გამოდის 1998 წლიდან
2014-09-25
შვი­ლად აყ­ვა­ნის პრო­ცე­დუ­რებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შვი­ლად აყ­ვა­ნის გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის სე­რი­ო­ზულ დაბ­რ­კო­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. მა­თი რიცხ­ვი, დღე­ვან­დე­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 3000-ზე მე­ტია, ხო­ლო გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი ბავ­შ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა — 60, თუმ­ცა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა მუდ­მი­ვად იც­ვ­ლე­ბა. სურ­ვი­ლი­დან რე­ა­ლო­ბამ­დე ლო­დი­ნის პე­რი­ო­დი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, 5 წე­ლიც კი გრძელ­დე­ბა. ხან­გ­რ­ძ­ლივ პრო­ცე­დუ­რას სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტ­რი და­ვით სე­ერ­გე­ენ­კო სწო­რედ არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კით ხსნის: „სირ­თუ­ლე იმ­დე­ნად იმა­ში არ არის, რომ რე­გუ­ლა­ციაა გარ­თუ­ლე­ბუ­ლი, არა­მედ იმა­ში, რომ ასე­თი სუ­რა­თი გვაქვს — სა­ბედ­ნი­ე­როდ არ არის ბევ­რი დე­და, რო­მე­ლიც მი­ა­ტო­ვებ­და შვილს და ჩას­ვამ­და იმ ჯგუფ­ში, რო­მე­ლიც გაშ­ვი­ლე­ბის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი“.
ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით, გა­საშ­ვი­ლე­ბელ­თა სი­ა­ში ხვდე­ბა ის ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც ობო­ლია ან მშობ­ლე­ბი სა­სა­მარ­თ­ლოს მი­ერ არი­ან აღი­ა­რე­ბულ­ნი ქმე­დუ­უ­ნა­როდ ან უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვ­ლე­ბი­ან; ან იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში თუ ყვე­ლა კა­ნო­ნი­ერ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნაცხა­და ბავ­შ­ვის გაშ­ვი­ლე­ბა­ზე თან­ხ­მო­ბა; ან თუ ბავ­შ­ვი ნა­პოვ­ნია და აღი­ა­რე­ბუ­ლია მი­ტო­ვე­ბუ­ლად. გაშ­ვი­ლე­ბი­სა და შვი­ლად აყ­ვა­ნის პრო­ცე­დუ­რის წარ­მარ­თ­ვა მხო­ლოდ მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს მეშ­ვე­ო­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, სხვა ნე­ბის­მი­ე­რი გა­რი­გე­ბა კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა.
იმის­თ­ვის, რომ წყვილ­მა ან მშვი­ლე­ბელ­მა პირ­მა ბავ­შ­ვის შვი­ლად აყ­ვა­ნა შეძ­ლოს, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად უნ­და და­რე­გის­ტ­რირ­დეს, ამის შემ­დეგ კი სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვა იწყე­ბა.
ეკა­ტე­რი­ნე სა­ნებ­ლი­ძე, მე­ურ­ვე­ო­ბა-მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი არ არის ბავ­შ­ვე­ბის ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხე­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა, პრი­ო­რი­ტე­ტი მა­თი ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯა­ხებ­ში დაბ­რუ­ნე­ბაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მცი­რეა იმ ბავ­შ­ვე­ბის რიცხ­ვი, რო­მელ­თაც სტა­ტუსს ვა­ნი­ჭებთ. დღეს 3000-მდე მშვი­ლე­ბე­ლია რე­ეს­ტ­რ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. 3000 ბავშვს რომ გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი სტა­ტუ­სი ჰქონ­დეს, ჩვენ­ნა­ი­რი ქვეყ­ნის­თ­ვის ეს ძა­ლი­ან ცუ­დი იქ­ნე­ბო­და.
