ სქე­მა­შიც იმი­სათ­ვის, რომ პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მე­ოთხე, ქვე­და სა­ფე­ხურ­ზე არის, გა­და­სუ­ლი­ყო წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის კა­ტე­გო­რი­ა­ში. ამი­სათ­ვის მას აუცი­ლებ­ლად უნ­და ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და და, რა თქმა უნ­და, და­ეგ­რო­ვე­ბი­ნა კრე­დი­ტე­ბი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­თაც, მათ­გან ერთ-ერ­თი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა იყო პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და. რაც შე­ე­ხე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ცენ­ტ­რის როლს ამ სქე­მა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი უნ­და და­მა­ტე­ბო­და მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბას — სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია. ჩვენ 2008 წლი­დან ვამ­ბობ­დით, რომ მხო­ლოდ გა­მოც­დებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია შე­ფა­სე­ბა. თა­ვი­დან­ვე ისე იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, რომ გა­მოც­და ყო­ფი­ლი­ყო ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტი და არა ერ­თა­დერ­თი. სამ­წუ­ხა­როდ, სხვა კომ­პო­ნენ­ტე­ბი ვერ შე­მუ­შავ­და, სხვა პა­რა­მეტ­რე­ბით შე­ფა­სე­ბა არ ხდე­ბო­და და დარ­ჩა მხო­ლოდ გა­მოც­დე­ბი. ეს იყო აუცი­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი პი­რო­ბა. საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­და რჩე­ბა, რო­გორც სა­ვალ­დე­ბუ­ლო, მაგ­რამ იმი­სათ­ვის, რომ შე­ფა­სე­ბა უფ­რო სრულ­ფა­სო­ვა­ნი იყოს და მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­დეს პე­და­გოგ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ის შე­სა­ხებ, კარ­გია სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე და­კირ­ვე­ბა, ანუ მას­წავ­ლებ­ლის ყო­ველ­დღი­ურ სა­მუ­შაო პრო­ცეს­ზე თვა­ლის მი­დევ­ნე­ბა. თვი­თონ მო­დე­ლი რო­გო­რი იქ­ნე­ბა — დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცე­სი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით თუ უბ­რა­ლოდ კლას­ში მის­ვ­ლით, კონ­კ­რე­ტუ­ლად რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ვა­ფა­სებთ და ა.შ. — ამა­ზე ნა­ად­რე­ვია ლა­პა­რა­კი იმი­ტომ, რომ ჩვენ ეს საქ­მე ძა­ლი­ან რთუ­ლად და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლოდ გვე­სა­ხე­ბა, გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლად, ვიდ­რე ტეს­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბაა. ამა­ში დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს, დაკ­ვირ­ვე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა კი ნაკ­ლე­ბად. თუმ­ცა, ჩვენ­თან ბევ­რი ფსი­ქო­ლო­გი მუ­შა­ობს, რომ­ლებ­საც ნამ­დ­ვი­ლად აქვთ დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და კვლე­ვის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, მაგ­რამ ასე­თი მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ჩვენ­თ­ვის მა­ინც ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლოა. ამი­ტომ ბევრს ვმუ­შა­ობთ, ამ ეტაპ­ზე შე­ვის­წავ­ლით სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას, მაგ­რამ არ გვიყ­ვარს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის პირ­და­პირ გად­მო­ღე­ბა. აუცი­ლე­ბე­ლია მო­ვარ­გოთ ჩვენს კონ­ტექსტს ან ორი­გი­ნა­ლუ­რი შევ­ქ­მ­ნათ, ჩვე­ნი კონ­ტექ­ს­ტის­თ­ვის მი­სა­ღე­ბი. ცხა­დია, ამა­ში თვი­თონ მას­წავ­ლებ­ლებ­საც ჩავ­რ­თავთ, ჯერ­ჯე­რო­ბით შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში ვართ. მინ­და ვუთხ­რა ჩვენს მას­წავ­ლებ­ლებს და და­ვამ­შ­ვი­დო, რომ ყვე­ლა ის კომ­პო­ნენ­ტი, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლებ­ლის