გამოდის 1998 წლიდან
2014-10-09
ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა მტკი­ცედ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა რე­ა­ლი­ზე­ბა­დია

და­რი­ნა გამ­ხი­ტაშ­ვი­ლი რე­გენ­ს­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი

— და­რი­ნა, მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი მცხე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მუხ­რა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­ა­ტა­რე, რო­გორ გახ­სენ­დე­ბა იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი, შე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი... გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გან­საზღ­ვ­რა თუ არა სკო­ლამ შე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­მა­ვა­ლი? — უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით, რომ და­ინ­ტე­რეს­დით ჩე­მი პი­როვ­ნე­ბით და მო­მე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვი­ყო თქვე­ნი გა­ზე­თის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რუბ­რი­კის სტუ­მა­რი. მოს­წავ­ლე­ო­ბის პე­რი­ო­დი ჩემ­თ­ვის, ასე ვთქვათ, ტკბილ-მწა­რე მო­გო­ნე­ბაა, რად­გან ჩემს მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში, მოს­წავ­ლე­თა სიმ­ცი­რის გა­მო, მხო­ლოდ დაწყე­ბი­თი სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და. მუხ­რა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, გაკ­ვე­თი­ლებ­ზე და­სას­წ­რე­ბად, სრუ­ლი შვი­დი წე­ლი, ყო­ველ­დღე, 8 კი­ლო­მეტ­რის ფე­ხით გავ­ლა გვიხ­დე­ბო­და. მყავ­და თბი­ლი, ყუ­რადღე­ბი­ა­ნი, თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. თქვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით მო­ვი­კითხავ ჩემს პე­და­გო­გებს. ყვე­ლა სა­განს ერ­თ­ნა­ი­რი მონ­დო­მე­ბით ვსწავ­ლობ­დი, თუმ­ცა ვერ ვიტყ­ვი, რომ ყვე­ლა ერ­თ­ნა­ი­რად მა­ინ­ტე­რე­სებ­და. გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რადღე­ბას ვუთ­მობ­დი ქარ­თულ და გერ­მა­ნულ ენებს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს და საზღ­ვარ­გა­რე­თის ის­ტო­რი­ას. სკო­ლა­ში სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე, რო­მე­ლიც დღემ­დე მეხ­მა­რე­ბა, თუმ­ცა ჩემს პრო­ფე­სი­ულ მო­მა­ვალ­ზე სკო­ლა­ზე მე­ტად დი­დი გავ­ლე­ნა დე­დამ მო­ახ­დი­ნა, რო­მელ­საც კარ­გად ეს­მო­და, რომ უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლა და საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მავ­ლის შე­უც­ვ­ლე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა.

— რა გზა გა­ი­ა­რე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ამ­დე და რა­ტომ აირ­ჩიე გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ეს ქვე­ყა­ნა? — 2002 წელს სწავ­ლა გან­ვაგ­რ­ძე სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის უცხო ენე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე, გერ­მა­ნუ­ლი ენის გან­ხ­რით, რო­მე­ლიც 2006 წელს წარ­ჩი­ნე­ბით და­ვამ­თავ­რე. რად­გან გერ­მა­ნუ­ლი ენა, ლი­ტე­რა­ტუ­რა და კულ­ტუ­რა პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე მქონ­და შეს­წავ­ლი­ლი, სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად, რა თქმა უნ­და, არ­ჩე­ვა­ნი ამ ქვე­ყა­ნა­ზე გა­ვა­კე­თე. გერ­მა­ნი­ა­ში „აu-ჵair“ პროგ­რა­მით ჩა­მო­ვე­დი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობ­და გერ­მა­ნულ ოჯახ­ში მუ­შა­ო­ბას და, პა­რა­ლე­ლუ­რად, გერ­მა­ნუ­ლი ენის შეს­წავ­ლას. სა­ერ­თოდ, გერ­მა­ნი­ა­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა, უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, ბევრ ბი­უ­როკ­რა­ტი­ას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად ორი­ენ­ტა­ცი­ა­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მარ­ნენ უკ­ვე აქ მყო­ფი ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ გერ­მა­ნის­ტის დიპ­ლომს ვფლობ­დი, მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა შე­მეს­წავ­ლა ნე­ბის­მი­ე­რი სა­სურ­ვე­ლი პრო­ფე­სია. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა გერ­მა­ნის­ტის დიპ­ლომს არ ფლობს, მა­შინ მას ეძ­ლე­ვა უფ­ლე­ბა, მხო­ლოდ იმ გან­ხ­რით გა­აგ­რ­ძე­ლოს სწავ­ლა, რაც სამ­შობ­ლო­ში უკ­ვე შე­ის­წავ­ლა. უფ­რო რთუ­ლია მდგო­მა­რე­ო­ბა, თუ მხო­ლოდ სკო­ლის ატეს­ტა­ტი გაქვს — ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გი­წევს წი­ნა­სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კო­ლე­ჯის მო­ძებ­ნა, სა­დაც ად­გი­ლის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია.