ნე­გა­ტი­უ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ­სე­ბობს და ეს მოყ­ვა­ნი­ლია კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა — თუ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის სა­სურ­ვე­ლი — ნარ­კო­მა­ნია, ალ­კო­ჰო­ლიზ­მი ან ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს შე­უშ­ლის ბავშ­ვის აღ­ზ­რ­და­ში ადა­მი­ანს; ასე­ვე, დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მო­ტი­ვა­ცი­ა­საც — ამას, რა თქმა უნ­და, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი აფა­სებს.“
აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­დუ­რა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში „შვი­ლად აყ­ვა­ნი­სა და მინ­დო­ბი­თი აღ­ზ­რ­დის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით რე­გუ­ლირ­დე­ბა. 2010 წლის რე­დაქ­ცი­ა­ში შე­საძ­ლოა მა­ლე ცვლი­ლე­ბა შე­ვი­დეს — და­ზუს­ტ­დეს შვი­ლად აყ­ვა­ნის ზე­და ზღვა­რი და გა­ნი­საზღ­ვ­როს სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბიც.
50 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ პი­რებს ბავ­შ­ვის აყ­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღარ ექ­ნე­ბათ. თუმ­ცა, გა­მო­ნაკ­ლი­სი და­იშ­ვე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი მშვი­ლებ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­ცა ერთ-ერ­თი 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლია, ხო­ლო მე­ო­რეს კი ჯერ არ მი­უღ­წე­ვია 50 წლამ­დე.
მე­ო­რე ცვლი­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, პირ­და­პი­რი წე­სით გაშ­ვი­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რებ­ში შე­ვა. მშო­ბელს, რო­მე­ლიც შვილ­ზე უარს ამ­ბობს, უფ­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბა აირ­ჩი­ოს მშვი­ლე­ბე­ლი პი­რი ან ოჯა­ხი.
კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი შე­თავ­სე­ბის სის­ტე­მის და­ნერ­გ­ვა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. შე­თავ­სე­ბა მიზ­ნად ისა­ხავს ბავ­შ­ვი­სათ­ვის სა­უ­კე­თე­სო მშობ­ლე­ბის შერ­ჩე­ვას, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­სი­ვე ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იმოქ­მე­დე­ბენ.
კა­ნონ­პ­რო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა 2012 წელს და­იწყო. სა­მუ­შაო ჯგუფ­ში პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის და სო­ცი­ა­ლურ სა­კითხ­თა კო­მი­ტე­ტი, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, იუნი­სე­ფის ექ­ს­პერ­ტე­ბი, სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი.
„შვი­ლად აყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის ანა­ლიზ­მა ცხად­ყო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ სის­ტე­მის არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ხში­რად ბუნ­დო­ვა­ნია და წე­სე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და ურ­თი­ერ­თ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­სა და სა­მუ­შაო ჯგუფ­ში ჩარ­თუ­ლი სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­საზ­რე­ბით, არ­სე­ბობს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ბა­ზის დე­ტა­ლი­ზა­ცი­ის მკა­ფიო სა­ჭი­რო­ე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს რო­გორც უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლი პრო­ცე­დუ­რუ­ლი და მა­ტე­რი­ა­ლურ-სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის შექ­მ­ნას, ასე­ვე კა­ნონ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ხარ­ვე­ზე­ბის შევ­სე­ბა­საც,“  — ამ­ბობს „იუნი­სე­ფის“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოფი­სის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მაია ქურ­ცი­კი­ძე.
კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბას­თან ერ­თად ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი პრობ­ლე­მას პრაქ­ტი­კულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­და­ვენ. „ევ­რი ჩა­ილ­დის“ დი­რექ­ტო­რის, ან­დ­რო და­დი­ა­ნის აზ­რით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უნ­და მოქ­მე­დებ­დ­ნენ ბავ­შ­ვის ინტერე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ი­კოჭ­ლე­ბენ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით, სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბით და, ზო­გა­დად, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით — იმოქ­მე­დონ ბავ­შ­ვის ჭეშ­მა­რი­ტი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ. ის გან­მარ­ტავს, რომ კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის მი­ზა­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბის ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა და ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უნ­და იყოს. „ყვე­ლა­ზე მე­ტი სა­ჭი­რო­ე­ბაა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბა, რა­თა თუნ­დაც ის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს, ეფექ­ტუ­რად იქ­ნეს გა­ტა­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა­ში“.
