გამოდის 1998 წლიდან
2014-10-02
ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მოდელი — სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა თუ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის გა­დარ­ჩე­ნის გზა

წელს სკო­ლის გა­მო­საშ­ვებ­მა გა­მოც­დებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლის — უფ­როს­კ­ლა­სელ­თა, პე­და­გოგ­თა და მშო­ბელ­თა — უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. პა­რა­ლე­ლუ­რად, იყო ში­ში, რომ 2014 წელს ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე შე­ტა­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე სი­ახ­ლე ბევრ აბი­ტუ­რი­ენტს და­ტო­ვებ­და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის მიღ­მა. ჩვენ ვე­სა­უბ­რეთ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, მაია მი­მი­ნოშ­ვილს და შე­ვე­ცა­დეთ, გაგ­ვერ­კ­ვია, რა იყო გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი და გა­მარ­თ­ლ­და თუ არა ში­ში, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში.
გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი
რად­გან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ით­ქ­ვა, ჩვენ შევ­ხ­ვ­დით მოს­წავ­ლე­ებს, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა იყო, გა­ვარ­კ­ვი­ეთ მა­თი წუ­ხი­ლის მი­ზე­ზი და შევ­თა­ვა­ზეთ, რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ივ­ლის, სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში, თუ სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ, მო­ვიდ­ნენ ცენ­ტ­რ­ში და უფ­რო დე­ტა­ლუ­რად გა­ვაც­ნობთ პროგ­რა­მას და ალ­გო­რითმს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ხდე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­ფა­სე­ბა. სამ­წუ­ხა­როა ერ­თი ფაქ­ტი, ამ სის­ტე­მას — გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბულ ტეს­ტი­რე­ბას —  სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლად უყუ­რებს. ეს გა­სა­გე­ბი­ცაა და ლო­გი­კუ­რიც იმი­ტომ, რომ თა­ვად სის­ტე­მაა ძა­ლი­ან კომ­პ­ლექ­სუ­რი და რთუ­ლი, ამ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვია, რომ არ არის მარ­ტი­ვი გა­ი­გო, რა პრინ­ცი­პე­ბით ხდე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა. თუმ­ცა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თვი­თონ იდე­ის თვალ­საზ­რი­სით, ვე­ლო­სი­პე­დი არა­ვის გა­მო­უ­გო­ნია, ეს არის სრუ­ლი­ად ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევს მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით შე­ა­ფა­სო კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამი­ტო­მაც იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, სწო­რედ ამ სის­ტე­მა­ზე შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა არ­ჩე­ვა­ნი და შე­იქ­მ­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლი ალ­გო­რით­მი. დე­ტა­ლუ­რი აღ­წე­რა ამ ალ­გო­რით­მი­სა ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე დევს, მაგ­რამ სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რია, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის რთუ­ლი იქ­ნე­ბა, გა­არ­კ­ვი­ოს, რა პრინ­ცი­პე­ბია ჩა­დე­ბუ­ლი. მე პი­რა­დად ვფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, დაგ­ვე­გეგ­მა ე.წ. ვორ­ქ­შო­ფე­ბი ხჳ-ხჳჳ-კლა­სე­ლე­ბის­თ­ვის. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მათ გა­ი­გონ და მათ ავუხ­ს­ნათ, რა პრინ­ცი­პე­ბით ხდე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა, თა­ვი­ან­თი თვა­ლით და­ი­ნა­ხონ, რო­გორ არის აწყო­ბი­ლი ალ­გო­რით­მი, მათ­თ­ვის გა­სა­გებ, მარ­ტივ ენა­ზე ავ­ხ­ს­ნათ ეს ყვე­ლა­ფე­რი. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გვყავს ისე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ინ­ტე­რესს გა­მო­ი­ჩე­ნენ და მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.
თქვენ იცით, რომ გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში და­ვა­ლე­ბა­თა ბან­კი და­ხუ­რუ­ლია და კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი, მაგ­რამ მათ­თ­ვის, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობ­და გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებ­ზე, შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ნაკ­ლი­სი და­ვუშ­ვათ და თა­ვი­ან­თი თვა­ლით ნა­ხონ — რა და­ვა­ლე­ბე­ბი შეხ­ვ­დათ, სად გას­ცეს სწო­რი პა­სუ­ხი, რამ­დე­ნი შეც­დო­მა და­უშ­ვეს და რის გა­მო და­იმ­სა­ხუ­რეს ასე­თი შე­ფა­სე­ბა. გა­მოც­დე­ბამ­დეც და გა­მოც­დე­ბის შემ­დ­გო­მაც ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით ამ თე­მებ­ზე. ძი­რი­თა­დი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გახ­ლ­დათ ის, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მშობ­ლე­ბი და, შე­საძ­ლოა მას­წავ­ლებ­ლე­ბიც, პირ­და­პირ ავ­ლებ­დ­ნენ ანა­ლოგს გა­მოც­დის შე­ფა­სე­ბა­სა და სკო­ლა­ში არ­სე­ბულ შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მას შო­რის. სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ მოს­წავ­ლე ათო­სა­ნია და რა­ტომ მოხ­და ისე, რომ გა­მოც­და­ზე მი­ი­ღო, და­ვუშ­ვათ, 9 ან 8,5 ქუ­ლა. ძი­რი­თა­დად, ამ კუთხით იყო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ სწო­რედ ამი­ტო­მა­ცაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, მოს­წავ­ლე­ე­ბის გარ­კ­ვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას თვი­თონ და­ვა­ნა­ხოთ, რა და­ვა­ლე­ბე­ბი შეხ­ვ­დათ მათ და რო­მელ და­ვა­ლე­ბა­ზე ვერ მო­ა­ხერ­ხეს სწო­რად პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ამ ალ­გო­რით­მით, ათი ქუ­ლა შე­იძ­ლე­ბა და­ი­წე­როს იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, თუ მოს­წავ­ლე სამ შეც­დო­მას და­უშ­ვებს, ოღონდ გა­აჩ­ნია, რო­მელ და­ვა­ლე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, ბუ­ნებ­რი­ვია, და­ვა­ლე­ბე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა. ეს არ არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტეს­ტი­რე­ბა, რო­დე­საც პირ­და­პი­რაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი, რო­მე­ლი და­ვა­ლე­ბა შეხ­ვ­დე­ბა მოს­წავ­ლეს. ყო­ვე­ლი შემ­დ­გო­მი და­ვა­ლე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, თუ რო­გორ გას­ცა მოს­წავ­ლემ პა­სუ­ხი წი­ნა და­ვა­ლე­ბებს და, რა თქმა უნ­და, და­ვა­ლე­ბის სირ­თუ­ლეც ით­ვ­ლე­ბა.