— და­ამ­თავ­რე აიხ­შ­ტეტ-ინ­გოლ­შ­ტა­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი. მოკ­ლედ მი­ამ­ბე ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ. — აიხ­შ­ტეტ-ინ­გოლ­შ­ტა­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, 6000 სტუ­დენ­ტით, ბა­ვა­რი­ის მი­წა­ზე ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა უნი­ვერ­სი­ტე­ტად ით­ვ­ლე­ბა. გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია ორ ქა­ლაქ­ზე — ქა­ლაქ აიხ­შ­ტეტ­ში ის­ტო­რი­ის და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა, პე­და­გო­გი­კის, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, ფი­ლო­სო­ფია-პე­და­გო­გი­კის, ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, ინ­გოლ­შ­ტატ­ში კი, ეკო­ნო­მი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტი. აიხ­შ­ტეტ-ინ­გოლ­შ­ტა­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტია და და­ფი­ნა­ნ­სე­ბის 85%-ს ბა­ვა­რი­ის მი­წის ბი­უ­ჯე­ტი­დან იღებს, და­ნარ­ჩე­ნი 15% და­ფი­ნან­სე­ბა ხდე­ბა კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის მი­ერ, რის გა­მოც ის კა­თო­ლი­კურ უნი­ვერ­სი­ტე­ტად იწო­დე­ბა. სა­ხელ­წო­დე­ბა არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას არ ახ­დენს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მებ­ზე და, რა თქმა უნ­და, მი­სი კა­რი ღიაა ყვე­ლა რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის. მი­უნ­ხე­ნის გო­ე­თეს ინ­ს­ტი­ტუტ­ში გერ­მა­ნუ­ლი ენის გა­მოც­დის — „ტეს­ტ­დაფ“-ის („Testდaf“) წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ, 2008 წელს, სწავ­ლა გა­ვაგ­რ­ძე­ლე ის­ტო­რი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტეტ­ზე, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რულ ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე, სა­ხელ­წო­დე­ბით — „დრო­ე­ბი, სივ­რ­ცე­ე­ბი, კულ­ტუ­რე­ბი“, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და და­სავ­ლეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის ის­ტო­რი­ას, ეკო­ნო­მი­კას, პო­ლი­ტი­კას, კულ­ტუ­რას. სა­ვალ­დე­ბუ­ლო ერ­თი ძი­რი­თა­დი საგ­ნი­დან არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე — „აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უახ­ლე­სი ის­ტო­რია და პო­ლი­ტო­ლო­გია“. ჩე­მი სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი — „დი­სი­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 1953-1989 წლებ­ში და ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის საწყი­სე­ბი 1989-დან 1992 წლამ­დე“ — ჩა­ვა­ბა­რე გერ­მა­ნი­ა­ში ძა­ლი­ან ცნო­ბილ პრო­ფე­სორ­თან აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, ლე­ო­ნიდ ლუკ­ს­თან. გერ­მა­ნი­ა­ში თით­ქ­მის ყვე­ლა ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი, თა­ვის სას­წავ­ლო გეგ­მა­ში, მო­ითხოვს თე­ო­რი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბას. სას­წავ­ლო სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრაქ­ტი­კა გა­ვი­ა­რე ქა­ლაქ ინ­გოლ­შ­ტა­ტის კულ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­ში, ხო­ლო სას­წავ­ლო პრო­ექ­ტი, რომ­ლის ჩა­ბა­რე­ბაც დიპ­ლო­მის ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი და­ შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია, გა­ვა­კე­თე თა­ნა­კურ­სე­ლებ­თან ერ­თად ქა­ლაქ შტუტ­გარ­დ­ში. რო­გორც პრაქ­ტი­კის, ასე­ვე პრო­ექ­ტის შეს­რუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა მე­მუ­შა­ვა პრო­ფე­სი­ო­ნალ, ნო­ვა­ტორ ადა­მი­ა­ნებ­თან, რა­მაც რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი, ასე­ვე პი­როვ­ნუ­ლი თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან გამ­ზარ­და. — ამ­ჟა­მად, სწავ­ლას მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე აგ­რ­ძე­ლებ, რა პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი? — სწავ­ლას რე­გენ­ს­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვაგ­რ­ძე­ლებ, რო­მე­ლიც 