გამოდის 1998 წლიდან
2010-06-12
სადაკო - მშვიდობის ელჩი

24 მაისს, სამების საკათედრო ტაძრის საგამოფენო დარბაზში, მოსწავლეთა ნახატების კონკურსის ` სადაკო - მშვიდობის ელჩი~ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. პროექტი განახორციელა სამშვიდობო ორგანიზაცია `სადაკომ~, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ ქალაქ თბილისის მერია და თელავის მუნიციპალიტეტი. გამოფენა-კონკურსი ჩატარდა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თანადგომით.   ღონისძიებას საინფორმაციო მხარდაჭერა გაუწია გაზეთმა `ახალი განათლება~. კონკურსში   საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, რუსთავი, თელავი და სხვ.), მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 332 ნამუშევრიდან 100 საუკეთესო ნამუშევარი შეირჩა. კომპეტენტურმა ჟიურიმ (თავმჯდომარე - გია ბუღაძე, წევრები: თამაზ ვარვარიძე, ნინო გუჯაბიძე, მაცაცო გაბუნია, მაია ქინქლაძე, ნინო ჭოღოშვილი) ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ცხრა გამარჯვებული გამოავლინდა.
I ადგილი მოიპოვეს: ნიკა მაღედანმა (პირველი ასაკობრივი ჯგუფი), თბილისის 139-ე საჯარო სკოლა; ნოდარ პირველმა (მეორე ასაკობრივი ჯგუფი), თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სკოლა; თამარ იოსელიანმა(მესამე ასაკობრივი ჯგუფი), ქუთაისის გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლა.
II ადგილი წილად ხვდათ: ქეთი მესხიშვილს (პირველი ასაკობრივი ჯგუფი), თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სკოლა; სოფო ლიპარტელიანს (მეორე ასაკობრივი ჯგუფი), თბილისის 165-ე საჯარო სკოლა; დიმა მარტიროსიანს (მესამე ასაკობრივი ჯგუფი), თბილისის 63-ე საჯარო სკოლა.
III ადგილი მოიპოვეს: ნია გაბუნიამ (პირველი ასაკობრივი ჯგუფი), თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სკოლა; ნატო მსხილაძემ(მეორე ასაკობრივი ჯგუფი), თბილისის 63-ე საჯარო სკოლა; თიკო ჭონიშვილმა(მესამე ასაკობრივი ჯგუფი), თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სკოლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლალი ებანოიძემ მოსწავლეთა კონკურსის `სადაკო - მშვიდობის ელჩი~ გამარჯვებულები: თბილისის 139-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა მაღედანი, თბილისის ვირსალაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლე ნოდარ პირველი და ქუთაისის გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლე თამარ იოსელიანი კომპიუტერებით დააჯილდოვა. II-III ადგილებზე გასულებსა და წამახალისებელი პრიზების მფლობელებს საჩუქრები გადასცეს გამომცემლობებმა (პალიტრაL, ქარჩხაძის გამომცემლობა, ანბანი, ინტელექტი, არტანუჯი, ძია ნოდარის წიგნები, საბავშვო გამომცემლობა `დილა~, მინიატურა). კონკურსის ყველა მონაწილეს დიპლომები და საჩუქრები გადაეცათ.
ლია დაუშვილი, ასოციაცია `სადაკო სასაკის~ თავმჯდომარე: `კონკურსი `სადაკო - მშვიდობის ელჩი~ აპრილის თვეში გამოვაცხადეთ. კონკურსანტებს იაპონელი გოგონას - სადაკო სასაკის ტრაგიკული ისტორია შემოქმედებითად უნდა გაეაზრებინათ და შეექმნათ ნახატი, რომელშიც გამოხატული იქნებოდა საკუთარი აზრი, განცდა, ემოცია, შთაბეჭდილება და დამოკიდებულება მისი ტრაგიკული ისტორიისადმი. ჟიურის მიერ შეირჩა საუკეთესო ნახატები, რომელთაგან სამი I, II, III ხარისხის პრიზებით აღინიშნა. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. მოგეხსენებათ, სადაკო სასაკის ისტორია ყველა იაპონელისთვის ცნობილია. გოგონა, 1945 წლის 6 აგვისტოს, ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდების თვითმხილველი იყო და 1954 წელს ლეიკემიით გარდაიცვალა. მეგობრებმა, რომლებიც აღფრთოვანებულნი იყვნენ მისი სიმამაცით და სიძლიერით, სადაკოს წერილები წიგნად გამოსცეს, ხოლო სადაკოს 1000 ქაღალდის წეროს ამბავი კი ლეგენდად იქცა. ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალურ პარკში დგას სადაკოს ბრინჯაოს ძეგლი, ოქროსფერი წეროთი ხელში. 6 აგვისტოს გვინდა, ჩვენი ხმა შევუერთოთ მსოფლიო პროგრესული საზოგადოების ხმას და ჰიროსიმას ტრაგედიის დღეს თბილისში, მშვიდობის ხიდზე, ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად, მოვაწყოთ 100 გამარჯვებული ნახატის გამოფენა. აქვე გაიმართება 100 საუკეთესო ნახატის კატალოგის პრეზენტაცია~.
მაკაყიფიანი

25-28(942)N