თა­ვის დრო­ზე, რო­დე­საც ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის და­ვიწყეთ ახა­ლი სა­გა­მოც­დო მო­დე­ლის შე­მო­ტა­ნა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მა­შინ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ, სის­ტე­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე ყო­ფი­ლი­ყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს 2005 წლი­დან ვა­ტა­რებთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ეჩ­ვია ერთ ფაქტს, რომ სის­ტე­მა­ში ყვე­ლა ნა­ბი­ჯი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეა, ისი­ნი ყვე­ლა­ფერს ხე­და­ვენ. ამან სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ნდო­ბა მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა. მა­გა­ლი­თად, აბი­ტუ­რი­ენტს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, იხი­ლოს რო­გორ გას­წორ­და მი­სი ნა­მუ­შე­ვა­რი და, თუ არ ეთან­ხ­მე­ბა გამ­ს­წო­რებ­ლებს, გა­დაწყ­ვი­ტოს, შე­ი­ტა­ნოს თუ არა გა­ნაცხა­დი აპე­ლა­ცი­ა­ზე. ის თვალ­ნათ­ლივ ხე­დავს არა მარ­ტო ტესტს და სწორ პა­სუ­ხებს, არა­მედ თა­ვის ნა­მუ­შე­ვარს და გამ­ს­წო­რებ­ლე­ბის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ სა­მუ­შა­ოს — რო­გორ და რა­ტომ შე­ფას­და ასე ტეს­ტი. ამის ანა­ლოგს ვერც ერთ ქვე­ყა­ნა­ში ვერ ნა­ხავთ. ერ­თი მხრივ, ეს კარ­გია და სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ნდო­ბა, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თ­ვის უდი­დე­სი ტვირ­თია, რად­გან, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვერც ერთ და­ვა­ლე­ბას, თუნ­დაც კლო­ნი­რე­ბულს, შემ­დ­გომ­ში ვე­ღარ გა­მო­ი­ყე­ნებ. ყო­ვე­ლი ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას  იმა­ვე ძა­ლის­ხ­მე­ვის და­ხარ­ჯ­ვა უწევს, რაც წი­ნა წლებ­ში. თუმ­ცა, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ამა­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად წა­ვი­და — იყო სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­გა­მოც­დო მო­დე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ სჯობს გა­ვი­ჭირ­ვოთ და ყო­ველ წელს გვქონ­დეს ბევ­რი სა­მუ­შაო, სა­მა­გი­ე­როდ მშო­ბელს, პე­და­გოგს, აბი­ტუ­რი­ენტს, ექ­ს­პერტს — ყვე­ლას ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნა­ხოს, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს გას­წო­რე­ბის პრო­ცე­სი. თქვენ იცით, რომ თი­თო­ე­უ­ლი და­ვა­ლე­ბა ორ­ჯერ სწორ­დე­ბა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ორი­ვე გამ­ს­წო­რე­ბელ­მა და­უშ­ვას შეც­დო­მა. თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტი გამ­ს­წო­რე­ბელს არ ეთან­ხ­მე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ა­პე­ლა­ციო კო­მი­სია კი­დევ ერ­თხელ ამოწ­მებს. ასე რომ, სის­ტე­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად გამ­ჭ­ვირ­ვა­ლეა.
რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის სის­ტე­მას, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე ვე­რაფ­რით ვერ იქ­ნე­ბა, მი­სი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. აქ სულ სხვა პრინ­ცი­პე­ბია ჩა­დე­ბუ­ლი და თვი­თონ და­ვა­ლე­ბა­თა ბან­კი უნ­და იყოს ძა­ლი­ან დი­დი. შე­იძ­ლე­ბა და­ვა­ლე­ბე­ბის 10-15% გა­მო­ი­ყე­ნო გა­მოც­და­ზე, მაგ­რამ 10-ჯერ და 20-ჯერ მე­ტი და­ვა­ლე­ბა უნ­და გქონ­დეს ბან­კ­ში იმის­თ­ვის, რომ ალ­გო­რით­მ­მა იმუ­შა­ოს. ბუ­ნებ­რი­ვია, ერთ წე­ლი­წად­ში და­ვა­ლე­ბა­თა კარ­გი ბან­კის შექ­მ­ნა სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ეს პრო­ცე­სი არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ იმას­თან, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტი დაჯ­დეს და და­ვა­ლე­ბე­ბი და­წე­როს. ასეთ და­ვა­ლე­ბებს არა­ერ­თი გა­მოც­და და  ყვე­ლა პა­რა­მეტ­რის შე­მოწ­მე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ შემ­დეგ და­ვა­ლე­ბა­თა ბან­კ­ში მოხ­ვ­დეს. სწო­რედ ამ პა­რა­მეტ­რე­ბის მი­ხედ­ვით ახერ­ხებს ალ­გო­რით­მი შემ­დ­გო­მი და­ვა­ლე­ბე­ბის მო­ძი­ე­ბას. ასე რომ, თი­თო­ე­ულ და­ვა­ლე­ბას ზუს­ტად გა­ზო­მი­ლი პა­რა­მეტ­რი სჭირ­დე­ბა. ამი­ტო­მაც, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს და­ხუ­რუ­ლი სის­ტე­მაა. ასე­თი სის­ტე­მე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ და­სავ­ლეთ­ში, სა­დაც ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ფორ­მით ტარ­დე­ბა გა­მოც­დე­ბი და იქ არა­ვის აზ­რად არ მოს­დის, მა­გა­ლი­თად ტო­ე­ფე­ლის, ჯი­ა­რის ან ამ ტი­პის სხვა გა­მოც­დას რო­ცა აბა­რებს, დას­ვას კითხ­ვა — რა­ტომ მი­ვი­ღე ეს შე­დე­გი, რო­მელ და­ვა­ლე­ბას ვუ­პა­სუ­ხე სწო­რად და რო­მელს ვერ ვუ­პა­სუ­ხე ან აპე­ლა­ცი­ა­ზე იფიქ­როს. ასე­თი რამ იქ არ არ­სე­ბობს — აპ­რი­ო­რი იღე­ბენ იმ შე­დეგს, რაც არის, რად­გან თვი­თონ სის­ტე­მის მი­მართ აქვთ ნდო­ბა.
ხში­რად გა­ი­გო­ნებ — ვი­ცი, სწო­რად გა­ვე­ცი პა­სუ­ხი, ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა სწო­რად შე­ვას­რუ­ლე და ათი ქუ­ლა რა­ტომ არ მი­ვი­ღე? ასეთ მოს­წავ­ლე­ებს მინ­და ვაჩ­ვე­ნო ზუს­ტად ის და­ვა­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მათ შეხ­ვ­დათ გა­მოც­და­ზე და ვერ უპა­სუ­ხეს. ისევ ვი­მე­ო­რებ, რიგ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, სამ შეც­დო­მა­ზეც კი, ალ­გო­რით­მი უმაღ­ლეს შე­ფა­სე­ბას აძ­ლევს. ამი­ტო­მაც, თა­ვის­თა­ვად ის შკა­ლა, რო­მელ­ზე­დაც მოს­წავ­ლე­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი იზო­მე­ბა, სულ სხვაა და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, და­ვუშ­ვათ, 5-10-ბა­ლი­ა­ნი შკა­ლის­გან. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია იმ კუთხით, რომ მი­ნუს ქუ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობს და მა­გა­ლი­თად ნუ­ლი ქუ­ლა ნიშ­ნავს სა­შუ­ა­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბის მოს­წავ­ლეს. ვთქვათ, ნულ ქუ­ლას რომ მი­ი­ღებს მოს­წავ­ლე, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს მის­თ­ვის ძა­ლი­ან ძნე­ლად აღ­საქ­მე­ლი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ მი­ვი­ღეთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, მათ­თ­ვის ნაც­ნო­ბი შკა­ლა შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმის თქმა, რომ 8,5 ქუ­ლა ცუ­დია და ათო­სან­მა მოს­წავ­ლემ 8,5 ან 9 ქუ­ლა რა­ტომ უნ­და მი­ი­ღოს, არ არის სწო­რი. შეხ­ვედ­რებ­ზეც ხში­რად ვი­მე­ო­რებ­დით და ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზეც გან­ვა­თავ­სეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ 8-დან 10-მდე შე­ფა­სე­ბა ძა­ლი­ან კარ­გია. გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნა ის, თუ რამ­დენ მოს­წავ­ლე­ზე უკე­თე­სად მო­ვა­ხერ­ხე ამ ტეს­ტის შეს­რუ­ლე­ბა, ვიდ­რე კონ­კ­რე­ტუ­ლი ქუ­ლა ამა თუ იმ სა­გან­ში. მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­ის შემ­თხ­ვე­ვა­ში, აღ­მოჩ­ნ­და, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა, რომ­ლებ­მაც 8,5 და მე­ტი ქუ­ლა მი­ი­ღეს, თა­ნა­ტოლ­თა 97%-ზე უკეთ შე­ას­რუ­ლეს და­ვა­ლე­ბა. პირ­და­პი­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა თა­ვი­დან­ვე არას­წო­რია. ჩვენ სულ ვე­უბ­ნე­ბო­დით მოს­წავ­ლებეს, თუ მი­ი­ღე 8,5 ქუ­ლა, ეს ძა­ლი­ან კარ­გი შე­ფა­სე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე რთულ და­ვა­ლე­ბას ვერ გა­არ­თ­ვა თა­ვი და ამა­ში და­საძ­რა­ხი არა­ფე­რია. მთა­ვა­რია, ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხო და 7,5-ზე მე­ტი შე­ფა­სე­ბა თუ მი­ი­ღე, ეს უკ­ვე კარ­გია.