11 ფა­კულ­ტეტს მო­ი­ცავს და, გერ­მა­ნი­ის მას­შ­ტა­ბით, ერთ-ერ­თი ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია. ქა­ლა­ქი გერ­მა­ნი­ის სამ­ხ­რეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით, ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის საზღ­ვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, მიზ­ნად აქვს და­სა­ხუ­ლი იყოს ხი­დი და­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პას შო­რის. ამის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე და­არ­სე­ბუ­ლი აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლეთ ევ­რო­პის კვლე­ვის ცენ­ტ­რი — „ჶuropaeum“ — „Fast-West-Centre“. ეს ცენ­ტ­რი კუ­რი­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო და ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რულ მა­გის­ტ­რა­ტუ­რას „აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლეთ ევ­რო­პის სწავ­ლე­ბე­ბი“ („Fast-West-Studies“), რომ­ლის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი გახ­ლა­ვართ. ვსწავ­ლობ პო­ლი­ტო­ლო­გი­ას, სა­მარ­თალს და პრო­ექ­ტე­ბის მე­ნეჯ­მენტს. „ჶast-West-Studies“ თე­მა­ტუ­რად ჩე­მი წი­ნა ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის გაგ­რ­ძე­ლე­ბაა და მაძ­ლევს დიდ კონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ ცოდ­ნას, მიღ­რ­მა­ვებს ანა­ლი­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნარს აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლეთ ევ­რო­პის პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­რო­ში. ყო­ველ­თ­ვის ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და ქვე­ყა­ნა­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ფი­კა. დი­დი სურ­ვი­ლი მაქვს, სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ამა­ვე სფე­რო­ში მოვ­სინ­ჯო ჩე­მი ძა­ლე­ბი. ვფიქ­რობ, პო­ლი­ტო­ლო­გი­ის და სა­მარ­თ­ლის შეს­წავ­ლა და­სა­ხულ მი­ზან­თან დი­დად და­მა­ახ­ლო­ვებს.

— სტი­პენ­დი­ე­ბი და გრან­ტე­ბი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, რა პრი­ვი­ლე­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, არის თუ არა მათ­თ­ვის რა­ი­მე შე­ღა­ვა­თე­ბი? — თა­ვად სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ, სა­კონ­კურ­სო საწყი­სებ­ზე, ნი­ჭი­ერ სტუ­დენ­ტ­თა და­ფი­ნან­სე­ბა თით­ქ­მის არ ხდე­ბა. გერ­მა­ნი­ა­ში რამ­დე­ნი­მე უნი­ვერ­სი­ტეტს, მათ შო­რის, რე­გენ­ს­ბურ­გის, აქვს სა­კუ­თა­რი ფონ­დი, რო­მე­ლიც სე­მეს­ტ­რუ­ლად უცხო­ელ ნი­ჭი­ერ, ფი­ნან­სუ­რად ხელ­მოკ­ლე სტუ­დენ­ტებ­ზე გას­ცემს სტი­პენ­დი­ებს სე­მეს­ტ­რ­ში მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით. უკ­ვე ორი სე­მეს­ტ­რია, ვარ რე­გენ­ს­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფონ­დის სტი­პენ­დი­ან­ტი, რაც უზო­მოდ მა­ხა­რებს და მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის უფ­რო მეტ სტი­მულს მაძ­ლევს. ასე­ვე, რო­გორც წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენტს, მო­მე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო რე­გენ­ს­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ბა­ვა­რი­ის პო­ლი­ტი­კის აკა­დე­მი­ის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ პრო­ექ­ტ­ში — „გა­მოწ­ვე­ვე­ბი უსაფ­რ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში და ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია — NATO და ევ­რო­კავ­ში­რი XXI სა­უ­კუ­ნე­ში“. პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და ბელ­გი­ის დე­და­ქა­ლაქ ბრი­უ­სე­ლ­ში, სა­დაც ხუ­თი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტ­ში, NATO-ში, ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში გა­მარ­თულ სას­წავ­ლო სე­მი­ნა­რებ­ში. ამა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან პი­რად შეხ­ვედ­რებ­ზე ვი­სა­უბ­რეთ ისეთ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა: ევ­რო­კავ­ში­რის