მთლი­ა­ნო­ბის­თ­ვის, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, დაკ­ვირ­ვე­ბა იქ­ნე­ბა ისე­თი, რომ ყვე­ლა ქუ­ლა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნი მო­ი­პო­ვებს, იყოს და­სა­ბუ­თე­ბა­დი, რომ მას შე­ეძ­ლოს გა­ა­სა­ჩივ­როს თა­ვი­სი შე­ფა­სე­ბა და შე­კითხ­ვა­ზე — რა­ტომ მი­ვი­ღე ასე­თი შე­ფა­სე­ბა, მი­ი­ღოს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი პა­სუ­ხი. ამი­ტომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, გვექ­ნე­ბა ჩა­ნა­წე­რი, ყვე­ლას გამ­ჭ­ვირ­ვა­ლედ რომ შე­ეძ­ლოს თა­ვი­სი შე­ფა­სე­ბის ნახ­ვა და და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად მი­ღე­ბა. ისე­ვე, რო­გორც ამას ვა­კე­თებთ ტეს­ტი­რე­ბის დროს, პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელს ვაქ­ვეყ­ნებთ თა­ვი­სი შე­ფა­სე­ბე­ბი­ა­ნად. და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა მოგ­ვი­წევს დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცეს­ში. გვინ­და, რომ ამ პრო­ცეს­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი, თვი­თონ აკონ­ტ­რო­ლებ­დ­ნენ და დარ­წ­მუნ­დ­ნენ შე­ფა­სე­ბის სის­წო­რე­ში. გარ­კ­ვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ეს ორ­მ­ხ­რი­ვი შე­ფა­სე­ბაა — ჩვენც ვფას­დე­ბით იმის მი­ხედ­ვით, რო­გორ ჩა­ვა­ტა­რებთ პრო­ცესს, აუცი­ლებ­ლად გვჭირ­დე­ბა მა­თი მხრი­დან კონ­ტ­რო­ლი. ამ თვალ­საზ­რი­სით, ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბი, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა. კონ­კ­რე­ტუ­ლად, პრო­ცე­დუ­რუ­ლად რო­გორ მოხ­დე­ბა ეს, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით წა­რი­მარ­თე­ბა დაკ­ვირ­ვე­ბა, რო­გორ უნ­და მო­ემ­ზა­დოს მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ პრო­ცე­სის­თ­ვის, რო­გორ ჩა­ერ­თოს პრო­ცეს­ში — დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას აუცი­ლებ­ლად გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ, რო­გორც კი სა­ბო­ლო­ოდ გვექ­ნე­ბა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლი. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ვრცელ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღე­ბენ. ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ თვი­თონ უნ­და მო­ვემ­ზა­დოთ ძა­ლი­ან კარ­გად, რომ ეს არ იყოს ზე­და­პი­რუ­ლი და ნაჩ­ქა­რე­ვი. გვირ­ჩევ­ნია, ბევ­რი დრო დავ­ხარ­ჯოთ, სა­მა­გი­ე­როდ მო­დე­ლი იყოს ძა­ლი­ან კარ­გი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ზუს­ტად, სწო­რად აფა­სებ­დეს და ასე­ვე სწო­რად მი­ი­ღოს კი­დეც პრო­ფე­სი­ულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ — მას­წავ­ლებ­ლებ­მა. ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ და­ი­ნა­ხა­ვენ ისი­ნი მო­დელს და იქ­ნე­ბა თუ არა მათ­თ­ვის მი­სა­ღე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ, მი­სა­ღე­ბი რომ იყოს, აუცი­ლე­ბე­ლია პე­და­გო­გებ­თან სა­უ­ბა­რი, მა­თი ჩარ­თ­ვა ყვე­ლა ეტაპ­ზე — კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შე­ფა­სე­ბის დროს, დაკ­ვირ­ვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბის დროს... ამი­ტომ არ გვინ­და, რომ ვიჩ­ქა­როთ. ჯერ­ჯე­რო­ბით, ახა­ლი სქე­მა იური­დი­უ­ლად დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი არ არის, თუ ასე გაგ­რ­ძელ­და, ისევ ძვე­ლი მო­დე­ლით მოგ­ვი­წევს მუ­შა­ო­ბა, სა­ნამ კონ­კ­რე­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ გვექ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ტეს­ტის ფორ­მატს, არ შევ­ც­ვ­ლით, ისევ იქ­ნე­ბა ნა­წი­ლი საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნის შე­სა­მოწ­მე­ბე­ლი, ნა­წი­ლი — მე­თო­დი­კის, საგ­ნის სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის. აუცი­ლებ­ლად გვექ­ნე­ბა კითხ­ვის და წე­რის სწავ­ლე­ბის ნა­წი­ლი. ეს