სა­ზო­გა­დო­ე­ბა მიჩ­ვე­უ­ლია ღია და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე სის­ტე­მას ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე და ითხოვ­და, ასე­თი­ვე ყო­ფი­ლი­ყო გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მა. თე­ო­რი­უ­ლა­დაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ისე­ვე გამ­ჭ­ვირ­ვა­ლედ მი­წო­დე­ბა, რო­გო­რიც ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შია. კი­დევ ერ­თხელ ვი­მე­ო­რებ, რომ ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ არის, არც ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია არ მი­დის იმა­ზე, რომ მი­სი პრო­დუქ­ტი ყო­ველ წე­ლი­წადს, ასე ვთქვათ, გა­მო­ი­ფი­ნოს და ვე­ღა­რა­სო­დეს გა­მო­ი­ყე­ნოს შემ­დ­გომ. ძა­ლი­ან რთუ­ლი სა­მუ­შაოა სა­გა­მოც­დო ტეს­ტის მომ­ზა­დე­ბა, უამ­რა­ვი აპ­რო­ბა­ცია სჭირ­დე­ბა, უამ­რა­ვი კო­რექ­ტუ­რა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ძა­ლი­ან დიდ სა­მუ­შა­ოს ატა­რებს. რად­გან და­ვიწყეთ ასე­თი გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე სის­ტე­მით ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი, სპე­ცი­ფი­კის შეც­ვ­ლას არ ვა­პი­რებთ, მაგ­რამ ეს ნამ­დ­ვი­ლად გა­ჭირ­დე­ბა კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში.
ძი­რი­თა­დი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სწო­რედ სის­ტე­მის გა­უმ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ასე­ვე, იმას­თან, რომ ეს ალ­გო­რით­მი რთუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და ასახ­ს­ნე­ლად და ამა­ში არა­ლო­გი­კურს ვე­რა­ფერს ვხე­დავ. ხში­რად გვე­კითხე­ბი­ან — რამ­დენ და­ვა­ლე­ბას უნ­და ვუ­პა­სუ­ხო სწო­რად, მა­ღა­ლი ქუ­ლა რომ მი­ვი­ღო? რამ­დე­ნი და­ვა­ლე­ბა მო­მი­ვა?ეს ყვე­ლა­ფე­რი მოს­წავ­ლე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი და­ვა­ლე­ბი­თაც შეძ­ლებს  ალ­გო­რით­მი კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით შე­ფა­სე­ბას, იმ­დე­ნი და­ვა­ლე­ბა მი­უ­ვა. რამ­დენ შეც­დო­მას და­უშ­ვებს, ესეც იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მელ და­ვა­ლე­ბა­ზე ვერ მო­ა­ხერ­ხა სწო­რი პა­სუ­ხის გა­ცე­მა — მარ­ტი­ვი და­ვა­ლე­ბა იყო თუ შე­და­რე­ბით რთუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა 10 ქუ­ლა და­იმ­სა­ხუ­როს მოს­წავ­ლემ, რო­მელ­მაც არც ერ­თი შეც­დო­მა არ და­უშ­ვა და ისეთ­მაც, ვინც 3 შეც­დო­მა და­უშ­ვა.
ამი­ტო­მაც აუცი­ლე­ბე­ლია, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დოთ ავუხ­ს­ნათ, რო­გორ მუ­შა­ობს ალ­გო­რით­მი და რა­ტომ არის ეს სის­ტე­მა ეფექ­ტუ­რი, პირ­ველ რიგ­ში, იმ მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თაც ამ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მო­უ­წევთ, ვგუ­ლის­ხ­მობ ხჳ-ხჳჳ-კლა­სე­ლებს. გვინ­და, ვორ­ქ­შო­ფებს რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­ხე მივ­ცეთ და ოქ­ტომ­ბ­რი­დან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ერ­კ­ვ­ნენ რა პრო­ცეს­ში მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.
გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებს გარ­კ­ვე­უ­ლი ხარ­ვე­ზი მოჰ­ყ­ვა რე­გის­ტ­რა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო, თუმ­ცა, ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი. სკო­ლებს დი­დი ხნის გან­მა­ლო­ბა­ში აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ა­რე­გის­ტ­რი­რონ სა­კუ­თა­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი, მათ­თ­ვის პროგ­რა­მა კარ­გა ხან­საა გახ­ს­ნი­ლი და, რო­გორც კი ბა­ზა ფორ­მირ­დე­ბა, პროგ­რა­მა იხუ­რე­ბა, ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა გა­მოც­დის წი­ნა პე­რი­ოდ­ში აღარ შე­იძ­ლე­ბა. ბო­ლო დღე­ებ­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბა ხოლ­მე, რომ დი­რექ­ტორს კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლე გა­მორ­ჩა სი­ი­დან. რა­ტომ ხდე­ბა ეს, არ ვი­ცი. ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აპ­ლი­კან­ტ­თა ძა­ლი­ან დიდ რა­ო­დე­ნო­ბას­თან აქვს საქ­მე — აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, პე­და­გო­გე­ბი, მა­გის­ტ­რო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი, გა­მო­საშ­ვე­ბი კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი, მე­თერ­თ­მე­ტე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი... ნამ­დ­ვი­ლად არ მეს­მის, რა­ტომ არის ასე რთუ­ლი, 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­ა­ხერ­ხო სა­კუ­თა­რი სკო­ლის უფ­როს­კ­ლა­სელ­თა სწო­რად რე­გის­ტ­რი­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ინც მოხ­და ასე­თი რამ და, სკო­ლის შეც­დო­მის გა­მო, 100 მე­თერ­თ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი ვერ და­რე­გის­ტ­რირ­და გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებ­ზე. ლო­გი­კუ­რია მშობ­ლე­ბის აღ­შ­ფო­თე­ბაც და მოს­წავ­ლე­ე­ბის გულ­დაწყ­ვე­ტაც, რომ თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან ერ­თად გა­მოც­დებ­ში ვერ მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სკო­ლის დი­რექ­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც შევ­დი­ვარ, მაგ­რამ მათ საქ­ცი­ელს უკო­მენ­ტა­როდ დავ­ტო­ვებ.