და NATO-ს აღ­მო­სავ­ლე­თის პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის პროგ­რა­მა, მი­სი შე­დე­გე­ბი და მიზ­ნე­ბი, ლო­ბიზ­მი ევ­რო­კავ­ში­რის მას­შ­ტა­ბით, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის 2014 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი და მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ევ­რო­პის ერ­თი­ა­ნი მო­მავ­ლის­თ­ვის, ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი სა­ვაჭ­რო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის და სხვ. სწავ­ლა­ში მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა სტუ­დენ­ტი სარ­გებ­ლობს ფას­დაკ­ლე­ბით: სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­ს­პორ­ტ­ში, მუ­ზე­უ­მებ­ში, თე­ატ­რებ­ში, ხში­რად — კა­ფე­ებ­სა და რეს­ტორ­ნებ­შიც კი. — რა შე­გიძ­ლია გვი­ამ­ბო სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ასეთ სას­წავ­ლებ­ლებ­ში ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კითხად ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს იწ­ვე­ვენ, ვინ არი­ან ისი­ნი? — სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი ხში­რად თე­ო­რი­უ­ლი მა­სა­ლი­სა და პრაქ­ტი­კუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბის სინ­თეზს წარ­მო­ად­გენს, რაც, ჩე­მი აზ­რით, მა­სა­ლის ათ­ვი­სე­ბას უფ­რო აად­ვი­ლებს. ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე სწავ­ლე­ბა სა­მი წე­ლი გრძელ­დე­ბა, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ზე — ორი. სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ფა­კულ­ტეტ­ზე, ძი­რი­თა­დად, გა­ნას­ხ­ვა­ვე­ბენ ოთხი ტი­პის სა­მეც­ნი­ე­რო სას­წავ­ლო ლექ­ცი­ას: ლექ­ცია, პრო­სე­მი­ნა­რი, სე­მი­ნა­რი და მთა­ვა­რი სე­მი­ნა­რი. ლექ­ცი­ის გარ­და, სტუ­დენ­ტი პრო­სე­მი­ნა­რის, სე­მი­ნა­რის და მთა­ვა­რი სე­მი­ნა­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი სე­მეს­ტ­რუ­ლი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, ევა­ლე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რის და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ძი­ე­ბა, სა­სურ­ველ თე­მა­ზე მოხ­სე­ნე­ბის წა­კითხ­ვა და, სე­მეს­ტ­რის ბო­ლოს, და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 გვერ­დი წე­რი­თი სა­კურ­სოს და­მუ­შა­ვე­ბა. ლექ­ცი­ას კი, 90 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, პრო­ფე­სო­რი კითხუ­ლობს და სე­მეს­ტ­რის ბო­ლოს სტუ­დენ­ტი წე­რით გა­მოც­დას აბა­რებს. ერ­თ­დღი­ან ლექ­ცი­ებ­ზე, რო­მლე­ბ­საც ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი კითხუ­ლო­ბენ, დას­წ­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია. ამ ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბა­თა შო­რის არი­ან: გერ­მა­ნის კან­ც­ლე­რი ან­გე­ლა მერ­კე­ლი, რო­მელ­მაც, რე­გენ­ს­ბურ­გ­ში სა­მუ­შაო ვი­ზი­ტის ფარ­გ­ლებ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­ი­ნა­ხუ­ლა და ისა­უბ­რა თე­მა­ზე — „ევ­რო­პა და ევ­რო­კავ­ში­რის ლტოლ­ვილ­თა პო­ლი­ტი­კა“; გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტი იოხიმ გა­უ­კი; რუ­სე­თის სი­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის ინ­ს­ტი­ტუ­ტის — „ლე­ვა­დას ცენ­ტ­რის“ დი­რექ­ტო­რი ლევ გუდ­კო­ვი, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ე­ბი წა­ი­კითხა თე­მა­ზე — „რუ­სე­თი და ევ­რო­პა“, „რუ­სე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ში­და და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ კურ­ს­თან მი­მარ­თე­ბა­ში“. ხში­რად გვსტუმ­რო­ბენ გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გის თუ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი. ასე­ვე ხში­რად ტარ­დე­ბა რამ­დე­ნი­მედღი­ა­ნი, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი, სას­წავ­ლო-შე­მეც­ნე­ბი­თი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი მეც­ნი­ე­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში.