ყო­ველ­თ­ვის იწ­ვევს ერ­თ­გ­ვარ რე­ზის­ტენ­ტუ­ლო­ბას, მა­თე­მა­ტი­კი­სა და ბუ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს ყო­ველ­თ­ვის უჩ­ნ­დე­ბათ შე­კითხ­ვა — რა­ტომ უნ­და ვი­ცო­დე მე ეს ყვე­ლა­ფე­რი. კი­დევ ერ­თხელ მინ­და ვუთხ­რა მათ, თუ­კი პირ­ველ კლას­ში ვას­წავ­ლით მე­ო­რე სა­განს, მა­თე­მა­ტი­კა იქ­ნე­ბა ეს თუ ბუ­ნე­ბა, ამას­თა­ნა­ვე აუცი­ლებ­ლად უნ­და ვი­ცო­დეთ, რო­გორ ვას­წავ­ლოთ კითხ­ვა და წე­რა მოს­წავ­ლე­ებს, რად­გან ბევ­რი პრობ­ლე­მა სწო­რედ კითხ­ვას­თან და წე­რას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და აქე­დან მო­დის შემ­დეგ უფ­როს კლა­სებ­ში საგ­ნობ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი. ამი­ტომ თა­ვი­დან მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა კი არ უნ­და ას­წავ­ლოს წე­რა-კითხ­ვა, არა­მედ მა­თე­მა­ტი­კი­სა და ბუ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­მაც უნ­და ითა­ნამ­შ­რომ­ლონ სე­რი­ო­ზუ­ლად იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლემ კარ­გად აით­ვი­სოს ეს ორი მთა­ვა­რი, სა­ბა­ზი­სო უნარ-ჩვე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ნა­წი­ლი აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ყვე­ლა ტეს­ტ­ში. გვაქვს აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის ნა­წი­ლიც, რად­გან ეს ის უნა­რე­ბია, რომ­ლებ­საც სწო­რედ დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე უქ­მ­ნის ბა­ზას მას­წავ­ლე­ბე­ლი. ტექ­ს­ტის შექ­მ­ნა და წა­კითხუ­ლი ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა ის ორი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რია, რო­მელ­საც სწო­რედ დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი აყა­ლი­ბებს და, ისევ და ისევ, არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის, არა­მედ მა­თე­მა­ტი­კი­საც და ბუ­ნე­ბი­საც. ამი­ტომ აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის ნა­წი­ლიც დარ­ჩე­ბა ტეს­ტ­ში. ასე რომ, ფორ­მა­ტის თვალ­საზ­რი­სით, ცვლი­ლე­ბა არ გვექ­ნე­ბა. ერ­თა­დერ­თი, გვქონ­და ხოლ­მე სა­უ­ბა­რი იმის შე­სა­ხებ, გან­სა­კუთ­რე­ბით კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ტეს­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში (საგ­ნობ­რივ ტეს­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ყო­ფი­ლა ასე­თი შე­ნიშ­ვ­ნა), რომ დრო იყო შე­და­რე­ბით მცი­რე. სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­დარ­თ­ვა ერ­თი თე­მი­დან მე­ო­რე­ზე — ქარ­თუ­ლი­დან მა­თე­მა­ტი­კა­ზე, მა­თე­მა­ტი­კი­დან ბუ­ნე­ბა­ზე, შემ­დეგ — კითხ­ვი­სა და წე­რის სწავ­ლე­ბა­ზე, აკა­დე­მი­ურ უნა­რებ­ზე — შე­საძ­ლოა, მარ­თ­ლაც მო­ითხოვ­და მეტ დროს. მსგავ­სი შე­ნიშ­ვ­ნა რამ­დენ­ჯერ­მე მო­ვის­მი­ნეთ და ვფიქ­რობ­დით, თუ წელს ჳ-ჳვ კლა­სე­ბის გა­მოც­და დარ­ჩე­ბო­და, ორ დღედ დაგ­ვე­ყო: პირ­ველ დღეს — საგ­ნობ­რი­ვი ნა­წი­ლი; მე­ო­რე დღეს — კითხ­ვი­სა და წე­რის სწავ­ლე­ბას პლუს უნა­რე­ბი. ეს იყო მხო­ლოდ იდეა, მო­საზ­რე­ბა, ჯერ ამა­ზე არ გვი­მუ­შა­ვია იმი­ტომ, რომ, რო­გორც ვი­ცით, ეს გა­მოც­და სა­ერ­თოდ უნ­და გა­უქ­მ­დეს. თუ­კი გვექ­ნე­ბა „ინ­ს­ტ­რუქ­ცია“, რომ ეს გა­მოც­და რჩე­ბა და კა­ნონ­ში შე­ვა ცვლი­ლე­ბა, მა­შინ სე­რი­ო­ზუ­ლად ვი­ფიქ­რებთ ამ პრობ­ლე­მა­ზე. Îა­ტომ გა­ის­მის ხოლ­მე, რომ თვი­თონ სის­ტე­მაა ჩიხ­ში? იმი­ტომ, რომ, წე­სით, პე­და­გო­გი, რო­მელ­საც 2015 წლამ­დე არ ექ­ნე­ბო­და ხელთ სერ­ტი­ფი­კა­ტი, მას­წავ­ლებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას კარ­გავ­და. ანუ თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის და­ნიშ­ვ­ნა ახ­ლა უნ­და მოხ­დეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ბრძა­ნე­ბით, ეს არ ნიშ­ნავს, რა თქმა უნ­და, იმას, რომ ჩვე­ნი