ან­დ­რო და­დი­ა­ნი დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ად აფა­სებს პო­ტენ­ცი­უ­რი მშვი­ლებ­ლის ასა­კობ­რივ შეზღუდ­ვა­საც: „შე­საძ­ლოა, 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ პი­რებ­ზე ჩვი­ლი ბავ­შ­ვი არ მიშ­ვილ­დეს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ­გუ­მენ­ტი ისაა, რომ რო­დე­საც ბავ­შ­ვი წა­მო­იზ­რ­დე­ბა, მშობ­ლე­ბი უკ­ვე მო­ხუ­ცე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. მაგ­რამ არ მეს­მის, რა­ტომ უნ­და აეკ­რ­ძა­ლოთ ამ ადა­მი­ა­ნებს, მა­გა­ლი­თად, შე­და­რე­ბით მოზ­რ­დი­ლი ბავ­შ­ვე­ბის აყ­ვა­ნა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხე­ბი რიგ­ში დგა­ნან და ბავ­შ­ვის აყ­ვა­ნას ელო­დე­ბი­ან, ამი­ტომ შე­საძ­ლოა კა­ნონ­პ­რო­ექ­ტ­ში ჩა­წე­რი­ლი ასა­კობ­რი­ვი შეზღუდ­ვა ამ რი­გის გაცხ­რილ­ვის ერთ-ერ­თი გზაც იყოს”.
კა­ნონ­პ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ამ ცვლი­ლე­ბას გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად ხსნის ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კითხ­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე: „არას­წო­რი ინ­ტერ­პ­რე­ტა­ციაა, რომ 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ პი­რებს ბავ­შ­ვის აყ­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ექ­ნე­ბათ. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ პო­ტენ­ცი­ურ მშვი­ლე­ბელ­სა და ბავშვს შო­რის ასა­კობ­რი­ვი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მაქ­სი­მუმ 50 წე­ლი უნ­და იყოს. ანუ 55 წლის პი­რი ვერ იშ­ვი­ლებს, მა­გა­ლი­თად, 4 წლის ბავშვს“.
კა­ნონ­პ­რო­ექ­ტ­ში გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა შვი­ლად აყ­ვა­ნის მსურ­ველ­თა რე­გის­ტ­რა­ცი­ის სა­კითხიც: „ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მშვი­ლე­ბელ­თა და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა გა­ი­ო­ლე­ბუ­ლია, რაც რე­ა­ლუ­რად მშვი­ლე­ბელ­სა და ბავ­შ­ვის რა­ო­დე­ნო­ბას შო­რის დიდ დის­ბა­ლანსს ქმნის“ — აღ­ნიშ­ნა დი­მიტ­რი ხუნ­და­ძემ.
ცვლი­ლე­ბე­ბია და­გეგ­მი­ლი შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის შვი­ლად აყ­ვა­ნის პი­რო­ბებ­შიც. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, შშმ ბავ­შ­ვ­თა შვი­ლად აყ­ვა­ნის პრაქ­ტი­კუ­ლად არც ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა არ არ­სე­ბობს. დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი მიდ­გო­მის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად კი, კო­მი­ტე­ტი­სა და შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შაო ჯგუ­ფის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მშვი­ლე­ბე­ლი ოჯა­ხე­ბის­თ­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და და­ამ­კ­ვიდ­როს გარ­კ­ვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი, რა­თა ქვე­ყა­ნა­ში შშმ ბავ­შ­ვ­თა შვი­ლად აყ­ვა­ნის პრაქ­ტი­კა და­ი­ნერ­გოს.
რაც შე­ე­ხე­ბა მინ­დო­ბით აღ­ზ­რ­დის ნა­წილს, მაია ქურ­ცი­კი­ძის თქმით, საკითხი ჯერ კი­დევ და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია, თუმ­ცა სა­ყუ­რადღე­ბო თე­მე­ბია: მინ­დო­ბით აღ­მ­ზ­რ­დელ­თა აუცი­ლე­ბე­ლი ტრე­ნინ­გი ბავ­შ­ვის ოჯახ­ში გან­თავ­სე­ბამ­დე; და­მა­ტე­ბი­თი მხარ­და­ჭე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მინ­დო­ბით აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც ზრუ­ნა­ვენ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ზე; 3 წლამ­დე ასა­კის შშმ სტა­ტუ­სის არ­მ­ქო­ნე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვის მინ­დო­ბით აღ­მ­ზ­რ­დელ­თა ანაზღა­უ­რე­ბა სხვა შშმ ბავ­შ­ვე­ბის ანაზღა­უ­რე­ბის ანა­ლო­გი­უ­რად.