მოს­წავ­ლე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­თი სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის ჩა­ტა­რე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. მარ­თა­ლია, მე­თერ­თ­მე­ტეკ­ლა­სე­ლე­ბი არ იჩაგ­რე­ბოდ­ნენ, ამ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა მე­თორ­მე­ტე კლა­სის ბო­ლო­საც შე­ეძ­ლოთ, მაგ­რამ თუ სურთ ეს ოთხი გა­მოც­და „მო­ი­შო­რონ“, 15 ოქ­ტომ­ბერს მათ ჩვენ­თან მო­ვიწ­ვევთ და შე­საძ­ლებ­ლო­ბას მივ­ცემთ, ჩა­ა­ბა­რონ გა­მოც­დე­ბი, რო­მე­ლიც მათ­მა თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა მა­ის­ში ჩა­ა­ბა­რეს.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი
რაც შე­ე­ხე­ბა ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს, ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ტარ­და. პი­რა­დად მე ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. თუ თვი­თონ სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა­ზე ვი­სა­უბ­რებთ, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის წელს რამ­დე­ნი­მე სი­ახ­ლე გვქონ­და შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი და ორ­მა­გად სა­სი­ხა­რუ­ლოა ჩემ­თ­ვის, რომ დღეს ხმა­მაღ­ლა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, ეს სი­ახ­ლე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით და­ი­ნერ­გა.
ერთ-ერ­თი იყო უცხო ენის გა­მოც­და­ზე მოს­მე­ნის ნა­წი­ლის და­მა­ტე­ბა. ალ­ბათ გახ­სოვთ, იყო ში­ში იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ეს ნა­წი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და და იქ­ნებ შემ­დე­გი წლის­თ­ვის გა­დაგ­ვე­დო ტეს­ტ­ში მი­სი შე­ტა­ნა, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი უკეთ მომ­ზა­დე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ. იმის ში­შიც იყო, რომ სოფ­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თის რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და ეს ნა­წი­ლი და გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა იქ­ნე­ბო­და მათ მიღ­წე­ვებ­სა და ქა­ლა­ქის მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვებს შო­რის. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ ში­შებ­მა არ გა­ა­მარ­თ­ლა და მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მხრი­დან ეს სი­ახ­ლე გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი. მოს­მე­ნის ნა­წი­ლი გა­ცი­ლე­ბით უფ­რო სა­ხა­ლი­სო გა­მოდ­გა, ვიდ­რე წე­რი­თი და­ვა­ლე­ბე­ბი. აღ­მოჩ­ნ­და, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს წე­რი­თი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა უფ­რო უჭირთ, ვიდ­რე ამ ტი­პის და­ვა­ლე­ბის. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა ვერ შეძ­ლო. თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მო­ვუს­მენთ, თუნ­დაც მათ, ვინც უცხო ენა­ში ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხა, აცხა­დე­ბენ, რომ გრა­მა­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა უფ­რო გა­უ­ჭირ­დათ, ვიდ­რე მოს­მე­ნის.
წელს და­ე­მა­ტა ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მოც­და, მაგ­რამ არ იყო ბევ­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტი, ვინც ამ გა­მოც­დას აბა­რებ­და. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ შე­სა­ბა­მი­სად არ იყო ბევ­რი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც ეს გა­მოც­და აირ­ჩია. თუმ­ცა, მი­მაჩ­ნია, რომ კარ­გი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მოც­დის და­მა­ტე­ბა, რად­გან არის გარ­კ­ვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც გა­ცი­ლე­ბით რე­ლე­ვან­ტუ­რია ეს გა­მოც­და, ვიდ­რე, ვთქვათ, გე­ოგ­რა­ფი­ის ან ის­ტო­რი­ის.
ში­ში იყო, ასე­ვე, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ უნა­რებ­ში ბა­რი­ე­რის აწე­ვა ძა­ლი­ან ბევრ აბი­ტუ­რი­ენტს და­ტო­ვებ­და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის გა­რეთ. არც ამ შიშ­მა გა­ა­მარ­თ­ლა და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პრე­ტენ­ზი­ე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ბა­რი­ერ­მა (იყო 24, გა­თა­ნაბ­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში — 23) დაბ­რ­კო­ლე­ბა შე­უქ­მ­ნა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, არ ყო­ფი­ლა.
ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენც გვქონ­და გარ­კ­ვე­უ­ლი ღელ­ვა, რო­გორ მი­ი­ღებ­დ­ნენ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი სი­ახ­ლე­ებს. ამ თვალ­საზ­რი­სით, გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ვფიქ­რობ, ში­ში მო­მა­ვალ აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­საც მო­ეხ­ს­ნათ.
ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით არა­ვი­თა­რი ხარ­ვე­ზი არ ყო­ფი­ლა, აბი­ტუ­რი­ენ­ტის გა­მოც­დი­დან მოხ­ს­ნის შემ­თხ­ვე­ვე­ბიც ნულ­ზეა დაყ­ვა­ნი­ლი.