სკო­ლე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ბი­ან, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია. უბ­რა­ლოდ, ტექ­ნი­კუ­რად, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი საქ­მე ძა­ლი­ან გარ­თულ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ბრძა­ნე­ბით უნ­და და­ი­ნიშ­ნოს მას­წავ­ლე­ბელ­თა თით­ქ­მის 75%, რად­გან მხო­ლოდ 25%-მდეა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ ამ­ბო­ბენ, რომ სის­ტე­მა შე­ვი­და ჩიხ­ში. ამ სის­ტე­მას მარ­თ­ლაც ბევ­რი მი­ნუ­სი ჰქონ­და და ამა­ზე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სა­უბ­რობ­და, მათ შო­რის ჩვე­ნი ცენ­ტ­რის პო­ზი­ცი­აც ასე­თი იყო, რომ მხო­ლოდ ერ­თი კომ­პო­ნენ­ტი არ იყო საკ­მა­რი­სი. მთა­ვა­რი ის კი არ არის, რო­გო­რია შე­ფა­სე­ბა, ტეს­ტის სა­ფუძ­ველ­ზე თუ სხვა ფორ­მით, არა­მედ თვი­თონ ის ფაქ­ტი, რომ მხო­ლოდ აფა­სებ და სხვა ხელ­შემ­წყო­ბი კომ­პო­ნენ­ტი ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს, არას­წო­რია. მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი, ტრე­ნინ­გე­ბით, ძა­ლი­ან დიდ ძა­ლის­ხ­მე­ვას ხარ­ჯავს, მაგ­რამ 5-დღი­ა­ნი, ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი ან თუნ­დაც ორ­კ­ვი­რი­ა­ნი ტრე­ნინ­გით მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ის გაზ­რ­და სა­გან­ში სრუ­ლი­ად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ადა­მი­ა­ნე­ბი მა­თე­მა­ტი­კას, ფი­ზი­კას, ქარ­თულს თუ სხვა სა­განს ორ კვი­რა­ში ვერ სწავ­ლო­ბენ, ვერც — ორ თვე­ში. ამას სჭირ­დე­ბა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი კურ­სე­ბის გრძელ­ვა­დი­ა­ნი, სხვაგ­ვა­რი და­გეგ­მ­ვა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა და ამ თვალ­საზ­რი­სით, მას­წავ­ლებ­ლებს ხელ­შეწყო­ბა არ ჰქონ­დათ. Îაც შე­ე­ხე­ბა რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნას — ის, რომ იქ­მ­ნე­ბა გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კრე­ბუ­ლე­ბი, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ინ­პ­ლე­მენ­ტა­ცი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი მა­სა­ლა — იქ­ნე­ბა ეს ახა­ლი კვლე­ვე­ბი­სა თუ მე­თო­დე­ბის გაც­ნო­ბა, მე­თო­დუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა — არც თუ ისე ბევ­რი იქ­მ­ნე­ბა. ვგუ­ლის­ხ­მობ საგ­ნობ­რი­ვი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას. ეს ალ­ბათ, ახ­ლა, პირ­ვე­ლი რი­გის პრობ­ლე­მაა. ავი­ღოთ იგი­ვე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მხა­რე, არ არის აუცი­ლე­ბე­ლი ხელ­ფა­სის ზრდა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყოს სერ­ტი­ფი­კატ­ზე, ხომ შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ იმა­ზე, რომ მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სი რა­ცი­ო­ნა­ლურ­თან ოდ­ნავ მა­ინც იყოს მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი. არ არის აუცი­ლე­ბე­ლი ადა­მი­ანს პი­რო­ბე­ბი წა­უ­ყე­ნო იმის­თ­ვის, რომ არ­სე­ბო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ხელ­ფა­სი ჰქონ­დეს. რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი სის­ტე­მუ­რად, მთლი­ა­ნად, კომ­პ­ლექ­სუ­რად არ გა­კეთ­და ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვფიქ­რობ, რომ პრობ­ლე­მა ამა­შია და სწო­რედ ამი­ტომ შე­ვი­და სის­ტე­მა ჩიხ­ში და არა იმი­ტომ, რომ შე­ფა­სე­ბის ერ­თი ფორ­მა იყო. მხო­ლოდ შე­ფა­სე­ბით ვე­რა­ფერს იზამ, ეს მხო­ლოდ სუ­რა­თის და­ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა, მაგ­რამ რო­გორ უნ­და უშ­ვე­ლო, რო­გორ აღ­მოფხ­ვ­რა ხარ­ვე­ზი და უკე­თე­სო­ბის­კენ წა­იყ­ვა­ნო, ამას მთე­ლი რი­გი აქ­ტი­ვო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, აქამ­დე არ გან­ხორ­ცი­ელ­და. იმე­დია, ახ­ლა უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

25-28(942)N