ასე­ვე იგეგ­მე­ბა პო­ტენ­ცი­უ­რი მშვი­ლებ­ლის­თ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სე­ბის ჩა­ტა­რე­ბაც. ქალ­ბა­ტო­ნი მა­ი­ას გან­მარ­ტე­ბით, სხვა ქვეყ­ნებ­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ ასე­თი კურ­სე­ბის არ­სე­ბო­ბა, სხვა­დას­ხ­ვა მი­ზე­ზის გა­მო, სა­სარ­გებ­ლოა: „გარ­და იმი­სა, რომ მშვი­ლებ­ლე­ბი ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­დის პრო­ცეს­ში წარ­მოქ­მ­ნი­ლი შე­საძ­ლო სირ­თუ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი უნ­და იყ­ვ­ნენ, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი კურ­სი მშვი­ლებ­ლებს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­უწყობს ხელს კი­დევ ერ­თხელ და­ფიქ­რ­დ­ნენ, მზად არი­ან თუ არა, შვი­ლად აიყ­ვა­ნონ ბავ­შ­ვი“.
ახ­ლა მოქ­მე­დი კა­ნო­ნის ავ­ტო­რი და და­მა­ტე­ბი­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი გი­გი წე­რე­თე­ლი აცხა­დებს, რომ მათ მი­ერ 2007 წელს შე­მო­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნით ბავ­შ­ვე­ბით ვაჭ­რო­ბა­სა და კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებს ბო­ლო მო­ე­ღო. უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ არ­სე­ბულ კა­ნონს ცვლი­ლე­ბე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­თან გა­თა­ნაბ­რე­ბა და ვა­დე­ბის და­ბა­ლან­სე­ბა სჭირ­დე­ბა.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის სა­შა გრა­უ­მა­ნის აზ­რით, რამ­დე­ნი­მე მო­მენ­ტია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი: „ვერ იქ­ნე­ბა კა­ნონ­ში გან­საზღ­ვ­რუ­ლი დრო, თუ ბავ­შ­ვი გარ­კ­ვე­ულ ვა­და­ში არ მო­ი­კითხ­ა მშო­ბელ­მა, გაშ­ვილ­დეს. ეს ვერ მო­ხერ­ხ­დე­ბა, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი საქ­მე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ასე­ვე უნ­და გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს. მაგ­რამ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა უფ­რო მო­ხერ­ხე­ბუ­ლი უნ­და იყოს. ასე­ვე ხე­ლი უნ­და შე­ვუწყოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის გაშ­ვი­ლე­ბას — მშობ­ლე­ბი უნ­და წა­ხა­ლის­დ­ნენ, მათ­თ­ვის სპე­ცი­ფი­კუ­რი დაზღ­ვე­ვა და დღის ცენ­ტ­რე­ბი უნ­და არ­სე­ბობ­დეს“.
„არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა ბევ­რად უფ­რო ლი­ბე­რა­ლუ­რია, ვიდ­რე უმე­ტე­სო­ბა ქვეყ­ნე­ბის — აცხა­დებს და­ვით სერ­გე­ენ­კო, — მაგ­რამ გარ­კ­ვე­უ­ლად მო­უქ­ნე­ლია და სწო­რედ ამის­თ­ვის სა­ჭი­რო­ებს რე­ფორ­მას, რა­თა გავ­ხა­დოთ უფ­რო მოქ­ნი­ლი, თუმ­ცა უფ­რო მე­ტად ვე­ღარ გა­მარ­ტივ­დე­ბა“.
აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონ­პ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა პარ­ლა­მენ­ტ­ში სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ა­ზეა და­გეგ­მი­ლი. კონ­კ­რე­ტუ­ლად რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვა კა­ნონ­ში, სწო­რედ ამის შემ­დ­გომ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა, მთა­ვა­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა ან გა­მარ­ტი­ვე­ბა არა მარ­ტო ბავ­შ­ვის ჭეშ­მა­რი­ტი ინ­ტე­რე­სე­ბის სრუ­ლად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა, არა­მედ მათ­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო მო­მავ­ლის შექ­მ­ნაც.

25-28(942)N