— რა რო­ლი უჭი­რავს გერ­მა­ნი­ა­ში, კერ­ძოდ ბა­ვა­რი­ა­ში, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კებს? — სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბით სარ­გებ­ლო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ბა­ვა­რი­ა­ში ყვე­ლა სა­ჯა­რო, სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა ერთ მთლი­ან „ბა­ვა­რი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის კა­ტა­ლოგს“ ქმნის და ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თუ სტუ­დენ­ტი თა­ვი­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სა­სურ­ველ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვერ მო­ი­ძი­ებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, სა­ერ­თო კა­ტა­ლო­გის სა­შუ­ა­ლე­ბით, ბა­ვა­რი­ის მი­წა­ზე ყვე­ლა და­ნარ­ჩენ ბიბ­ლი­ო­თე­კას და­უ­კავ­შირ­დეს და შე­უკ­ვე­თოს სა­სურ­ვე­ლი მა­სა­ლა, რო­მელ­საც სა­კუ­თარ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღებს. შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც წიგ­ნე­ბის, ასე­ვე და­არ­ქი­ვე­ბუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლად ღი­რე­ბუ­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის, აუდიო-ვი­დეო მა­სა­ლის შეკ­ვე­თა. თუ სა­სურ­ვე­ლი მა­სა­ლის შე­ძე­ნა გსურთ, არც ეს წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას, თან­ხის გა­დახ­დის შემ­დეგ მი­ი­ღებთ სა­სურ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ქსე­რო­ასლს. ასე­თი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი სის­ტე­მა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, სა­სურ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა მაქ­სი­მა­ლუ­რად მცი­რე დრო­ში მო­ვი­პო­ვოთ, რაც სას­წავ­ლო პრო­ცესს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტულს ხდის. გარ­და ამი­სა, გერ­მა­ნი­ის მას­შ­ტა­ბით, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს „გერ­მა­ნი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კა­თა სა­ერ­თო კა­ტა­ლო­გი“, რო­მე­ლიც ­გერ­მა­ნი­ა­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა ბიბ­ლი­ო­თე­კას მო­ი­ცავს.

 — რო­გორ ფიქ­რობ, რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ევ­რო­პულ მო­წი­ნა­ვე უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით? — დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ გა­ნიც­დი­ან. ევ­რო­პუ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა, ქარ­თულ­თან შე­და­რე­ბით, მო­წეს­რი­გე­ბულ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა­ში, სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო სის­ტე­მა­სა და ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი სე­მი­ნა­რე­ბის სიმ­რავ­ლე­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ასე­ვე ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია და სტუ­დენ­ტებ­ში დი­დი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი — ამე­რი­კის, აზი­ის, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, უფა­სოდ შე­ვის­წავ­ლოთ უცხო ენე­ბი, ვი­სარ­გებ­ლოთ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზით, სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბე­ბი­სა და ცეკ­ვის შემ­ს­წავ­ლე­ლი კურ­სე­ბით. სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის მსგავ­სი კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა, უახ­ლე­სი ინ­ვენ­ტა­რით აღ­ჭურ­ვა, რა თქმა უნ­და, დიდ თან­ხებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და, ვფიქ­რობ, სწო­რედ ეს წარ­მო­ად­გენს ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვის მთა­ვარ ხე­ლის­შემ­შ­ლელ ფაქ­ტორს. — რო­გორც ვი­ცი, ჩარ­თუ­ლი ხარ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია — „სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ნის­ტია“ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. კერ­ძოდ, მუ­შა­ობ ლტოლ­ვილ­თა პო­ლი­ტი­კის ჯგუფ­ში, სა­დაც ეხ­მა­რე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში მყოფ ლტოლ­ვი­ლებს. სა­ინ­ტე­რე­სოა ვინ არი­ან (რო­მე­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი) ისი­ნი, რას ასა­ხე­ლე­ბენ სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზად და რა დახ­მა­რე­ბას უწევ მათ? — გერ­მა­ნი­ის კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბას გვაძ­ლევს. მთელ ჩემს დროს, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვუთ­მობ­დი სწავ­ლას, თუმ­ცა, საცხოვ­რე­ბე­ლი და სას­წავ­ლო ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად სტუ­დენ­ტო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მი­წევს სა­ჭი­რო თან­ხის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. სწავ­ლი­სა და მუ­შა­ო­ბის შე­თავ­სე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად ძნე­ლია და დიდ სუ­ლი­ერ და ფი­ზი­კურ გამ­ძ­ლე­ო­ბას მო­ითხოვს. სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რო­დე­საც მკა­ფი­ოდ დე­ფი­ნი­ცი­რე­ბუ­ლი მი­ზა­ნი გაქვს, მის ფონ­ზე ყვე­ლა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი, ფი­ზი­კუ­რი თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა ფერ­მ­კ­რ­თალ­დე­ბა. ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა მტკი­ცედ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა რე­ა­ლი­ზე­ბა­დია. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ნის­ტია“ („Am­nesty International“) 3 მი­ლი­ონ­ზე მე­ტ წევრს ით­ვ­ლის და ამით მსოფ­ლი­ო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ც­ველი ყვე­ლა­ზე დი­დი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ციაა. 1961 წელს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და­არ­ს­და და ყუ­რადღე­ბას აქ­ცევს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვის ფაქ­ტებს და ამ უფ­ლე­ბე­ბის შე­საბა­მი­სო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში. თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბით ცდი­ლობს ხალ­ხის ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცი­ოს დარ­ღ­ვე­ვის ფაქ­ტებ­ზე და ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნოს დამ­რ­ღ­ვე­ვებ­ზე. ვმუ­შა­ობ ლტოლ­ვილ­თა პო­ლი­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. „სა­ერ­თა­შო­რი­სო ამ­ნის­ტი­ა­ში“ სას­წავ­ლო სე­მი­ნა­რე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­მე­ნი­ჭა ლტოლ­ვილ­თა მრჩევ­ლის სტა­ტუ­სი. ჩე­მი მთა­ვა­რი და­ვა­ლე­ბა ლტოლ­ვილ­თა დაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბაა. სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გვა­კითხავს ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბა. მი­სი სა­ბუ­თე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ ვურ­ჩევ, მი­მარ­თოს ად­ვო­კატს თუ და­ე­ლო­დოს შე­საბ­ამისი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან პა­სუხს, ასე­ვე, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვაძ­ლევ მი­მარ­თუ­ლე­ბას, თუ სად, რო­მელ სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­ტან­ცი­ა­ში შეძ­ლებს სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას. ლტოლ­ვილ­თა სტა­ტუ­სის მა­ძი­ებ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან (სი­რია, პა­ლეს­ტი­ნა, ერა­ყი, ირა­ნი) და აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბი­დან (ეთი­ო­პია) მყავ­და, რამ­დე­ნი­მე ლტოლ­ვი­ლი — სომ­ხე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან. სამ­შობ­ლოს და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზებს შო­რის, ძი­რი­თა­დად, ასა­ხე­ლე­ბენ: ომს, დევ­ნას პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­მო, ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას. ემო­ცი­უ­რად ეს ის­ტო­რი­ე­ბი ძა­ლი­ან რთუ­ლი მო­სას­მე­ნია. ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში სა­ერ­თო ლტოლ­ვილ­თა პო­ლი­ტი­კა მრა­ვალ­სა­ფე­ხუ­რი­ან, ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ პრო­ცესს წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ლტოლ­ვილ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვით, მათ­თ­ვის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნით სრულ­დე­ბა.