აპე­ლა­ცია
რაც შე­ე­ხე­ბა აპე­ლა­ცი­ას, 2005 წელს, რო­ცა პირ­ვე­ლად ჩა­ვა­ტა­რეთ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი, ეს სის­ტე­მა, რო­ცა აბი­ტუ­რი­ენტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, გას­წო­რე­ბუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იხი­ლოს, არ გვქონ­და და­ნერ­გი­ლი. ამი­ტო­მაც აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი აპე­ლა­ცი­ას ბრმად აკე­თებ­დ­ნენ და გა­ცი­ლე­ბით დი­დი იყო სა­ა­პე­ლა­ციო გა­ნაცხა­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი იყო გა­დას­წო­რე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, ძა­ლი­ან მცი­რე იყო შე­მო­სუ­ლი გა­ნაცხა­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან შე­და­რე­ბით. რო­გორც კი ეს სის­ტე­მა შე­მო­ვი­ღეთ, გა­ნაცხა­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ დრა­მა­ტუ­ლად იკ­ლო. იმი­ტომ რომ, თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტი ხე­დავს, რომ აზ­რი არ აქვს აპე­ლა­ცი­ას, ის ეთან­ხ­მე­ბა გას­წო­რე­ბას და მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­აქვს სა­ა­პე­ლა­ციო გა­ნაცხა­დი, თუ ეჭ­ვობს, რომ შე­იძ­ლე­ბა ქუ­ლა მო­ე­მა­ტოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა გა­დას­წო­რე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი­სა, გა­ნაცხა­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას­თან შე­და­რე­ბით, ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ი­ზარ­და. სა­ა­პე­ლა­ციო კო­მი­სია ყო­ველ­თ­ვის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. ასე რომ, ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც, ყვე­ლა­ფე­რი და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია.

სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა
არა­ერ­თი მო­საზ­რე­ბა მო­ვის­მი­ნე იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ეროვ­ნულ­მა გა­მოც­დებ­მა დრო მო­ჭა­მა და ხომ არ ვი­ფიქ­როთ სის­ტე­მის შეც­ვ­ლა­ზე და ა.შ. პირ­და­პირ გეტყ­ვით, თუ ეს სის­ტე­მა (სკო­ლებ­საც ვგუ­ლის­ხ­მობ და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­საც) ასე შე­ნარ­ჩუნ­და, პირ­ვე­ლი მე ვიტყ­ვი, რომ აზ­რი არ აქვს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მო­დე­ლის არ­სე­ბო­ბას ამ ქვე­ყა­ნა­ში. უბ­რა­ლოდ, ჩვენ თუ გა­დავ­ხე­დავთ სტა­ტის­ტი­კას, დაწყე­ბუ­ლი 2005 წლი­დან 2014 წლის ჩათ­ვ­ლით, ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც გა­ი­ა­რეს აკ­რე­დი­ტა­ცია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იზ­რ­დე­ბა და იზ­რ­დე­ბა, დრა­მა­ტუ­ლად, სა­კონ­კურ­სო ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მა­გა­ლი­თად, წელს 35 ათა­სამ­დე აბი­ტუ­რი­ენ­ტი გვყავ­და და სა­კონ­კურ­სო ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 45 ათასს აჭარ­ბებ­და, ანუ ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენ­ტი რომ ჩა­რიცხუ­ლი­ყო, 10 ათა­სი ად­გი­ლი უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს მა­ინც ცა­რი­ე­ლი რჩე­ბო­და.
ხომ შე­იძ­ლე­ბა ერ­თხელ დავ­ს­ვათ კითხ­ვა — რას­თან გვაქვს საქ­მე? სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბო­ბენ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც დღე­ი­სათ­ვის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­ი­ა­რეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მათ ხა­რის­ხ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას იღებს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, კერ­ძოდ — აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ცენ­ტ­რი. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ამ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს ეუბ­ნე­ბა, რომ შენ, ხა­რის­ხის თვალ­საზ­რი­სით, მზად ხარ, სტუ­დენ­ტე­ბი მო­ამ­ზა­დო. უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი აცხა­დებს 400-მდე სა­კონ­კურ­სო ად­გილს და არც ერ­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტი არ ირიცხე­ბა. ასე­თი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რ­დე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა, და­ის­ვას კითხ­ვა — ხომ არ არის სა­ჭი­რო, სე­რი­ო­ზუ­ლად გა­და­ი­ხე­დოს აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სა­კითხი, რად­გან უკ­ვე ისე­თი სა­ხე მი­ი­ღო, რომ გა­უ­გე­ბა­რია, რა გვინ­და.
თუ ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ნე­ბის­მი­ე­რი ახალ­გაზ­რ­და, რო­მე­ლიც სურ­ვილს გა­მოთ­ქ­ვამს, გა­აგ­რ­ძე­ლოს სწავ­ლა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, უნ­და ჩა­ი­რიცხოს რო­მე­ლი­მე უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, მა­შინ ხმა­მაღ­ლა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს გვჭირ­დე­ბა და ამ მი­ზანს შე­იძ­ლე­ბა მო­ერ­გოს ახა­ლი სა­გა­მოც­დო მო­დე­ლი.
წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ვი­თა­რე­ბაა — უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი მზად არის ნე­ბის­მი­ე­რი სტუ­დენ­ტი მი­ი­ღოს, რო­გო­რი შე­დე­გიც არ უნ­და ჰქონ­დეს გა­მოც­დებ­ზე. მე­ო­რე მხრივ, აბი­ტუ­რი­ენტს ძა­ლი­ან უნ­და, გახ­დეს სტუ­დენ­ტი და მის­თ­ვის სუ­ლერ­თია, რო­მელ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ი­რიცხე­ბა. მშო­ბე­ლიც ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლია, რომ მი­სი შვი­ლი სტუ­დენ­ტი გახ­დეს. თან, რაც მთა­ვა­რია, აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­გავ­ლილ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ზეა სა­უ­ბა­რი, აქ ხომ არ არის სა­უ­ბა­რი ისეთ სას­წავ­ლე­ბელ­ზე, რომ­ლის დიპ­ლომ­საც სა­ხელ­მ­წი­ფო არ ცნობს. ჩვენ რა­ტომ ვუშ­ლით ხელს?  სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გა­მო­დის, რომ ქა­რის წის­ქ­ვი­ლებს ვებ­რ­ძ­ვით. მე თუ მკითხავთ, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ერ­თოდ მოვ­ხ­ს­ნი­დი ბა­რი­ერს და მივ­ცემ­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბას ასეთ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს მი­ე­ღოთ, და­ვუშ­ვათ, ნულ­ქუ­ლი­ა­ნი ან ორ­ქუ­ლი­ა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი. მა­შინ რა სა­ჭი­როა ბა­რი­ე­რი, თუ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლიც თა­ნახ­მაა და აბი­ტუ­რი­ენ­ტიც, ჩვენ რა­ტომ ვუშ­ლით ხელს, თუ ეს არის მი­ზა­ნი — ვინც უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სურ­ვილს გა­მოთ­ქ­ვამს, ყვე­ლას მივ­ცეთ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამა­ში ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ, მაგ­რამ რა­ღაც ფორ­მით უნ­და და­ლაგ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ კითხ­ვებს პა­სუ­ხი უნ­და გა­ე­ცეს.
იმა­ზე სა­უ­ბარს, უნ­და შე­იც­ვა­ლოს თუ არა სა­გა­მოც­დო მო­დე­ლი, სჯობს ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ, რა გვინ­და. რო­დე­საც მკა­ფი­ოდ და ნათ­ლად გვე­ცო­დი­ნე­ბა ჩვენ (სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვგუ­ლის­ხ­მობ) რა გვინ­და, სა­გა­მოც­დო მო­დე­ლის მორ­გე­ბას არა­ფე­რი არ უნ­და. თუ პრინ­ცი­პი ისევ შე­ნარ­ჩუნ­და ისე­თი, რომ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი პირ­და­პი­რაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე და, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი მი­ი­ზი­დოს; თუ მას აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრინ­ცი­პით გა­ნე­საზღ­ვ­რე­ბა სა­კონ­კურ­სო ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და იმა­ზე მეტს ვერ მი­ი­ღებს, ცხა­დია, უნ­და შე­ვუწყოთ ხე­ლი უმაღ­ლე­სებს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დოთ, შე­ევ­სოთ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნე­ბათ და შე­იძ­ლე­ბა და­ხურ­ვის რის­კის ქვე­შაც დად­გ­ნენ.
თუ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი მზა­დაა სრუ­ლი­ად მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი მი­ი­ღოს, ამას­თა­ნა­ვე აიღებს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, რომ ას­წავ­ლის და ამის დას­ტურს იღებს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­გან, რა აზ­რი აქვს ჩვე­ნი მხრი­დან ხე­ლის შეშ­ლას. ამ თე­მებ­ზე ბევრს ვსა­უბ­რობთ, მაგ­რამ წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი, ჯერ­ჯე­რო­ბით, სამ­წუ­ხა­როდ,  არ ჩანს.
მე­რე ყო­ველ­თ­ვის ახა­ლი თე­მე­ბი იჩენს ხოლ­მე თავს. მა­გა­ლი­თად, დღეს რა სის­ტე­მაც გვაქვს, აბი­ტუ­რი­ენტს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იფიქ­როს სა­კუ­თარ არ­ჩე­ვან­ზე და რამ­დენ­ჯე­რაც მო­ე­სურ­ვე­ბა, ცვა­ლოს. 8 აგ­ვის­ტომ­დე ჰქონ­დათ ვა­და. შე­უძ­ლია, რამ­დე­ნიც უნ­და იმ­დე­ნი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი მი­უ­თი­თოს. ეს, მე მომ­წონს თუ არ მომ­წონს, მე­ო­რე სა­კითხია, ისევ მა­თი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­კეთ­და. ვცდი­ლობ გა­ვერ­კ­ვე, რა გვჭირ­დე­ბა ჩვენ — ახალ­გაზ­რ­დო­ბა, რო­მე­ლიც არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სა­კუ­თარ არ­ჩე­ვან­ში? ბუ­ნებ­რი­ვია, რა­ღაც მი­მარ­თუ­ლე­ბა მე­ტად მი­ზი­დავ­დეს, ვთქვათ, მსა­ხი­ო­ბო­ბა, შე­იძ­ლე­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად ავირ­ჩიო, მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კა?! თე­ო­რი­უ­ლად ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია. მაგ­რამ რო­დე­საც ვე­უბ­ნე­ბით, რამ­დე­ნი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლიც გინ­და, იმ­დე­ნი მი­უ­თი­თე, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­ინც აღ­მოჩ­ნ­დე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა  გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც რა­ტომ­ღაც რა­ღაც არ მი­უ­თი­თეს, და­ა­ვიწყ­დათ და ა.შ. მა­შინ რა აზ­რი აქვს 8 აგ­ვის­ტომ­დე რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­წელ­ვას? მათ ვაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას თა­ვი­ან­თი შე­დე­გე­ბი ნა­ხონ. მა­გა­ლი­თად, თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტი ნა­ხავს, რომ მა­თე­მა­ტი­კა­ში ცუ­დი შე­დე­გი აქვს, ხომ უნ­და მიხ­ვ­დეს, რომ აზ­რი არ აქვს მა­თე­მა­ტი­კურ­ზე გა­ნაცხა­დის შე­ტა­ნას და შეც­ვა­ლოს არ­ჩე­ვა­ნი. აი, ყვე­ლა­ფე­რი ამის შემ­დეგ, რო­დე­საც ეს პრო­ცე­სი დას­რულ­დე­ბა, მა­ინც აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც 30-40 მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­უ­თი­თეს და, რად­გან არ ჩა­ი­რიცხ­ნენ, ამ­ბო­ბენ, რომ და­ა­ვიწყ­დათ რო­მე­ლი­ღაც მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­თი­თე­ბა. რა თქმა უნ­და, დგე­ბა სა­კითხი მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვე­ბის, მაგ­რამ რა უნ­და იყოს ამის სა­ფუძ­ვე­ლი? ის, რომ ვი­ღა­ცას რა­ღაც და­ა­ვიწყ­და ან რა­ღაც ვერ გათ­ვა­ლა?
მე­ო­რა­დი ჩა­რიცხ­ვე­ბის არ­სი, რო­დე­საც ჩვენ შე­მო­ვი­ღეთ, ასე მეს­მო­და — შეზღუ­დუ­ლი იყო არ­ჩე­ვა­ნის რა­ო­დე­ნო­ბა. პირ­ვე­ლად იყო 5, არ იყო საკ­მა­რი­სი, მე­რე — 7, არ ეყოთ, გახ­და 10, არც ეს ეყოთ, შემ­დეგ — 20, სუ­რა­თი იგი­ვე იყო, მაგ­რამ რო­დე­საც გა­ნუ­საზღ­ვ­რე­ლი რა­ო­დე­ნო­ბით შე­იძ­ლე­ბა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა, რა აზ­რი აქვს მე­ო­რად ჩა­რიცხ­ვებს? რო­გორც ჩანს, რა­ღაც გვინ­და და ვერ ჩა­მოვ­ყა­ლი­ბე­ბულ­ვართ, რა. ამას­თა­ნა­ვე ვსა­უბ­რობთ სის­ტე­მა­ზე — ასე­თი უნ­და იყოს თუ არ უნ­და იყოს.
მე არ ვამ­ბობ, რომ ცუ­დია 35 ათა­სი აბი­ტუ­რი­ენ­ტი­დან ყვე­ლა გახ­დეს სტუ­დენ­ტი. ყვე­ლა მი­ი­ღებს უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას, გარ­კ­ვე­უ­ლი დო­ზით, რა­ტო­მაც არა. მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბა შევ­თან­ხ­მ­დეთ და ვთქვათ, რომ ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ნე­ბის­მი­ე­რი, ვინც სურ­ვილს გა­მოთ­ქ­ვამს, გავ­ხა­დოთ სტუ­დენ­ტი. ამა­საც მო­ვარ­გებთ მარ­ტი­ვად სა­გა­მოც­დო სის­ტე­მას (ყო­ველ­გ­ვა­რი ირო­ნი­ის გა­რე­შე). ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მა­გა­ლი­თად, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყვე­ლა ვერ ჩა­ი­რიცხე­ბა, იმი­ტომ რომ, იქ იქ­ნე­ბა კონ­კურ­სი და სა­დაც კონ­კურ­სი არ იქ­ნე­ბა, ჩა­ი­რიცხონ ეს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი. თუ ის ადა­მი­ა­ნია ცოდ­ვა, ვინც არ მი­უ­თი­თა 41-ე თუ 42-ე ად­გი­ლას რო­მე­ლი­ღაც უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, ის რა­ტომ არ არის ცოდ­ვა, ვი­საც ნა­ხე­ვა­რი ქუ­ლა და­აკ­ლ­და ბა­რი­ე­რის გა­და­სა­ლა­ხად? იმა­თაც გა­ვუ­წი­ოთ ან­გა­რი­ში და მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­დაც კონ­კურ­სი არ არის და ბევ­რი ად­გი­ლია, ჩა­ი­რიცხონ. ისე­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბიც არი­ან, რო­მე­ლიც ჩა­ი­რიცხა და წუხს, იქ თურ­მე დი­დი თან­ხაა გა­და­სახ­დე­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ვერ ის­წავ­ლის. გვთხოვს, გა­დავ­ს­ვათ შემ­დეგ არ­ჩე­ვან­ზე და ვე­უბ­ნე­ბით არას. მა­შინ რა­ტომ ვე­უბ­ნე­ბით კის სხვა აბი­ტუ­რი­ენტს, რო­მელ­საც ასე­ვე ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა უნ­და თა­ვის არ­ჩე­ვან­ში, გა­უ­გე­ბა­რია.
ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კე, მაგ­რამ ნამ­დ­ვი­ლად მინ­და გად­მოგ­ცეთ ჩე­მი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი. 10 წე­ლია გვი­ჭი­რავს ეს სის­ტე­მა, ყო­ველ­თ­ვის გა­მარ­თუ­ლი იყო და ვცდი­ლობთ ასე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ბო­ლომ­დე. ამას გა­ურ­კ­ვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში ვა­ხერ­ხებთ. ჩვენ­თ­ვი­საც კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ნათ­ლად და მკა­ფი­ოდ გვე­ცო­დი­ნე­ბა, რა არის სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თა და ვა­კე­თოთ ის, რაც უმ­რავ­ლე­სო­ბას უნ­და და არა ის, რაც ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია მი­სა­ღე­ბად. ისე არ გა­მო­ვი­დეს, რომ ეს ცენ­ტ­რი მარ­თ­ლაც ქა­რის წის­ქ­ვი­ლებს ებ­რ­ძ­ვის.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

25-28(942)N