— რე­გენ­ს­ბურ­გი გერ­მა­ნი­ის ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი ქა­ლა­ქია. მი­სი შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლი, 2006 წელს, იუნეს­კომ მსოფ­ლიო მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა. შენ­თ­ვის რა არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და შთამ­ბეჭ­და­ვი ამ ქა­ლაქ­ში? — რე­გენ­ს­ბურ­გი, მთელ გერ­მა­ნი­ა­ში, თა­ვი­სი 2000-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ით, ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი და კარ­გად შე­მო­ნა­ხუ­ლი შუ­ა­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ქა­ლა­ქია: მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ქა­ლა­ქის ძვე­ლი ნა­წი­ლი და შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რა თით­ქ­მის არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა. აგე­ბუ­ლია რო­მა­ელ­თა მი­ერ და თა­ვი­სი ვიწ­რო ქუ­ჩე­ბი­თა და ქვის ხი­დე­ბით სა­ოც­რად მა­გო­ნებს იტა­ლი­ის ქა­ლა­ქებს. გერ­მა­ნი­ის მთა­ვა­რი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტოს 2014 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, რე­გენ­ს­ბურ­გი 28-ე ად­გილს იკა­ვებს გერ­მა­ნი­ა­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებს შო­რის. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ რე­გენ­ს­ბურ­გი სტუ­დენ­ტუ­რი ქა­ლა­ქია, ქა­ლა­ქის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ყო­ველ­წ­ლი­უ­რი კულ­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მა მაქ­სი­მა­ლუ­რა­დაა მორ­გე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე. ასე­ვე მი­სა­სალ­მე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ ქა­ლა­ქის მე­რი­ის ერთ-ერთ მთა­ვარ პრი­ო­რი­ტეტს ლტოლ­ვილ­თა პრობ­ლე­მა­ტი­კის გა­დაჭ­რა და ემიგ­რან­ტ­თა გერ­მა­ნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სრულ­ყო­ფი­ლი ინ­ტეგ­რა­ცია წარ­მო­ად­გენს. რე­გენ­ს­ბურ­გი ჩემ­თ­ვის, ბერ­ლი­ნის შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ის იმ ქა­ლაქ­თა მცი­რე რიცხვს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, სა­დაც თავს ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ.

— სად და რო­გორ ატა­რებ თა­ვი­სუ­ფალ დროს? რო­გორ ცხოვ­რო­ბენ გერ­მა­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი? — თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თით­ქ­მის არ მაქვს. რო­გორც გითხა­რით, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ სა­ჭი­რო და­ნა­ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად. არ­და­დე­გებ­ზე კი სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. და თუ მა­ინც გა­მოვ­ძებ­ნი თა­ვი­სუ­ფალ დროს, ვხვდე­ბი მე­გობ­რებს და აუცი­ლებ­ლად ვამ­ზა­დებთ რა­ი­მე ქარ­თულ კერძს, ვეს­წ­რე­ბით მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალს ან გავ­დი­ვართ ქა­ლაქ­გა­რეთ ორი­ო­დე დღით. მა­გის­ტ­რა­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბამ­დე ორი სე­მეს­ტ­რი დამ­რ­ჩა, მომ­დევ­ნო არ­და­დე­გებ­ზე ბერ­ლინ­ში სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კე­ბი მე­ლო­დე­ბა. მა­გის­ტ­რა­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი მსურს დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის სფე­რო­ში. გერ­მა­ნელ ახალ­გაზ­რ­დებ­ზე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი, სა­ოც­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლე­ბი არი­ან. აქ­ტი­უ­რად მის­დე­ვენ სპორტს. დრო მკაც­რად აქვთ გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­ულ და პრო­ფე­სი­ულ პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე. 18 წლი­დან მშობ­ლი­ურ სახლს ტო­ვე­ბენ და და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რო­ბენ. გერ­მა­ნელ სტუ­დენ­ტ­თა თით­ქ­მის 60% მშობ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბით და მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რით იღებს გა­ნათ­ლე­ბას და აღ­წევს კა­რი­ე­რულ წარ­მა­ტე­ბას. ვთვლი, რომ ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან ცი­ვი, სა­კუ­თარ წრე­ში ჩა­კე­ტი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა და უცხო კულ­ტუ­რე­ბის მი­მართ ნაკ­ლე­ბად გახ­ს­ნი­ლე­ბი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში სკეპ­ტი­კუ­რე­ბიც კი არი­ან. გერ­მა­ნი­ის სა­ბაზ­რო მოთხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ან­რე, პრო­­ფე­სი­ად ირ­ჩე­ვენ მი­მარ­თუ­ლე­ბებს ეკო­ნო­მი­კის, კერ­ძოდ სავ­ტო­მო­ბი­ლო ინ­დუს­ტ­რი­ის, ინ­ფორ­მა­ტი­კი­სა და პე­და­გო­გი­კის სფე­რო­ე­ბი­დან.

 — სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ნათ­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში შე­სას­ვ­ლე­ლად, შე­საძ­ლოა, ახალ­გაზ­რ­დებს გზა ად­ვი­ლად აერი­ოთ. სწო­რი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­რე­შე ძნე­ლია. რას ურ­ჩევ იმ ახალ­გაზ­რ­დებს, რომ­ლებ­საც საზღ­ვარ­გა­რეთ ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ? — საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მაგ­რამ არა — შე­უძ­ლე­ბე­ლი. ძნე­ლია „უცხო­ე­ლო­ბა“, რაც არ უნ­და ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ევ­რო­პა სრულ­ყო­ფილ მო­ქა­ლა­ქედ მა­ინც არ აღ­გიქ­ვამს. ნუ შე­უ­შინ­დე­ბი­ან სირ­თუ­ლე­ებს, სწო­რედ მა­თი გა­და­ლა­ხვის შემ­დეგ ვიზ­რ­დე­ბით პი­როვ­ნუ­ლად, ადა­მი­ა­ნუ­რად და პრო­ფე­სი­უ­ლად. ძა­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა­შია. გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­მოს­ვ­ლის მსუ­რვე­ლებს კი ვურ­ჩევ, ჯერ კი­დევ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას, მო­ი­ძი­ონ გერ­მა­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­ფი­ლის ფონ­დე­ბი. მსგავ­სი ფონ­დე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მოგ­ვა­რე­ბას და სრულ­ყო­ფილ და­ფი­ნან­სე­ბას. ალ­ბათ არც არის სა­ჭი­რო იმის თქმა, რომ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად და ახალ გა­რე­მო­ში თა­ვის და­სამ­კ­ვიდ­რებ­ლად უცხო ენის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე ფლო­ბა მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბაა.

— და­ბო­ლოს, რო­ცა ადა­მი­ა­ნი საზღ­ვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, ის ალ­ბათ მეტს და ღრმად ფიქ­რობს სამ­შობ­ლო­ზე. საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­რე­ბულ მცი­რე პე­რი­ოდ­შიც კი ადა­მი­ა­ნი სხვა­ნა­ი­რად აფა­სებს სა­კუ­თარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­გორ ფიქ­რობ, მიგ­ვი­ღებს ევ­რო­პა ისე­თებს, რო­გო­რე­ბიც ვართ, თუ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­და­ხედ­ვა და გა­და­ფა­სე­ბა მოგ­ვი­წევს? — სიტყ­ვა „სამ­შობ­ლო“ ჩემ­თ­ვის ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან ღრმა და ყო­ვე­ლი ქარ­თუ­ლის მომ­ც­ვე­ლი ცნე­ბაა. სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პის სამ­ხ­რეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე­ობს და კონ­ტი­ნენ­ტის „აზი­ურ“ ნა­წილს ესაზღ­ვ­რე­ბა, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა და ცი­ვი­ლი­ზა­ცია სწო­რედ და­სავ­ლურ-აღ­მო­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რე­ბის სინ­თეზს წარ­მო­ად­გენს. ვფიქ­რობ, ევ­რო­პის­თ­ვის სწო­რედ ამა­შია ქარ­თუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და სუ­ლი­ე­რი კულ­ტუ­რის უნი­კა­ლო­ბა. მე­ო­რე მხრივ, სტრა­ტე­გი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პე­ი­ზა­ცი­ის ეპო­ქა­შიც რჩე­ბა სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნულ პო­ლუ­სად, სა­დაც შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის უამ­რა­ვი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­დაკ­ვე­თა ხდე­ბა. ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­სავ­ლურ მის­წარ­ფე­ბა­ზე სა­პა­სუ­ხოდ ევ­რო­პა, თა­ვის მხრივ, სა­მე­ზობ­ლო პროგ­რა­მას გვთა­ვა­ზობს, სა­დაც მიმ­ღე­ბი ქვეყ­ნის როლ­ში ვართ. მიმ­ღე­ბი ქვეყ­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა დო­ნორს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ევ­რო­კავ­შირს, სა­ბო­ლოო სიტყ­ვის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ორ­მ­ხ­რი­ვი სა­სარ­გებ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ევ­რო­პას­თან შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მიზ­ნე­ბის და­ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე იყოს აგე­ბუ­ლი. მი­მაჩ­ნია, რომ სა­კუ­თარ, ქარ­თულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ევ­რო­პუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბი უნ­და მო­ვარ­გოთ და არა პი­რი­ქით. ამით ჩვენს თვით­მ­ყო­ფა­დო­ბა­საც შე­ვი­ნა­რუ­ნებთ და ევ­რო­პა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­საც წარ­მა­ტე­ბით შევ­ძ­ლებთ.

ესა­უბ­რა მა­კა ყი­ფი­ა­ნი

25-28(942)N